CPV-71320000)
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება --------------
(CPV-71320000)
ქ. თბილისი , 2020 წ
ერთის მხრივ, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, წარმოდგენილი --------------------
--- სახით, შემდგომში წოდებული `შემსყიდველი” და მეორეს მხრივ, ---------------- სახით, შემდგომში წოდებული, როგორც `მიმწოდებელი”, ყველანი ერთად წოდებული როგორც `მხარეები~, ვმოქმედებთ, რა საქართველოს კანონმდებლობისა და `სახელმწიფო შესყიდვების შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ” ქვეპუნქტის საფუძველზე (#SPA --------
------ ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას:
1. გამოყენებული ტერმინების განმარტებები
ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1.1 „ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ (შემდგომ - „ხელშეკრულება“) – „შემსყიდველ“ ორგანიზაციასა და ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით და დამატებებით და ასევე მთელი დოკუმენტაციით, რომლებზეც ხელშეკრულებაში არის მინიშნებები.
1.2 „ხელშეკრულების ღირებულება“ ნიშნავს საერთო თანხას, რომელიც უნდა გადაიხადოს
„შემსყიდველმა“ ორგანიზაციამ „მიმწოდებლის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის.
1.3 „შემსყიდველი ორგანიზაცია“ (შემდგომ „შემსყიდველი“) ნიშნავს ორგანიზაციას (დაწესებულებას), რომელიც ახორციელებს შესყიდვას.
1.4 „მიმწოდებელი“ ნიშნავს პირს, რომელმაც მოიპოვა გამარჯვება ტენდერში და უწევს მომსახურებას სახელმწიფო შესყიდვის შესახებ მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში.
1.5 „დღე“, „კვირა“, „თვე“ ნიშნავს კალენდარულ დღეს, კვირას, თვეს.
1.6 „ექსპერტი“ - სსიპ xxxxx xxxxxxxxxxx სახელობის სასამართლო ექსპერტიზა.
2. ხელშეკრულების საგანი და ღირებულება
2.1 ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს შესაბამისად:
2.1.1 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ასპინძის მუნიციპალიტეტის, ვანის მუნიციპალიტეტის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის, აბაშის მუნიციპალიტეტის, ხობის მუნიციპალიტეტის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ცენტრის ბუნებრივი აირით მომარაგების უზრუნველსაყოფად მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიწოდება;
2.1.2 მიმწოდებლის მიერ საპროექტო ზედამხედველობის განხორციელება ყოველი საზოგადოებრივი ცენტრის გაზიფიკაციის სამშენებლო პროცესში.
2.2 ხელშეკრულების ფარგლებში გასაწევი მომსახურება უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკურ პირობებში მითითებულ სტანდარტებს.
3. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
3.1 „შემსყიდველს“ ან მის წარმომადგენლებს უფლება აქვთ განახორციელონ ტექნიკური კონტროლი და/ან მონიტორინგი, რათა დარწმუნდნენ მათ შესაბამისობაში კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებთან.
3.2 „მიმწოდებელი“ ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს „შემსყიდველი“ კონტროლის (ინსპექტირების) ჩატარებისათვის აუცილებელი პერსონალით, ტექნიკური საშუალებებით და სხვა სამუშაო პირობებით. იმ შემთხვევაში, თუ „შემსყიდველი“ კონტროლის (ინსპექტირების) მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს (მათ შორის იგულისხმება შესაბამისი ექსპერტიზის ჩარტარება), შესაბამისი ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს თვით „შემსყიდველი“.
3.3 შემსყიდველის მიერ ინსპექტირებისთვის გახარჯული დრო (მათ შორის შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარების დრო) არ გამოიანგარიშება მიმწოდებლისთვის მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებისას.
3.4 „მიმწოდებელი“ ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად გამოვლენილი ყველა შენიშვნის აღმოფხვრა.
3.5 ამ მუხლის არც ერთი პუნქტი არ ათავისუფლებს „მიმწოდებელ“-ს მოცემული ხელშეკრულების სხვა ვალდებულებებისაგან.
3.6 „მიმწოდებლის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს
„შემსყიდველის“ მხრიდან განახორციელებს სსიპ - „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“-ს ---
.
4. მიწოდების პირობები და ვადები
4.1 „მიმწოდებელი“ ვალდებულია ხელშეკრულების 2.1.1 პუნქტითი განსაზღვრული თითოეული
„საზოგადოებრივი ცენტრებისთვის“ ბუნებრივი აირით მომარაგებისთვის საჭირო საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, საპროექტო დოკუმენტაცია წარმოადგინოს, როგორც ამობეჭდილი სახით (A3 ფორმატის 3 ეგზემპლარად), ასევე ელექტრონული ვერსიის სახითაც (AutoCAD-ის პროგრამაში შესრულებული, ელექტრონულ მატარებელზე ჩაწერილი 3 ეგზამპლარად) ამ სფეროში არსებული სტანდარტების შესაბამისად, დანართ #2-ში მითითებული მოთხოვნების გათვალისწინებით.
4.2 საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია ადგილობრივი ბუნებრივი აირით მომარაგების შესაბამის უწყებებთან შესათანხმებლად პროექტი წარადგინოს შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნიდან (მოთხოვნა ხორციელდება ეტაპობრივად) არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, ხოლო ამ უწყებებიდან გაცემული თანხმობის მიღების შემთხვევაში შემსყიდველთან წარადგინოს დაუყოვნებლივ (შესათანხმებლად წარდგენილ დოკუმენტაციაში პრეტენდენტის არაკვალიფიციურობით ან უხარისხოდ შედგენილი დოკუმენტით გამოწვეული დროის გაჭიანურება წარმოადგენს მიმწოდებლის პასუხისმგებლობას და არ უნდა აღემატებოდეს თანხმობის გამცემი უწყებისთვის თანხმობის გაცემის ჩვეულებრივ ვადებს. მიმწოდებლის არაკვალიფიციურობით ან უხარისხოდ შედგენილი დოკუმენტებით გამოწვეული არასათანადო ვადაგადაცილება გამოიწვევს მიმწოდებლის დაჯარიმებას). თუ საქართველოში დადგენილი ნორმატიული აქტებით დგინდება, რომ შესყიდვის ობიექტის, (საპროექტო დოკუმენტაცია და ხარჯთაღრიცხვა), ადგილობრივი ბუნებრივი აირით მომარაგების შესაბამის უწყებებთან შეთანხმება არ წარმოადგენს აუცილებლობას, მიმწოდებელი ვალდებულია შესყიდვის ობიექტი (ან მისი ნაწილი) შემსყიდველს წარუდგინოს წერილობითი მოთხოვნიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
4.3 „მიმწოდებელი“ ვალდებულია საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით სამუშაოების განხორციელების დროს, წარმოქმნილი დამატებითი სამუშაოების აუცილებლობის შემთხვევაში, შეიტანოს შესაბამისი კორექტირება საპროექტო დოკუმენტაციაში, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯების გაწევის გარშე.
4.4 „მიმწოდებელი“ ვალდებულია საკუთარი სახსრებით აუნაზღაუროს „შემსყიდველს“ იმ დამატებითი სამუშაოების, მომსახურების, საქონლის ღირებულება თუ აღმოჩნდა რომ სამშენებლო სამუშაოების ღირებულება იზრდება სამუშაოების მიმდინარეობისას პროექტის/ხარჯთაღრიცხვის არასწორად შედგენის მიზეზით.
5. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
5.1 შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება განხორციელდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ.
5.2 „შემსყიდველისა“ და „მიმწოდებლის“ უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით, რომლებშიც აღნიშნული უნდა იყოს ღირებულება და შესაბამისობა ხელშეკრულების პირობებთან, ხელშეკრულების რეკვიზიტები, მიღება-ჩაბარების გაფორმების თარიღი და ადგილი.
5.3 მომსახურების მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“-ს --.
1. ფასი და ანგარიშსწორება
1.1 ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების სრულად გაწევის შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტისა ან/და ანგარიშ- ფაქტურის საფუძველზე (საჭიროების შემთხვევაში ექსპერტის დადებითი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენის შემდგომ) 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
1.2 ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საპროექტო- სახართაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
1.3 დაფინანსების წყარო: 2020 წლის საკუთარი შემოსავლები (პროგრამა „საზოგადოებრივი ცენტრების (სოფლის სახლების) მშენებლობა“).
1.4 შესყიდვის ობიექტის საერთო ღირებულება შეადგენს ----------- (--------------) ლარს, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და დღგ-ს გათვალისწინებით.
1.5 ფასების ცვლილების შესახებ ამ ხელშეკრულების მხარემ უნდა შეატყობინოს მეორე მხარეს წერილობით, რომელიც თავის მხრივ უფლებამოსილია არ დაეთანხმოს აღნიშნულ ცვლილებაზე.
2. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
2.1 არავითარი გადახრა ან ცვლილება ხელშეკრულების პირობებში არ დაიშვება ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი წერილობითი შესწორებების გარდა.
2.2 თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია.
2.3 ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც მოჰყვება ხელშეკრულების ფასის გაზრდა ან
„შემსყიდველისათვის“ პირობების გაუარესება, დაუშვებელია გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ დებულების მოთხოვნათა გათვალისწინებით.
2.4 ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების დანართის სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
3. უფლებების გადაცემა
3.1 მიმწოდებლის მიერ შექმნილ პროექტზე საავტორო უფლებით სარგებლობს შემსყიდველი.
4. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
4.1 ფორს-მაჟორული პირობების გარდა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან შესრულების ვადის გადაცილებისათვის „მიმწოდებელს“ დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა, - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.02%-ის ოდენობით.
4.2 იმ შემთხვევაში, თუ ვადების გადაცდენისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 3%-ს, შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
4.3 საჯარიმო სანქციის გადახდა არ ათავისუფლებს „მიმწოდებელს“ ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
5. ხელშეკრულების შეწყვეტა მისი პირობების შეუსრულებლობის გამო
5.1 „შემსყიდველს“ შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეწყვიტოს ხელშეკრულება,
„მიმწოდებლისათვის“ ვალდებულებების შეუსრულებლობის წერილობითი შეტყობინების შემდეგ:
5.1.1 თუ „მიმწოდებელს“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ან „შემსყიდველის“ მიერ გაგრძელებულ ვადებში არ შეუძლია უზრუნველყოს მომსახურების გაწევა ან მისი ნაწილისა;
5.1.2 თუ „მიმწოდებელს“ არ შეუძლია შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული, რომელიმე ვალდებულება.
5.2 ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს „მიმწოდებელს“ დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან.
5.3 „შემსყიდველს“ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ აგრეთვე:
5.3.1 თუ „შემსყიდველისათვის“ ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
5.3.2 „მიმწოდებლის“ გაკოტრების შემთხვევაში;
5.3.3 საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
5.4 ამ ხელშეკრულების 11.3 პუნქტში მითითებულ შემთხვევებში „შემსყიდველი“ ვალდებულია აუნაზღაუროს „მიმწოდებელს“ ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულება.
6. ფორს-მაჟორი
6.1 ხელშეკრულების დამდები რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხება ან მისი ვალდებულებების შეუსრულებლობა არის ფორს-მაჟორული გარემოების შედეგი.
6.2 ამ მუხლის მიზნებისათვის „ფორს-მაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული „შემსყიდველისა“ და/ან „მიმწოდებლის“ შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნას ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და საქონლისა ან/და მომსახურების მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებით და სხვა.
6.3 ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
7. სადაო საკითხების გადაწყვეტა
7.1 „შემსყიდველმა“ და „მიმწოდებელმა“ ხელშეკრულების პეროდში წამოჭრილი ყველა დავა გადაიჭრება ურთიერთშეთანხმების გზით.
7.2 თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში „შემსყიდველი“ და
„მიმწოდებელი“ ვერ შეძლებენ სადაო საკითხის შეთანხმებით მოგვარებას, ნებისმიერ მხრეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესის მიხედვით მიმართოს საქართველოს სასამართლოს.
8. გამოყენებული სამართალი
8.1 პირობები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული აღნიშნულ ხელშეკრულებაში, დარეგულირებული და ინტერპრეტირებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
9. ხელშეკრულების ენა
9.1 ხელშეკრულება დაწერილ უნდა იქნას ქართულ ენაზე.
9.2 იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მეორე მხარე არის უცხო ქვეყნის წარმომადგენელი, მაშინ მეორე ეგზემპლიარი ითარგმნება „მიმწოდებლისათვის“ მისაღებ ენაზე. ინტერპრეტაციისას ქართულ ენაზე დაწერილი ხელშეკრულება წარმოადგენს გადამწყვეტს. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მთელი წერილობითი მოლაპარაკებები და სხვა დოკუმენტაცია, რომელიც გაიცვლება მხარეთა შორის, უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ პირობებს.
10. შეტყობინება
10.1 ნებისმიერი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე, ხელშეკრულების შესაბამისად, უგზავნის მეორე მხარეს, გაიგზავნება წერილის, ელ. ფოსტის ან ფაქსის სახით, ორიგინალის შემდგომი წარმოდგენით, ხელშეკრულებაში მითითებული მეორე მხარის მისამართზე.
10.2 შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს ან შეტყობინების ძალაში შესვლის დადგენილ დღეს, იმის მიხედვით, თუ ამ თარიღებიდან რომელი უფრო გვიან დგება.
11. გადასახადები და დაბეგვრა
11.1 უცხოელი „მიმწოდებელი“ პასუხს აგებს გასაწევი მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა იმ გადასახადის, მოსაკრებლების და სხვა გადასახდელების გადახდაზე, რომლებიც გადასახდელია საქართველოს ფარგლებში და მის გარეთ.
11.2 ადგილობრივი „მიმწოდებელი“ პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების, მოსაკრებლების და სხვა გადასახდელების გადახდაზე.
12. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
12.1 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია ზემოთ მითითებული თარიღიდან და მოქმედებს 2020 წლის 31 დეკემბრამდე.
13. სხვა პირობები
13.1 არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება გადასცეს მესამე პირს თავისი უფლებები და მოვალეობები, მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე.
13.2 მესამე პირთან ურთიერთობაში მხარეები მოქმედებენ თავიანთი სახელით, ხარჯებითა და რისკით.
13.3 ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ორ იდენტურ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეულს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა და ინახება ხელმომწერ მხარეებთან (ერთი ეგზემპლარი
„მიმწოდებელთან“ და ერთი ეგზემპლარი „შემსყიდველთან“). ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
13.4 დანართები თან ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
13.5 წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ძალაშია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის წერილობითი ფორმითაა შედგენილი და ხელმოწერილია მხარეთა მიერ.
14. მხარეთა რეკვიზიტები
შემსყიდველი | მიმწოდებელი |