Contract
ნარდობის ხელშეკრულება
ქ. ბათუმი --- ივნისი ---- წელი
შპს ,,--------------------” (ს.ნ -------------------) წარმოდგენილი მისი დირექტორი -------------------- სახით, შემდგომში ,,დამკვეთი” და ფიზიკური პირი "---------- ----------------"' (პ/კ -------------------- ), შემდგომში ,,მენარდე”, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1.ხელშეკრულების საგანი
1.1. წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად მენარდე ვალდებულებას კისრულობს სასტუმროში ტერასაზე (მდებარე ქ. ბათუმი, xxxxxxxxxxxx 20), საკუთარი მასალებით, მოწყობილობებითა და მუშა ხელით განახორციელოს შპს -----------------------ის იჯარით აღებულ ქონებაში სასტუმროს ტერასაზე 37 გრძივი მეტრი მინის მოაჯირების მოწყობა,ხოლო დამკვეთი ვალდებულია მიიღოს შესრულებული სამუშაო და გადაიხადოს შეთანხმებული თანხა.
1.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ღირებულება შეადგენს 900 (ცხრაას) ცხრაას აშშ დოლარს გადასახადის გარეშე, შესაძლებელია მომსახურების ღირებულება დაზუსტდეს სამუშაოების დასრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დროს.
1.3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებულად ითვლება სამუშაოთა შესრულების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
1.4. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისათვის შეთანხმებული ანაზღაურების გადახდა დამკვეთის მიერ მენარდეზე განხორციელდება სამუშაოთა შესრულების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 დღის ვადაში.
1.5. მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია ავანსის სახით სამუშაოს შესრულებამდე მენარდეზე თანხის გადახდა, ავანსის თანხის ოდენობას ცალმხრივად განსაზღვრავს დამკვეთი.
1.6. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების საერთო ვადა შეადგენს წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 კალენდარულ დღეს.
1.7. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელების მიზნით დამკვეთის ობიექტზე მენარდე შესულია წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე.
1.8. მენარდე სამუშაოს ასრულებს საკუთარი, ტექნიკით, მუშა ხელითა და კვალიფიციური პერსონალის გამოყენებით. მასალის ღირებულება შედის წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ღირებულებაში, შესაბამისად სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო მასალებს შეიძენს შემსრულებელი. მენარდე აცხადებს, რომ აქვს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოებისათვის ყველა აუცილებელი ძირითადი საშუალება, სამუშაოს შესრულების გამოცდილება და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული ყველა საჭირო ნებართვა.
1.9. ხელშეკრულების გაფორმებიდან სამუშაოების დასრულების თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე სამუშაოების შესრულების უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მენარდეს, შესაბამისად ობიექტზე წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოების პერიოდში უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელ პირად ითვლება მენარდე.
1.10. მენარდე ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოში მოქმედი ნორმების, წესებისა და სტანდარტების სრული დაცვით.
2. მხარეთა უფლება-ვალდებულებები
2.1. მენარდე კისრულობს ვალდებულებას მაღალხარისხიანად და დროულად დაასრულოს სამუშაოები მოცემული ხელშეკრულების შესაბამისად და განახორციელოს 1.1. პუნქტში მითითებული მომსახურება ისე რომ შესაძლებელი იყოს მათი ექსპლუატაცია, ყოველგვარი შეფერხებების გარეშე.
2.2. მენარდე ვალდებულია შეასრულოს სამუშაოები უსაფრთხოებასთან და ჯანდაცვასთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2.3. მენარდე იძლევა სამუშაოების შესრულების გარანტიას უსაფრთხოების დადგენილი წესებისა და შრომითი კანონმდებლობის შესაბამისად. მენარდე პასუხს აგებს ამ წესების დაცვაზე როგორც მისი, ისე სუბმენარდის (მესამე პირი) მუშების მიერ.
2.4. მენარდემ უნდა უზრუნველყოს სამუშაოების შესასრულებლად ყველა აუცილებელი წინაპირობა სამუშაოების დაწყებამდე გადავადების გარეშე.
2.5. მენარდე ვალდებულია მისცეს წინადადებები დამკვეთს იმ სამუშაოების კოორდინაციის აუცილებლობის გათვალისწინებით, რომლებიც სამშენებლო მოედანზე მათ შესვლას უზრუნველყოფს.
2.6. მენარდემ უნდა გამოასწოროს ყველა დეფექტი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ან განვითარდეს სამუშაოებში, სამუშაოების წარმოების დაწყების ან შემოწმების დროს დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდში უსასყიდლოდ. საფუძვლიანი დეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მხარეთა წარმომადგენლები შეადგენენ შესაბამის სადეფექტო აქტს, სადაც მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრება დეფექტი და აღმოფხვრის გონივრული ვადა.
2.7. მენარდემ უნდა წარუდგინოს დამკვეთს ჩატარებული სამუშაოს შედეგების შესახებ ინფორმაცია (კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს დამკვეთი ან მისი წარმომადგენელი), რათა დარწმუნდეს სამუშაოები სრულდება თუ არა მოცემული კონტრაქტის ჩარჩოებში.
2.8. მენარდეს უფლება აქვს მოითხოვოს ჩატარებული სამუშაოების ანაზღაურება დროულად, ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად.
2.9. დამკვეთი ვალდებულია მიიღოს მენარდის მიერ შესრულებული სამუშაო და აანაზღაუროს შესრულებული სამუშაოს ღირებულება წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
2.10. დამკვეთი ვალდებულია აანაზღაუროს შესრულებული სამუშაოს ღირებულება თანხის მენარდის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით მოცემულ ხელშეკრულებაში მითითებული პირობების შესაბამისად.
2.11. დამკვეთი ვალდებულია მიიღოს სამუშაოთა ცალკეული ეტაპების ან/და სამუშაოთა სრული მოცულობით დასრულების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც უნდა განახორციელოს ანგარიშსწორება, თუკი ამისთვის არ იქნება დასაბუთებული და მოტივირებული დაბრკოლებები.
2.12. დამკვეთს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეამოწმოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მენარდის სამუშაო პროცესი და სამუშაო ხარისხი წინამდებარე ხალშეკრულების პირობების შესაბამისად მიმდინარეობის დასადგენად. ეს მოქმედება უნდა განხორციელდეს მენარდის მიერ სამშენებლო ობიექტზე დამკვეთთან შეთანხმებით დადგენილი წესების დაცვით და ისე, რომ არ მოხდეს სამშენებლო საქმიანობის შეფერხება.
2.13. დამკვეთს უფლება აქვს დანიშნოს წარმომადგენელი სამუშაოებზე დაკვირვების მიზნით. დამკვეთმა წერილობით უნდა შეატყობინოს მენარდეს დამკვეთის წარმომადგენლის ვინაობა. xxxxxxx xxxxxxxxxx გააგრძელოს სამუშაო დამკვეთის წარმომადგენლის წერილობითი გადაწყვეტილებების, ინსტრუქციებისა და მითითებების შესაბამისად მოცემული კონტრაქტის მიხედვით.
3. სამუშაოების მიღება-ჩაბარება
3.1. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებულად ითვლება სამუშაოთა შესრულების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.
3.2. შესრულებული სამუშაოს მიღება ხორციელდება დამკვეთის მიერ შედგენილი კომისიის მიერ, თავისი წარმომადგენლის, მენარდეს წარმომადგენლის და სხვა სპეციალისტების (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში) შემადგენლობით.
3.3. მენარდე ვალდებულია სამუშაოების დასრულებიდან არაუმეტეს სამი კალენდარული დღისა გადასცეს დამკვეთს განხორციელებული სამუშაოების მოცულობის და ხარისხის შესახებ სრული დოკუმენტაცია, განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების მიღება-ჩაბარების და შემდგომი ანგარიშსწორების პირობისათვის. დამკვეთი ვალდებულია, შემდეგი სამი კალენდარული დღის ვადაში მიიღოს შესრულებული სამუშაო ან ამავე ვადაში წარადგინოს საფუძვლიანი პრეტენზია. საფუძვლიანი პრეტენზიის წარუდგენლობა ნიშნავს დამკვეთის მიერ სამუშაოების მიღებას რის საფუძველზეც ის ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი ანგარიშსწორება.
4. მხარეთა პასუხისმგებლობა
4.1. მენარდე პასუხს აგებს დამკვეთის წინაშე მის მიერ წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობით ან უხარისხო შესრულებით მიყენებული მთელი ზარალისათვის.
4.2. მენარდის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების 1.6. პუნქტით განსაზღვრული სამუშაოს დასრულების ვადაზე 1 (ერთი) კვირაზე მეტი გადაცილების შემთხვევაში, მენარდე დამკვეთს (დამკვეთის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში) გადაუხდის პირგასამტეხლოს სახით მთლიანი სახელშეკრულებო თანხის 0,1 პროცენტს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
4.3. დამკვეთის მიერ ხელშეკრულების 1.4. პუნქტით გათვალისწინებულ ვადაზე 1 (ერთი) კვირაზე მეტი გადაცილების შემთხვევაში დამკვეთი მენარდეს (მენარდის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში) გადაუხდის პირგასამტეხლოს სახით გადაუხდელი თანხის 0,1 პროცენტს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
4.4. მენარდეს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მესამე პირთა იმ ნებისმიერ პრეტენზიასა თუ სარჩელზე დამკვეთის, მენარდის მუშების ან მესამე პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონებისათვის მიყენებულ ზიანზე, რომელიც წარმოიშობა ვალდებულების შესრულების პროცესში და სამუშაოების შესრულების შედეგად. თუკი პრეტენზიას წარმოადგენენ მესამე მხარეები ამ პუნქტის შესაბამისად, მენარდემ უნდა მოახდინოს დამკვეთისათვის კონკრეტულ ვალდებულებებთან დაკავშირებით მიყენებული ყველა ხარჯისა და მთელი ზარალის კომპენსაცია.
4.5 მენარდე იღებს ვალდებულებას, რომ ამინდის გაურესების შემთხვევაში თუ მოხდება მის მიერ შესრულებული მოაჯირების გარე ტერიტორიაზე გადავარდნა და მესამე მხარის დაზიანება, აღნიშნულ შემთხვევაში მესამე მხარის წინაშე დამდგარ პასუხისმგებლობას სრულად იღებს საკუთარ თავზე, პასუხს აგებს თავისი ქონებით.
4.6 მენარდე შესრულებულ სამუშაოზე, ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით იძლევა 5 წლიან საგარანტიო ვადას, აღნიშნულ ვადაში მის მიერ შესრულებული სამუშაოს განადგურების შემთხვევაში მენარდე იღებს ვალდებულებას საკუთარი ხარჯებით, უსასყიდლოდ მოახდინოს იგივე სამუშაოების შესრულება.
5. დაუძლეველი ძალა
5.1. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დგება დაუძლეველი ძალის მოქმედების შემთხვევაში, რომლის დროსაც შეუძლებელია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.
5.2. დაუძლეველი ძალის ქვეშ იგულისხმება გარემოებები, რომლებიც არ არსებობდნენ წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების დროს და რომელთა დადგომა და ზემოქმედება მხარეებს არ შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ და გადაელახათ. კერძოდ: წყალდიდობა, მიწისძვრა, აფეთქება, ხანძარი, ავარია, ომი და საომარი მოქმედებები, ბლოკადა, გაფიცვები, კანონმდებლობის ცვლილებები, სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებები, რომლებიც აუარესებენ წინამდებარე ხელშეკრულების სუბიექტების სამართლებრივ სტატუსს და რეჟიმს. თუ ნებისმიერმა ზემოთხსენებულმა გარემოებამ უშუალოდ იმოქმედა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადებზე, მაშინ ეს ვადები ამ გარემოებების მოქმედების დროის თანაბარზომიერად გაიზრდება.
5.3. მხარემ, რომლისთვისაც ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო შეუძლებელი შეიქმნა ვალდებულებების შესრულება, ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ ყველა შემთხვევაში არაუგვიანეს ათი დღისა ამ გარემოებების დადგომიდან, წერილობით აცნობოს მეორე მხარეს.
6. ხელშეკრულების შეწყვეტა
6.1. წინამდებარე ხელშეკრულება წყდება მხარეთა შეთანხმებით.
6.2. ხელშეკრულების შეწყვეტა შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.
6.3. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მხარეთა პასუხისმგებლობა განისაზღვრება წინამდებარე ხელშეკრულებითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.
7. დავათა განხილვის წესი
7.1. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ნებისმიერი უთანხმოება უნდა გადაწყდეს მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმების გზით, ურთიერთშეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება სასამართლოს მეშვეობით.
8. დასკვნითი დებულებანი
8.1. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია 2 თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად ქართულ ენაზე, ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარი გადაეცემა დამკვეთს, ხოლო მეორე მენარდეს.
8.2. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ აღებული ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.
8.3. ურთიერთობები რომელიც არ არის დარეგულირებული წინამდებარე ხელშეკრულებით, რეგულირდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დამკვეთი
შპს ,,------------------ ”
საიდენტიფიკაციო #--------------
_______________________
დირექტორი -------------
შემსრულებელი
----------------------