Contract
ნასყიდობის ხელშეკრულება №რქმ/
ქ. თბილისი 2018 წელი
ერთის მხრივ, შპს `ჯიარ ქონების მართვა~ (ს/კ 202460103), შემდგომში –
~გამყიდველი~, წარმოდგენილი მისი გენერალური დირექტორის xxxx xxxxxxxxx სახით და მეორეს მხრივ, (პ/ნ ს/კ ), შემდგომში – ~მყიდველი~, შპს
”ჯიარ ქონების მართვის” მიერ 2018 წლის გამოცხადებული № /
ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ-აუქციონი) შედეგების საფუძველზე და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1 შპს ”ჯიარ ქონების მართვის” მიერ ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ-აუქციონი)
წესით სატრანსპორტო საშუალების რეალიზება.
1.2 მოცემული ქონება არ ექვემდებარება სსიპ „შსს-ს მომსახურების სააგენტოში“ მყიდველზე გადაფორმებას, როგორც სატრანსპორტო საშუალება.
1.3 ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს რელიზებული ქონების თაობაზე გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ-აუქციონის) პირობები და შესაბამის ველში განთავსებული წესები და პირობები (საჯარო ხელშეკრულება).
2. ხელშეკრულების ობიექტი
2.1 წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე ”გამყიდველი” გადასცემს ”მყიდველს”
სატრასპორტო საშუალებას:
გამოუყენებელ).
(დაუკომპლექტებელი, ექსპლუატაციისათვის
2.2 ”მყიდველი” საკუთრების უფლებას შეძენილ ქონებაზე იძენს ქონების სრული საფასურის გადახდისა და 5.1 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გაფორმების მომენტიდან.
3. ხელშეკრულების ღირებულება
3.1 ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ( ) ლარი, დღგ-ს ჩათვლით (ელექტრონულ აუქციონზე ”მყიდველის” მიერ ლოტზე დაფიქსირებული საბოლოო თანხა).
4. ანგარიშსწორების პირობები
4.1 ”მყიდველის” მიერ ხელშეკრულების 3.1 პუნქტში მითითებული თანხა წინასწარი ანგარიშსწორებით (გადახდილი ”ბე”-ს გათვალისწინებით) ჩარიცხულია შპს ”ჯიარ ქონების მართვა”-ს საბანკო რეკვიზიტებზე, რაც დასტურდება საგადასახადო დავალებებით (თან ერთვის);
4.2 ”მყიდველის” მიერ გადახდილი ”ბე”-ს თანხა ჩაითვლება ქონების ფასის საბოლოო ანგარიშსწორებისას;
5. გაყიდული ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
5.1 ხელშეკრულების 3.1 პუნქტში მითითებული საერთო ღირებულების სრულად დაფარვის შემდეგ ”მყიდველსა” და ”გამყიდველს” შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი;
5.2 ქონების გატანის პროცესში მყიდველმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოების ნორმების დაცვა (მათ შორის გარემოსდაცვითი და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმების დაცვა), რომელთა დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების
პასუხისმგებლობა ეკისრება მყიდველს;
5.3 ქონების გატანის, სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირების, საჭიროებისას შეკეთების, აუცილებელი საბუთების გაფორმების და ამასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს მყიდველი;
5.4 ქონების გატანასთან დაკავშირებული პროცედურები (ტრანსპორტირება და სხვა) უნდა განხორციელდეს მხოლოდ სამუშაო დღეებში 900 საათიდან - 1700 საათამდე;
5.5 ქონების გატანასთან და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პროცედურების ხელშეკრულების პირობებისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებაზე და გატანის ვადების დაცვაზე პასუხისმგებელია „მყიდველი“.
5.6 ”გამყიდველის” მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერაზე, უფლებამოსილი პირია,
- , ტელ.: .
6. მხარეთა უფლებები და მოვალეობები
6.1 ”გამყიდველი” ვალდებულია ”მყიდველს” გადასცეს წინამდებარე ხელშეკრულების 2.1
პუნქტში განსაზღვრული ქონება;
6.2 ”მყიდველი” ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში უზრუნველყოს ხელშკეურლების ობიექტის გატანა ”გამყიდველის ტერიტორიიდან”;
6.3 ხელშეკრულების 6.2 პუნქტის მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში ”მყიდველი” ვალდებულია ”გამყიდველს” გადაუხადოს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საგნის საერთო ღირებულების 0,1 %.
6.4 შეძენილი ქონების ადგილზე დაჭრისა თუ უტილიზაციის შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია გაიტანოს დარჩენილი ნარჩენები და გაასუფთაოს ტერიტორია (ასეთის არსებობის შმთხვევაში), გატანიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) დღის ვადაში.
6.5 ხელშეკრულების 6.4 პუნქტის მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში ”მყიდველი” ვალდებულია ”გამყიდველს” გადაუხადოს პირგასამტეხლო ქონების ღირებულების 0,05%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
7. დავის გადაწყვეტა
7.1 მხარეები მიიღებენ ყველა შესაძლო ზომას, რათა მათ შორის წარმოშობილი უთანხმოება და დავა გადაწყვიტონ ურთიერთშეთანხმებით;
7.2 შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას გადაწყვეტს სასამართლო ხელშეკრულების პირობებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
8. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
8.1 ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და ძალაშია მხარეთა მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.
9. დასკვნითი დებულებები
9.1 ხელშეკრულებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანა დასაშვებია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით, რაც ფორმდება წერილობითი ფორმით.
9.2 მხარეთა შორის ოფიციალური ურთიერთობები (მიმოწერა, შეტყობინება, ფულადი
ტრანზაქცია და სხვა) უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების მე‐11 პუნქტში მითითებულ რეკვიზიტებზე. ამასთან, მხარე, რომლის რეკვიზიტებიც არასწორადაა
მითითებული ხელშეკრულებაში ან დამატებით შეტყობინებაში, თვითონ აგებს პასუხს დამდგარ შედეგებზე.
9.3 მხარეები ვალდებული არიან მისამართებისა და რეკვიზიტების შეცვლის თაობაზე ერთმანეთს აცნობონ დაუყოვნებლივ.
9.4 წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად.
9.5 წინამდებარე ხელშეკრულება არ შეიცავს რაიმე დამატებით წერილობით ან სიტყვიერ შეთანხმებას.
10. მხარეთა რეკვიზიტები
”გამყიდველი” ”მყიდველი”
შპს ”ჯიარ ქონების მართვა”
ქ.თბილისი, თამარ მეფის №15 ტელ.: 591 400 320
პ/ნ ს/კ
ტელ.:
გენერალური დირექტორი
xxxx xxxxxxxx
მიღება-ჩაბარების აქტი
ქ. თბილის 2018 წელი
ერთის მხრივ, შპს ”ჯიარ ქონების მართვა”, შემდგომში ”გამყიდველი”,
წარმოდგენელი მისი
- სახით და მეორეს მხრივ,
(პ/ნ ს/კ ), შემდგომში ”მყიდველი”, ვდებთ წინამდებარე აქტს მასზედ, რომ ”გამყიდველმა” გადასცა, ხოლო ”მყიდველმა” მიიღო 2018
წლის
გაფორმებული #რქმ/
ხელშეკრულების მე-2 პუნქტით
განსაზღვრული ნასყიდობის ობიექტი: სატრანსპორტო საშუალება
(დაუკომპლექტებელი, ექსპლუატაციისათვის გამოუყენებელი).
მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია 4 ეგზემპლარად, წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და თან ერთვის.
”გამყიდველი” ”მყიდველი”
შპს ”ჯიარ ქონების მართვა”
_