„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს N13 ბრძანების მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის, სსიპ შრომის ინსპექციის...
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება სახ№57-23
ქ. თბილისი 03 აპრილი
2023 წ.
ერთის მხრივ, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ (ს/კ 404942470) წარმოდგენილი დირექტორის xxxxxx xxxxxxxxxx სახით (შემდგომში - შემსყიდველი, დამზღვევი) და მეორეს მხრივ სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო“ (ს/კ:205023856), წარმოდგენილი გენერალური დირექტორი xxxxxxx xxxxxxxxxxx სახით (შემდგომში - მიმწოდებელი, მზღვეველი), საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ს1“ ქვეპუნქტის,
„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს N13 ბრძანების მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის 2022 წლის 30 ნოემბრის NLIO5 22 00595499 წერილის, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ ტექნიკური დეპარტამენტის 2022 წლის 07 ოქტომბრის N2096-04 მოხსენებითი ბარათის, იურიდიული დეპარტამენტის 2023 წლის 22 თებერვლის N388-04 მოხსენებითი ბარათისა და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
მუხლი 1. ტერმინთა განმარტებებები
1.1. მზღვეველი - სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო“;
1.2. დამზღვევი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც დადო დაზღვევის ხელშეკრულება მზღვეველთან;
1.3. დაზღვეული – სადაზღვევო პოლისით განსაზღვრული, დამზღვევთან შრომით ურთიერთობაში მყოფი პირი (დასაქმებული), რომლის მიმართაც და რომლის სასარგებლოდაც ხორციელდება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაზღვევა;
1.4. მოსარგებლე – პირი, რომელიც იღებს სადაზღვევო ანაზღაურებას წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ შემთხვევებში წინამდებარე პირობების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
1.5. დაზღვევის ტერიტორია/სამუშაო სივრცე - ყველა სამუშაო ადგილისა და იმ ტერიტორიის ერთობლიობა, სადაც დაზღვეული იმყოფება/გადაადგილდება სამსახურებრივი დანიშნულებით და რომლებსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ დამზღვევი აკონტროლებს;
1.6. სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევა – გაუთვალისწინებელი, მოულოდნელი შემთხვევა, გამოწვეული თვალსაჩინო გარეგანი ძალების ზემოქმედებით, რომელიც მოხდა სამუშაო პროცესში ან სამუშაო პროცესთან დაკავშირებით და რომელსაც შედეგად მოყვა დაზღვეულის ჯანმრთელობის დაზიანება, შრომისუნარიანობის შეზღუდვა ან დაკარგვა, გარდაცვალება ან მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება;
1.7. პროფესიული დაავადება – დასაქმებულის მწვავე ან ქრონიკული დაავადება, რომელიც ვითარდება საწარმოო გარემოსა და სამუშაო პროცესის საფრთხის შემცველი ფაქტორების ზემოქმედებით, იწვევს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ან/და პროფესიული შრომისუნარიანობის შეზღუდვას მოკლე პერიოდში ან ხანგრძლივად და განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;
1.8. საფრთხე – საწარმოო გარემოსა და სამუშაო პროცესის (მანქანა-დანადგარების, მასალების, ნივთიერებების, სამუშაო მეთოდების, გარემო პირობების ან შრომის ორგანიზების) თავისებურებები, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს დასაქმებულის ან სხვა პირის ჯანმრთელობას, გამოიწვიოს მისი დაავადება ან მის ჯანმრთელობას სხვა პრობლემები შეუქმნას;
1.9. რისკი – საწარმოო გარემოსა და სამუშაო პროცესის ფაქტორების გავლენით დასაქმებულის ან სხვა პირის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების ან მისთვის სხვაგვარი ზიანის მიყენების ალბათობის ხარისხი, შესაბამისი შედეგის სიმძიმის ხარისხის გათვალისწინებით;
1.10. მძიმე სამუშაო – სამუშაო პროცესი, რომელიც ზემოქმედებას ახდენს უპირატესად ადამიანის ორგანიზმის საყრდენ-მამოძრავებელ აპარატსა და ფუნქციურ სისტემებზე (გულ- სისხლძარღვთა, სასუნთქი და სხვა), რომლებიც უზრუნველყოფს მის საქმიანობას, და რომელიც ხასიათდება ფიზიკური დინამიკური დატვირთვით, ასაწევი და გადასაადგილებელი ტვირთის მასით, სტერეოტიპული სამუშაო მოძრაობების საერთო რაოდენობით, სტატიკური დატვირთვის სიდიდით, სამუშაო პოზის ფორმით, სხეულის დახრის ხარისხით და სივრცეში გადაადგილებით;
1.11. მავნე სამუშაო – საწარმოო გარემო ან/და სამუშაო პროცესი, რომლის ადამიანზე ზემოქმედებას გარკვეულ პირობებში (ინტენსივობა, ხანგრძლივობა და სხვა) შეუძლია გამოიწვიოს პროფესიული დაავადება, შრომისუნარიანობის დროებითი ან მდგრადი დაქვეითება, გაზარდოს სომატური და ინფექციური დაავადებების სიხშირე და დაარღვიოს შთამომავლობის ჯანმრთელობა;
1.12. საშიშპირობებიანი სამუშაო – საწარმოო გარემო ან/და სამუშაო პროცესი, რომელიც შეიძლება გახდეს მწვავე დაავადების აღმოცენების, ადამიანის ჯანმრთელობის უეცარი, მკვეთრი გაუარესების ან გარდაცვალების მიზეზი;
1.13. მომეტებული საფრთხე – საფრთხე, რომელიც ნაკლები რისკის შემცველი სხვა საშუალებებით ვერ ჩანაცვლდება;
1.14. სადაზღვევო პოლისი - დაზღვევის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია დამზღვევის მიერ შეძენილი სადაზღვევო დაფარვის დეტალები. სადაზღვევო პოლისში დაფიქსირებულ მონაცემებსა და წინამდებარე პირობების დებულებებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სადაზღვევო პოლისს.
1.15. სადაზღვევო პერიოდი – დაზღვევის მოქმედების ვადა, რომელიც მითითებულია პოლისში; დაზღვევა ძალაში შედის პოლისში მითითებულ სადაზღვევო პერიოდის დასაწყისი თარიღის 00:00 საათზე. დაზღვევა სრულდება სადაზღვევო პოლისში მითითებულ პერიოდის ბოლო დღის 23:59 საათზე;
1.16. სადაზღვევო პრემია – გადასახადი/დაზღვევის საზღაური, რომელიც დამზღვევმა უნდა გადაუხადოს მზღვეველს დაზღვევის პოლისით გათვალისწინებული წესით და ვადებში;
1.17. გამომუშავებული პრემია – პრემიის ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება დაზღვევის დაწყებიდან კონკრეტულ თარიღამდე პერიოდის შეფარდებას საწყის სადაზღვევო პერიოდთან (პერიოდის პროპორციული);
1.18. გამოუმუშავებელი პრემია - სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო პრემიის ნაწილი (მიუხედავად იმისა, გადახდილი არის თუ არა მზღვეველისთვის პრემია), რომელიც მიეკუთვნება მომავალ პერიოდს (პერიოდის პროპორციული);
1.19. სრული გამომუშავებული პრემია - გამომუშავებულ პრემიას დამატებული სადაზღვევო პრემიის 20% (მოკლევადიანობის კოეფიციენტი);
1.20. წლიური პასუხისმგებლობის ლიმიტი ერთ ადამიანზე (სადაზღვევო თანხა) – შესაბამისი სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული თანხა, რომელიც წარმოადგენს სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში თითოეული/ერთი დაზღვეულის სასარგებლოდ მზღვეველის მიერ გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმუმს ყველა მოქმედი (ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული) სადაზღვევო დაფარვისთვის;
1.21. თითოეული უბედური შემთხვევის ლიმიტი – სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული თანხა, რომელიც, მიუხედევად ასეთი შემთხვევის შედეგად დაზიანებული/ გარდაცვლილი დაზღვეული პირების რაოდენობისა, წარმოადგენს ერთი უბედური შემთხვევის შედეგად მზღვეველის მიერ გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმუმს ყველა მოქმედი (ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული) სადაზღვევო დაფარვისთვის ჯამში;
1.22. კონტრაქტის აგრეგირებული ლიმიტი – სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული თანხა, რომელიც წარმოადგენს სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში მზღვეველის მიერ გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმუმს ყველა მოქმედი (შესაბამისი სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული) სადაზღვევო დაფარვისთვის ჯამში;
1.23. გარდაცვალება - სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში დაზღვეულის გარდაცვალება უბედური შემთხვევის შედეგად, გარდა წინამდებარე ხელშეკრულების 3.2 პუნქტში მითითებულ გამონაკლისებისა.
მუხლი 2. ხელშეკრულების საგანი და ღირებულება
2.1 წინამდებარე ხელშეკრულების საგანია შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ -ში დასაქმებულთა (შემდგომში დაზღვეული) სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დამდგარი უბედური შემთხვევის სადაზღვევო მომსახურება (CPV კოდი 66500000, 66512100), ფასების ცხრილი - დანართი N1-ით განსაზღვრული დაზღვეულთა რაოდენობის, ხელშეკრულებითა და სადაზღვევო პირობები - დანართი N2-ით გათვალისწინებული დაზღვევის პირობების და დანართი N3 (დაზღვეულთა სიის ) შესაბამისად.
2.2 წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე, მზღვეველი იღებს ვალდებულებას დამზღვევის მიერ გადახდილი სადაზღვევო პრემიის სანაცვლოდ, გადაუხადოს მოსარგებლეს სადაზღვევო ანაზღაურების თანხა წინამდებარე ხელშეკრულებით წესებისა და პირობების შესაბამისად.
2.3 სადაზღვევო ანაზღაურების თანხის მიმღები წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად არის მხოლოდ დაზღვეული და მოსარგებლე.
მუხლი 3. სადაზღვევო შემთხვევა და სადაზღვევო გამონაკლისები
1. სადაზღვევო შემთხვევა და ანაზღაურების ლიმიტი
1.1. წინამდებარე პირობების მიზნებისათვის სადაზღვევო შემთხვევად/სადაზღვევო დაფარვად ჩაითვლება დაზღვევის ტერიტორიაზე/სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად:
1.1.1. დაზღვეულის გარდაცვალება ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება. ამ შემთხვევაში სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა - ერთ ადამიანზე წლიური პასუხისმგებლობის ლიმიტის 100%;
1.1.2. დაზღვეულის ჯანმრთელობის დაზიანება ან შრომისუნარიანობის შეზღუდვა ან დაკარგვა;
1.1.3. სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა ქვემოთ მოყვანილი ცხრილის მიხედვით:
ქმედითუნარიანობის შეზღუდვის ხარისხი | ფიქსირებული ლიმიტი / ან/და ხელფასის ოდენობა / ანაზღაურების ლიმიტის % |
ქმედითუნარიანობის შეზღუდვა - მსუბუქად გამოხატული (უბედური შემთხვევის გამო მსუბუქი დაზიანება შრომისუნარიანობის დაკარგვით არაუმეტეს 3 დღისა) | 35% |
ქმედითუნარიანობის შეზღუდვა - ზომიერად გამოხატული (უბედური შემთხვევის გამო დაზიანება შრომისუნარიანობის დაკარგვით 3 დღიდან 40 დღემდე) | 50% |
ქმედითუნარიანობის შეზღუდვა - მნიშვნელოვნად გამოხატული (უბედური შემთხვევის გამო დროებითი შრომისუუნარობის განვითარება 40 კალენდარულ დღეზე მეტი ხნით) | 75% |
ქმედითუნარიანობის შეზღუდვა - მკვეთრად გამოხატული (უბედური შემთხვევის გამო მუდმივი შრომისუუნარობის განვითარება ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება) | 85% |
დაზარალებულ პირს ენიჭება კატეგორია “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი” | 100% |
1.1.4. უბედური შემთხვევის გამო მსუბუქად, ზომიერად და მნიშვნელოვნად გამოხატული შრომისუნარიანობის დაკარგვისას ანაზღაურება ხდება დღიური ხელფასის ოდენობის მიხედვით, შრომისუუნარობის დღეების რაოდენობის და ცხრილში მოცემული ანაზღაურების %-ის შესაბამისად.
1.1.5. თუ პოლისით გათვალისწინებულია თითოეული უბედური შემთხვევის ლიმიტი, მაშინ ერთი უბედური შემთხვევის შედეგად მზღვეველის მიერ ასანაზღაურებელი თანხა შემოიფარგლება ამ ლიმიტით, მიუხედავად იმისა თუ რამდენი დაზღვეული დაზარალდება უბედური შემთხვევის შედეგად;
1.1.6. მზღვეველის მიერ სადაზღვევო პოლისის მოქმედების პერიოდის (სადაზღვევო პერიოდის) განმავლობაში ასანაზღაურებელი თანხის მაქსიმუმს წარმოადგენს სადაზღვევო პოლისში მითითებული კონტრაქტის აგრეგირებული ლიმიტი.
2.გამონაკლისები
მზღვეველი უფლებამოსილია არ აუნაზღაუროს დაზღვეულს ან მისი გარდაცვალების შემთხვევაში მოსარგებლეს (კანონიერ წარმომადგენელს, მეურვეს, მემკვიდრეს) შესაბამისი სადაზღვევო თანხა თუ უბედური შემთხვევა, რომელმაც განაპირობა დაზღვეულის გარდაცვალება და/ან ქმედითუნარიანობის შეზღუდვა, წარმოადგენს ქვემოთ ჩამოთვლილ გარემოებათა უშუალო ან არაპირდაპირ შედეგს ან უშუალოდ ან არაპირდაპირი გზით განპირობებულია ამ გარემოებებით:
2.1 დაზღვეულის მიერ ჩადენილი თვითმკვლელობა ან თვითმკვლელობის მცდელობა; განზრახ თვითდაზიანება;
2.2 ფსიქიკური დაავადება (დროებითი ან მუდმივი);
2.3 სანაძლეოს პირობების, აკრობატული ილეთების შესრულება, რეკორდის დამყარება, რეკორდის დამყარების მცდელობა ან ამისათვის მოსამზადებელი ცდები; პროფესიულ ან/და სახიფათო სპორტის სახეობებში მონაწილეობა;
2.4 დაზღვეულის მიერ ნარკოტიკების ან ალკოჰოლური სასმელების მიღება ან მათი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა;
2.5 დაზღვეულის მიერ ნებისმიერი სახის მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა ან ჩადენის მცდელობა;
2.6 განზრახ/გაუფრთხილებლობით თავის საფრთხეში ჩაგდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული ქმედება მიზნად ისახავს სხვისი სიცოცხლის გადარჩენას;
2.7 ნებისმიერი საფრენი აპარატით xxxxx, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაზღვეული არის მგზავრი;
2.8 დაზღვეულის სამხედრო სამსახურში, საომარ მოქმედებაში ან სამართალდამცავი ორგანოების ოპერაციებში მონაწილეობა;
2.9 სამედიცინო მომსახურება ან ქირურგიული ჩარევა ან მათგან გამოწვეული დაუძლურება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს სამედიცინო მომსახურება ან ქირურგიული ჩარევა გამოწვეულია ამ დოკუმენტში განსაზღვრული უბედური შემთხვევით გამოწვეული დაშავებისას);
2.10უბედურ შემთხვევამდე არსებული ფიზიკური ნაკლით ან უუნარობით;
2.11მშობიარობასთან ან ორსულობასთან მთლიანად ან ნაწილობრივ დაკავშირებული გართულებები, მაშინაც კი თუ ეს გართულებანი სრულად ან ნაწილობრივ გამოწვეულია უბედური შემთხვევით განპირობებული დაზიანებით;
2.12 ვენერიული დაავადებები, აივ-ინფექცია, შიდსი, ვირუსული ჰეპატიტები.
2.13 რადიაციული დასხივება, რადიოაქტიური დაბინძურება, ბირთვული პროცესები, სამხედრო ბირთვული ან ბიოლოგიური მასალების ან ბირთვული ნარჩენების რაიმე ზემოქმედება;
2.14ომი (გამოცხადებული ან გამოუცხადებელი), საბოტაჟი, ტერორისტული აქტი, შეიარაღებული კონფლიქტი;
2.15მზღვეველთან შეთანხმების გარეშე ისეთ ტერიტორიაზე/ქვეყნებში მოგზაურობა, სადაც მიმდინარეობს საომარი მოქმედებები;
2.16ამ დაზღვევის ძალაში შესვლამდე მომხდარი უბედური შემთხვევა;
2.17დაზღვეულის საკვებისმიერი მოწამვლა;
2.18პირდაპირი ან არაპირდაპირი ზარალი ან ზიანი გამოწვეული კიბერ რისკების შედეგად.
მუხლი 4. ხელშეკრულების ღირებულება და ანგარიშსწორების წესი
4.1 ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 4928 (ოთხი ათას ცხრაასოცდარვა) ლარს.
4.2. დამზღვევი ყოველთვიურ სადაზღვევო პრემიას (შესატანს) გადაუხდის მზღვეველს ყოველთვიურად, წინამდებარე ხელშეკრულების დანართ N1-ში (ფასების ცხრილი) დაფიქსირებული სადაზღვევო პრემიის ოდენობით და დაზღვეულთა რაოდენობის შესაბამისი
„დაზღვეულთა სიის - დანართი N3-ში“ მითითებული დაზღვეული პირების ფაქტიური რაოდენობის შესაბამისად (ფაქტიურად დაზღვეულთა სია მხარეთა შორის თანხმდება ყოველთვიურად), მზღვეველის მიერ წარდგენილი ინვოისის წარმოდგენიდან და მომსახურების გაწევის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა უნაღდო ანგარიშსწორების გზით. დამზღვევს ინვოისი მიეწოდობა ელექტრონული ფორმით, არაუგვიანეს ყოველი მომდევნო კალენდარული თვის 01 რიცხვისა.
4.3 ანგარიშსწორებისას გადახდის დანიშნულებაში მითითებული უნდა იყოს დამზღვევი და ინვოისის ნომერი / ხელშეკრულების ნომერი.
4.4 დამზღვევი ვალდებულია დაზღვეულ პირთა რაოდენობის ცვლილების (თანამშრომელთა დამატება ან შემცირება) შემთხვევაში წერილობით აცნობოს მზღვეველს აღნიშნულის თაობაზე ყოველთვიურად, მზღვეველის ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნის გზით, რაც გამოიწვევს ხელშეკრულების დანართი N3-ის ცვლილებას/განახლებას დაზღვეულთა ფაქტიური რაოდენობის შესაბამისად. აღნიშნული ინფორმაციის გაგზავნის ვალდებულება დამზღვევის მხრიდან ეკისრება შემსყიდველი ორგანიზაციის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური
რესურსების მართვისა და საქმისწარმოების განყოფილების უფროსს - შორენა მჭედლიშვილს (ელ.xxxxx xxxxxxxxxxxxx@xxxxx.xxx.xx).
4.5. დაზღვეულ პირთა სიაში დამატების შესახებ შეტყობინება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: დაზღვეულის (თანამშრომლის) სახელი, გვარი; პირადი ნომერი; დაბადების თარიღი; სამუშაო ადგილი და თანამდებობა; სამსახურში აყვანის თარიღი და სამსახურში აყვანის ბრძანების ან ასეთის არ არსებობის შემთხვევაში შრომითი ხელშეკრულების ნომერი; შეტყობინება იგზავნება მზღვეველი ორგანიზაციის შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: xxx@xxxx.xx; xxxx.xxxxxxxxxxxx@xxxx.xx
4.6 დაზღვეულ პირთა სიაში გაუქმების შესახებ წერილობითი შეტყობინება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: დაზღვეული (თანამშრომლის) სახელი, გვარი; პირადი ნომერი; დაბადების თარიღი; სამსახურიდან განთავისუფლების თარიღი და სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანების ნომერი;
4.7 დასაზღვევ თანამშრომელთა საერთო რაოდენობა შეადგენს 448 პირს, აქედან ხელშეკრულების გაფორმებისთანავე დასაზღვევ პირთა საერთო რაოდენობა შეადგენს 327 პირს, სეზონურად დასაზღვევ პირთა რაოდენობა შეადგენს 108 პირს, ხოლო გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის რჩება 13 პირის დაზღვევის შესაძლებლობა (დასაზღვევ თანამშრომელთა საერთო რაოდენობის 3% პროცენტი).
4.8 თუ ხელშეკრულებით განსაზღვრული შესრულებული მომსახურების მოცულობების ღირებულებამ არ შეადგინა აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი გადაუხდის მიმწოდებელს ფაქტიურად შესრულებული მომსახურების მოცულობების ღირებულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე მიმწოდებელს პრეტენზია არ უნდა გააჩნდეს შეუსრულებელი მომსახურების მოცულობების ანაზღაურებაზე.
მუხლი 5. სადაზღვევო პოლისის გაცემისა და ანაზღაურების წესი
5.1 სადაზღვევო პოლისის გაცემის პირობები:
5.1.1 სადაზღვევო პოლისი გაიცემა დამზღვევის მიერ უბედური შემთხვევის დაზღვევის შევსებული განაცხადის საფუძველზე;
5.1.2 სადაზღვევო პოლისის გაცემამდე, დამზღვევმა მზღვეველს წერილობით უნდა აცნობოს მისთვის ცნობილი ყველა იმ გარემოების შესახებ, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ სადაზღვევო რისკის შეფასებასა და დაზღვევის სხვა პირობებზე;
5.1.3 დამზღვევის მიერ მზღვეველისადმი მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია უნდა იყოს სრული და უტყუარი; წინააღმდეგ შემთხვევაში მზღვეველი თავისუფლდება ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებისაგან;
5.1.4 დაკარგული ან განადგურებული დაზღვევის პოლისი ითვლება ძალადაკარგულად და გაიცემა მისი დუბლიკატი.
5.2 ანაზღაურების მიღების წესი
5.2.1 დაზღვეულის გარდაცვალების მიზეზით ანაზღაურებაზე პრეტენზიის შემთხვევაში, გარდაცვლილი დაზღვეულის სხეული უნდა იყოს ამოცნობილი;
5.2.2 დაზღვეულის გაუჩინარების შემთხვევა, რომელიც არ არის გამოწვეული უბედური შემთხვევით არ განიხილება გარდაცვალების რისკად;
5.2.3 შეტყობინება უბედური შემთხვევის შესახებ და ინფორმაცია დაზღვეულის დაშავების მოკლე
აღწერის შესახებ უნდა მიეწოდოს მზღვეველს, უბედური შემთხვევის მომენტიდან 48 საათის განმავლობაში კომპანიის ცხელ ხაზზე (0322 949 949). ამის შემდეგ, შემთხვევის დადგომიდან
2 კვირის განმავლობაში მოსარგებლე ვალდებულია შეავსოს ფორმა "პრეტენზია ანაზღაურებაზე” მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ.N14 და წარუდგინოს ყველა აუცილებელი დოკუმენტაცია შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანეს 1
თვისა შემდგომი დოკუმენტაციის თანდართვით:
• ცნობა სამუშაო ადგილიდან ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასის შესახებ;
• დაზღვეულის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალების დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება დაზღვეულის დაბადების თარიღი;
• დაზღვეულის გარდაცვალების შემთხვევაში სამედიცინო ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება გარდაცვალების გამომწვევი მიზეზები;
• დაზღვეულის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალების ეპიკრიზის (ამონაწერი ავადმყოფობის ისტორიიდან) ასლი;
• შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების მიერ უბედური შემთხვევის შესახებ შედგენილი აქტი - ცნობა უბედური შემთხვევის შესახებ;
• დაზღვეულის გარდაცვალების შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული xxxxxxxx ასლი, თუ
ასეთი არსებობს;
5.2.4 იმ შემთხვევაში, თუ მზღვეველი თვლის, რომ საჭიროა გარდაცვალების მიზეზის დაზუსტება, მზღვეველს უფლება აქვს მოითხოვოს პათოლოგო-ანატომიური გამოკვლევა.
5.2.5 დამადასტურებელ საბუთებს სამედიცინო ცნობების, ანკეტების, დეკლარაციების ან სხვა სახით, მზღვეველის მოთხოვნისამებრ დამზღვევი/მოსარგებლე/კანონიერი მემკვიდრე წარმოადგენს საკუთარი ხარჯებით; მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს დაზღვეულის გარდაცვალებასთან დაკავშირებული დამატებითი საბუთები ან/და თავად ჩაატაროს დამატებითი გამოკვლევები;
5.2.6 მას შემდეგ, რაც მზღვეველის მიერ აღიარებულ იქნება სადაზღვევო შემთხვევა, სადაზღვევო ანაზღაურების მისაღებად მას კანონმდებლობით დადგენილ ვადაში უნდა წარედგინოს მემკვიდრეობის უფლების მოწმობის ორიგინალი და მემკვიდრის პირადობის მოწმობა. მოსარგებლის დაზღვეულზე ადრე გარდაცვალების შემთხვევაში სადაზღვევო ანაზღაურების მიღების უფლება გადაეცემა მოსარგებლის მემკვიდრეებს;
5.2.7 მზღვეველი ვალდებულია, მისთვის სრული დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 1 თვის ვადაში გასცეს ანაზღაურება, წინმდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
5.2.8 საწარმოო ტრავმის შედეგად დაზარალებული თანამშრომლის დაკარგული შრომის უნარის ხარისხი განესაზღვრება პროცენტობით, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისიის მიერ. შრომის უნარის ხარისხის დაკარგვის პროცენტულ განსაზღვრასთან ერთად, თუ ამის საფუძველი არსებობს, დგინდება ქმედითუნარიანობის შეზღუდვის და ინვალიდობის ჯგუფიც;
5.2.9 შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის შესახებ დასკვნა, ინდივიდუალური მიმართვის საფუძველზე, გამოაქვს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინსტრუქციის შესაბამისად;
5.2.10 შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დგინდება ქმედობაუნარიანობის ზომიერად, მნიშვნელოვნად და მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის შემთხვევაში;
5.3 მზღვეველს უფლება აქვს სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გააგზავნოს პირი, რომელიც მოწმდება დიაგნოზის დაზუსტებისა და ორგანიზმის (ორგანოთა) ფუნქციის დარღვევის ხარისხის დადგენის მიზნით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენისათვის საჭირო აუცილებელი სადიაგნოსტიკო გამოკვლევის ჩასატარებლად
,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა თანახმად, არ გააჩნია შესაბამისი სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია, არ ჰყავს შესაბამის საექიმო საქმიანობაში
სერთიფიცირებული ექიმი-სპეციალისტი და დაწესებულების არსებული მატერიალურ- ტექნიკური საშუალებებით ვერ უზრუნველყოფს კონკრეტული გამოკვლევის ჩატარებას;
5.4 პირის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენას საფუძვლად უდევს კლინიკურ- ფუნქციონალური, სოციალური, პროფესიულ-შრომითი და ფსიქოლოგიური მონაცემების კომპლექსური შეფასება. მხედველობაში მიიღება დაავადების ხასიათი, ორგანიზმის სისტემების და ორგანოთა ფუნქციურ დარღვევათა ხარისხი, მკურნალობისა და სარეაბილიტაციო ღონისძიებების ეფექტურობა, კლინიკური და შრომითი პროგნოზი, სოციალური ადაპტაციის შესაძლებლობები, პროფესია, შრომის კონკრეტული პირობები და ხასიათი.
მუხლი 6. მხარეთა უფლება-მოვალეობანი 6.მხარეთა უფლებები და ვალდებულებები
6.1 დამზღვევი ვალდებულია:
6.1.1გადაიხადოს პრემია პოლისში მითითებული წესით და ოდენობით. პრემიის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში მზღვეველი თავისუფლდება დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან;
6.1.1 მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა თავიდან აიცილოს სადაზღვევო შემთხვევის დადგომა;
6.1.2 მიიღოს გონივრული და ხელმისაწვდომი ზომები სადაზღვევო შემთხვევის დროს ზარალის შეწყვეტის ან შემცირებისათვის;
6.1.3 როგორც სადაზღვევო პოლისის მიღებამდე, ისე მისი მოქმედების ვადის განმავლობაში შეატყობინოს მზღვეველს უტყუარი ინფორმაცია, რომელსაც მნიშვნელობა აქვს სადაზღვევო რისკის სახისა და ხარისხის განსაზღვრისთვის;
6.1.4 სადაზღვევო შემთხვევის აღმოჩენისთანავე, დაუყოვნებლივ შეატყობინოს შესაბამის ორგანოებს (სასწრაფო დახმარება, შსს, საპატრულო პოლიცია, სახანძრო სამსახური, შესაბამისი საავარიო ორგანოები და ა.შ.);
6.1.5 სადაზღვევო შემთხვევის აღმოჩენისთანავე, აცნობოს მზღვეველს მომხდარის შესახებ ცხელ ხაზზე: 0322 949 949 და შეატყობინოს წერილობით არაუგვიანეს 48 საათისა.
6.1.6 დამზღვევი ვალდებულია თავისი ხარჯით მიაწოდოს მზღვეველს ყველა სადაზღვევო შემთხვევის გამომწვევი მიზეზის და ოდენობის დასადგენად აუცილებელი საბუთი და მოთხოვნასთან დაკავშირებული ყველანაირი ინფორმაცია. ასევე ზარალის მიზეზი და გარემოება რომლის დროსაც დადგა ზარალი;
6.2 დამზღვევი უფლებამოსილია:
6.2.1 სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება დაზღვევის პირობებით დადგენილი წესით;
6.2.2 მზღვეველთან შეთანხმებით, შეცვალოს დაზღვევის პირობები;
6.2.3 დაზღვეულ პირთა სიაში დაამატოს ან დაზღვეულ პირთა სიიდან ამოიღოს პიროვნებები ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.
6.3 მზღვეველი ვალდებულია:
6.3.1 სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას გადაუხადოს დაზღვეულს/მოსარგებლეს სადაზღვევო ანაზღაურება ხელშეკრულების წესების შესაბამისად;
6.3.2 მიიღოს და განიხილოს დამზღვევის განაცხადი ზიანის დადგომის შესახებ;
6.3.3 შეადგინოს სადაზღვევო შემთხვევის აქტი და განსაზღვროს სადაზღვევო ანაზღაურების თანხა, დაზღვევის პირობებისა და სადაზღვევო პოლისის შესაბამისად;
6.3.4 სადაზღვევო ანაზღაურების გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში, წერილობით შეატყობინოს დამზღვევს (დაზღვეულს) აღნიშნული ფაქტის შესახებ, მიზეზის მითითებით, 10 დღის ვადაში, მას შემდეგ, რაც გაირკვევა ზარალის გამომწვევი ყველა გარემოება.
6.4 მზღვეველი უფლებამოსილია:
6.4.1 გააუქმოს სადაზღვევო პოლისი და შესთავაზოს დამზღვევს შეცვლილი პირობებით პოლისის მიღება, თუ შეიცვალა დაზღვევის პირობები;
6.4.2 გააუქმოს სადაზღვევო პოლისი და ამის თაობაზე წერილობით შეატყობინოს დამზღვევს, თუ უბედური შემთხვევის დაზღვევის განაცხადში აღნიშნული მონაცემები არ შეესაბამება სინამდვილეს;
6.4.3 შეწყვიტოს დაზღვევის პოლისი მისი ვადის გასვლამდე, თუ კანონიერი უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შედეგად ერთი და იგივე სახის შემთხვევა ხდება განმეორებით (მინიმუმ 3 ჯერ);
6.4.4 მოითხოვოს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებიდან;
6.4.5 გაგზავნოს შესაბამისი შეკითხვები კომპეტენტურ ორგანოებში;
6.4.6 დაათვალიეროს ის ტერიტორია, სადაც დადგა ზარალი;
6.4.7 არ გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება, დამზღვევის უბედური შემთხვევის დაზღვევის პირობებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობისას;
6.4.8 გადაავადოს ანაზღაურება იმ შემთხვევაში, თუ ტარდება დამოუკიდებელი ექსპერტიზა სადაზღვევო შემთხვევის გამომწვევი მიზეზების, გარემოებების და ზარალის მოცულობის დადგენის მიზნით. ამასთან, სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის ვადა იზრდება ექსპერტიზისათვის საჭირო დროის პერიოდით;
6.4.9 მიანიჭოს დამზღვევს (დაზღვეულს) შეღავათები ან/და გაათავისუფლოს იგი ვალდებულებებისაგან, თუნდაც ამას არ ითვალისწინებდეს ან უგულებელყოფდეს წინამდებარე პირობები.
მუხლი 7. პასუხისმგებლობა
7.1.ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის დამრღვევი მხარე ვალდებულია მეორე მხარის მოთხოვნისთანავე გადაუხადოს მას პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების ღირებულების 5% არაუგვიანეს 14 საბანკო დღეში და უზრუნველყოს დარღვეული უფლების დაუყოვნებლივ გამოსწორება.
7.2.ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის დამრღვევ მხარეს დაეკისრება პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების ღირებულების 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
7.3. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელზე ხელშეკრულების პირობების დაღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5 პროცენტს, მეორე მხარეს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
7.4 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა განახორციელოს მიმწოდებელზე ხელშეკრულებით გადასახდელი თანხიდან გამოქვითვის საშუალებით, დადასტურებული ასანაზღაურებელი თანხის არსებობის შემთხვევაში;
მუხლი 8. ხელშეკრულების შეწყვეტა
8.1.ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ, რაზედაც აცნობებს მეორე მხარეს წერილობითი ფორმით.
8.2.ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მეორე მხარეს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან.
8.3.ხელშეკრულების შეწყვეტის გაფორმება ხდება დანართი შეთანხმების გზით, მაგრამ შეუთანხმებლობის შემთხვევაში მხარეებს უფლება აქვთ გამოიყენონ ხელშეკრულების ცალმხრივად (წერილობითი ფორმით) შეწყვეტის შესაძლებლობა.
8.4. შემსყიდველი უფლებამოსილია ვადამდე ცალმხრივად შეწყვიტოს ამ ხელშეკრულების მოქმედება, თუ:
ა)მიმწოდებელი არღვევს ამ ხელშეკრულების პირობებს (არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს) ბ)მიმწოდებლის მიმართ მიმდინარეობს გაკოტრების საქმე. (მიუხედავად მისი დაწყების დროისა); გ)მიმწოდებლის ქონებას დაედო ყადაღა;
დ)მიმდინარეობს მიმწოდებლის რეორგანიზაცია, თუ ეს გარემოება ზეგავლენას ახდენს ან შესაძლებელია მოახდინოს ხელშეკრულების ჯეროვან შესრულებაზე.
ე) შემსყიდველის მხრიდან არსებობს პატივსადები საფუძველი ხელშეკრულების ურთიერთობის ვადამდე მოშლაზე.
მუხლი 9. უფლებების გადაცემა და შეტყობინება
9.1.წინამდებარე ხელშეკრულების არც ერთ მხარეს არააქვს უფლება გადასცეს მესამე პირს თავისი უფლებები და მოვალეობები, მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე.
9.2.მესამე პირებთან ურთიერთობაში მხარეები მოქმედებენ თავიანთი სახელით, ხარჯებითა და რისკით.
9.3 ნებისმიერი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე, ხელშეკრულების შესაბამისად, უგზავნის მეორე მხარეს, გაიგზავნება წერილის, დეპეშის, ტელექსის ან ფაქსის სახით, ორიგინალის შემდგომი წარმოდგენით, წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებული მეორე მხარის მისამართზე.
9.4 შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს ან შეტყობინების ძალაში შესვლის დადგენილ დღეს, იმის მიხედვით, თუ ამ თარიღებიდან რომელი უფრო გვიანდგება.
10. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
5.1. მომსახურება გაწეულად ჩაითვლება მხოლოდ მზღვეველის მიერ ინვოისის წარმოდგენის და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ;
5.2 გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტზე შემსყიდველის მხრიდან ხელისმოწერას განახორციელებს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების განყოფილების უფროსი - შორენა მჭედლიშვილი.
მუხლი 11. ინსპექტირება
შემსყიდველს ან მის წარმომადგენელს (ტექნიკური დეპარტამენტის ტექნიკური უზრუნველყოფის და შრომის უსაფრთხოების განყოფილების კოორდინატორი xxxxxx xxxxxxxxxxxx) უფლება აქვს ხელშეკრულების პირობების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების ინსპექტირება, მათ შორის კონტრაქტით გათვალისწინებული ვადების მიმდინარეობის კონტროლი, ასევე კონტროლი მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობაზე.
მუხლი 12. სხვა პირობები
12.1.ნებისმიერი გადახრა ან ცვლილება ამ ხელშეკრულების პირობებში დაიშვება მხოლოდ ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი წერილობითი შესწორებების საფუძველზე.
12.2.იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების გაწევის დროს ამ ხელშეკრულების ღირებულებისა და ანგარიშსწორებიდან გამომდინარე, ან რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზის გამო წარმოიშვა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, მათ შორის ფასების გადასინჯვის შესაძლებლობა, ასეთი ცვლილებები დასაშვებია წინამდებარე ხელშეკრულების საერთო შინაარსის ფარგლებში და ცვლილებების შეტანის ინიციატორი მხარე ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი დასაბუთებული ინფორმაცია.
12.3.ნებისმიერ ცვლილება, რომელსაც მოჰყვება ხელშეკრულების ფასის გაზრდა ან შემსყიდველისათვის პირობების გაუარესება, დაუშვებელია გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
12.4.წინამდებარე ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების დანართის სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
12.5.მხარეთა შორის წარმოშობილი სადავო საკითხები წყდება ურთიერთშეთანხმებითა და მოლაპარაკებების გზით; იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული უთანხმოების წარმოშობიდან 30 დღის განმავლობაში, დავა გადაწყდება სასამართლოს მეშვეობით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
12.6.ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეულს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა და ინახება ხელმომწერ მხარეებთან (ერთი პირი შემსყიდველთან და ერთი პირი მიმწოდებელთან). ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
მუხლი 13. ფორს-მაჟორი
13.1.მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, თუ ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის (სტიქიური უბედურება, ეპიდემია, ომი, საზოგადოებრივი არეულობა, ცვლილებები კანონმდებლობაში და ა.შ) ზეგავლენით, რომლის წინასწარ განსაზღვრა ან თავიდან აცილება მხარეების შესაძლებლობას აღემატებოდა. დაუძლეველი ძალით გამოწვეული მოვლენები ეწოდება მოვლენებს, რომლის წარმოშობასა და განვითარებაზე მხარეებს ზეგავლების მოხდენა არ შეუძლიათ (ფორს-მაჟორი).
13.2.მხარე, რომელსაც მიზეზად დაუძლებელი ძალის მოვლენები მოჰყავს, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მეორე მხარეს წერილობით ასეთი მოვლენების დადგომის თაობაზე. ამასთან მეორე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა წარმოადგინოს დაუძლეველი ძალის მოვლენების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ამ მოვლენამ არსებითად ხელი შეუშალა მხარეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაში.
მუხლი 14. მომსახურების გაწევის და ხელშეკრულების მოქმედების ვადა
14.1 წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში მიმწოდებელი (მზღვეველი) უზრუნველყოფს შემსყიდველისთვის (დამზღვევისთვის) „შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“-ში დასაქმებულთა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დამდგარი უბედური შემთხვევის სადაზღვევო მომსახურების“ გაწევას 2023 წლის 03 აპრილიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში, 2024 წლის 03 აპრილის ჩათვლით.
14.2 ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების ხელის მოწერის დღიდან მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე – 2024 წლის 03 ივნისის ჩათვლით.
მუხლი 15. მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები შემსყიდველი (დამზღვევი):
giorgi
Digitally signed
xxxxxxx xxxxxxxxxxxx
by xxxxxx
hvili
Date: 2023.04.03
15:09:49 +04'00'
შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“, მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. N14; საიდენტიფიკაციო კოდი: 404942470, საბანკო რეკვიზიტები: სს „თიბისი ბანკი“, ბანკის კოდი XXXXXX00; ანგარიშის ნომერი: XX00XX0000000000000000.
xxxxxx xxxxxxxxx
მიმწოდებელი (მზღვეველი) :
სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო”, მის.: ქ. თბილისი, ვ.ბოჭორიშვილის ქ.№88/15, საიდენტიფიკაციო №205023856. ტელ.: (+995 32) 2 949 949; ფაქსი.: (+995 32) 369392, ელ-ფოსტა: office@irao.ge , საბანკო რეკვიზიტები: სს "თი ბი სი ბანკის" მარჯანიშვილის ფილიალი, ბანკის კოდი - TBCBGE22, ანგარიშის ნომერი GE12TB1100000108467708.
JSC
International Insurance
Digitally signed by JSC International Insurance Company IRAO
Date: 2023.04.03
Company IRAO 11:14:41 +04'00'