ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ GEO 02-068/19
ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ GEO 02-068/19
ქ. თბილისი 20 მარტი 2019 წელი
ერთი მხრივ (შემსყიდველი): სსიპ „იუსტიციის სახლი“
წარმოდგენილი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის (ფინანსების დირექტორი) xxxxxxxx xxxxxxxxx სახით, საიდენტიფიკაციო კოდი: 000 000 000
მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ.№2 მიმღები: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22 სახაზინო კოდი: 707467520
მეორე მხრივ (მიმწოდებელი): სსიპ - მონაცემთა გაცვლის სააგენტო
წარმოდგენილი: მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარის xxxxxxx xxxxxxxx სახით, საიდენტიფიკაციო კოდი: 202238621
მისამართი: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №50; საიდენტიფიკაციო ნომერი: 204577699
მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი: TRESGE22
ანგარიშის ნომერი/სახაზინო კოდი: 707917144
წინამდებარე ხელშეკრულების მხარეები ვმოქმედებთ, რა საქართველოს კანონმდებლობისა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1. ხელშეკრულების საგანის წარმოადგენს:
• სსიპ “იუსტიციის სახლისთვის” (შემდგომში - იუსტიციის სახლი) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთიანი მონაცემთა ბაზიდან მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირების და უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაცული ინფორმაციის მიწოდება სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემის (შემდგომში – მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურა) მეშვეობით, ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და ფარგლებში, რეალურ დროში.
• CPV კოდი: 48610000 - მონაცემთა ბაზის სისტემები.
1.2. შესყიდვის ობიექტის რაოდენობა განისაზღვრება: არაუმეტეს 30 000 (ოცდაათი ათასი) ტრანზაქციისა.
2. ხელშეკრულების ღირებულება
2.1. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 600.00 (ექვსასი ლარი და 00 თეთრი) ლარს.
2.2. ამ ხელშეკრულების 1.1. პუნქტში მითითებული მომსახურებისათვის ერთი ერთეული ტრანზაქციის ღირებულება შეადგენს – 0.02 ლარს;
2.3. ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ მიმწოდებლის ყველა ხარჯს, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
3. ანგარიშსწორების ფორმა, ვადები და პირობები
3.1. ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება განხორციელდება ყოველთვიურად, უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში – ლარში, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, ანგარიშსწორებისთვის აუცილებელი დოკუმენტების სრულყოფილად გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
3.2. დაფინანსების წყარო: სსიპ „იუსტიციის სახლის“ 2019 წლის საკუთარი შემოსავლები.
3.3. წინასწარი ანგარიშსწორება არ გამოიყენება;
3.4. მომსახურების გაწევის პერიოდი: ხელშეკრულების ხელმოწერიდან - 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
4. შესყიდვის ობიექტის მიღება ჩაბარების წესი:
4.1. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტით;
4.2. მომსახურების მიღება-ჩაბარება იწარმოებს ყოველთვიურად, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით, შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებელი პირ(ებ)ის მიერ შედგენილი ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე.
5. კავშირის უზრუნველყოფა და ინფორმაციის მიწოდების წესი
5.1. იუსტიციის სახლს ამ ხელშეკრულების 1.1. პუნქტში მითითებული ინფორმაცია მიეწოდება მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის მეშვეობით.
5.2. დახურული კერძო ქსელის აგებისას, შიფრაციის პროტოკოლის შეთანხმება ხდება მხარეებს შორის შეთანხმებით განსაზღვრულ ტექნიკურ ჯგუფებთან.
5.3. იუსტიციის სახლი ვალდებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთიანი მონაცემთა ბაზიდან მიღებულ ინფორმაციაზე წვდომისა და ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნით, ინფორმაციის გამოყენების უფლებამოსილება მიანიჭოს იუსტიციის სახლის თანამშრომლებს. იუსტიციის სახლის მხრიდან არაავტორიზებულ ან არასანქცირებულ წვდომაზე, ასევე, ასეთი წვდომის შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება სსიპ „იუსტიციის სახლს“ კანონმდებლობითა და ხელშეკრულებით დადგენილი წესით.
6. ინფორმაციის გამოთხოვისა და მიწოდების აღრიცხვა
6.1. მხარეები ვალდებული არიან აწარმოონ ინფორმაციის გამოთხოვისა და მიწოდების ელექტრონული აღრიცხვა.
6.2. იუსტიციის სახლის ინფორმირების მიზნით, მონაცემთა გაცვლის სააგენტო, მხარეთა შორის გაფორმებული ამ ხელშეკრულებისა და სსიპ იუსტიციის სახლსსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის, 2019 წლის 20 მარტის GEO 02-067/19 ხელშეკრულების ფარგლებში, აღრიცხავს მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის მეშვეობით ინფორმაციის გამოთხოვის საერთო რაოდენობას, ასევე, თითოეული მოთხოვნის შემოსვლის და გაგზავნის დროს;
6.3. ელექტრონული შეტყობინება გაგზავნილად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც იგი გადის გამგზავნის კონტროლის არედან. კონტროლის არედან გასვლაში იგულისხმება ელექტრონული შეტყობინების უკან დაბრუნების, მასში ცვლილების შეტანის ან გაუქმების შეუძლებლობა;
6.4. ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის/მიღების წესი და ტექნიკური პირობები განისაზღვრება სსიპ იუსტიციის სახლსსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის 2019 წლის 20 მარტის GEO 02-067/19 ხელშეკრულების საფუძველზე.
7. მხარეთა ზოგადი სახელშეკრულებო ვალდებულებები
7.1. მხარეები ვალდებულნი არიან:
7.1.1. ხელშეკრულების პირობები შეასრულონ კეთილსინდისიერად და ჯეროვნად, მხარეთა თანამშრომლობისა და გულისხმიერების პრინციპებზე დაყრდნობით;
7.1.2. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ითანამშრომლონ ერთმანეთთან კონსულტაციისა და ურთიერთდახმარების სხვა მეთოდებით.
8. მხარეთა უფლება-მოვალეობანი
8.1. იუსტიციის სახლი ვალდებულია:
8.1.1. განახორციელოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კავშირის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებები;
8.1.2. დაიცვას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების პრინციპები;
8.1.3. არ გამოითხოვოს ინფორმაცია იმ ამოცანის მისაღწევად, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებით;
8.1.4. გადაიხადოს ხელშეკრულებით ინფორმაციის მიწოდებისთვის დადგენილი საფასური.
8.2. იუსტიციის სახლის უფლებამოსილია:
8.2.1. მოსთხოვოს მიმწოდებელს ხელშეკრულების 6.2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის აღრიცხვის მონაცემების წარმოდგენა.
8.3. სააგენტო ვალდებულია:
8.3.1. მიაწოდოს იუსტიციის სახლს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთან გაფორმებული 2019 წლის 20 მარტის GEO 02-067/19 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინფორმაცია;
8.3.2. ხელშეკრულების 6.2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, მიაქოდოს შემსყიდველს მოთხოვნიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში;
8.3.3. განახორციელოს ხელშეკრულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული კავშირის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
9. მხარეთა კომუნიკაციის პირობები
9.1. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საკითხებზე მხარეთა უფლებამოსილი პირები არიან: იუსტიციის სახლის მხრიდან - xxxxxxx xxxxxxxx - ოპერაციების დირექტორი (ტელ.: 0322405405; ელ. ფოსტა: xxxxxxxxxxx@xxx.xxx.xx ), ხოლო მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მხრიდან - xxxxxx xxxxxxx - მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსი (ტელ.: 591440644, ელ. ფოსტა: xxxxxxxx@xxx.xxx.xx).
9.2. მხარეები ერთმანეთის ინფორმირებას ახდენენ ხელშეკრულებაში მითითებული ელ. ფოსტის, სატელეფონო ან/და წერილობითი შეტყობინებების გამოყენებით.
10. მხარეთა პასუხისმგებლობა და დავის გადაწყვეტის წესი
10.1. მხარეთა შორის სადავო საკითხები წყდება მოლაპარაკების გზით, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას განიხილავს სასამართლო.
10.2. ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მხარეები პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
10.3. მხარეები იხსნიან პასუხისმგებლობას ფორსმაჟორული გარემოებების წარმოშობის შედეგად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების სრულ ან ნაწილობრივ შეუსრულებლობაზე ან არაჯეროვან შესრულებაზე.
10.4. მონაცემთა გაცვლის სააგენტო არ არის პასუხისმგებელი ინფორმაციის მიწოდების იმგვარ შეფერხებაზე, რომელიც გამოწვეულია ტექნიკისა თუ ქსელის იმგვარი გაუმართაობით, რომელიც სცილდება მის კომპეტენციას.
11. ხელშეკრულების მოქმედების ვადა, შეწყვეტის წესი და ცვლილებები ხელშეკრულებაში
11.1. წინამდებარე ხელშეკრულება ამოქმედდება ხელმოწერის დღიდან და ძალაშია - 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
11.2. წინამდებარე ხელშეკრულება შესაძლებელია შეწყდეს ურთიერთშეთანხმებით. შეწყვეტა შესაძლებელია ასევე, ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, უპირობოდ, ნებისმიერ დროს, ხელშეკრულების დანარჩენ მხარეთათვის შეწყვეტამდე 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღით ადრე წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. აღნიშნული ვადის გასვლისთანავე ხელშეკრულება ითვლება შეწყვეტილად.
11.3. ამ მუხლით დადგენილი წესით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, ანგარიშსწორება განხორციელდება მიწოდებული მომსახურების შესაბამისად.
11.4. წინამდებარე ხელშეკრულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა დასაშვებია მხარეთა ერთობლივი წერილობითი შეთანხმებით. ხელშეკრულების მხარეები უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი.
ხელმოწერილია:
მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით.
ვიზირებულია:
სსიპ „იუსტიციის სახლის“ შესყიდვების სამსახურის უფროსის მიერ.
სსიპ “იუსტიციის სახლი“-ს ადმინისტრაციისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მიერ.
ხელწერილი
ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ
ქ. თბილისი 20 მარტი 2019 წელი
ჩვენ, წინამდებარე დოკუმენტზე ხელისმომწერნი ვადასტურებთ, რომ სსიპ - მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიმართ სრულად ვაკმაყოფილებთ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–8 მუხლით დადგენილ, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობებსა და წესებს.
xxxxxxxx xxxxxxxx
სსიპ „იუსტიციის სახლი“-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე (ფინანსების დირექტორი).
xxxxx xxxxxxxx
სსიპ „იუსტიციის სახლი“-ს შესყიდვების სამსახურის უფროსი.
xxxx xxxxxxxxx
სსიპ “იუსტიციის სახლი“-ს ადმინისტრაციისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.
xxxxxxx xxxxxxxx
სსიპ “იუსტიციის სახლი“-ს ოპერაციების დირექტორი.
xxxxxx xxxxxxx
სსიპ “იუსტიციის სახლი“-ს შესყიდვების სამსახურის მრჩეველი.