Contract
ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №106
ქ. ბათუმი 04.05.2021 წ.
1. ხელშეკრულების დამდები მხარეები.
ერთის მხრივ საქართველოს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტი (მის: ქ. ბათუმი,xxxx xxxxxxxxxx N11ა; საბანკო რეკვიზიტები: სახელმწიფო ხაზინა, კოდი - TRESGE22, საიდ. კოდი - 245426695) (შემდგომში
„შემსყიდველი”) წარმოდგენილი დეპარტამენტის დირექტორის - პოლიციის პოლკოვნიკი xxxxxxxx xxxxxxxx
სახით და მეორეს მხრივ
მიმწოდებელი: შპს „იზი გრუპი“; საიდენტიფიკაციო კოდი: 405307047;
მისამართი, ტელეფონი: ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, მირიან მეფეს ქ. N 23, ბ. 20; ტელ: 0322560510, 555 111 660;
დირექტორი: xxxxxx xxxxxxxxxxx;
საბანკო რეკვიზიტები: “თიბისი ბანკი”; ბანკის კოდი: XXXXXX00; ა/ა: XX00XX0000000000000000;
(შემდგომში „მიმწოდებელი“) საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და მათი გათვალისწინებით, ვთანხმდებით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობებზე და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების თაობაზე.
2. ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტი, შესყიდვის საშუალება, ხელშეკრულების ღირებულება და ხელშეკრულების მოქმედების ვადა
2.1 ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტია: თავსებადი კარტრიჯების შესყიდვა. ინფორმაცია საქონლის დასახელების, ტექნიკური მახასიათებლების, რაოდენობისა და ერთეულის ღირებულების შესახებ მოცემულია მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ ფასთა ცხრილში, რომელიც თან ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს (იხ. დანართი 1 ).
2.2 შესყიდვის საშუალება: ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე NAT210005897.
2.3 ხელშეკრულების ღირებულება: 20480.00 (ოცი ათას ოთხას ოთხმოცი ლარი და 00 თეთრი) ლარი, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადის ჩათვლით. ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს, როგორც შესყიდვის ობიექტის ღირებულებას, ასევე წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს, მათ შორის დღგ-ს.
2.4 კლასიფიკატორის კოდი - 30100000 - საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა;
2.5 ხელშეკრულება ძალაშია ხელშეკრულების გაფორმებიდან 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით, მაგრამ არანაკლებ მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულ და xxxxxxx შესრულებამდე.
2.6 დაფინანსების წყარო: 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი;
3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების პირობები, ვადა და ადგილი
3.1. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 2021 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნიდან 25 (ოცდახუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.
3.2. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილი: ქ. ბათუმი, xxxx xxxxxxxxxx N11ა;
3.3. მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო შესყიდვის ობიექტის მიწოდება მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტების, წესებისა და მოთხოვნების დაცვით.
3.4. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საქონლის ისეთი შეფუთვა, რომელიც დაიცავს მას დაზიანების ან გაფუჭებისაგან დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირების პროცესში.
4. შესყიდვის ობიექტის ხარისხი
4.1 მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ მიწოდებული ობიექტის ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს.
4.2. ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე აღმოჩენილი ხარვეზის ან/და ნაკლის არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია 15 (თხუთმეტი) კალანედარული დღის ვადაში გამოასწოროს იგი ან შეცვალოს ახალი შესყიდვის ობიექტით, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.
4.3. მიმწოდებლის მიერ ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება.
5. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი (ინსპექტირება)
5.1. შემსყიდველს ან მის წარმომადგენლებს უფლება აქვთ განახორციელონ ტექნიკური კონტროლი ან/და გამოცადონ საქონელი, რათა დარწმუნდნენ მათ შესაბამისობაში კონტრაქტით გათვალისწინებულ ტექნიკურ პირობებთან.
5.2. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის (ინსპექტირების) განხორციელებისათვის აუცილებელი პერსონალისა და ტექნიკური საშუალებების გამოყოფა, ასევე უზრუნველყოს საჭირო სამუშაო პირობები. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს თვითონ შემსყიდველი ორგანიზაცია.
5.3. შემსყიდველი შესყიდვის ობიექტის მიწოდების ინსპექტირებას ახდენს სისტემატიურად, საკუთარი შეხედულებისამებრ. კონტროლი ხორციელდება როგორც შუალედური ფორმით - შესყიდვის ობიექტის მიწოდების პროცესში, ისე მისი დამთავრების შემდგომ. შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ხელშეკრულების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე მოახდინოს დამატებითი კვლევა.
5.4. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა და წუნდებული საქონლის შეცვლა.
5.5. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს შემსყიდველის მხრიდან განახორციელებენ შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილების ეკონომიკური ჯგუფის წამყვანი სპეციალისტი (შესყიდვების ხაზით) ია ქავთარაძე.
6. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
6.1. შესყიდვის ობიექტის მიღება - ჩაბარება განხორციელდება ეტაპობრივად, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.
6.2. შემსყიდველის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებაზე უფლებამოსილ პირებს წარმოადგენს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილების ლოჯისტიკის ჯგუფის წამყვანი სპეციალისტი (საწყობის გამგე) xxxx xxxxxxxx და ამავე ჯგუფის სპეციალისტი (მომარაგების ხაზით) ჯეინი ელიაძე.
6.3. მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების პარალელურად, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოუდგინოს შემსყიდველს შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცია (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად).
6.4. იმ შემთხვევაში, თუ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმება შესაძლებელია განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს, რაც არ ჩაითვლება მიმწოდებლის მხრიდან ვადის გადაცილებად
7. ანგარიშსწორება და ანგარიშსწორების ვალუტა
7.1. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
7.2. ანგარიშსწორება განხორციელდება 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, ფაქტიურად მიწოდებული საქონლის მიხედვით. მიღება–ჩაბარების აქტის ხელმოწერის, შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში) გამოწერისა და წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
7.3. წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი) არ გამოიყენება
8. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა (საჯარიმო სანქციები, ფორმა, ოდენობა და გადახდის ვადები)
8.1. ფორს-მაჟორული პირობების გარდა, ხელშეკრულების დამდები მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისა ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები.
8.2. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა) შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით.
8.3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,25%-ის ოდენობით.
8.4. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელი დაჯარიმდება ხელშეკრულების ღირებულების 5%- ის ოდენობით. (იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%- ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელი დაჯარიმდება ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ოდენობით).
8.5. საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა გადახდილ უნდა იქნას მხარისთვის აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილების (წერილი ჯარიმის დაკისრების თაობაზე) გაცნობიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში.
8.6. საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს ხელშეკრულების მხარეებს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
9. ხელშეკრულების შეწყვეტა
9.1. ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ.
9.2. ხელშეკრულების დამდები მხარე, რომელიც მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს მიღებული გადაწყვეტილება, მისი მიღების საფუძველი და ამოქმედების თარიღი.
9.3. ხელშეკრულების შეწყვეტისას მხარეს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა მეორე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით.
9.4. ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მხარეებს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან.
9.5. შემსყიდველს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, მათ შორის შემდეგ შემთხვევებში:
ა) მიმწოდებლის მიერ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის 15 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში;
ბ) თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, მათ შორის მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნებისმიერი ისეთი დარღვევის დროს, რაც შეუძლებელს ხდის ნორმალური სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებას, ან იწვევს შემსყიდველის ინტერესის დაკარგვას სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებისადმი.
9.6. ამ მუხლის პივრელი და მე-5 პუნქტებში მითითებულ შემთხვევებში შემსყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს მიმწოდებელს ფაქტიურად მიწოდებული საქონლის ღირებულება.
10. ფორს-მაჟორი
10.1. ფორს-მაჟორი - სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, საბოტაჟი ან სხვა საწარმოო არეულობა, სამოქალაქო მღელვარება, ომი, ბლოკადა, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყრების ჩამოწოლა, ეპიდემია, წყალდიდობა და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათ მიერ შეუძლებელია. ფორს-მაჟორად არ ითვლება მიმწოდებლის ფინანსური მდგომარეობის გაუარესება, თუ ეს ჩამოთვლილ მოვლენებთან არ არის დაკავშირებული.
10.2. ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული, როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას და მიმწოდებლისათვის ხელშეკრულების შესრულების გარანტიის დაუბრუნებლობას.
10.3. ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ, რომელსაც თან უნდა ახლდეს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მათ შორის, სსიპ
„საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის“ დასკვნა ფორსმაჟორის დადასტურების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობის მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი
ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
10.4. იმ შემთხვევაში თუ ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო, იცვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე პირობა, აღნიშნული ცვლილება უნდა გაფორმდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების სახით.
11. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
11.1. თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია. ამავე დროს შემსყიდველი არ არის ვალდებული წარუდგინოს მიმწოდებელს რაიმე მტკიცებულებანი იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლების გამოც წარმოიშვა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა.
11.2. ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება (მათ შორის მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების შეწყვეტა) უნდა გაფორმდეს წერილობით - მხარეთა შეთანხმების სახით და დანართის სახით უნდა დაერთოს ხელშეკრულებას. მხარეთა წერილობითი შეთანხმება ცვლილების თაობაზე, ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
11.3. ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება განისაზღვრება ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის ღირებულების შესაბამისად, რაც არ საჭიროებს დამატებით შეთანხმებას.
12. უფლებების გადაცემა
12.1. ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების მთლიანი ან ნაწილობრივი გადაცემა ფორმდება მხარეთა წერილობითი შეთანხმებით (შემსყიდველი - მიმწოდებელი - მესამე პირი).
12.2. დაუშვებელია ხელშეკრულებაში მიმწოდებლის ჩანაცვლება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა (ორგანიზაციის შერწყმა, გაყოფა და სხვ.)
13. ღირებულება
13.1. მხარეთა შეთანხმებით დასაშვებია ხელშეკრულების საერთო ღირებულების შეცვლა.
13.2. მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
13.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში დაუშვებელია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა.
13.4. ხელშეკრულების ღირებულების შეცვლა ფორმდება მხარეთა წერილობითი შეთანხმების სახით.
14. ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის
14.1. ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. წერილობითი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე ხელშეკრულების შესაბამისად უგზავნის მეორე მხარეს, იგზავნება საფოსტო გზავნილის სახით. ოპერატიული კავშირის დამყარების მიზნით დასაშვებია შეტყობინების მეორე მხარისათვის მიწოდება ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის გაგზავნის გზით იმ პირობით, რომ შეტყობინების ორიგინალი შემდგომში წარედგინება მეორე მხარეს უშუალოდ ან ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე საფოსტო გზავნილის გაგზავნის მეშვეობით.
14.2 ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით ან/და ფაქსით ურთიერთობისათვის გამოყენებულ იქნება:
ა) მიმწოდებლის შემდეგი რეკვიზიტები: საკონტ. xxxx - xxxxxx xxxxxxxxxxx, მობილური ტელეფონის ნომერი: 555 111 660, ელექტრონული ფოსტა: xxxx@xxxx.xx;
ბ) შემსყიდველის შემდეგი რეკვიზიტები საკონტ. პირები: xxxx xxxxxxxx, მობილური ტელეფონის ნომერი: 577 479 292; ელექტრონული ფოსტა: xxxxxxxxxx@xxx.xxx.xx და ია ქავთარაძე, მობილური ტელეფონის ნომერი: 577 593 589; ელექტრონული ფოსტა: xxxxxxxxxx-x@xxx.xxx.xx;
14.3 ხელშეკრულებაში მონაწილე ორივე მხარე ვალდებულია, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში საკონტაქტო პირ(ებ)ის ან ინფორმაციის ცვლილება წერილობითი სახით აცნობოს მეორე მხარეს.
14.4 შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს.
15. სადაო საკითხების გადაწყვეტა
15.1. ხელშეკრულების დამდები მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ მათ შორის წარმოქმნილი ნებისმიერი დავა შესაძლებელია გადაწყდეს მხარეთა შეთანხმებით, ხოლო ასეთის მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა გადაწყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს სასამართლოს მიერ.
15.2. ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლები.
15.3. შემსყიდველს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა მეორე მხარის მიერ ხელშეკ რულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით/ ვალდებულების დარღვევით (მათ შორის უხარისხო შესრულებით).
15.4. ხელშეკრულება დადებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ინტერპრეტირებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
16. სხვა პირობები
16.1. ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
16.2. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე და ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
16.3. წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ძალაშია მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი წერილობითი ფორმითაა შედგენილი და ხელმოწერილი მხარეთა მიერ.
16.4. „ხელშეკრულების“ მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი დანომრილია და დასათაურებულია მხოლოდ მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს „ხელშეკრულების“ ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება. მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის დასათაურებაში ან დანომვრაში ცდომილების/სხვაობის არსებობის შემთხვევაში, გამოიყენება ამავე მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის შესაბამისი შინაარსის მქონე მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი ან/და ქვეპუნქტ(ებ)ი.
16.5. „ხელშეკრულების“ ტექსტში მექანიკური ან/და ტექნიკური შეცდომის ან/და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში „მხარეთა“ მიერ, აღნიშნული შეცდომა ან/და ხარვეზი განხილული და განმარტებული უნდა იყოს
„ხელშეკრულების“ შესაბამისი წინადადების (წინადადებების) ან/და შინაარსიდან გამომდინარე. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული შეცდომა ან/და ხარვეზი არ შეესაბამება „ხელშეკრულების“ სათანადო წინადადებას/წინადადებებს ან შინაარს, მას (ხარვეზი/შეცდომა) „ხელშეკრულების“ შინაარსის განმარტებასთან დაკავშირებით არ ექნება (არ მიენიჭება) რაიმე მნიშვნელობა.
17. მხარეთა მიერ გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერები
„ შემსყიდველი“ „მიმწოდებელი“
დანართი N1
2021 წლის 04 მაისის N106 ხელშეკრულებასთან
ფასების ცხრილი
N | შესყიდვის ობიექტის დასახელება | შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები | წარმოშობის ქვეყანა | მწარმოებელი კომპანია | მოდელი | განზომილება | რაოდენობა | ერთეულის ფასი (ლარი) | საერთო ღირებულებ ა (ლარი) | |
1 | თავსებადი კარტრიჯი | CANON MF4410/4430/4450/4550/4570/4580 - პრინტერისთვის | CE278, Canon 728 - მაღალი ხარისხის კარტრიჯი, 5% შევსებით; ბეჭდვის რესურსი: A4 ფორმატის 1500 ასლი | ჩინეთი | Chinamate Technology Co.,ltd | CE278A | ცალი | 700 | 13.00 | 9100.00 |
2 | თავსებადი კარტრიჯი | CANON i-sensys MF216N - პრინტერისთვის | 737 - 5% შევსებით; ბეჭდვის რესურსი: A4 ფორმატის 2000 ასლი | ჩინეთი | Chinamate Technology Co.,ltd | CF283X | ცალი | 500 | 14.00 | 7000.00 |
3 | თავსებადი კარტრიჯი | HP lj p 4015 პრინტერისათვის | CC364A - 5% შევსებით; ბეჭდვის რესურსი: A4 ფორმატის 10000 ასლი | ჩინეთი | Chinamate Technology Co.,ltd | CC364A | ცალი | 5 | 54.00 | 270.00 |
4 | თავსებადი კარტრიჯი | HP Color LJ CP1025/CP1025nw პრინტერისათვის | CE310A, - ფერი შავი; მაღალი ხარისხის კარტრიჯი, ბეჭდვის რესურსი: A4 ფორმატის 1200 ასლი. | ჩინეთი | Chinamate Technology Co.,ltd | CE310A | ცალი | 15 | 18.00 | 270.00 |
5 | თავსებადი კარტრიჯი | HP Color LJ CP1025/CP1025nw პრინტერისათვის | CE311A - ფერი ცისფერი (Cyan); მაღალი ხარისხის კარტრიჯი; ბეჭდვის რესურსი: A4 ფორმატის 1000 ასლი. | ჩინეთი | Chinamate Technology Co.,ltd | CE311A | ცალი | 15 | 18.00 | 270.00 |
6 | თავსებადი კარტრიჯი | HP Color LJ CP1025/CP1025nw პრინტერისათვის | CE312A - ფერი ყვითელი (yellow); მაღალი ხარისხის კარტრიჯი, ბეჭდვის რესურსი: A4 ფორმატის 1000 ასლი. | ჩინეთი | Chinamate Technology Co.,ltd | CE312A | ცალი | 15 | 18.00 | 270.00 |
7 | თავსებადი კარტრიჯი | HP Color LJ CP1025/CP1025nw პრინტერისათვის | CE313A - ფერი წითელი (Magenta); მაღალი ხარისხის კარტრიჯი, ბეჭდვის რესურსი: A4 ფორმატის 1000 ასლი. | ჩინეთი | Chinamate Technology Co.,ltd | CE313A | ცალი | 15 | 18.00 | 270.00 |
8 | თავსებადი კარტრიჯი | Lexmark MX410de პრინტერისათვის; | (60F0HA0) 600HA - მაღალი ხარისხის კარტრიჯი, 5% შევსებით; ბეჭდვის რესურსი: A4 ფორმატის 10000 ასლი | ჩინეთი | Chinamate Technology Co.,ltd | MX310/MX410 | ცალი | 5 | 67.00 | 335.00 |
9 | თავსებადი კარტრიჯი | CANON LBP2900 პრინტერისთვის | Q2612A/FX10/703, შავი ფერის; ბეჭდვის რესურსი: A4 ფორმატის 2000 ასლი. | ჩინეთი | Chinamate Technology Co.,ltd | Q2612A | ცალი | 30 | 13.00 | 390.00 |
10 | თავსებადი კარტრიჯი | CANON LBP6030B პრინტერისთვის | 725 - მაღალი ხარისხის კარტრიჯი, 5% შევსებით, ბეჭდვის რესურსი: A4 ფორმატის 1600 ასლი | ჩინეთი | Chinamate Technology Co.,ltd | CB435A/CB436A/ CE285A | ცალი | 10 | 13.00 | 130.00 |
11 | თავსებადი კარტრიჯი | HP LJ P1505 პრინტერისთვის | CB436A - მაღალი ხარისხის კარტრიჯი, 5% შევსებით; ბეჭდვის რესურსი: A4 ფორმატის 1500 ასლი | ჩინეთი | Chinamate Technology Co.,ltd | CB435A/CB436A/ CE285A | ცალი | 50 | 13.00 | 650.00 |
12 | თავსებადი კარტრიჯი | HP LJ P1005 პრინტერისთვის | CB 435A - მაღალი ხარისხის კარტრიჯი, 5% შევსებით; ბეჭდვის რესურსი: A4 ფორმატის 1500 ასლი | ჩინეთი | Chinamate Technology Co.,ltd | CB435A/CB436A/ CE285A | ცალი | 50 | 13.00 | 650.00 |
13 | თავსებადი კარტრიჯი | CANON image RUNNER C3025i/ B ტიპის პრინტერისათვის | ფერადი მაღალიწარმადობის კოპიერი,ტიპი:ლაზერული, ფუნქციები:ბეჭდვა კოპირება,სკანირება,გაგზავნა ბეჭდვის სიჩქარე: 25 ppm(A4),15 ppm(A3), რეზოლუცია: 1200x1200dpi, ორმხრივი ბეჭდვა, პირდაპირი ბეჭდვა USB მეხსიერებიდან, ფორმატები: TIFF,JPEG,PDF,XPS კოპირების სიჩქარე: 20 PPM (A4),15 ppm(A4),15 ppm(A3): პირველი გვერდის კოპირება :5.9.8.2, კოპირების რეზოლუცია 600dpi, მრავალი კოპირება:: 999 კოპია, სკანირების სიჩქარე: ცალმხრივი 55ipm (300dpi), ორმხრივი: 27.5 ipm (300 dpi). სკანირების რეზოლუცია: 600x600dpi, ორმხრივი სკანირება: 2-sidid to 2-sided (automatic), გაგზავნა: დანიშნულების ადგილი: E-mail/internet FAX (SMTP),SMB,FTP: გაგზავნის რეზოლუცია: 600X600dpi. პროტოკოლები: FILE:FTP,SMBv3.0,E-mail/I- FAX:SMTP,POP3, ფორმატები: TIFF,JPEG,PDF (Compact,Searchable) ოპერატიული მეხსიერება 2GB, პროცესორი: Dual Custom Processor 800Mhz, ეკრანი: 12.7cm (5 inch) TFT LCD WVGA Colour Touch panel, ინტერფეისი: LAN (IEEE802 11b/g/n), 1000Base-T/100 base-T,USB 2.0 (HOST)x2,USB 2.0 (Device)x1: დასაბეჭდი ფურცლების რაოდენობა: 2x550 ფურცლიანი კასეტა, 100 ფურცლიანი მრავალფუნქციური უჯრა, warm-up time: Power On: 30 წამი, Sliip Mode: 10 წამი,: შავი კარტრიჯი ერთი დამუხტვით 15500 ფურცლის ბეჭდვის რესურსით და ფერადი კარტრიჯის კომპლექტი 8500 ფურცლის ბეჭდვის რესურსით. | ჩინეთი | Chinamate Technology Co.,ltd | C-EXV54 B, CEXV54 C, CEXV54 M, CEXV54 Y | კომპლექტი | 1 | 500.00 | 500.00 |
14 | თავსებადი კარტრიჯი | CANON image RUNNER C3025i/ B ტიპის პრინტერისათვის | შავი ფერის; ბეჭდვის რესურსი: A4 ფორმატის 15500 ასლი | ჩინეთი | Chinamate Technology Co.,ltd | C-EXV54 B | ცალი | 3 | 125.00 | 375.00 |
სულ ჯამი: | 20480.00 |
„ შემსყიდველი“ "მიმწოდებელი"