ხელშეკრულება N10-213
ხელშეკრულება N10-213
ქ. თბილისი 22 მაისი 2019 წელი.
შპს „თბილსერვის ჯგუფი“, მისი დირექტორის xxxxx xxxxxxxxx (შემდგომში “შემსყიდველი”) ერთის მხრივ და შპს „ეკოფრე“, მისი დირექტორის xxxxxx xxxxxxxxx სახით (შემდგომში “მიმწოდებელი”) მეორეს მხრივ, ვხელმძღვანელობთ რა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ს1“ ქვეპუნქტის და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს N13 ბრძანებით დამტკიცებული
„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი“-ს მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1 ხელშეკრულების საგანია შპს „თბილსერვის ჯგუფი“-სათვის თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე არსებული საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების სრული ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარის (ბიოტალ 40)-ის სერვისული მომსახურების შეძენა (CPV კოდი 90400000) (შპს
„თბილსერვის ჯგუფი“-ს კუთვნილი თანხებით).
მომსახურების დასახელება | მომსახურების რაოდენობა |
თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე არსებული საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების სრული ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარის (ბიოტალ 40)-ის სერვისული მომსახურება: 1. სადგურის გაწმენდა-გარეცხვა 2. დამცავი ბადის გაწმენდა 3. სადგურის მესამე ბიორეაქტორის გაწმენდა 4. დონეების მაჩვენებლების გაწმენდა 5. მილსადენის ფილტრების გაწმენდა 6. ლამის კონცენტრაციის შემოწმება 7. R-ლიფტების მუშაობის შემოწმება 8. ელ. მაგნიტური კლაპნების გაწმენდა 9. კომპრესორების ტექნიკური დათვალიერება 10. ტუმბოების ტექნიკური დათვალიერება 11. მილსადენების შემოწმებაგადაჭრა 12. სააერაციო სისტემების შემოწმება 13. ელ. შეერთებების შემოწმება 14. ,,MITSUBISHI” მოდულის დაპროგრამებული პარამეტრების მუშაობის შემოწმება | 7 |
2. ხელშეკრულების ღირებულება
2.1. შესასყიდი ობიექტის ფასი განისაზღვრება ეროვნულ ვალუტაში;
2.2. შესასყიდი მომსახურების ღირებულება (ხელშეკრულების ფასი) განისაზღვრება 1 260 (ერთი ათას ორას სამოცი) ლარის ოდენობით დღგ-ს ჩათვლით მათ შორის თითოეულ თვეზე მომსახურების ღირებულებაა 180 (ას ოთხმოცი) ლარი.
3. შესასყიდი ობიექტის ხარისხი
3.1 მიმწოდებელი პასუხისმგებლობას კისრულობს, რომ შესასყიდი მომსახურება შეესაბამება ყველა მოქმედ თანამედროვე ტექნიკურ სტანდარტებს და ნორმებს.
3.2 მიმწოდებელი აცხადებს, რომ შესასყიდი მომსახურება იქნება უნაკლო.
4. შესასყიდი ობიექტის მიწოდების ვადები და ადგილი
4.1. შესასყიდი მომსახურება ხორციელდება 2019 წლის 01 ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით;
4.2. მიწოდების ადგილი - ქ. თბილისი, დიდი ლილოს მიმდებარე ტერიტორია.
5. შესასყიდი ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
5.1 შესასყიდი ობიექტის მიღება ფორმდება შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების (შესრულების) აქტით.
5.2 მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დასტურდება მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტით;
5.3 მომსახურების მიღება-ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს შპს „თბილსერვის ჯგუფი“-ს საყოფაცხოვრებო ნადჩენების მართვის სამსახურის უფროსი xxxxx xxxxxxxx.
5.4 თუ მომსახურების გაწევის პროცესში აღმოჩნდება, რომ მომსახურება უხარისხო ან ნაკლოვანია, რაც დაფიქსირდება მიღება-ჩაბარების აქტში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ნაკლის აღმოფხვრა.
6. ანგარიშსწორების წესი და პირობები
6.1. შესასყიდი ობიექტის ღირებულება დაიფარება არა უგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა მიღება- ჩაბარების (შესრულების) აქტის გაფორმების შემდეგ;
6.2. ანაზღაურება მიმწოდებელთან განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
7. მხარეთა უფლება-მოვალებანი
7.1. “შემსყიდველი” ვალდებულია:
7.1.1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას საქმის კურსში ჩააყენოს
„მიმწოდებელი” ყველა განსაკუთრებული გარემოების შესახებ;
7.1.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, აუნაზღაუროს „მიმწოდებელს” გაწეული მომსახურების ღირებულება;
7.1.3 აუნაზღაუროს მიმწოდებელს ის ზიანი, რაც გამოწვეულია მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით.
7.1.4 ხელი შეუწყოს მიმწოდებელს 1.1 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების სრულყოფილად ჩასატარებლად.
7.2 “შემსყიდველს” უფლება აქვს:
7.2.1. შეამოწმოს გაწეული მომსახურების ხარისხის შესაბამისობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან, ასევე განახორციელოს კონტროლი და ზედამხედველობა “მიმწოდებლის” მიერ ხელშეკრულების პირობების დაცვაზე;
7.2.2 მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რაც გამოწვეულია მიმწოდებლის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით;
7.2.3 მოსთხოვოს მიმწოდებელს ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი, დროული და კეთილსინდისიერი შესრულება;
7.3. “მიმწოდებელი” ვალდებულია:
7.3.1. დაიცვას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა;
7.3.2 კვალიფიციურად გაუწიოს შემსყიდველს ამ ხელშეკრულების 1.1 მუხლში აღნიშნული მომსახურება;
7.3.3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას საქმის კურსში ჩააყენოს “შემსყიდველი” ყველა განსაკუთრებული გარემოების შესახებ;
7.3.4 აუნაზღაუროს შემსყიდველს ის ზიანი, რაც გამოწვეულია მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით.
7.3.5 საკუთარი ხარჯებით გამოასწოროს გამოვლენილი ნაკლი;
7.4. “მიმწოდებელს” უფლება აქვს:
7.4.1. წარუდგინოს შემსყიდველს ფიზიკურად გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაცია, რომელსაც ხელი მოეწერება მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურება შემსყიდველის
მიერ ხარისხობრივი შემოწმების და მოწონების შემდეგ და მოითხოვოს გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით;
7.4.2 მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რაც გამოწვეულია შემსყიდველის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით;
7.4.3 მოსთხოვოს შემსყიდველს ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი, დროული და კეთილსინდისიერი შესრულება;
8. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
8.1 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადების გადაცდენის შემთხვევაში ყოველი დაგვიანებული დღისათვის მხარეს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების
0.5 % ოდენობით;
8.2 იმ შემთხვევაში, თუ ვადების გადაცდენისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური მოცულობა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 5%-ს, შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება;
8.3 საჯარიმო სანქციის გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან;
9. ხელშეკრულების ინსპექტირების პირობები
9.1. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია აწარმოოს გაწეული მომსახურების მოცულობისა და ხარისხის ინსპექტირება.
9.2 ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების კონტროლს განახორციელებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“-ს ინსპექტირების ჯგუფი.
9.3. მიმწოდებლის შერჩევის, ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელი პირების ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტში არარსებობის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულებას თან ერთვის.
9.4. გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრასთან და ხელახალ ინსპექტირებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება „მიმწოდებელს” საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
10. ხელშეკრულების შეწყვეტა
10.1 ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ;
10.2 ხელშეკრულების დამდები მხარე, რომელიც მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს მიღებული გადაწყვეტილება, მისი მიღების საფუძველი და ამოქმედების თარიღი.
10.3 ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან.
11. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა
11.1. მხარეები უფლებამოსილნი არიან მოახდინონ ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა და ცვლილება შეიტანონ მოქმედ ხელშეკრულებაში;
11.2 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის ინიციატორმა მხარემ წერილობითი სახით უნდა აცნობოს მეორე მხარეს შესაბამისი დასაბუთებული ინფორმაცია.
11.3 დაუშვებელია ხელშეკრულებაში იმგვარი ცვლილების შეტანა, რომლითაც უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის ან იზრდება ხელშეკრულების ღირებულება, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის და „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულებით“ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
11.4 ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების დანართის სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
12. ფორსმაჟორი.
12.1 მხარეები არ აგებენ პასუხს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისათვის, თუ ეს გამოწვეულია ფორსმაჟორული გარემოების დადგომის გამო და თუ ეს დაიწყო ან განვითარდა ხელშეკრულების დადების შემდეგ;
12.2 ამ მუხლის მიზნებისათვის „ფორს-მაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემსყიდველისა და/ან მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნას ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით, დაფინანსების მკვეთრი შემცირებით და სხვა.
12.3 ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
13. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
13.1. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების ხელისმოწერის დღიდან 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით;
14. დავები და მათი გადაწყვეტის წესი
14.1. წამოჭრილი დავები ან აზრთა სხვადასხვაობა შესაძლებელია გადაწყვეტილ იქნას მხარეთა ერთობლივი მოლაპარაკების საფუძველზე;
14.2. თუ “შემსყიდველი” და “მიმწოდებელი” მოლაპარაკების დაწყებიდან 10 (ათი) დღის განმავლობაში ვერ შეძლებენ შეთანხმების საფუძველზე გადაწყვიტონ დავა, მაშინ ნებისმიერ მხარეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
15. სხვა პირობები
15.1 ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით;
15.2. არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება გადასცეს მესამე პირს თავისი უფლებები და მოვალეობები, მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე;
15.3. მესამე პირთან ურთიერთობაში მხარეები მოქმედებენ თავიანთი სახელით, ხარჯებითა და რისკით;
15.4 წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე პუნქტის ბათილად ცნობა არ იწვევს მთელი ხელშეკრულების ან მისი სხვა პუნქტების ბათილობას.
15.5 წინამდებარე ხელშეკრულება არ შეიცავს არანაირ სიტყვიერ დამატებას.
15.6 დანართები წარმოადგენენ ამ ხელშეკრულების შემადგენელ, განუყოფელ ნაწილს და მოქმედებენ მხოლოდ მასთან ერთად.
15.7 მხარეებს შორის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე;
15.8 წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ძალაშია მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი წერილობითი ფორმითაა შედგენილი და ხელმოწერილია მხარეთა მიერ;
19.9 ხელშეკრულება შედგენილია ელექტრონული ფორმით, რომელსაც აქვს ელექტრონული ხელმოწერა როგორც შემსყიდველი, აგრეთვე მიმწოდებელი ორგანიზაციის მხრიდან.
16.მხარეთა ხელმოწერები და რეკვიზიტები:
„შემსყიდველი“ შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დირექტორი x. ჯღარკავა | „მიმწოდებელი“ შპს „ეკოფრე“ დირექტორი x. xxxxxxxx |
ECOPR
Digitally signed by ECOPRE LTD
Date:
E LTD
2019.05.22
13:16:24
+04'00'