ხელშეკრულება N ---------
ხელშეკრულება N ---------
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
(ელექტრონული ტენდერი SPA )
ქ. თბილისი ---/---/ 2018 წელი
ერთი მხრივ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (მის: ქ. თბილისი, 9 აპრილის ქ. N4, საბანკო რეკვიზიტები: სახელმწიფო ხაზინა, კოდი - TRESGE22, ს/კ - 204 584 887), (შემდგომში „შემსყიდველი“), წარმოდგენილი ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორის ---- ------------ სახით და მეორე მხრივ, სს ,, “
(შემდგომში „მიმწოდებელი“) მისი დირექტორის xxxxx xxxxxxxxx სახით, ვხელმძღვანელობთ რა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით და ელექტრონული ტენდერის საშუალებით (SPA---------------) ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1 2018 წლის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2921 (ორი ათას ცხრაას ოცდაერთი) თანამშრომლებისათვის სამედიცინო დაზღვევის (საოჯახო დაზღვევის პაკეტი) მომსახურების შესყიდვა ხელშეკრულების დანართი N1, დანართი N2, დანართი N3, დანართი N4, დანართი N5, დანართი N6 და დანართი N7-ის შესაბამისად (CPV- 66510000);
1.2 მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს 2019 წლის 1 იანვრის 00.00 საათიდან 2019 წლის 31 დეკემბრის
24.00 საათის ჩათვლით;
1.3 გასაწევი სადაზღვევო მომსახურების პაკეტები:
1.3.1 სამედიცინო სადაზღვევო მომსახურება ხორციელდება ძირითადი პაკეტის შესაბამისად:
1.3.2 დანართი N1 - სამედიცინო დაზღვევის სტანდარტული პაკეტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის“, რომლის ღირებულების ანაზღაურებას უზრუნველყოფს შემსყიდველი.
1.3.3 სამედიცინო სადაზღვევო მომსახურება ხორციელდება აგრეთვე, 5 დამატებითი პაკეტის შესაბამისად:
1.3.4 „დანართი N2 - სამედიცინო დაზღვევის გაუმჯობესებული პაკეტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის“, რომლის ღირებულების ანაზღაურებას ერთობლივად უზრუნველყოფენ შემსყიდველი და დაზღვეული თანამშრომელი საკუთარი ხარჯებით;
1.3.5 „დანართი N3 - სამედიცინო დაზღვევის სტანდარტული პაკეტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის სრულწლოვანი შვილებისათვის“, რომლის ღირებულების ანაზღაურებას უზრუნველყოფს დაზღვეული თანამშრომელი საკუთარი ხარჯებით;
1.3.6 „დანართი N4 - სამედიცინო დაზღვევის გაუმჯობესებული პაკეტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის სრულწლოვანი შვილებისათვის“, რომლის ღირებულების ანაზღაურებას უზრუნველყოფს დაზღვეული თანამშრომელი საკუთარი ხარჯებით;
1.3.7 „დანართი N5 - სამედიცინო დაზღვევის სტანდარტული პაკეტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის მშობლისათვის“, რომლის ღირებულების ანაზღაურებას უზრუნველყოფს დაზღვეული თანამშრომელი საკუთარი ხარჯებით.
1.3.8 „დანართი N6 - სამედიცინო დაზღვევის გაუმჯობესებული პაკეტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის მშობლისათვის“, რომლის ღირებულების ანაზღაურებას უზრუნველყოფს დაზღვეული თანამშრომელი საკუთარი ხარჯებით.
1.3.9 „დანართი N7 – ოჯახის ექიმების განლაგება საქართველოს მასშტაბით და პროვაიდერი კლინიკების და სააფთიაქო ქსელის ჩამონათვალი.
1.4 დაზღვეული თანამშრომლისათვის დამატებითი პაკეტებით სარგებლობა ნებაყოფლობითია წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. წინამდებარე ხელშეკრულება ადასტურებს შემდეგს:
2.1 ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქმნიან მოცემულ ხელშეკრულებას და ითვლება მის განუყოფელ ნაწილად, კერძოდ:
ა) წინამდებარე ხელშეკრულება;
ბ) ტექნიკური დოკუმენტაცია (დანართი 1, დანართი 2, დანართი 3, დანართი 4, დანართი 5, დანართი 6, დანართი 7, 1.2 ტექნიკური დავალება და პრეტენდენტის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოსადგენი დოკუმენტაცია);
გ) პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი მომსახურების ხარჯთაღრიცხვა; დ) ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია.
2.2 მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას გაუწიოს შემსყიდველს მომსახურება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
2.3 შემსყიდველი იღებს ვალდებულებას აუნაზღაუროს მიმწოდებელს გაწეული მომსახურების ღირებულება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
3. ხელშეკრულების საერთო ღირებულება
3.1 ხელშეკრულების ღირებულებაა: 2 979 420.00 (ორი მილიონ ცხრაას სამოცდაცხრამეტი ათას ოთხას ოცი) ლარი.
3.2 ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
3.3 წინამდებარე ხელშეკრულების პირობების, მათ შორის ფასის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველისათვის, გარდა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. მომსახურების გაწევის პირობები
4.1 წინამდებარე ხელშეკრულება არეგულირებს ურთიერთობებს, რომელიც წარმოიშვება მზღვეველსა და დამზღვევს შორის, ხელშეკრულებით და ტენიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;
4.2 წინამდებარე ხელშეკრულების და ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, მზღვეველი ვალდებულია დამზღვევის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებულ პერიოდში, უზრუნველყოს დაზღვეული პირების სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას;
4.3 მომსახურების გაწევა ხორციელდება მიმწოდებლის სატენდერო წინადადებაში ასახული გასაწევი მომსახურების, ტექნიკური დოკუმენტაციით და ამ ხელშეკრულების მიხედვით.
5. გამოყენებული ტერმინების განმარტებები
5.1 ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) “ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ” (შემდგომ _ “ხელშეკრულება”) _ შემსყიდველ ორგანიზაციასა და ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ და მასზე თანდართული ყველა დოკუმენტაციით.
ბ) “შემსყიდველი ორგანიზაცია” (შემდგომ “შემსყიდველი”) - ორგანიზაცია (დაწესებულება), რომელიც ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვას;
გ) “მიმწოდებელი” - იურიდიულ პირი, რომელმაც მოიპოვა გამარჯვება ტენდერში და აფორმებს (გააფორმა) შემსყიდველთან ხელშეკრულებას სახელმწიფო შესყიდვის შესახებ;
დ) “დღე”, “კვირა”, “თვე”- კალენდარული დღე, კვირა, თვე.
6. ხელშეკრულებაში გამოყენებული სპეციფიკურ ტერმინთა განმარტებები:
6.1 მზღვეველი სს ,, „ (იგივე „მიმწოდებელი“);
6.2 დამზღვევი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (იგივე „შემსყიდველი“);
6.3 დაზღვეული – დამზღვევის მიერ მზღვეველისათვის მიწოდებულ სიაში მითითებული პირები, რომლებიც არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები;
6.4 სამედიცინო დაწესებულება – საქართველოს ფარგლებში მოქმედი, ნებისმიერი ლიცენზირებული სამედიცინო დაწესებულება, რომელშიც დაზღვეული მიიღებს სამედიცინო მომსახურებას;
6.5 სადაზღვევო შემთხვევა – წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული შემთხვევები, რომელთა დადგომისას წარმოიშვება მზღვეველის ვალდებულება, გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
6.6 სადაზღვევო პერიოდი – პერიოდი, რომლის განმავლობაში დაზღვეული პირი ითვლება დაზღვეულად;
6.7 ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი – წინამდებარე ხელშეკრულებითა და შესაბამისი სადაზღვევო ბარათით გათვალისწინებული თანხა, რომელიც წარმოადგენს სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმუმს;
6.8 დაზღვევის პირობები _ წინამდებარე ხელშეკრულებაში, მის დანართებსა და შესაბამის სადაზღვევო ბარათებში განსაზღვრული პირობები;
6.9 ტერიტორიული (გეოგრაფიული) ლიმიტი – საქართველოს ტერიტორია (გარდა სამოგზაურო დაზღვევისათვის დადგენილი პირობებისა);
6.10 სადაზღვევო შენატანი (პრემია) _ თანხა, რომელსაც წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაზღვევისათვის იხდის დამზღვევი, როგორც დაზღვევის საფასურს;
6.11 დაფარვა - სადაზღვევო ბარათში (პოლისში) მითითებული პროცენტული წილი, რომლის ფარგლებშიც მზღვეველი იღებს ვალდებულებას აუნაზღაუროს დაზღვეულს სამედიცინო მომსახურების ხარჯები;
6.12 თანაგადახდა - სამედიცინო მომსახურების მთლიანი ღირებულების დაზღვეულის მიერ გადასახდელი თანხა;
6.13 პროვაიდერი კლინიკა (სამედიცინო კონტრაქტორი) _ სამედიცინო დაწესებულება და შესაბამისი სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მქონე პირი (ექიმი/სპეციალისტი), რომელიც მზღვეველთან გაფორმებული ხელშეკრულებისა და მის მიერ გაცემული მიმართვის საფუძველზე დაზღვეულებს გაუწევს შესაბამის (როგორც ამბულატორიულ, ასევე ჰოსპიტალურ მომსახურებას) სამედიცინო დახმარებას და რომელთანაც მზღვეველი ახორციელებს პირდაპირ ანგარიშსწორებას სადაზღვევო პოლისით განსაზღვრული მომსახურებისა და პირობების მიხედვით;
6.14 ჰოსპიტალური მომსახურება – სამედიცინო დაწესებულებაში მიღებული სამედიცინო მომსახურება, რომლის დროსაც დაზღვეული საჭიროებს სტაციონარში 24 (ოცდაოთხი) საათზე მეტი დროით მოთავსებას;
6.15 ამბულატორიული მომსახურება - სამედიცინო დაწესებულებაში მიღებული სამედიცინო მომსახურება, რომლის დროსაც დაზღვეულის სამედიცინო დაწესებულებაში დაყოვნების ხანგრძლივობა არ აღემატება 24 საათს;
6.16 ოჯახის წევრი – მეუღლე და შვილები / გერები 0 - 18 წლის ასაკამდე და მშობლები ასაკის შეუზღუდავად 6.17. პუნქტში მითითებული პირობით;
6.17 ასაკობრივი შეზღუდვა - დაზღვევას ექვემდებარებიან დამზღვევის თანამშრომლები ასაკის შეუზღუდავად და ასევე, მათი ოჯახის წევრები - მეუღლე ასაკის შეუზღუდავად და შვილები/გერები 0-დან 18 წლამდე - საოჯახო ბარათის ფარგლებში და პირობებით, ხოლო 18- დან 26 წლამდე შვილები/გერები დაზღვევას ექვემდებარებიან მხოლოდ სრულწლოვანი შვილებისათვის განკუთვნილი ბარათის ფარგლებში და პირობებით, ასეთი ინდივიდუალური ბარათის ღირებულების გადახდის საფუძველზე; ასევე მშობლები ასაკის შეუზღუდავად ექვემდებარებიან დაზღვევას მხოლოდ თანამშრომელთა მშობლებისათვის განკუთვილი ბარათის ფარგლებში და პირობებით, ასეთი ინდივიდუალური ბარათის ღირებულების გადახდის საფუძველზე;
6.18 მოსარგებლე - დაზღვეული ან პირი, რომელიც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად უფლებამოსილია, მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება;
6.19 საერთო სადაზღვევო პერიოდი - წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებული დროის შუალედი/სადაზღვევო პერიოდი, რომლის განმავლობაში დაზღვევა ძალაშია;
6.20 ინდივიდუალური სადაზღვევო პერიოდი - დროის შუალედი, რომლის განმავლობაში კონკრეტული დაზღვეულის მიმართ დაზღვევა ძალაშია.
7. თანამშრომლის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში სამედიცინო სადაზღვევო მომსახურების მიღების პირობები
7.1 თანამშრომელს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შეუწყდება სადაზღვევო ხელშეკრულება, როდესაც ამის შესახებ ეცნობება სადაზღვევო კომპანიას, თუმცა თუ გათავისუფლებულ თანამშრომლს (თუ გათავისუფლება არ მოხდა მისი დისციპლინური გადაცდომის გამო) და ასევე მის ოჯახის წევრებს ( მათ
შორის მათ სრულწლოვან შვილებს/გერებს და თანამშრომლის მშობლებს) სურვილი აქვთ გააგრძელონ სადაზღვევო ურთიერთობა მზღვეველთან (მიმდინარე პირობებით) შეუნარჩუნდებათ დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში იმ შემთხვევაში თუ:
1) აღნიშნული პირი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან მომდევნო 1 (ერთი) თვის განმავლობაში წერილობით განაცხადებს მზღვეველთან დაზღვევის შენარჩუნების სურვილის შესახებ;
2) წარუდგენს მზღვეველს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დამადასტურებელ დოკუმენტს/გათავისუფლების ბრძანებას;
3) გააფორმებს მზღვეველთან შესაბამის ინდივიდუალურ ხელშეკრულებას სადაზღვევო პერიოდით და მათ შორის შეთანხმებული პირობებით განხორციელდება სადაზღვევო პრემიის გადახდა;
7.2 თანამშრომლის შვილს, რომელსაც სადაზღვევო პაკეტში მითითებული ზღვრული ასაკი სადაზღვევო ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ შეუსრულდება, სადაზღვევო მომსახურება უნარჩუნდება სადაზღვევო პერიოდის ბოლომდე.
8. სტანდარტები
8.1 ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურება უნდა შეესაბამებოდეს ხელშეკრულებას და ტექნიკურ დოკუმენტაციაში (დანართებში) მითითებულ სტანდარტებს;
8.2 მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ მის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხი შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან.
9. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
9.1 კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ურთიერთობებთან დაკავშირებით განახორციელებს სპეციალური ჯგუფი (ინპექტირების ჯგუფი) რომელიც შეამოწმებს, რამდენად ხარისხიანად და ჯეროვნად ხდება ხელშეკრულებით და ტექნიკურ დოკუმენტაციით (დანართებით) გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება მზღვეველის მიერ;
9.2 არაჯეროვნად გაწეული მომსახურების აღმოჩენის შემთხვევაში შემსყიდველი წერილობით აცნობებს მიმწოდებელს მომსახურების ხარისხის გამოსწორების შესახებ, (შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: --------------------; -----------------------), ხოლო მზღვეველი ვალდებულია ინსპექტირების ჯგუფის (ან ჯგუფის წევრის) წერილობითი მიმართვიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოს გამოვლენილი დარღვევების და/ან ნაკლოვანებების აღმოფხვრა და აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ინსპექტირების ჯგუფს (ან ჯგუფის წევრს);
9.3 შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების შესრულების კონტროლს განახორციელებს უფლებამოსილი პირ(ებ)ი: სუს ეკონომიკური დეპარტამენტის ფინანსებისა და შესყიდვების მთავარი სამმართველოს სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფროსის მოადგილე xxxxx xxxxxxxxxxxxx, xxx xxxxxxxxxxx დეპარტამენტის ფინანსებისა და შესყიდვების მთავარი სამმართველოს სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს ხელშეკრულებების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი შოთა ღონღაძე, სუს ეკონომიკური დეპარტამენტის ფინანსებისა და შესყიდვების მთავარი სამმართველოს სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს დაგეგმვის ანგარიშგებისა და მონიტორინგის განყოფილების მთავარი სპეციალისტი ნელი კილასონია, ხოლო გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას უზრუნველყოფს სუს კადრების მთავარი სამმართველოს II სამმართველოს I განყოფილების (აღრიცხვა, ინფორმაციული უზრუნველყოფა და პროფესიული მომზადება) უფროსი ინსპექტორი xxxxxxx xxxxxxx.
10. მომსახურების შესყიდვის მიღება- ჩაბარების წესი
10.1 მომსახურება ჩაითვლება მიღებულად მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. მიღება – ჩაბარების აქტს მხარეები აფორმებენ ყოველთვიურად, ყოველი კალენდარული თვის დასრულების შემდეგ;
10.2 მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება მოხდება მზღვეველის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის (სადაც აუცილებელია მითითებული იყოს დაზღვეულის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და სადაზღვევო პრემია) შესწავლის შემდეგ, თუ მზღვეველის მიერ მოწოდებული მონაცემები იდენტური იქნება დამზღვევის მიერ დაზღვეულ პირთა წარდგენილი მონაცემებისა;
10.3 იმ შემთხვევაში, თუ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმება შესაძლებელია განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს.
11. ანგარიშსწორება
11.1 ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარებში უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მიმწოდებლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე;
11.2 მიმწოდებლის წერილობით მოთხოვნას ანგარიშსწორების თაობაზე უნდა დაერთოს მიღება - ჩაბარების აქტი და შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც მიეთითება შესაბამისი თვეში დაზღვეულ პირთა რაოდენობის გათვალისწინებით დამზღვევის მიერ მზღვეველისათვის გადასახდელი სადაზღვევო პრემიის ოდენობა;
11.3 ანგარიშსწორება ანუ დამზღვევის მიერ სადაზღვევო პრემიის გადახდა განხორციელდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტის შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოდგენის შემდეგ 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
11.4 სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც საკუთარი ხარჯებით აზღვევენ ოჯახის წევრებს (სრულწლოვანი შვილები/გერები, მშობლები), სადაზღვევო პრემიები სამსახურის ცენტრალური საბუღალტრო სამმართველო მიერ გადაირიცხება ხელფასების დარიცხვის პარალელურად;
11.5 სამსახურს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება წინასწარი ანგარიშსწორების შესახებ, შემსრულებლის მიერ არგუმენტირებულად დასაბუთებული მომართვის შემთხვევაში, ამასთან შემსრულებლის მხრიდან წარმოდგენილი უნდა იყოს წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საბანკო/სადაზღვევო გარანტია. გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ ერთი თვით უნდა აღემატებოდეს მომსახურების გაწევის დასრულებისათვის განსაზღვრულ ვადას;
11.6 დაფინანსების წყარო: 2019 წლის საბიუჯეტო ასიგნებები.
12. ხელშეკრულებაში ცვლილების/დამატების შეტანა
12.1 ხელშეკრულების დამდებ არცერთ მხარეს არა აქვს უფლება ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულების პირობები;
12.2 თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს ნებისმიერი ინფორმაცია ცვლილების შესახებ (მათ შორის პროვაიდერი კლინიკების ცვლილება) და ცვლილება ხელშეკრულებაში შეტანილად ჩაითვლება მეორე მხარის მიერ ცვლილებაზე ხელმოწერის შემდეგ. ამავე დროს შემსყიდველი არ არის ვალდებული წარუდგინოს მიმწოდებელს რაიმე მტკიცებულებანი (თუ ეს ეხება საიდუმლო ინფორმაციას) იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლების გამოც წარმოიშვა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა;
12.3 ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების დანართის სახით (გარდა 12.6 პუნქტით გათვალისწინებული პირობისა), რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად;
12.4 ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.
12.5 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში დაუშვებელია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა;
12.6 დაზღვეულთა რაოდენობის გაზრდის ან შემცირების თაობაზე შემსყიდველი აცნობებს მიმწოდებელს ამ ხელშეკრულების 15.1 პუნქტით დადგენილი წესით. დაზღვეულთა სიაში ცვლილების განსახორციელებლად მხარეები არ არიან ვალდებულნი გაფორმონ დამატებითი შეთანხმება ან დანართი. აღნიშნული ცვლილებები განხორციელებულად ჩაითვლება მიმწოდებლის მიერ ასეთი ცვლილების ამსახველი წერილის მიწოდების მომდევნო სამუშაო დღეს.
13. ხელშეკრულების შესრულების შეფერხება
13.1 თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები აღმოაჩენენ რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, შესაბამისმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა აცნობოს მეორე მხარეს აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. იმ
შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან უნდა გაფორმდეს ურთიერთშეთანხმების აქტი.
14. ხელშეკრულების შესრულების გარანტია
14.1 მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გამოყენებული იქნება საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 1 %-ის ოდენობით;
14.2 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემდეგ შემსყიდველი ვალდებულია დაუბრუნოს მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია;
14.3 მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიმწოდებლის მოთხოვნისთანავე დაუბრუნოს მას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია;
14.4 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების 30.1 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების მოქმედების ვადას და განისაზღვრება 2020 წლის --.
15. ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის
15.1 ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. წერილობითი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე ხელშეკრულების შესაბამისად უგზავნის მეორე მხარეს, იგზავნება საფოსტო გზავნილის სახით. ოპერატიული კავშირის დამყარების მიზნით დასაშვებია შეტყობინების მეორე მხარისათვის მიწოდება ელექტრონული ფოსტის გაგზავნის გზით იმ პირობით, რომ შეტყობინების ორიგინალი შემდგომში წარედგინება მეორე მხარეს უშუალოდ ან ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე საფოსტო გზავნილის მეშვეობით;
15.2 შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს ან შეტყობინების ძალაში შესვლის დადგენილ დღეს, იმის მიხედვით, თუ ამ თარიღებიდან რომელი უფრო გვიან დგება (გარდა კორექტირებული სიების გადაგზავნისა).
16.1 მზღვეველი ვალდებულია:
16. მხარეთა სპეციფიკური უფლება-მოვალეობანი
ა) განახორციელოს დაზღვევა ხელშეკრულებით და ტექნიკურ დოკუმენტაციით (დანართებით) განსაზღვრული პირობების შესაბამისად;
ბ) გადასცეს დამზღვევს თითოეული დაზღვეული პირის სასარგებლოდ ინდივიდუალური სადაზღვევო ბარათი წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერიდან და დამზღვევის მიერ დასაზღვევ პირთა სიის მზღვეველისათვის წარმოდგენიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში (დამზღვევზე ბარათის გადაცემამდე, დაზღვეულმა სამედიცინო მომსახურება უნდა მიიღოს შეუფერხებლად);
გ) დამზღვევის მიერ ახალი თანამშრომლის დასაქმების შემთხვევაში დააზღვიოს, შესაბამისი მონაცემების სადაზღვევო კომპანიისათვის წარდგენიდან მომდევნო დღეს და სადაზღვევო ბარათი გადასცეს ხუთ სამუშაო დღეში;
დ) დროულად და სრულად გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება დაზღვეულზე ხელშეკრულებით და ტექნიკური დოკუმენტაციით (დანართებით) განსაზღვრული პირობების შესაბამისად;
ე) სრულად და ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულებით და ტექნიკური დოკუმენტაციით ნაკისრი მოვალეობები;
ვ) შეტყობინების მიღებისთანავე განახორციელოს არასათანადოდ გაწეული მომსახურების გამოსწორება შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე (ეხება მხოლოდ პროვაიდერ კლინიკებს);
ზ) დაზღვეულის სურვილის შემთხვევაში (რაც უნდა გამოვლინდეს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო პერიოდის დაწყებიდან ორი თვის განმავლობაში) მზღვეველი ვალდებულია დააზღვიოს დაზღვეულის მშობლები და სრულწლოვანი შვილები/გერი და გაუფორმოს ხელშეკრულება სადაზღვევო პერიოდის დაწყებიდან ორი თვის განმავლობაში;
თ) სადაზღვევო ბარათის დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში, მზღვეველი ვალდებულია გასცეს ახალი ბარათი უსასყიდლოდ ხუთ სამუშაო დღეში;
ი) დაზღვეულის მიერ სადაზღვევო მომსახურების მიღების თაობაზე წარდგენილი დოკუმენტაციის ჩაბარების შემთხვევაში გასცეს დოკუმენტაციის ჩაბარების დამადასტურებელი საბუთი;
კ) დაზღვეულის მომსახურებაზე (თანხის ანაზღაურებაზე, საგარანტიო ფურცლის გაცემაზე და ა.შ.) უარის თქმის შემთხვევაში, დაზღვეულს წერილობითი ფორმით (დასაშვებია ელექტრონული ფორმაც) დასაბუთებული უარი აცნობოს დოკუმენტაციის წარდგენიდან 2 (ორი) სამუშაო დღეში მითითებულ მისამართზე;
16.2 მზღვეველი უფლებამოსილია:
ა) მოსთხოვოს დამზღვევს (დაზღვეულს) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი და სრულად შესრულება;
ბ) მოსთხოვოს დამზღვევს, გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია) ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და ვადებში;
გ) მოსთხოვოს დამზღვევს დაზღვევის ხელშეკრულების დადებისათვის აუცილებელი ინფორმაციის წარდგენა მზღვეველის მიერ დადგენილი ფორმით;
დ) არ აანაზღაუროს იმ სამედიცინო მომსახურების ხარჯები, რომელიც არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულების პირობებით;
16.3 დამზღვევი ვალდებულია:
ა) გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი(პრემია)ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და ვადებში;
ბ) გადაურიცხოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაზღვეული თანამშრომლების მიერ გადასახდელი პრემია ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და ვადებში;
გ) უზრუნველყოს მზღვეველისათვის ხელშეკრულების დადებისათვის აუცილებელი უტყუარი ინფორმაციის წარდგენა;
დ) უზრუნველყოს მიღებული სადაზღვევო ბარათების ყველა დაზღვეულისათვის გადაცემა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში;
ე) გააცნოს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული დაზღვევის პირობები, უფლებები და ის ვალდებულებები, რომელიც აკისრიათ დაზღვეულ პირებს ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს დაზღვეულთა მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებათა სრული და ჯეროვანი შესრულება;
ვ) შეატყობინოს მზღვეველს ცვლილებები დაზღვეულ პირთა სიაში ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად;
ზ) ელექტრონული ფოსტის საშუალებით შეატყობინოს მზღვეველს დაზღვეულთა რაოდენობის ცვლილებების შესახებ, რაზედაც მზღვეველს გაეგზავნება წერილი 3 (სამი) სამუშაო დღეში, ხოლო ათვლა დაიწყება ელექტრონული ფოსტის საშუალებით შეტყობინების მიღების მომდევნო სამუშაო დღიდან;
თ) სრულად და ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები.
16.4 დამზღვევი უფლებამოსილია:
ა) მოსთხოვოს მზღვეველს დაზღვევის განხორციელება ხელშეკრულებით და ტექნიკური დოკუმენტაციით (დანართებით) განსაზღვრული პირობების შესაბამისად;
ბ) სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მოითხოვოს მზღვეველისაგან სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა ხელშეკრულებით და ტენიკური დოკუმენტაციით (დანართებით) განსაზღვრული პირობების შესაბამისად;
გ) მოსთხოვოს მზღვეველს განხორციელებული დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტის, თითოეული დაზღვეულისათვის ინდივიდუალურად განკუთვნილი სადაზღვევო ბარათის მისთვის (დამზღვევისთვის) გადაცემა;
დ) მოსთხოვოს მზღვეველს ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება;
ე) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაასაჩივროს მზღვეველის გადაწყვეტილება, რომელიც მას მიაჩნია არასამართლიანად;
16.5 დაზღვეული უფლებამოსილია:
ა) მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება მზღვეველისაგან ხელშეკრულებით და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
ბ) დაზღვეულის სურვილის შემთხვევაში უფლება ეძლევა დააზღვიოს მშობლები და სრულწლოვანი შვილები/გერი საკუთარი ხარჯებით, 16.1. „ზ“პუნქტის პირობების შესაბამისად;
გ) დაზღვეულ პირს, რომლიც წყვეტს შრომით ურთიერთობას დამზღვევთან, მისი სურვილის შემთხვევაში უფლება აქვს გააგრძელოს მომსახურების მიღება იგივე პირობებით სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში თუ ის დარჩენილი თვეების თანხას ინდივინდუალური შეთანხმების თანახმად გადაუხდის მზღვეველს (პრემიის ოდენობა არ შეიცვლება), რადგან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დღიდან დამზღვევი შეწყვეტს მის სასარგებლოდ სადაზღვევო პრემიის გადახდას, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება მზღვეველს.
16.5 დაზღვეული ვალდებულია:
ა) შეატყობინოს მზღვეველს სადაზღვევო ბარათში მითითებულ 24 საათიანი ცხელი ხაზის ნომერზე სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ წინასწარ, ხოლო გადაუდებელი სტაციონარული შემთხვევების დროს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებისას შეტყობინება უნდა განახორციელოს 72 საათის განმავლობაში. ამასთან, გადაუდებელი ამბულატორიული შემთხვევების დროს, სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებისას, შეტყობინება უნდა განახორციელოს არაუგვიანეს სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერამდე;
ბ) დაზღვეულს თუ თავად მოუხდა სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა, მაშინ მან უნდა წარუდგინოს მზღვეველს ჩატარებული მკურნალობის, ასევე თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია სამედიცინო მომსახურების მიღების დასრულებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, რის საფუძველზეც დაზღვეული პირი მიიღებს სადაზღვევო ანაზღაურებას მზღვეველისაგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით;
გ) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც დააზღვევენ მშობლებს და სრულწლოვან შვილებს/გერებს აღნიშნულ შემთხვევაში მზღვეველთან იდება ხელშეკრულება, ხოლო ხელშეკრულების დადების შემდგომ, ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დასრულებამდე დაზღვეული თანამშრომელი თუ მოინდომებს ხელშეკრულების შეწყვეტას და ამ დროს აღმოჩნდება, რომ ამ პერიოდისათვის მას უკვე გამოყენებული აქვს შესაბამისი პირობებით სადაზღვევო მომსახურება, ხელშეკრულების შემწყვეტი პირი ვალდებულია მზღვეველს პირგასამტეხლოს სახით გადაუხადოს უკვე მიღებული მომსახურების გამო მზღვეველის მიერ ანაზღაურებული/ასანაზღაურებელი თანხ/ებ/ის ორმაგი ოდენობა;
დ) სადაზღვევო ბარათის დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში დაზღვეული ვალდებულია სადაზღვევო კომპანიის ოფისში წერილობით განაცხადოს აღნიშნულის თაობაზე და მოითხოვოს დაკარგული ბარათის ძალადაკარგულად გამოცხადება და ახალი ბარათის გაცემა.
16.6 თუ დაზღვეულს სამედიცინო დაზღვევის ხელშეკრულება დადებული აქვს სხვა მზღვეველთან/მზღვეველებთან, ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს, როგორც სამსახურს, ასევე თითოეულ მზღვეველს. სადაზღვევო შემთხვევის დროს სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა თითოეული მზღვეველის მიერ დადგენილი პროპორციის შესაბამისად.
17. სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის პირობები:
ა) დაზღვეულის მიერ გადახდილი თანხის შემთხვევაში ანაზღაურება უნდა მოხდეს დაზღვეულის სურვილის შესაბამისად ნაღდი ანგარიშსწორების წესით 500 ლარამდე (თბილისის ტერიტორიაზე) დოკუმენტაციის წარდგენისთანავე, ხოლო 500 ლარს ზემოთ უნაღდო ანგარიშსწორების წესით 5 სამუშაო დღეში, რეგიონებში უნაღდო ანგარიშსწორების წესით 500 ლარამდე 2 სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო 500 ლარს ზემოთ 5 სამუშაო დღეში;
ბ) დაზღვეულის მიერ, სამედიცინო მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით გადაგზავნის შემთხვევაში, მზღვეველისაგან ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია უნდა მიიღოს არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში, ანაზღაურება უნდა მოხდეს დაზღვეულის მიერ ორიგინალი დოკუმენტაციის წარდგენიდან დაზღვეულის სურვილის შესაბამისად ნაღდი ანგარიშსწორების წესით 500 ლარამდე (თბილისის ტერიტორიაზე) იმავე დღეს, ხოლო 500 ლარს ზემოთ 5 სამუშაო დღეში უნაღდო ანგარიშსწორებით. რეგიონებში უნაღდო ანგარიშსწორების წესით 500 ლარამდე 2 სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო 500 ლარს ზემოთ 5 სამუშაო;
გ) სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, თუ დაზღვეულმა მიმართა მზღვეველის პროვაიდერ (კონტრაქტორ) სამედიცინო დაწესებულებას ოჯახის (პირადი) ექიმის მიმართვის საფუძველზე, მაშინ დაზღვეული არ იხდის თანხას, გარდა მის მიერ გადასახდელი თანაგადახდის პროცენტისა.
18. მზღვეველთან წარსადგენი სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს:
18.1 სტაციონარული მომსახურების შემთხვევაში: ა) ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) კალკულაცია;
გ) ექიმის დანიშნულება დამოწმებული ხელმოწერითა და ბეჭდით (ფორმა№IV-100ა);
დ) მიღებული სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი სალაროს ჩეკები და სალაროს შემოსავლის ორდერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) პირადობის მოწმობისა;
ვ) არასრულწლოვან ბავშვზე პირველადი განაცხადის გაკეთებისას დაბადების მოწმობის ასლი (მზღვეველის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში ერთჯერადად).
19. ამბულატორული მომსახურების შემთხვევაში მზღვეველთან წარსადგენი სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს:
ა) ექიმის დანიშნულება /დასკვნა გამოწერილი შესაბამის სატიტულო ფურცელზე დამოწმებული ხელმოწერითა და ბეჭდით ან ფორმა№IV-100ა. (გარდა პროფილაქტიკური მომსახურების შემთხვევისა);
ბ) ჩატარებული გამოკვლევების დასკვნები (ლაბორატორიული ან ინსტრუმენტული გამოკვლევების დროს);
გ) საჭიროების შემთხვევაში გაწეული სამედიცინო მომსახურების კალკულაცია (გადაუდებელი ამბულატორიის ან გეგმიური ამბულარტორული მანიპულაციების შემთხვევაში);
დ) მიღებული სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი სალაროს ჩეკები და სალაროს შემოსავლის ორდერი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი;
ე) პირადობის მოწმობის ასლი;
ვ) არასრულწლოვან ბავშვზე პირველადი განაცხადის გაკეთებისას დაბადების მოწმობის ასლი (მზღვეველის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში ერთჯერადად).
20. მედიკამენტების შეძენის შემთხვევაში მზღვეველთან წარსადგენი სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს:
ა) ექიმის დანიშნულება გამოწერილი შესაბამის სატიტულო ფურცელზე დამოწმებული ხელმოწერითა დაბეჭდით (რეცეპტი)ან ფორმა№IV-100ა;
ბ) შეძენილი მედიკამენტების დასახელება გაცემული აფთიაქის მიერ და საფასურის გადახდის დამადასტურებელი სალაროს ჩეკები;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) არასრულწლოვან ბავშვზე პირველადი განაცხადის გაკეთებისას დაბადების მოწმობის ასლი (მზღვეველის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში ერთჯერადად).
21. სტომატოლოგიის შემთხვევაში მზღვეველთან წარსადგენი სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს:
ა) ექიმის დანიშნულება /დასკვნა გამოწერილი შესაბამის სატიტულო ფურცელზე დამოწმებული ხელმოწერითა და ბეჭდით ან ფორმა№IV-100ა.;
ბ) ჩატარებული რენტგენები;
გ) მიღებული სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი სალაროს ჩეკები და xxxxxxx შემოსავლის ორდერი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი;
დ) პირადობის მოწმობის ასლი;
ე) არასრულწლოვან ბავშვზე პირველადი განაცხადის გაკეთებისას დაბადების მოწმობის ასლი (მზღვეველის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში ერთჯერადად).
22. სასაწრაფო დახმარების შემთხვევაში მზღვეველთან წარსადგენი სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს:
ა) სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმის ჩანაწერი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
ბ) ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმით სტამბური წესით დაბეჭდილი ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის დედანი;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) არასრულწლოვან ბავშვზე პირველადი განაცხადის გაკეთებისას დაბადების მოწმობის ასლი (მზღვეველის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში ერთჯერადად).
23. სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემა (ჯანმრთელობის დაზღვევა)
23.1 ორთოდონტული, ორთოპედიული და იმპლანტაციის სტომატოლოგიის ხარჯები;
23.2 სათვალის, კონტაქტური ლინზებისა და სმენის აპარატის შეძენასთან დაკავშირებული ხარჯები;
23.3 იმპოტენციის, უნაყოფობის, ხელოვნური განაყოფიერების, არასამედიცინო ჩვენებით ჩატარებული აბორტისა და კონტრაცეფციის ხარჯები;
23.4 სქესობივი გზით გადამდები დაავადებები როგორიცაა: ათაშანგი, გონოკონური ინფექცია, შანკროიდი (რბილი შანკრი) და საზარდულის ლიმფოგრანულომა (დონოვანოზი), ტრიქომონიაზი, მიკოპლაზმოზი, ურეაპლაზმოზი, ქლამიდიოზი, გენიტალური ჰერპესის და შიდსთან დაკავშირებულ სამედიცინო მომსახურების ხარჯები (გარდა პირველადი სასკრინინგო დიაგნოსტიკისა, კონსულტაციისა და ანტიბიოტიკებთან ასოცირებული სოკოვანი დაავადებების გამწვავებისა);
23.5 იმუნიზაციის, ანტირეზუსიმუნიზაციის და ვაქცინაციის ხარჯები (გარდა გადაუდებელი იმუნიზაციის - ანტირაბიული და ანტიტეტანური და ბავშვთა გეგმიური აცრების მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯებისა);
23.6 შიდსის, აივ ინფექციის, C ჰეპატიტის, (გარდა A და B ტიპისა) გამოკლვლევისა და მკურნალობის ხარჯები; გარდა აღნიშნული დაავადებების პირველად დიაგნოსტირებასთან და ნებისმიერ გადაუდებელ მდგომარეობებთან დაკავშირებული ხარჯებისა;
23.7 დიაბეტის მართვის პროგრამით გათვალისწინებული შაქრიანი ან უშაქრო დიაბეტი და ღვიძლის ქრ. უკმარისობის მკურნალობის ხარჯები, დიალიზის ხარჯები; გარდა აღნიშნული დაავადებების პირველად დიაგნოსტირებასთან, ნებისმიერ გადაუდებელ მდგომარეობებთან დაკავშირებული და სახელმწიფო პროგრამის დაფარვის ზემოთ დარჩენილი ხარჯებისა ;
23.8 წონის კორექციის, პლასტიკური ქირურგიის, (გარდა ცხვირის ძგიდის ქირურგიული ოპერაციისა) კოსმეტიკური მკურნალობის, ტრადიციული მეთოდებით მკურნალობის ხარჯები, აკუპუნქტურის, ჰომეოპათიის, მანუალური თერაპიის, ჰიპნოზის, სანატორულ-კურორტული მკურნალობის ხარჯები, ჰიგიენისა და მოვლის საშუალებების და შაქრის შემცვლელების ხარჯები, სამედიცინო დანიშნულების საგნების ხარჯები, ხოლო ფიზიო და ლაზეროთერაპიით მკურნალობა დაზღვეულს შუძლია მხოლოდ მზღვეველის პროვაიდერ კლინიკაში არსებული ფასდაკლებით;
23.9 ექსიმერ ლაზერის ხარჯები, იმპლანტის ხარჯები (გარდა BMS და წამლით დაფარული სტენტისა), ორგანოების / ქსოვილების გადანერგვის (გარდან აუტოტრანსპლანტაცია), ორგანოების შესყიდვის და დონორთან დაკავშირებული სხვა ხარჯები, ხელოვნური გულის / ხელოვნური სარქველების შეძენასთან დაკავშირებული ხარჯები (გარდა სტენდირებისა);
23.10 ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ მიღებული დაზიანების მკურნალობის ხარჯები; ნარკოტიკული და ალკოჰოლური, ტოქსიური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას მიღებული დაზიანების მკურნალობის ხარჯები; ასევე ნარკომანიასა და ტოქსიკომანიასთან დაკავშირებულ სამედიცინო ხარჯები;
23.11 მღვიმეებისა და გამოქვაბულების გამოკვლევაში, აგრეთვე ძლიერ ფეთქებად ნივთიერებათა განადგურებაში მონაწილეობის შედეგად მიღებული დაზიანებების მკურნალობის ხარჯები; დაზღვეულის მონაწილეობა ქვემოთ ჩამოთვლილ სამოყვარულო სპორტის სახეობებში: საჰაერო სპორტი, სპორტის საბრძოლო სახეობები,
სპორტის ზამთრის სახეობები, ნებისმიერი სახის სიჩქარეზე შეჯიბრი (გარდა ფეხით მოძრაობისა), აკვალანგით ყვინთვა, კლდეზე ცოცვა, ალპინიზმი, სპელეოლოგია, ჯომარდობა, პარაშუტით ხტომა;
23.12 თანდაყოლილი გონებრივი ჩამორჩენილობის მკურნალობის ხარჯები, გარდა აღნიშნული დაავადებების პირველად, სასკრინინგო დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული ხარჯებისა;
23.13 პროთეზირებასთან და ენდოპროთეზირებასთან დაკავშირებული ხარჯები (გარდა ოპერაციის ხარჯებისა);
23.14 თანდაყოლილი, გენეტიკური დაავადებების, პათოლოგიების, დეფექტების გამოკვლევისა და მკურნალობის ხარჯები, გარდა აღნიშნული დაავადებების პირველად, სასკრინინგო დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული ხარჯებისა;
23.15 ფსიქიკური და/ან ქცევითი აშლილობის გამოკვლევისა და მკურნალობის ხარჯები, კერძოდ: ორგანული ბუნების აშლილობანი, სიპტომატურ აშლილობათა ჩათვლით, ფსიქოაქტიური ნივთიერებებით განპირობებული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი; შიზოფრენია, შიზოტიპური აშლილობანი; ნევროზული, სტრესთან დაკავშირებული და სომატოფორმული აშლილობანი; აფექტური აშლილობანი; ფიზიოლოგიური და ფიზიკური დარღვევებით გამოწვეული ქცევის პათოლოგია; პიროვნული და ქცევითი დარღვევები (ფსიქოპათიები); გონებრივი ჩამორჩენილობა, ფსიქიკური განვითარების დარღვევები; ბავშვთა და მოზარდთა ასაკში დაწყებული ქცევითი და ემოციური აშლილობანი, გარდა აღნიშნული დაავადებების პირველად, სასკრინინგო დიაგნოსტირებასთან დაკავშირებული ხარჯებისა;
23.16 ჰოსპიტალური მომსახურებისას (გარდა მშობიარობისა) აყვანილი ექიმის ხარჯები, ამასთან აყვანილი ექიმი -
დამოუკიდებელი საქმიანობის სუბიექტი/ექიმი, რომლის მიერ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დაზღვეულისათვის გაწეული/გასაწევი სტაციონალური სამედიცინო მომსახურების ღირებულება აღემატება იმავე სამედიცინო დაწესებულებაში ანალოგიური/იგივე სტაციონალური სამედიცინო მომსახურებისათვის დადგენილ მინიმალურ ტარიფს/ფასს; ანაზღაურება მოხდება მინიმალური ტარიფის/ფასის შესაბამისად.
23.17 მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს 23.1 – 23.15 პუნქტებით დადგენილ გამონაკლისებში შემავალი იმ მედიკამენტების/პრეპარატების ანაზღაურება სადაზღვევო პაკეტის ლიმიტის და პროცენტულობის გათვალისწინებით, რომლებიც გამოყენებულ იქნება სხვა დაავადებების/გართულებების თავიდან ასაცილებლად, რაც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე მუხლით დადგენილი გამონაკლისების ფარგლებში.
24. სადაზღვევო ანაზღაურება (გარდაცვალებისას)
24.1 სადაზღვევო შემთხვევის დადგომის – დაზღვეულის გარდაცვალების შესახებ შეტყობინება უნდა განხორციელდეს (ქოლ ცენტრში) პირის გარდაცვალებიდან 20 (ოცი) კალენდარული დღის განმავლობაში;
24.2 განაცხადი უნდა შეავსოს 30 კალენდარული დღის განმავლობაში (ანაზღაურების მიღების თაობაზე) (ქოლ ცენტრის მიერ მითითებულ მისამართზე) და დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) დაზღვეულის გარდაცვალების დამადასტურებელი ოფიციალური მოწმობა რომელშიც მითითებული უნდა იყოს თარიღი, ადგილი და დაზღვეულის ასაკი;
ბ) ექიმის მიერ გაცემული გაცემული ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარდაცვალების მიზეზი (სამედიცინო ექსპერტიზა);
გ) ავადმყოფობის ისტორიიდან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ამონაწერი ან მისი ასლი;
დ) დაზღვეული პირის უბედური შემთხვევით (გარდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მომხდარი უბედური შემთხვევისა) გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევაში, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს მიერ შედგენილი აქტი;
ე) მემკვიდრემ უნდა წარადგინოს სამკვიდრო მოწმობა მიღებიდან 20 (ოცი) სამუშაო დღეში და თავისი პირადობის მოწმობის ასლი, (მემკვიდრეობის შემთხვევაში) საბანკო რეკვიზიტები და 21.2 პუნქტში მითითებულ დოკუმენტები, ხოლო თუ დაზღვეულს წინასწარ ყავს განსაზღვრული პირი, რომელიც მიიღებს მის სადაზღვევო ანაზღაურებას ასეთ პირმა უნდა წარადგინოს მხოლოდ სიცოცხლის დაზღვევის მიღების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ნოტარიული წესით დამოწმებული და გარდაცვალების მოწმობა;
24.3 მზღვეველის მიერ სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ლიმიტის ფარგლებში აღნიშნული დოკუმენტების ჩაბარებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში;
24.4 ყველა წარმოდგენილი დოკუმენტის ასლი დამოწმებული უნდა იყოს სანოტარო წესით.
25. სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემა (გარდაცვალებისას)
25.1 მზღვეველს თავისუფლდება სადაზღვევო ანაზღაურების ვალდებულებისაგან, თუ:
ა) სატელეფონო შეტყობინება არ მოხდა პირის გარდაცვალებიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში;
ბ) განაცხადი არ იქნა შევსებული 30 კალენდარული დღის განმავლობაში (ანაზღაურების მიღების თაობაზე); გ) დაზღვეულის მიერ ჩადენილია თვითმკვლელობა;
დ) დაზღვეულის მიერ ნებისმიერი სახის დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა ან ჩადენის მცდელობა, რომელმაც გამოიწვია გარდაცვალება;
ე) დაზღვეულის მიერ ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ტოქსიკური ნივთიერებების ზეგავლენის ქვეშ, ან მართვის გადაცემა სხვა პირისადმი, რომელიც იმყოფება ანალოგიურ მდგომარეობაში, ან იმ პირისადმი, რომელსაც არ გააჩნია მართვის მოწმობა და რამაც გამოიწვია გარდაცვალება;
ვ) მაინიზირებელი და რადიოაქტიური დასხივების ზემოქმედება;
ზ) დაზღვეულის მონაწილეობა ომში, სამხედრო მოქმედებებში, სამოქალაქო ომში, აჯანყებაში, რევოლუციაში, ტერორისტულ აქტებში, არასამსახურეობრივ სპორტულ ღონისძიებებით გამოწვეული გარდაცვალება;
თ) სანაძლეოს პირობების შესრულება, რეკორდის დამყარების მცდელობის ან ამისთვის მომზადების ცდები, რომელმაც გამოიწვია გარდაცვალება;
ი) დაზღვეულის ნებისმიერ საფრენ საშუალებაში ყოფნა, მასში შესვლა ან მისგან გამოსვლით გამოწვეული გარდაცვალება. (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დაზღვეული არის რეგულარული/ჩარტერული ავიარეისის მგზავრი);
კ) დაზღვეული პირი, რომელიც იმყოფებოდა ნარკოტიკური, ტოქსიკური, ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ,რამაც გამოიწვია გარდაცვალება;
ლ) დაზღვეულის მიერ ექიმის დანიშნულების გარეშე წამლების მიღებასთან, თვითმკურნალობასთან ან არალიცენზირებული სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობასთან დაკავშირებით გამოწვეული გარდაცვალება;
მ) დაზღვეული პირი გარდაიცვალა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს.
26. მხარეების მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობა
26.1 მიმწოდებლისა მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა იმ ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, რომელიც ვადებთანაა დაკავშირებული, (ოჯახის ექიმთან ვიზიტი, საგარანტიო ფურცლის გაცემა, დაზღვეულზე ასანაზღაურებელი თანხის გაცემა და ა.შ.) მხარეს მეორე მხარის სასარგებლოდ დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,02 %-ის ოდენობით;
26.2 მიმწოდებლის მხრიდან მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვანი დარღვევის (გამოუსწორებელი ნაკლის, ისეთი ნაკლის, რომლის გამოსწორება შეუძლებელია განსაზღვრული მატერიალური და დროის დანახარჯების გარეშე, ან რომელიც კვლავ აღმოჩნდება ნაკლის გამოსწორების შემდეგ) შემთხვევაში, მხარეს მეორე მხარის სასარგებლოდ დაეკისრება ჯარიმა 100 (ასი) ლარის ოდენობით.
26.3 მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების თვითნებურად შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10 %-ის ოდენობით;
26.4 მიმწოდებლის დაჯარიმების შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არ გადაიხდის ჯარიმას წერილით განსაზღვრულ ვადაში, შემსყიდველი იტოვებს უფლებას მიმწოდებელზე დაკისრებული ჯარიმა ჩამოაჭრას ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიიდან;
26.5 შემსყიდველი უფლებამოსილია უარი თქვას წინამდებარე ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის მნიშვნელოვანი დარღვევის (გამოუსწორებელი ნაკლის, ისეთი ნაკლის, რომლის გამოსწორება შეუძლებელია განსაზღვრული მატერიალური და დროის დანახარჯების გარეშე, ან რომელიც კვლავ აღმოჩნდება ნაკლის გამოსწორების შემდეგ) შემთხვევაში;
26.6 პირსაგამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
27. ფორს-მაჟორი
27.1 ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას და მიმწოდებლისათვის ხელშეკრულების შესრულების გარანტიის დაუბრუნებლობას;
27.2 ამ მუხლის მიზნებისათვის “ფორს-მაჟორი” ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემსყიდველისა და/ან მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნას ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და ემბარგოს დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებით და სხვა;
27.3 ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
28. სადავო საკითხების გადაწყვეტა
28.1 ხელშეკრულების დამდები მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ ყველა ღონეს იხმარენ, რათა პირდაპირი არაოფიციალური მოლაპარაკებების მეშვეობით შეთანხმებით მოაგვარონ ნებისმიერი უთანხმოება და დავა, წარმოქმნილი მათ შორის ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ;
28.2 თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში შემსყიდველი და მიმწოდებელი ვერ შეძლებენ სადაო საკითხების შეთანხმებას, ნებისმიერ მხრეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესით მიმართოს საქართველოს სასამართლოს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
29. ხელშეკრულების შეწყვეტა
29.1 ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ;
29.2 ხელშეკრულების დამდები მხარე, რომელიც მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს მიღებული გადაწყვეტილება, მისი მიღების საფუძველი და ამოქმედების თარიღი. აღნიშნული შეტყობინება უნდა მიეწოდოს მეორე მხარეს გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე;
29.3 ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მხარეებს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან;
29.4 ხელშეკრულების შეწყვეტა პირობების დარღვევის გამო არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან;
29.5 შემსყიდველს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ აგრეთვე:
ა) თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
ბ) მიმწოდებლის გაკოტრების შემთხვევაში; გ) ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.