სახელმწიფო შესყიდვების შესახებ № T
ხელშეკრულება
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ № T
(პროექტი)
ქ. თბილისი
წელი
ერთი მხრივ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ (შემდგომში „შემსყიდველი“) წარმოდგენილი მისი სახით და მეორე მხრივ შპს „ “ (შემდგომში -
„მიმწოდებელი“) წარმოდგენილი მისი სახით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და პრეტენდენტის სატენდერო წინადადების საფუძველზე SPA ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად დებენ წინამდებარე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას (შემდგომში -
„ხელშეკრულება“) შემდეგზე:
1. გამოყენებული ტერმინების განმარტებები
ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონსა და მის საფუძველზე გამოცემულ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ სხვა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში.
2. შესყიდვის ობიექტი
2.1. წინამდებარე ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს - შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აქტივების გაუფასურების ტესტის (CPV 79200000 - საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებები; CPV 79212000 - აუდიტორული მომსახურება) შესყიდვა (შემდგომში - „მომსახურება“);
2.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ზუსტი აღწერა მოცემულია მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში (დანართი №1) რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
3. ხელშეკრულების ღირებულება
3.1. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს ლარს დღგ-ს გათვალისწინებით;
3.2. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება მოიცავს მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სახის გადასახადსა და მოსაკრებელს;
3.4. ხარჯები რომლებიც წინადადების ფასში არ არის გათვალისწინებული არ ექვემდებარება ანაზღაურებას;
4. ანგარიშსწორების წესი
4.1. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ლარში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე;
4.2. ანგარიშსწორებისათვის შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის უნდა გაფორმდეს მიღება-ჩაბარების აქტი;
4.3. დაფინანსების წყარო: შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ 2021 წლის ბიუჯეტის საკუთარი სახსრები;
4.4. ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შემდეგ, საბოლოო მიღება- ჩაბარების აქტის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში;
4.5. წინასწარი ანგარიშსწორება არ გამოიყენება;
4.6. ანგარიშსწორებისათვის საჭირო დოკუმენტაცია (გარდა ელექტრონული დოკუმენტაციისა) მიმწოდებელ- მა შემსყიდველს უნდა წარუდგინოს შემსყიდველის სათავო ოფისის მისამართზე (ქ. თბილისი ვაჟა-ფშაველას გამზირი 76 „ბ“).
5. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
5.1. მომსახურება გაწეულად ჩაითვლება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ;
5.2. შემსყიდველის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტს ხელს მოაწერს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ .
6. მომსახურების გაწევის ადგილი, ვადა და პირობები
6.1. გაწეული მომსახურება უნდა აკმაყოფილებდეს ხელშეკრულების და მომსახურების ხარჯთაღრიცხვის (დანართი №1) პირობებს;
6.2. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს - ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვაინეს 45
(ორმოცდახუთი) კალენდარული დღე.
6.3. მიმწოდებელმა 6.2 პუნქტში განსაზღვრულ ვადაში უნდა დაასრულოს გაუფასურების ტესტირების პროცესი და წარმოადგინოს შემსყიდველ ორგანიზაციაში საბოლოო შემაჯამებელი ანგარიში.
6.4. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ძირითადი საშუალებების გაუფასურების ტესტირება, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ფასს 36 სტანდარტის მოთხოვნის შესაბამისად;
6.5. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ძირითადი საშუალებების გაუფასურების ტესტირება, მიმწოდებლის მიერ შეთავაზებული დაშვებების შესაბამისად, შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მენეჯმენტთან შეთანხმებით;
6.6. შემსყიდველი ორგანიზაცია უზრუნველყოფს სათანადო საოფისე ადგილს მომსახურების შესასრულებლად და დავალებასთან დაკავშირებული ყველა საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდებას;
6.7. მიმწოდებელს ექნება სრული წვდომა (გონივრულ ვადებში) ყველა ინფორმაციაზე, რომელიც ძირითადი საშუალებების გაუფასურების ტესტირებისთვის ჩაითვლება საჭიროდ;
6.8. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ხელმძღვანელობისათვის გაუფასურების ტესტირების შედეგების შეჯამებული ანგარიშის წარდგენა თანმხლები წერილით, სადაც მოცემული იქნება შედეგები და სლაიდები ყველა საჭირო ინფორმაციით და სამუშაო ფაილები კალკულაციებით;
6.9. შემაჯამებელი ანგარიში წარმოდგენილი უნდა იქნეს, როგორც ქართულ, ასევე, ინგლისურ ენებზე. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს თითოეული ანგარიშის ნაბეჭდი ეგზემპლარი ქართულ და ინგლისურ ენაზე და თითოეული მათგანის ელექტრონული ვერსია Ms Word და PDF ფორმატებში, აგრეთვე Excel (ცხრილებისთვის).
6.10. შემაჯამებელი ანგარიშის მიწოდება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის ხარჯით, შემსყიდველის მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას ქ. N76ბ, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ცენტრალური ოფისი.
7. მხარეთა უფლება-მოვალეობანი
7.1. შემსყიდველი უფლებამოსილია:
ა) მომსახურების გაწევის დროს განახორციელოს გაწეული მომსახურების ხარისხისა და სხვა პირობების წინამდებარე ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის ინსპექტირება;
ბ) მოსთხოვოს მიმწოდებელს წინამდებარე ხელშეკრულების ჯეროვანი, დროული და კეთილსინდისიერი შესრულება;
7.2. შემსყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში;
7.3. მიმწოდებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს შემსყიდველს გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში;
7.4. მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა. ბ) დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულების პირობები;
გ) აუნაზღაუროს შემსყიდველს მისი ბრალეულობით გამოწვეული ნებისმიერი სახის მატერიალური და არამატერიალური ზარალი.
8. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
8.1. შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს ხელშეკრულების კონტროლი (ინსპექტირება), რომლის მიზანია გაწეული მომსახურების ხარისხის, მიწოდების ვადების და სხვა კრიტერიუმების შესაბამისობის დადგენა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან და შემსყიდველის მოთხოვნებთან;
8.2. ხელშეკრულების 8.1 პუნქტით გათვალისწინებულ კონტროლს (ინსპექტირებას) შემსყიდველის მხრიდან განახორციელებს ;
8.3. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან/და ნაკლის ან/და ხარვეზის აღმოფხვრა.
9. პირგასამტეხლო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის
9.1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მხარეებს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირე-
ბულების 0,02 %-ის ოდენობით;
9.2. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელი ჯარიმდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 3 (სამი) პროცენტის ოდენობით;
9.3. იმ შემთხვევაში, თუ დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს სახელშეკრულებო ღირებულების 5 (ხუთი) პროცენტს, შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოსთხოვოს მიმწოდებელს ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისთვის გადასახდელი პირგასამტეხლოს ანაზღაურება;
9.4. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მხარეს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან;
9.5. ამ მუხლით გათვალისწინებული საჯარიმო და პირგასამტეხლოს თანხები დაუკავდება მიმწოდებელს გაწეული მომსახურების ღირებულებიდან, იმ შემთხვევაში თუ მომსახურება გაწეული არ არის მიმწო- დებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღეში გადაიხადოს შესაბამისი თანხა შემსყიდველის სასარგებლოდ; ხოლო იმ შემთხვევაში თუ გაწეული მომსახურების ღირებულება ნაკლებია საჯარიმო თანხაზე მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღეში გადაიხადოს შემსყიდველის სასარგებლოდ საჯარიმო თანხებსა და გაწეული მომსახურების ღირებულებას შორის არსებული სხვაობა.
10. ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა და ხელშეკრულების შეწყვეტა
10.1. ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების, დამატების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით მხარეთა შეთანხმების საფუძველზე;
10.2. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველი უფ-ლებამოსილია ცალმხრივად მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;
10.3. ხელშეკრულება ასევე შეიძლება შეწყდეს მხარეთა ინიციატივით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
11. დავები და მათი გადაწყვეტის წესი
11.1. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წამოჭრილი ყველა დავა გადაიჭრება ურთიერთშეთანხმების გზით;
11.2. მოლაპარაკების დაწყებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმების მიუღწევ- ლობის შემთხვევაში, დავის გადასაწყვეტად მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ სასამართლოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
12. ფორს-მაჟორი
12.1. ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას;
12.2. ამ მუხლის მიზნებისათვის ,,ფორს-მაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული შემსყიდველის ან/და მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეულ იქნეს ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და ა.შ.;
12.3. ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, 3 (სამი) დღის ვადაში უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში გარემოება არ ჩაითვლება ფორს-მაჟორულად;
12.4. მხარეთა პასუხისმგებლობები და ვალდებულებები განახლდება ფორს-მაჟორული მდგომარეობის მოქმედების დასრულებისთანავე.
13. სხვა პირობები
13.1. არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება გადასცეს მესამე პირს თავისი უფლებები და მოვალეობები, მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე;
13.2. მესამე პირთან ურთიერთობაში მხარეები მოქმედებენ თავიანთი სახელით, ხარჯებითა და რისკით;
13.3. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ხელმოწერილია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან /და დამოწმებულია ელექტრონული შტამპით მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ;
13.4. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე;
13.5. წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ძალაშია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის წერილობითი ფორმითაა შედგენილი და ხელმოწერილია მხარეთა მიერ.
14. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
14.1. ხელშეკრულება ძალაში შედის ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს წლის
ჩათვლით.
15. მხარეთა რეკვიზიტები
„შემსყიდველი”
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“
მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას ქ. N76 ’’ბ”
შპს „ “
მისამართი: ტელეფონი:
„მიმწოდებელი”
ტელეფონი: 0322 91 90 60
მომსახურე ბანკი: სს „ლიბერთი ბანკი“ მომსახურე ბანკის კოდი: 220101480, LBRTGE22 ანგარიშის ნომერი: XX00XX0000000000000000 საიდენტიფიკაციო კოდი: 412670097
დირექტორი
მომსახურე ბანკი: მომსახურე ბანკის კოდი: ანგარიშის ნომერი:
საიდენტიფიკაციო კოდი: ელ-ფოსტა:
დირექტორი