Contract
ნასყიდობის ხელშეკრულება
წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში „ხელშეკრულება“) გაფორმებულია ქ. თბილისში, 2020 წლის [-] შემდეგ მხარეებს შორის:
ერთი მხრივ, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, საიდენტიფიკაციო ნომერი 203826002 (შემდგომში
„გამყიდველი“), წარმოდგენილი მისი გენერალური დირექტორის xxxxxx xxxxxxxxxx მიერ
მეორე მხრივ, [-] საიდენტიფიკაციო კოდი [-] (შემდგომში „მყიდველი“), წარმოდგენილი მისი დირექტორის [-] მიერ, და
შემდგომში „მყიდველი“ და „გამყიდველი“ ერთობლივად მოხსენიებული როგორც „მხარეები“, ხოლო ცალ-ცალკე - „მხარე“
წინამდებარე „ხელშეკრულებით“ „მხარეები“ თანხმდებიან შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1 წინამდებარე „ხელშეკრულების“ საფუძველზე და მისი პირობების გათვალისწინებით
„მყიდველი“ „გამყიდველისგან“ შეისყიდის დანართში N 1 მოცემულ საქონელს (შემდგომში
„ნასყიდონის საგანი“).
1.2 დანართი N1 თან ერთვის „ხელშეკრულებას“ და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
2. ნასყიდობის ფასი და ანგარიშსწორების წესი
2.1 წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული „მყიდველისთვის“ გადასაცემი
„ნასყიდონის საგანის“ ფასი შეადგენს [-] ლარს (შემდგომში „ნასყიდობის ღირებულება“), დღგ-ს ჩათვლით.
2.2 მხარეთა შორის ანგარიშსწორება წარმოებს ეროვნულ ვალუტაში, უნაღდო ანგარიშსწორების წესით, „ხელშეკრულების“ ხელმოწერიდან 30 (ოცხაათი) კალენდარული დღის ვადაში.
3. მხარეთა უფლებები და ვალდებულებები
3.1 „გამყიდველის“ უფლებები და ვალდებულებები:
3.1.1 „გამყიდველი“ ვალდებულია, გადასცეს „მყიდველს“ უფლებრივად უნაკლო „ნასყიდონის საგანი“. „ნასყიდონის საგანის“ ქონებრივი მდგომარეობა შეთანხმებულია მხარეთა შორის და
„მყიდველს“ მის მდგომარეობასთან დაკავშირებით პრეტენზია არ გააჩნია.
3.1.2 „გამყიდველი“ უფლებამოსილია მოითხოვოს „მყიდველისგან“ „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
3.2. „მყიდველის“ უფლებები და ვალდებულებები:
3.2.1. „მყიდველი“ ვალდებულია, მიიღოს „ნასყიდონის საგანი“ საკუთრებაში და მასთან დაკავშირებული ყველა საბუთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3.2.2. „მყიდველი“ ვალდებულია, „ნასყიდობის ფასი“ გადაიხადოს „ხელშეკრულების“ ხელმოწერიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.
3.2.3 „მყიდველი“ ვალდებულია, გადაიხადოს „ნასყიდონის საგანის“ საკუთრებაში მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები (ასეთი არსებობის შემთხვევაში).
3.2.4 „მყიდველი“ ვალდებულია, „ხელშეკრულების“ 3.2.2 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს
„ნასყიდობის საგნის“ გატანა „გამყიდვლის“ მიერ მითითებული ტერიტორიიდან.
4. მხარეთა პასუხისმგებლობა
4.1. მხარეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5. „ხელშეკრულების“ მოქმედების ვადა და შეწყვეტა
5.1.1 წინამდებარე „ხელშეკრულება“ ძალაში შედის „მხარეთა“ მიერ მისი ხელმოწერის თარიღიდან და მოქმედებს „მხარეთა“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.
5.1.2 „ხელშეკრულებაში“ დამატებების და/ან ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით „მხარეთა“ უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით.
5.1.3 წინამდებარე „ხელშეკრულების“ შეწყვეტა მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე შესაძლებელია:
(ა) დაუყოვნებლივ, „გამყიდველის“ მიერ, თუ „მყიდველი“ დაარღვევს წინამდებარე
„ხელშეკრულებით“ გათვალისწინებულ ვალდებულებას და მიუხედავად დარღვევის გამოსწორების თაობაზე წერილობითი მოთხოვნის (შეტყობინების) მიღებისა, ამავე მოთხოვნაში (შეტყობინებაში) მითითებულ ვადაში, არ გამოასწორებს ამგვარ დარღვევას;
(ბ) დაუყოვნებლივ, „მყიდველის“ მიერ, თუ „გამყიდველი“ არსებითად დაარღვევს წინამდებარე
„ხელშეკრულებით“ გათვალისწინებულ მის რომელიმე ვალდებულებას ან პირობას და მიუხედავად დარღვევის გამოსწორების თაობაზე წერილობითი მოთხოვნის (შეტყობინების) მიღებისა, ამავე მოთხოვნაში (შეტყობინებაში) მითითებულ ვადაში, არ გამოასწორებს ამგვარ დარღვევას;
(გ) „მხარეთა“ ორმხრივი წერილობითი შეთანხმებით.
6. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაჭრა
6.1 წინამდებარე „ხელშეკრულება“ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და განიმარტება მის შესაბამისად.
6.2 „მხარეთა“ შორის წინამდებარე „ხელშეკრულების“ ირგვლივ წამოჭრილი ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით. იმ შემთხვევაში, თუ „მხარეები“ ვერ შეძლებენ შეთანხმების მიღწევას, დავა განსახილველად გადაეცემა საქართველოს შესაბამისი განსჯადობის სასამართლოს.
7. დასკვნითი დებულებები
7.1 წინამდებარე „ხელშეკრულების“ ნებისმიერი ცვლილება/დამატება ძალაშია მხოლოდ
„მხარეთა“ მიერ შესაბამისი წერილობითი შეთანხმებით გაფორმების შემდეგ.
7.2 წინამდებარე „ხელშეკრულების“ რომელიმე დებულების ბათილობა არ იწვევს მისი სხვა დებულებ(ებ)ის ან/და მთლიანად „ხელშეკრულების“ ბათილობას. ბათილი დებულების ნაცვლად, გამოიყენება ისეთი დებულება, რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა
„ხელშეკრულებით“ (მათ შორის ბათილი დებულებით) გათვალისწინებული მიზანი.
7.3 „მხარეები“ ადასტურებენ, რომ მათ გაცნობიერებული აქვთ წინამდებარე „ხელშეკრულების“ შინაარსი, იგი ზუსტად გამოხატავს „მხარეთა“ თავისუფალ ნებას და რომ მათ მიერ ნების გამოვლენა მოხდა „ხელშეკრულების“ შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად.
7.4 წინამდებარე „ხელშეკრულება“ გაფორმებულია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ინახება „მყიდველთან“, ხოლო მეორე - „გამყიდველთან“.
6. მხარეთა რეკვიზიტები:
„გამყიდველი“ შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საიდენტიფიკაციო ნომერი 203826002 ქ. თბილისი, კოსტავას 1 შეს. 33 სს ,,თიბისი ბანკი’’ ბანკის კოდი: XXXXXX00 ა/ა XX00XX0000000000000000 xxxxxx xxxxxxxxx გენერალური დირექტორი | „მყიდველი“ [-] [-] |