ხელშეკრულება N
ხელშეკრულება N
ინტერნეტ რესურსით მომსახურების შესახებ
ქ. თბილისი 2022 წ.
შპს “უბიკომი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 400223067 ) შექმნილი და მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, წარმოდგენილი მისი დირექტორის xx xxxxxxxxxxxx სახით, (შემდეგში მოხსენიებული, როგორც ”კომპანია”), ერთის მხრივ და მოქალაქე:
(პ/ნ: № ; მის.: ),
(შემდეგში მოხსენიებული, როგორც ”დამკვეთი”), მეორეს მხრივ, ერთად კი მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1 ხელშეკრულება არეგულირებს მხარეებს შორის უწყვეტი ინტერნეტ კავშირით მოხმარება-მიწოდებას.
1.2 „კომპანია“ „დამკვეთს“ უზრუნველყოფს ინტერნეტის ინსტალაციით („კომპანიის“ საკუთრებაში არსებული აპარატურის მონტაჟი)
1.3 კომპანია დამკვეთს უზრუნველყოფს ინტერნეტ-მომსახურებით :
გლობალურ ინტერნეტ რესურსზე წვდომა | ლოკალურ ინტერნეტ რესურსზე წვდომა |
6.0 /8.0მბ/წმ-მდე | /8.0 მბ/წმ-მდე |
1.4 პაკეტის დასახელება : სტანდარტი
2. მხარეთა უფლება-მოვალეობები
2.1 კომპანიის მოვალეობები:
2.1.1 უზრუნველყოს დამკვეთი ოცდაოთხი საათის განმავლობაში ინტერნეტ სერვისით.
2.1.2 დამკვეთის სწრაფი ინფორმირება (ტელეფონით ან ფაქსით 24 სთ-ის განმავლობაში) ნებისმიერი სახის გამორთვებისას, გაუმართავობისას დაკავშირებული ინტერნეტ სერვისთან. მიიღოს შესაბამისი ზომები აღნიშნული სერვისის გამართული მიწოდებისათვის.
2.1.3 დამკვეთის ინფორმირება ორი დღით ადრე აუცილებელი პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების შესახებ ინტერნეტ კავშირისათვის.
3.1 დამკვეთის მოვალეობები
3.2.1 დამკვეთი ექსპლუატაციას გაუწევს ინტერნეტ კავშირს შესაბამისად მიზნისა, რომელიც მოცემულია ხელშეკრულებაში;
3.2.2 დამკვეთი უზრუნველყოფს ანგარიშსწორებას ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
3.2.3 დროულად უზრუნველყოს საზღაურის ანგარიშსწორება. დამკვეთის უფლებები
3.2.4 მოელოდეს შემსრულებლისაგან მაღალხარისხიანი და უწყვეტი ინტერნეტ კავშირის უზრუნველყოფას.
3.2.5 მოითხოვოს ინფორმაცია ნებისმიერი სახის ინტერნეტის გათიშვებისა და გამოუსწორებლობის შესახებ და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია კომპანიისაგან.
4. საზღაური და ანგარიშსწორების პირობები
4.1 ხელშეკრულების 1.2 მუხლში მოცემული სერვისისათვის დამკვეთი ერთჯერადად გადაიხდის
ლარს დღგ-ს ჩათვლით.
4.2 ხელშეკრულების 1.3 მუხლში მოცემული ინტერნეტ სერვისისათვის „დამკვეთი“ წინსწრებით გადაიხდის ერთი თვის სააბონენტო გადასახადს (დ.ღ.გ-ს ჩათვლით)
4.3 „დამკვეთის“ მიერ სამი თვის განმავლობაში სააბონენტო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში „კომპანია“
უფლებამოსილია მოახდინოს აპარატურის დემონტაჟი.
4.4 „დამკვეთის“ მიერ სამი თვის განმავლობაში სააბონენტო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში აბონენტის მიერ სერვისის აღდგენის შემთხვევაში, აბონენტი ვალდებულია დამატებით გადაიხადოს ერთი თვის სააბონენტო ღირებულება.
4.5 ანგარიშსწორება მხარეებს შორის წარმოებს წინასწარ.
4.6 „კომპანია“ „დამკვეთს“ სერვისს მიაწვდის საკუთარი აპარატურის საშუალებით, რომელიც დროებით სარგებლობაში გადაეცემა „დამკვეთს“ (ანტენა LBE-M5-23-LiteBeamM5-1ცალი).
4.7 „დამკვეთის“ მიერ აპარატურის დაზიანების შემთხვევაში (აპარატურის დაზიანებაში იგულისხმება: მისი დაკარგვა, მწყობრიდან გამოსვლა - რაც გამოწვეულია კვების არასწორი მიწოდებით, ფიზიკური დაზიანებით, სხვადასხვა სტიქიური მოვლენები) „კომპანია“ არ არის პასუხისმგებელი „დამკვეთის“ მიმართ სერვისის მიწოდების ხარისხის გაუარესებაზე ან შეწყვეტაზე აღნიშნული მიზეზის გამო.
5. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
5.1 ხელშეკრულება ძალაში შედის მისი ხელმოწერისთანავე და მოქმედებს 1 (ერთი) წლის ვადით.
5.2 იმ შემთხვევაში, თუ ერთი თვით ადრე რომელიმე მხარე არ შეატყობინებს მეორეს, ხელშეკრულების ვადის შეწყვეტის შესახებ, მაშინ ხელშეკრულება გაგრძელდება იგივე ვადითა და პირობებით.
5.3 ხელშეკრულების დროზე ადრე შეწყვეტის თაობაზე მხარეებმა უნდა აცნობონ ერთმანეთს წერილობით ერთი საანგარიშსწორებო თვით ადრე.
6. ფორს მაჟორული გარემოება
6.1 ხელშეკრულებაში განხილული შემთხვევების გარდა, არც ერთი მხარე არ იქნება პასუხისმგებელი შესრულების დაყოვნებაში, პირდაპირი ან ირიბი დაუძლეველი ძალის მიზეზის არსებობისას. დაუძლეველი ძალის მიზეზს წარმოადგენს ნებისმიერი სამოქალაქო არეულობა, ქარიშხალი, ომი, ხანძარი, გაფიცვები, სოციალურად საშიში ელემენტების მოქმედება, აჯანყება. გაფიცვები მომუშავე პერსონალს შორის, რომელიც მოიცავს ”შემსრულებლის” პერსონალს, არ ჩაითვლება დაუძლეველი ძალის მიზეზად.
6.2 დაუძლეველი ძალის შედეგად წარმოქმნილი შემთხვევის შესახებ, მხარემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მეორე მხარეს შემთხვევის შესახებ და მიიღოს ყველა შესაძლო ძალისხმევა დაუძლეველი ძალის მიერ წარმოქმნილი ცვლილებების აღმოფხვრის ან შემსუბუქებისათვის.
7. დავის გადაწყვეტა
7.1 მხარეები ხელშეკრულების შესრულებისას წარმოშობილ ნებისმიერ სადაო საკითხს გადაწყვეტენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
7.2 ურთიერთშეუთანხმებლობის შემთხვევაში მხარეები მიმართავენ სასამართლოს.
8. კონფიდენციალური ინფორმაცია
8.1 ყველა ინფორმაცია, მიღებული შემსრულებლის მიერ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და დამკვეთისათვის მომსახურების შესრულებასთან დაკავშირებით ითვლება კონფიდენციალურად და არ გამოიყენება შემსრულებლის მიერ სხვა მიზნებისათვის, გარდა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურებისა და არ გადაეცემა მესამე პირს.
8.2 დამკვეთს არ აქვს უფლება ხელშეკრულებით ნაკისრი უფლება - მოვალეობები გადასცეს მესამე პირს.
9. საგარანტიო მომსახურეობა
9.1 დამონტაჟებული აპარატურის ქარხნული წუნის აღმოჩენის ან მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში თუ ადგილი არ აქვს ვანდალობას, რაც შემდგომში გამოიკვეთება შემოწმების შედეგად, ვრცელდება საგარანტიო მომსახურეობა ექსპლუატაციაში შესვლის თარიღიდან 120 დღის განმავლობაში .
9.2 საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას აპარატურის ტექნიკურ მდგომარეობაზე.
10. დამატებითი პირობები
10.1 ნებისმიერი ცვლილება ან დანართი, რომელიც არ ეწინააღმდეგება კანონს, შეიძლება დამატებული იქნას ხელშეკრულებისათვის ნებისმიერ დროს ურთიერთ წერილობითი თანხმობით. ნებისმიერი ცვლილება ან დამატება წარმოდგენილი უნდა იყოს დანართის სახით, ხელმოწერილი მხარეების მიერ და ეს დოკუმენტი ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად, რომელსაც ექნება ხელშეკრულების ტოლფასი ძალა.
10.2 ხელშეკრულება შედგენილია ორ იურიდიულად თანაბარი ძალის მქონე ეგზეპლიარად, რომელთაგან მხარეებს გადაეცემათ თითო-თითო.
10. მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები
შპს „უბიკომი“ თბილისი, საქართველო ტელ: 5 68 55 45 25 ელ-ფოსტა: xxx.xxxxxx@xxxxx.xxx სს „საქართველოს ბანკი“ ა.ა. ა.ა. XX00XX0000000000000000 ბანკის კოდი: XXXXXX00 საიდენტიფიკაციო კოდი: 400223067 ხელმოწერა, ბეჭედი xx xxxxxxxxxxx დირექტორი | დამკვეთი: ტელ: ხელმოწერა . . წ. |