დამატებითი პირობები – ხელშეკრულების დანართ N1-ით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განსაზღვრული პირობები, მასში შეტანილი დამატებებისა და ცვლილებების ჩათვლით, რომელიც ასევე წარმოადგენს ხელშეკრულების შემადგენელ (განუყოფელ) ნაწილს და განიხილება მასთან...
სადეპოზიტო სერტიფიკატის მომსახურების ძირითადი ხელშეკრულების
სტანდარტული პირობები
დეფინიციები
თუ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ან მისი კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ხელშეკრულებაში ან/და მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებში ქვემოთ მოცემულ დეფინიციებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ანგარიში – ბანკში არსებული კლიენტის საბანკო ანგარიშ(ებ)ი, მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად სადეპოზიტო ანგარიში ან/და მომსახურე ანგარიში კონტექსტის შესაბამისად;
განაცხადი – კლიენტის მიმართვა (ბანკის მიერ დადგენილი ფორმით) ბანკისადმი, რომ ბანკმა განაცხადშივე განსაზღვრული პირობების შესაბამისად, განახორციელოს მომსახურება;
განცხადებები და გარანტიები – სტანდარტული პირობების მე-5 მუხლში მოცემული კლიენტის განცხადებები და გარანტიები;
დანართი – თუკი ცალსახად სხვაგვარად არ იქნა გათვალისწინებული ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დანართ(ებ)ი (კონტექსტის შესაბამისად), რომელიც/რომლებიც წარმოადგენს ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მოქმედებს მასთან ერთად;
დამატებითი პირობები – ხელშეკრულების დანართ N1-ით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განსაზღვრული პირობები, მასში შეტანილი დამატებებისა და ცვლილებების ჩათვლით, რომელიც ასევე წარმოადგენს ხელშეკრულების შემადგენელ (განუყოფელ) ნაწილს და განიხილება მასთან ერთად;
დისკონტური სადეპოზიტო სერტიფიკატი - სადეპოზიტო სერტიფიკატის ტიპი, რომლის შეძენის შემთხვევაში კლიენტის მიერ გადასახდელი, ნასყიდობის პირობებით გათვალისწინებული, საანგარიშსწორებო თანხა განისაზღვრება შეღავათიანი პირობებით ნომინალურ ღირებულებასთან შედარებით. დასარიცხი საპროცენტო სარგებლის მოცულობა განისაზღვრება ნომინალურ ღირებულებასა და საანგარიშსწორებო თანხას (ნასყიდობის საფასური) შორის არსებული სხვაობის მოცულობით, რასაც კლიენტი, მის მიერ გადახდილ საანგარიშსწორებო თანხასთან ერთად, მიიღებს სადეპოზიტო სერტიფიკატის ვადის ბოლოს;
ვებ-გვერდი - ბანკის ვებ მისამართი: xxx.xxxxxxxxxxxxx.xx;
კანონმდებლობა – საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში მოქცეული საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები;
კლიენტი – ფიზიკური პირ(ებ)ი, იურიდიული პირ(ებ)ი ან/და სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნ(ებ)ი, რომლის/რომელთა სახელი/სახელწოდება, საიდენტიფიკაციო მონაცემები და სხვა სახის ინფორმაცია მოცემულია განაცხადის პირველ მუხლში;
მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება (ან ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება) – ხელშეკრულების საფუძველზე და მის შესაბამისად ბანკსა და კლიენტს, ან ბანკს/კლიენტსა და მესამე პირს შორის დადებული ყველა ხელშეკრულება ან/და სხვა დოკუმენტი, რომელთა დადება ან/და გაცემა გათვალისწინებულია ხელშეკრულებით ან/და ხორციელდება მის საფუძველზე/შესაბამისად;
მესამე პირი – ნებისმიერი პირი გარდა ბანკის ან/და კლიენტისა;
მომსახურე ანგარიში - მიმდინარე ანგარიში, რომელიც გამოიყენება მომსახურებასთან დაკავშირებული საბანკო ოპერაციების საწარმოებლად;
მხარე/მხარეები – ბანკი ან/და კლიენტი (კონტექსტის შესაბამისად);
ნასყიდობის პირობები – სტანდარტული პირობების 2.6. პუნქტით განსაზღვრული ნასყიდობის პირობები;
პირი – ფიზიკური პირ(ებ)ი, იურიდიული პირ(ებ)ი ან/და საქართველოს ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნ(ებ)ი, რომელიც/რომლებიც არ წარმოადგენს/წარმოადგენენ იურიდიულ პირ(ებ)ს;
საბანკო დღე - დღე (შაბათის, კვირის და/ან კანონმდებლობით კომერციული ბანკებისათვის განსაზღვრული ოფიციალური დასვენების დღეების გარდა), როდესაც საქართველოში კომერციული ბანკები ღიაა და წარმართავენ თავიანთ საქმიანობას.
საბანკო მომსახურების საერთო პირობები - ბანკის მიერ დადგენილი საბანკო ანგარიშით და მასთან დაკავშირებული საბანკო პროდუქტებით სარგებლობის სტანდარტული პირობები;
სადეპოზიტო სერტიფიკატი - ბანკის მიერ დემატერიალიზებული ფორმით ემიტირებული სტანდარტული ან/და არასტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატ(ებ)ი, რომელიც განსაზღვრავს ბანკის ვალდებულებას ნასყიდობის პირობებით განსაზღვრულ დღეს სადეპოზიტო სერტიფიკატის მფლობელს გადაუხადოს სადეპოზიტო სერტიფიკატის საანგარიშსწორებო თანხა (ნასყიდობის საფასური);
სადეპოზიტო ანგარიში - ანგარიში, რომელზეც განთავსდება, კლიენტის მომსახურე ანგარიშიდან (ან სხვა მიმდინარე ანგარიშიდან) გადარიცხული, ნასყიდობის პირობებით განსაზღვრული, სადეპოზიტო სერტიფიკატის საანგარიშსწორებო თანხა (ნასყიდობის საფასური);
საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატი - სადეპოზიტო სერტიფიკატის ტიპი, რომლის შეძენის შემთხვევაში კლიენტი გადაიხდის, ნასყიდობის პირობებით გათვალისწინებულ, საანგარიშსწორებო თანხას, რომელიც სადეპოზიტო სერთიფიკატის პირველადი განთავსების დროს წარმოადგენს სადეპოზიტო სერტიფიკატის ნომინალურ ღირებულებას. ხელშეკრულებით განსაზღვრულ პერიოდზე, აღნიშნულ თანხას დაერიცხება საპროცენტო სარგებელი, რომელსაც კლიენტი მიიღებს ნასყიდობის პირობებით გათვალისწინებული პერიოდულობით, ხოლო ნომინალურ ღირებულებას - სადეპოზიტო სერტიფიკატის ვადის ბოლოს;
საპროცენტო სარგებელი - ხელშეკრულების საფუძველზე და მისი პირობების შესაბამისად, კლიენტისათვის გადასახდელი სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
სერტიფიკატის რეესტრი – სადეპოზიტო სერტიფიკატის გამომშვები ბანკის მიერ წარმოებული მონაცემთა ელექტრონული ბაზა, სადაც აღირიცხება კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაცია სადეპოზიტო სერტიფიკატისა და მისი მფლობელის შესახებ;
სტანდარტული პირობები - წინამდებარე სტანდარტული პირობები, რომელიც განთავსებულია ბანკის ვებ გვერდზე, მასში ცვლილებების და დამატებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩათვლით;
სტრუქტურირებული საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატი - საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატის ქვეტიპი, რომლის შეძენის შემთხვევაში კლიენტი გადაიხდის, ნასყიდობის პირობებით გათვალისწინებულ, საანგარიშსწორებო თანხას, რომელიც სადეპოზიტო სერტიფიკატის პირველადი განთავსების დროს წარმოადგენს სადეპოზიტო სერტიფიკატის ნომინალურ ღირებულებას. ხელშეკრულებით განსაზღვრულ პერიოდზე აღნიშნულ თანხას დაერიცხება საპროცენტო სარგებელი (საპროცენტო სარგებლის განაკვეთი შესაძლებელია, მათ შორის. იყოს 0%-ის ტოლი, თუ აღნიშნული განსაზღვრულია ნასყიდობის პირობებით) და ცვლადი საპროცენტო სარგებელი, რომელსაც კლიენტი მიიღებს ნასყიდობის პირობებით გათვალისწინებული პერიოდულობით, ხოლო ნომინალურ ღირებულებას - სადეპოზიტო სერტიფიკატის ვადის ბოლოს;
უფლებრივი ნაკლი/უფლებრივად უნაკლო – ნასყიდობის საგანი უფლებრივად ნაკლულია თუ მესამე პირს შეუძლია განუცხადოს მყიდველს პრეტენზია თავისი უფლებების გამო, მათ შორის ერთმნიშვნელოვნად ა) ნასყიდობის საგანთან დაკავშირებით სერტიფიკატის რეესტრში რეგისტრირებულია არარსებული უფლება ან/და მოთხოვნა/ვალდებულება ან/და ბ) ნასყიდობის საგანი არის სადაო, არის აღძრული სარჩელი მესამე პირის მიერ ნასყიდობის საგანზე საკუთრების ან სხვა (მფლობელობის, სარგებლობის) უფლების მოპოვების მოთხოვნით;
ფორს-მაჟორი – სტიქიური კატასტროფა, ხანძარი, საომარი მოქმედება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან/და მხარეთათვის გადაულახავი და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელი სხვა გარემოებები, რომლებიც: ა) არ არის დაკავშირებული მხარეების შეცდომებსა და დაუდევრობასთან, ბ) დაიწყო ან განვითარდა ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ და გ) პირდაპირ და უშუალო ზეგავლენას ახდენს ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად ან/და ჯეროვნად შესრულებაზე;
ცვლადი საპროცენტო სარგებელი - ხელშეკრულების საფუძველზე და მისი პირობების შესაბამისად, კლიენტისთვის გადასახდელი სარგებელი, რომლის განაკვეთიც დგინდება ცვლადი საპროცენტო სარგებლის ბაზის საწყისი და საბოლოო ფასების სხვაობის საფუძველზე, ნასყიდობის პირობებით განსაზღვრული ფორმულის მიხედვით (თუმცა, არაუმეტეს ნასყიდობის პირობებით დადგენილი ცვლადი საპროცენტო სარგებლის მაქსიმალური განაკვეთისა/ლიმიტისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)). ცვლადი საპროცენტო სარგებლის ბაზის საწყისი ფასი დგინდება ხელშეკრულების დადების თარიღისთვის, ხოლო საბოლოო ფასი - სადეპოზიტო სერტიფიკატის ვადის გასვლის თარიღისათვის, ნასყიდობის პირობებით განსაზღვრულ წყაროზე დაყრდნობით. ამასთან, თუ ნასყიდობის პირობებით განსაზღვრულ წყაროზე არ არის ხელმისაწვდომი ცვლადი საპროცენტო სარგებლის ბაზის საწყისი ფასი ხელშეკრულების დადების თარიღისთვის ან/და საბოლოო ფასი სადეპოზიტო სერტიფიკატის ვადის გასვლის თარიღისათვის: ა) ცვლადი საპროცენტო სარგებლის ბაზის საწყისი ფასი განისაზღვრება ნასყიდობის პირობებით განსაზღვრულ წყაროზე ხელმისაწვდომი ხელშეკრულების დადების თარიღამდე არსებული უახლესი ფასით, ხოლო ბ) ცვლადი საპროცენტო სარგებლის ბაზის საბოლოო ფასი განისაზღვრება ნასყიდობის პირობებით განსაზღვრულ წყაროზე ხელმისაწვდომი სადეპოზიტო სერტიფიკატის ვადის გასვლის თარიღამდე არსებული უახლესი ფასით;
ცვლადი საპროცენტო სარგებლის ბაზა - პროდუქტი/ფინანსური ინსტრუმენტი/ფასიანი ქაღალდი ან ნებისმიერი სხვა ინსტრუმენტი, რომელიც მხარეთა შეთანხმებით გამოიყენება ცვლადი საპროცენტო სარგებლის დასაანგარიშებლად და რომლის კონკრეტული სახე განისაზღვრება ნასყიდობის პირობებით;
ხელშეკრულება (ან სადეპოზიტო სერტიფიკატის მომსახურების ძირითადი ხელშეკრულება) – მხარეთა შორის დადებული (ა) განაცხადი; (ბ) წინამდებარე სტანდარტული პირობები; (გ) ნასყიდობის პირობები; (დ) სადეპოზიტო სერტიფიკატის მომსახურების ძირითადი ხელშეკრულების დანართი N1 (დამატებითი პირობები), ასეთის არსებობის შემთხვევაში; და (ე) ნებისმიერი დამატებითი დანართ(ებ)ი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც დაიდება მომავალში კლიენტის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ მომსახურებასთან მიმართებაში, მათში პერიოდულად შეტანილი ცვლილებების და დამატებების ჩათვლით.
მომსახურების სპეციფიკური პირობები
ხელშეკრულების საფუძველზე და მისი პირობების შესაბამისად ბანკი უზრუნველყოფს კლიენტისათვის სადეპოზიტო სერტიფიკატის შეძენასთან/გასხვისებასთან/დაფარვასთან დაკავშირებული მომსახურების (შემდგომში - მომსახურება) გაწევას მოქმედი ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებასთან დაკავშირებულ გადასახდელებს, მათ შორის მომსახურების საფასურის ოდენობას, განსაზღვრავს ბანკი საკუთარი შეხედულებისამებრ.
მომსახურებით სარგებლობისათვის:
ბანკის შეხედულებისამებრ და ცალმხრივი გადაწყვეტილებით: ა) სადეპოზიტო ანგარიშად ან/და მომსახურე ანგარიშად შეიძლება გამოყენებულ იქნეს კლიენტის ნებისმიერი ანგარიში ან/და ბ) კლიენტს ეხსნება სადეპოზიტო ანგარიში ან/და მომსახურე ანგარიში, აღნიშნული მიზნით კი მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულება იმავდროულად ინდივიდუალურად და ერთობლივად წარმოადგენს სადეპოზიტო ანგარიშის ან/და მომსახურე ანგარიშის გახსნის/სარგებლობის შესახებ განაცხადს;
სადეპოზიტო ანგარიშით ან/და მომსახურე ანგარიშით სარგებლობის ურთიერთობებზე ვრცელდება წინამდებარე სტანდარტული პირობები და საბანკო მომსახურების პირობები (რომლებიც არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებას კლიენტის შესაბამისი სამართლებრივი სტატუსიდან (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი) გამომდინარე).
ხელშეკრულების პირობების შესაბამისად კლიენტი უფლებამოსილია ბანკისაგან შეიძინოს სადეპოზიტო სერტიფიკატი ბანკის მიერ განსაზღვრული პირობებით (შემდგომში - შეძენა).
ბანკი უფლებამოსილია განახორციელოს კლიენტის საკუთრებაში არსებული სადეპოზიტო სერტიფიკატის გამოსყიდვა კლიენტთან შეთანხმებულ ფასად (შემდგომში - გამოსყიდვა).
ხელშეკრულების ფარგლებში შეძენის/გამოსყიდვის შემთხვევაში, დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, ბანკსა და კლიენტს შორის დამატებით თანხმდება სადეპოზიტო სერტიფიკატის ნასყიდობის პირობები.
სადეპოზიტო სერტიფიკატის შეძენამდე კლიენტი ვალდებულია ბანკში იქონიოს მომსახურე ანგარიში, რომლის მეშვეობითაც განხორციელდება სადეპოზიტო სერტიფიკატთან დაკავშირებული ნებისმიერი ანგარიშსწორება (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად ანგარიშსწორება შეძენის, საპროცენტო სარგებლის გადახდის, გამოსყიდვის, სადეპოზიტო სერტიფიკატის დაფარვის შემთხვევაში).
საპროცენტო სარგებელი და მისი დაანგარიშების, დარიცხვის, გაცემის და განკარგვის წესი:
ხელშეკრულების დადების მომენტისათვის ბანკში მოქმედი საპროცენტო სარგებლის მოცულობა, დარიცხვის, გაცემის და განკარგვის წესი განისაზღვრება ნასყიდობის პირობებით;
საპროცენტო სარგებლის დარიცხვა უნდა განხორციელდეს სადეპოზიტო სერტიფიკატის ვალუტაში. საპროცენტო სარგებლის დარიცხვა იწყება სადეპოზიტო სერტიფიკატის ანგარიშსწორების თარიღის მომდევნო საბანკო დღიდან და გრძელდება სადეპოზიტო სერტიფიკატის ვადის გასვლის თარიღის ჩათვლით;
საპროცენტო სარგებელი იანგარიშება სადეპოზიტო სერტიფიკატის ვადის ფაქტიური დღეების შესაბამისად, წელიწადში 365 (სამას სამოცდახუთ) დღეზე გაანგარიშებით;
თუ საპროცენტო სარგებლის გაცემის თარიღი ემთხვევა არასაბანკო დღეს, ბანკი საპროცენტო სარგებლის გაცემას უზრუნველყოფს მომდევნო საბანკო დღეს.
ცვლადი საპროცენტო სარგებელი და მისი დაანგარიშების, დარიცხვის, გაცემის და განკარგვის წესი:
ცვლადი საპროცენტო სარგებლის დარიცხვა ხდება მხოლოდ სტრუქტურირებული საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატის შემთხვევაში. ცვლადი საპროცენტო სარგებლის მოცულობა, დარიცხვის, გაცემის და განკარგვის წესი განისაზღვრება ნასყიდობის პირობების შესაბამისად;
ცვლადი საპროცენტო სარგებლის დარიცხვა უნდა განხორციელდეს სტრუქტურირებული საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატის ვალუტაში;
მხარეები თანხმდებიან, რომ იმ შემთხვევაში, თუ: ა) სადეპოზიტო სერტიფიკატის ვადის გასვლის თარიღისათვის ცვლადი საპროცენტო სარგებლის ბაზის ფასი ნაკლები იქნება ხელშეკრულების დადების თარიღისათვის ცვლადი საპროცენტო სარგებლის ბაზის ფასზე, ან ბ) სადეპოზიტო სერტიფიკატის ვადის გასვლამდე ნებისმიერი მიზეზით შეწყდება ხელშეკრულება, კლიენტს არ დაერიცხება ცვლადი საპროცენტო სარგებელი;
თუ ცვლადი საპროცენტო სარგებლის გაცემის თარიღი ემთხვევა არასაბანკო დღეს, ბანკი ცვლადი საპროცენტო სარგებლის გაცემას უზრუნველყოფს მომდევნო საბანკო დღეს.
სადეპოზიტო სერტიფიკატის შეძენა კლიენტის მიერ შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული სისტემის გამოყენებით. ელექტრონული სისტემის მეშვეობით ნასყიდობის პირობების შეთანხმების მიზნით ბანკი ვალდებულია უზრუნველყოს კლიენტისათვის სადეპოზიტო სერტიფიკატის პირობების წინასწარ ელექტრონული ფორმით შეტყობინება. ნასყიდობის პირობების ელექტრონული სისტემის გამოყენებით შეთანხმების შემთხვევაში ნასყიდობის პირობები შეთანხმებულად ჩაითვლება თუ კლიენტი ელექტრონული ფორმით განაცხადებს თანხმობას ბანკის მიერ შეთავაზებულ პირობებზე.
კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში ბანკი უზრუნველყოფს ელექტრონული ფორმით შეთანხმებული ნასყიდობის პირობების შესახებ კლიენტისათვის ინფორმაციის მიწოდებას მატერიალური ფორმით.
სადეპოზიტო სერტიფიკატი შეიძლება არსებობდეს მხოლოდ დემატერიალიზებული ფორმით.
ბანკი არ არის ვალდებული ვადაზე ადრე გამოისყიდოს სადეპოზიტო სერტიფიკატი.
სადეპოზიტო სერტიფიკატის მფლობელს უფლება აქვს გაასხვისოს სადეპოზიტო სერტიფიკატი ხელშეკრულებით და კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების დაცვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სადეპოზიტო სერტიფიკატი გამოყენებულია ბანკის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად.
კლიენტის მიერ სადეპოზიტო სერტიფიკატის შეძენა/გასხვისება რეგისტრირდება სერტიფიკატის რეესტრში, რომლის ფუნქციონირების წესი და პირობები განისაზღვრება ბანკის მიერ.
კლიენტის მიერ სადეპოზიტო სერტიფიკატის გასხვისება სერტიფიკატის რეესტრში რეგისტრირდება კლიენტის და სადეპოზიტო სერტიფიკატის ახალი შემძენის მიერ ბანკში ერთობლივად წარდგენილი სადეპოზიტო სერტიფიკატის გასხვისების შესახებ შეთანხმების/დავალების საფუძველზე, რომლის ფორმა და შინაარსი განისაზღვრება ბანკის მიერ.
დაუშვებელია სადეპოზიტო სერტიფიკატის ნაწილობრივ გასხვისება, თუ ბანკი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს (გარდა სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატისა).
კლიენტს სადეპოზიტო სერტიფიკატის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება შეუძლია მხოლოდ ბანკის წინაწარი წერილობითი თანხმობის შემდგომ. ამასთან, კლიენტი ვალდებულია, სადეპოზიტო სერტიფიკატის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებისთანავე, გადასცეს ბანკს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
სადეპოზიტო სერტიფიკატში მითითებული ვადის გასვლის ან გამოსყიდვის შემდეგ, განხორციელდება სადეპოზიტო სერტიფიკატის დაფარვა (შესაბამისად კლიენტისათვის ვადის გასვლისას - სადეპოზიტო სერტიფიკატის ნომინალური ღირებულების და დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადაუხდელი ნაწილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო გამოსყიდვისას - მხოლოდ შეთანხმებული საფასურის გადახდით), რის შედეგად ხდება სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი ჩანაწერის გაუქმება და წყდება სადეპოზიტო სერტიფიკატის პირობებით გათვალისწინებული სარგებლის დარიცხვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
თუ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული ბანკი უფლებამოსილია მომსახურების შესრულება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება–მოვალეობები სრულად ან ნაწილობრივ გადაანდოს/გადასცეს მესამე პირს (შემდგომში – სუბკონტრაქტორი).
სუბკონტრაქტორის მიერ მომსახურების შეუსრულებლობისათვის ან/და არაჯეროვანი შესრულებისათვის, მათ შორის ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ზიანისათვის (ზარალისათვის) პასუხისმგებლობა დაეკისრება ბანკს იმ შემთხვევაში, თუ სუბკონტრაქტორის შერჩევაში კლიენტს არ მიუღია რაიმე სახის მონაწილეობა.
შეძენის სპეციფიკური პირობები
კლიენტის მიერ ბანკისაგან სადეპოზიტო სერტიფიკატის შეძენისას კლიენტს უნდა გადაეცეს უფლებრივად უნაკლო საკუთრების უფლება სადეპოზიტო სერტიფიკატზე და სადეპოზიტო სერტიფიკატთან დაკავშირებული საბუთები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო კლიენტი ვალდებულია გადაუხადოს ბანკს შეთანხმებული ფასი (შემდგომში – ნასყიდობის საფასური) და მიიღოს სადეპოზიტო სერტიფიკატი.
სადეპოზიტო სერტიფიკატის აღწერა და ნასყიდობის საფასურის ოდენობა/გადახდის პირობები განისაზღვრება ნასყიდობის პირობებით. ამასთან, თუ კლიენტის ნებისმიერ გადასახდელთან დაკავშირებული საგადახდო დავალების შესრულების თარიღი ემთხვევა არასაბანკო დღეს, მისი შესრულება მომდევნო საბანკო დღეს განხორციელდება.
იმის გათვალისწინებით, რომ ბანკმა სრულად გააცნო კლიენტს სადეპოზიტო სერტიფიკატის პირობები მხარეები თანხმდებიან, რომ გამოირიცხება ბანკის პასუხისმგებლობა სადეპოზიტო სერტიფიკატის უფლებრივი ნაკლის გამო.
მიუხედავად სტანდარტული პირობების 3.3 პუნქტით გათვალისწინებული დათქმისა, მხარეები დამატებით თანხმდებიან, რომ კლიენტი უფლებამოსილია:
ბანკს ზეპირად ან წერილობით მოსთხოვოს, ხოლო ბანკი ვალდებულია კლიენტის მოთხოვნით განსაზღვრულ ვადაში საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს: ა) უფლებრივი ნაკლის გამოსწორება, ბ) ნასყიდობის საფასურის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა უფლებრივი ნაკლის გამოსასწორებლად. ამასთან, გადასახდელი ნასყიდობის საფასურის შესამცირებელ ოდენობას განსაზღვრავს კლიენტი, რომლის მიერ წარმოდგენილი მონაცემები შეიძლება სადავო გახდეს ბანკის მიერ; ან/და
აღნიშნულის შესახებ აცნობოს ბანკს და მოსთხოვოს ამ უკანასკნელს თანამოპასუხედ ჩართვა, ასევე მესამე პირს წაუყენოს ყველა ის შესაგებელი, რაც ბანკს აქვს მესამე პირის მიმართ; ან
ცალმხრივად მოშალოს მხარესთან შეთანხმებული ნასყიდობის პირობები.
გამოსყიდვის სპეციფიკური პირობები
ბანკის მიერ კლიენტისაგან სადეპოზიტო სერტიფიკატის გამოსყიდვისას ბანკს უნდა გადაეცეს უფლებრივად უნაკლო საკუთრების უფლება სადეპოზიტო სერტიფიკატზე და სადეპოზიტო სერტიფიკატთან დაკავშირებული საბუთები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო ბანკი ვალდებულია გადაუხადოს კლიენტს შეთანხმებული ფასი (შემდგომში – გამოსყიდვის საფასური) და მიიღოს სადეპოზიტო სერტიფიკატი.
სადეპოზიტო სერტიფიკატის აღწერა და გამოსყიდვის საფასურის ოდენობა/გადახდის პირობები განისაზღვრება ნასყიდობის პირობებით.
xxxxxx მიერ სადეპოზიტო სერტიფიკატის უფლებრივი ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია:
კლიენტს ზეპირად ან წერილობით მოსთხოვოს, ხოლო კლიენტი ვალდებულია, ბანკის მოთხოვნით განსაზღვრულ ვადაში, საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს: ა) უფლებრივი ნაკლის გამოსწორება, ბ) გამოსყიდვის საფასურის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა უფლებრივი ნაკლის გამოსასწორებლად (უფლებრივი ნაკლის გამოსასწორებლად საჭირო თანხის ოდენობა განისაზღვრება ბანკის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით, რომელიც ჩაითვლება კვალიფიციურ ინფორმაციად ან/და დოკუმენტაციად და არ გახდება სადავო კლიენტის მიერ) ან/და გ) აუნაზღაუროს ბანკს გაწეული დანახარჯები და მიყენებული ზიანი (ზარალი); ან/და
აღნიშნულის შესახებ აცნობოს კლიენტს და მოსთხოვოს ამ უკანასკნელს თანამოპასუხედ ჩართვა, ასევე მესამე პირს წაუყენოს ყველა ის შესაგებელი, რაც კლიენტს აქვს მესამე პირის მიმართ; ან
ცალმხრივად მოშალოს მხარესთან შეთანხმებული ნასყიდობის პირობები.
განცხადებები და გარანტიები
კლიენტი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:
ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის არის/იქნება ქმედუნარიანი (მათ შორის, შექმნილი კანონმდებლობით დადგენილი წესით);
ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების გაფორმებისა და შესრულებისათვის საჭირო უფლებამოსილების მიზნით მის მიერ მოპოვებულია ყველა აუცილებელი თანხმობა, ნებართვა თუ მინდობილობა;
მომავალში დანართის ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების გაფორმებისა და შესრულებისათვის საჭირო უფლებამოსილების მიზნით მის მიერ მოპოვებული იქნება ყველა აუცილებელი თანხმობა, ნებართვა თუ მინდობილობა;
ხელშეკრულება ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულები იდება/დაიდება მის მიერ ნებაყოფლობით, ბანკის ან მესამე პირის მხრიდან მის მიმართ ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომის ან/და რაიმე სხვა გარემოების გამოყენების გარეშე;
ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დადება და შესრულება არ იწვევს/გამოიწვევს იმ სახელშეკრულებო, სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო), საკანონმდებლო ან/და სხვა ვალდებულებების დარღვევას, რომელთა დაცვაზეც ის პასუხისმგებელია;
ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის, ის არ მონაწილეობს არც ერთ დავაში (მოსარჩელის, მოპასუხის, მესამე პირის ან სხვა სახით), რითაც საფრთხე ექმნება მის აქტივებს/ქონებას ან/და მის მიერ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების პირობების შესრულებას;
ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების გაფორმებისა და მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება საკუთარ წესდებასთან ან/და სხვა მარეგულირებელ დოკუმენტთან და ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;
ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების გაფორმებისა და მოქმედების მთელი პერიოდისათვის იგი იცავს და დაიცავს ნებისმიერი ხელშეკრულების ან/და სხვა გარიგების პირობებს, ან/და სხვა ვალდებულებებს, რომელთა შეუსრულებლობამაც შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს კლიენტის მიერ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე;
მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული ბანკის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ ბანკისათვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული. ამასთანავე, მისთვის ცნობილია, რომ ყალბი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის მიწოდება კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენს დასჯად ქმედებას;
მისთვის ცნობილია, რომ ბანკის პოლიტიკა მკაცრად კრძალავს დირექტორის, უფლებამოსილი პირის, წარმომადგენლის, თანამშრომლის, სხვა პერსონალის ან მასთან დაკავშირებული პირის ან/და მისი აფილირებული პირის მონაწილეობას იმგვარ ქმედებებში, რაც გულისხმობს ღირებულების მქონე რაიმე ნივთის/არამატერიალური ქონებრივი სიკეთის შეთავაზებას ან მიღებას (პირდაპირ თუ არაპირდაპირ), ამა თუ იმ პირის, ბანკის, მასთან დაკავშირებული პირის ან/და მისი აფილირებული პირის ან მისი კლიენტის მიერ სარგებლის მიღების, ბიზნესის არაკეთილსინდისიერად მოპოვების ან შენარჩუნების ან/და სხვაგვარი ბიზნეს უპირატესობის მიღების მიზნით;
მას (მათ შორის არც მის დირექტორს, უფლებამოსილ პირს, წარმომადგენელს, თანამშრომელს ან სხვა პერსონალს) ან მასთან დაკავშირებული პირს ან/და მის აფილირებულ პირს:
პირდაპირ ან არაპირდაპირ არ გადაუხდია ან მიუღია (ან ჩართულა რაიმე გარიგებაში, რომლის მიხედვითაც უნდა გადაიხადოს ან მიიღოს), ნებისმიერი უკანონო ან/და დაფარული საკომისიო, ქრთამი, სასყიდელი ან ანაზღაურება, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს ხელშეკრულებას ან/და მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებას; ან/და
არ განუხორციელებია რაიმე ქმედება (ფარული შეთანხმების ჩათვლით), რასაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა მომსახურების შესყიდვის პროცესზე ან ხელშეკრულების დადებაზე, რომლის მიზანია ფასების ხელოვნური რეგულირება ან/და არაკონკურენტული გარემოს შექმნა; ან/და
არ შეუთავაზებია ან მიუღია ღირებულების მქონე რაიმე ნივთი/არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რასაც შეიძლება გავლენა მოეხდინა ბანკის, მისი დირექტორის, უფლებამოსილი პირის, წარმომადგენლის, თანამშრომლის, სხვა პერსონალის ან მასთან დაკავშირებული პირის ან/და მისი აფილირებული პირის ქმედებებზე, ასევე რომელიმე ზემოაღნიშნული პირის მხრიდან არ ჰქონია ადგილი მუქარას მისი ქონების ან რეპუტაციის მიმართ, ბიზნეს უპირატესობის არაკეთილსინდისიერად მოპოვების, ან ბიზნესის წარმოების მიზნით; ან/და
სხვაგვარად არ ყოფილა ჩაბმული კორუფციულ საქმიანობაში;
ბანკის პოლიტიკის ან ნებისმიერი ზემოაღნიშნული დებულების დარღვევა გამოიწვევს მის დაუყოვნებლივ დისკვალიფიკაციას მომსახურების შესყიდვის პროცესიდან ან/და ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების შეწყვეტას. ამასთან, ამგვარი დისკვალიფიკაცია ან/და ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების შეწყვეტა არ გამორიცხავს კლიენტის ან/და მისი დირექტორის, უფლებამოსილი პირის, წარმომადგენლის, თანამშრომლის, სხვა პერსონალის ან მასთან დაკავშირებული პირის ან/და მისი აფილირებული პირის პასუხისმგებლობას და შესაბამის სანქციებს, რაც გათვალისწინებულია კანონმდებლობით (მათ შორის, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც).
კლიენტის აღნიშნული განცხადებები და გარანტიები ძალაშია მხარეთა მიერ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე, მიუხედავად ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა.
კლიენტი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს xxxxx ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან და გარანტიებთან ან/და გამოიწვიოს მათი დარღვევა; ასევე, ნებისმიერი ისეთი გარემოების დაწყების ან დადგომის შესახებ, რითაც საფრთხე შეექმნება კლიენტის აქტივებს/ქონებას ან/და მის მიერ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებას.
მხარეები აცხადებენ და აცნობიერებენ, რომ ბანკი მხოლოდ კლიენტის ზემოაღნიშნული განცხადებების და გარანტიების საფუძველზე და მათზე დაყრდნობით დებს/დადებს და შეასრულებს ხელშეკრულებას ან/და მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებას.
მხარეთა სხვა უფლება-მოვალეობები
ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები:
უფლებამოსილნი არიან სრულად და ჯეროვნად ისარგებლონ ხელშეკრულებით, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ან/და შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებებით;
მოვალენი არიან სრულად და ჯეროვნად შეასრულონ ხელშეკრულებით, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ან/და შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებები.
თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ/ხელს არ მოაწერდნენ ხელშეკრულებას ან დადებდნენ/ხელს მოაწერდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს, ხოლო კლიენტი ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი.
მხარეთა პასუხისმგებლობა
თუ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული:
კლიენტი იღებს ვალდებულებას, რომ მის მიერ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების დარღვევისათვის გადაუხადოს ბანკს ერთჯერადი პირგასამტეხლო კლიენტის საკუთრებაში არსებული სადეპოზიტო სერტიფიკატის ნომინალური ღირებულების ჯამური მოცულობის 1 (ერთი) %–ის ოდენობით და ყოველდღიური პირგასამტეხლო თითოეული შესაბამისი ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის (სრული ან არასრული) კლიენტის საკუთრებაში არსებული სადეპოზიტო სერტიფიკატის ნომინალური ღირებულების ჯამური მოცულობის 0.5 (ნული მთელი ხუთი მეათედი) %-ის ოდენობით;
მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი (ზარალი) კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით დადგენილი წესით, ხოლო ზარალის ანაზღაურება მხარეებს არ ათავისუფლებს ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან (გადახდისაგან).
ფორს-მაჟორის წარმოქმნისას, როდესაც ნებისმიერი მხარის მიერ შეუძლებელი ხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად ან ნაწილობრივ შესრულება, ვალდებულებების შესრულების ვადა გადაიწევს შესაბამისად იმ დროით, რა დროითაც იმოქმედებს ფორს-მაჟორული მოვლენები.
თუ ფორს-მაჟორი გაგრძელდება ერთ თვეზე მეტ ხანს, მაშინ ხელშეკრულების მონაწილე თითოეულ მხარეს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება და ასეთ შემთხვევაში აღდგება ხელშეკრულების დადებამდე არსებული მდგომარეობა და არც ერთ მხარეს არ ექნება რაიმე კომპენსაციის მოთხოვნის უფლება მეორე მხარისათვის.
მხარე, რომლისთვისაც შეიქმნა ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა, ვალდებულია ამ მოვლენების დადგომისა და შეწყვეტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მეორე მხარეს.
მიუხედავად სტანდარტული პირობების 7.1. პუნქტით განსაზღვრული გარანტიებისა, კლიენტის მიერ ხელშეკრულებით და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად და შესაბამისად ბანკის უფლებებისა და მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით, კლიენტი აცხადებს წინასწარ თანხმობას ბანკის სრულ უფლებამოსილებაზე, საკუთარი შეხედულებისამებრ:
არ გადაუხადოს კლიენტს ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რაც შესაბამისი მოცულობით ჩაითვლება (გაიქვითება) კლიენტის მიერ ბანკისათვის ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელის (პირგასამტეხლო, ზიანის (ზარალის) ანაზღაურება და სხვა) ანგარიშში; ან/და
კლიენტის ნებისმიერი სახის ანგარიშიდან უაქცეპტოდ ჩამოწეროს ყველა გადასახდელი, ხოლო თუ გადასახდელი და ანგარიშზე რიცხული თანხა სხვადასხვა ვალუტაშია, ბანკმა თავად განახორციელოს კონვერტაცია გადახდის თარიღისათვის მასთან მოქმედი კომერციული კურსით, ხოლო კონვერტაციის მომსახურების ღირებულება ასევე უაქცეპტოდ ჩამოწეროს ანგარიშიდან, კონვერტირებული თანხა კი მიმართოს შესაბამისი გადასახდელის დასაფარად; ან/და
კლიენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების შესრულების მიზნით, შესაბამისი შესასრულებელი ვალდებულების/გადასახდელის ოდენობით, კლიენტის ნებისმიერ ანგარიშზე არაუმეტეს ერთი წლის ვადით უაქცეპტოდ, მხარეთა შორის ოვერდრაფტის ხელშეკრულების ან/და სხვა რაიმე დოკუმენტის გაფორმების გარეშე, დაუშვას ოვერდრაფტი (სადებეტო ნაშთი, რომელიც კლიენტს საშუალებას აძლევს მის ანგარიშზე დაწესებული სადებეტო ნაშთის (ოვერდრაფტის ლიმიტის) ფარგლებში გამოიყენოს ანგარიშზე რიცხულ თანხაზე მეტი თანხა, ხოლო წარმოქმნილი დავალიანება პირველ რიგში ავტომატურად დაიფარება შემოსული თანხით), მისი დაშვების დროისათვის ბანკში დადგენილი წესების შესაბამისად და შემდეგი პირობებით: ა) ოვერდრაფტს დაერიცხება ბანკში არსებული მაქსიმალური საპროცენტო სარგებელი და ბ) ათვისებული ოვერდრაფტის თანხების დაფარვის ვადის გადაცილების შემთხვევაში, გადაუხდელ თანხებს დაერიცხება პირგასამტეხლო არაუმეტეს გადაუხდელი თანხის 0.5 (ნული მთელი ხუთი მეათედი) %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ანგარიშსწორება
მხარეთა შორის ანგარიშსწორება წარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების წესით, მხარის ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ანგარიშზე.
ხელშეკრულებით განსაზღვრული ნებისმიერი სახის ფულადი ვალდებულება უნდა შესრულდეს (გადახდილ უნდა იქნეს) ფულადი ვალდებულების წარმოშობის თარიღიდან (ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების დღიდან, პირგასამტეხლოს მოთხოვნის დღიდან და სხვა) 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში. ამასთან, თუ ვალდებულების შესრულების (გადახდის) დღე არ დაემთხვა საბანკო დღეს, ამ დღის ნაცვლად გამოიყენება მომდევნო საბანკო დღე.
კომუნიკაცია მხარეთა შორის
მხარეთა შორის ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. მხარისათვის გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება მას შეიძლება მიეწოდოს პირადად ან გაეგზავნოს კურიერის (მათ შორის, საერთაშორისო კურიერის) ან საფოსტო გზავნილის (მათ შორის, დაზღვეული წერილის) საშუალებით. ოპერატიულობის მიზნით და ქვემოთ მოცემული დებულებების გათვალისწინებით, დასაშვებია მეორე მხარისათვის შეტყობინების მიწოდება დეპეშის, ტელექსის, ფაქსის ან ელექტრონული ფოსტის ან ბანკის მიერ დადგენილი ნებისმიერი სხვა ოპერატიული საშუალებით გაგზავნის გზით, იმ პირობით, რომ მეორე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, ამგვარი მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში მას წარედგინება შეტყობინება წერილობითი ფორმითაც.
შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს თუ შეტყობინების მიღება დადასტურებულია ადრესატის მიერ (მათ შორის, ელექტრონული დოკუმენტით, ქვითრით, შეტყობინების შესაბამისი სხვა საშუალებით და ა.შ.). თუ შეტყობინების მიღება არ არის დადასტურებული ადრესატის მიერ, ნებისმიერი ასეთი შეტყობინება მიიჩნევა სათანადო წესის შესაბამისად გაგზავნილად და მიღებულად:
კურიერის ან დაზღვეული საფოსტო გზავნილის მეშვეობით წერილობითი შეტყობინების ან დეპეშის გაგზავნის შემთხვევაში – (ა) თუ შეტყობინება გაგზავნილია ბანკის მიერ, გაგზავნიდან 3 (სამი) კალენდარულ დღეში, ან ჩაბარების დადასტურების თარიღის დღეს (რომელსაც უფრო ადრე ექნება ადგილი); (ბ) თუ შეტყობინება გაგზავნილია კლიენტის მიერ, ბანკის კანცელარიაში შეტყობინების დარეგისტრირების მომდევნო საბანკო დღეს;
ფაქსის, ტელექსის, ელექტრონული ფოსტის ან/და სხვა ელექტრონული საშუალებით გაგზავნის შემთხვევაში – (ა) თუ შეტყობინება გაგზავნილია ბანკის მიერ, გაგზავნის თარიღიდან მეორე საბანკო დღეს; (ბ) თუ შეტყობინება გაგზავნილია კლიენტის მიერ, xxxxxx მიერ შესაბამისი შეტყობინების მიღების დადასტურების თარიღიდან, ან შესაბამისი ქმედების განხორციელებით შეტყობინების მიღების დადასტურების თარიღიდან.
შეტყობინება მიღებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ შეტყობინების გამგზავნ მხარეს შეტყობინება დაუბრუნდება გაგზავნილ მისამართზე/საკონტაქტო მონაცემებზე შეტყობინების ადრესატის ადგილსამყოფელის არარსებობის გამო, ადრესატი უარს განაცხადებს შეტყობინების მიღებაზე, ან თავს აარიდებს მის მიღებას.
მხარეები ურთიერთობას განახორციელებენ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით განსაზღვრულ მისამართებზე/საკონტაქტო მონაცემებზე (ან სხვა ნებისმიერ მისამართზე/საკონტაქტო მონაცემზე, რომელსაც ერთი მხარე აცნობებს მეორეს წერილობით). მხარე ვალდებულია აღნიშნული მისამართ(ებ)ის ან მათი რომელიმე მონაცემის ცვლილების შესახებ დროულად აცნობოს მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული ურთიერთობა (შეტყობინების გაგზავნა და სხვა) ჩაითვლება ჯეროვნად შესრულებულად.
ხელშეკრულებით შეიძლება გათვალისწინებული იყოს შეტყობინების განხორციელება სტანდარტული პირობების 9.1. პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის კონკრეტულად ერთ–ერთი საშუალებით, ან განსხვავებული ფორმით.
კონფიდენციალურობა
მხარეები ვალდებული არიან, როგორც ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ასევე სახელშეკრულებო ურთიერთობის დამთავრების შემდეგაც დაიცვან მეორე მხარისაგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
კონფიდენციალურობის შესახებ ზემოაღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება ინფორმაციას ან ინფორმაციის გამჟღავნებას:
რომელიც კანონმდებლობის დარღვევის გარეშე იყო ცნობილი ინფორმაციის მიმღები მხარისათვის მეორე მხარის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებამდე;
თუ ინფორმაციის გამჟღავნება მოხდება მხარეთა მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და შესასრულებლად (მათ შორის, რომელიმე მხარის მიერ სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო) წესით მისი უფლებების განსახორციელებლად);
რომლის მოპოვებაც შესაძლებელია სხვა წყაროებიდან;
თუ ინფორმაციის მესამე პირისთვის გამჟღავნება მოხდება ა) მხარეთა წერილობითი შეთანხმებით, რა შემთხვევაშიც ინფორმაციის გამცემი მხარე სრულად აგებს პასუხს მესამე პირის მიერ მისთვის გადაცემული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვაზე ან ბ) რომელიმე მხარისგან დამოუკიდებლად.
მიუხედავად ხელშეკრულების 10.1. პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვისა, კლიენტი ბანკს ანიჭებს უპირობო უფლებას, კლიენტის დამატებითი წინასწარი ან შემდგომი თანხმობის ან აქცეპტის გარეშე:
კლიენტის შესახებ ინფორმაცია გადასცეს მის შვილობილ კომპანიას (კომპანია, რომლის წილის, აქციების ან/და ხმების არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) %-ს პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ან რომელსაც სხვაგვარად მართავს ბანკი) ან სხვა აფილირებულ პირს კლიენტისათვის სხვადასხვა ტიპის მომსახურების შეთავაზების მიზნით, იმ პირობით და იმის გათვალისწინებით, რომ:
ამგვარი ინფორმაცია შემოიფარგლება მხოლოდ იმ ინფორმაციით, რაც აუცილებელია ამგვარი მომსახურების შესათავაზებლად ან/და ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად;
ინფორმაციის მიმღები პირი დაიცავს ზემოაღნიშნულ დებულებებს ინფორმაციის კონფიდენციალობასთან დაკავშირებით.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან ან/და ნებისმიერი სხვა იდენტური ან მსგავსი ფუნქციის მქონე დაწესებულებიდან (კერძო ან საჯარო) გამოითხოვოს, მიიღოს და შეინახოს კლიენტის შესახებ დაცული ინფორმაცია (მათ შორის პერსონალური მონაცემები და საიდენტიფიკაციო დოკუმენტები) და აღნიშული ინფორმაციის მონაცემთა ბაზები (მათ შორის ელექტრონული ბაზები), ასევე შეასრულოს ყველა საჭირო მოქმედება ან/და პროცედურა რაც დაკავშირებულია ზემოაღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებასთან;
კლიენტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს მესამე პირს კლიენტის მიერ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულების შედეგად ბანკის უფლებების განხორციელების მიზნით ან/და xxxxxxxx მიერ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე მონიტორინგის მიზნით;
საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების ფარგლებში/მიზნებისთვის, დაფინანსების მოპოვების ფარგლებში/მიზნებისთვის, მესამე პირებისგან აუდიტორული, საკონსულტაციო, საშემფასებლო, კვლევითი ან სხვა მსგავსი მომსახურების მიღების ფარგლებში/მიზნებისთვის ან/და ბანკის მიერ მესამე პირების წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების (მათ შორის ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ან/და ანგარიშგების ფარგლებში) მიზნით, კლიენტის შესახებ ინფორმაცია (მათ შორის პერსონალური მონაცემები ან/და საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია ან/და კლიენტთან გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულება) მიაწოდოს ნებისმიერ მესამე პირს (მათ შორის საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, ბანკის გარე აუდიტორებს, კონსულტანტებს, მრჩევლებს, კვლევით ორგანიზაციებს ან მსგავსი ფუნქციის მქონე სხვა მესამე პირებს), ამასთან ასეთი გადაცემული ინფორმაციის/ხელშეკრულების კონფიდენციალურობის დაცვას უზრუნველყოფს, შესაბამისი ინფორმაციის/ხელშეკრულების მიმღები მესამე პირი.
პრეტენზიები და დავები
ხელშეკრულებიდან ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე პრეტენზიები მხარეებმა შეიძლება ერთმანეთს წაუყენონ წერილობით ან/და ზეპირად. პრეტენზიის მიმღები მხარე ვალდებულია პრეტენზიის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში მთლიანად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილოს წამოყენებული პრეტენზია, ან წერილობით ან/და ზეპირად აცნობოს მეორე მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
ხელშეკრულებიდან ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი დავა (მათ შორის, ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების არსებობასთან, ინტერპრეტაციასთან, შესრულებასთან, აღსრულებასთან ან/და ნამდვილობასთან/ბათილობასთან დაკავშირებით) წყდება მხოლოდ საქართველოს სასამართლოების მიერ და მხოლოდ კანონმდებლობის გამოყენებით. ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბანკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
ხელშეკრულების მოქმედება და შეწყვეტა
ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი დადების მომენტიდან და თუკი სხვაგვარად არ იქნა განსაზღვრული დამატებითი პირობებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მოქმედებს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.
შესაძლებელია მომსახურების, ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ვადამდე სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტა:
ბანკის მიერ ცალმხრივად, თუ: ა) ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე ბანკი უარს განაცხადებს მომსახურებაზე ან ბ) კლიენტი სრულად და ჯეროვნად არ შეასრულებს ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ნებისმიერ ვალდებულებას (მათ შორის, ფულად ვალდებულებას, განცხადებებს და გარანტიებს, ნებისმიერ პირობას ან/და სხვა ვალდებულებას);
მხარეთა წერილობითი შეთანხმებით;
ხელშეკრულებით, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, თუ კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევები, წინააღმდეგობაში არ მოდის ხელშეკრულებასთან;
ავტომატურად, თუ ბანკი სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს, იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, მხარის ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ანგარიშზე არ განხორციელდება სადეპოზიტო სერტიფიკატის საანგარიშსწორებო თანხის (ნასყიდობის საფასურის)განთავსება ან მიუხედავად შესაბამისი თანხის განთავსებისა, ბანკი ვერ უზრუნველყოფს მის სრული მოცულობით გადატანას შესაბამის ანგარიშზე - შესაბამისი თანხით კლიენტის მიმართ არსებული ბანკის მოთხოვნების დაკმაყოფილების ან/და შესაბამის თანხაზე გავრცელებული ნებისმიერი სახის სამართლებრივი შეზღუდვის (მათ შორის ინკასო ან/და ყადაღა) გამო.
ბანკი უფლებამოსილია, სატანდარტული პირობების 12.2.1. და 12.2.3. ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, ცალმხრივად, ზიანის (ზარალის) ანაზღაურების გარეშე, სრულად ან ნაწილობრივ შეწყვიტოს მომსახურება, ხელშეკრულება ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება კლიენტისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნით, კლიენტის მიერ შეტყობინების მიღებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში, თუ ამავე შეტყობინებით მომსახურების, ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივი შეწყვეტის სხვა ვადა ან/და პირობები არ არის გათვალისწინებული. წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია გამოისყიდოს სადეპოზიტო სერტიფიკატი ვებ-გვერდზე განთავსებული გამოსყიდვის პირობების შესაბამისად.
ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტა არ ათავისუფლებს კლიენტს ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ნაკისრი ან/და კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებისაგან (გადახდისაგან) ამგვარი ვალდებულების იძულებითი ან ნებაყოფლობითი შესრულების მომენტამდე.
თუ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტის შედეგები (პასუხისმგებლობა) არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით, მაშინ მხარეები იხელმძღვანელებენ შესაბამისი კანონმდებლობით.
ცვლილებები და დამატებები
ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა დაიშვება წერილობითი ფორმით მხარეთა შეთანხმებით.
მიუხედავად სტანდარტული პირობების 13.1. პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვისა, ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს საკუთარი შეხედულებისამებრ, კლიენტის დამატებითი თანხმობისა თუ აქცეპტის გარეშე, ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულების პირობები, გარდა სადეპოზიტო სერტიფიკატის საპროცენტო განაკვეთის მოცულობისა.
xxxxxx მიერ სტანდარტული პირობების 13.2. პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შემთხვევაში:
თუ ასეთი გადაწყვეტილება აუარესებს კლიენტის მდგომარეობას, მაშინ ასეთი გადაწყვეტილების მიღების შესახებ ბანკი ცვლილების ძალაში შესვლის თარიღამდე არანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე ატყობინებს კლიენტს ხელშეკრულებით დადგენილი წესით (იმ შემთხვევაში თუ ცვლილებები/დამატებები ინდივიდუალური ხასიათისაა) ან/და ვებ-გვერდზე შესაბამისი ცვლილების/დამატების განთავსებით (იმ შემთხვევაში თუ ცვლილებები/დამატებები საერთო ხასიათისაა). კლიენტი უფლებამოსილია შეტყობინების მიღებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წერილობითი სახით უარი განაცხადოს ამგვარ ცვლილებაზე და ასეთ შემთხვევაში, ცვლილება არ შევა ძალაში, ხოლო ბანკი უფლებამოსილია წერილობითი უარის თარიღიდან მომდევნო 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში შეწყვიტოს საპროცენტო სარგებლის დარიცხვა ან/და შეწყვიტოს ხელშეკრულება ან/და შესაბამისი პერიოდისთვის დარიცხული საპროცენტო სარგებელი განათავსოს სადეპოზიტო ანგარიშზე ან მომსახურე ანგარიშზე. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი არ ისარგებლებს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით, ამგვარი ცვლილება ძალაში შევა ბანკის შეტყობინებაში მითითებული თარიღიდან;
თუ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია კლიენტის სასარგებლოდ ან/და არ აუარესებს კლიენტის მდგომარეობას, მაშინ ასეთი გადაწყვეტილება არ საჭიროებს კლიენტის დამატებით თანხმობას ან აქცეპტს და ამ სახით შეცვლილი პირობები ამოქმედდება ბანკის მიერ განსაზღვრული თარიღიდან. ამასთან, ბანკი ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში შეატყობინოს კლიენტს ხელშეკრულებით დადგენილი წესით (იმ შემთხვევაში თუ ცვლილებები/დამატებები ინდივიდუალური ხასიათისაა) ან/და ვებ-გვერდზე შესაბამისი ცვლილების/დამატების განთავსებით (იმ შემთხვევაში თუ ცვლილებები/დამატებები საერთო ხასიათისაა).
თუ ბანკი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებები და დამატებები გავრცელდება უკვე გამოშვებულ სადეპოზიტო სერტიფიკატებზე.
ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებები და დამატებები (მათ შორის, სატანდარტული პირობების 13.1. და 13.2. პუნქტების შესაბამისად განხორციელებული ცვლილებები და დამატებები) წარმოადგენს ხელშეკრულების დანართს და მის განუყოფელ ნაწილს.
ხელშეკრულების პირობების მოქმედება კლიენტების მიმართ
ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების მიზნებისათვის, „კლიენტის“-ს დეფინიციაში მოცემულ პირზე ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების პირობები გავრცელდება სრულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი პირის სამართლებრივი სტატუსიდან (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი. ასევე, ფიზიკური პირის ასაკი) გამომდინარე კონკრეტული პირობა ვერ გავრცელდება ამგვარ პირზე.
იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს ერთზე მეტი კლიენტი:
თითოეული ასეთი კლიენტი წარმოადგენს ბანკის მიმართ სოლიდარულ მოვალეს ხელშეკრულებიდან ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებზე;
თითოეული კლიენტის სოლიდარული პასუხისმგებლობა ძალაშია მიუხედავად მათ მიერ ხელშეკრულებიდან ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად ბანკის სასარგებლოდ რაიმე ფორმით გაცემული დამატებითი ვალდებულების (მათ შორის, თავდებობის ან/და გარანტიის) არსებობა/არარსებობისა;
ერთ-ერთ კლიენტთან დაკავშირებული ფაქტები გამოიყენება სხვა კლიენტის მიმართაც, იმის გათვალისწინებით, რომ xxxxxx მიერ რომელიმე კლიენტის მიმართ თავისი უფლებების გამოუყენებლობა (სრულად ან ნაწილობრივ) არ გავრცელდება სხვა კლიენტზე და არ ათავისუფლებს მას/მათ შესაბამისი ვალდებულებებისაგან;
ერთ-ერთი კლიენტის მიერ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია შესაბამისი მოთხოვნა/მოთხოვნები წაუყენოს ნებისმიერ კლიენტს და მის მიმართ ისარგებლოს ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან/და კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით;
ნებისმიერი კლიენტის ქონების (მათ შორის ანგარიშების მიმართ) გამოყენებული ინკასო, ყადაღა ან/და ნებისმიერი სხვა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან/და აკრძალვა სრულად გავრცელდება ერთობლივ ანგარიშზე და ერთობლივ ანგარიშზე განთავსებულ თანხებზე.
სხვა პირობები
მხარეები თანხმდებიან და აცნობიერებენ, რომ:
წინამდებარე სადეპოზიტო სერტიფიკატის მომსახურების ძირითადი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს, განაცხადს, ნასყიდობის პირობებსა ან/და დამატებით პირობებს (დანართი N1) შორის წინააღმდეგობის ან შეუსაბამობის არსებობისას უპირატესობა ენიჭება:
პირველ რიგში განაცხადს;
შემდგომ დამატებით პირობებს (დანართი N1) (ამგვარის არსებობის შემთხვევაში);
შემდგომ ნასყიდობის პირობებს;
და ბოლოს წინამდებარე სადეპოზიტო სერტიფიკატის მომსახურების ძირითადი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს;
ხელშეკრულების და მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის პირობებს შორის წინააღმდეგობის ან შეუსაბამობის არსებობისას, ამგვარ, ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულების პირობებს მიენიჭება უპირატესობა იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელთა დასარეგულირებლადაც დადებულია ამგვარი ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება.
მხარეები ადასტურებენ, რომ ხელშეკრულების შინაარსი ზუსტად გამოხატავს მხარეთა ნებას და რომ მათ მიერ ნების გამოვლენა მოხდა ხელშეკრულების შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობიდან.
ნებისმიერი და ყოველი უფლება, რომელიც მიენიჭება მხარეს მეორე მხარის მიერ ხელშეკრულების, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის სრულად ან ნაწილობრივ დარღვევის შედეგად, კრებითია და დაემატება ხელშეკრულებით, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით მინიჭებულ ყველა სხვა უფლებას.
ერთ-ერთი მხარის მხრიდან ხელშეკრულების, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის სრულად ან ნაწილობრივ დარღვევასთან დაკავშირებით მეორე მხარის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებების გამოუყენებლობა არ გავრცელდება ხელშეკრულების, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის ნებისმიერ შემდგომ დარღვევაზე.
ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების რომელიმე მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის ბათილობა არ გამოიწვევს მთლიანად ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ან/და მათი სხვა მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის ბათილობას. ბათილი დებულების ნაცვლად, გამოიყენება იმგვარი დებულება, რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით (მათ შორის ბათილი დებულებით) გათვალისწინებული მიზანი.
ხელშეკრულებაში ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებაში მხოლობით რიცხვში გამოყენებული სიტყვები გულისხმობს მრავლობითს და პირიქით.
ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი ან/და ქვეპუნქტ(ებ)ი დანომრილია და დასათაურებულია მხოლოდ მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულების ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება.
ხელშეკრულებაში ან/და მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებაში გამუქებული ტექსტი მოყვანილია განმარტებულ ტერმინთა გამოსაყოფად, მხოლოდ მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულების ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება.
ხელშეკრულების დანართსა და მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებაზე სრულად ვრცელდება ხელშეკრულების მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის და ქვეპუნქტ(ებ)ის მოქმედება. ამასთან, ხელშეკრულების და ხელშეკრულების დანართსა თუ მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების პირობებს შორის წინააღმდეგობის ან შეუსაბამობის არსებობისას, ამგვარი დანართის და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების პირობებს მიენიჭება უპირატესობა იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელთა დასარეგულირებლადაც დადებულია ამგვარი დანართი თუ მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება.
ხელშეკრულება ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულები მისი ვალდებულებებითა და სარგოებით ვრცელდება და სავალდებულოა მხარეთა უფლებამონაცვლეების, თუ მემკვიდრეებისათვის/სამართალმემკვიდრეებისათვის, თუ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ან/და მისი/მათი მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის და ქვეპუნქტ(ებ)ის შინაარსის გათვალისწინებით კანონმდებლობა სხვა რამეს არ ითვალისწინებს.
კლიენტს უფლება არა აქვს ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე მესამე პირს გადასცეს ან გადააბაროს მასზე ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით (მათ შორის, მათი დანართით) ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულება ან მინიჭებული უფლება. ბანკის უარი გამორიცხავს ნებისმიერი ზემოაღნიშნული ქმედების ან/და გარიგების განხორციელების შესაძლებლობას და შესაბამისად ამ წესის დარღვევით განხორციელებული ქმედება ან/და გარიგება ბათილია და არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს, გარდა კანონმდებლობით ცალსახად განსაზღვრული შემთხვევებისა. ამასთან, ეს დებულება არ გულისხმობს დათქმას, რომ xxxxxxxx პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულებები და არ გამორიცხავს ბანკის უფლებას მიიღოს მესამე პირისაგან შემოთავაზებული შესრულება, მიუხედავად იმისა თანახმაა თუ არა კლიენტი.
ხელშეკრულება განიმარტება და რეგულირდება კანონმდებლობის შესაბამისად. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთახმებული პირობებით.
კლიენტისათვის ცნობილია, რომ „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2022 წლის პირველი იანვრიდან, ყველა დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა, დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად, თითოეულ კომერციულ ბანკში დაზღვეულია და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ანაზღაურდება 15,000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ფარგლებში. კომერციულ ბანკში ყველა დეპოზიტორის ყველა ანგარიშზე არსებული თანხა ავტომატურად დაზღვეულია დამატებითი საზღაურის გარეშე. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდზე: xxx.xxxxxxxx.xx.
ხელშეკრულება ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება შედგნილია ქართულ ენაზე. ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ინტერპრეტაციისას უპირატესობა ენიჭება ქართულ ენაზე შედგენილ ტექსტს. აღნიშნული ნორმები ვრცელდება, ასევე, მხარეთა შორის ურთიერთობაზე ან/და ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების, თუ ნებისმიერი სხვა დოკუმენტის შედგენასა თუ ინტერპრეტაციაზე.
ხელშეკრულების თითო იდენტური ეგზემპლარი გადაეცემა მხარეებს.
მხარეები აქვე აღიარებენ, ადასტურებენ და თანხმდებიან, რომ: თუ კლიენტზე გავრცელდება, ამერიკის შეერთებული შტატების უცხოური აქტივების კონტროლის სამსახურის, გაერთიანებული სამეფოს ფინანსური სანქციების იმპლემენტაციის სამსახურის, ევროპის კავშირის ან/და გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს ან/და მათი ნებისმიერი სამართალმემკვიდრის (შემდგომში - სანქციების ორგანო) მიერ დაწესებული ნებისმიერი სანქცია ან/და ნებისმიერი სანქციით გათვალისწინებული ან/და მოთხოვნილი ნებისმიერი შეზღუდვა ან/და აკრძალვა; ან/და თუ კლიენტი ან/და პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს ან ფლობს კლიენტს, ან/და ქვეყანა/ტერიტორია, რომლის რეზიდენტიც არის კლიენტი ან რომელშიც დაფუძნებულია/რეგისტრირებულია ან მდებარეობს ან ოპერირებს კლიენტი, მოხვდება კონკრეტული სანქცირებული ქვეყნების/ტერიტორიების ან/და პირების სიაში, რომელიც გამოცემულია/წარმოებულია სანქციების ორგანოს მიერ, მასში დროდადრო შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით: (i) ბანკი უფლებამოსილია იმოქმედოს სანქციების ორგანოს მიერ დაწესებული შესაბამისი სანქციის მიხედვით და განახორციელოს სანქციების ორგანოს მიერ განსაზღვრული ან/და შესაბამისი სანქციით გათვალისწინებული ან/და მოთხოვნილი ნებისმიერი და ყველა ქმედება; და (ii) ბანკის მოქმედება სანქციების ორგანოს მიერ დაწესებული შესაბამისი სანქციის მიხედვით ან/და სანქციების ორგანოს მიერ განსაზღვრული ან/და შესაბამისი სანქციით გათვალისწინებული ან/და მოთხოვნილი ნებისმიერი ქმედების განხორციელება არ ჩაითვლება ბანკის მიერ კლიენტის წინაშე არსებული/ნაკისრი რაიმე ვალდებულების რაიმე ფორმით დარღვევად და ბანკს არ დაეკისრება რაიმე სახის პასუხისმგებლობა სანქციების ორგანოს მიერ დაწესებული შესაბამისი სანქციის მიხედვით მოქმედებისთვის ან/და სანქციების ორგანოს მიერ განსაზღვრული ან/და შესაბამისი სანქციით გათვალისწინებული ან/და მოთხოვნილი ნებისმიერი ქმედების განხორციელებისთვის.
6 / 6