NAT -------- სახელმწიფო შესყიდვაზე, რომელშიც გამარჯვებულად მიჩნეული იქნა სატენდერო წინადადება,
ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ № --- (პროექტი)
ხელშეკრულების პირობების საბოლოო ვარიანტი შეიძლება დაზუსტდეს და დაიხვეწოს ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესში.
წინამდებარე ხელშეკრულება დაიდო 2023 წელს
1. ხელშეკრულების მხარეები
ერთის მხრივ, სსიპ გენერალ xxxxxx xxxxxxxxxx სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი (შემდგომში “შემსყიდველი”), წარმოდგენილი მისი დირექტორის, xxxxxx xxxxxxxxxx სახით, მეორეს მხრივ, -----------------
(შემდგომში “მიმწოდებელი”),
წარმოდგენილი სახით, მისამართი
იმის გათვალისწინებით, რომ შემსყიდველმა ჩაატარა ტენდერი
NAT -------- სახელმწიფო შესყიდვაზე, რომელშიც გამარჯვებულად მიჩნეული იქნა სატენდერო წინადადება,
ერთის მხრივ-შემსყიდველი და მეორეს მხრივ-მიმწოდებელი, ადასტურებენ, საქართველოს კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 3-ე მუხლის 1 პუნქტის ,,ჟ“ ქვეპუნქტით მიღწეულია შეთანხმება შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
საოჯახო ტექნიკა (CPV39700000) ხელის საშრობი აპარატი (CPV39712300)
2.1 შემსყიდველის მიერ ჩატარებულ ელექტრონულ ტენდერში გაიმარჯვა მიმწოდებლის სატენდერო წინადადებამ, რომლის თანახმად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება მიაწოდოს შემსყიდველს
შესყიდვის ობიექტის მოკლე აღწერა
3. ხელშეკრულების ღირებულება
3.1 შესასყიდი ობიექტის ფასი განისაზღვრება ეროვნულ ვალუტაში;
3.2 შესასყიდი საქონლის ღირებულება (შემდგომში “ხელშეკრულების ღირებულება”). შეადგენს
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ხელშეკრულების თანხა ციფრებით, სიტყვიერად)
4. შესასყიდი ობიექტის ხარისხი და გარანტია
4.1 მიმწოდებელი პასუხისმგებლობას კისრულობს, რომ მისაწოდებელი საქონელი შეესაბამება ყველა მოქმედ თანამედროვე ტექნიკურ სტანდარტებს და ნორმებს, ხოლო რაოდენობა – წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს.
4.2 მიმწოდებელი აცხადებს, რომ შესასყიდი საქონელი არის უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო და იღებს პასუხისმგებლობას მისი წარმოშობის კანონიერებაზე.
4.3 საგარანტიო ვადა განისაზღვრება წინამდებარე ხელშეკრულების დანართ N1 შ- მითითებული ვადის შესაბამისად.
5. შესასყიდი ობიექტის მიწოდების ფორმა, ვადები და ადგილი
5.1 შესასყიდი ობიექტის საბოლოო მიწოდების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი)
კ ა ლ ე ნ დ ა რ უ ლ ი დღის განმავლობაში;
5.2 მიწოდების ადგილი - ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის 51
5.3 შესყიდვის ობიექტის მიწოდებას მიმწოდებელი უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით და ტექნიკური საშუალებებით.
6. შესასყიდი ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
6.1 შესასყიდი ობიექტის მიღება ფორმდება შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტით, რაც ასევე ადასტურებს მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
6.2 თუ აღმოჩნდება, რომ შესყიდვის საგანი უხარისხო, ან ნაკლოვანია, მიმწოდებელი უზრუნველყოფს
ნაკლოვანი, ან უხარისხო საქონლის შეცვლას.
6.3 საქონლის მიღება-ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირები შემსყიდველის საწყობის უფროსი, რომელიც
მიღებას ახორციელებს ინსპექტირების განმახორციელებელი პირების თანდასწრებით.
6.4 მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებასთან ერთად, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოუდგინოს შემსყიდველს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცია.
7. ანგარიშსწორება
7.1 შესასყიდი ობიექტის ღირებულება დაიფარება არა უგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა ფინანსური დოკუმენტაციის წარდგენის დღიდან.
7.2 ანაზღაურება მიმწოდებელთან განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეროვნულ ვალუტაში.
8. მხარეთა უფლება-მოვალეობანი
8.1 “შემსყიდველი” ვალდებულია:
8.1.1 ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდებისას საქმის კურსში ჩააყენოს “მიმწოდებელი” ყველა განსაკუთრებული გარემოების შესახებ;
8.1.2 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, აუნაზღაუროს “მიმწოდებელს” საქონლის ღირებულება;
8.2 “შემსყიდველს” უფლება აქვს:
8.2.1 შეამოწმოს მიწოდებული საქონლის ხარისხის შესაბამისობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან. განახორციელოს კონტროლი და ზედამხედველობა “მიმწოდებლის” მიერ ხელშეკრულების პირობების დაცვაზე;
8.2.2 მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რაც გამოწვეულია მიმწოდებლის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით, ან არაჯეროვანი შესრულებით;
8.2.3 საჭიროებიდან გამომდინარე განუსაზღვროს მიმწოდებელს მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა, სახეობა და მიწოდების ადგილი.
8.2.4 მოსთხოვოს მიმწოდებელს ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული, ჯეროვანი, დროული და კეთილსინდისიერი შესრულება;
8.2.5 მოსთხოვოს მიმწოდებელს ნაკლოვანი, ან უხარისხო საქონლის შეცვლა, ან ნაკლის აღმოფხვრა.
8.3 “მიმწოდებელი” ვალდებულია:
8.3.1 დაიცვას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა;
8.3.2 მიაწოდოს შემსყიდველს ამ ხელშეკრულების 2.1 მუხლში აღნიშნული საქონელი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები საკუთრებაში.
8.3.3 ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდებისას საქმის კურსში ჩააყენოს “შემსყიდველი” ყველა განსაკუთრებული გარემოების შესახებ;
8.3.4 აუნაზღაუროს შემსყიდველს ის ზიანი, რაც გამოწვეულია მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით, ან არაჯეროვანი შესრულებით.
8.3.5 საკუთარი ხარჯებით შეცვალოს შემსყიდველის მიერ გამოვლენილი უხარისხო საქონელი, ან აღმოფხვრას არსებული ნაკლი.
8.4 “მიმწოდებელს” უფლება აქვს:
8.4.1 მოსთხოვოს “შემსყიდველს” მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით;
8.4.2 მოსთხოვოს შემსყიდველს ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული, ჯეროვანი, დროული და კეთილსინდისიერი შესრულება;
9. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
9.1 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადების გადაცდენის შემთხვევაში ყოველი დაგვიანებული დღისათვის მხარეს ეკისრება პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების
0.02 % ოდენობით;
9.2 იმ შემთხვევაში, თუ ვადების გადაცდენისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური მოცულობა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 2%-ს, შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება;
9.3 საჯარიმო სანქციის გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან;
10. ხელშეკრულების ინსპექტირების პირობები
10.1 შემსყიდველს, ან მის წარმომადგენლებს უფლება აქვთ, განახორციელონ ტექნიკური კონტროლი და/ან გამოცადონ საქონელი, რათა დარწმუნდნენ მათ შესაბამისობაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტექნიკურ პირობებთან.
10.2 მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს შემსყიდველი კონტროლის (ინსპექტირების) ჩატარებისათვის აუცილებელი პერსონალით, ტექნიკური საშუალებებით და სხვა სამუშაო პირობებით. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი კონტროლის (ინსპექტირების) მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს შემსყიდველი.
10.3 მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა, წუნდებული საქონლის შეცვლა და კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად დაზიანებული საცდელი ნიმუშების ღირებულების დაფარვა.
11. ხელშეკრულების შეწყვეტა
11.1 ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ;
11.2 ხელშეკრულების დამდები მხარე, რომელიც მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს მიღებული გადაწყვეტილება და მისი მიღების საფუძველი. აღნიშნული შეტყობინება უნდა მიეწოდოს მეორე მხარეს გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე არაუმცირეს ერთი თვით ადრე;
11.3 ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მხარეებს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან;
11.4 შემსყიდველს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ აგრეთვე:
11.4.1 თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
11.4.2 მიმწოდებლის გაკოტრების შემთხვევაში;
11.4.3 თუ მისთვის ცნობილი გახდება, რომ მიმწოდებლის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება;
11.4.4 საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
11.5 ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ შემთხვევებში შემსყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს მიმწოდებელს ფაქტიურად მიღებული საქონლის ღირებულება.
12. სუბკონტრაქტორები
12.1 ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს სუბ- კონტრაქტორ(ებ)ის აყვანის, ან შეცვლის შესახებ (სუბ-კონტრაქტორის აყვანის აუცილებლობის მიზეზების დასაბუთებით). სუბ-კონტრაქტორ(ებ)ის დასაშვებობის საკითხს წყვეტს შემსყიდველი და მიმწოდებელი ერთობლივი მოლაპარაკების საფუძველზე, რომელიც გაფორმდება წერილობითი ფორმით, წინამდებარე ხელშეკრულების დამატების სახით.
12.2 ამ ხელშეკრულების ფარგლებში დადებული ყველა სუბკონტრაქტის ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს.
12.3 ამ ხელშეკრულების ფარგლებში დადებული არც ერთი სუბკონტრაქტი არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისაგან.
13. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა
13.1. მხარეები უფლებამოსილნი არიან მოახდინონ ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა და ცვლილება შეიტანონ მოქმედ ხელშეკრულებაში;
13.2 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის ინიციატორმა მხარემ წერილობითი სახით უნდა აცნობოს მეორე მხარეს შესაბამისი დასაბუთებული ინფორმაცია.
13.3 დაუშვებელია ხელშეკრულებაში იმგვარი ცვლილების შეტანა, რომლითაც უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, ან იზრდება ხელშეკრულების ღირებულება, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით, “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის და “გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” გათვალისწინებული შემთხვევებისა.
13.4 ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების დანართის სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
14. ფორსმაჟორი.
15.1 მხარეები არ აგებენ პასუხს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების მთლიანად, ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისათვის, თუ ეს გამოწვეულია ფორსმაჟორული გარემოების დადგომის გამო და თუ ეს დაიწყო, ან განვითარდა ხელშეკრულების დადების შემდეგ;
14.2 ამ მუხლის მიზნებისათვის “ფორს-მაჟორი” ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემსყიდველისა და/ან მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნას ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით, ემბარგოს დაწესებით, დაფინანსების მკვეთრი შემცირებით და სხვა.
14.3 ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
15. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
15.1 ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების ხელისმოწერის დღიდან და ძალაშია
წლის ჩათვლით;
16. დავები და მათი გადაწყვეტის წესი
16.1 წამოჭრილი დავები, ან აზრთასხვადასხვაობა შესაძლებელია გადაწყვეტილ იქნას მხარეთა ერთობლივი მოლაპარაკების საფუძველზე;
16.2 თუ “შემსყიდველი” და “მიმწოდებელი” მოლაპარაკების დაწყებიდან 10 (ათი) დღის განმავლობაში ვერ შეძლებენ შეთანხმების საფუძველზე გადაწყვიტონ დავა, მაშინ ნებისმიერ მხარეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
17. სხვა პირობები
17.1 ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით;
17.2 არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება, გადასცეს მესამე პირს თავისი უფლებები და მოვალეობები, მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე;
17.3 მესამე პირთან ურთიერთობაში მხარეები მოქმედებენ თავიანთი სახელით, ხარჯებითა და რისკით;
17.4 წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე პუნქტის ბათილად ცნობა არ იწვევს მთელი ხელშეკრულების, ან მისი სხვა პუნქტების ბათილობას.
17.5 წინამდებარე ხელშეკრულება არ შეიცავს არანაირ სიტყვიერ დამატებას.
17.6 დანართები წარმოადგენენ ამ ხელშეკრულების შემადგენელ, განუყოფელ ნაწილს და მოქმედებენ მხოლოდ მასთან ერთად.
17.7 მხარეებს შორის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე;
17.8 წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება, ან დამატება ძალაშია მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი წერილობითი ფორმითაა შედგენილი და ხელმოწერილია მხარეთა მიერ;
17.9 ხელშეკრულება შედგენილია 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, ქართულ
ენაზე. 2 ეგზემპლარი ინახება შემსყიდველთან, 1 ეგზემპლარი გადაეცემა მიმწოდებელს.
17.10 გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადება და დანართები თან ერთვის წინამდებარე ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის შემადგენელ ნაწილს;
17.11 ყოველივე ზემოაღნიშნულის დასადასტურებლად, სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა ქვემოთ აღნიშნულმა პირებმა ხელი მოაწერეს წინამდებარე ხელშეკრულებას.
18. მხარეთა ხელმოწერები და რეკვიზიტები:
მხარეები არსებითად ეთანხმებიან ხელშეკრულების პირობებს და ყოველივე ზემოთქმულის დასტურად გააფორმეს წინამდებარე ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ დოკუმენტის თავში მითითებულ დღესა და წელს და ადასტურებენ რომ მათი მონაწილეობა ხელშეკრულებით განსაზღვრულ შესყიდვაში არ წარმოშობს ინტერესთა კონფლიქტს.
წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ელექტრონულად და დადასტურებულია ელექტრონულად ან/და ელექტრონული შტამპით.
“შემსყიდველი” “მიმწოდებელი”
სსიპ გენერალ xxxxxx xxxxxxxxxx სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი
დირექტორი xxxxxxx xxxxxxxxx მის: ქ.ქუთაისი, ავტომშენებლის 51 საიდ. კოდი: 212922612
საბანკო რეკვიზიტები: სახელმწიფო ხაზინა, თბილისი კოდი: TRESGE22
სახაზინო კოდი _ 707947294