სააბონენტო ნომერი : ––––––––––––––– ESN #––––––––––––––––––––––––––––––, სიმ- ბარათის N
ქ.
ხელშეკრულება ინტრანეტით/ლოკალური ან გლობალური ინტერნეტით მომსახურების შესახებ
201_ წ.
სახელი, გვარი
(იურიდიული პირის შემთზვევაში, ორგანიზაციის დასახელება)
პირადი ნომერი/საიდ. კოდი
მისამართი:
წარმომადგენელი
xxxxxxxxxx xxxxxx : ––––––––––––––– ESN #––––––––––––––––––––––––––––––, სიმ-ბარათის N
გავეცანი და ვეთანხმები შპს „მაგთიკომის“ მომსახურების გაწევის სტანდარტულ პირობებს, ამ ხელშეკრულებასა და სატარიფო გეგმას.
*მომსახურების გაწევის სტანდარტული პირობები და ასევე წინამდებარე ხელშეკრულების პირობები შეგიძლიათ იხილოთ მაგთიკომის ვებ-გვერდზე (xxx.xxxxxxxx.xx), მომსახურების ოფისებში და დილერებთან.
შპს „მაგთიკომის რეალიზაციისა და მომხმარებელთა მომს. ოფისი N
წარმომადგენელი აბონენტი
––––––––– –––––––––––
ნასყიდობის ხელშეკრულება
ერთის მხრივ, შპს მაგთიკომი, წარმოდგენილი მისი წარმომადგენლის სახით (შემდგომში გამყიდველი) და მეორეს მხრივ, {ფიზიკური პირი}
, პირადი ნომრით _
{ორგანიზაცია} _ , წარმოდგენილი მისი სახით (შემდგომში მყიდველი), ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
წინამდებარე ხელშეკრულებით გამყიდველი ყიდის, ხოლო მყიდველი ყიდულობს შემდეგ საქონელს:
Dual Band Modem (HSPA+CDMA), ESN# ,
2. ხელშეკრულების ღირებულება
ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის ღირებულება შეადგენს ლარს, დღგ-ს ჩათვლით, რომელსაც აბონენტი იხდის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე
3. მხარეთა ვალდებულებები
3.1 გამყიდველი მყიდველს საკუთრებაში გადასცემს პირველ მუხლში მითითებულ საქონელს.
3.2 მყიდველი ვალდებულია დაიცვას საქონლის ინსტრუქციით განსაზღვრული და საქონლის ჩვეულებრივი გამოყენების ზოგადი წესები.
4. საგარანტიო პირობები
4.1 საქონლის ხარისხი შეესაბამება მწარმოებლის მიერ განსაზღვრულ სტანდარტებს, ვარგისია ჩვეულებრივი/ინსტრუქციით გათვალისწინებული სარგებლობისათვის და არის ნივთობრივად უნაკლო.
4.2 გამყიდველი უზრუნველყოფს საქონლის გამოცვლას ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის განმავლობაში, თუ არაადეკვატური ფუნქციონირება გამოწვეულია ქარხნული დეფექტით. ამ შემთხვევაში მყიდველს დაუბრუნდება გადახდილი თანხა 5(ხუთი) ლარის გამოკლებით. ქარხნული დეფექტის პირობა არ გულისხმობს იმ შემთხვევებს, როდესაც საქონელი გარეგნულად არის დაზიანებული.
4.3 გარანტია არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც საქონლის არაადეკვატური ფუნქციონირების მიზეზებია: მექანიკური დაზიანება, წყლის, ან აგრესიული სითხეების ზემოქმედება, საქონლის არასწორი ექსპლუატაცია და მოპყრობა, ან მყიდველის, ან მესამე პირთა დაუდევრობით გამოწვეული სხვა დაზიანებები.
4.4 მოწყობილობის დაბრუნება შესაძლებელია შეძენიდან 48 საათის განმავლობაში. ამ შემთხვევაში მყიდველს დაუბრუნდება გადახდილი თანხა 5(ხუთი) ლარის გამოკლებით. აღნიშნული წესი არ მოქმდებს მოწყობილობის მექანიკური ან ელექტრონული ზეგავლენით დაზიანების, მოწყობილობის არასწორი ექსპლოატაციის და მოპყრობის, აბონენტის დაუდევრობით გამოწვეული სხვა დაზიანებების შემთხვევებში.
5. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ თავიანთი ვალდებულებების სრულ შესრულებამდე.
6. პასუხისმგებლობა
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, ნაწილობრივ, ან არასათანადოდ შესრულებაზე მხარეები პასუხს აგებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
7. გარდამავალი დებულებები
7.1 მხარეთა შორის წარმოშობილი უთანხმოებანი წყდება მოლაპარაკების გზით. თანხმობის მიუღწევლობის შემთხვევაში სადავო საკითხი გადაწყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
7.2 წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ორი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლიარად. თითო ეგზემპლიარი გადაეცემა თითოეულ მხარეს.
7.3 ხელმოწერით მხარეები ადასტურებენ, რომ გამყიდველმა გადასცა, ხოლო მყიდველმა ჩაიბარა ხელშეკრულების პირველი მუხლით გათვალისწინებული საქონელი.
გამყიდველი მყიდველი
შპს ”მაგთიკომი”
საქართველო, თბილისი, ა.პოლიტკოვსკაიას, 5 “ვითიბი ბანკი ჯორჯია მთაწმინდის ფილიალი “თი-ბი-სი ბანკი”-ს ცენტრალური ფილიალი
საიდენტიფიკაციო კოდი :204876606 ანგ. ლარი: XX00XX0000000000000000 ანგ. ლარი: XX00XX0000000000000000
Tel: (000 00) 000 00 00; 11 00 11; ბანკის კოდი: UGEBGE22 ბანკის კოდი: TBCBGE22Fax: (000 00) 000 00 00; 217 11 70;
1. | ხელშეკრულების საგანი |
1.1 | ოპერატორი ჩართავს აბონენტს ქსელში და უზრუნველყოფს აბონენტის ინტრანეტით/ლოკალური ან გლობალური ინტერნეტით მომსახურებას (შემდგომში მომსახურება) ქსელის დაფარვის ზონის მოქმედების ტერიტორიაზე, ხოლო აბონენტი გადაიხდის მომსახურების საფასურს ამ ხელშეკრულების დებულებათა შესაბამისად. |
1.2 | მომსახურება აბონენტს მიეწოდება იმ შემთხვევაში, თუ აბონენტს გააჩნია ტექნიკური მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სავალდებულო ტექნიკურ მოთხოვნებსა და სტანდარტებს. |
1.3 | ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმწერის მომენტიდან. აბონენტის ქსელში ჩართვა ხორციელდება მის მიერ ქსელში ჩართვის საფასურის გადახდის/პაკეტის შეძენის შემდგომ. |
1.4 | წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება ხორციელდება ოპერატორის მომსახურების გაწევის სტანდარტული პირობების საფუძველზე, რომელიც წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. |
2. | ქსელში ჩართვის და მომსახურების პირობები |
2.1 | ქსელში ჩართვის უზრუნველსაყოფად ოპერატორი აბონენტს, ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში, გამოუყოფს საიდენტიფიკაციო კოდს და სარგებლობის უფლებით გადასცემს სიმ-ბარათს. |
2.2 | აბონენტის ქსელში ჩართვა ხორციელდება ოპერატორის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად, ჩართვის საფასურის გადახდიდან/პაკეტის შეძენიდან 24 საათის განმავლობაში. |
2.3 | აბონენტის მიერ მომსახურების მიღება ხორციელდება: – წინასწარი გადახდის სისტემის აბონენტებისათვის: აბონენტის მხრიდან სააბონენტო ანგარიშზე მომსახურებისათვის განსაზღვრული სააბონენტო გადასახდელის და მომსახურების საფასურის წინასწარი გადახდის შემთხვევაში. – შემდგომი გადახდის სისტემის აბონენტებისათვის: აბონენტის მხრიდან, ოპერატორის მიერ დადგენილ ვადებში, სააბონენტო გადასახდელის და მომსახურების საფასურის შემდგომი გადახდის შემთხვევაში. |
3. | მომსახურების ხარისხი |
3.1 | მომსახურება ხელმისაწვდომია დღე-ღამის 24 საათის განმავლობაში, უწყვეტად გარდა გადაუდებელი სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოების მიმდინარეობისა და შეესაბამება კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ დადგენილ ტექნიკურ ნორმებს, სტანდარტებს და ოპერატორის ლიცენზიის პირობებს 3.2, 3.3, 3.4 და 3.5 პუნქტებით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევების გათვალისწინებით. |
3.2 | რადიოტალღების ბუნებრივი გავრცელების თავისებურებების გამო, მომსახურება შესაძლებელია არ იყოს უწყვეტი ან შეუფერხებელი, რადიოსატელეფონო სიგნალი შეიძლება დაიკარგოს ან მომსახურების ხარისხი შესაძლებელია გაუარესდეს, განსაკუთრებით შენობებთან, შენობებში, გვირაბებში ან სხვა მიწისქვეშა ნაგებობებში ან მომსახურების მიღების ადგილის გეოგრაფიული, მეტეოროლოგიური ან სხვაგვარი თავისებურებებიდან გამომდინარე. |
3.3 | ქსელის აგებულების თავისებურებებიდან გამომდინარე მომსახურება და მისი ხარისხი დამოკიდებულია სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლების და მოწყობილობების და მათი ფუნქციონირების ხარისხზე, რომელიც სცილდება ოპერატორის პასუხისმგებლობის ფარგლებს. |
3.4 | ოპერატორი არ არის პასუხისმგებელი მომსახურების შეფერხებების ან ნაკლოვანებებისათვის, იმ შემთხვევაში თუ მომსახურების მისაღებად აბონენტი იყენებს გაუმართავ, დაზიანებულ ან დადგენილ ტექნიკურ ნორმებთან შეუსაბამო სააბონენტო მოწყობილობას ან თუ ეს უკანასკნელი მოდიფიცირებულია ან გარემონტებულია მწარმოებლის არაავტორიზებული წარმომადგენლის მიერ და მასთან შეთანხმების გარეშე. |
3.5 | ოპერატორი უზრუნველყოფს მომსახურებას ოპერატორის მიერ გამოცხადებული სიჩქარის ფარგლებში და შეთავაზებული მომსახურების ადეკვატურობას მიღებულ მომსახურებასთან, მაგრამ არ იძლევა გარანტიას, რომ გამოცხადებული სიჩქარის ფარგლებში შეერთება იქნება მაქსიმალურად შესაძლებელი სიჩქარის. გამოცხადებული მომსახურებასა და მიღებულ მომსახურებას შორის შეუსაბამობის წარმოშობის შემთხვევაში ოპერატორი უზრუნველყოფს შესაბამისი ზომების მიღებას შეუსაბამობის დროული, ჯეროვანი და სრული აღკვეთის მიზნით. |
4. | მომსახურების მიწოდების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობები |
4.1 | წინასწარი გადახდის სისტემის აბონენტებისათვის: ფულადი საავანსო თანხის(დეპოზიტის)/პაკეტის სარგებლობის ვადის ამოწურვის შემთხვევაში აბონენტს ეზღუდება მომსახურება. აბონენტისთვის მომსახურების მიწოდება განახლდება, დავალიანების არსებობის შემთხვევაში მისი დაფარვის და სააბონენტო გადასახდელის სააბონენტო ანგარიშზე ჩარიცხვის/პაკეტის შეძენის შემდგომ. ვადის ამოწურვის შემთხვევაში, თუ არ შეიზღუდა მომსახურების მიწოდება აბონენტი ვალდებულია გადაიხადოს სააბონენტო გადასახდელის ზემოთ გაწეული მომსახურების პროპორციული საფასური. |
4.2 | შემდგომი გადახდის სისტემის აბონენტებისათვის: სააბონენტო გადასახდელისა და მიღებული მომსახურების მოცულობის მიხედვით განსაზღვრული მომსახურების საფასურის (დავალიანების) გადაუხდელობის შემთხვევაში მომსახურების შეზღუდვის/შეწყვეტის პირობები განისაზღვრება მხარეთა მიერ დამატებითი წერილობითი შეთანხმებით (ინდივიდუალური პირობებით), რაც ჩაითვლება წინამდებარე ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად. |
4.3 | მომსახურების მიწოდება ნაწილობრივ ან სრულად შეჩერდება იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების მიღებისას ან სიმ-ბარათით, ისევე როგორც სააბონენტო მოწყობილობით სარგებლობისას აბონენტი ზიანს აყენებს ოპერატორს, სხვა აბონენტებს ან მესამე პირებს, აბონენტისათვის გამოყოფილი საიდენტიფიკაციო კოდის/სააბონენტო მოწყობილობის გამოყენებით ხდება ქსელში უნებართვო ჩართვა, მომსახურების გადაყიდვა, ახორციელებს მრავალჯერად მცდელობებს არარსებული წინასწარი გადახდის სისტემის ბარათის გააქტიურების მიზნით, მომსახურების მიღება ხორციელდება მესამე პირთა პირადი ცხოვრების ან მათი სიმშვიდის შემლახავი, მუქარის შემცველი, მათთვის მატერიალური ზიანის მიმყენებელი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი ან სხვა ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისათვის ან სპამის ორგანიზებისათვის. მომსახურებით სარგებლობისას აწარმოებს დაუშვებელი პროდუქციის, კომპიუტერული ვირუსის, თაღლითური ან მავნე პროგრამების გავრცელებას ან გადამისამართებას ან ახორციელებს სხვა, მათ შორის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, მოგების მიღების მიზნით ან აბონენტი სხვაგვარად არღვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამ შემთხვევაში მომსახურების მიწოდება ნაწილობრივ ან სრულად შეჩერდება ზემოაღნიშნული ქმედების ეფექტურად და დროულად აღსაკვეთად, მაგრამ არაუმეტეს 15 დღისა. |
5. | ტარიფები და მომსახურების საფასური |
5.1 | ტარიფები: სტარტ პაკეტი: 10 ლარი მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით სარგებლობა შესაძლებელია 4 გიგაბაიტი მოცულობის მომსახურების მიღებამდე. ეკონომ პაკეტი: 15 ლარი მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით სარგებლობა შესაძლებელია 6 გიგაბაიტი მოცულობის მომსახურების მიღებამდე. სტრანდარტ პაკეტი - 30 ლარი. მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით სარგებლობა შესაძლებელია 15 გიგაბაიტი მოცულობის მომსახურების მიღებამდე. ულიმიტო - 150 ლარი, ულიმიტო ინტერნეტით სარგებლობის ერთი თვის საფასური. პაკეტით გათვალისწინებული მოცულობის მომსახურების მიღების შემდგომ ინტერნეტის სიჩქარე იქნება 64 კილობიტამდე/წმ. პაკეტების გამოყენების ვადა შეადგენს 30 დღეს. 30 დღიანი ვადის გასვლამდე შესაძლებელია შემდეგი დამატებითი მეგაბაიტების შეძენა: 1000 მეგაბაიტი – 4 ლ.; 500 მეგაბაიტი – 2 ლარი. დამატებით მეგაბაიტების შეძენა არ გამოიწვევს მომსახურების სარგებლობის ვადის ცვლილებას და დამატებით შეძენილი მეგაბაიტების მოქმედების ვადა იწურება ძირითადი პაკეტით სარგებლობის ვადის ამოწურვასთან ერთად. ვადის ამოწურვა გულისხმობს გაუხარჯავი ერთეულების გაუქმებას. ინტერნეტ პაკეტის სარგებლობის ვადის გასვლის შემდგომ, სააბონენტო ანგარიშზე საკმარისი თანხის არსებობის შემთხვევაში, მოხდება ინტერნეტ პაკეტით სარგებლობის ავტომატურად გაგრძელდება (იგივე ნომინალის ინტერნეტ პაკეტის ავტომატური გააქტიურება). სააბონენტო ანგარიშზე არასაკმარისი თანხის არსებობის შემთხვევაში შეეზღუდება მომსახურების მიწოდება. შეძენილი ინტერნეტ პაკეტის ვადის ამოწურვამდე შესაძლებელია ნებისმიერი ინტერნეტ პაკეტის შეძენა, რა დროსაც მომსახურებით სარგებლობის ვადა განისაზღვრება ბოლო შეძენიდან 30 დღით. მომსახურების ტარიფი შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს შემდეგ შემთხვევებში: ა) ოპერატორის ინიციატივით 6.3.1 პუნქტის შესაბამისად; ბ) აბონენტის ინიციატივით მის მიერ ოპერატორის მიერ შეთავაზებული მისთვის სასურველი სატარიფო გეგმის გააქტიურების გზით. აბონენტის მიერ სტანდარტული სატარიფო გეგმის შეცვლის შემთხვევაში ოპერატორი უზრუნველყოფს აბონენტის მიერ შერჩეული სატარიფო გეგმის/ან აქციის პირობების გაცნობას ოპერატორის მიერ დადგენილი ფორმით (IVR, SMS, USSD ან სხვა ფორმით) ინფორმაცია ტარიფის შეცვლის, აქციაში/სატარიფო გეგმაში ჩართვის პირობების შესახებ ქვეყნდება ოპერატორის ვებ-გვერდზე. * ინფორმაცია ტარიფების და მომსახურების სხვა პირობების (აგრეთვე დამატებითი პირობების) შესახებ მოცემულია ოპერატორის ვებ-გვერზე: xxx.xxxxxxxx.xx, xxx.xxxxxxxx.xx. წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ტარიფები, გადასახდელები და საფასური შეიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწეინებულ ყველა გადასახადს. |
6. | მხარეთა უფლებამოვალეობანი |
6.1 | აბონენტს უფლება აქვს: |
6.1.1 | მიიღოს აუცილებელი და სწორი ინფორმაცია ოპერატორის მიერ აბონენტებისათვის შეთავაზებული მომსახურებების შესახებ და მიმართოს ოპერატორს განცხადებითა და პრეტენზიებით (საჩივრით) ოპერატორის მიერ მიწოდებული მომსახურებების შესახებ. |
6.1.2 | შეუფერხებლად და უფასოდ მიიღოს ინფორმაცია მომსახურების მიწოდების შეზღუდვისა და შეწყვეტის მიზეზებისა და ხანგრძლივობის თაობაზე, ისევე როგორც ოპერატორის მიერ დადგენილი ფორმით და კოდის საშუალებით მის სააბონენტო ანგარიშზე ბალანსის ოდენობის შესახებ და იმის თაობაზე, თუ რამ შეიძლება რაიმე სახის ზეგავლენა მოახდინოს მომსახურების ხარისხსა ან/და მის პირობებზე. |
6.1.3 | მოთხოვნის შემთხვევაში, ოპერატორის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, მიიღოს ოპერატორთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული სააბონენტო ანგარიშის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოიცავს როგორც მიღებულ მომსახურებებს, ასევე გაწეული მომსახურებისათვის დარიცხულ საფასურს. |
6.1.4 | მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის (შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში) სააბონენტო ანგარიშზე არსებული და გაუხარჯავი თანხის დაბრუნება. აბონენტს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, თანხა დაუბრუნდება ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის განმავლობაში, მომსახურების ხარჯების გამოკლებით. სააბონენტო ანგარიშზე არსებული ერთეულები უქმდება. |
6.2 | აბონენტი ვალდებულია: |
6.2.1 | შეასრულოს ამ ხელშეკრულებით, მომსახურების გაწევის სტანდარტული პირობებით და სატარიფო გეგმით (სტანდარტული ან აბონენტის მიერ არჩეული) და მხარეთა შორის სხვა (ინდივიდუალური) შეთანხმებებით, განსაზღვრული ვალდებულებები, პირობები და მოთხოვნები და განახორციელოს თავისი, როგორც აბონენტის, უფლებები პირადად ან წარმომადგნელის მეშვეობით, რომელიც მოქმედებს კანონის ან მინდობილობის საფუძველზე. ამასთან, ფიზიკური პირის მიერ გაცემული მინდობილობა, აუცილებელი წესით, დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად ან ოპერატორის მიერ განსაზღვრული წესით, ხოლო იურიდიული პირის მიერ გაცემული მინდობილობა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. |
6.2.2 | მომსახურებისათვის მოახდინოს ანგარიშსწორება, ხოლო დავალიანების წარმოშობის შემთხვევაში დროულად დაფაროს იგი. თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული ოპერატორის მიერ, ფულადი ვალდებულება აბონენტის მხრიდან უნდა შესრულდეს ოპერატორის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 საბანკო დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში დაერიცხება ჯარიმა 7.4 პუნქტის შესაბამისად. |
6.2.3 | შეატყობინოს ოპერატორს, დაუყოვნებლივ ზეპირად და ორი კალენდარული დღის ვადაში წერილობითი სახით, მისი გადახდისუუნარობის, რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საქმის წარმოების დაწყების ან იმ სხვა გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შესაძლოა შეაფერხონ ან შეუძლებელი გახადონ აბონენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. |
6.3 | ოპერატორს უფლება აქვს: |
6.3.1 | დაადგინოს მომსახურების პირობები და წესები, ტარიფების ოდენობა, მათი გადახდის წესები და მინიმუმ 10 სამუშაო დღით ადრე შეტყობინების შემდეგ ცალმხრივად შეცვალოს (მათ შორის ხელშეკრულების პირობები) ისინი. აღნიშნულ შეტყობინებას ოპერატორი ავრცელებს და აქვეყნებს მის მიერ დადგენილი წესით საკუთარ ოფისებში და საკუთარ ვებ-გვერდზე. თუ ცვლილებების შედეგად იზრდება მომსახურების საფასური ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში (მათ შორის, “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ” რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში) ოპერატორი უზრუნველყოფს აბონენტის ინფორმირებას ინდივიდუალური შეტყობინების გაგზავნის საშუალებით. ყველა სხვა შემთხვევაში ოპერატორის ვებ-გვერზე ინფორმაციის გამოქვეყნება ჩაითვლება აბონენტის შეტყობინებად. წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება ოპერატორისთვის ცნობილ მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში. ელექტრონული შეტყობინება გაგზავნილად მიიჩნევა ოპერატორის ქსელიდან ელექტრონული გზავნილის ადრესატი ელექტრონული საფოსტო მისამართის მიმართულებით გაგზავნის დადასტურების ფაქტით, ადრესატი ელექტრონული ფოსტის მისამართის მიერ აღნიშნული შეტყობინების ფიზიკურად მიღების მიუხედავად. მოკლე ტექსტური შეტყობინება გაგზავნილად მიიჩნევა ოპერატორის ქსელიდან ტექსტური შეტყობინების ადრესატი აბონენტის მიერ მითითებული საკონტაქტო ნომრის მიმართულებით გაგზავნის დადასტურების ფაქტით, ადრესატი სააბონენტო ნომრის მიერ აღნიშნული შეტყობინების ფიზიკურად მიღების მიუხედავად. ოპერატორს უფლება აქვს, ოპერატორის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად, დააწესოს ფასდაკლებები მომსახურების ტარიფებისათვის აბონენტის მიერ ანაზღაურებული მომსახურების მოცულობის, დღე-ღამის დროის ან სხვა პარამეტრების მიხედვით ან საჯარო განცხადების სახით, გააკეთოს სპეციალური შეთავაზებები/აქციები. აბონენტებისათვის განსაზღვრული ფასდაკლებები ან სპეციალური შეთავაზებები/აქციები შესაძლებელია იყოს, როგორც მუდმივად მოქმედი, ასევე დროებითი. ფასდაკლებებით ან სპეციალური შეთავაზებებით/აქციებით სარგებლობის პირობები მომსახურების კონკრეტული სისტემისათვის ან სატარიფო გეგმისათვის განისაზღვრება ოპერატორის მიერ და ინფორმაციას მისი პირობების და ხელმისაწვდომობის შესახებ ოპერატორი ავრცელებს მის მიერ დადგენილი წესით, მათ შორის, ვებ-გვერდზე და მომსახურების ოფისებში. |
6.3.2 | ჩაატაროს საკუთარი ქსელში გადაუდებელი სარემონტო თუ პროფილაქტიკური სამუშაოები, რომელსაც შესაძლებელია მოყვეს მომსახურების შეჩერება, შეზღუდვა, გაუარესება ან შეფერხებები და რომელიც ემსახურება მომსახურების ხარისხის შენარჩუნებას ან გაუმჯობესებას ან ახალი ტექნოლოგიების დანერგვას ან გამიზნულია ქსელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. |
6.3.3 | მოახდინოს აბონენტის მიერ ცალკეული მომსახურებების სახეებთან, მის ფრაგმენტებთან, განსაზღვრულ საინფორმაციო რესურსებთან, მათ შორის საინფორმაციო მომსახურების ცენტრთან, ინტერნეტ-მისამართებთან, განსაზღვრულ ქსელებთან, სერვერებთან წვდომის და სარგებლობის შეჩერება ან მოახდინოს ინტერნეტ მისამართების და დომენების ბლოკირება იმ შემთხვევაში თუ ადგილი აქვს კანონმდებლობის დარღვევას. |
6.3.4 | ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში გააკეთოს სპეციალური შეთავაზებები, განსხვავებული პირობებით, რაზეც მხარეები შეთანხმდებიან (ზეპირი ან წერილობითი ფორმით) დამატებით და რის შესახებაც ინფორმაციას ოპერატორი აქვეყნებს საკუთარ ვებ გვერდზე: xxx.xxxxxxxx.xx, xxx.xxxxxxxx.xx |
6.4 | ოპერატორი ვალდებულია: |
6.4.1 | უზრუნველყოს და განახორციელოს აბონენტის მომსახურება ქსელის დაფარვის ზონის ფარგლებში, ოპერატორისათვის გაცემული ლიცენზიების პირობებისა და შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობების ფარგლებში. |
6.4.2 | აღმოფხვრას მომსახურებაში არსებული შეფერხებები და ნაკლოვანებები და აღადგინოს ქსელის ნორმალურ რეჟიმში ფუნქციონირება გონივრულ ვადებში, ტექნიკური შესაძლებლობების და მის ხელთარსებული რესურსების ფარგლებში, მაგრამ არაუგვიანეს მიზეზის წარმოშობიდან 12 საათის განმავლობაში ან კანონმდებლობით დადგენილ ვადაში თუ ასეთი ვადა დადგენილია. |
6.4.3 | მომსახურების შეზღუდვამდე, ტექნიკური და პროგრამულ-აპარატული ფუნქციონალობის სრული ხელმისაწვდომობის და შესაძლებლობების ფარგლებში, მოახდინოს აბონენტისათვის, გაფრთხილების მიზნით, მოსალოდნელი მომსახურების შეზღუდვის შესახებ ელექტრონული ფოსტის საშუალებით ელექტრონული შეტყობინების გაგზავნა, იმ შემთხვევაში თუ აბონენტს წერილობითი სახით მითითებული აქვს ელექტრონული ფოსტის მისამართი. ელექტრონული შეტყობინება გაგზავნილად მიიჩნევა ოპერატორის ქსელიდან ელექტრონული გზავნილის ადრესატი ელექტრონული ფოსტის მისამართის მიმართულებით გაგზავნის დადასტურების ფაქტით, ადრესატი ელექტრონული ფოსტის მისამართის მიერ აღნიშნული შეტყობინების ფიზიკურად მიღების მიუხედავად. ელექტრონული ფოსტის მისამართის ცვლილების შეუტყობინებლობის შემთხვევაში, ოპერატორისათვის ცნობილ მისამართზე გაგზავნილი ელექტრონული შეტყობინება მიიჩნევა გაგზავნილად. |
6.4.4 | ხელშეკრულების გაფორმებისას საკუთარ მონაცემთა ბაზაში დაარეგისტრიროს აბონენტის პერსონალური ინფორმაცია (ვინაობა, მისამართი და სხვა ინფორმაცია, რითაც შესაძლებელია აბონენტის ვინაობის იდენტიფიცირება). ამასთან ოპერატორი არ გამორიცხავს, რომ აბონენტის პერსონალური ინფორმაცია ოპერატორის მონაცემთა ბაზაში დაგვიანებით დაფიქსირდეს. |
7. | მხარეთა პასუხისმგებლობა |
7.1 | ოპერატორი კისრულობს პასუხისმგებლობას აუნაზღაუროს აბონენტს ის ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეს აბონენტს ოპერატორის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შედეგად და რომელიც გამოწვეულია, დადასტურებული ბრალეულობისას, ოპერატორის მიერ, მხოლოდ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც ოპერატორისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. |
7.2 | 7.1 პუნქტის შესაბამისად ოპერატორის პასუხისმგებლობა, მისი დადასტურებული ბრალეულობის შემთხვევაში, მომსახურების მიუწოდებლობის ან არაჯეროვანი მიწოდების შემთხვევაში შემოიფარგლება და განისაზღვრება შემდეგნაირად: ა – ქსელში ჩართვის ვადების დარღვევის შემთხვევაში ოპერატორის მიერ დაწესებული ქსელში ჩართვის საფასურის 1 პროცენტის ოდენობის საურავით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ – მომსახურების მიწოდების შეფერხების, მიუწოდებლობის ან უხარისხოდ მიწოდების შემთხვევაში, რომელიც გამოიხატება აბონენტის მიერ მომსახურებით სარგებლობის შეუძლებლობაში, უკანასკნელ საანგარიშო პერიოდში აბონენტის მიერ ერთი საათის განმავლობაში საშუალოდ ფაქტიურად მიღებული მომსახურების საფასურის ოდენობის 1 პროცენტის ოდენობის კომპენსაცია ყოველ ვადაგადაცილებულ საათზე, 6.4.2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდგომ. გ – სხვა დანარჩენი მომსახურების მიწოდების შეფერხების ან უხარისხოდ მიწოდების შემთხვევაში, დამატებითი ანაზღაურების გარეშე მომსახურების შეფერხებების აღმოფხვრით და მომსახურების საფასურის პროპორციული შემცირებით. ა, ბ ან გ პუნქტების შემთხვევაში მომსახურების მიწოდების შეფერხების, მიუწოდებლობის ან უხარისხოდ მიწოდების ფაქტი აბონენტის მხრიდან უნდა იყოს დოკუმენტალურად დადასტურებული. |
7.3 | აბონენტი კისრულობს პასუხისმგებლობას აუნაზღაუროს ოპერატორს ის ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეს ოპერატორს აბონენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შედეგად. |
7.4 | აბონენტის პასუხისმგებლობა ოპერატორის წინაშე განისაზღვრება შემდეგნაირად: ა – მომსახურების საფასურის გადახდის დაგვიანებისათვის, არასრული ან არადროული გადახდის შემთხვევაში გადაუხდელი თანხის ოდენობის 20 პროცენტის ოდენობის ჯარიმით; ბ – სხვა დანარჩენი ვალდებულების არ ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევებში ოპერატორისათვის პირდაპირი ზიანის ანაზღაურებით. |
7.5 | იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც მოქმედი კანონმდებლობით არის დაშვებული, არცერთი მხარე არ არის პასუხისმგებელი მეორეს წინაშე არაპირდაპირი ზიანისათვის, მათ შორის წარმოების ან საქმიანობის შეჩერების, მონაცემთა დაკარგვის, მიუღებელი სარგებელის ან ნაყოფის ან სხვა არაპირდაპირი დანაკარგისათვის ან მათი შედეგებისათვის. მხარეთა მიერ მე-7 მუხლით გათვლისწინებული უფლების გამოყენება ხორციელდება მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 15.5 პუნქტის შესაბამისად. |
8. | ხელშეკრულების მოქმედების ვადა |
8.1 | წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის 1.3 პუნქტის შესაბამისად და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით. |
8.2 | ხელშეკრულება შესაძლებელია ნებისმიერ დროს შეწყდეს: - მხარეთა შეთანხმებით; - აბონენტის ინიციატივით; - ოპერატორის ინიციატივით, შეზღუდვის საფუძვლის 45 დღის განმავლობაში აღმოუფხვრელობის შემდეგ, ან 6.2.3 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში. - ოპერატორის ინიციატივით, ცალმხრივად 4.3 პუნქტის დაღვევის შემთხვევაში, თუ 4.3 პუნქტის შესაბამისად შეზღუდული მომსახურების განახლების შემთხვევაში აბონენტი განმეორებით მოახდენს ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებისა და მოთხოვნების დარღვევას. |
8.3 | მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა გავლენას არ ახდენს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მხარეთა შორის წარმოშობილ ფინანსურ ვალდებულებებზე. |
9. | პრეტენზიის წარდგენის წესები |
9.1 | მომსახურების არაჯეროვნად მიღებასთან ან ნებისმიერ ხარვეზთან დაკავშირებით აბონენტი უფლებამოსილია პრეტენზიით/საჩივრით (ზეპირი ან წერილობითი ფორმით) მიმართოს ოპერატორს. წერილობითი პრეტენზია/საჩივარი შედგენილი უნდა იქნას განცხადების სახით და წარედგინოს/მიეწოდოს ოპერატორს ადმინისტრაციული ოფისის მისამართზე: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას #7 აბონენტთა პრეტენზიების განყოფილებას ან ოპერატორის ნებისმიერი რეალიზაციისა და აბონენტთა მომსახურების ოფისს. მხარეებს შორის უთანხმოების ან დავის წარმოშობისას შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში ნებისმიერი დავა მხარის (პრეტენდენტის) არჩევანით, განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად შესაძლებელია მომსახურების მიწოდების სტანდარტული პირობების 18.8 პუნქტის შესაბამისად, გადაეცეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ან სასამართლოს (საქართველოს საერთო სასამართლო). |
9.2 | პრეტენზიაში აბონენტმა უნდა მიუთითოს ვინაობა, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია. პრეტენზიაში მკაფიოდ და სრულყოფილად უნდა იყოს ჩამოყალიბებული თუ რა მიაჩნია აბონენტს ოპერატორის მხრიდან არასწორ ან არასამართლიან ქმედებად, მოთხოვნა და გარემოებები, რომელსაც მოთხოვნა ეფუძნება. აბონენტის მიერ წარდგენილი პრეტენზია განხილული იქნება კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. |