Contract
სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება №19-04-67
ქ. თბილისი 24 აპრილი 2019 წელი
1. ზოგადი ნაწილი
1.1. ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ: ერთის მხრივ, ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდი (მის: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №48, ს/კ 404384974, სახაზინო რეკვიზიტები: სახელმწიფო ხაზინა, TRESGE22, XX00XX0000000000000000, ტელ: 0322470014) შემდგომში „შემსყიდველი“, წარმოდგენილი მისი დირექტორის xxxxxx xxxxxxxxxxxxx სახით და მეორეს მხრივ, შპს „გრინსერვისი+“ (მის: ქ. თბილისი, დიდი ლილო, ს/კ 406030370, საბანკო რეკვიზიტები: ს/ს „თი ბი სი ბანკი“, ბანკის კოდი: XXXXXX00 , ა/ა XX00XX0000000000000000, ტელ: 000-00-00-00; 0322213195) შემდგომში „მიმწოდებელი“, წარმოდგენილი მისი დირექტორის xxxx xxxxxxxxxxxx სახით, ორივე ერთად წოდებული როგორც მხარეები;
1.2. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგ საგანზე: ქ. თბილისი, ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები.
1.3. შესყიდვის საშუალება - გამარტივებული შესყიდვა.
1.4. შესყიდვის საფუძველი: „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-101 მუხლის მე-3 პუნქტის
„დ“ ქვეპუნქტი, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19 აპრილის N868 განკარგულება და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 12 აპრილის N1896 განკარგულება ა(ა)იპ ,,თბილისის განვითარების ფონდისთვის“ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ თანხმობის გაცემის თაობაზე SMP190001818.
1.5. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 356,973.79 (სამასორმოცდათექვსმეტი ათას ცხრაასსამოცდაცამეტი ლარი და 79 თეთრი) ლარს, რომელიც მოიცავს, როგორც შესასყიდი ობიექტის ღირებულებას, ასევე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
1.6. დაფინანსების წყარო - ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის საბიუჯეტო სახსრები.
1.7. კლასიფიკატორის კოდი: CPV-45112700 - ლანდშაფტური არქიტექტურის სამუშაოები/გამწვანების სამუშაოები.
1.8. ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა მიერ ხელმოწერიდან ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე - 2020 წლის 24 ივნისის ჩათვლით.
1.9. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა განისაზღვრება არაუგვიანეს 2019 წლის 24 მაისის ჩათვლით.
1.10. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილია: ქ. თბილისი, ათონელის ქ. N13, ათონელის ქ. N15, ათონელის ქ. N17, ათონელის ქ. N18, ათონელის ქ. N19, ათონელის ქ. N20, ათონელის ქ. N21, ათონელის ქ. N23, ათონელის ქ. N27, ათონელის ქ. N29, ათონელის ქ. N31, ფურცელაძის ქ. N26 და ფურცელაძის ქ. N28-ში მდებარე შენობა-ნაგებობები.
1.11. ხელშეკრულებას თან ერთვის ან შემდგომში დაერთვის შემდეგი დანართები როგორც მისი განუყოფელი ნაწილები:
ა. ხარჯთაღრიცხვა - თანდართულია;
გ. საკადრო შემადგენლობა - დაერთვის მოგვიანებით; დ. საპროექტო დოკუმენტაცია - თანდართულია.
2. პროექტის მართვის ორგანიზაციული სტრუქტურა.
2.1. სამშენებლო პროექტის დაწყებამდე მიმწოდებელმა შემსყიდველს წერილობით უნდა წარმოუდგინოს საკადრო შემადგენლობა, რომელზეც განაწილდება შესაბამისი პასუხისმგებლობები პროექტის მიმდინარეობის მთელ პერიოდზე.
2.2. მიმწოდებლის მიერ, პროექტის მართვისთვის, მისი მხრიდან განსაზღვრული საკადრო შემადგენლობის წარდგენა შემსყიდველისთვის უნდა მოხდეს წერილობითი ფორმით, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა.
2.3. წინამდებარე ხელშეკრულების 2.2. პუნქტით მითითებულ ვადაში საკადრო შემადგენლობის წარმოუდგენლობის ან/და არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ერთჯერადი ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ხოლო ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
2.4. პროექტის მსვლელობისას, შემსყიდველის მხრიდან ჩართული იქნება უფლებამოსილი პირი (ან პირები), რომლებიც კოორდინაციას გაუწევენ სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას.
2.5. პროექტის მსვლელობის დროს, შესაძლებელია ორივე მხარის საკადრო შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა, რის შესახებაც მხარეები აცნობებენ ერთმანეთს.
2.6. შემსყიდველის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოდგენილი მმართველობითი საკადრო რესურსი შეცვალოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე რესურსით, რომლიც დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს.
2.7.შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში, 2.6. პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ერთჯერადი ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ხოლო მითითებული ახალი ვადის 5 (ხუთი) კალენდარული დღით გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
3. პროექტის ვადების მართვა.
3.1. შემსყიდველის შეფასებით, პროექტის ჯამური ვადის გადაცდენის საშიშროების არსებობის შემთხვევაში, ობიექტური გარემოებების და საპატიო მიზეზების არარსებობის შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს მიმწოდებელს წაუყენოს სამუშაო რესურსების დამატების, სამუშაო რეჟიმის ცვლილების (სამუშაო დროის ზრდის, ღამის ცვლებად მუშაობის) მოთხოვნა, ხოლო მისი დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება.
3.2. სამუშაოების მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ვადაგადაცილების პერიოდში შესრულებული სამუშაოების ღირებულების 0,1% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო ობიექტზე დარჩენილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0,1% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3.3. მიმწოდებელი ვალდებულია აიღოს ნებართვები, რომლებიც დაკავშირებულია გზის შეზღუდვასთან, ხეების მოჭრასთან და მწვანე საფართან, ასევე მოახდინოს წყალმომარაგების, გაზმომარაგების, ელექტრომომარაგებისა და ტელესაკომუნიკაციო ქსელების გათიშვის, ჩართვისა და გადალაგების ორგანიზება. მიმწოდებელი უფლებამოსილია მოითხოვოს შემსყიდველის წერილობითი შუამდგომლობა შესაბამის ორგანიზაციებში წარსადგენად ნებართვების მოპოვების მიზნით. კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ნებართვების მოპოვებას ახორციელებს შემსყიდველი. ნებისმიერი ხარჯი, რაც წარმოიშვება დამატებით ნებართვების აღებასთან დაკავშირებით, ან ამ პუნქტში აღნიშნული, დამატებითი სამუშაოების შესრულებიდან გამომდინარე, ანაზღაურდება დამატებით და შეტანილი იქნება ხარჯთაღრიცხვაში.
3.4. სამუშაოს შესრულების ვადები გადაიწევს ნებართვის აღების, ლიცენზიის მოპოვების, უფლებამოსილ სტრუქტურებთან შეთანხმების ან დასკვნის აღების დროით, თუ მიმწოდებელი დაუსაბუთებს (მათ შორის, წარუდგენს დოკუმენტაციას, რომლითაც დასტურდება, რომ მიმწოდებელმა დროულად მიმართა უფლებამოსილ პირებს მათი ოპერირების ვადების გათვალისწინებით) შემსყიდველს ვადის გადაწევის აუცილებლობას.
3.5. შემსყიდველი ვალდებულია ხელი არ შეუშალოს მიმწოდებელს სამუშაოების შესრულებაში, ასევე, მოიპოვოს თანხმობები იმ კერძო პირებისგან, რომლებმაც შესაძლებელია ხელი შეუშალონ ან ხელს უშლიან სამუშაოების წარმოებას. თუ სახეზეა ასეთი ხელშეშლა, მიმწოდებელი ვალდებულია ასეთი ფაქტის გამოვლენისთანავე აცნობოს შემსყიდველს.
4. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მართვა.
4.1. იმ შემთხვევაში, თუ ფიქსირდება მნიშვნელოვანი გადახვევა პროექტში მოცემული საპროექტო გადაწყვეტილებებიდან და ასევე ზოგადსამშენებლო სტანდარტებიდან შემსყიდველთან შეუთანხმებლად, შემსყიდველი უფლებამოსილია შეაჩეროს სამუშაოები, საკმარისი საფუძვლის არსებობისას მოითხოვოს შემსრულებლ(ებ)ისა და მუშახელის შეცვლა ან ხელშეკრულების შეწყვეტა.
4.2. იმ შემთხვევაში თუ, მიმწოდებელი შემსყიდველთან წერილობითი შეთანხმების გარეშე, ასრულებს სამუშაოებს, რომლებიც სცილდება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაო მოცულობებს ან/და ახორციელებს ახალ სამუშაოებს, მაშინ შემსყიდველს არ წარმოეშვება ამ სამუშაოების ღირებულების ანგარიშსწორების ვალდებულება, იმის მიუხედავად, ემსახურებოდა თუ არა აღნიშნული სამუშაოები პროექტით განსაზღვრული საბოლოო შედეგის მიღწევას.
4.3. მიმწოდებელი უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით ხარისხთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას უხარისხობის ფაქტის შესაბამისი აქტით დაფიქსირებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში ან/და შემსყიდველთან წერილობით შეთანხმებულ სხვა ვადაში, თუ აღნიშნულ პროცესს სჭირდება 5 (ხუთი) სამუშაო დღეზე მეტი. განსაზღვრულ ვადაში დარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ერთჯერადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით და მიეცემა დამატებით გონივრული ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად, დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში მიმწოდებელი კვლავ დაჯარიმდება 1000 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
4.4. იმ შემთხვევაში, თუ საპროექტო დოკუმენტაციით არ არის მოცემული სამუშაოების წარმოების ტექნოლოგიის რაიმე ტიპის გადაწყვეტა, მაშინ მიმწოდებელი ხელმძღვანელობს საქართველოში აღიარებული სტანდარტებით და შემსყიდველთან შეთანხმების გზით ახორციელებს შესაბამის სამუშაოს.
4.5. არასტანდარტული გადაწყვეტილების შეთანხმებისათვის, მიმწოდებელი აგზავნის ოფიციალურ შეტყობინებას შემსყიდველთან. წერილობით შეტყობინებაში მითითებულ უნდა იქნეს თუ როგორ შეასრულებს არასტანდარტულ
სამუშაოს და ასევე რა სტანდარტით იხელმძღვანელებს. შემსყიდველი წერილობით აცნობებს პასუხს მიმწოდებელს შეტყობინების მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში.
4.6. ხარჯთაღრიცხვაში ახალი ერთეულის ფასის შეტანა დაშვებულია მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვის და შესაბამისი საექსპერტო ბიუროს, კერძოდ სსიპ - xxxxx xxxxxxxxxxx სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ აკრედიტირებული საექსპერტო ორგანიზაციის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე. საექსპერტო ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის (ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა) აკრედიტაცია. ახალი ერთეულის ფასის დადგენაზე გაწეული საექსპერტო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება წარმოადგენს მიმწოდებლის ვალდებულებას.
4.7. ხარჯთაღრიცხვის კორექტირება ხორციელდება საპროექტო დოკუმენტაციის ან/და ხარჯთაღრიცხვის ცვლილების საფუძველზე, მხარეთა შეთანხმებით.
4.8. ხელშეკრულების საერთო ღირებულების ზრდა, შესაძლებელია არაუმეტეს 10%-სა და მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, როდესაც იცვლება საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მოცულობები, ან/და დგება ახალი სახეობის სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა.
4.9. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების დროს, ყველა ტიპის ზიანზე ან/და დანაკარგზე, რომელიც გამოწვეულია პროცესში ბუნებრივი მოვლენებით (წვიმა, თოვლი, ყინვა, ქარი და ა.შ), შემსყიდველისგან დამოუკიდებელი ფაქტორების ზემოქმედებით, პასუხისმგებელია მიმწოდებელი და ვალდებულია შემსყიდველთან წერილობით შეთანხმებით გონივრულ ვადაში აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით. დარღვევის აღმოფხვრის ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ერთჯერადად 1000 ლარის ოდენობით, შემსყიდველის მიერ განსაზღვრული დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში მიმწოდებელი კვლავ დაჯარიმდება 1000 ლარის ოდენობით, ხოლო მესამედ ვადაგადაცილების შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
4.10. მიმწოდებელი ვალდებულია ყველა ის სამუშაო, რომელიც უკავშირდება ატმოსფერული ნალექებით, ქარით გამოწვეულ დისკომფორტისგან დაცვას, სანიტარული წერტილების ვენტილირებად ფუნქციონირებას, ბუნებრივი აირმომარაგებისა და ელექტროგაყვანილობების უსაფრთხო ექსპლუატაციას ან სხვა სამუშაოებს, შეასრულოს მთლიანად საკუთარი პასუხისმგებლობით, ფუნქციონალურად უნაკლოდ. ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, აღნიშნული პირობის შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ერთჯერადად 1500 ლარის ოდენობით, ხოლო დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში მიმწოდებელი კვლავ დაჯარიმდება 1500 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
4.11. მიმწოდებელი ვალდებულია: საპროექტო დოკუმენტაციით დაუზუსტებელი შესასრულებული სამუშაოები (ხის, ლითონის, ქვის დეტალების, ნაძერწი ფიგურების რესტავრაციის, საცრემლეების, წვიმასატარი მილების, მუხლების, ძაბრებისა და ღარების, მათი სამაგრების დამზადება-მოწყობის, გადახურვის სიბრტყეებზე თუნუქის შეერთებების ნაწიბურების მდგარი და დაწვენილი ნარიმანდების, კარ-ფანჯრების ბლოკების ალათებისა და ნაოთხალების მდგომარეობის, სიბრტყითი ზედაპირების ვერტიკალური და ჰორიზონტალური უსწორობების, კედლებისა და კარნიზების, სწორხაზოვანი ნაკეთობებისა და სხვა მსგავსი სახეობების, საღებავით ზედაპირების დაფარვის ინტენსივობის გადახრების დასაშვები სტანდარტები და ა.შ.) შეათანხმოს ტექნიკურ ზედამხედველთან ან შემსყიდველის სხვა უფლებამოსილ წარმომადგენელთან.
4.12. მხარეები თანხმდებიან, რომ მიმწოდებელი ვალდებულია, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, სამუშაოების შესრულების ან/და მასალების ხარისხის შეუსაბამობაზე შემსყიდველისგან მიღებული პრეტენზია დააკმაყოფილოს სამუშაოების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე, იმ შემთხვევაშიც კი თუ წინა ეტაპზე (ეტაპებზე) მიღება-ჩაბარების აქტით მიღებულ სამუშაოებზე შეუსაბამობები ხარისხთან მიმართებაში გამოვლინდა მხოლოდ შემდგომ პერიოდში. დარღვევის აღმოფხვრის ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ერთჯერადად 1500 ლარის ოდენობით, ხოლო დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში მიმწოდებელი კვლავ დაჯარიმდება 1500 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
5. სამშენებლო სამუშაოების მიღება.
5.1. შესასყიდი ობიექტის მიღება წარმოებს შუალედური და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
5.2. შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება ხდება წერილობითი ფორმით მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლის ან იმ სუბიექტის ხელის მოწერით, ვისაც დელეგირებული აქვს შესაბამისი უფლებამოსილება, მიმწოდებლის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოსა და გაწეული ხარჯების (არაუმეტეს ხელშეკრულებით და ხარჯთაღრიცხვით დადგენილი ერთეული ღირებულების) შესაბამისად წარმოდგენილი სამუშაოთა შესრულების ფორმა N2-ის საფუძველზე.
5.3. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება ხდება წერილობითი ფორმით მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლის ან იმ სუბიექტის ხელის მოწერით, ვისაც დელეგირებული აქვს შესაბამისი უფლებამოსილება,
მიმწოდებლის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობებისა და ფაქტობრივად გაწეული ხარჯების (არაუმეტეს ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულისა) საფუძველზე შედგენილი და შესაბამისად წარმოდგენილი სამუშაოთა შესრულების ფორმა N2-ის, (შედგენილი არსებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით) და სსიპ - xxxxx xxxxxxxxxxx სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე, რომელიც უნდა აფიქსირებდეს შესრულებული სამუშაოების მოცულობებს და ადგენდეს სამუშაოების ერთეულზე ფაქტობრივად გაწეულ ხარჯებს.
5.4. გაწეულ ფაქტობრივ დანახარჯებზე ექსპერტიზის დასკვნის გარეშე არ დგება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი. იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ „xxxxx xxxxxxxxxxx სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”, მიმწოდებელმა დამატებით უნდა წარმოადგინოს დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის სფერო უნდა ფარავდეს მოთხოვნილ მომსახურებას. ფაქტობრივ დანახარჯებზე ექსპერტიზის ღირებულების ანაზღაურება გათვალისწინებულია ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით.
5.5. შემსყიდველი უფლებამოსილია განაცხადოს უარი უხარისხო (წუნდებული), ან არასრული თანმხლები დოკუმენტაციის მქონე შესყიდვის ობიექტის მიღებაზე და მის ანაზღაურებაზე, მანამ სანამ არ მოხდება წუნის გამოსწორება ან თანხმლები დოკუმენტაციის სრულყოფა. ასეთ შემთხვევაში უარი უნდა იყოს დასაბუთებული.
5.6. შესრულებული სამუშაოების მიღების აქტს - ფორმა N2-ს, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობებისა და ხარჯთაღრიცხვის ფასების ზღვრულობის გათვალისწინებით ადგენს მიმწოდებელი.
5.7. მიმწოდებელი, შესრულებული სამუშაოს ფორმა N2-ს შემსყიდველს ან იმ სუბიექტს ვისაც დელეგირებული აქვს შესაბამისი უფლებამოსილება წარუდგენს შემდეგი სახით: 2 ეგზემპლარს ნაბეჭდი ვერსიის სახით.
5.8. ფორმა N2-ის შედგენისას, მიმწოდებელი, ხელმძღვანელობს მოქმედი ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით დაფიქსირებული შეთანხმებული სამუშაოების ერთეული ფასებით.
5.9. შემსყიდველის წარმომადგენელი - ტექნიკური ზედამხედველი ან ის სუბიექტი ვისაც დელეგირებული აქვს შესაბამისი უფლებამოსილება ადასტურებს წარმოდგენილ ფორმა N2-ში აღწერილ სამუშაოების სახეობებს, მოცულობებს და ერთეული ფასების შესაბამისობას ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრულ ფასებთან (ფორმა #2-ში დაფიქსირებული ფასები სამუშაოების ერთეული განზომილებების გრაფებში არ უნდა აჭარბებდეს ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრულ ფასებს).
5.10. შუალედური ან/და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი დგება შესრულებული სამუშაოების აქტის - ფორმა N2-ის საფუძველზე. მიღება-ჩაბარების აქტს ადასტურებს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენელი ან ის სუბიექტი ვისაც დელეგირებული აქვს შესაბამისი უფლებამოსილება.
5.11. მიმწოდებელი ვალდებულია: მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების პარალელურად, წარმოუდგინოს შემსყიდველს შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცია (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად).
6. ანგარიშსწორების პირობები
6.1. ანგარიშსწორების ვალუტაა ქართული ლარი.
6.2. ანგარიშსწორების ფორმაა უნაღდო, მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტების შესაბამისად.
6.3. შემსყიდველი ვალდებულია შუალედური ან/და საბოლოო ანგარიშსწორება მოახდინოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით შუალედური ან/და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.
6.4. ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებლი სუბიექტის მიერ შესრულებული სამუშაოების დადასტურებული მოცულობების საფუძველზე მომზადებული ფორმა#2-ის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას ანაზღაურება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტით დადასტურებული თანხის 80%-ის ოდენობით, ხოლო დადასტურებული თანხის 20% დაკავდება.
დაკავებული თანხა ანაზღაურდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ, ფაქტობრივი დანახარჯების თაობაზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გაფორმდება შუალედური ან/და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, ამავე მუხლის 6.3. პუნქტით დადგენილ ვადაში.
6.5. თუ ანგარიშსწორება უნდა შესრულდეს არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს, რაც არ ჩაითვლება გადახდის ვადის გადაცილებად.
6.6. წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია შემსყიდველთან შეთანხმებით მაგრამ არაუმეტეს 100%-ის (ხელშეკრულების საერთო ღირებულების ) ოდენობით.
6.7. შემსყიდველი უფლებამოსილია აამოქმედოს ავანსის უზრუნველსაყოფად გაცემული საბანკო გარანტია მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის ან/და ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, თუკი შეწყვეტის მომენტისათვის მიმწოდებელს არა აქვს დაქვითული გაცემული ავანსი ან მისი ნაწილი.
6.8. შემსყიდველის მიერ გაცემული ავანსის გაქვითვა განხორციელდება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით.
6.9. ავანსის სახით წინასწარი ანგარიშსწორება იწარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით მიმწოდებლის მიერ საავანსო თანხის იდენტური ოდენობის (თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებლის შემთხვევაში იდენტური
თანხის 50%-ის ოდენობით) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული გამოუთხოვადი და უპირობო საბანკო გარანტიის (გარდა იმ დაწესებულებ(ებ)ის მიერ გაცემული გარანტიისა, რომლებთანაც შემსყიდველს აქვს სასამართლო დავა) წარმოდგენიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში (საავანსო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების ვადას).
6.10. იმ შემთხვევაში თუკი, წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გარანტია წარმოდგენილი იქნება უცხოურ ვალუტაში და სავალუტო კურსის ცვლილება (ლარის გამყარება) გამოიწვევს ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების შესაბამის პროცენტულ ოდენობასთან მიმართებით საბანკო გარანტიის ღირებულების ეროვნულ ვალუტაში (ლარში) შემცირებას, მიმწოდებელი ვალდებული იქნება გაზარდოს ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის ღირებულება და წარუდგინოს იგი შემსყიდველს ყოველი ასეთი შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანს 10 სამუშაო დღის ვადაში.
6.11. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ არ შეადგინა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, შემსყიდველი აუნაზღაურებს მიმწოდებელს მის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულებას ექსპერტიზის შედეგად დადგენილი ღირებულების შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე მიმწოდებელს არ უნდა გააჩნდეს პრეტენზია სამუშაოთა აუთვისებელ მოცულობების შესრულებაზე და მის გადახდაზე.
7. მიმწოდებლის პასუხისმგებლობა მშენებლობის უსაფრთხოებასა და ობიექტის დაცვაზე
7.1. მიმწოდებელი ვალდებულია აკონტროლებდეს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობით ასეთი სამუშაოებისათვის დადგენილი ნორმებისა და სტანდარტების დაცვით, უზრუნველყოფილი იყოს სამუშაოთა წარმოების უსაფრთხოება, მინიმუმამდე დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციისა და მტვრის გავლენა, სამუშაო ტერიტორიაზე მოაწყოს შესაბამისი ნიშნები და გამაფრთხილებელი წარწერები; მუშებსა და ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს ჰქონდეს სპეცტანსაცმელი, სპეცფეხსაცმელი და ინდივიდუალური დაცვის სხვა საშუალებები.
7.2. აკრძალულია არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ პირთა დაშვება სამშენებლო მოედანზე. სამშენებლო ობიექტზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია ეხუროს დამცავი ჩაფხუტი, ეკეთოს აირწინაღი, გამოიყენოს ფეხისა და სამუშაო იარაღებზე სპეციალური დამცავი საშუალებები, ეცვას ჟილეტი, ჩაფხუტისა და სხვა დამცავი საშუალებების გარეშე მუშები და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი სამუშაოზე არ დაიშვება.
7.3. სამშენებლო ობიექტზე მომუშავე მუშები და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სანიტარულ-საყოფაცხოვრებო პირობებით. ობიექტზე გამოყოფილი უნდა იყოს ადგილი ან სათავსი სამედიცინო აფთიაქის და სხვა პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენი საშუალებების განსათავსებლად;
7.4. სამშენებლო მოედანი, სამუშაო უბანი, გასასვლელები და შესასვლელები ღამე კარგად უნდა იყოს განათებული. ჭები, შურფები, ნათხარი გრუნტების მიმდებარედ ადამიანების შესაძლო გადაადგილების ადგილები დახურული უნდა იყოს ხუფებით, ფარებით ან იყოს შემოღობილი;
7.5. ობიექტზე უნდა განისაზღვროს ხალხისათვის საშიში ზონა. შემოიფარგლოს დამცავი ღობით, მოეწყოს უსაფრთხოების ნიშნები, გაკეთდეს სათანადო წარწერები. სამშენებლო მოედანზე შესასვლელში დადგეს ტრანსპორტის მოძრაობის სქემა და გასარჩევი საგზაო ნიშნები. ავტოტრანსპორტის მოძრაობის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 5 კმ/სთ-ს. დაამზადოს და სამშენებლო მოედნის მიმდებარე ადგილებზე განათავსოს საპროექტო ობიექტის შესახებ ინფორმაციის შემცველი ბანერები;
7.6. მასალების დასაწყობება, ტრანსპორტის მოძრაობა უნდა განხორციელდეს თხრილის/ქვაბულის ჩამონგრევის პრიზმის გარეთ;
7.7. სამშენებლო მოედანზე ელექტროუსაფრთხოება დაცული უნდა იყოს სათანადო ორგანიზაციების მიერ დამტკიცებული უსაფრთხოების წესების დაცვით და სათანადო აღჭურვილობით, სახანძრო უსაფრთხოება უზრუნველყოფილი - სახანძრო უსაფრთხოების დაცვის წესების შესაბამისად;
7.8. სამშენებლო მოედანი დასახლებულ ადგილებში შემოღობილი უნდა იყოს, ასევე ეზოებში, სადარბაზოებში შესასვლელები, ხალხის მოძრაობის ადგილებში იხურება მასიური დამცავი საფარით;
7.9. დემონტაჟი-დაშლის სამუშაოების წარმოებისას 3 (სამი) მეტრზე მეტი სიმაღლიდან სამშენებლო ნაგავი ჩამოშვებული უნდა იქნეს დახურული ღარით (ან ტომრებით) ღარის ქვედა ბოლო უნდა იმყოფებოდეს მიწის ზედაპირიდან არა უმეტეს 1 მ-ზე ან ჩადიოდეს ბუნკერში. არ უნდა მოხდეს ნაგებობების დაშლა ერთდროულად ერთი ვერტიკალის რამდენიმე იარუსზე და არ ჩამოიყაროს დაშლილი კონსტრუქციები გადახურვაზე;
7.10. შენობა-ნაგებობის დაშლამდე ითიშება ქსელიდან წყლით, გაზით და ელექტროენერგიით მომარაგება. კონტროლდება ის გარემოება, რომ ყველა გათიშვა შეასრულოს ორგანიზაციამ, რომლის გამგებლობაშიც იმყოფება აღნიშნული ქსელი, რაც უნდა გაფორმდეს სათანადო დოკუმენტებით.
7.11. მიმწოდებელი ვალდებულია და პასუხისმგებლობას იღებს სარეაბილიტაციო არეალში უზრუნველყოს ტრანსპორტისა და სამშენებლო ტექნიკის შეუფერხებელი გადაადგილება, ამასთანავე მიმწოდებელი იღებს
ვალდებულებას სამშენებლო/სარეაბილიტაციო არეალში შეუფერხებელი მუშაობისათვის, შეათანხმოს და მოიპოვოს შესაბამისი ნებართვები უფლებამოსილი ორგანოებიდან (საპატრულო პოლიცია, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, მერიის სატრანსპორტო სამსახური, საკომუნიკაციო ქსელების პროვაიდერები და ა.შ.) და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წინასწარ აცნობებს შემსყიდველს და წარუდგენს ნებართვის მოსაპოვებლად დადგენილი პროცედურების შესახებ ინფორმაციას მასში არსებული ვადების მითითებით. ასევე უზრუნველყოფს სამშენებლო არეალში მოხვედრილ იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ტრანსპორტით გადაადგილებასა და პარკირებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე იღებს ვალდებულებას განათავსოს მოძრაობის სატრანსპორტო ნიშნები სამშენებლო არეალში ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის მიზნით.
7.12. მიმწოდებელმა მშენებლობის პროცესში საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ობიექტის დაცვა, შექმნას იზოლირებული სარეაბილიტაციო არეალი, იგი სრულად პასუხისმგებელია ობიექტზე განთავსებულ ღია და დახურულ საწყობებში დასაწყობებულ მატერიალურ ფასეულობებზე (როგორც მის მიერ შემოტანილი, ასევე დამკვეთის მოთხოვნით დემონტირებული ვარგისი მასალები). მიმწოდებელი ასევე ვალდებულია წინდახედულობის ნორმების უზრუნველყოფის მიზნით სარეაბილიტაციო არეალი დაიცვას იმგვარად, რომ არ მოხდეს მესამე (უცხო) პირების დაშვება არეალში, რათა დაცული იქნას არსებული მატერიალური ქონებრივი სიკეთე, როგორც მესაკუთრეების ასევე სარეაბილიტაციო მიზნებისათვის განკუთვნილი, მათ შორის დემონტირებული ქონება.
7.13 მიმწოდებელი ვალდებულია სარეაბილიტაციო არეალში არსებული კომუნიკაციები, რომელიც არ წარმოადგენს ხელისშემშლელ გარემოებას შეინარჩუნოს გამართულ მდგომარეობაში, ხოლო მისი დაზიანების შემთხვევაში უზრუნველყოს მისი აღდგენა.
7.14. მიმწოდებელმა სამშენებლო მოედნისათვის უნდა შეადგინოს და დაიცვას საგანგებო შემთხვევის პროცედურების ინსტრუქციები, რომელიც გამოკრული იქნება ყველა სამშენებლო მოედანზე თვალსაჩინო ადგილას, ეს ინსტრუქციები უნდა შეიცავდეს პასუხისმგებელი პირების საკონტაქტო ტელეფონის ნომრებს და ადგილობრივი ხელისუფლების/სამსახურების შეტყობინების წესს.
7.15. მიმწოდებელი ვალდებულია, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების/მიმდინარეობის განმავლობაში უზრუნველყოს წყლის, გაზის, ელექტროენერგიის და სხვა საკომუნიკაციო ქსელების გამრიცხველიანებიდან მოხსნა პროვაიდერ კომპანიებთან შეთანხმებით და მისი უსაფრთხო შენახვა.
7.16. მიმწოდებელი ვალდებულია სარეაბილიტაციო არეალში განათავსოს სველი წერტილები (საპირფარეშო), და არეალში უზრუნველყოს ჰიგიენის დაცვა.
7.17. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სარეაბილიტაციო არიალში მდებარე იმ შენობა-ნაგებობებში დარჩენილი მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, საიდანაც არ განხორციელებულა მათი დროებით გაყვანა. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას, მიმწოდებელმა თითოეული სამუშაოსათვის უნდა უზრუნველყოს ისეთი უსაფრთხო და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი სამუშაო პირობები (სადარბაზოების გადახურვა, ფანჯრებისა და შიდა ეზოების დაცვა გაუთვალისწინებელი რისკებისგან მათ შორის სხვადახვა საგნების ცვენა/ჩამოშლა და ა.შ).
8. გარემოს დაცვის თვალსაზრისით მიმწოდებლის ვალდებულებები.
8.1. მიმწოდებელი ვალდებულია იღებდეს პრევენციულ ზომებს მის მიერ სამშენებლო სამუშაოების
წარმოების შედეგად დაგროვილი გრუნტის, სამშენებლო ნაგვის, ასევე ინერტული მასალების/ნარჩენების უკონტროლოდ დაყრისა და მიტოვების წინააღმდეგ. იგი სრულად არის პასუხისმგებელი სამშენებლო და/ან ინერტული ნარჩენებით, გაწყლოვანებული გრუნტით (ტალახით) დანაგვიანებაზე, როგორც ობიექტზე ასევე ობიექტის მიმდებარე ტერიტორიასა და ქუჩაზე.
8.2. მიმწოდებელი ვალდებულია რეაბილიტაციისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების მიერ სარეაბილიტაციო არეალისა და სამშენებლო კარიერებიდან დატოვებამდე გარემოს დაბინძრებისაგან თავიდან აცილების მიზნით უზრუნველყოს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების რეცხვა სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
8.3. სამშენებლო არეალში არსებული და წარმოქმნილი სამშენებლო ნარჩენების (ნაგავი) გატანა ნაგავსაყრელზე, ისე, რომ არ მოხდეს სარეაბილიტაციო არეალისა და მის გარე პერიმეტრზე გარემოს დაბინძურება, ამასთან სარეაბილიტაციო არეალის დასუფთავება წარმოადგენს მიმწოდებლის ვალდებულებას.
8.4. მიმწოდებელი ვადებულია განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, რათა თავიდან იქნეს აცილებული ქალაქის დანაგვიანების და გარემოს დაბინძურებაზე მიყენებული ზიანი (მტვერი, ტალახი, ჭუჭყიანი წყალი და ა.შ). მიმწოდებელი ასევე ვალდებულია მიიღოს ყველა საჭირო ზომა მშენებლობის და ნგრევის დროს წარმოქმნილი მტვერით გამოწვეული პრობლემების თავიდან ასაცილებლად შემდეგი ღონისძიებების გათვალისწინებით: მასალების გროვების დაფარვას ნებისმიერ დროს, ხოლო მშრალი ამინდის პირობებში გადმოტვირთვის დროს მტვრის წარმომქმნელი მასალების წყლის ჭავლით მორწყვა, ტერიტორიაზე მასალების ჭრის და დაფქვის კონტროლი, გრუნტის და მტვრის წარმომქმნელი სხვა მასალების გადამზიდი მანქანების სრულ გადახურვა, მოუპირკეთებელი ზედაპირების და საფარის არმქონე გზების მორწყვა და მანქანების სიჩქარის შეზღუდვა საფარის არმქონე გზებზე.
8.5. მიმწოდებელი ვალდებულია, სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, სარეაბილიტაციო არეალში და მის ფარგლებს გარეთ მისი ბრალეულობით გამოწვეული დაზიანების არსებობის შემთხვევაში (ბორდიურები, ტროტუარები, შენობა-ნაგებობები და მისი ელემენტები და ა.შ.) ზიანის სრულად აღდგენაზე და მის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანაზე.
8.6. მიმწოდებელი ვალდებულია დაასუფთავოს ყველა სამუშაო ადგილი სამშენებლო მოედნის ფარგლებში და მის გარეთ მათთან მისასვლელი გზების ჩათვლით მას შემდეგ, როდესაც დაასრულებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. წინაამღდებ შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელთან არ გააფორმოს სამუშაოების შესრულების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი და უარი განაცხადოს შესაბამისი ანგარიშსწორების განხორციელებაზე.
8.7. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების დაწყებამდე აღრიცხოს სამშენებელო ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავები (საფარი) და სამუშაოების შესრულების პერიოდში დაიცვას ისინი ნებისმიერი ზემოქმედებისაგან და დაზიანებისაგან. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების წარმოების პროცესში საჭირო გახდება მათი მოჭრა, ფორმირება ან გადარგვა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დადგენილი წესით უნდა მოიპოვოს ყველა საჭირო ნებართვა რის თაობაზეც წინასწარ აცნობებს შემსყიდველს და წარუდგენს ნებართვის მოსაპოვებლად დადგენილი პროცედურების შესახებ ინფორმაციას მასში არსებული ვადების მითითებით. ამასთანავე მიმწოდებელი ვალდებულია ხეების (მწვანე ნარგავი და საფარი) დაზიანების ან/და მოჭრის შემთხვევაში დარგას შესაბამისი ზომის ხე და აღადგინოს დაზიანებული მწვანე საფარი.
8.8. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში მისი მიზეზით გამოწვეული ხარვეზები, დაზიანებები და გარემოს დაბინძურებით გამოწვეული გაწმენდა/დასუფთავების სამუშაოები განახორციელოს საკუთარი ხარჯებით შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა.
8.9. მიმწოდებელი ვალდებულია ყველა ზომა მიიღოს ხმაურით გამოწვეული პრობლემის შესამცირებლად. ეს მოიცავს: ტექნიკა-დანადგარების გამართულ მდგომარეობაში ყოფნას, რაც მინიმუმადე დაიყვანს ვიბრაციას ხმაურს, ჭრიალს და სხვა. xxxxxxxx გამორთვას იმ შემთხვევებში, როცა მისი მუშაობა არ არის სავალდებულო (გარდა იმ ტექნიკისა, რომელმაც მუდმივად უნდა იმუშაოს).
9. შემსყიდველის და სამშენებლო სამუშაოებით დაინტერესებული სხვა მხარეების სწორად ინფორმირება.
9.1 მიმწოდებელი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაცია გასცეს მხოლოდ შემსყიდველთან შეთანხმებით, რათა თავიდან აცილებულ იქნას ამ სამუშაოებით დაინტერესებული პირების არასწორი ინფორმირება.
9.2.ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.1 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ყოველ ასეთ დარღვევაზე ჯარიმა ერთჯერადად 500 ლარის ოდენობით.
10. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
10.1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გარანტია. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე.
10.2. იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული საბანკო გარანტია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის (თეთრ სიაში დარეგისტრირებული მიმწოდებლის შემთხვევაში 2,5%-ის ოდენობით) ოდენობით, რომლის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს სამუშაოების მიწოდების საბოლოო ვადას არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება საბოლოო მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმება ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის ვადის ამოწურვამდე, მიმწოდებელი ვალდებულია ვადა გაზარდოს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღამდე.
10.3. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო გარანტია გამოიყენება ნებისმიერი ზიანის ანაზღაურების მიზნით, რომელიც მიადგება შემსყიდველს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო.
10.4. გარანტია უნდა იყოს უპირობო, ე.ი. გარანტიით გათვალისწინებული თანხები შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებისა და მტკიცებულების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე.
10.5. ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულების შემდეგ (მიღება- ჩაბარების საბოლოო აქტის გაფორმების შემდეგ), შემსყიდველი დაუბრუნებს მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას მოთხოვნისთანავე.
10.6. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი გამოიყენებს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო საბანკო გარანტიას სრული ოდენობით. ამ შემთხვევაში საბანკო გარანტიის ამოქმედება მიმწოდებელს არ ათავისუფლებს შემსყიდველისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისაგან.
10.7. მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო (ფორს-მაჟორული გარემოებები) ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ვალდებულია მიმწოდებლის მოთხოვნისთანავე დაუბრუნოს მას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის გამოუყენებელი ნაწილი.
10.8. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების ან შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველის და მიმწოდებლის მიერ ფორმდება შესაბამისი აქტი, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი ხელშეკრულების შეუსრულებლობის მიზეზები, რის შემდგომაც შემსყიდველის შეხედულებისამებრ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტირების მექანიზმი. თუ მიმწოდებლის წარმომადგენელი უარს აცხადებს აღნიშნული აქტის შედგენაში მონაწილეობაზე, ხსენებული ფიქსირდება ამავე აქტში და იგი იწვევს იმავე სამართლებრივ შედეგებს, რასაც გამოიწვევდა მიმწოდებლის წარმომადგენლის მონაწილეობით შედგენილი აქტი.
11. შესყიდვის ობიექტის ხარისხის გარანტია
11.1. შესასყიდი ობიექტის ხარისხი უნდა იყოს მაღალი და შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებსა და სტანდარტებს.
11.2. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესრულებული სამუშაოების საგარანტიო მომსახურება სამუშაოების დასრულებიდან (საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან) 1 (ერთი) წლის განმავლობაში.
11.3. სამუშაოს დასრულების შემდეგ ობიექტის სწორი ექსპლოატაციის პირობებში საგარანტიო ვადის განმავლობაში მიმწოდებლის უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით ან უხარისხო სამშენებლო მასალის გამოყენებით გამოწვეული ექსპლუატაციის პირობებში ნაკლის/ხარვეზის (წუნი, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია ნაკლი/ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით გონივრულ ვადაში.
11.4. მიმწოდებელი ვალდებულია საბოლოო ანგარიშსწორებამდე წარმოადგინოს ხარისხის უზრუნველყოფის უპირობო, გამოუთხოვადი გარანტია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფაქტიურად შესრულებული სამუშაობის მთლიანი ღირებულების 2,5%-ის ოდენობით. უპირობო გამოუთხოვადი გარანტიის მოქმედების ვადაა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 (ერთი) წელი. აღნიშნული გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ, საფინანსო წლის დასრულებამდე არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საფინანსო წლის დასრულებამდე დარჩენილია 10 (ათი) სამუშაო დღეზე ნაკლები, ზემოაღნიშნული გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას საფინანსო წლის დასრულებამდე. იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებლის მიერ არ იქნება წარმოდგენილი ხარისხის უზრუნველყოფის გარანტია, შემსყიდველი იტოვებს უფლებას საბოლოო ანგარიშსწორებისას დააკავოს ხარისხის უზრუნველყოფის გარანტიის იდენტური თანხა და უზრუნველყოს მისი გადახდა, მხოლოდ მიმწოდებლის მიერ ხარისხის უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენის ან/და საგარანტიო ვადის (ერთი წელი) გასვლის შემდგომ.
11.5. თუ მიმწოდებელი არ ასრულებს წინამდებარე მუხლის 11.3. და 11.4 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მაშინ 11.4 პუნქტით განსაზღვრული გარანტია (ან/და ხელშეკრულების ღირებულების დაკავებული 2.5%) დაბრუნებას არ ექვემდებარება.
11.6. თუ ხელშეკრულების საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი 11.4. პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 2,5 %-ზე მეტი ოდენობით, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ნარჩენი ღირებულება ან აღმოფხვრას ნაკლი/ხარვეზი (წუნი, დეფექტი) საკუთარი ხარჯებით გონივრულ ვადაში.
12. სხვა პირობები
12.1. მიმწოდებელი ვალდებულია გადაიხადოს სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში მოხმარებული ენერგორესურსებისა და წყლის ღირებულებები/საფასური მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების და ტექნიკური პირობის გათვალისწინებით;
12.2. მიმწოდებელი ვალდებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოები წარმართოს იმგვარად, რომ არ მოხდეს ძეგლის დაზიანება, განადგურება ან იმგვარი სახეცვლილება, რომელიც ძეგლს უკარგავს იმ მახასიათებლებს, რომლებისთვისაც მას მიენიჭა ძეგლის სტატუსი. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ვალდებულების ყოველ ჯერზე დარღვევისათვის მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე დარღვევის ფაქტის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, აღნიშნული გარემოებების არსებობის შემთხვევაში შემსყიდველი იტოვებს უფლებას მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სანქციებს, მათ შორის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
12.3. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ვალდებულებების სრული ან/და ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის დაუძლეველი ძალის მოქმედების შემთხვევაში, რომლის შეუძლებელია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.
12.4. „დაუძლეველი ძალის“ ქვეშ იგულისხმება გარემოებები, რომლებიც არ არსებობდნენ წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების დროს და რომელთა დადგომა და ზემოქმედება მხარეებს არ შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ და გადაელახათ, კერძოდ: წყალდიდობა, მიწისძვრა, ომი და საომარი მოქმედებები, სახელმწიფო ორგანოების მოქმედება, დაკავშირებული საკანონმდებლო/კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღებასა და ცვლილებებთან, რომლებიც აუარესებენ მხარეთა სამართლებრივ სტატუსს და რეჟიმს.
12.5. დაუძლეველი ძალის მოქმედებისას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გადაიწევს შესაბამისი გარემოებების მოქმედების ვადით.
12.6. მხარემ, რომლისთვისაც ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო შეუძლებელი შეიქმნა ვალდებულებების
შესრულება ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ ყველა შემთხვევაში ამ გარემოებების დადგომიდან არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა, წერილობით აცნობოს მეორე მხარეს.
12.7. შეუტყობინებლობის ან/და დაგვიანებით შეტყობინების შემთხვევაში მხარე კარგავს უფლებას, დაეყრდნოს ფორს- მაჟორული გარემოებების არსებობას, როგორც პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საფუძველს.
12.8. შეტყობინებაში მითითებული ფაქტები დადასტურებულ უნდა იქნეს კომპეტენტური ორგანოების მიერ. დადასტურება არ არის საჭირო, თუ აღნიშნული ფაქტები ცნობილია საზოგადოდ.
12.9. დაუძლეველი ძალის ერთ თვეზე მეტი ხნით გაგრძელების შემთხვევაში მხარეებს უფლება აქვთ ცალმხრივად გადაწყვიტონ ხელშეკრულების ბედი.
12.10. ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობების მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე.
12.11. ხელშეკრულების დამდები მხარე, რომელიც მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს გადაწყვეტილების საფუძველი და ამოქმედების თარიღი, მისი მიღებიდან 10 (ათი) კალენდარულ დღეში.
12.12. შემსყიდველს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, მათ შორის შემდეგ შემთხვევებში:
ა) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, თუ ასეთი დარღვევისთვის გამოსწორებისთვის მიცემული გონივრული ვადა უშედეგოდ გავიდა;
ბ) ეტაპობრივად განსახორციელებელი სამუშაოების მიწოდების ვადის 10 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში;
12.13. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და მისი არაჯეროვანი შესრულების გამო შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელი არ თავისუფლდება მიყენებელი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.
12.14. ხელშეკრულებაში დამატებების ან/და ცვლილებების შეტანა მხარეთა ურთიერთშეთანხმების გზით შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით.
12.15. წინამდებარე ხელშეკრულების დანართები წარმოადგენს ხელშეკრულების არსებით შემადგენელ ნაწილს.
12.16. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია 2 (ორი) თანაბარ იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი ინახება შემსყიდველთან, ხოლო ერთი მიმწოდებელთან.
13. მხარეთა ხელმოწერები
მიმწოდებელი
შპს „გრინსერვისი+“
დირექტორი xxxx xxxxxxxxxxx
შემსყიდველი
ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდი დირექტორი xxxxxx xxxxxxxxxxxx
ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ
ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდის“ დირექტორი ვადასტურებ, რომ არ ვიმყოფები ინტერესთა კონფლიქტში შპს „გრინსერვისი+“ მიმართ.
დირექტორი: xxxxxx xxxxxxxxxxxx
ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა
N | დასახელება | განზომ | რაოდენ | მასალები | ხელფასი | ტრანსპორტი | ჯამი | |||
ერთ. ფასი | სულ ფასი | ერთ. ფასი | სულ ფასი | ერთ. ფასი | სულ ფასი | |||||
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | |
1 | მერქნიანი მცენარეები | სულ | 29 | |||||||
ჭადარი (ფორმირებული) - Platanus (შტამბის სიმაღლე არანაკლებ 2.0მ., ვარჯს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 6 თანაბრად განვითარებული ტოტი (ყველა მხრიდან სიმეტრიული განვითარებით); ფესვის ყელიდან 1მ სიმაღლეზე გარშემოწერილობა არანაკლებ 20სმ) | ცალი | 8 | 770.00 | 6160.00 | 35.00 | 280.00 | 10.00 | 80.00 | 6,520.00 | |
ნეკერჩხალი წითელფოთოლა - Acer ((შტამბის სიმაღლე არანაკლებ 2.0მ., ვარჯს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 6 თანაბრად განვითარებული ტოტი (ყველა მხრიდან სიმეტრიული განვითარებით); ფესვის ყელიდან 1მ სიმაღლეზე გარშემოწერილობა არანაკლებ 20სმ) | ცალი | 7 | 1100.00 | 7700.00 | 35.00 | 245.00 | 10.00 | 70.00 | 8,015.00 | |
ფოტინია (შტამზე) - Photinia ((შტამბის სიმაღლე არანაკლებ 2.0მ., ვარჯს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 6 თანაბრად განვითარებული ტოტი (ყველა მხრიდან სიმეტრიული განვითარებით); ფესვის ყელიდან 1მ სიმაღლეზე გარშემოწერილობა არანაკლებ 25სმ) | ცალი | 8 | 2450.00 | 19600.00 | 35.00 | 280.00 | 10.00 | 80.00 | 19,960.00 | |
ლიგუსტრუმი (შტამზე) Ligustrum ((შტამბის სიმაღლე არანაკლებ 2.0მ., ვარჯს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 6 თანაბრად განვითარებული ტოტი (ყველა მხრიდან სიმეტრიული განვითარებით); ფესვის ყელიდან 1მ სიმაღლეზე გარშემოწერილობა არანაკლებ 20სმ) | ცალი | 6 | 790.00 | 4740.00 | 35.00 | 210.00 | 10.00 | 60.00 | 5,010.00 | |
2 | ბუჩქოვანი მცენარეები | სულ | 1840 | |||||||
ფოტინია კულტივარი 'Photinia Red Xxxxx' ბუჩქი (სიმაღლე მინ 60 სმ, უნდა გააჩნდეს არანაკლებ 4 თანაბრად განვითარებული ღერო). | ცალი | 120.00 | 60.00 | 7200.00 | 4.00 | 480.00 | 1.50 | 180.00 | 7,860.00 |
დეკორატიული შინდი (ჭრელფოთოლა) - Cornus elegantisima (სიმაღლე მინ 60 სმ, უნდა გააჩნდეს არანაკლებ 4 თანაბრად განვითარებული ღერო). | ცალი | 120.00 | 55.00 | 6600.00 | 4.00 | 480.00 | 1.50 | 180.00 | 7,260.00 | |
ნანდინა - Nandina firepower (სიმაღლე მინ 30 სმ, უნდა გააჩნდეს არანაკლებ 6 თანაბრად განვითარებული ღერო). | ცალი | 120.00 | 62.00 | 7440.00 | 4.00 | 480.00 | 1.50 | 180.00 | 8,100.00 | |
კოწახური მარადმწვანე - Berberis juliane ( (სიმაღლე მინ 60 სმ, უნდა გააჩნდეს არანაკლებ 4 თანაბრად განვითარებული ღერო). | ცალი | 70.00 | 48.00 | 3360.00 | 4.00 | 280.00 | 1.50 | 105.00 | 3,745.00 | |
ეონიმუსი ფორჩუნიის Euonimus fortunii (სიმაღლე მინ 30 სმ, უნდა გააჩნდეს არანაკლებ 4 თანაბრად განვითარებული ღერო). | ცალი | 80.00 | 38.00 | 3040.00 | 4.00 | 320.00 | 1.50 | 120.00 | 3,480.00 | |
წყავი - Prunus laurocerasus (სიმაღლე მინ 60 სმ, უნდა გააჩნდეს არანაკლებ 4 თანაბრად განვითარებული ღერო). | ცალი | 130.00 | 70.00 | 9100.00 | 4.00 | 520.00 | 1.50 | 195.00 | 9,815.00 | |
ღვია - Juniperus (დიამეტრი მინ 40 სმ, უნდა გააჩნდეს არანაკლებ 4 თანაბრად განვითარებული ღერო). | ცალი | 200 | 18.00 | 3600.00 | 4.00 | 800.00 | 1.50 | 300.00 | 4,700.00 | |
ლავანდა - Lavandula (სიმაღლე მინ 20 სმ, უნდა გააჩნდეს არანაკლებ 4 თანაბრად განვითარებული ღერო). | ცალი | 250 | 28.00 | 7000.00 | 3.00 | 750.00 | 0.50 | 125.00 | 7,875.00 | |
როზმარინი - Rosmarinus (სიმაღლე მინ 20 სმ, უნდა გააჩნდეს არანაკლებ 4 თანაბრად განვითარებული ღერო). | ცალი | 250 | 18.00 | 4500.00 | 3.00 | 750.00 | 0.50 | 125.00 | 5,375.00 | |
ლონიცერა - Lonicera nitida (დიამეტრი მინ 30 სმ, უნდა გააჩნდეს არანაკლებ 4 თანაბრად განვითარებული ღერო). | ცალი | 250 | 25.00 | 6250.00 | 3.00 | 750.00 | 0.50 | 125.00 | 7,125.00 | |
დეკორატიული ბალახოვანი მცენარეები - Ornamental grass (სიმაღლე მინ 15 სმ). | ცალი | 250 | 16.00 | 4000.00 | 3.00 | 750.00 | 0.50 | 125.00 | 4,875.00 | |
3 | მიწის ნაზავი მცენარეების დასარგავად. ნიადაგის მახასიატებლები: ნიადაგის ხსნარის რეაქცია (pH) - 5,5-7,5; ჰუმუსი (%) - min 4; კალციუმის კარბონატი (CaCO3), (%) - max 5; ხსნადი მარილების სართო შემცველობა (EC), დეცისიმენსი/მ - 0,75 | მ3 | 88 | 38.00 | 3325.95 | 15.00 | 1312.88 | 10.00 | 875.25 | 5,514.08 |
4 | ქოთანი დიდი (სკამით ორი მხრიდან) ზომით (150X150X100სმ) | ცალი | 29 | 2130.00 | 61770.00 | 150.00 | 4350.00 | 22.00 | 638.00 | 66,758.00 |
5 | ქოთანი დაბალი (სკამით ერთი მხრიდან) ზომით (200X70X70სმ) | ცალი | 40 | 1600.00 | 64000.00 | 120.00 | 4800.00 | 21.00 | 840.00 | 69,640.00 |
ჯამი | 251,627.08 | |||||||||
ზედნადები ხარჯები | 10% | 25,162.71 | ||||||||
ჯამი | 276,789.78 | |||||||||
მოგება | 8% | 22,143.18 | ||||||||
ჯამი | 298,932.97 |
დ.ღ.გ. | 18% | 53,807.93 | ||||||||
ჯამი | 352,740.90 | |||||||||
საექსპერტო მომსახურების ღირებულება შესრულებული სამუშაოების ფაქტობრივი ღირებულების დადგენაზე | 1.2% | 4232.89 | ||||||||
სულ ჯამი | 356,973.79 |