Contract
ხელშეკრულება მომსახურების შესყიდვის შესახებ #00-0-000-0000
ქ. თბილისი 03 ნოემბერი 2020 წ.
I. მხარეები
1.1 წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია 2020 წლის 03 ნოემბერს, ერთის მხრივ სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, წარმოდგენილი მმართველთა საბჭოს წევრის xxxxx xxxxxxxxxxxx (რწმუნებულების/მინდობილობის დამოწმება #200878077) (შემდგომში–,,შემსყიდველი“) სახით და მეორეს მხრივ შპს
,,xxxx.xx“-ს (შემდგომში–,,მიმწოდებელი“) შორის, წარმოდგენილი დირექტორის xxxxxxxxxx xxxxxxxxx სახით, რომლებიც მოქმედებენ საზოგადოების წესდებისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
II. ხელშეკრულების საგანი
2.1. ,,მიმწოდებელი“ იღებს ვალდებულებას გაუწიოს ,,შემსყიდველს“ ვაკანსიის გამოქვეყნების მომსახურება (CPVკოდი-79600000) (განცხადების ,,მიმწოდებლის“ ვებ. გვერდზე განთავსება) წინამდებარე ხელშეკრულების დანართი #1-ის (xxx.xxxx.xx საიტზე სტანდარტული განცხადების გამოქვეყნების ტარიფები) შესაბამისად.
2.2 დანართი #1 წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
2.3 წინამდებარე ხელშეკრულება დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ს1) ქვეპუნქტის საფუძველზე.
III. მომსახურების ღირებულება და ანგარიშსწორების პირობები
3.1 ხელშეკრულების საერთო საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 1 500 (ერთი ათას ხუთასი) ლარს დღგ-ს ჩათვლით (შემდგომში – ,,ხელშეკრულების საერთო ღირებულება”).
3.2 ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად ფაქტიურად გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და საგადასახადო ანგარიშ– ფაქტურის წარმოდგენიდან 8 (რვა) სამუშაო დღის განმავლობაში.
3.3 ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
IV. მხარეთა უფლება-მოვალეობები
4.1 ,,შემსყიდველი“ იღებს ვალდებულებას აუნაზღაუროს “მიმწოდებელს” ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულება ხელშეკრულების პირობებში ასახულ ვადებში და ფორმით.
4.2 “მიმწოდებელი” მომსახურებას ასრულებს ,,შემსყიდველის“ წერილობითი შეტყობინების მიხედვით.
4.3 ,,მიმწოდებელი” ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება, ვაკანსიის გამოქვეყნება (განცხადების ,,მიმწოდებლის“ ვებ გვერდზე განთავსება) განახორციელოს წინამდებარე ხელშეკრულების დანართი #1–ის შესაბამისად.
V. მომსახურების შესრულების ვადა და ადგილი
5.1 წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების (განათავსოს განცხადება ვებ–გვერდზე xxx.xxxx.xx) გაწევის ვადაა: ეტაპობრივად, 2021 წლის 01 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ,,შემსყიდველის“ წერილობითი
შეტყობინების და ,,შემსყიდველის“ მიერ მიმწოდებლისათვის გაგზავნილი სათანადო დოკუმენტაციის (ელექტრონული ვერსიის) მიღებიდან 1 (ერთი) სამუშაო დღეში.
VI. მხარეთა პასუხისმგებლობა
6.1 ,,მიმწოდებლის“ მიზეზით მომსახურების დაგვიანებით, არასრულად, ხარვეზით ან საერთოდ არ გაწევის შემთხვევაში, ,,მიმწოდებელი“ მოვალეა გადაიხადოს პირგასამტეხლო შეუსრულებელი მომსახურების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე, მომსახურების ჯეროვნად და სრულად გაწევამდე ან ხელშეკრულების შეწყვეტის დღემდე, რომელი ვადაც უფრო ადრე დადგება.
6.2 „შემსყიდველის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფაქტიურად შესრულებული მომსახურების ღირებულების ვადაგადაცილებით (არადროულად) გადახდის შემთხვევაში, ,,მიმწოდებლი“ უფლებამოსილია მოსთხოვოს ,,შემსყიდველს“ პირგასამტეხლოს გადახდა გადაუხდელი თანხის 0.1% ოდენობით ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ან თანხის სრულად გადახდამდე, რომელი ვადაც უფრო ადრე დადგება.
6.3 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ცალმხრივად შეუსრულებლობისათვის მხარეებს ეკისრებათ ვალდებულება აანაზღაურონ მიყენებული ზარალი სრული მოცულობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ზარალის ანაზღაურება ან მისი მოთხოვნა არ აჩერებს ამ მუხლით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს დარიცხვას.
6.4 ,,შემსყიდველი“ უფლებამოსილია ფაქტიურად შესრულებული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებისას გამოქვითოს (შეამციროს ანაზღაურება) ამ მუხლით გათვალისწინებული და “მიმწოდებელზე” დარიცხული პირგასამტეხლოს თანხა
,,მიმწოდებლისათვის“ გადასახდელი თანხის ოდენობიდან. აღნიშნული გამოქვითვა არ შეიძლება გახდეს ,,მიმწოდებლის“ მხრიდან ,,შემსყიდველისათვის“ 6.2 პუნქტით გათვალიწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველი.
VII. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
7.1 “შემსყიდველს” ან მის წარმომადგენელს უფლება აქვს ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს კონტროლი ,,მიმწოდებლის” მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.
7.2 “მიმწოდებელი” ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა.
7.3 ხელშეკრულების შესრულების კონტროლს “შემსყიდველის” მხრიდან უზრუნველყოფს სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” ადამიანური რესურსებისა მართვისა და ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე xxxxxxxxx xxxxxxxxx.
7.4 კონტროლი განხორციელდება გაწეული მომსახურების ხარისხისა და მიწოდების ვადების შესაბამისობით ხელშეკრულების პირობებთან.
VIII. ფორს-მაჟორი
8.1 ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას.
8.2 ამ მუხლის მიზნებისათვის ,,ფორს-მაჟორი” ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული მათ შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნას ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და ემბარგოს დაწესებით და სხვა. ფორს
– მაჟორის არსებობის საკმარის დამადასტურებელ საბუთად მხარეები განიხილავენ შესაბამისის ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გაცემულ სათანადო ცნობას.
8.3 ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობის მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
IX. ურთიერთობა მხარეებს შორის
9.1 ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. წერილობითი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე ხელშეკრულების შესაბამისად უგზავნის მეორე მხარეს, იგზავნება საფოსტო გზავნილის სახით. ოპერატიული კავშირის დამყარების მიზნით დასაშვებია შეტყობინების მეორე მხარისათვის მიწოდება ტელეფონით, დეპეშის ან ფაქსის გაგზავნის გზით იმ პირობით, რომ შეტყობინების ორიგინალი შემდგომში წარედგინება მეორე მხარეს უშუალოდ ან ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე საფოსტო გზავნილის მეშვეობით.
9.2 შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს ან შეტყობინების ძალაში შესვლის დადგენილ დღეს, იმის მიხედვით, თუ ამ თარიღებიდან რომელი უფრო გვიან დგება.
X. ხელშეკრულების პირობების შეცვლა და/ან ვადამდე მოშლა
10.1 ამ ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილება და/ან დამატება შეიძლება შეტანილი იქნეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
10.2 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების საერთო ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამასთან, ასეთ შემთხვევაშიც დაუშვებელია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%–ზე მეტი ოდენობით გაზრდა.
10.3. ხელშეკრულება შეიძლება ვადამდე მოიშალოს:
10.3.1. მხარეთა შეთანხმებით;
10.3.2. ერთ-ერთი მხარის განცხადებით მეორე მხარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების არსებითად დარღვევის შემთხვევაში;
10.4 “შემსყიდველს” შეუძლია ხელშეკრულება ვადამდე შეწყვიტოს:
10.4.1. თუ “შემსყიდველისათვის” ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
10.4.2. “მიმწოდებლის” გაკოტრების შემთხვევაში;
10.4.3. თუ მისთვის ცნობილი გახდება, რომ “მიმწოდებლის” მიერ მიწოდებული ინფორმაცია ყალბი აღმოჩნდება;
10.4.4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
10.5. ამ მუხლის 10.4 პუნქტში მითითებულ შემთხვევებში “შემსყიდველი” ვალდებულია აუნაზღაუროს “მიმწოდებელს” ფაქტიურად შესრულებული მომსახურების ღირებულება.
XI. ხელშეკრულების შესრულების შეფერხება
11.1 თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება, მიღებული აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.
11.2 იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით.
XII. დავათა განხილვა
12.1 ხელშეკრულების დამდები მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ ყველა ღონეს იხმარენ, რათა მოლაპარაკებების მეშვეობით, შეთანხმებით მოაგვარონ ნებისმიერი უთანხმოება და დავა, წარმოქმნილი მათ შორის ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ.
12.2 თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში მხარეები ვერ შესძლებენ სადაო საკითხების შეთანხმებას, ნებისმიერ მხარეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესით მიმართოს სასამართლოს.
XIII. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
13.1 “მიმწოდებლის” მიერ წინამდებარე ხელშეკრულების 7.3 ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი ამოწმებს გაწეული მომსახურების შესაბამისობას წინამდებარე ხელშეკრულების პირობებთან. ხარვეზების არ არსებობის შემთხვევაში ფორმდება მიღება- ჩაბარების აქტი ფაქტიურად გაწეულ მომსახურებაზე.
13.2 მიღება–ჩაბარების აქტი ფორმდება ეტაპობრივად ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით. შემსყიდველის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმომწერი პირია სს „სსე“-ს ადამიანური რესურსებისა მართვისა და ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტის უფროსი xxxxxx xxxxxxxxx.
13.3 წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურება მიღებულად ჩაითვლება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთანავე.
XIV. ხელშეკრულების მოქმედების ვადა.
14.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერისთანავე და მოქმედებს 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
XV. ხელშეკრულების სხვა პირობები
15.1. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე.
15.2. ისეთ შემთხვევებში, რომლებიც არაა გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებით, მხარეები ხელმძღვანელობენ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით.
15.3 წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შესასრულებლად სავალდებულოა მხარეთათვის და მათი შესაბამისი სამართალმემკვდრეებისა და უფლებამონაცვლეთათვის. დაუშვებელია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების გადაცემა სხვა მხარისათვის მეორე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
XVI. კონფიდენციალურობა და გაუმჟღავნებლობა
16.1 მხარეები აცნობიერებენ, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ დანერგილია ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა ISO/IEC 27001 მიხედვით და შესაბამისად, შემდგომ ურთიერთობებში ითვალისწინებენ „სს
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კონფიდენციალურობისა და გაუმჟღავნებლობის პირობებს“, რომელიც გამოქვეყნებულია ვებ-გვერდზე xxx.xxx.xxx.xx (ჩვენს შესახებ/შესყიდვები/კონტრაქტის პირობები).
XVII. მხარეთა რეკვიზიტები
,,შემსყიდველი“: ,,მიმწოდებელი“:
სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“
შპს ,,xxxx.xx“
ქ. თბილისი, xxxxxxxxxxxx ქ. #2 ქ.თბილისი, ატენის ქ. 20, ბინა 31.
საიდ. კოდი: 204995176 სს „თი ბი სი ბანკი“
საიდ. კოდი: 205035282 სს „თი ბი სი ბანკი“
ბანკის კოდი: TBCBGE 22 ბანკის კოდი: XXXXXX00
ანგარიში: XX00XX0000000000000000 ანგარიში: XX00XX0000000000000000
xxxxx xxxxxxxxxxx xxxxxxxxxx xxxxxxxx მმართველთა საბჭოს წევრი დირექტორი
დანართი #1
ვაკანსიის გამოქვეყნების (განცხადების განთავსება) გასაწევი მომსახურების ტარიფები:
სტანდარტული განცხადება
xxx.xxxx.xx საიტზე და ელექტრონულ დაგზავნაზე სტანდარტული განცხადების გამოქვეყნების ტარიფებია:
ერთი განცხადების გამოქვეყნება: 30 ლარი.
ვაკანსიის განცხადების შემთხვევაში ეს ტარიფი ვრცელდება ერთ განცხადებაში მოთავსებულ 1 ან 2 ვაკანსიაზე.
თუ ერთ განცხადებაში მოთავსებულ ვაკანსიათა ოდენობა ორს აჭარბებს, ამ შემთხვევაში
მოქმედებს შემდეგი ტარიფები:
3-4 ვაკანსია ერთ განცხადებაში: 50 ლარი
5-6 ვაკანსია ერთ განცხადებაში: 90 ლარი
7-10 ვაკანსია ერთ განცხადებაში: 130 ლარი
11-15 ვაკანსია ერთ განცხადებაში: 170 ლარი
16-20 ვაკანსია ერთ განცხადებაში: 200 ლარი
20-ზე მეტი ვაკანსია ერთ განცხადებაში: 250 ლარი.
განცხადების განმეორებით განთავსება: 50% ფასდაკლება. მოცემული ფასდაკლება არ ეხება კომერციული მომსახურებების (ფასიანი ტრენინგების) შესახებ განცხადებებს.
განცხადების განმეორებით განთავსება შესაძლებელია თავდაპირველი განთავსებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
განცხადება განმეორებით განთავსდება მხოლოდ პირვანდელი სახით და არაუმეტეს 2
xxxxxx ერთი თვის განმავლობაში. ფასდაკლება ვრცელდება მხოლოდ ერთ განმეორებით გამოქვეყნებაზე.
გრძელვადიანი მოხმარების გეგმა:
xxxx.xx - მომსახურებები - პროცედურები და ტარიფები
10 განცხადების განთავსება 1 წლის განმავლობაში: 15% ფასდაკლება.
15 განცხადების განთავსება 1 წლის განმავლობაში: 20% ფასდაკლება.
გრძელვადიანი მოხმარების გეგმის შეკვეთა და მისი საფასურის გადახდა უნდა მოხდეს წინასწარ. ეს გეგმა არ ვრცელდება კომერციული მომსახურებების (ფასიანი ტრენინგების) შესახებ განცხადებებზე. გრძელვადიანი მოხმარების გეგმის შეთავსება სხვა ფასდაკლებასთან დაუშვებელია.
ბავშვთა დაცვის საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მომსახურება უფასოა. გამონაკლის შემთხვევას შეადგენს ვიპ- მომსახურებით სარგებლობა.
ვიპ განცხადებები
,,შემსყიდველის“ განცხადების მაქსიმალური ხილვადობის შემთხვევაში, „შემსყიდველმა“ უნდა ისარგებლოს შემდეგი ვიპმომსახურებით:
** შემსყიდველის განცხადება გამოქვეყნდება საიტის თავში მოთავსებულ და საგანგებოდ აღნიშნულ ვიპ ველში, სადაც მხოლოდ 10 განცხადების ადგილია. განცხადება ვიპ-ველში დარჩება 7 დღის განმავლობაში. 7 დღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ შემსყიდველის
განცხადება გადაინაცვლებს სტანდარტული განცხადებების ჩამონათვალში, სადაც დარჩება განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადის ამოწურვამდე.
ერთი ვიპ განცხადების განთავსების ღირებულებაა 70 ლარი.
ეს ტარიფი ვრცელდება ერთ განცხადებაში მოთავსებულ ვაკანსიაზე თუ ერთ
განცხადებაში მოთავსებულ ვაკანსიათა ოდენობა ერთს აჭარბებს ამ შემთხვევაში მოქმედებს შემდეგი ტარიფები
2 ვაკანსია ერთ განცხადებაში: 85 ლარი
3-4 ვაკანსია ერთ განცხადებაში: 100 ლარი
5-6 ვაკანსია ერთ განცხადებაში: 130 ლარი
7-10 ვაკანსია ერთ განცხადებაში: 170 ლარი
11-15 ვაკანსია ერთ განცხადებაში: 210 ლარი
16-20 ვაკანსია ერთ განცხადებაში: 250 ლარი
20-ზე მეტი ვაკანსია ერთ განცხადებაში: 300 ლარი.
ვიპ მომსახურებაზე რაიმე სხვა ფასდაკლება არ ვრცელდება
ვიპ ველი განკუთვნილია მხოლოდ ვაკანსიის განცხადებებისთვის ლოგოტიპიანი განცხადებები
,,შემსყიდველის“ სურვილის შემთხვევაში ,,შემსყიდველის“ განცხადება საიტის პირველ გვერდზე არსებულ ჩამონათვალში რომ გამოირჩეოდეს, მის გასწვრივ უნდა განთავსდეს
,,შემსყიდველის“ მინიატურული ლოგოტიპი. ეს განცხადებას უფრო თვალშისაცემს გახდის
და იგი უფრო მეტ ყურადღებას მიიპყრობს. ლოგოტიპზე დაწკაპუნებით ,,მომხმარებელი“ უნდა გადავიდეს ,,შემსყიდველის“ ვებ-გვერდზე.
ლოგოტიპის განთავსების ღირებულებაა საიტზე 20 ლარი.
ეს ღირებულება ნებისმიერ შემთხვევაში უცვლელად ემატება მოქმედ ტარიფს. ამ ღირებულებაზე რაიმე ფასდაკლება არ ვრცელდება.
ლოგოტიპის ზომა უნდა იყოს 20 პიქს., და იგი მოწოდებული უნდა იყოს GIF ფორმატში., ასევე, საჭიროების შემთხვევაში უნდა მიეთითოს გადასასვლელი ვებ-გვერდის მისამართი. განცხადებები რომლებშიც არ არის მითითებული განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა ავტომატურად გამოქვეყნდება ერთი თვის ვადით
“შემსყიდველი”: “მიმწოდებელი”:
სს “საქართველოს სახელმწიფო შპს “xxxx.xx” ელექტროსისტემა”
xxxxx xxxxxxxxxxx xxxxxxxxxx xxxxxxxx მმართველთა საბჭოს წევრი დირექტორი
JSC
Georgian State
Digitally signed by JSC Georgian State Electrosystem
2020.11.03
Electrosyst Date:
em 13:07:40 +04'00'