ხელშეკრულება სამშენებლო სამუშაოების წარმოების შესახებ N - - - -
ხელშეკრულება სამშენებლო სამუშაოების წარმოების შესახებ N - - - -
წინამდებარე ხელშეკრულება სამშენებლო სამუშაოების შესახებ (შემდგომში „ხელშეკრულება“) გაფორმებულია ქ. თბილისში, 2020 წლის ____________________ შემდეგ მხარეებს შორის:
მეორე მხრივ, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, საიდენტიფიკაციო ნომერი 203826002 (შემდგომში „დამკვეთი“), წარმოდგენილი მისი გენერალური დირექტორის xxxxxx xxxxxxxxxx მიერ,
მეორე მხრივ, შპს - - - - - - - - - - , საიდენტიფიკაციო ნომერი - - - - - - - - (შემდგომში „შემსრულებელი“), წარმოდგენილი მისი დირექტორის, - - - - - - - - - მიერ;
შემდგომში „დამკვეთი“ და „შემსრულებელი“ ერთობლივად ხსენებული, როგორც „მხარეები“, ხოლო ცალ-ცალკე - როგორც „მხარე“
ხელშეკრულების საგანი
წინამდებარე „ხელშეკრულების“ საფუძველზე და მისი პირობების შესაბამისად, „დამკვეთი“ უკვეთავს, ხოლო „შემსრულებელი“ იღებს ვალდებულებას შეასრულოს წინამდებარე „ხელშეკრულების“ 1.2. პუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაო, ხოლო „დამკვეთი“ თანახმაა, მიღებული სამშენებლო სამუშაოს სანაცვლოდ, გადაუხადოს „შემსრულებელს“ შეთანხმებული ანაზღაურება.
წინამდებარე „ხელშეკრულების“ საფუძველზე გასაწევი სამშენებლო სამუშაო (შემდგომში „სამშენებლო სამუშაო“) გულისხმობს - - - - - - - -- - (შემდგომში „ობიექტი“) რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულებას დანართში N1 წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად.
„ხელშეკრულებას“ თან ერთვის ქვემოთ ჩამოთვლილი დანართები და თითოეული მათგანი წარმოადგენს „ხელშეკრულების“ განუყოფელ ნაწილს:
დანართი N 1 – „სამშენებლო სამუშაოს“ პროექტი;
დანართი N 2 – „სამშენებლო სამუშაოს“ შესრულების გეგმა-გრაფიკი;
დანართი N 3 - შრომის ორგანიზების ყოველდღიური გეგმა (ამოღებულია);
დანართი N4 - ხარჯთაღრიცხვა
„სამშენებლო სამუშაოს“ შესრულების ვადა
„შემსრულებელმა“ „სამშენებლო სამუშაო“ უნდა შეასრულოს - - - ( - - - ) კალენდარული დღის ვადაში „სამშენებლო სამუშაოების დაწყების“ თარიღიდან.
„სამშენებლო სამუშაო“ „შემსრულებელმა“ უნდა შეასრულოს კვირაში - - დღე, - - საათიანი სამუშაო რეჟიმით (შემდგომში „სამუშაო რეჟიმი“).
„სამშენებლო სამუშაოს“ შესრულების დეტალური გეგმა-გრაფიკი წარმოდგენილია დანართში N2, ხოლო შრომის ორგანიზების ყოველდღიური გეგმა წარმოდგენილია დანართში N3.
„სამშენებლო სამუშოების“ შესრულება და „სამშენებელო სამუშაოს“ ცვლილება
წინამდებარე „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული „სამშენებლო სამუშაოს“ დაწყების ზუსტ თარიღს „დამკვეთი“ „შემსრულებელს“ აცნობებს ელექტორნული ფოსტის საშუალებით: „შემსრულებლის“ წინამდებარე „ხელშეკრულების“ 3.3 მუხლში მითითებულ ელ. ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნის გზით (შემდგომში „სამშენებლო სამუშაოს დაწყების თარიღი“). „შემსრულებელი“ ვალდებულია შეტყობინებაში მითითებულ თარიღზე დაიწყოს „სამშენებლო სამუშო“. თუ აღნიშნული თარიღიზე „შემსრულებელი“ არ დაიწყებს „სამშენებლო სამუშაოების“ წარმოებას ეს ჩაითვლება „შემსრულებლის“ მიერ წინამდებარე „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულების დარღვევად და „დამკვეთი“ უფლებამოსილია „შემსრულებლის“ მიმართ გამოიყენოს წინამდებარე „ხელშკერულების“ 14.6 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება.
„შემსრულებელი“ ვალდებულია, რომ „სამშენებლო სამუშაოები“ განახორციელოს შრომის ორგანიზების ყოველდღიური გეგმის შესაბამისად.
„სამშენებლო სამუშაოების“ მიმდინარეობის პროცესზე პასუხისმგებელი პირები არიან:
„დამკვეთის“ მხრიდან: - - - - - - , მობ: +995 - - - - - - -, E-mail: - - - - - - / - - - - - -, მობ: +995 - - - - - -, E-mail: - - - -- - - - / - - - - -, მობ: +995 - - - - - - -, E-mail - - - - - -- -
„შემსრულებლის“ მხრიდან: - - - - - - - -, მობ: +995 - - - - - - - - E-mail: - - - -- - -- - -
„შემსრულებელმა“ „სამშენებლო სამუშაოები“ უნდა განახორციელოს წინამდებარე ხელშეკრულების 2.2 მუხლში მითითებული „სამუშაო რეჟიმის“ შესაბმისად. იმ შემთხვევისა, თუ „სამშენებლო სამუშაოების“ სპეციფიკა და/ან „სამშენებლო სამუშაოების“ წარმოების შესახებ გაცემული ნებართვა (შემდგომში „ნებართვა“) ამას სხვაგვარად ითვალისწინებს, „შემსრულებელი“ ვალდებულია აღნიშნული შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს „დამკვეთს“ და დაემორჩილოს „ნებართვის“ მოთხოვნებს. თუ „სამუშაო რეჟიმის“ ცვლილება გავლენას ახდენს დანართებში N2 და N3 წარმოდგენილ „სამშენებლო სამუშაოების“ შესრულების გრაფიკზე, მათ შორის, იცვლება „სამუშაოების“ დასრულების თარიღი, ასეთ შემთხვევაში, „შემსრულებელი“ ვალდებულია „დამკვეთს“ წერილობით აცნობოს აღნიშნულის შესახებ და განსახილველად და შესათანხმებლად წარუდგინოს (1) შესრულებული „სამშენებლო სამუშაოს“ შესახებ ანგარიში, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და (2) განახლებული გრაფიკი, „სამშენებლო სამუშაოების“ დასრულების თარიღის ცვლილების გარეშე. „სამშუშაო რეჟიმის“ და/ან „სამშენებლო სამუშაოების“ შესრულების გრაფიკის ცვლილება უნდა დადასტურედ „მხარეთა“ მიერ წერილობით დოკუმენტით.
(ამოღებულია)
„სამშენებლო სამუშაოების“ შესრულების პროცესში „შემსრულებელი“ ვალდებულია დაიცვას წინამდებარე „ხელშეკრულების“ პირობები და სამშენებლო სფეროში მოქმედი ნორმები და წესები.
„შემსრულებელი“ ვალდებულია, რომ „სამშენებლო სამუშაოების“ მთელი ვადის განმავლობაში სამშენებლო ტერიტორიაზე განთავსებული ქონდეს „სამშენებლო სამუშაოებთან“ დაკავშირებული საინფორმაციო დაფა, რომელზეც აღნიშნული უნდა იყოს სულ მცირე შემდეგი: ინფორმაცია „დამკვეთის“ შესახებ, ინფორმაცია „შემსრულების“ შესახებ, „სამშენებლო სამუშაოების“ დაწყების და დასრულების თარიღები.
წინამდებარე „ხელშეკრულებაზე“ ხელმოწერით, „შემსრულებელი“ ადასტურებს და ეთანხმება, რომ სამშენებლო ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციის, გარდა „დამკვეთის“ საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელებისა, არსებობა, წარმოადგენს „სამშენებლო სამუშაოების“ განხორციელების თანმდევ რისკს. „დამკვეთი“ „შემსრულებელს“ გადასცემს ინფორმაციას მიწისქვეშა კომუნიკაციების საორიენტაციო მდებარეობის შესახებ, ხოლო „შემსრულებელი“ ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმოს და „სამშენებლო სამუშაოების“ წარმოება შეათანხმოს მიწისქვეშა კომუნიკაციის მფლობელ/მესაკუთრე იურიდიულ და/ან ფიზიკურ პირებთან. ნებისმიერ შემთხვევაში, „დამკვეთი“ პასუხს არ აგებს „სამშენებლო სამუშაოების“ წარმოების პროცესში მიწისქვეშა კომუნიაციების დაზიანებაზე და ასეთი დაზიანებით მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე.
წინამდებარე „ხელშეკრულებაზე“ ხელმოწერით, „შემსრულებელი“ ადასტურებს და ეთანხმება, რომ „სამშენებლო სამუშაოების“ სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ „სამშენებლო სამუშაოების“ მიმდინარეობის პროცესში აუცილებელი გახდეს თანმდევი დამატებითი სამუშაოების შესრულება და შესაბამისად, იღებს ვალდებულებას შეასრულოს ასეთი თანმდევი სამუშაოები შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ. თანმდევი სამუშაოების ანაზღაურება განხორციელდება არაუმეტეს წინამდებარე „ხელშეკრულების“ დანართი N4 მოცემული განფასებისა და სამშენებლო რესურსების ფასების (გამომშვები ორგანო: მშენებლობის შემფასებელთა კავშირი) შესაბამისად, თუ „მხარეები“ სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. ასეთი შეთანხმება გაფორმებული უნდა იყოს წერილობით.
„სამშენებლო სამუშაოების“ წარმოების მთელი ვადის განმავლობაში „შემსრულებელი“ ვალდებულია, რომ სამშენებლო მოედანზე და/ან ნებისმიერი დამხმარე ტერიტორიაზე უზრუნველყოს სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დაცვა, რაც, შეზღუდვის გარეშე მოიცავს, „შემსრულებელის“ ვალდებულებას, რომ უზრუნველყოს სამშენებლო ტერიტორიის შემოღობვა, სამშენებლო ტერიტორიაზე მომუშავე ყველა პირი აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი სპეციალური უნიფორმით; სამშენებლო ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერ და ყველა პირისათვის უზრუნველყოს უსაფრთხოების ნორმების დაცვა და ა.შ.
იმ შემთხვევაში, თუ „დამკვეთი“ „შემსრულებელს“ გადასცემს „სამშენებლო სამუშაოების“ პერიოდისათვის შემუშავებულ და დამტკიცებულ სატრანსპორტო სქემას, მაშინ „შემსრულებელი“ ვალდებულია დაიცვას ასეთი სქემის მოთხოვნები.
„შემსრულებელი“ ვალდებულია, რომ მოთხოვნა იმ მასალის მიღების შესახებ, რომლის მიწოდების ვალდებულებაც გააჩნია „დამკვეთს“ დანართის N2 შესაბამისად, „დამკვეთს“ წარუდგინოს არაუგვიანეს ასეთი მასალის მიღებამდე სულ მცირე 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე. მოთხოვნა მასალის მიღების შესახებ, უნდა გააგზავნოს ელექტრონული ფოსტის საშუალებით „ხელშეკრულების“ 3.3 მუხლში მითითებულ მისამართზე. მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს: ა) სამუშაოების დასახელება; ბ) პროექტის კოდი (GWP--------); გ) მასალის დასახელება; დ) მასალის რაოდენობა. მასალის ტრანსპორტირებას „დამკვეთის“ მიერ მითითებული ადგილიდან საკუთარი ხარჯით განახორციელებს „შემსრულებელი“. იმ შემთხვევაში, თუ „დამკვეთი“ ვერ უზრუნველყოფს „შემსრულებლისათვის“ მოთხოვნილი მასალის ხელმისაწვდომობას ზემოაღნიშნულ ვადაში და აღნიშნული გამოიწვევს „სამშენებლო სამუშაოების“ წარმოების შეჩერებას, მაშინ „სამშენებლო სამუშაოს“ შესრულების ვადა გადაიწევს მასალის მიწოდებისათვის საჭირო დამატებითი ვადის პროპორციულად. „შემსრულებლის“ მიერ მასალის დაგვიანებით მოთხოვნა ან/და გატანა არ გამოიწვევს „სამშენებლო სამუშაოს“ შესრულების ვადების ცვლილებას „შემსრულებლის“ სასარგებლოდ.
„შემსრულებელი“ ვალდებულია „დამკვეთის“ საწყობიდან გასული სამშენებლო მასალის სათანადო მოვლა-პატრონობაზე და იმ შემთხვევაში, თუ ამ პერიოდის განმავლობაში დაზიანდება სამშენებლო მასალა „შემსრულებელი“ სრულად არის პასუხსიმგებელი ამ გაუარესებაზე. გამოუყენებელი მასალის უკან დაბრუნების შემთხვევაში, „დამკვეთი“ შეამოწმებს დაბრუნებულ საქონელს და იმ შემთხვევაში, თუ საქონელი დაზიანებულია, „დამკვეთს“ უფლება აქვს უარი განაცხადოს ასეთი საქონლის მიღებაზე და შესაბამისი ღირებულება დაქვითოს „შემსრულებლისთვის“ გადასახდელი ნებისმიერი ანაზღაურებიდან.
„შემსრულებელი“ ვალდებულია, რომ „სამშენებლო სამუშაოების“ წარმოების მთელი ვადის განმავლობაში უზრუნველყოს, რომ სამშენებლო ტერიტორიაზე მუდმივად იმყოფებოდეს პასუხისმგებელი პირი.
(ამოღებულია)
იმ შემთხვევაში, თუ „სამშენებლო სამუშაოები“ მიმდინარეობს 24 საათიან რეჟიმში, კვირაში 7 დღე, მაშინ „შემსრულებელი“ ვალდებულია, რომ უზრუნველყოს „სამშენებლო სამუშაოების“ უწყვეტ რეჟიმში წარმოება და ადგილზე მუდმივად იმყოფებოდეს „სამშენებლო სამუშაოებზე
პასუხისმგებელი პირი. იმ შემთხვევაში, თუ „სამშენებლო სამუშაოების“ წარმოების ვადის განმავლობაში „დამკვეთისათვის“ ცნობილი გახდება, ნებისმიერი გზით, რომ „შემსრულებლის“ პასუხისმგებელი პირი არ იმყოფება სამშენებლო ტერიტორიაზე ან/და არ მიმდინარეობს „სამშენებლო სამუშაოები“ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, „დამკვეთი“ უფლებამოსილია, რომ „შემსრულების“ მიმართ გამოიყენოს წინამდებარე „ხელშკერულების“ 14.6 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება.იმ შემთხვევაში, თუ „სამშენებლო სამუშაოები“ ნეიბისმიერი მიზეზით დროებით ჩერდება/წყდება, „შემსრულებელი“ ვალდებულია, რომ სამშენებლო მოედანი დატოვოს მოწესრიგებულ და უსაფრთხო მდგომარეობაში, ყველა საჭირო მონიშვნით.
„შემსრულებელი“ ვალდებულია, რომ „სამშენებლო სამუშაოების“ დასრულებამდე 2 (ორი) სამუშაო დღით ადრე „ზედამხედველს“ და „პროექტის მენეჯერს“ ელექტრონული ფოსტის საშუალებით აცნობოს „სამშენებლო სამუშაოების“ დასრულების თარიღი, რომელ თარიღზეც „ზედამხედველი“ და „პროექტის მენეჯერი“ შეამოწმებენ „სამშენებლო სამუშაოებს“ და მიიღებენ გადაწყვეტილებას „სამშემენლო სამუშაოების“ დასრულების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ თარიღზე არ იქნება დასრულებული „სამშენებლო სამუშაოები“, მაშინ ადგილზე შედგება აქტი და „შემსრულებელს“ „დამკვეთის“ მიერ განესაზღვრება დამატებითი ვადა „სამშენებლო სამუშაოების“ დასრულებისთის, რა ვადაშიც „შემსრულებელი“ ვალდებულია დაასრულოს „სამშენებლო სამუშაოები“. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გადავადება არღვევს „ხელშეკრულების“ 2.1 მუხლით განსაზღვრულ „სამშენებლო სამუშაოების“ შესრულების ვადას, მაშინ „დამკვეთი“ ასევე უფლებამოსილია ისარგებლოს „ხელშეკრულების“ 14.6 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით.
იმ შემთხვევაში, თუ „სამშენებლო სამუშაოს“ მიმდინარეობის პროცესში გამოიკვეთა ისეთი გარემოებები, რაც „შემსრულებელისთვის“ შეუძლებელს ხდის „სამშენებლო სამუშაოს“ გაგრძელებას მიცემული დავალების შესაბამისად და/ან „სამშენებლო სამუშაოს“ შესრულებით შეუძლებელია იმ მიზნის მიღწევა, რა მიზნითაც „დამკვეთმა“ წამოიწყო აღნიშნული სამუშაო, ან/და „დამკვეთს“ სურს გაზარდოს ან/და შეამციროს „სამშენებლო სამუშაოს“ მოცულობა, ან/და არსებობს სხვა გარემოება, რომელიც აუცილებელს ხდის „სამშენებლო სამუშაოს“ ცვლილებას, „მხარეები“ იღებენ ვალდებულებას, რომ შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში მოილაპარაკონ და შეათანხმდნენ „სამშენებლო სამუშაოს“ ცვლილების შესახებ.
„სამშენებლო სამუშაოს“ ცვლილება უნდა გაფორმდეს წერილობით. იმ შემთხვევაში, თუ „შემსრულებელი“ განახორციელებს „სამშენებლო სამუშაოების“ ცვლილებას იმგვარად, რომ ეს არ იქნება შეთანხმებული ზემოთ მითითებული ფორმით და წესით, ეს არ ჩაითვლება „სამშენებლო სამუშაოების“ ცვლილებად და „დამკვეთს“ უფლება აქვს არ მიიღოს ასეთი სამუშაოები და არ აანაზღაუროს მათი ღირებულება.
გადაერთების სამუშაოების შესრულება
იმ შემთხვევაში, თუ „სამშენებლო სამუშაოები“ მოიცავს წყალსადენის ან/და წყალარინების ქსელ(ებ)ის გადაერთებით სამუშაოებს (შემდგომში „გადაერთების სამუშაოები“), მაშინ „შემსრულებელი“ ვალდებულია დაიცვას შემდეგი პირობები და პროცედურა:
„გადაერთების სამუშაოების“ დაწყებამდე 3 სამუშაო დღით ადრე „შემსრულებელმა“ „დამკვეთს“ უნდა წარუდგინოს „გადაერთების სამუშაოების“ გეგმა-გრაფიკი, შრომითი და მატერიალური რესურსების ჩამონათვალი/აღწერა გადაერთების თითოეული წერტილისათვის.
წინამდებარე „ხელშეკრულების“ 4.1.1 მუხლში მითითებული ინფორმაცია „შემსრულებელმა“ უნდა შეათანხმოს „დამკვეთის“ წარმომადგენლებთან, კერძოდ: პროექტის მენეჯერთან და ზედამხედველთან.
„გადაერთების სამუშაოების“ დაწყებამდე, „შემსრულებელი“ ვალდებულია გადაერთების თითოეული წერტილზე ხილული გახადოს წყალსადენის და/ან წყალარინების არსებული საკომუნიკაციო არხები, მოამზადოს ინფრასტრუქტურა გადაერთებისთვის, განახორციელოს მატერიალურ-ტექნიკური რესურსებისა და სამონტაჟო მასალების მობილიზება გადაერთების ადგილზე, კვანძები უნდა ქონდეს წინასწარ გაზომილი და მომზადებული/აწყობილი სრულად.
„შემსრულებელი“ ვალდებულია, რომ გადაერთების თითოეულ წერტილზე მიავლინოს პასუხისმგებელი პირი. გადაერთების პროცესს „შემსრულებლის“ მხრიდან ასევე უნდა ესწრებოდეს პროცესზე პასუხისმგებელი პირი, იმ შემთხვევაში, თუ გადარეთება ხდება ერთზე მეტ წერტილში.
გადაერთების სამუშაოების დაწყების მზაობა დადასტურებული უნდა იყოს პროექტის მენეჯერისა და ზედამხედველის მიერ.
მას შემდეგ, რაც „გადაერთების სამუშაოებისათვის“ მზაობა დადასტურდება პროექტის მენეჯერისა და ზედამხედველის მიერ, „დამკვეთი“ „შემსრულებელს“ განუსაზღვრავს წყლის შეწყვეტის პერიოდს, რა პერიოდშიც „შემსრულებელმა“ უნდა განახორციელოს გადაერთების სამუშაოები.
იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმებულ დროს „შემსრულებლის“ მიერ არ იქნება სათანადოდ განხორციელებული გადაერთებისათვის საჭირო წინარე სამუშაოები, „დამკვეთს“ უფლება აქვს „შემსრულებელს“ უარი განუცხადოს წყლის შეწყვეტაზე და გამოიყენოს მისთვის „ხელშკეურლების“ 14.6 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება.
იმ შემთხვევაში, თუ „დამკვეთმა“ უზრუნველყო ქსელში წყლის შეწყვეტა „შემსრულებელის“ მიერ მოთხოვნილი ვადით, მაგრამ „შემსრულებელმა“ ვერ უზრუნველყო გადაერთების სამუშაოების დასრულება შეთანხმებულ ვადაში, „დამკვეთს“ უფლება აქვს „შემსრულებლის“ მიმართ გამოიყენოს მისთვის „ხელშკეურლების“ 14.6 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ „დამკვეთი“ მიიჩნევს, რომ გადაერთების სამუშაოების დასრულების გადავადება გამოიწვევს წყლის შეთანხმებულზე მეტი ხანგრძლივობით შეწყვეტას, მაშინ „დამკვეთი“ უფლებამოსილია აღადგინოს წყალმომარაგება, უარი განუცხადოს „შემსრულებელს“ გადაერთების სამუშაოების დასრულებაზე და თავად xxxxxxxxxxxx ახალი თარიღი და პერიოდი, აღნიშნული გადაერთების სამუშაოების განხორციელებისათვის. თუ გადაერთების სამუშაოების ამგვარი გადავადება „დამკვეთისათვის“ მატერიალური ზიანის მომტანია, „დამკვეთი“ უფლებამოსილია მოსთოვოს „შემსრულებელს“, ხოლო „შემსრულებელი“ ვალდებულია გადაუხადს „დამკვეთს“ ამგვარი ზიანის საკომპენსაციო თანხა.
წინამდებარე „ხელშეკრულებაზე“ ხელმოწერით „მხარეები“ თანხმდებიან, რომ გადაერთების სამუშაოების წარმოებისათვის აუცილებელი წყლის შეწყვეტის მიზნებისთვის, წყლის შეწყვეტად ასევე ჩაითვლება ქსელში წყლის წნევის შემცირება იმგვარად, რომ ქსელში არსებული მცირე რაოდენობის წყალი ხელს არ შეუშლის გადაერთების სამუშაოების განხორციელებას.
თუ „დამკვეთის“ ბრალით ვერ ხერხდება წყლის დონის სასურველი შემცირება, მაშინ „მხარეებმა“ უნდა მოილაპარაკონ გადარეთების ახალ ვადაზე.
„სამშეებლო სამუშაოების“ შესრულების გარანტია
„მხარეები“ თანხმდებიან, რომ „სამშენებლო სამუშაოების“ შეთანხმებულ ვადაში სრულად და ხარისხიანად დასრულება წარმოადგენს „დამკვეთის“ უმაღლეს ინტერესს. აღნიშნული გარემოების უზრუნველსაყოფად, „შემსრულებელი“ კისრულობს ვალდებულებას „დამკვეთს“ წარუდგინოს „სამშენებლო სამუშაოების“ ვადაში შესრულების გარანტია („შესრულების გარანტია“) „სამშენებლო სამუშაოების ღირებულების“ 5%-ის ოდენობით. „შემსრულებელმა“ „შესრულების გარანტია” უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტიის ფორმით წინამდებარე „ხელშეკრულების“ ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში და მისი მოქმედების ვადა 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს „სამშენებლო სამუშაოების“ დასრულების თარიღს, ხოლო თუ „შემსრულებელი“ ვერ წარუდგენს „დამკვეთს“ შესრულების საბანკო გარანტიას „ხელშეკრულების“ ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში, მაშინ „დამკვეთი“ უფლებამოსილია „შემსრულებლის“ მიერ წარდგენილი თითოეული ფორმა 2-დან (შესრულებიდან) დაქვითოს (დააკავოს) 5% და მისი ანაზღაურება განახორციელოს „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული „სამშენებლო სამუშაოების“ საბოლოო ანგარიშსწორებისას. ამასთან, „დამკვეთი“ უფლებამოსილია აღნიშნული „შესრულების გარანტიიდან“ დაქვითოს ნებისმიერი პირგასამტეხლო, რომელიც გათვალისიწნებულია წინამდებარე „ხელშეკრულებით“ ან/და ის თანხა, რომელიც საჭიროა იმ ზიანის საკომპენსაციოდ, რომელიც მიადგება „დამკვეთს“ „სამშენებლო სამუშაოების“ შეთანხმებულ ვადაში დაუსრულებლობით, ან „შემსრულებლის“ მიერ წინამდებარე „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შედეგად, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
„სამშენებლო სამუშაოს“ მიღება
„სამშენებლო სამუშაოები“ ითვლება სათანადოდ მიღებულად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „მხარეთა“ შორის ხელმოწერილია შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი.
იმ შემთხვევაში, თუ „შემსრულებლი“ ეტაპობრივად გადასცემს „სამშენებლო სამუშაოების“ „დამკვეთს“, „მხარეები“ ვალდებული არიან, გააფორმონ შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი თითოეული ასეთი გადაცემისათვის.
შუალედური და/ან საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი უნდა მოიცავდეს შესრულებული „სამშენებლო სამუშაოების“ დეტალურ ჩამონათვალს, რაც, შეზღუდვის გარეშე მოიცავს, შექმნილი აქტივის სიას, „დამკვეთის“ მიერ მიწოდებული სამშებელო მასალის შესახებ ინფორმაციას. მიღება-ჩაბარების აქტში მოცემული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს შესაბმისი პერიოდისთვის წარმოდგენილ ფორმა 2-ში მითითებულ ინფორმაციას.
შესრულებული „სამშენებლო სამუშაოების“ საგარანტიო ვადა
„შემსრულებლის“ და/ან მისი ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებულ „სამშენებლო სამუშაოზე“ ვრცელდება საგარანტიო ვადა 60 (სამოცი) თვის განმავლობაში. „შემსრულებელი“ ვალდებულია, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში გამოასწოროს შესრულებულ „სამშენებლო სამუშაოსთან“ და/ან გამოყენებულ მასალებთან, გარდა „დამკვეთის“ მიერ მიწოდებული/გადაცემული მასალისა, დაკავშირებით გამოვლენილი ნებისმიერი ხარვეზი და ზიანი, ასევე აანაზღაუროს ასეთი ხარვეზისგან „დამკვეთისთვის“ და/ან მესამე პირისთვის მიყენებული ნებისმიერი და ყველა ზიანი.
იმ შემთხვევაში, თუ „შემსრულებელი“ დააყოვნებს ხარვეზის შეკეთებას ან/და შეცვლას, „დამკვეთი“ უფლებამოსილია თვითონ უზრუნველყოს ხარვეზის გამოსწორება, ხოლო აღნიშნულთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა, ასევე შეკეთების დაყოვნებით მიყენებული ზიანი (ზარალი), ასეთის არსებობის შემთხვევაში, მოსთხოვოს „შემსრულებელს“ ან/და დაქვითოს მისთვის გადასახდელი ნებისმიერი სხვა მიმდინარე თუ მომავალში წარმოშობილი გადასახდელებიდან.
ნებართვები და ლიცენზიები
„დამკვეთი“ „შემსრულებელს“ გადასცემს „სამშენებლო სამუშაოებისათვის“ აუცილებელი ყველა საჭირო ნებართვას და თანხმობას, როგორც სახელმწიფო დაწესებულებების, ასევე ნებისმიერი მესამე პირისგან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ „მხარეები“ სხვაგვარად შეთანხმდებიან. ასეთი შეთანხმება გაფორმებული უნდა იყოს წერილობით.
იმ შემთხვევაში, თუ „სამშენებლო სამუშაოები“ დაწყებული იქნება 5.1 მუხლში მითითებული ნებართვის აღებამდე და ასეთი დაწყება წერილობით იქნება შეთანხმებული „დამკვეთთან“, და „სამშენებლო სამუშაოების“ სამშენებლო ნებართვის გარეშე წარმოების გამო მოხდება „შემსრულებლის“ დაჯარიმება, მაშინ, „დამკვეთი“ ვალდებულია“ თვითონ გადაიხადოს აღნიშნული ჯარიმა, ან ეს თუ შეუძლებელია, „შემსრულებელს“ აუნაზღაუროს საჯარიმო ქვითრით დაკისრებული და გადახდილი თანხა. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, „შემსრულებელი“ ვალდებულია „სამშენებლო სამუშაოები“ და მასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები აწარმოოს მისთვის გადაცემული ნებართვების, თანხმობის ან მიცემული ინსტრუქციების, ასევე სამშენებლო სფეროში მოქმედი ნომრებისა და წესების შესაბამისად და ის სრულად არის პასუხისმგებელი „სამშენებლო სამუშაოების“ წარმოებაზე და „დამკვეთი“ იხსნის პასუხისმგებლობას „შემსრულებლის“ მიმართ გატარებული ადმინისტრაციული ღონისძიებების შედეგად დამდგარ შედეგებზე.
„სამშენებლო სამუშაოს“ ღირებულება
წინამდებარე „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული „სამშენებლო სამუშაოს“ ღირებულება შეადგენს - - - - - - - - - ( - - - - - ლარი და - - - - - -თეთრი ) ლარს დღგ-ს ჩათვლით (შემდგომში „სამშენებლო სამუშაოს ღირებულება“).
„სამშენებლო სამუშაოს ღირებულების“ დეტალური აღწერა წარმოდგენილია დანართში N4, რომელიც თან ერთვის წინამდებარე „ხელშეკრულებას“ და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
„სამშენებლო სამუშაოს“ მოცულობის გაზრდის შემთხვევაში, გაზრდილი მოცულობის ღირებულება დაითვლება დანართში N3 მოცემული ერთეულის ფასების შესაბამისად, ხოლო თუ დამატებითი მომსახურების ან/და გამოყენებული მასალის განფასება წარმოდგენილი არ არის დანართში N4, მაშინ მხარეები იხელმძღვანელებენ წინამდებარე „ხელშეკრულების“ გაფორმების თარიღისთვის მოქმედი სამშენებლო რესურსების ფასებით (გამომშვები ორგანო: მშენებლობის შემფასებელთა კავშირი).
„სამშენებლო სამუშაოს ღირებულების“ ანაზღაურება მოხდება რეალურად შესრულებული სამუშაოს მოცულობის მიხედვით, რომელიც დადასტურებული იქნება „მხარეთა“ მიერ ხელმოწერილი საშემსრულებლო დოკუმენტებით.
იმ შემთხვევაში, თუ „შემსრულებელის“ მიერ წარმოდგენილი „დამკვეთის“ მიერ „შემსრულებლისთვის“ გადაცემული სამშენებლო მასალის ჩამოწერის აქტისა და „შემსრულებლის“ მიერ გამოუყენებლი მასალის „დამკვეთისათვის“ დაბრუნების აქტის მონაცემები არ ედრება „შემსრულებლის“ სახელზე და შესაბამის პროექტზე გაცემულ მასალებს (ვერ ნულდება „შემსრულებლის“ ვირტუალური საწყობი), მაშინ „დამკვეთი“ უფლებამოსილია შეფასოს დანაკლისი და შესაბამიის თანხა დაქვითოს „შემსრულებლისათვის“ გადასახდელი ნებისმიერი მიმდინარე გადასახდელიდან.
იმ შემთხვევაში, თუ „შემსრულებლის“ მიერ არ იქნება წარმოდგენილი „შესრულების გარანტია“ „დამკვეთი“ უფლებამოსილია განახორციელებს „შესრულების გარანტიის“ შესაბამისი თანხის დაქვითვა „ხელშეკრულების“ 5.1 მუხლის პირობების შესაბამისად.
ანგარიშსწორების წესი
წინამდებარე „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული „სამშენებლო სამუშაოს ღირებულების“ ანაზღაურების წინაპირობას წარმოადგენს „შემსრულებლის“ მიერ „დამკვეთისათვის“ წარმოდგენილი საშემსრულებლო დოკუმენტები (შემდგომში „საშემსრულებლო დოკუმენტები“), რომელსაც „შემსრულებელთან“ ერთად ხელს უნდა აწერდეს „დამკვეთი“. „საშემსრულებლო დოკუმენტებია“:
შუალედური დოკუმენტაცია:
შუალედური ფორმა N2
შუალედური ფორმა N3
ფარული სამუშაოების აქტები
გამოყენებული მასალების სერთიფიკატები
მასალების ლაბორატორიული გამოცდის აქტი
ჰიდრავლიკური გამოცდის აქტი
ქსელის გარეცხვის ლაბორატორიული შემოწმების აქტი
საბოლოო დოკუმენტაცია:
საბოლოო ფორმა N2
საბოლოო ფორმა N3
მასალების ჩამოწერის აქტი
ფარული სამუშაოების აქტები
ცვლილებების აქტი
გამოყენებული მასალის სერთიფიკატები
გამოყენებული მასალების ლაბორატორიული გამოცდის აქტი
ჰიდრავლიკური გამოცდის აქტი
ქსელის გარეცხვის ლაბორატორიული შემოწმების აქტი
ვადაში დასრულების აქტი
ზედამხედველის რეზიუმე
xxxx xxxxx
საშემსრულებლო ნახაზი
მიღება-ჩაბარების აქტი
ექსპლუატაციაში მიღების აქტი
„საშემსრულებლო დოკუმენტების“ ელექტრონული ვერსია უნდა გაიგზავნოს „ხელშეკრულების“ 3.3 მუხლში მითითებულ „დამკვეთის“ წარმომადგენელებთან.
„შემსრულებელი“ ვალდებულია, შუალედური „საშემსრულებლო დოკუმენტები“, ასეთის არსებობის შემთხვევაში, „დამკვეთს“ წარუდგინოს არაუგვიანეს მიმდინარე თვის 25 რიცხვისა.
„შემსრულებელი“ ვალდებულია, შუალედური ან/და საბოლოო „საშემსრულებლო დოკუმენტები“ „დამკვეთს“ წარუდგინოს „სამშენებლო სამუშაოს“ დასრულებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს მიმდინარე თვის 25 რიცხვისა. იმ შემთხვევაში, თუ „შემსრულებელი“ მიმდინარე თვის 25 რიცხვში ვერ წარადგენს „საშემსრულებელო დოკუმენტებს“, მაშინ მან ასეთი დოკუმენტები შეიძლება წარუდგინოს „დამკვეთს“ მხოლდ მომდევნო თვეს.
„სამშენებლო სამუშაოს ღირებულებას“ „დამკვეთი“ „შემსრულებელს“ გადაუხდის „სამშენებლო სამუშაოს“ დასრულების შემდგომ, შუალედური ან/და საბოლოო „საშემსრულებლო დოკუმენტების“ სრულად წარმოდგენიდან და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში იმ პირობით, რომ „დამკვეთისათვის“ მისაღები იქნება წარმოდგენილი „საშემსრულებლო დოკუმენტები“.
იმ შემთხვევაში, თუ „საშემსრულებლო დოკუმენტები“ წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა თარიღზე, ანგარიშსწორების ვადის ათვლა დაიწყება „საშემსრულებლო დოკუმენტებიდან“ ყველაზე გვიან წარმოდგენილი/გაფორმებული დოკუმენტის თარიღიდან.
„დამკვეთის“ უფლებები და მოვალეობები
„დამკვეთი“ წინამდებარე „ხელშეკრულებით“ მინიჭებულ უფლებამოსილებას ახორციელებს უფლებამოსილი წარმომადგენლის (შემდგომში „ზედამხედველი“) მეშვეობით. შესაბამისად, იგულისხმება, რომ წინამდებარე ხელშეკრულებით „ზედამხედველისათვის“ მინიჭებული უფლებამოსილება თანაბრად ვრცელდება „დამკვეთზე“ და „დამკვეთისათვის“ მინიჭებული ნებისმიერი უფლებამოსილებით შეიძლება ისარგებლოს „ზედამხედველმა“.
„დამკვეთი“ უფლებამოსილია მითითებები და ინსტრუქციები მისცეს, როგორც „ზედამხედველს“, ასევე „შემსრულებელს“.
„დამკვეთი“ ვალდებულია, „სამშენებლო სამუშაოს“ შესრულების მიზნებისათვის „შემსრულებელს“ გადასცეს „სამშენებლო სამუშაოებისათვის“ საჭირო სამშენებლო მასალა დანართში N2 მითითებული ხარისხისა და რაოდენობის შესაბამისად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გათვალისწინებულია დანართში N2.
„ზედამხედველის“ უფლებები და მოვალეობები
„ზედამხედველი“ წარმოადგენს „დამკვეთის“ წარმომადგენელს „სამშენებლო სამუშაოების“ შესრულების პროცესში, რომელიც ახორციელებს „სამშენებლო სამუშაოების“ პროცესის როგორც ხარისხობრივ და ტექნიკურ, ასევე ადმინისტრაციულ ხელმძღვანელობას და ზედამხედველობას და „შემსრულებელი“ ვალდებულია შეასრულოს მისი მითითებები ან მოტივირებული წერილობითი უარი განაცხადოს მათ შესრულებაზე.
„სამშენებლო სამუშაოების“ ხარისხობრივ, ტექნიკური და ადმინისტრაციული ხელმძღვანელობა და ზედამხედველობა „დამკვეთის“ მხრიდან შეიძლება განახორციელოს „დამკვეთის“ ხარისხისა კონტროლის და შრომის უსაფრთხოების სამსახურის სამსახურის წარმომადგენელმა (შემდგომში „ტექნიკური ზედამხედველი“) ან პროექტების მენეჯერმა (შემდგომში „პროექტების მენეჯერი“) დამოუკიდებლად ან ორივე მათგანმა ერთდროულად, როგორც ამას გადაწყვეტს „დამკვეთი“. შესაბამისად, წინამდებარე „ხელშეკრულების“ მიზნებისთვის, „ზედამხედველი“ გულისხმობს „ტექნიკურ ზედამხედველს“ ან „პროექტების მენეჯერს“ და/ან ორივეს ერთად, კონკრეტული „სამშენებლო სამუშაოს“ სპეციფიკიდან გამომდინარე და იგულისხმება, რომ წინამდებარე „ხელშეკრულებით“ „ზედამხედველისთვის“ მინიჭებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება „ტექნიკურ ზედამხედველსა“ და „პროექტების მენეჯერზე“, თუ ეს სხვაგვარად არ არის მითითებული „ხელშეკრულების“ ტექსტში ან მისი შინაარსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
„ზედამხედველს“ უფლება აქვს შეამოწმოს „სამშენებლო სამუშაოს“ მიმდინარეობის პროცესი ნებისმიერ დროს, „სამშენებლო სამუშაოს“ ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის მოსამზადებელ (მუშა-ხელის მოძიების) დროს.
„ზედამხედველი“ ვალდებულია განახორციელოს „სამშენებლო სამუშაოს“ ყოველდღიური შემოწმება მისი სამშენებლო დოკუმენტაციასთან და ამ „ხელშეკრულებასთან“ შესაბამისობის დადგენის მიზნით. თითოეული ასეთი შემოწმების შემდეგ „ზედამხედველმა“ და „შემსრულებელმა“ უნდა შეადგინონ აქტი, სადაც აღწერილი და შეფასებული იქნება „სამშენებლო სამუშაოს“ მიმდინარე სტატუსი, ხარვეზები და შეუსაბამობები, რომელიც აღმოჩენილი იქნა ასეთი შემოწმების შედეგად, ასეთის არსებობის შემთხვევაში და „ზედამხედველის“ მიერ „შემსრულებლისათვის“ მიცემული რეკომენდაციები ასეთი ხარვეზებისა და შეუსაბამობების გამოსწორების მიზნით. „ზედამხედველი“ ასევე ახორციელებს მშენებლობის დროს გამოყენებული მეთოდებისა და მასალების შეფასებას, ასევე შრომისა და მშენებლობის უსაფრთხოების წესების დაცვას და იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს აღნიშნული ნორმების დარღვევას, „ზედამხედველი“ უფლებამოსილია მოითხოვოს „სამშენებლო სამუშაოს“ შეჩერება და/ან „შემსრულებელის“ მიმართ განახორციელოს „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული სანქციის დაკისრების ღონისძიება წინამდებარე „ხელშეკრულების“ პირობების შესაბამისად.
„ზედამხედველი“ ვალდებულია მიიღოს და შეამოწმოს „შემსრულებლის“ მიერ წარმოდგენილი „საშემსრულებლო დოკუმენტები“ მათი წარმოდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ, „ზედამხედველი“ ვალდებულია ან მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს დოკუმენტები „შემსრულებელს“, ან დაამტკიცოს წარმოდგენილი „საშემსრულებლო დოკუმენტები“, რაც შემდგომში წარმოადგენს „დამკვეთის“ მიერ „შემსრულებლისათვის“ შესრულებული „სამშენებლო სამუშაოს“ ანაზღაურების საფუძველს.
„ზედამხედველს“ უფლება აქვს უარი თქვას შესრულებული „სამშენებლო სამუშაოს“ მიღებაზე, თუ მიიჩნევს, რომ „სამშენებლო სამუშაო“ არ შეესაბამება „სამშენებლო დოკუმენტაციას“ ან „სამშენებლო სამუშაოს“ მიღებისთვის საჭირო დოკუმენტები არასრულად არის წარმოდგენილი.
იმ შემთხვევაში, თუ „სამშენებლო სამუშაოების“ მიმდინარეობის პროცესში საჭირო და/ან აუცილებელი გახდება „სამშენებლო სამუშაოების“ ცვლილება, მაშინ აღნიშნული ცვლილება უნდა გაფორმდეს წერილობით. „სამშენებლო სამუშაოების“ ცვლილება გულისხმობს „სამშენებლო სამუშაოების“ მოცულობის გაზრდას, შემცირებას, გამოსაყენებელი მასალის და ხარჯთაღრიცხვის ცვლილებას.
„ზედამხედველი“ ვალდებულია, „შემსრულებლის“ მიერ წერილობითი მოთხოვნიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში „შემსრულებლისათვის“ ხელმისაწვდომი გახადოს „ხელშეკრულების“ N2 დანართით გათვალისწინებული „დამკვეთის“ მიერ მისაწოდებელი სამშენებლო მასალა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელსაც „დამკვეთის“ მიერ მითითებული ადგილიდან საკუთარი ხარჯით გაიტანს „შემსრულებელი“. იმ შემთხვევაში, თუ „დამკვეთი“ ვერ უზრუნველყოფს „შემსრულებლისათვის“ მოთხოვნილი მასალის ხელმისაწვდომობას ზემოაღნიშნულ ვადაში, მაშინ „სამშენებლო სამუშაოს“ შესრულების ვადა გადაიწევს მასალის მიწოდებისათვის საჭირო დამატებითი ვადის პროპორციულად. „შემსრულებლის“ მიერ მასალის დაგვიანებით გატანა არ გამოიწვევს „სამშენებლო სამუშაოს“ შესრულების ვადების ცვლილებას „შემსრულებლის“ სასარგებლოდ.
„შემსრულებლის“ უფლებები და მოვალეობები
წინამდებარე „ხელშეკრულების“ საფუძველზე „შემსრულებელი“ „სამშენებლო სამუშაოს“ ახორციელებს, როგორც დამოუკიდებელი კონტრაქტორი.
„შემსრულებელი“ ვალდებულია უზრუნველყოს სამუშაოს შესრულებისათვის აუცილებელ ყველა პირობა: კვალიფიციურ პერსონალი, ტექნიკა, ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოების წესების, მათ შორის შრომის უსაფრთხოების, დაცვა და ა.შ. „შემსრულებელი“ დამოუკიდებლად და ერთპიროვნულად აგებს პასუხს „სამშენებლო სამუშაოს“ დროს დაქირავებულ პერსონალზე, გამოყენებულ სამშენებლო მეთოდებზე, ტექნიკაზე, მასალაზე, სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვაზე, რომელიც გათვალისწინებულია წინამდებარე „ხელშეკრულებით“ და/ან ამ სფეროში მოქმედი ქართული და/ან საერთაშორისო სტანდარტებით.
„შემსრულებელი“ ვალდებულია საკუთარი ხარჯითა და სახელით უზრუნველყოს „სამშენებლო სამუშაოს“ შესრულებისათვის აუცილებელი კვალიფიციური მუშახელისა და ტექნიკის მობილიზება (დაქირავება), ასევე შესაბამისი ექსპერტიზების ჩატარება („დამკვეთის“ მხრიდან ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), რაც საჭირო და აუცილებელია „სამშენებლო სამუშაოს“ სათანადოდ შესრულებისათვის და/ან მოთხოვნილია „დამკვეთის“ მიერ წინამდებარე „ხელშეკრულებით“ და/ან „სამშენებლო სამუშაოსთან“ დაკავშირებული სხვა ნებისმიერი შეთანხმებით ან მიწერილობით.
წინამდებარე „ხელშეკრულებაზე“ ხელმოწერით „შემსრულებელი“ აღიარებს და იძლევა გარანტიას, რომ ყველა მასალა და ტექნიკა/მოწყობილობა, რომელსაც ის გამოიყენებს „სამშენებლო სამუშაოს“ შესრულების პროცესში, გარდა „დამკვეთის“ მიერ მიწოდებული მასალისა, არის სათანადო ხარისხის, ხარვეზების და ნაკლოვანებების გარეშე და იძლევა „სამშენებლო სამუშაოების“ შეთანხმებულ დროში და ხარისხით შესრულების შესაძლებლობას.
„შემსრულებელი“ ვალდებულია „სამშენებლო სამუშაო“ აწარმოოს წინამდებარე „ხელშეკრულების“, მოქმედი კანონმდებლობისა და სამშენებლო სფეროში მოქმედი წესების და ნორმების შესაბამისად, ასევე „სამშენებლო სამუშაოებთან“ დაკავშირებით გადაცემული „სამშენებლო დოკუმენტაციების“ შესაბამისად. თუ „სამშენებლო სამუშაოს“ პროცესში აღმოჩნდება რაიმე შეუსაბამობა ზემოაღნიშნულ დოკუმენტებს შორის, „შემსრულებელი“ ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს „ზედამხედველს“ წერილობით.
„შემსრულებელი“ პასუხისმგებელია მისი ყველა თანამშრომლისა და ქვეკონტრაქტორის ქმედებაზე.
„შემსრულებელი“ ვალდებულია, რომ „სამშენებლო სამუშაოების“ დროს დაიცვას და შეასრულოს სამშენებლო სფროში მოქმედი ყველა წესი და სტანდარტი, რათა თავიდან აიცილოს „დამკვეთის“ და/ან ნებისმიერი მესამე პირის ქონების და/ან ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც შესაძლოა წარმოშვას „დამკვეთის“ მატერიალური და/ან არამატერიალური პასუხისმგებლობა. იმ შემთხვევაში, თუ მაინც დადგება „დამკვეთის“ პასუხისმგებლობა, რაც გამოწვეულია „შემსრულებლის“ ქმედებით, მაშინ „შემსრულებელი“ ვალდებულია უპირობოდ, პირველივე მოთხოვნისთანავე აუნაზღაუროს „დამკვეთს“ ასეთ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი.
„შემსრულებელი“ პასუხისმგებელია შრომის, მასალისა და მოწყობილობების ნებისმიერ დანაკარგზე და დაზიანებაზე მანამ, სანამ არ მოხდება „სამშენებლო სამუშაოების“ დასრულება და სათანადო წესით მიღება „დამვეკთის“ მიერ.
იმ შემთხვევაში, თუ „დამკვეთის“ „ზედამხედველს“ წარმოადგენს:
„ტექნიკური ზედამხედველი“ და „პროექტების მენეჯერი“ ერთდროულად, მაშინ, „დამკვეთი“ ვალდებულია თითოეულ მათგანთან ურთიერთობა აწარმოოს შემდეგი კომპეტენციის ფარგლებში:
„საშემსრულებლო დოკუმენტაციის“ ის ნაწილი, ასევე ნებისმიერ სხვა დოკუმენტი, ინფორმაცია, შეთავაზება და ა.შ., რომელიც დაკავშირებულია „სამშენებლო სამუშაოს“ ტექნიკურ ნაწილთან წარუდგინოს „ტექნიკურ ზედამხედველს“, ხოლო
„საშემსრულებლო დოკუმენტაციის“ ის ნაწილი, ასევე ნებისმიერ სხვა დოკუმენტი, ინფორმაცია, შეთავაზება და ა.შ., რომელიც დაკავშირებულია „სამშენებლო სამუშაოს“ ხარჯთაღრიცხვასთან, „სამშენებლო მასალების“ მოთხოვნასთან და მიღებასთან, „სამშენებლო სამუშაოს“ ნებისმიერ ცვლილებასთან და ა.შ., წარუდგინოს „პროექტების მენეჯერს“.
მხოლოდ „ტექნიკური ზედამხედველი“ ან „პროექტების მენეჯერი“ მაშინ, „დამკვეთი“ „ზედამხედველს“ წარუდგენს „სამშენებლო სამუშაოსთან“ დაკავშირებულ ნებისმიერ და ყველა დოკუმენტს, ინფორმაციას, შეთავაზებას და ა.შ.
„შემსრულებელი“ ვალდებულია წინამდებარე „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული პერიოდულობით წარუდგინოს „ზედამხედველს“ „საშემსრულებლო დოკუმენტაცია“. დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იყოს როგორც ელექტრონული, ასევე ბეჭდური ფორმით, რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს „შემსრულებელის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ.
„შემსრულებელი“ ვალდებულია, რომ „დამკვეთისგან“ „სამშენებლო სამუშაოების“ შესრულების პერიოდში მიღებულ ყველა მასალაზე წარუდგინოს ჩამოწერის აქტი, ხოლო გაუხარჯავი მასალა დაუბრუნოს „დამკვეთს“ „დამკვეთის“ მიერ მითითებულ ადგილას. იმ შემთხვევაში, თუ „შემსრულებელი“ ვერ უზრუნველყოფს „ჩამოწერის აქტის“ ან/და გაუხარჯავი მასალის „დამკვეთისათვის“ წარდგენას, „შემსრულებელი“ ვალდებულია „დამკვეთს“ აუნაზღაუროს შესაბამისი მასალის ღირებულება, ხოლო თუ „შემსრულებელი“ უარს განაცხადებს ასეთ ანაზღაურებაზე „დამკვეთი“ უფლებამოსილია, ასეთი მასალის ღირებულება დაქვითოს „შემსრულებლისთვის“ გადასახდელი ნებისმიერი მიმდინარე ანაზღაურებიდან.
„შემსრულებელი“ ვალდებულია, რომ „სამშენებლო სამუშაოს“ შესრულების პროცესში სამშენებლო მოედანი იქონიოს მოწესრიგებულ მდგომარეობაში და დემონტირებული აღჭურვილობა, რომელთა გამოყენება შესაძლებელია შემდგომში, გადასცეს „დამკვეთს“, ხოლო უვარგისი, სამშენებლო ნარჩენებთან ერთად გაიტანოს ნებადართულ ნაგავსაყრელზე. დემონტირებული აღჭურვილობის ვარგისიანობას ადგენს „დამკვეთი“. ნებისმიერ შემთხვევაში, „შემსრულებელი“ ვალდებულია სამშენებლო მოედანი დატოვოს წინამდებარე „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული „სამშენებლო სამუშაოების“ შესრულებით წარმოქმნილი ნარჩენებისგან სუფთა მდგომარეობაში.
„შემსრულებელი“ ვალდებულია, რომ „სამშენებლო სამუშაოების“ მიმდინარეობის პროცესში გაითვალისწინოს „დამკვეთის“ „ზედამხედველის“ მითითებები და გამოასწოროს ყველა შეუსაბამობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯით.
მხარეთა პასუხისმგებლობა
„მხარეები“ აღიარებენ და ადასტურებენ, რომ „სამშენებლო სამუშაოების“ დროული შესრულება წარმოადგენს „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულების შესრულების განმსაზღვრელ ფაქტორს და იმ შემთხვევაში, თუ „სამშენებლო სამუშაო“ არ იქნება დასრულებული „ხელშეკრულებით“ შეთანხმებულ ვადაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს ფინანსური ზარალი „დამკვეთისათვის“.
თუ „შემსრულებელი“ ვერ უზრუნველყოს „სამშენებლო სამუშაოს“ დასრულებას შეთანხმებულ ვადაში და აღნიშნულის შესახებ, შესაბამისი მიზეზების მითითებით, წინასწარ წერილობით არ აცნობებს „დამკვეთს“ და „დამკვეთი“ და „შემსრულებელი“ არ შეთანხმდებიან „სამშენებლო სამუშაოების“ დასრულების ახალ თარიღზე, მაშინ „მხარეები“ თანხმდებიან, რომ ეს წარმოადგენს „ხელშეკრულების“ არსებით დარღვევას და „დამკვეთი“ უფლებამოსილია „შემსრულებელს“ დააკისროს პირგასამტეხლო „სამშენებლო სამუშაოს ღირებულების“ 0.5%-ის ოდენობით თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის.
იმ შემთხვევაში, თუ „შემსრულებელი“ „სამშენებლო სამუშაოს“ აწარმოებს თბილისი მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვის და/ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე და „შემსრულებელი“ „სამშენებლო სამუშაოს“ წარმოების დროს დაარღვევს ასეთი ნებართვით პირობებს, რაც გამოიწვევს „სამშენებლო სამუშაოების“ შეჩერებას და/ან „დამკვეთის“ დაჯარიმებას ან რაიმე სხვა სახის მატერიალურ და/ან არამატერიალურ პასუხისმგებლობას, მაშინ „შემსრულებელი“ ვალდებულია უპირობოდ, „დამკვეთის“ პირველი მოთხოვნისთანავე აუნაზღაუროს მას ნებართვის პირობების დარღვევიდან გამოწვეული სანქციები და მასთან დაკავშირებული ხარჯები.
იმ შემთხვევაში, თუ „სამშენებლო სამუშაოს“ შესრულების პროცესში ზიანი მიადგება ნებისმიერი მესამე პირის ქონებას და/ან ჯანმრთელობას, „შემსრულებელი“ ვალდებულია სრულად იკისროს პასუხისმგებლობა დამდგარ შედეგზე.
იმ შემთხვევაში, თუ „სამშენებლო სამუშაოს“ მიმდინარეობის პროცესში „შემსრულებელი“ უხეშად დაარღვევს შრომის უსაფრთხოების წესებს, რაც აღმოჩენილი და დაფიქსირებული იქნება „ზედამხედველის“ მიერ, მაშინ „დამკვეთს“ უფლება აქვს „შემსრულებელს“ დააკისროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით თოთოეულ ასეთ შემთხვევაზე და/ან შეაჩეროს „სამშენებლო სამუშაო“ შესაბამისი უსაფრთხოების ზომების მიღებამდე. „სამშენებლო სამუშაოს“ ასეთი შეჩერება „შემსრულებელს“ არ ჩაეთვლება საპატიოდ.
იმ შემთხვევაში, თუ „შემსრულებელი“ დაარღვევს წინამდებარე „ხელშეკრულებით“ ნაკისრ ნებისმიერ სხვა ვალდებულებას, „დამკვეთს“ უფლება აქვს გააფრთხილოს „შემსრულებელი“ ან/და დააკისროს „შემსრულებელს“ საჯარიმო სანქცია 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით თითოეული ასეთი შემთხვევისთვის.
იმ შემთხვევაში, თუ „შემსრულებელი“ მოთხოვნილ ვადაში, ნებაყოფლობით არ გადაიხდის წინამდებარე „ხელშეკრულების“ შესაბამისად მასზე დაკისრებულ ჯარიმას და/ან პირგასამტეხლოს, მაშინ „დამკვეთი“ უფლებამოსილია ანგარიშსწორების დროს შესაბამისი თანხები დაქვითოს „შემსრულებლისათვის“ გადასახდელი „სამშენებლო სამუშაოს ღირებულებიდან“.
იმ შემთხვევაში, თუ „დამკვეთი“ დაარღვევს წინამდებარე „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ანგარიშსწორების ვალდებულებას, მაშინ „შემსრულებელი“ უფლებამოსილია დააკისროს „დამკვეთს“ პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის.
ქვეკონტრაქტორები
წინამდებარე „ხელშეკრულების“ მიზნებისათვის ქვეკონტრაქტორად განიხილება „შემსრულებელთან“ ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნებისმიერი ფიზიკური და/ან იურიდიული პირი, გარდა დაქირავებული პერსონალის და/ან ტექნიკისა.
„შემსრულებელს“ უფლება არ აქვს წინამდებარე „ხელშეკრულებით“ ნაკისრი „სამშენებლო სამუშაოები“ მთლიანად ან მისი ნებისმიერი ნაწილი შესასრულებლად გადასცეს „ქვეკონტრაქტორს“ „დამკვეთის“ წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
მიუხედავად იმისა, „შემსრულებელი“ „სამშენებლო სამუშაოებს“ ასრულებს პირადად თუ ქვეკონტრაქტორის დახმარებით, „შემსრულებელი“ რჩება პასუხისმგებლად „დამკვეთის“ წინაშე და „დამკვეთს“ უფლება აქვს მოსთხოვოს „შემსრულებელს“ წინამდებარე „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ხოლო ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში „შემსრულებლის“ წინააღმდეგ გამოიყენოს წინამდებარე „ხელშეკრულებით“ მინიჭებული სანქციები.
ფორსმაჟორი
„მხარეები“ თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ან არადროული შესრულებისათვის, თუ აღნიშნული გამოწვეული იქნება ფორსმაჟორული ვითარებით (შემდგომში „ფორსმაჟორული ვითარება“).
წინამდებარე „ხელშეკრულების“ მიზნებისათვის „ფორსმაჟორული ვითარება“, შეზღუდვის გარეშე, მოიცავს: ომს, ამბოხებას, სამოქალაქო არეულობას, მიწისძვრას, ხანძარს, აფეთქებას, ქარიშხალს, წყალდიდობას ან სხვა სტიქიურ უბედურებებს, ასევე სახელმწიფო დაწესებულებების სხვა ქმედებასა და უმოქმედობას, რომელიც „მხარეთა“ გონივრული კონტროლის ფარგლებს სცილდება და რომლის დადგომაც წინამდებარე „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას შეუძლებელს ხდის.
„მხარე“, რომელსაც „ფორსმაჟორული ვითარება“ შეეხო, უმოკლეს ვადაში, მაგრამ ამგვარი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა, ვალდებულია, შეატყობინოს მეორე „მხარეს“ ამგვარი „ფორსმაჟორული ვითარების“ თაობაზე, „ფორსმაჟორული ვითარების“ ხასიათის და მისი შედეგების სათანადო აღწერით.
„ფორსმაჟორული ვითარების“ დადგომის შემთხვევაში, „მხარეთა“ მიერ „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გადაიწევს ამგვარი „ფორსმაჟორული ვითარების“ დამთავრებამდე/აღმოფხვრამდე.
იმ შემთხვევაში, თუ „ფორსმაჟორული ვითარება“ გასტანს ზედიზედ 45 (ორმოცდახუთი) კალენდარულ დღეზე მეტ ხანს, თითოეულ „მხარეს“ უფლება აქვს მეორე „მხარისათვის“ გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, შეწყვიტოს წინამდებარე „ხელშეკრულება“ ამგვარი შეწყვეტის შედეგად პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე.
მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაჭრა
წინამდებარე „ხელშეკრულება“ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და განიმარტება მის შესაბამისად.
„მხარეთა“ შორის წინამდებარე „ხელშეკრულების“ ირგვლივ წამოჭრილი ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით. იმ შემთხვევაში, თუ „მხარეები“ ვერ შეძლებენ შეთანხმების მიღწევას, დავა განსახილველად გადაეცემა საქართველოს შესაბამისი განსჯადობის სასამართლოს.
კონფიდენციალურობა
„შემსრულებელი“ ვალდებულია, როგორც „ხელშეკრულების“ მოქმედების პერიოდში, ასევე სახელშეკრულებო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ, დაიცვას „დამკვეთისაგან“ მიღებული ან საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში ცნობილი ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
კონფიდენციალურობის დაცვის ზემოაღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება იმ ინფორმაციაზე ან ინფორმაციის გახმაურებაზე/გამჟღავნებაზე:
(ა) რომელიც ცნობილი იყო „შემსრულებლისთვის“ „დამკვეთის“ მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებამდე;
(ბ) რომელიც საჯაროა და რომლის მოპოვებაც შესაძლებელია სხვა წყაროებიდან;
(გ) თუ ინფორმაციის გახმაურება/გამჟღავნება მოხდება „შემსრულებლის“ მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და/ან შესასრულებლად; ან
(დ) თუ ინფორმაციის გახმაურება/გამჟღავნება მოხდება „დამკვეთის“ წინასწარი ნებართვით.
„ხელშეკრულების“ მოქმედების ვადა და შეწყვეტა
წინამდებარე „ხელშეკრულება“ ძალაში შედის „მხარეთა“ მიერ მისი ხელმოწერის თარიღიდან და მოქმედებს „მხარეთა“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.
წინამდებარე „ხელშეკრულების“ შეწყვეტა მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე შესაძლებელია:
(ა) დაუყოვნებლივ, „შემსრულებლის“ მიერ, თუ „დამკვეთი“ არსებითად დაარღვევს წინამდებარე „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებულ ვალდებულებას და მიუხედავად დარღვევის გამოსწორების თაობაზე წერილობითი მოთხოვნის (შეტყობინების) მიღებისა, ამავე მოთხოვნაში (შეტყობინებაში) მითითებულ ვადაში, არ გამოასწორებს ამგვარ დარღვევას;
(ბ) დაუყოვნებლივ, დამკვეთის“ მიერ, თუ „შემსრულებელი“ დაარღვევს წინამდებარე „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებულ მის რომელიმე ვალდებულებას ან პირობას და მიუხედავად დარღვევის გამოსწორების თაობაზე წერილობითი მოთხოვნის (შეტყობინების) მიღებისა, ამავე მოთხოვნაში (შეტყობინებაში) მითითებულ ვადაში, არ გამოასწორებს ამგვარ დარღვევას;
(გ)დაუყოვნებლივ, „დამკვეთის“ მიერ, თუ „შემსრულებელი“ დაარღვევს წინამდებარე „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებულ კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებას;
(დ) ნებისმიერ დროს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე „დამკვეთის“ მიერ „შემსრულებლისთვის“ სულ მცირე 7 (შვიდი) კალენდარული დღით ადრე გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით; ან
(ე) „მხარეთა“ ორმხრივი წერილობითი შეთანხმებით.
თუ „ხელშეკრულება“ „შემსრულებელმა“ მაშინ შეწყვიტა, როდესაც „დამკვეთი“ მოკლებული იყო შესაძლებლობას, სხვაგვარად უზრუნველეყო თავისი ინტერესები, „შემსრულებელმა“ უნდა აუნაზღაუროს „დამკვეთს“ „ხელშეკრულების“ შეწყვეტით მიყენებული ზიანი.
„მხარეები“ თანხმდებიან, რომ „ხელშეკრულების“ ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის (მოშლის) შემთხვევაში (გარდა „შემსრულებლის“ მხრიდან ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის დარღვევის გამო), „დამკვეთი“ „შემსრულებელს“ აუნაზღაურებს მხოლოდ შეწყვეტის თარიღამდე ფაქტობრივად “დამკვეთის“ მიერ მიღებული სამშენებლო სამუშაოების ღირებულებას, რაც დადასტურებული უნდა იყოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი „საშემსრულებლო დოკუმენტებით“. ამასთან „დამკვეთის“ მიერ „ხელშეკრულების“ მოშლის შედეგად მიყენებული ზიანი/ზარალი (იქნება ეს პირდაპირი თუ ირიბი, მატერიალური თუ არამატერიალური, ფაქტობრივი თუ მიუღებელი შემოსავალი და/ან სხვა) არ ანაზღაურდება და „შემსრულებელი“ წინასწარ, გამოუთხოვადად და უპირობოდ უარს აცხადებს „ხელშეკრულების“ მოშლის შედეგად მიყენებული ზიანის/ზარალის (იქნება ეს პირდაპირი თუ ირიბი, მატერიალური თუ არამატერიალური, ფაქტობრივი თუ მიუღებელი შემოსავალი და/ან სხვა) , ამგვარის არსებობის შემთხვევაში, ანაზღაურების მოთხოვნაზე.
დასკვნითი დებულებები
წინამდებარე „ხელშეკრულების“ ნებისმიერი ცვლილება/დამატება ძალაშია მხოლოდ „მხარეთა“ მიერ შესაბამისი წერილობითი შეთანხმებით გაფორმების შემდეგ.
წინამდებარე „ხელშეკრულების“ ყველა დანართი წარმოადგენს მის გაუყოფელ ნაწილს.
წინამდებარე „ხელშეკრულების“ რომელიმე დებულების ბათილობა არ იწვევს მისი სხვა დებულებ(ებ)ის ან/და მთლიანად „ხელშეკრულების“ ბათილობას. ბათილი დებულების ნაცვლად, გამოიყენება ისეთი დებულება, რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა „ხელშეკრულებით“ (მათ შორის ბათილი დებულებით) გათვალისწინებული მიზანი.
„მხარეები“ ადასტურებენ, რომ ისინი წარმოადგენენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს და რომ მათ მიღებული აქვთ ყველა თანხმობა ან/და ნებართვა, რომელიც საჭიროა მათთვის წინამდებარე „ხელშეკრულების“ გაფორმებისთვის საქართველოს კანონმდებლობის ან/და კორპორატიული დოკუმენტებით.
„მხარეები“ ადასტურებენ, რომ მათ გაცნობიერებული აქვთ წინამდებარე „ხელშეკრულების“ შინაარსი, იგი ზუსტად გამოხატავს „მხარეთა“ თავისუფალ ნებას და რომ მათ მიერ ნების გამოვლენა მოხდა „ხელშეკრულების“ შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად.
წინამდებარე „ხელშეკრულება“ გაფორმებულია ქართულ ენაზე თანაბარი იურიდიული ძლის მქონე ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ინახება „დამკვეთთან“, ხოლო მეორე გადაეცემა „შემსრულებელს“.
რის დასტურადაც „მხარეებმა“ უზრუნველყვეს წინამდებარე „ხელშეკრულების“ ხელმოწერა ზემოთ პირველად მითითებულ თარიღზე:
მხარეთა რეკვიზიტები
„დამკვეთი“ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“
_________________________ xxxxxx xxxxxxxxx გენერალური დირექტორი |
„შემსრულებელი“ შპს „- - - - - - - - -„ ქ. თბილისი, - - - - - - - - საიდენტიფიკაციო კოდი # - - - - - - - - სს „ - - - - - „ ბანკის კოდი: - - - - - - ანგარიშის # - - - - - - - - - -
_________________________ ------------------ დირექტორი |
დანართი N1 (ხელშეკრულება N- - - - )
პროექტი:
პროექტის დასახელება: - - - - - - - - - - - - პროექტი
პროექტის ავტორი: შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“
პროექტის თარიღი: 2020 წელი
„დამკვეთი“ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“
_________________________ xxxxxx xxxxxxxxx გენერალური დირექტორი |
„შემსრულებელი“ შპს „- - - - - - - - - - “ ქ. თბილისი, - - - - - - - - - საიდენტიფიკაციო კოდი # - - - - - - - - სს „ - - - - - -„ ბანკის კოდი: - - - - - ანგარიშის # - - - - - - - - - - -
_________________________ -------------------- დირექტორი |
დანართი N2 (ხელშეკრულება N - - - - - )
გეგმა-გრაფიკი
„დამკვეთი“ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“
_________________________ xxxxxx xxxxxxxxx გენერალური დირექტორი |
„შემსრულებელი“ შპს „- - - - - - - - - - -“ ქ. თბილისი, - - - - - - - - - საიდენტიფიკაციო კოდი # - - - - - - - - სს „----------“ ბანკის კოდი: ------------- ანგარიშის # - - - - - - - - - - - -
_________________________ ----------------------- დირექტორი |
დანართი N4 (ხელშეკრულება N- - - -)
ხარჯთაღრიცხვა
„დამკვეთი“ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“
_________________________ xxxxxx xxxxxxxxx გენერალური დირექტორი |
„შემსრულებელი“ შპს „-----------------“ ქ. თბილისი, --------------- საიდენტიფიკაციო კოდი # ------------ სს „------------“ ბანკის კოდი: -------------- ანგარიშის # --------------------------
_________________________ --------------------- დირექტორი |
14