ხელშეკრულება N ქართუ/21 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
ხელშეკრულება N ქართუ/21 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
ქ. თბილისი 2020 წელი
ეერთის მხრივ, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი“ (შემდგომში ,,შემსყიდველი’’) წარმოდგენილი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, დირექტორის მოადგილის xxxxxxx xxxxxxxxxxxx სახით და მეორე მხრივ შპს “ინგი-77”, წარმოდგენილი დირექტორის შავლეგ ჩაგინავას სახით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ”ს1” ქვეპუნქტის საფუძველზე, გამარტივებული შესყიდვის ფორმით დებენ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების ტერმინების განმარტება
1.1. „ხელშეკრულება“ - შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ.
1.2. „შემსყიდველი“ - ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს შესყიდვას.
1.3. „მიმწოდებელი“ - ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს საქონლის მიწოდებას ამ ხელშეკრულების ფარგლებში.
1.4. „საქონელი“ - წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების საგანი.
2. ხელშეკრულების საგანი
2.1. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს კომპრესიული ონკანის, SS ონკანისა და კლ. თითბერის ჩამკეტი სარქველის სახელმწიფო შესყიდვა.
2.2. საქონლის დასახელება, რაოდენობა, ფასი და CPV კოდი წარმოდგენილია ხელშეკრულების დანართი #1-ში რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
3. ხელშეკრულების ღირებულება
3.1. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 1248 (ერთი ათას ორას ორმოცდარვა) ლარს.
3.2. ხელშეკრულების ფასი შეიცავს მიმწოდებლის ყველა ხარჯს, დაკავშირებულს მოწოდებასთან, მათ შორის კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.
4. ანგარიშსწორების ფორმა და ვადები
4.1. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით ეროვნულ ვალუტაში.
4.2. დაფინანსების წყარო - საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“.
4.3. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება იწარმოებს ფაქტიურად მიწოდებული საქონლის შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
4.4. შემსყიდველის მიერ მიწოდებული საქონლის ანაზღაურება მოხდება მიმწოდებლის მიერ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელის მოწერიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
5. საქონლის მიღება-ჩაბარების წესი
5.1. საქონელი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
5.2. შემსყიდველის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმომწერ უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ა(ა)იპ
„საქართველოს ეროვნული ბოტანუკური ბაღი“-ს სამეურნეო და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი ვალერიან თოფურია.
6. საქონლის მიწოდების ვადა
6.1. საქონლის მიწოდების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით.
7. მხარეთა უფლება-მოვალეობები
7.1. შემსყიდველს უფლება აქვს შეამოწმოს საქონლის შესაბამისობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან და განახორციელოს ხარისხის კონტროლი და ზედამხედველობა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დაცვაზე. შემსყიდველის მხრიდან ინსპექტირებას უზრუნველყოფს სამეურნეო და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი ვალერიან თოფურია.
7.2. შემსყიდველი ვალდებულია საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა.
7.3. შემსყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს მიმწოდებელს მიწოდებული საქონლის ღირებულება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.
7.4. მიმწოდებელს უფლება აქვს მოსთხოვოს შემსყიდველს მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.
7.5. მიმწოდებელი ვალდებულია მიაწოდოს საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში.
8. პირგასამტეხლო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის
8.1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მხარეს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.02%-ის ოდებობით.
8.2. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მხარეს ძირითადი ვალდებულების შესრულებისაგან.
9. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა და ხელშეკრულების შეწყვეტა
9.1. ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების, დამატების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.
9.2. ხელშეკრულების პირობების, მათ შორის, ფასის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველისთვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9.3. შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, ასევე დააკისროს მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად:
ა) თუ მიმწოდებელი არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს; ბ) თუ მიმწოდებელი სისტემატიურად და/ან უხეშად არღვევს ხელშეკრულების პირობებს;
გ) იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მხრიდან საქონლის მიწოდების ვადების დარღვევის პერიოდი აღემატება 10 (ათი) კალენდარულ დღეს ან ვადების გადაცდენისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 1 %-ს;
დ) თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
10. დაუძლეველი ძალა
10.1. მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, თუ აღნიშნული გამოწვეულია აუცდენელი დაუძლეველი ძალის ზეგავლენით. აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში, მხარე ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულების შესრუულების შეუძლებლობის შესახებ.
11. დავები და მათი გადაწყვეტის წესი
11.1. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წამოჭრილი ყველა დავა გადაიჭრება ურთიერთშეთანხმების და მოლაპარაკების გზით. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული დავის წარმოშობიდან 30 დღის განმავლობაში, დავის გადასაწყვეტად მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
12. ხელშეკრულების ენა და მოქმედების ვადები
12.1. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ელექტრონულად.
12.2. ხელშეკრულება ძალაში შედის მასზე ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
13. მხარეთა რეკვიზიტები
შემსყიდველი:
ა(ა)იპ -„საქართველოს ეროვნული ბოტანიკურ ბაღი“ მის: ქ. თბილისი, ბოტანიკური ქ. #1
ს/კ: 404405960
ბანკი: სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22 ანგ. #741 887 499
დირექტორის მოადგილე xxxxxxx xxxxxxxxxxx
მიმწოდებელი:
შპს “ინგი-77”
მის: ქ. თბილისი, ფეიქრების #14/ სტანისლავსკის #5 ს/კ: 206345748
ბანკი: პროკრედიტ ბანკი ბანკის კოდი: MIBGGE22
ა/ა: GE 53PC 0133 6001 0005 2140
დირექტორი xxxxxx xxxxxxxx
2020 წლის #ქართუ/21 ხელშეკრულების დანართი #1
# | დასახელება | ზომის ერთეული | რაოდენობა | ერთეულის ფასი | ღირებულება | CPV კოდი |
1 | კომპრესიული ონკანი | ცალი | 2 | 24 | 48 | 42131000 |
2 | SS ონკანი | ცალი | 9 | 60 | 540 | 42131000 |
3 | კლ. თითბერის ჩამკეტი სარქველი | ცალი | 11 | 60 | 660 | 42131000 |
სულ | 1248.00 |
შემსყიდველი:
ა(ა)იპ -„საქართველოს ეროვნული ბოტანიკურ ბაღი“ მის: ქ. თბილისი, ბოტანიკური ქ. #1
ს/კ: 404405960
ბანკი: სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22 ანგ. #741 887 499
დირექტორის მოადგილე xxxxxxx xxxxxxxxxxx
მიმწოდებელი:
შპს “ინგი-77”
მის: ქ. თბილისი, ფეიქრების #14/ სტანისლავსკის #5 ს/კ: 206345748
ბანკი: პროკრედიტ ბანკი ბანკის კოდი: MIBGGE22
ა/ა: GE 53PC 0133 6001 0005 2140
დირექტორი xxxxxx xxxxxxxx
ხელწერილი
ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ
ქ. თბილისი 2020 წელი
ვადასტურებთ, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) „საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა“ და შპს „ინგი-77“-ს შორის გაფორმებული #ქართუ/21 ხელშეკრულების ფარგლებში შესყიდვის განხორციელებაში ჩვენი მონაწილეობა არ იწვევს ინტერესთა კონფლიქტს და არ ეწინააღმდეგება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის მოთხოვნებს.
ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილე