მისამართი: გორი, გრიგოლ ფერაძის N5 საიდენტიფიკაციო კოდი: 218086087 ტელეფონის ნომერი: საბანკო რეკვიზიტები: ხაზინის ერთიანი ანგარიში ბანკის კოდი: TRESGE22 საბანკო რეკვიზიტები: სს ,,თიბისი ბანკი“ ბანკის კოდი: TBCBGE22
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N28
ქ. გორი 2020 წელი
ერთი მხრივ, გორის მუნიციპალიტეტის მერია, წარმოდგენილი გორის მუნიციპალიტეტის მერის, xxxxxxxxxxx xxxxxxxxxxxxx სახით (შემდგომში - შემსყიდველი),
მისამართი: გორი, xxxxxx xxxxxxx N5 საიდენტიფიკაციო კოდი: 218086087 ტელეფონის ნომერი:
საბანკო რეკვიზიტები: ხაზინის ერთიანი ანგარიში ბანკის კოდი: TRESGE22
ანგარიშის ნომერი: 300843460
და მეორე მხრივ, შპს ,,ოპტიმალ გრუპ +“, წარმოდგენილი დირექტორის xxxx xxxxxxxxxxxxx სახით (შემდგომში - მომწოდებელი),
მისამართი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 17ა საიდენტიფიკაციო კოდი: № 404911592 ტელეფონის ნომერი: 322 24 00 20
საბანკო რეკვიზიტები: სს ,,თიბისი ბანკი“ ბანკის კოდი: XXXXXX00
ანგარიშის ნომერი: XX00XX0000000000000000
შემდგომში თითოეული ცალ-ცალკე წოდებული, როგორც „მხარე“, ხოლო ერთობლივად წოდებულნი, როგორც „მხარეები“,
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის
- SMP200000590 , ,,გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე ,,სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს N13 ბრძანებთ დამტკიცებული გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2019 წლის N13 განკარგულების საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას (შემდგომში - ხელშეკრულება) შემდეგზე:
მუხლი 1. შესყიდვის ობიექტის დასახელება და შესაბამისი CPV კოდი
1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტია 2020 წლის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 50 000 ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების გაწევა, ასევე, 2020 წელში დაწყებული და მრავალწლიანი სამშენებლო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურება სამუშაოების დასრულებამდე (შემდგომში - საზედამხედველო მომსახურება/მომსახურება).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის CPV კოდია: 71200000 - არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები.
მუხლი 2. ხელშეკრულების ღირებულება
1. ხელშეკრულების სრული ღირებულება შეადგენს 510 000.00 (ხუთასათი ათასი) ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
2. საზედამხედველო მომსახურების ღირებულება განისაზღვრება საზედამხედველოდ გადაცემულ თითოეულ ობიექტზე, დადასტურებული (ზედამხედველის მიერ ხელმოწერილი შესრულებული სამუშაოების აქტი - ფორმა N2) ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების --3.40 %.
მუხლი 3. მომსახურების გაწევის ვადა და ადგილი
1. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2019 წლის 24 დეკემბერს გამოცხადებულ ელექტრონული ტენდერი (აუქციონის გარეშე) NAT190025490 გამოვლენილ გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე.
2. მომსახურების გაწევის ადგილია: გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.
მუხლი 4. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის პირობები
1, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის წარმოდგენილი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულების მიერ) მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის თანხა შეადგენს ხელშეკრულების ღირებულების 5%-ს. მიმწოდებელმა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღეში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ვადა უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების შესრულების ვადას არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია თავისი შინაარსით უნდა იყოს უპირობო, გამოუხმობადი და შემსყიდველს უნდა აძლევდეს უფლებას, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან, პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე, მიიღოს შესაბამისი თანხა.
4. მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის წარდგენილი, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო საბანკო გარანტია გამოიყენება ნებისმიერი ზიანის ანაზღაურების მიზნით, რომელიც მიადგება შემსყიდველს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შედეგად, აგრეთვე, შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ანაზღაურებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
5. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და შემსყიდველის მიერ ამ შესრულების მიღების შემდეგ, შემსყიდველი ვალდებულია, დაუბრუნოს მიმწოდებელს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.
6. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს, აამოქმედოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია სრული ოდენობით.
7. შემსყიდველის მიერ, ხელშეკრულების მე-12 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისას, შემსყიდველი უფლებამოსილია, აამოქმედოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია სრული ოდენობით. ამ შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულების
უზრუნველყოფის გარანტიის ამოქმედება მიმწოდებელს არ ათავისუფლებს შემსყიდველისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან.
8. შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ვადის გაგრძელება ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების პროპორციულად და შემსყიდველს წარუდგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცვლილება/ახალი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია).
მუხლი 5. ანგარიშსწორების წესი
1. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე.
2. მიმწოდებლის წერილობითი მომართვის საფუძველზე, ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტისა გაფორმებიდან და მიმწოდებლის მიერ დამატებითი ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემსყიდველისათვის წარდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
3. შემსყიდველი აუნაზღაურებს მიმწოდებელს მის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულებას ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროცენტის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებამ არ შეადგინა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხელშეკრულების ღირებულება, მიმწოდებელს პრეტენზია არ გააჩნია ხელშეკრულების აუთვისებელ ღირებულებასა და მის გადახდაზე.
მუხლი 6. წინასწარი ანგარიშსწორების პირობები
1. მიმწოდებელი უფლებამოსილია, შემსყიდველს წარუდგინოს წერილობითი თხოვნა წინასწარი ანგარიშსწორების თანხის (შემდგომში - ავანსი) გადახდის თაობაზე.
2. მიმწოდებელი არ არის უფლებამოსილი, შემსყიდველს წარუდგინოს წერილობითი თხოვნა ავანსის გადახდის თაობაზე, თუ იგი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში, მის მიმართ რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა ან/და ყადაღა. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტები (განახლებული ინფორმაცია საგადასახადო გირავნობისა ან/და ყადაღის თაობაზე), რომლითაც დასტურდება მის მიმართ ამ პუნქტში განსაზღვრული ვალდებულებების რეგისტრაციის არარსებობა.
3. შემსყიდველის მიერ ავანსის გადახდასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს წარუდგინოს სსიპ - საქართველოს ეროვნული ბანკის ან სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების ან სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გაცემული, ავანსის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მომსახურების გაწევის ვადას.
4. ავანსის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტია თავისი შინაარსით უნდა იყოს უპირობო და შემსყიდველს უნდა აძლევდეს უფლებას, ავანსის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან პირველივე მოთხოვნისთანავე მიიღოს შესაბამისი თანხა.
5. მიმწოდებლისთვის გადასახდელი ავანსი ჯამში არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ღირებულების 10 %-ს.
6. მიმწოდებელი ვალდებულია ავანსი გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად.
7. ავანსის გაქვითვა მოხდება ეტაპობრივად, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულების იმ პროცენტის ოდენობის პროპორციულად, რა პროცენტული ოდენობითაც გაიცა ავანსი. ეტაპობრივი ანგარიშსწორების შემთხვევაში, ანგარიშსწორების ბოლო ეტაპზე წინასწარ გადახდილი თანხის გაქვითვა მოხდება იმ მოცულობით, რა მოცულობაც საჭიროა ავანსის სრულად გასაქვითად.
8. xxxxxxx გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის შემსყიდველისთვის წარდგენის შემდეგ.
მუხლი 7. მომსახურების შესაბამისობა
1. ხელშეკრულების პირველი მუხლით გათვალისწინებული მომსახურება მიმწოდებლის მიერ უნდა შესრულდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჯეროვნად, მსგავსი მომსახურებისათვის უკვე დადგენილი სტანდარტების, ხელშეკრულებითა და მასზე თანდართული ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულ პირობების შესაბამისად.
2. ამ მუხლში განსაზღვრული წესებიდან და ნორმებიდან მიმწოდებლის მხრიდან ნებისმიერი გადახვევის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია, არ მიიღოს მომსახურება ან/და მიმწოდებლის მიმართ გამოიყენოს ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.
მუხლი 8. მომსახურების მიღება-ჩაბარების წესი
1. მიმწოდებელი უფლებამოსილია შემსყიდველისათვის გაწეული მომსახურების წარდგენა განახორციელოს ეტაპობრივად.
2. მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურება მიღებულად ჩაითვლება მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება შესრულებული სამშენებლო სამუშაოების აქტის - ფორმა N2-ის დადასტურების შემდგომ.
მუხლი 9. მხარეთა უფლება-მოვალეობანი
1. მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) მომსახურება განახორციელოს ჯეროვნად, ტექნიკური დავალებისა, სატენდერო დოკუმენტაციისა და წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად;
ბ) მომსახურების გაწევის პროცესში იხელმძღვანელოს ხელშეკრულების მე-7 მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
გ) მომსახურების გაწევის პერიოდში, მუდმივად ჰყავდეს შემედეგი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები: ინჟინერი გზებისა და ავტომაგისტრალების მშენებლობაში; ინჟინერი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობაში; ინჟინერი წყალმომარაგებისა და წყალარინების სფეროში; ინჟინერი გათბობა-ვენტილაცია-კონდეცირების სფეროში; ელექტრო ინჟინერი; გეოლოგი; არქიტექტორი; შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, 2 (ორი) სამუშაო დღეში უზრუნველყოს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს აღნიშნული სპეციალისტებისგან განსხვავებული სფეროს მცოდნე სპეციალისტი, რომლის მომსახურების ღირებულება ანაზღაურდება მიმწოდებლის მიერ.
დ) დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა, მოახდინოს წერილობითი რეაგირება მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ გარემოსდაცვით დარღვევებზე ან/და გადაცდენებზე და სამშენებლო სამუშაოების განმახორციელებელ ორგანიზაციას განუსაზღვროს გონივრული ვადა მათ გამოსასწორებლად. აგრეთვე, მოახდინოს შემსყიდველისათვის წერილობითი ფორმით შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
ე) შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნის შესაბამისად, წარუდგინოს მას ინფორმაცია გასაწევი ან/და გაწეული მომსახურებ(ებ)ის შესახებ;
ვ) საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა, რაც გამოწვეული იქნა მიმწოდებლის ქმედებით ან/და უმოქმედობით;
ზ) გონივრულ ვადაში მიაწოდოს შემსყიდველ ორგანიზაციას მისი რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან სხვაგვარი მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია;
თ) ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული ავანსის თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოიყენოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის მიზნით;
ი) ზედამხედველობის მომსახურების გაწევის დაწყება უზრუნველყოს, ყოველ კონკრეტულ ობიექტზე, სამშენებლო სამუშაოების დაწყების თაობაზე შემსყიდველისგან შეტყობინების მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღეში;
კ) სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან უზრუნველყოს სამშენებლო სამუშაოს განმახორციელებელი ორგანიზაციის სრული ინფორმირება შესრულებული სამუშაოების აქტთან (ფორმა №2) ერთად, მისი თანმხლები დოკუმენტაციის წარმოდგენის აუცილებლობასთან დაკავშირებით;
ლ) სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობის პერიოდში, ყოველთვიურად, არაუგვიანეს თვის მე-10 კალენდარული დღისა და ასევე შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნით, მის მიერ განსაზღვრულ გონივრულ დროში, წარუდგინოს შემსყიდველს ხელშეკრულების ფარგლებში გასაწევი მომსახურების მიმდინარეობის მოკლე ანგარიში, რომელშიც შეჯამებული იქნება მიმწოდებლის მიერ წინა თვეში შესრულებული სამუშაო, მათ შორის, წარმოშობილი პრობლემები და რეკომენდებული მისაღები ზომები;
მ) გასწიოს სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის ხარისხის კონტროლის ყოველდღიური ზედამხედველობა;
ნ) შესრულებული სამუშაოების აქტის (ფორმა № 2-ის) და მისი თანმხლები დოკუმენტაციის (ფარული სამუშაოების აქტები, მასალების ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები, ლაბორატორიული კვლევის შედეგები და ა.შ.) სრულად მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტების დადასტურება და შესაბამისი დასკვნის წარდგენა;
ო) მუნიციპალიტეტის მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოების აქტის (ფორმა № 2-ის) და მისი თანმხლები დოკუმენტაციის (ფარული სამუშაოების აქტები, მასალების ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები, ლაბორატორიული კვლევის შედეგები და ა.შ.) სრულად მიღებიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტების დადასტურება და შესაბამისი დასკვნის წარდგენა;
პ) სამშენებლო სამუშაოების განმახორციელებელ ორგანიზაციასთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მოთხოვნის წარდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, უზრუნველყოს შესრულებული სამუშაოების ინვენტარიზაცია და დარჩენილ სამუშაოებზე ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება;
1. შემსყიდველი ვალდებულია:
ა) მიიღოს მიმწოდებლის მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია, ცნობა ან/და წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია;
ბ) შეუფერხებლად აუნაზღაუროს მიმწოდებელს გაწეული მომსახურების ღირებულება ხელშეკრულებითა და დეტალური ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების შესაბამისად.
3. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია:
ა) ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ნებისმიერ დროს, განახორციელოს ხელშეკრულებით და ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კონტროლი (ინსპექტირება);
ბ) არ ჩაიბაროს რაოდენობრივად, ხარისხობრივად ან უფლებრივად ნაკლიანი გაწეული მომსახურება.
მუხლი 10. კონტროლი (ინსპექტირება)
1. შემსყიდველს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვს ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს კონტროლი (ინსპექტირება) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების მიმდინარეობაზე.
2. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს შემსყიდველი ინსპექტირების ჩატარებისათვის აუცილებელი პერსონალით, ტექნიკური საშუალებებით და სხვა სამუშაო პირობებით. იმ შემთხვევაში თუ შემსყიდველი კონტროლის (ინსპექტირების) მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს შემსყიდველი.
3. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა.
მუხლი 11. ფორს-მაჟორი
1. მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობით ან/და არაჯეროვნად შესრულებით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, თუ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობა ან/და არაჯეროვანი შესრულება გამოწვეულია დაუძლეველი ძალის (სტიქიური უბედურება, ეპიდემია, ომი, კარანტინი, საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესება, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირება, საზოგადოებრივი არეულობა, ცვლილებები კანონმდებლობაში და ა.შ.) ზეგავლენით, რომლის წინასწარ განსაზღვრა ან თავიდან აცილება მხარეების შესაძლებლობას აღემატებოდა. დაუძლეველი ძალით გამოწვეული მოვლენები ეწოდება მოვლენებს, რომელთა წარმოშობასა და განვითარებაზე მხარეებს ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლიათ (ფორს-მაჟორი).
2. მხარე, რომელსაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების მიზეზად ფორს-მაჟორი მოჰყავს, ვალდებულია, დაუყოვნებლივ, მაგრამ ფორს-მაჟორის მოვლენის დადგომიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა, წერილობით აცნობოს მეორე მხარეს ასეთი მოვლენის დადგომისა და მისი სავარაუდო აღმოფხვრის ვადის შესახებ; წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობით ან/და არაჯეროვნად შესრულებით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან. ამასთან, მეორე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისმა მხარემ უნდა წარადგინოს ფორს-მაჟორის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაასაბუთოს, რომ ფორს-მაჟორმა არსებითად ხელი შეუშალა მხარეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შესრულებაში.
მუხლი 12. პასუხისმგებლობა
1. ხელშეკრულების უსაფუძვლო შეწყვეტის შემთხვევაში, დამრღვევი მხარე ვალდებულია მეორე მხარის მოთხოვნისთანავე გადაუხადოს მას პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების ღირებულების 5 (ხუთი) %-ის ოდენობით, 14 (თოთხმეტი) საბანკო დღეში.
2. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში (გარდა ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, „ო“, „პ“ ქვეპუნქტებისა), დამრღვევი მხარე ვალდებულია მეორე მხარის მოთხოვნისთანავე გადაუხადოს მას
პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების ღირებულების 0,5 %-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1 000 (ათასი) ლარისა, 14 (თოთხმეტი) საბანკო დღეში და უზრუნველყოს დარღვევის დაუყოვნებლივ გამოსწორება.
3. ხელშეკრულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, „პ“, „ს“, „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვადების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,02 %-ის ოდენობით, რომელიც მოთხოვნის წაყენებიდან არაუგვიანეს 14 (თოთხმეტი) საბანკო დღეში გადახდილ უნდა იქნეს ხელშეკრულებაში მითითებულ რეკვიზიტებზე.4. ამ მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს გაწეული მომსახურების ღირებულებიდან დაუკავოს თანხა დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობით და მოახდინოს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით შემსყიდველისთვის ან/და მესამე პირისათვის მიყენებული ნებისმიერი სახის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მიმწოდებელს.
6. მიმწოდებლის მიერ ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, შემსყიდველისათვის დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს.
მუხლი 13. ხელშეკრულების შეწყვეტა
1. ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მეორე მხარეს შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ, რაზედაც აცნობებს მეორე მხარეს წერილობითი ფორმით.
2. ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მეორე მხარეს ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა პირობების შესრულებისაგან.
3. ხელშეკრულების შეწყვეტა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხორციელდება მხარეთა შორის დანართის გაფორმების გზით.
4. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ვადამდე, ცალმხრივად შეწყვიტოს ეს ხელშეკრულება თუ:
ა) მიმწოდებელი არღვევს (არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს) ხელშეკრულებითა ან/და დეტალური ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ ვალდებულებას;
ბ) მიმწოდებლის მიმართ მიმდინარეობს გაკოტრების ან გადახდისუუნარობის საქმისწარმოება (მიუხედავად მისი დაწყების დროისა) ან ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, დაიწყო მიმწოდებლის ლიკვიდაციის პროცედურა;
გ) მიმწოდებლის ქონებას დაედო ყადაღა, თუ ეს გარემოება ზეგავლენას ახდენს ან შესაძლებელია, ზეგავლენა მოახდინოს ხელშეკრულები გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შესრულებაზე;
დ) მიმდინარეობს მიმწოდებლის რეორგანიზაცია, თუ ეს გარემოება ზეგავლენას ახდენს ან შესაძლებელია, მოახდინოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შესრულებაზე;
ე) ამოიწურა ხელშეკრულებაზე თანდართული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიით განსაზღვრული თანხა/ვადა და მიმწოდებელმა შემსყიდველს არ წარუდგინა ახალი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია;
ვ) ხელშეკრულების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მიმწოდებელზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობამ ჯამში გადააჭარბა ხელშეკრულების ღირებულების 1 (ერთი) %-ს;
ზ) ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მიმწოდებელმა ხელშეკრულების დადების მიზნით ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება;
თ) ხელშეკრულების ფარგლებში გასაწევი მომსახურება სრულად გადასცა ქვეკონტრაქტორს; ი) კონტროლის (ინსპექტირების) პირველ ეტაპზე გამოთქმული შენიშვნები არ იქნება
აღმოფხვრილი, აღმოფხვრილი იქნება არასრულფასოვნად ან შესწორებული იქნება ნორმატიულ- ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნების შეუსაბამოდ, რაც დაფიქსირდება ინსპექტირების ხელმეორე ანგარიშში;
კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
6. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია, აამოქმედოს ხელშეკრულების მე-4 მუხლში განსაზღვრული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია სრული ოდენობით. ამ შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ამოქმედება მიმწოდებელს არ ათავისუფლებს შემსყიდველისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან.
მუხლი 14. უფლებების გადაცემა
1. ხელშეკრულების არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება, გადასცეს მესამე პირს ხელშეკრულებით განსაზღვრული თავისი უფლებები და მოვალეობები მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე.
2. ხელშეკრულების ფარგლებში მესამე პირებთან ურთიერთობაში მხარეები მოქმედებენ თავიანთი სახელით, ხარჯებითა და რისკით.
მუხლი 15. ქვეკონტრაქტორ(ებ)ი
1. დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი მომსახურების ქვეკონტრაქტორისათვის სრულად გადაცემა
2. დასაშვებია მიმწოდებელმა ხელშეკრულებით განსაზღვრული გასაწევი მომსახურებების ნაწილი, შემსყიდველთან წინასწარი შეთანხმებით, შესასრულებლად გადასცეს ქვეკონტრაქტორ(ებ)ს, რომელიც/რომლებიც არ უნდა იყოს/იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“;
2. ხელშეკრულებით განსაზღვრული გასაწევი მომსახურების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით, მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ისგან და აღნიშნული მომსახურების გაწევაზე შემყიდველთან პასუხისმგებელია მიმწოდებელი.
3. მიმწოდებელი ვალდებულია წერილობით აცნობოს შემსყიდველს ქვეკონტრაქტორ(ებ)თან ხელშეკრულებ(ებ)ის დადების თაობაზე და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა აღნიშნულზე. ამ მიზნით, შემსყიდველს წარედგინება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ გასაწევი მომსახურების დასახელება ღირებულების მითითებით და გასაფორმებელი ქვეკონტრაქტ(ებ)ის ასლი. შემსყდველის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში, მიმოწოდებელი ვალდებულია, არ დაუშვას ხელშეკრულებით განსაზღვრული გასაწევი მომსახურებების ნაწილის მითითებული ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ განხორიელება.
4. მიმწოდებელი ვალდებულია ქვეკონტრაქტორ(ებ)თან დადებული ხელშეკრულებ(ებ)ის ასლ(ებ)ი წარუდგინოს შემსყიდველს, აღნიშნული ხელშეკრულებ(ებ)ის გაფორმებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 16. შეტყობინება
1. ნებისმიერი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე, ხელშეკრულების შესაბამისად, უგზავნის მეორე მხარეს, უნდა გაიგზავნოს წერილის, ოფიციალური ელექტრონული ფოსტის (შემსყიდველის შემთხვევაში - xxxxxxxxxxxxxxxxxx@xxxxx.xxx, მიმწოდებლის შემთხვევაში - xxxx@xxxxxx.xxx.xx) ან ფაქსის სახით, ორიგინალის შემდგომი წარდგენით, ხელშეკრულებაში მითითებულ მეორე მხარის მისამართზე.
2. შეტყობინება ძალაში შედის ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს ან შეტყობინებაში ძალაში შესვლისათვის დადგენილ დღეს იმის მიხედვით, თუ ამ თარიღებიდან რომელი უფრო გვიან დგება.
მუხლი 17. სხვა პირობები
1. ხელშეკრულებაში შესატანი ნებისმიერი ცვლილება ან დამატება უნდა გაფორმდეს მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულების დანართის გაფორმების გზით. ამ პუნქტის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების დანართი მხარეთა ხელმოწერისთანავე წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
2. ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც მოჰყვება ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა ან შემსყიდველისათვის პირობების გაუარესება, დაუშვებელია, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რა დროსაც დაუშვებელია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა.
3. ხელშეკრულება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
4. მხარეთა შორის წარმოშობილი სადავო საკითხები წყდება ურთიერთშეთანხმების გზით. მხარეთა მიერ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა გადაწყდება საქართველოს სასამართლოს მეშვეობით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, 2 (ორი) ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეულს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა და ინახება ხელმომწერ მხარეებთან (ერთი პირი - შემსყიდველთან და ერთი პირი - მიმწოდებელთან).
6. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
7. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ფასების ცხრილი, თან ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 18. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
Gori Municipality
ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრება ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 2020 წლის 30 მაისის ჩათვლით.
მხარეთა ხელმოწერები:
Digitally signed by Gori Municipality Date: 2020.02.24 17:25:56 +04'00'
შემსყიდველი: გორის მუნიციპალიტეტის მერი - xxxxxxxxxxx xxxxxxxxxxxx
მიმწოდებელი:
LLC Optimal Group +
ęs s&Șx N2
st(дxt (ʫ&x x
N | 6 x(xЗs xg(gx | ęs tsʫn&(x( (д( (д( x З&n( g(дxt şs6 &x x&(д (дs ( s&x) | ts6 bsn(д&( ts&(ęs6ʫ(ę3( n 6n6tsʫ &(дxt ts3s&s ęn x&(д (дxt - &(ęs & 3s&x ( s&x) | ts6 bsn(д&( ts&(ęs6ʫ(ę3( n 6n6tsʫ &(дxt З&n(( gxt (%) - &(ęs & 3s&x | З&(g( ę( gxt 6x(& ęsts x tx&(д( x ts6 bsn(д&( ts&(ęs6ʫ(ę3( n 6n6tsʫ &(дxt x&(д (дs ( s&x) | ts6 bsn(д&( ts&(ęs6ʫ(ę3( n 6n6tsʫ &(дxt З&n(( gx (%) |
1 | ęn&x | 15,000,000.00 | 513,000.00 | 3.42% | 510,000.00 | 3.40% |
b( xb3 s:
З&(g( ę( gxt6x(&x3t(дs6ʫn nę -З&(g( ę( gxt6x(&ęsts x tx&(д( xts6 bsn(д&(ts&(ęs6ʫ(ę3( n6n6tsʫ &(дxt x&(д (дs( s&x) y3xȘ( xę&s s
ʫ( 6nP(&s: ------------------------------------------
xx&( gn&x
x s 3s&д( sb3x x
bЗt nЗgx6s ę& З +
A-gxЗxt x tЗ( gx&(дxt n&ęs n Șдx xtx 0179, Js3Js3s6xt ęs6&. 17s, g( x(000 00) 0 00 00 00
Digitally signed by Xxxx Xxxxxxxxxxxxx