სალომბარდე სესხის ხელშეკრულება № XXX
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები
სალომბარდე სესხის ხელშეკრულება № XXX
კლიენტის ნომერი - XXX
ქ.თბილისი თარიღი:
კრედიტის საპროცენტო განაკვეთი:
კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი: XX %.
კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: XX %
ფინანსური ხარჯები:
ყოველთვიური შენატანები (ძირითადი თანხა + პროცენტი) =თანდართული გრაფიკის მიხედვით;
სხვა სახელშეკრულებო ინფორმაცია:
კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობა = XX ლარი კრედიტის ვადა =XX თვე;
კრედიტის ვადაზე ადრე დაფარვის საკომისიო = გადასახდელი ძირი თანხის არაუმეტეს: 0% - ხელშეკრულების დასრულებამდე 6 თვემდე პერიოდში;
0.5% - ხელშეკრულების დასრულებამდე 6-დან 12 თვემდე პერიოდში;
1% - ხელშეკრულების დასრულებამდე 12-დან 24 თვემდე პერიოდში;
2% - ხელშეკრულების დასრულებამდე 24 და მეტი თვის პერიოდში.
ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის = 20 (ოცი) ლარი, ვადაგადაცილების ყოველი ციკლის პირველ დღეს;
ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის = ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, არაუმეტეს საქ. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით დადგენილი ოდენობისა.
- სს მისო ,,ქართული კრედიტი“ უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთი, ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ სტადიაზე და ცვლილების შემთხვევაში აცნობოს მსესხებელს წინასწარ 1 (ერთი) თვით ადრე წერილობით / ელექტრონული ფოსტით / მოკლე ტექსტური შეტყობინებით.
- მომხმარებელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია სს მისო ,,ქართული კრედიტის“ მომხმარებელთა პრეტენზიების სამსახურში ზეპირი / წერილობითი / ელექტრონული ფორმით.
გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდსა – xxxx://xxx.xxx.xx/xx და ცხელ ხაზზე – 032 2 406 406.
სალომბარდე სესხის ხელშეკრულება – XXX
ქ. თბილისი
მსესხებელი: დაბადებული: dd-mm-yyyy წ. რეგ. მისამართი:
ფაქტ. მისამართი: პირადი №:
საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომერი:
პირადობის მოწმობის გაცემის თარიღი:
ელ.- ფოსტა:
ტელ:
მინდობილი პირი -
პირადი №:
მინდობილობა დამოწმებული:წ xxxxxxxxxx სახელი და გვარი:
სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №
გამსესხებელი: სააქციო საზოგადოება მისო „ქართული კრედიტი“
რეგ.მისამართი: ქ.თბილისი, სანდრო ეულის ქ. N7
საინდენტიფიკაციო კოდი: №206238800
xxx: (x000 00) 0 000 000
ერთის მხრივ, სააქციო საზოგადოება მისო „ქართული კრედიტი“ (შემდგომში გამსესხებელი), ფილიალის მენეჯერის saxeli/gvari (პირადი №XXX) (მინდობილობის საფუძველზე, გაცემული XXX. რეესტრის ნომერი: №XXX) სახით, ხოლო მეორეს მხრივ, ფიზიკური პირი saxeli/gvari (შემდგომში მსესხებელი), ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1. წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად, გამსესხებელი გასცემს მსესხებელზე სალომბარდო სესხს XXX (თანხა სიტყვიერად ) ოდენობით, XX თვის ვადით, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოსსესხის თანხა, გადაიხადოს მასზე დარიცხული პროცენტი და შეასრულოს მის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრივალდებულება სრულად.
1.2. მიზნობრიობა: სამომხმარებლო.
2. საპროცენტო განაკვეთი
2.1. წლიური საპროცენტო განაკვეთი - XX %.
2.2. წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - XX %.
3. ფინანსური ხარჯები
3.1. ყოველთვიური შენატანები (ძირითადი თანხა+პროცენტი) – თანდართული გრაფიკის მიხედვით;
4. სესხის მთლიანი თანხიდან მისაღები თანხის პირობები
4.1. გასატანი თანხის ოდენობა: XX ლარი.
4.2. პერიოდულობა/გატანის თარიღები: ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს X ტრანშად.
4.3. გატანების საერთო რაოდენობა: X ტრანში.
5. შენატანები
5.1. შენატანების ჯამური მოცულობა:X ლარი
5.2. შენატანების საერთო რაოდენობა: X შენატანი ;
6. ხელშეკრულების პირობები
6.1. მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას გადაიხადოს სესხზე დარიცხული სარგებელი ყოველთვიურად, ხოლო სესხის ძირითადი თანხა ხელშეკრულების ვადის დასრულებისთანავე.
6.2. მსესხებელი ვალდებულია სესხზე დარიცხული სარგებელი და ძირითადი თანხა დაფაროს ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. სესხის დაფარვის გრაფიკი წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს (დანართი №1).
6.3. xxxxxxxx მიერ შენატანის განხორციელებისას პირველ რიგში იფარება ვადაგადაცილებიდან წარმოქმნილი პირგასამტეხლო
(ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ სესხზე დარიცხული სარგებელი და საბოლოოდ სესხის თანხა.
6.4. გამსესხებელი უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთი, ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ სტადიაზე, თუ ქვეყანაში მნიშვნელოვნად შეიცვალა საერთო ეკონომიკური პირობები და/ან გამოიცა ნორმატიული აქტი საქართველოს სავალუტო-საკრედიტო სისტემაში ანგარიშგასაწევი ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით.
6.5. საპროცენტო განაკვეთის ცვლილების შემთხვევაში, თუ ასეთი გადაწყვეტილება აუარესებს მსესხებლის მდგომარეობას გამსესხებელი ვალდებულია ცვლილების ძალაში შესვლის თარიღამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე, წერილობით / ელექტრონული ფოსტით/ მოკლე ტექსტური შეტყობინების გზით აცნობოს მსესხებელს. მსესხებელი უფლებამოსილია შეტყობინების მიღებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წერილობითი სახით უარი განაცხადოს ცვლილების ძალაში შესვლაზე. ასეთ შემთხვევაში ცვლილება არ შევა ძალაში, ხოლო მსესხებელი ვალდებულია წერილობითი უარის თარიღიდან მომდევნო 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში დაფაროს გამსესხებლის წინაშე არსებული დავალიანება. თუ მსესხებელი არ ისარგებლებს ამ უფლებით, ცვლილება ძალაში შევა შეტყობინებაში მითითებული თარიღიდან.
6.6. მსესხებელი ვალდებულია აანაზღაუროს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით გამოწვეული ზიანი.
6.7. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი სესხის გაცემიდან პირველი ერთი თვის განმავლობაში ვადაზე ადრე დაფარავს სესხის ძირითად თანხასა და მასზე დარიცხულ სარგებელს, იგი ვალდებულია სრულად გადაიხადოს პირველ თვეს დასარიცხი სარგებელი წინასწარ.
6.8. გამსესხებელი უფლებამოსილია გაუგრძელოს მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის დაფარვის ვადა, რის შესახებაც მსესხებელმა ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე სამი დღით ადრე უნდა მიმართოს გამსესხებელს წერილობითი განცხადებით და დაფაროს სესხზე დარიცხული სარგებლის დავალიანება სრულად.
6.9. მსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად შესრულების შემთხვევაში, გამსესხებელი ვალდებულია უკან დააბრუნოს გირაოში ჩადებული ნივთები არაუგვიანეს უახლოესი პარასკევისა, თუმცა გამსესხებელს გირაოში ჩადებული ნივთების უკან დასაბრუნებლად უნდა ჰქონდეს მინიმუმ 2 სამუშაო დღე.
6.10. მსესხებელი უფლებამოსილია პირადი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე მოახდინოს სესხის ძირითადი თანხის შემცირება, რის შედეგადაც სარგებლის დარიცხვა იწარმოებს სესხის დარჩენილ ძირათად თანხაზე.
7. ვალდებულების შესრულების უზრუნველყ ოფა
7.1. მსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილია მსესხებლის მიერ წარმოდგენილი ძვირფასი ნივთ(ებ)ით.
7.2. გამსესხებელი გირავნობაში მიღებულ ძვირფას ნივთებს იღებს ჯართის სახით და არ განიხილავს მათ როგორც ნაკეთობას.
7.3. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დასაშვებია წარმოდგენილი ძვირფასი ნივთ(ებ)ის გატანა სხვა ანალოგიური ღირებულების მქონე ძვირფასი ნივთ(ებ)ის ჩანაცვლებით.
7.4. გამსესხებელი პასუხისმგებლობას არ იღებს ნივთების გარეგნულ იერსახეზე.
7.5. უზრუნველყოფის სახით წარმოდგენილი ძვირფასი ნივთ(ებ)ის შეფასება მოცემულია თანდართულ შეფასების აქტ(ებ)ში, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
7.6. გამსესხებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოახდინოს უზრუნვლეყოფის სახით წარმოდგენილი ნივთების გადაფასება მსესხებელთან შეთანხმების გარეშე.
8. სესხის უზრუნველსაყ ოფად წარმოდგენილი ძვირფასეულობის რეალიზაცია
8.1. გამსესხებელი უფლებამოსილია ცალმხრივად, მსესხებლის შეტყობინების გარეშე, მოახდინოს დაგირავებული ნივთის/ ნივთების რეალიზაცია პირდაპირი მიყიდვის გზით, საკუთრებაში მიღების გზით ან კანონმდებლობით
დადგენილი სხვა წესით:
8.1.1. თუ მსესხებელმა ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოადგინა არასწორი ინფორმაცია;
8.1.2. თუ მსესხებელი გააჭიანურებს იმ მოთხოვნათა დაკმაყოფილებას, რომლის უზრუნველყოფასაც წარმოადგენს დაგირავებული ნივთ(ებ)ი;
8.1.3. თუ მსესხებელი სრულად არ შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს მათი შესრულების თარიღიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში.
8.2. მსესხებელი თანახმაა გამსესხებელმა თავად ან მის მიერ შერჩეული გამყიდველის მეშვეობით მოახდინოს გირავნობის საგნის რეალიზაცია და აღნიშნული არ საჭიროების მსესხებელთან დამატებით შეთანხმებას.
8.3. თუ გირავნობის საგნის გამსესხებლის (მოგირავნის) საკუთრებაში გადაცემის ან გამსესხებლის (მოგირავნის) მიერ მისი რეალიზაციის შემთხვევაში გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ დაფარავს გამსესხებლის მოთხოვნას ან გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ აღმოჩნდება გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნისა და რეალიზაციის პროცესში წარმოშობილი ხარჯების დასაფარად, გამსესხებელს (მოგირავნეს) უფლება აქვს დაიკმაყოფილოს მოთხოვნა მსესხებლის სხვა ნებისმიერი აქტივის ხარჯზე.
9. საარბიტრაჟ ო შეთანხმება
9.1. ნებისმიერი უთანხმოება, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას ამ ხელშეკრულების შესრულების პროცესში, გადაწყვეტილი იქნება მხარეთა შორის ურთიერთმოლაპარაკების გზით.
9.2. მხარეები თანხდებიან, რომ ნებისმიერი დავა, წარმოშობილი წინამდებარე ხელშეკრულებიდან ან მასთან დაკავშირებით, მათ შორის ნებისმიერი საკითხი ხელშეკრულების ან/და საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის, ნამდვილობისა და შეწყვეტის შესახებ, განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით უნდა გადაეცეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟს: შპს . „საარბიტრაჟ ო სასამართლო ლეგია “, ს /კ 406091517, ვებ. გვერდი: xxx.xxxxx.xx.
9.3. მხარეები თანხმდებიან, რომ შპს „საარბიტრაჟ ო სასამართლო ლეგიას “ დებულება წარმოადგენს მხარეთა შორის დადებული წინამდებარე საარბიტრაჟო შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და დებულებით განისაზღვრება ყველა ის საკითხი, რომელთა სხვაგვარად განსაზღვრის უფლებაც მიანიჭა მხარეებს საქართველოს კანონმა „არბიტრაჟის შესახებ“.
10. პირგასამტეხლო
10.1. იმ შემთხვევაში თუ, შენატანი არ განხორციელდება სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ დროს, გამსესხებელი უფლებამოსილია გადაახდევინოს მსესხებელს ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარის ოდენობით ვადაგადაცილების ყოველი ციკლის პირველ დღეს და დაარიცხოს ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე,არაუმეტეს საქ. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით დადგენილი ოდენობისა.
10.2. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკავება გამსესხებელის მიერ ხორციელდება მორიგი გადახდის დროს.
11. პრეტენზიების წარდგენა
მსესხებელს უფლება აქვს გამსესხებელს წარუდგინოს პრეტენზია ზეპირად, წერილობით ან ელექტრონული ფორმით (რომლის სტანდარტული ფორმის მიღება შესაძლებელია სს მისო ,,ქართული კრედიტის“ ფილიალებსა და ვებ-გვერდზე xxx.xxxxxxxxxxxxxx.xx). მსესხებლის პრეტენზიის განხილვის მაქსიმალური ვადაა 1 (ერთი) თვე, სათანადო ფორმით შედგენილი წერილობითი პრეტენზიის მიღების მომენტიდან. პრეტენზიას განიხილავს სს მისო ,,ქართული კრედიტის“ მომხმარებელთა პრეტენზიების განხილვის სამსახური. პრეტენზიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მსესხებელს ეცნობება იმავე ფორმით რა ფორმითაც წარდგენილ იქნება პრეტენზია.
12. დასკვნითი დებულებები
12.1. წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება და დამატება ძალაში შედის თუ ის გაფორმებულია წერილობით და სათანადოდ ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ. ზეპირი შეთანხმება ხელშეკრულებასთან დაკავშირებით იურიდიული ძალის არმქონეა.
12.2. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებამდე.
12.3. გამსესხებელი იტოვებს დაგირავებული ნივთის გადაგირავების უფლებას.
12.4. გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მოთხოვნის უფლება გადასცეს ნებისმიერ მესამე პირს მსესხებელთან წინასწარი შეთანხმების გარეშე.
12.5. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება დასაშვებია წინამდებარე ხელშეკრულების 5.8. პუნქტის შესაბამისად და სესხის დაფარვის ახალი გრაფიკის შედგენის გზით, რის შემდეგაც ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება ახალი გრაფიკით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის ან მსესხებლის მიერ ვალდებულების სრულად შესრულების შემთხვევაში.
12.6.
სს მისო ქართული კრედიტი შეაგროვებს/დაამუშავებს პირის შესახებ ყველა იმ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტურ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდებასთან და ინფორმაციის მიღებასთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პირობებით. წინამდებარე ინფორმაცია მუშავდება მომხმარებლის გადამხდელუნარიანობის ანალიზის მიზნისათვის და ხელმისაწვდომი იქნება საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში ჩართული მომხმარებლებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით (სესხის გამცემი ორგანიზაციები და ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი პირები).
მომხმარებლის (მათ შორის, მონაცემთა სუბიექტი) მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.
12.7. მსესხებელი ანიჭებს გამსესხებელს უპირობო უფლებას ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს, მსესხებლის დამატებითი თანხმობის გარეშე გაეცნოს მსესხებლის საკრედიტო ისტორიას სს „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში მსესხებლის გადამხდელუნარიანობის შეფასების მიზნით. ასევე, სს „კრედიტინფო საქართველოს“ მეშვეობით გამოითხოვოს მასზე ინფორმაცია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მართვაში არსებული მოვალეთა რეესტრიდან მისი გადამხდელუნარიანობის შეფასების მიზნით.
12.8. ვალდებულებათა შესრულებისას მხარეები ხელმძღვანელობენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე ხელშეკრულებით.
12.9. კანონმდებლობაში მომხდარი ცვლილებების შედეგად ხელშეკრულების რომელიმე პუნქტის მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში, ხელშეკრულების დანარჩენი პუნქტები რჩება ძალაში.
12.10. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ იდენტურ ეგზემპლარად და თითო ეგზემპლარი ინახება მხარეებთან.
12.11. წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გაფორმებული დანართები წარმოადგენენ მის განუყოფელ ნაწილს.
იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტთ სს მისო ,,ქართულ კრედიტში“ ამა თუ იმ ფორმით თანხის განთავსებას, გთხოვთ, გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ გაფრთხილების ტექსტს და გაითვალისწინოთ:
სს მისო ,,ქართული კრედიტი“ არ არის ლიცენზირებული ბანკი და ბანკისგან განსხვავებით მასზე ვრცელდება მსუბუქი ზედამხედველობის რეჟ იმი. მისი გაკოტრების შემთხვევაში, თქვენ შესაძლოა ვერ დაიბრუნოთ თქვენი თანხა .
დანართი: 1. სესხის დაფარვის გრაფიკი
2.შეფასების აქტ(ებ)ი
მხარეთა რეკვიზიტები
გამსესხებელი მსესხებელი
სს მისო „ქართული კრედიტი“ 206238800
ფილიალის მენეჯერი: სახელი/გვარი
სახელი/გვარი პ/ნ
ხელმოწერით მსესხებელი ადასტურებს, რომ გამსესხებლის წარმომადგენლმა ზეპირსიტყვიერად გააცნო სესხის პირობები, მათ შორის მოცემული ფინანსური ხარჯები და კრედიტის დაუბრუნებლობის სამართლებრივი რისკები. მსესხებელი ეთანხმება ყველა პირობას და ხელშეკრულება არ მოიცავს არასრულ ან/და ბუნდოვან ინფორმაციას.