ერთის მხრივ, შპს “ჯიარ ქონების მართვა” (ს/კ 202460103), შემდგომში - “გამყიდველი”, წარმოდგენილი მისი (პ/ნ ) სახით, მოქმედი 2020 წლის N0000 მინდობილობის საფუძველზე და მეორეს მხრივ, (ს/კ პ/ნ ), შემდგომში – “მყიდველი”,
ნასყიდობის ხელშეკრულება №რქმ/
ქ. თბილისი 2021 წელი
ერთის მხრივ, შპს “ჯიარ ქონების მართვა” (ს/კ 202460103), შემდგომში - “გამყიდველი”, წარმოდგენილი მისი (პ/ნ ) სახით, მოქმედი 2020 წლის N0000 მინდობილობის საფუძველზე და მეორეს მხრივ, (ს/კ პ/ნ ), შემდგომში – “მყიდველი”,
წარმოდგენილი მისი სახით, შპს „ჯიარ ქონების მართვა“-ს მიერ 2021 წლის
გამოცხადებული № /1 ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ-აუქციონი) შედეგების საფუძველზე და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1 შპს „ჯიარ ქონების მართვის“ მიერ ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ-აუქციონი) წესით უძრავი ქონების რეალიზება.
2. ხელშეკრულების ობიექტი
2.1 წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე ”გამყიდველი” საკუთრებაში გადასცემს „მყიდველს“ ქ. გურჯაანში მდებარე, 00.00.00.000 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 84 კვ.მ. მიწის ნაკვეთს.
3. ხელშეკრულების ღირებულება
3.1 ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ( ) ლარს (ელექტრონული აუქციონზე “მყიდველის” მიერ ლოტზე დაფიქსირებული საბოლოო თანხა).
4. ანგარიშსწორების პირობები
4.1 ”მყიდველის” მიერ ხელშეკრულების 3.1 პუნქტში მითითებული თანხა წინასწარი ანგარიშსწორებით
(გადახდილი „ბე“-ს გამოკლებით) ჩარიცხულია შპს ”ჯიარ ქონების მართვა”-ს საბანკო რეკვიზიტებზე;
4.2 ”მყიდველის” მიერ გადახდილი ”ბე”-ს თანხა ჩაითვლება ქონების ფასის საბოლოო ანგარიშსწორებისას.
5. გაყიდული ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
5.1”მყიდველსა” და ”გამყიდველს” შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, ქონების გადაცემის შესახებ, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
6. მხარეთა უფლებები და მოვალეობები
6.1 ”გამყიდველი” ვალდებულია ”მყიდველს” გადასცეს წინამდებარე ხელშეკრულების 2.1 პუნქტით განსაზღვრული ქონება;
6.2 ”მყიდველი” ვალდებულია ხელშკრულების გაფორმებისთანავე მოახდინოს ხელშეკრულების ობიექტის მიღება ”გამყიდველისაგან”;
6.3 ”მყიდველი” ვალდებულია მოახდინოს ხელშეკრულების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაცია. ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯები ანაზღაურდება „მყიდველის“ მიერ;
6.4 შეძენილ ქონებაზე, საქმიანობის პროცესში უნდა დაიცვას საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, ნორმატიული დოკუმენტების, სამშენებლო-ტექნიკური ნორმებისა და წესების, სახანძრო უსაფრთხოების და სანიტარულ-ჰიგიენური წესების მოთხოვნები.
6.5 „მყიდველი“ ვალდებულია შეძენილ ქონებაზე ნებისმიერი ახალი შენობა-ნაგებობის მშენებლობის ან არსებულის რეკონსტრუქციის პროექტი, წინასწარ შეათანხმოს სს „საქართველოს რკინიგზა-სთან;
6.6 ვინაიდან მიწის ნაკვეთი განლაგებულია ლიანდაგის ყრილის ფერდოს მიმდებარედ, ფერდოს ჩამოშლის თავიდან აცილების მიზნით, ტერიტორიაზე ნებისმიერი შენობა-ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში, ახალმა მესაკუთრემ, საკუთარი ხარჯით, უნდა განახორციელოს რკინიგზის ლიანდაგის ყრილის ფერდოს გამაგრების სამუშაოები, სს „საქართველოს რკინიგზა“-სთან წინასწარ შეთანხმების საფუძველზე;
6.7 „მყიდველის“ მიერ შეძენილი ქონების რეალიზაციის შემთხვევაში და ყოველი ახალი მესაკუთრე (მფლობელი) ვალდებულია დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირობები.
7. დავის გადაწყვეტა
7.1 მხარეები მიიღებენ ყველა შესაძლო ზომას, რათა მათ შორის წარმოშობილი უთანხმოება და დავა გადაწყვიტონ ურთიერთშეთანხმებით.
7.2 შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას გადაწყვეტს სასამართლო ხელშეკრულების პირობებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8. ხელშეკრულები მოქმედების ვადა
8.1 ხელშეკრულება ძალაში შედის, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ ვალდებულებების სრულ შესრულებამდე;
9. დასკვნითი დებულებები
9.1 ხელშეკრულებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანა დასაშვებია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით, რაც ფორმდება წერილობითი ფორმით;
9.2 წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ოთხი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება „მყიდველს“, ორი „გამყიდველს“ და ერთი ინახება სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“.
9.3 წინამდებარე ხელშეკრულება არ შეიცავს რაიმე დამატებით წერილობით ან სიტყვიერ შეთანხმებას.
10. მხარეთა რეკვიზიტები
”გამყიდველი” შპს“ ჯიარ ქონების მართვა“ ს/კ 202460103 ქ.თბილისი, xxxxx xxxxx №15 ტელ.: 219 96 62; 595 03 00 08 | ”მყიდველი” ს/კ პ/ნ
ტელ.: |