ხელშეკრულება N GIZ/26 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დაფინანსების წყარო გრანტი (GIZ)
ხელშეკრულება N GIZ/26 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დაფინანსების წყარო გრანტი (GIZ)
ქ. თბილისი 2019 წელი
ერთის მხრივ, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი“ (შემდგომში ,,შემსყიდველი’’) წარმოდგენილი დირექტორის xxxxx xxxxxxxx სახით და მეორე მხრივ შპს xxxxxx xxxxxx (შემდგომში „მიმწოდებელი”) წარმოდგენილი დირექტორის ლევანგაფრინდაშვილის სახით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გამარტივებული შესყიდვის ფორმით დადეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს საგრანტო პროგრამის Inaturalist – EcoHunter-ის ფარგლებში, პროექტის ყოველთვიური გამარჯვებულების დაჯილდოვების მიზნით მობილური ტელეფონების სახელმწიფო შესყიდვა.
1.2. საქონლის დასახელება, რაოდენობა, ფასი და CPV კოდი წარმოდგენილია ხელშეკრულების დანართი #1-ში რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
2. ხელშეკრულების ღირებულება
2.1. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 2498,31 (ორი ათას ოთხას ოთხმოცდათვრამეტი ლარი და ოცდათერთმეტი თეთრი) ლარს დღგ-ს გარეშე.
2.2. ხელშეკრულების საგნის შესყიდვა ხორციელდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ”ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ” 2008 წლის 19 დეკემბრის შეთანხმების (პროექტი: საქართველოს სოციალური და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა) საფუძველზე ა(ა)იპ -
,,საქათველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა“ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების (საგრანტო პროექტი: ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში (IBiS)) ფარგლებში. აღნიშნული შეთანხმებისა და საგრანტო პროექტის ფარგლებში საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა ან/და საქონლის იმპორტი.
(აღნიშნულთან დაკავშირებით იხილეთ საგადასახადო შეღავათით მოსარგებლეთა რეესტრი საგადასახადო პორტალ RS.GE-ზე).
3. ანგარიშსწორების ფორმა და ვადები
3.1. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით ეროვნულ ვალუტაში.
3.2. დაფინანსების წყარო - გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ).
3.3. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება იწარმოებს მიწოდებული საქონლის შესაბამისად გაფორმებული მიღება- ჩაბარების აქტისა და შესაბამისი ნულოვანი დღგ-ის ფაქტურის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საფუძველზე.
3.4. შემსყიდველის მიერ საქონლის ანაზღაურება მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
4. მიღება-ჩაბარების წესი
4.1. საქონელი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
4.1. შემსყიდველის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმომწერ უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ა(ა)იპ
„საქართველოს ეროვნული ბოტანუკური ბაღი“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობისა დამარკეტინგის განყოფილების უფროსი.
5. საქონლის მიწოდების ვადა
5.1. საქონლის მიწოდების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით.
6. მხარეთა უფლება-მოვალეობები
6.1. შემსყიდველს უფლება აქვს შეამოწმოს საქონლის შესაბამისობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან და განახორციელოს ხარისხის კონტროლი და ზედამხედველობა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დაცვაზე. შემსყიდველის მხრიდან ინსპექტირებას უზრუნველყოფს საზოგადოებასთან ურთიერთობისა დამარკეტინგის განყოფილების უფროსი xxxxxx xxxxxxxxxxx.
6.2. შემსყიდველი ვალდებულია საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა.
6.3. შემსყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს მიმწოდებელს მიწოდებული საქონლის ღირებულება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.
6.4. მიმწოდებელს უფლება აქვს მოსთხოვოს შემსყიდველს მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.
6.5. მიმწოდებელი ვალდებულია მიაწოდოს საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში.
6.6. მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ნულოვანი დღგ-ს ფაქტურა ან ცნობა რომ არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული.
7. პირგასამტეხლო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის
7.1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.02%-ის ოდებობით
7.2. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მხარეს ძირითადი ვალდებულების შესრულებისაგან.
8. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა და ხელშეკრულების შეწყვეტა
8.1. ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების, დამატების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.
8.2. ხელშეკრულების პირობების, მათ შორის, ფასის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველისთვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8.3. ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მეორე მხარე უფლებამოსილია ცალმხრივად მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
8.4. მხარე ვალდებულია არანაკლებ 5 კალენდარული დღით ადრე წერილობით ან კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით შეატყობინოს მეორე მხარეს 8.3. პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების მიღების განზრახვის შესახებ.
8.5. ხელშეკრულება ასევე შეიძლება შეწყდეს მხარეთა ინიციატივით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
9. დაუძლეველი ძალა
9.1. მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, თუ აღნიშნული გამოწვეულია აუცდენელი დაუძლეველი ძალის ზეგავლენით. აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში, მხარე ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულების შესრუულების შეუძლებლობის შესახებ.
10. დავები და მათი გადაწყვეტის წესი
10.1. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წამოჭრილი ყველა დავა გადაიჭრება ურთიერთშეთანხმების და მოლაპარაკების გზით. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული დავის წარმოშობიდან 30 დღის განმავლობაში, დავის გადასაწყვეტად მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
11. ხელშეკრულების ენა და მოქმედების ვადები
11.1. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, სამ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეულს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა და ინახება ხელმომწერ მხარეებთან (ერთი პირი მიმწოდებელთან და ორი პირი შემსყიდველთან). ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
11.2. ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერიდან და მოქმედებს 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
12. მხარეთა რეკვიზიტები
შემსყიდველი:
ა(ა)იპ „საქართველოს ეროვნული ბოტანიკურ ბაღი“ მის: ქ. თბილისი, ბოტანიკური ქ. #1
ს/კ: 404405960
ბანკი: სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22 ანგ. #741 887 499
დირექტორი xxxxx xxxxxxx
მიმწოდებელი:
შპს xxxxxx xxxxxx
მის: ქ. თბილისი, წერეთლის გამზ. #1 ს/კ: 202462717
ბანკი: თიბისი ბანკი ბანკის კოდი: XXXXXX00
ანგ: #XX00XX0000000000000000
დირექტორი
xxxxx xxxxxxxxxxxxx
2019 წლის #GIZ/20 ხელშეკრულების დანართი #1
# | საქონლის დასახელება | ზომის ერთეული | რაოდენობა | ერთეულის ფასი | ფასი | CPV კოდი |
1 | Samsung G970FD Galaxy S10e Dual Sim 6GB RAM 128GB LTE | ცალი | 1 | 1524.58 | 1524.58 | 32250000 |
2 | Samsung G705FD Galaxy A70 Dual Sim 6GB RAM 128GB LTE | ცალი | 1 | 973.73 | 973.73 | 32250000 |
სულ | 2498,31 |
შემსყიდველი:
ა(ა)იპ „საქართველოს ეროვნული ბოტანიკურ ბაღი“ მის: ქ. თბილისი, ბოტანიკური ქ. #1
ს/კ: 404405960
ბანკი: სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22 ანგ. #741 887 499
დირექტორი xxxxx xxxxxxx
მიმწოდებელი:
შპს xxxxxx xxxxxx
მის: ქ. თბილისი, წერეთლის გამზ. #1 ს/კ: 202462717
ბანკი: თიბისი ბანკი ბანკის კოდი: XXXXXX00
ანგ: #XX00XX0000000000000000
დირექტორი
xxxxx xxxxxxxxxxxxx
ხელწერილი
ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ
ქ. თბილისი 2019 წელი
ვადასტურებთ, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა შპს ზუმერი ჯორჯია-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში, ჩვენი მონაწილეობა არ ეწინააღმდეგება
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტს. ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის
დირექტორი xxxxx xxxxxxx