Contract
ხელშეკრულების პროექტი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #
(ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა დაუშვებელია.
კონკრეტული პირობები დაზუსტდება სატენდერო წინადადების შინაარსის გათვალისწინებით)
ქ. თბილისი
1. მხარეები
2019 წ.
წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია 2019 წლის , ერთის მხრივ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-სა, წარმოდგენილი მისი მმართველთა საბჭოს წევრის xxxxx xxxxxxxxxxxx (მინდობილობა #181378706) სახით (შემდგომში – ,,შემსყიდველი”) და მეორეს მხრივ -ს შორის, წარმოდგენილი სახით (შემდგომში – ,,მიმწოდებელი’’), რომლებიც მოქმედებენ საზოგადოების წესდებისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
2. ხელშეკრულების საგანი
2.1. ,,მიმწოდებელი“ ვალდებულია გაუწიოს ,,შემსყიდველს“ საკონსულტაციო მომსახურება (I ეტაპი - მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია; II ეტაპი - განსახლების სამოქმედო გეგმის მომზადება და განსახლების პროცესის ხელშეწყობა) (CPV-71300000; CPV-71310000) წინამდებარე ხელშეკრულების, დანართი #1-ის (ფასების ცხრილი) და დანართი #2–ის (ტექნიკური დავალება) შესაბამისად;
2.2. დანართი #1 და დანართი #2 წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს;
2.3. წინამდებარე ხელშეკრულება დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
3. მომსახურების ღირებულება და ანგარიშსწორების პირობები
3.1 მომსახურების საერთო ღირებულება განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულების დანართი #1-ის (ფასების ცხრილი) შესაბამისად და შეადგენს (თანხა სიტყვიერად) ლარს დღგ-ს (შემდგომში – ,,ხელშეკრულების ღირებულება“). მათ შორის I ეტაპი - მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის ღირებულება (არ უნდა აღემატებოდეს საერთო ღირებულების 40%, ფასების ცხრილის შესაბამისად) (თანხა სიტყვიერად) ლარს და II ეტაპი - განსახლების სამოქმედო გეგმის მომზადებისა და განსახლების პროცესის ხელშეწყობის ღირებულება (თანხა სიტყვიერად) ლარს;
3.2 ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტობრივად გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის (თუ მიმწოდებელი არის დღგ–ს გადამხდელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის) წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 8 (რვა) სამუშაო დღის განმავლობაში;
3.3 მომსახურების გაწევისა და ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში, მომსახურების I ეტაპი ანაზღაურდება 100%-ის ოდენობით, ხოლო II ეტაპი არაუმეტეს 85%-ისა;
3.4 შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულების მე-7 მუხლით განსაზღვრული პირობის შესაბამისად, კერძოდ, მშენებლობის პროექტის დასრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 900 (ცხრაასი) კალენდარული დღისა, გაწეულ მომსახურებაზე შეაჩეროს საბოლოო ანგარიშსწორება ხელშეკრულების მეორე ეტაპის ღირებულების 15%-ის ოდენობით;
3.5 ხელშეკრულების ფარგლებში ანაზღაურებული იქნება მხოლოდ იმ გაწეული მომსახურების ღირებულება, რომლის მოცულობასა და ხარისხზე არსებობს შემსყიდველის მიერ დადასტურებული აქტი;
3.6 მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების თანხის ოდენობა დამოკიდებულია დარეგისტრირებული კერძო მიწის ნაკვეთების რაოდენობაზე, რომელზეც საბოლოოდ მომზადდება განსახლების სამოქმედო გეგმა. კონსულტანტის ანაზღაურება განხორციელდება შემდეგი გრაფიკის შესაბამისად:
3.6.1. ეტაპი I -საერთო სახელშეკრულებო ღირებულების არაუმეტეს 40 %, ფასების ცხრილის შესაბამისად.
3.6.1.1. ავანსად გადახდა (მოთხოვნის შემთხვევაში) I ეტაპის საერთო ღირებულების არაუმეტეს 25%-ისა;
3.6.1.2 გადახდა I - I ეტაპის საერთო ღირებულების 25%-ი (ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით,ანგარიშფაქტურის წარდგენიდან და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების საერთო რაოდენობის არანაკლებ 20 %-ის რეგისტრაციის შემთხვევაში);
3.6.1.3 გადახდა II - I ეტაპის საერთო ღირებულების 25% - (ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით, ანგარიშფაქტურის წარდგენიდან და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების საერთო რაოდენობის არანაკლებ 60 %-ის რეგისტრაციის შემთხვევაში);
3.6.1.4 გადახდა III - I ეტაპის საერთო ღირებულების 25% - (ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით,ანგარიშფაქტურის წარდგენიდან და მომსახურების დასრულების შემდეგ კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების საერთო რაოდენობის არანაკლებ 80 %-ის რეგისტრაციის შემთხვევაში) .
3.6.2 II ეტაპი- ღირებულება დაანგარიშდება პირველი ეტაპის შესაბამისად (წარმოდგენილი ფასების ცხრილის შესაბამისად).
3.6.2.1 გადახდა IV - II ეტაპის საერთო ღირებულების 30% - (სსე-ს მიერ განსახლების სამოქმედო გეგმის პროექტის დამტკიცებისა და ანგარიშფაქტურის წარდგენის შემდეგ);
3.6.2.2 გადახდა V - II ეტაპის საერთო ღირებულების 55% - (სსე-ს მიერ განსახლების სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსიის დამტკიცებისა და ანგარიშფაქტურის წარდგენის შემდეგ);
3.6.2.3 გადახდა VI - II ეტაპის საერთო ღირებულების 15% - (შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ, რომელიც განპირობებულია დეტალური პროექტის კორექტირების საჭიროებით, მაგრამ არაუმეტეს 900 (ცხრაასი) კალენდარული დღის გასვლის შემდეგ).
3.7 წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი) გამოყენებული იქნება მომსახურების I ეტაპის საერთო ღირებულების არაუმეტეს 25%-ის ოდენობით.
3.8 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ მოთხოვნილი იქნა საავანსო გადახდა, შემსყიდველი მიმწოდებელს უხდის საავანსო თანხას (მომსახურების I ეტაპის საერთო ღირებულების არაუმეტეს 25%-ისა) მიმწოდებლის მხრიდან შესაბამისი ოდენობის სავანსო-საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, საავანსო-საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი არის დღგ-ს გადამხდელი, საავანსო-საბანკო გარანტიის შესაბამისი ანგარიშფაქტურა წარმოდგენილი უნდა იყოს ავანსის გადახდიდან 2 (ორი) სამუშაო დღეში;
3.9 მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საავანსო-საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას;
3.10 ავანსად გაცემული თანხა ჩაითვლება ეტაპობრივად, ხელშეკრულების I ეტაპზე, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების პროპორციულად;
3.11 საავანსო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
3.12 რეზიდენტი მიმწოდებლის მიერ საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულებიდან შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული;
3.13 არარეზიდენტი მიმწოდებლის მიერ საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ დამოწმებული (ავიზირებული) საავანსო- საბანკო გარანტიით, შემდეგი ფორმის დაცვით: ავიზირებული გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული.
3.14 ანგარიშსწორება განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
4. ადრეული რეგისტრაციის პერიოდში გაწეული ხარჯების ანაზღაურების პირობები
4.1.ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებიდან ინფორმაციის/უფლებისდამდგენი დოკუმენტაციის გამოთხოვასთან, ასევე, ზემოქმედების არეალში მოქცეული პირების მიერ კონსულტანტებზე გაცემულ მინდობილობებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მიწის ნაკვეთების პირველადი და არასწორად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ხელახალი ან ცვლილების რეგისტრაციის განსახორციელებასთან დაკავშირებით, თავდაპირველად უნდა გადაიხადოს კონსულტანტმა და მოგვიანებით იქნება ანაზღაურებული, კონსულტანტის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციისა და გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის საფუძველზე.
4.2.საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (NAPR) პირველადი რეგისტრაციის ხარჯებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფარავს სსე.
4.3.ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის მიღების მიზნით, კონსულტანტმა უნდა წარადგინოს მათი მეშვეობით კერძო მესაკუთრეების სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ამონაწერები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, საკადასტრო გეგმებთან ერთად, ასევე სხვა დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ პირველადი რეგისტრაცია ან არასწორად რეგისტრირებული მიწის ხელახალი ან ცვლილების რეგისტრაცია განხორციელებულია კონსულტანტის ჩართულობით.
4.4. კონსულტანტმა უნდა განახორციელოს პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ყველა სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაცია, ასევე, არასწორად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ხელახალი ან ცვლილების რეგისტრაცია, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც რეგისტრაციის განხორციელება სცილდება კონსულტანტის შესაძლებლობის ფარგლებს. კონსულტანტი, ყველა ასეთ შემთხვევაში, წარადგენს შესაბამის წერილობით განმარტებას/მტკიცებულებას იმ მიზეზის შესახებ, რის გამოც არ განხორციელდა სარეგისტრაციო მიწების პირველადი რეგისტრაცია ან/და არასწორად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ცვლილების/ხელახალი რეგისტრაცია.
5. მხარეთა უფლება-მოვალეობები
5.1 “მიმწოდებელი” ვალდებულია გაუწიოს “შემსყიდველს” წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული საკონსულტაციო მომსახურება ხელშეკრულებისა და მისი დანართ(ებ)ით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;
5.2 მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს წინამდებარე ხელშეკრულების დანართი #1–ის (ფასების
ცხრილი) და დანართი #2–ის (ტექნიკური დავალება) შესაბამისად;
5.3 “მიმწოდებელი” ვალდებულია:
5.3.1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება განახორციელოს ხარისხიანად და არსებული სტანდარტების შესაბამისად. იგი პასუხს აგებს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ მომსახურებაზე შედგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე;
5.3.2. წარმოადგინოს ხელშეკრულების დანართი #2–ით (ტექნიკური დავალება) განსაზღვრული
დოკუმენტაცია/ინფორმაცია;
5.4 “შემსყიდველი” ვალდებულია:
5.4.1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად გადაიხადოს გაწეული მომსახურების ღირებულება;
5.4.2. შეამოწმოს გაწეული მომსახურების ხარისხი;
5.4.3. წერილობით შეატყობინოს “მიმწოდებელს” უხარისხოდ გაწეული მომსახურების შესახებ.
5.5 “შემსყიდველი” უფლებამოსილია „მიმწოდებლისაგან“ მოითხოვოს სრული ინფორმაცია გასაწევი მომსახურების მიმდინარეობის შესახებ;
5.6 მიმწოდებელს უნდა ჰყავდეს ან უზრუნველყოს მაღალკვალიფიციური ქვეკონსულტანტ(ებ)ის დაქირავება შეფასების განხორციელების მიზნით, რომელიც უნდა ფლობდეს მატერიალური და არამატერიალური ქონების შემფასებლის სერტიფიკატს, რომელიც გაცემული იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად აკრედიტებული სუბიექტის მიერ. ექსპერტ- შემფასებლის მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ზოგადი სამუშაო გამოცდილება მატერიალური და არამატერიალური აქტივების შეფასებაში მინიმუმ 5 წლის განმავლობაში; კონკრეტული გამოცდილება: მინიმუმ 2 განსახლების პროექტში - მატერიალური და არამატერიალური აქტივების შეფასება/აუდიტი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების (IFI) და დონორი ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისად.
5.7 მიმწოდებელს უნდა ჰყავდეს ან უზრუნველყოს მაღალკვალიფიციური ქვეკონსულტანტ(ებ)ის დაქირავება შეფასების განხორციელების მიზნით, რომელიც უნდა ფლობდეს მატერიალური და არამატერიალური ქონების შემფასებლის სერტიფიკატს, რომელიც გაცემული იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად აკრედიტებული სუბიექტის მიერ. ექსპერტ- შემფასებლის მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ზოგადი სამუშაო გამოცდილება მატერიალური და არამატერიალური აქტივების შეფასებაში მინიმუმ 5 წლის განმავლობაში; კონკრეტული გამოცდილება: მინიმუმ 2 განსახლების პროექტში - მატერიალური და არამატერიალური აქტივების შეფასება/აუდიტი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების (IFI) და დონორი ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისად.
5.8 შემსყიდველთან შეთანხმების გარეშე, მიმწოდებელს უფლება არ აქვს მომსახურება ან მისი ნაწილი გადასცეს ქვეკონტრაქტორს;
5.9 მიმწოდებელი ვალდებულია წერილობით აცნობოს შემსყიდველს მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში დადებული ყველა ქვეკონტრაქტის შესახებ;
5.10 ამ ხელშეკრულების ფარგლებში დადებული არც ერთი ქვეკონტრაქტი არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მატერიალური ან სხვა ვალდებულებებისაგან. მიმწოდებელი სუბკონტრაქტორ(ებ)ის მიერ გაწეულ მომსახურებაზე ისევე აგებს პასუხს როგორც საკუთარი ძალებით გაწეულზე. მომსახურების მიღება-ჩაბარებისას გაწეული მომსახურების ვადებზე ასევე ხარისხსა, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებთან და დადგენილ ტექნიკურ დავალებასთან შესაბამისაობაზე შემსყიდველის წინაშე პასუხისმგებელია მხოლოდ მიმწოდებელი, მიუხედავად იმ გარემოებისა მომსახურება გაწია საკუთარი ძალებით, თუ
მესამე პირ(ებ)ის - სუბკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით. საბოლოო ურთიერთობა შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის ხორციელდება ამ კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით.
6. მომსახურების გაწევის ვადა და ადგილი
6.1„მიმწოდებელმა“ მომსახურების გაწევა უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან და დოკუმენტების მიწოდებიდან:
6.1.1 I ეტაპის ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან და შემსყიდველის მიერ დოკუმენტების მიწოდებიდან - საპროექტო ზონაში მიწის ნაკვეთებისა და აქტივების საკუთრების უფლების ადრეული რეგისტრაცია, არაუმეტეს 240 (ორასორმოცი) კალენდარული დღის განმავლობაში;
6.1.2 დროის ინტერვალი I ეტაპის დასრულებიდან II ეტაპის დაწყებამდე - არაუმეტეს 180 (ასოთხმოცი) კალენდარული დღე (დამოკიდებულია შემსყიდველის მიერ დეტალური პროექტის (DD) მიმწოდებლისათვის მიწოდების საჭირო დროზე);
6.1.3 II ეტაპის ვადა – შემსყიდველის მიერ დეტალური პროექტის დასრულებიდან და მიმწოდებლისათვის მიწოდებიდან - განსახლების სამოქმედო გეგმ(ებ)ის მომზადება ელექტროგადამცემი ხაზისა და ქვესადგურის გასხვისების ზოლისათვის, არაუმეტეს 120 (ასოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
6.2 გაწეული საკონსულტაციო მომსახურების დოკუმენტაციების მოწოდების ადგილია: სს „სსე“-ს სათაო ოფისი, შემდეგ მისამართი: ქ. თბილისი, xxxxxxxxxxxx ქ. N2;
7. უხარისხოდ გაწეული მომსახურება
7.1 ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.1. პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევის დასრულების შემდგომ, ელექტროგადამცემი ხაზისა და ქვესადგურის მშენებლობის პროცესში განსახლების სამოქმედო გეგმა(ებ)ში საჭირო შესწორებების შეტანის ვადა, რაც შესაძლებელია გამოწვეული იყოს დეტალურ პროექტში (DD) ცვლილებებით - შეადგენს მშენებლობის პროექტის დასრულებამდე თარიღს, მაგრამ არაუმეტეს 900 (ცხრაასი) კალენდარულ დღეს. ამ ვადის განმავლობაში, გამოვლენილი დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის, რაიმე ხარვეზის ან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს გამოვლენილი ნაკლის/ხარვეზის აღმოფხვრა შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, მაგრამ წერილობითი შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის აღმოჩენის შემთხვევაში, სათანადო საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადება, აღწერა-ინვენტარიზაციისა და შეფასების განხორციელება და სს „სსე“-სათვის მიწოდება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, მაგრამ წერილობითი შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე;
7.2 ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელია კონსულტანტის - მიმწოდებლის მინიმალური ჩართულობა მშენებლობის პროცესში, თუმცა სამუშაო ჯგუფი უნდა იყოს მზადყოფნის რეჟიმში.
8. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
8.1 ,,შემსყიდველს“ ან მის წარმომადგენელს უფლება აქვს ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს კონტროლი „მიმწოდებლის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე;
8.2 „მიმწოდებელი“ ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა;
8.3 ,,შემსყიდველის“ მხრიდან ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ განსახლების სამსახურის უფროსი xxxx xxxxxxxxxxxx.
8.4 კონტროლი განხორციელდება გაწეული მომსახურების ხარისხისა და მიწოდების ვადების შესაბამისობით ხელშეკრულების პირობებთან.
9. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
9.1 მიღება-ჩაბარების აქტები ფორმდება ეტაპობრივად, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით;
9.2 მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმომწერ პირად განისაზღვროს მმართველთა საბჭოს წევრი - xxxxxxx xxxxxxxx;
9.3 მომსახურების გაწევისას და მომსახურების გაწევის შემდგომ, “შემსყიდველის” მიერ წინამდებარე ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.3 პუნქტით განსაზღვრული პირები ამოწმებენ გაწეული მომსახურების შესაბამისობას წინამდებარე ხელშეკრულების პირობებთან. ხარვეზების (წუნდების) არ არსებობის შემთხვევაში,
,,შემსყიდველსა“ და „მიმწოდებელს“ შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით;
9.4 გაწეული მომსახურება მიღებულად ჩაითვლება მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთანავე.
10. მხარეთა პასუხისმგებლობა
10.1 „მიმწოდებლის“ მიზეზით მომსახურების დაგვიანებით, არასრულად, ხარვეზით ან საერთოდ არ გაწევის შემთხვევაში, „მიმწოდებელი“ მოვალეა გადაიხადოს პირგასამტეხლო გასაწევი მომსახურების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე, მომსახურების ჯეროვნად და სრულად გაწევამდე ან ხელშეკრულების შეწყვეტის დღემდე, რომელი ვადაც უფრო ადრე დადგება;
10.2 „შემსყიდველის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულების ვადაგადაცილებით (არადროულად) გადახდის შემთხვევაში, „მიმწოდებელი“ უფლებამოსილია მოსთხოვოს ,,შემსყიდველს“ პირგასამტეხლოს გადახდა გადაუხდელი თანხის 0.1% ოდენობით ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ან თანხის სრულად გადახდამდე, რომელი ვადაც უფრო ადრე დადგება;
10.3 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ცალმხრივად შეუსრულებლობისათვის მხარეებს ეკისრებათ ვალდებულება აანაზღაურონ მიყენებული ზარალი სრული მოცულობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ზარალის ანაზღაურება ან მისი მოთხოვნა არ აჩერებს ამ მუხლით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს დარიცხვას.
10.4 ,,შემსყიდველი“ უფლებამოსილია ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებისას გამოქვითოს (შეამციროს ანაზღაურება) ამ მუხლით გათვალისწინებული და „მიმწოდებელზე“ დარიცხული პირგასამტეხლოს თანხა „მიმწოდებლისათვის“ გადასახდელი თანხის ოდენობიდან. აღნიშნული გამოქვითვა არ შეიძლება გახდეს „მიმწოდებლის“ მხრიდან ,,შემსყიდველისათვის“ 10.2 პუნქტით გათვალიწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველი;
10.5 ხელშეკრულების მე-7 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისას, „მიმწოდებელი“ კარგავს ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.6.2.3. ქვეპუნქტით განსაზღვრული ანგარიშსწორების მოთხოვნის უფლებას. „შემსყიდველი“ უფლებამოსილია უარი თქვას ზემოაღნიშნული ქვეპუნქტით განსაზღვრულ ანგარიშსწორებაზე.
11. ფორს-მაჟორი
11.1 ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას;
11.2 ამ მუხლის მიზნებისათვის ,,ფორს-მაჟორი” ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული მათ შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნიათ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნას ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით, ემბარგოს დაწესებით და სხვა. ფორს–მაჟორის არსებობის საკმარის დამადასტურებელ ცნობად მხარეები განიხილავენ შესაბამისი ქვეყნის სავაჭრო–სამრეწველო პალატის მიერ გაცემულ სათანადო ცნობას.
11.3 ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
12. ურთიერთობა მხარეებს შორის
12.1 ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. წერილობითი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე ხელშეკრულების შესაბამისად უგზავნის მეორე მხარეს, ხორციელდება საფოსტო გზავნილის ან ელექტრონული კომუნიკაციის გზით ხელმძღვანელობაზე ან
/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ან ამ კონტრაქტის ფარგლებში უფლებამოსილი საკონტაქტო
პირების (ელექტრონული კომუნიკაციის შემთხვევაში) მიერ. ოპერატიული კავშირის დამყარების მიზნით დასაშვებია შეტყობინების მეორე მხარისათვის მიწოდება ელ. ფოსტით (წერილის სკანირებილი ვარიანტი) ან ფაქსის გაგზავნის გზით, შემდგომში ორიგინალის მიწოდების პირობით;
12.2 შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს ან შეტყობინების ძალაში შესვლის დადგენილ დღეს, იმის მიხედვით, თუ ამ თარიღებიდან რომელი უფრო გვიან დგება;
12.3 ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის ელექტრონული კომუნიკაციის წარმოების პროცესში პასუხისმგებელი პირის დანიშვნა, საკონტაქტო საკითხების მითითებით ხორციელდება მხარის მიერ წერილობითი შეტყობინების საფუძველზე.
13. ხელშეკრულების პირობების შეცვლა და/ან ვადამდე მოშლა
13.1 ამ ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილება და/ან დამატება შეიძლება შეტანილი იქნეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე;
13.2 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების საერთო ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, ამასთან, ასეთ შემთხვევაშიც დაუშვებელია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%–ზე მეტი ოდენობით გაზრდა;
13.3 ხელშეკრულება შეიძლება ვადამდე მოიშალოს:
13.3.1 მხარეთა შეთანხმებით;
13.3.2 ერთ-ერთი მხარის განცხადებით მეორე მხარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების არსებითად დარღვევის შემთხვევაში;
13.4 ,,შემსყიდველს“ შეუძლია ხელშეკრულება ვადამდე შეწყვიტოს:
13.4.1 თუ “შემსყიდველისათვის” ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
13.4.2 „მიმწოდებლის“ გაკოტრების შემთხვევაში;
13.4.3 თუ მისთვის ცნობილი გახდება, რომ „მიმწოდებლის“ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ყალბი აღმოჩნდება, რაც წარმოადგენს, ,,შემსყიდველის“ მხრიდან ნდობის დაკარგვის საფუძველს.
13.4.4 საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
13.5 ამ მუხლის 13.4 პუნქტში მითითებულ შემთხვევებში “შემსყიდველი” ვალდებულია აუნაზღაუროს
„მიმწოდებელს“ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულება.
14. ხელშეკრულების შესრულების შეფერხება
14.1 თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება, მიღებული აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით;
14.2 იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით.
15. დავის განხილვა
15.1 ხელშეკრულების დამდები მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ ყველა ღონეს იხმარენ, რათა მოლაპარაკებების მეშვეობით, შეთანხმებით მოაგვარონ ნებისმიერი უთანხმოება და დავა, წარმოქმნილი მათ შორის ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ;
15.2 თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში მხარეები ვერ შესძლებენ სადაო საკითხების შეთანხმებას, ნებისმიერ მხრეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესით მიმართოს საქართველოს სასამართლოს. დავის განხილვა მოხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
16. ხელშეკრულების მოქმედების ვადები
16.1 ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერისთანავე;
16.2 ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოწურულად ჩაითვლება აღნიშნული პირობების შესრულებისთანავე,
მაგრამ არაუგვიანეს 20----წლის ჩათვლით. ხოლო ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.6. პუნქტის 3.6.2.3.
ქვეპუნქტის, მე-7 მუხლისა და მე-10 მუხლის 10.5 პუნქტის ნაწილში, მე-7 მუხლის 7.1. პუნქტით განსაზრვრული ვადის ბოლომდე.
17. ხელშეკრულების სხვა პირობები
17.1 ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე;
17.2 ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, მხარეები მოქმედებენ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად;
17.3 წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შესასრულებლად სავალდებულოა მხარეთათვის და მათი შესაბამისი სამართალმემკვდრეებისა და უფლებამონაცვლეთათვის. დაუშვებელია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების გადაცემა სხვა მხარისათვის მეორე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
18. მხარეთა რეკვიზიტები
“შემსყიდველი”: “მიმწოდებელი”:
დანართი # 1 ფასების ცხრილი:
დანართი # 2 ტექნიკური დავალება:
_