Contract
ხელშეკრულების ნიმუში
ხელშეკრულება
ქ.თბილისი ___ _____________, 2022 წ.
ერთის მხრივ სს „კ. xxxxxxxxx სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ (შემდგომში „მყიდველი“), მისი დირექტორის xxxx ბაზაძის სახით და მეორეს მხრივ ___________________________________ (შემდგომში „გამყიდველი“), მისი დირექტორის ___________________________________ სახით, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, საქართველოს კანონმდებლობით მოქმედი წესებისა, ნორმების და საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და დამკვეთთან შეთანხმებული პირობებით მიაწოდოს ამავე ხელშეკრულების დანართი N1–ით გათვალისწინებული საქონელი (შემდგომში „ნასყიდობის საგანი“.
წინამდებარე ხელშეკრულების დანართი N1 წარმოადგენს ხელშეკრულების შემადგენელ ერთიან ნაწილს და მოქმედებს მასთან ერთად. შესაბამისად, დანართი განიხილება ხელშეკრულების პირობებად და შემსრულებლის ვალდებულებებად კონტექსტის შესაბამისად.
2. ნასყიდობის საგნის ღირებულება
ნასყიდობის საგნის სრული სახარჯთაღრიცხვო ღირებულება განსაზღვრულია მხარეთა მიერ დადასტურებული ხარჯთაღრიცხვით, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს ______________ (___________________________________) ლარს, დღგ–ს ჩათვლით. აღნიშნული ღირებულება მოიცავს ასევე ხელშეკრულების 7.13. პუნქტით გათვალისწინებული პირობების ღირებულებას.
3. ანგარიშსწორების წესი
ნასყიდობის საგნის საერთო ღირებულების ანაზღაურება „მყიდველის“ მიერ მოხდება წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე მხრეთა შორის ნასყიდობის საგნის მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში, უნაღდო ანგარიშსწორების წესით, გამყიდველის მიერ რეკვიზიტებში მითითებული საბანკო ანგარიშის მეშვეობით.
შესაძლებელია მხარეთა შორის განხორციელდეს პერიოდული ანაზღაურებაც. ასეთ შემთხვევაში ანგარიშსწორება მოხდება წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული აგნის მომდევნო ეტაპის (ასეთის არსებობისას) მიწოდების დასრულების შესახებ შესაბამისი მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 20 (ათი) სამუშაო დღისა, უნაღდო ანგარიშსწორების წესით, გამყიდველის მიერ რეკვიზიტებში მითითებული საბანკო ანგარიშის მეშვეობით.
გამყიდველი ვალდებულია, მყიდველს წარუდგინოს მყიდველისთვის მისაღები საბანკო გარანტია იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი წინასწარ ავანსის სახით მოითხოვს ნასყიდობის საგნის ღირებულების ნაწილს 5000.00 (ხუთი ათასი) ლარის ან მეტი ოდენობით, ანდა თუ მოთხოვნილი იქნება საერთო ღირებულების 10%–ზე მეტი. აღნიშნული პირობა მოქმედებს საერთო ღირებულების ერთიანი ან ეტაპობრივი წესით გადახდის შემთხვევაშიც.
4. ნასყიდობის საგნის მიწოდების ვადა
გამყიდველი ვალდებულია მყიდველს ნასყიდობის საგანი სრულად მიაწოდოს და უზურნველყოს სათანადო ინსტალაცია 2018 წლის -------------------მდე;
ნასყიდობის საგნის მიწოდების ადგილია ქ. თბილისი, კ. ჩაჩავას ქ.N5.
5. მხარეთა უფლება–მოვალეობები
გამყიდველი ვალდებულია:
ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად მყიდველს გადასცეს ნივთობრივად უნაკლო ნასყიდობის საგანი, ხელშეკრულების 1.1. პუნქტის და ხელშეკრულების დანართების პირობათა გათვალისწინებით.
უზრუნველყოს:
ნასყიდობის საგნის მიწოდებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება მყიდველის მოთხოვნებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებისა და ნორმების, ამასთან შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოსთან შეთანხმებული პირობების შესაბამისად (ასეთის საჭიროებისას);
ნასყიდობის საგნის ხარისხი მყიდველის მოთხოვნების, კანონმდებლობით და საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული წესებისა და ნორმების შესაბამისად;
აღმოფხვრას ყველა ნაკლოვანება და დეფექტი, რომელიც გამოვლინდება ნასყიდობის საგნის მიღების დროს არაუმეტეს 1 (ერთი) კალენდარული დღის ვადაში, საკუთარი ხარჯით.
ნასყიდობის საგნის მიწოდებისას უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების დაცვა და ტექნიკური უსაფრთხოების, ასევე ხანძარსაწინააღმდეგო ნორმებისა დაცვა, გარემოს დაცვა, მესამე პირების ჯანმრთელობის დაცვა.
განახორციელოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საგნის მიწოდება ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში.
უზრუნველყოს ნასყიდობის საგნის მიწოდების შედეგად წარმოშობილი ნარჩენების (ასეთის არსებობისას) გატანა მყიდველის შენობის ტერიტორიიდან საკუთარი ხარჯით.
უშუალოდ ნასყიდობის საგნის მიწოდების დაწყებამდე (ხელშეკრულების 1.1. პუნქტით განსაზღვრული კომპონენტების მიხედვით), წინასწარ შეატყობინოს მყიდველს მიწოდების დაწყების ზუსტი დრო. შეტყობინება შეიძლება განხორციელდეს სატელეფონო კავშირის მეშვეობით.
გამყიდველი უფლებამოსილია:
მოითხოვოს ნასყიდობის საგნის ღირებულების ანაზღაურება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად.
მოთხოვოს მყიდველს წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
მყიდველი ვალდებულია:
მიიღოს ნასყიდობის საგანი და განახორციელოს ანგარიშსწორება წინამდებარე ხელშეკრულების და მისი შემადგენელი ნაწილების (დანართების) შესაბამისად.
ნასყიდობის საგნის ხარისხის მოწონების შემთხვევაში ხელი მოაწეროს გამყიდველის მიერ ხელმოწერილ მიღება–ჩაბარების აქტს გამყიდველის მიერ მისი წარმოდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, ან წარუდგინოს გამყიდველს მოტივირებული უარი მიღება–ჩაბარების აქტზე ხელის მოწერასთან დაკავშირებით.
მყიდველი უფლებამოსილია:
უარი თქვას ხელშეკრულების შესრულებაზე და მოითხოვოს მის მიერ ავანსად გადახდილი თანხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უკან დაბრუნება და ზიანის ანაზღაურება, თუ გამყიდველი არ იწყებს მიწოდებას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ან თუ შესრულების ტემპიდან გამომდინარე ნათელი ხდება, რომ მათი დროულად მიწოდება აშკარად შეუძლებელია.
ნასყიდობის საგანთან დაკავშირებით მიღება–ჩაბარების აქტის ხელმოწერამდე ნებისმიერ დროს უარი თქვას ხელშეკრულების შესრულებაზე და გადაუხადოს განყიდველს დადგენილი ფასის ნაწილი იმ შესრულებული სამუშაოს პროპორციულად, რომელიც შესრულდა ხელშეკრულების შესრულებაზე მყიდველის მიერ უარის თქმის შესახებ შეტყობინების გამყიდველისთვის გადაცემამდე.
6. მიღება–ჩაბარების გაფორმების წესი
ნასყიდობის საგნის მიღება–ჩაბარება ხორციელდება ნასყიდობის საგნის მიღება–ჩაბარების აქტის საფუძველზე. მიღება–ჩაბარების აქტში აღწერილი უნდა იყოს ნასყიდობის საგნის დასახელება და მათი ღირებულება.
მყიდველი ვალდებულია განიხილოს და დაუბრუნოს გამყიდველს ხელმოწერილი მიღება–ჩაბარების აქტი, ან წარუდგინოს მას მოტივირებული უარი ნასყიდობის საგნის ჩაბარებასთან დაკავშირებით.
მყიდველის მიერ ნასყიდობის საგნის მიღებაზე უარის შემთხვევაში, მხარეები თანხმდებიან გამყიდველის მიერ დამატებით განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ. ნაკლოვანებების აღმოფხვრა ხორციელდება აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. ნაკლოვანებების აღმოფხვრის შემდეგ ნასყიდობის საგნის მიღება–ჩაბარება ხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით.
ნასყიდობის საგნის (მისი კომპონენტის) მიღება–ჩაბარება ხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობის შესრულების შემდეგ.
მყიდველის მხრიდან მომსახურების მიღება–ჩაბარების აქტზე ხელმოწერის უფლებამოსილება გააჩნია __________________________________.
მიმწოდებლის მხრიდან მომსახურების მიღება–ჩაბარების აქტზე ხელმოწერის უფლებამოსილება გააჩნია __________________________________.
7. პასუხისმგებლობა და დავები
მხარეები გამოიყენებენ ყველა შესაძლებლობას, რათა წარმოქმნილი უთანხმოება და დავები აღმოფხვრან მოლაპარაკების გზით.
დავის მოლაპარაკების გზით გადაუჭრელობის შემთხვევაში მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ საქართველოს შესაბამის სასამართლოს მყიდველის ადგილსამყოფლის მიხედვით, რომელიც დავას განიხილავს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ნორმებით.
გამყიდველი პასუხისმგებელია ნასყიდობის საგანთან დაკავშირებულ, მის მიერ განხორციელებულ სამუშაოებზე. ასევე პასუხისმგებელია ნასყიდობის საგნის მიწოდების მსვლელობის მთელი პერიოდის განმავლობაში უსაფრთხოების დაცვაზე. უსაფრთხოების ან/და ტექნიკური წესების დარღვევის შემთხვევაში მყიდველისათვის, გარემოსთვის ან მესამე პირებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მიმწოდებელს.
გამყიდველი პასუხისმგებელია ნასყიდობის საგნის მიწოდებასთან დაკავშირებული სამუშაოების დასრულების შემდეგ დარჩენილი მასალის, ნარჩენების (ასეთის არსებობისას) გათავისუფლება/უტილიზაციის წესების დაცვაზე და ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რაც მყიდველს ან მესამე პირს მიადგება შესაბამისი წესების დარღვევის შედეგად.
მყიდველი არ არის პასუხისმგებელი იმ ვალდებულებებისათვის, რომელიც ნასყიდობის საგნის მიწოდების დროს გამყიდველს წარმოეშობა მესამე პირების წინაშე.
გამყიდველი ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რაც მყიდველს მიადგება შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოსთან შეთანხმებული პირობების (ასეთის არსებობისას) დარღვევით მიწოდებული ნასყიდობის სანგნის შედეგად.
ნასყიდობის საგნის მიწოდების ვადების დარღვევის შემთხვევაში, მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს და ასეთ შემთხვევაში გამყიდველი ვალდებულია გადაუხადოს მყიდველს პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.5%–ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მგამყიდველი შესრულების ვადებს გადააცილებს 10 (ათი) კალენდარული დღით მყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება, არ გადაიხადოს მომსახურების ღირებულება და ამასთან მოითხოვოს, ხოლო ასეთ შემთხვევაში გამყიდველი ვალდებულია გადაიხადოს დარიცხულ პირგასამტეხლოსთან ერთად ჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 30%–ის ოდენობით.
ნასყიდობის საგნის უხარისხოდ მიწოდების შემთხვევაში, გამყიდველი ვალდებულია აღნიშნული დეფექტების აღმოჩენიდან 3 (სამი) კალენდარული დღის განმავლობაში გამოასწოროს აღმოჩენილი ნაკლოვანება/დეფექტი, ხოლო აღნიშნულის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მყიდველი უფლებამოსილია არ გადაუხადოს გამყიდველს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება და მოითხოვოს გადახდილი თანხის უკან დაბრუნება (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამასთან, მყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს, ხოლო ასეთ შემთხვევაში გამყიდველი ვალდებულია გადაუხადოს მყიდველს ჯარიმა – ხელშეკრულების საერთო ღირებულების 30%–ის ოდენობით.
იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველი განახორციელებს ნასყიდობის საგნის მიწოდებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან (დანართი N1) შეუსაბამოდ, ან ხელშეკრულების ვადების დარღვევით, რის გამოც მყიდველს მიადგება ზიანი/ზარალი, გამყიდველი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს მყიდველს ზემოაღნიშნული ზიანი/ზარალი, მოთხოვნიდან 1 (ერთი) კვირის ვადაში.
წინამდებარე ხელშეკრულების მოცემული მუხლებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მხარეებს ძირითადი ვალდებულებების შესრულების მოვალეობისაგან.
იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველი მყიდველის წერილობითი თანხმობის გარეშე, რაიმე ფორმით შესთავაზებს მყიდველის თანამშრომელს საჩუქარს/წახალისებას, რათა თანამშრომელმა მოახდინოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საგნის სტიმულირება, წინწაწევა ან ამ მომსახურების შესყიდვა, მყიდველი უფლებას იტოვებს მოითხოვოს და ამ შემთხვევაში გამყიდველი ვალდებულია გადაიხადოს ჯარიმა ხელშეკრულების სრული ღირებულების 50%–ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 10000 (ათი ათასი) ლარისა.
წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით გამყიდველი ადასტურებს, რომ ის არ წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში, ოფშორში რეგისტრირებულ პირს, საშემოსავლო გადასახადისაგან/მოგების გადასახადისაგან განთავისუფლებულ პირს (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა), მიკრო ბიზნესის სტატუსის მატარებელ პირს, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებული პირს ან/და სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მქონე პირს. შემსრულებელი/მყიდველი ადასტურებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია უტყუარია. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში აღმოჩნდება, რომ შემსრულებელი ზემოაღნიშნული რომელიმე სტატუსის მქონე პირია ან გახდება, რის გამოც დამკვეთს/მყიდველს მიადგება მატერიალური ზიანი/ზარალი (მათ შორის საგადასახადო ჯარიმის/სანქციის დაკისრება, გადახდილი თანხის ხარჯებიდან ამოღება და ა.შ.), გამყიდველი იღებს ვალდებულებას აანაზღაუროს აღნიშნული ზიანი/ზარალი სრული მოცულობით დამკვეთის/მყიდველის წერილობითი მოთხოვნიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
ნასყიდობის საგანზე (ხელშეკრულების 1.1. პუნქტში აღნიშნული კომპონენტების მიხედვით ცალ–ცალკე) ვრცელდება გარანტია. გარანტიის ვადის ათვლა იწყება საბოლოო მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და მოქმედებს ___ (_______) წლის ვადით. გარანტიის მოქმედების პერიოდში გამყიდველი ვალდებულია, უსასყიდლოდ განახორციელოს შესაბამისი მომსახურება მიწოდებული მომსახურების/საქონლის ნორმალური ფუნქციონირების/ხარისხის უზრუნველსაყოფად. გარანტიის ფარგლებში დეფექტის, ნაკლოვანების წარმოშობის ან/და აღმოჩენის შემთხვევაში გამყიდველი ვალდებულია მყიდველის წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის განმავლობაში შეამოწმოს (ამასთან შემოწმების ხარჯებს არ იხდის მყიდველი) და გამოასწოროს წარმოშობილი ან/და აღმოჩენილი ნაკლოვანება/დეფექტი, ხოლო აღნიშნულის შეუსრულებლობის შემთხვევაში, გადაუხადოს მყიდველს ხსენებული ნაკლოვანების/დეფექტის საკუთარი სახსრებით გამოსწორებისათვის გაწეული ხარჯები, შესაბამისი შეტყობინების და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიღებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში. გარანტია არ ვრცელდება მიწოდებული ნასყიდობის საგნის ნორმალური გამოყენებით გამოწვეული ცვეთის შემთხვევაში, ასევე, მიწოდებული ნასყიდობის საგნის ექსპლუატაციის წესების დარღვევის შემთხვევაში.
8. ფორს–მაჟორი
მხარეები თავისუფლდებიან პასუხიმგებლობისაგან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ნაწილობრივი ან სრული შეუსრულებლობისათვის, თუ ეს გამოწვეულია დაუძლეველი ძალის გარემოებათა ზემოქმედების შედეგებით. ასეთი გარემოების დასტურს წარმოადგენს საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი.
მხარე, რომლისთვისაც წინამდებარე ხელშეკრულების შესრულება შეუძლებელი გახდა დაუძლეველი ძალის გარემოებათა წარმოქმნის შედეგად, ვალდებულია წერილობით აცნობოს მეორე მხარეს 3 (სამი) დღის განმავლობაში მათი წარმოქმნის დღიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უფლება აღარ ექნება მიუთითოს ამგვარ გარემოებებზე, როგორც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისაგან გათავისუფლების გარემოებაზე.
დაუძლეველი ძალის გარემოებათა დადგომისას მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადა გადაიწევა იმ დროით, რომლის განმავლობაშიც მოქმედებდა ეს გარემოებები.
9. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტის პირობები
წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა ხელმოწერისთანავე და მოქმედებს მხარეთი მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.
ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ვადამდე მყიდველის ინიციატივით, ცალმხრივად, თუ: 1. გამყიდველი არ ან არაჯეროვნად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, რის თაობაზეც გამყიდველს დარღვევის გამოსასწორებლად მიეცა დამატებითი ვადა წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად. ამასთან, დამატებითი ვადა შეიძლება არ მიეცეს, თუ აშკარაა, რომ მას შედეგი არ მოყვება, ან ვალდებულების არ ან არაჯეროვნად შესრულების გამო მყიდველს ხელშეკრულების საგნისადმი ინტერესი ეკარგება; 2. მყიდველი აღნიშნულის თაობაზე წინასწარ წერილობით შეატყობინებს გამყიდველს; 3. ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
10. დასკვნითი პირობები
მხარეებს შეუძლიათ ხელშეკრულებაში შეიტანონ ცვლილებები და დამატებები, რომლებიც უფლებამოსილი პირების მიერ ხელმოწერის შემდეგ ხდება წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი და მოქმედებს მასთან ერთად.
წინამდებარე ხელშეკრულების დანართები წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მოქმედებს მასთან ერთად.
ხელშეკრულების რომელიმე პირობის ბათილობა ან მომავალში გაბათილება არ იწვევს მთლიანად ხელშეკრულების გაბათილებას. ბათილი პირობის ნაცვლად მოქმედებს ის პირობა/დებულება, რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზანი.
ყოველი მხარე წერილობით ატყობინებს მეორე მხარეს, (5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში, იმ გარემოებების შესახებ, რომელთაც შეუძლიათ გავლენა იქონიონ მხარის მიერ თავისი ვალდებულებების შესრულებაზე (რეორგანიზაცია, რეკვიზიტების ცვლილება, გადახდისუუნარობა ან მისი ალბათობა, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვა/შეჩერება/გაუქმება და სხვა). მხარე რომელიც არ ატყობინებს ან არადროულად ატყობინებს მეორე მხარეს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ, ვალდებულია მეორე მხარეს აუნაზღაუროს ამასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ზარალი/ზიანი. შესაბამისი შეტყობინების განუხროციელებლობის შემთხვევაში წერილი ჩაბარებულად ითვლება ძველ რეკვიზიტზე გაგზავნის შემთხვევაში.
ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი საკითხები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მხარეები ადასტურებენ,რომ ხელშეკრულების შინაარსი ზუსტად გამოხატავს მხარეთა ნებას და რომ მათ მიერ ნების გამოვლენა მოხდა ხელშეკრულების შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ სიტყვა–სიტყვითი მნიშვნელობიდან.
ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 2 (ორი) იდენტურ ეგზემპლარად და თითო პირი გადაეცემა შესაბამის ხმარეს.
მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები
„მყიდველი“ |
„მიმწოდებელი“ |
სს „კ. xxxxxxxxx სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ |
|
მის: ქ.თბილისი, კ. ჩაჩავს ქ.N7 ს/კ: 202051689 მომსახურე ბანკი: ბანკის კოდი: ა/ა (IBAN): |
მის: ს/კ: მომსახურე ბანკი: ბანკის კოდი: ა/ა (IBAN): |
__________________ /x. ბაზაძე/ |
__________________ /––––––––––––––––/ |