იპოთეკის ხელშეკრულება N _____
იპოთეკის ხელშეკრულება N _____
ქ.თბილისი
თარიღი 15/02/2022 (ორი ათას ოცდაორი წლის თხუთმეტი თებერვალი)
იპოთეკარი • სესხის გამცემი სუბიექტი შპს "კავკასუს კრედიტი" (ეროვნული ბანკის მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი: სგს-0120036)
წარმომადგენელი • xxxx xxxxxxxxx/ნ _____ (თანახმად მინდობილობისა 18.11.2021 წ. xxxxxxxxxx xxxxxxxxx xxxxxxxxxxx მიერ სანოტარო აქტების რეგისტრაციის #_____, ინდ. #_____)
მისამართი • ქ. თბილისი, მ.კოსტავას ქ.N46/50
ს/კ • 400168643
ტელეფონი • 0322 330 330; 0322 76 76 76
მესაკუთრე • _____
პ/ნ • _____
პ/მ N • _____
დაბადებული • _____
მცხოვრები • _____
რეგისტრირებული მისამართი • _____
მოწმობის გამცემი ორგანო • იუსტიციის სამინისტრო
გაცემის თარიღი • _____
ტელეფონი • _____
ელ.ფოსტა _____
მუხლი 1.ხელშეკრულების საგანი
1.1 წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად მესაკუთრე 15/02/2022 (ორი ათას ოცდაორი წლის თხუთმეტი თებერვალი) #_____საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკარის სასარგებლოდ ეპოთეკით ტვირთავს ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ იპოთეკის საგანს. ამავე მუხლით განსაზღვრული პირობებით, პარამეტრებით და უფლებრივი მდგომარეობით.
1.2. წინამდებარე ხელშეკრულებით იპოთეკარს აქვს უპირატესი უფლება სხვა კრედიტორებთან შედარებით, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სრულად ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
მუხლი 2.იპოთეკის საგანი და პირობები
2.1 იპოთეკის საგნის აღწერა :
• _____
2.1.1 საკადასტრო კოდი :
• _____
2.1.2 მისამართი :
• _____
2.1.3 აღწერა: (საკუთრების ტიპი, კვ.მ.)
• _____
2.1.4 არსებისი შემადგენელი ნაწილი:
• ყველა ის ნივთი, რომელიც მყარადაა დაკავშირებული იპოთეკის საგანთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისთვის, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია იპოთეკის საგნის ან/და ამ ნაწილის განადგურების ან/და მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე, ასევე მოძრავი ნივთი, რომელიც განკუთვნილია იპოთეკის საგნის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია იპოთეკის საგანთან. ასევე იპოთეკის საგნის გაერთიანების შედეგად იპოთეკის საგანზე არსებით შემადგენელ ნაწილად შეერთებული ნაწილ(ებ)ით ან/და დაყოფის შედეგად წარმოშობილი იპოთეკის საგნის ნაწილ(ებ)ი, იპოთეკის საგნის ნაყოფი ან/და ყველა გაუმჯობესება.
2.1.5 რეგისტრაციის მონაცემები:
• იპოთეკის საგნის იდენტიფიკაციის მიზნით მესაკუთრის მიერ წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
2.1.6 იპოთეკის თანხა და იპოთეკის საგნის ღირებულება ხელშეკრულების დადების თარიღისთვის:
• _____ლარი
მუხლი 3. იპოთეკის საგანით უზრუნველყოფილი ვალდებულებები
3.1 ძირითადი ხელშეკრულება :
3.1.1 დასახელება :
• საკრედიტო ხელშეკრულება
3.1.2 ნომერი :
• _____
3.1.3 დადების თარიღი :
• 15/02/2022( ორი ათას ოცდაორი წლის თხუთმეტი თებერვალი)
3.2 მსესხებელი მოვალე :
• _____
3.3 იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნები :
• ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი სახის დავალიანება, მათ შორის საკომისიო, პირგასამტეხლო/ჯარიმა და იპოთეკარისთვის მიყენებული ზიანი, ასევე სასამართლოს, აღსრულების და ამგვარი მოთხოვნებიდან გამომდინარე ნებისმიერი სხვა ხარჯი.
3.3.1 კრედიტის ტიპი: იპოთეკური სესხი
3.3.2 კრედიტით სარგებლობის ვადა :
_____თვე
3.3.3 საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადა :
_____თვე
3.3.4 საკრედიტო თანხის მთლიანი მოცულობა :
• _____ლარი
3.3.5 მომხმარებლის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა :
• _____ლარი
3.3.6 კრედიტის თანხიდან ფინანსური ხარჯების გამოკლებით მისაღები თანხა
• _____ლარი (მსესხებელი სესხის თანხას იღებს წინამდებარე ხელშეკრულების დადების დღეს სრული ოდენობით).
3.3.7 მსესხებლის საბანკო ანგარიშზე გადასარიცხი თანხა:
• _____ლარი
3.3.8 წლიური საპროცენტო განაკვეთი
• _____
3.3.9 სესხის ეფექტური საპროცენტო სარგებელი :
• _____
3.3.10 პროცენტის დარიცხვის მეთოდი/დაფარვის გრაფიკი :
• ანუიტეტური
3.3.11 ყოველთვიური შენატანები :
• თანდართული გრაფიკის შესაბამისად
3.3.12 კრედიტის გაცემის საკომისიო :
• _____ ლარი ( თუ სესხზე გაცემის საკომისიო განისაზღვრება 2%-ზე მეტით, სესხის წინსწრებით დაფარვის ან სესხის რეფინანსირების შემთხვევაში კრედიტორი ვალდებულია მოვალეს დაუკაოს გაცემის საკომისიო 2% და სესხის გამოყენების, ფაქტობრივად უკვე ნასარგებლი დღეების პროპორციული ოდენობა, ხოლო დარჩენილი ნაწილი მოვალეს უკან დაუბრუნოს).
3.3.13 საჯარო რეესტრში იპოთეკის რეგისტრაციის ხარჯი :
• 200.0 (ორასი ლარი და ნული თეთრი) ლარი
3.3.14 საკრედიტო ხელშეკრულების დამოწმების ნოტარიუსის საზღაური :
• _____ლარი
3.3.15 იპოთეკის ხელშეკრულების დამოწმების ნოტარიუსის საზღაური :
• _____ლარი
3.3.16 კრედიტის მიზნობრიობა :
• _____
3.3.17 პირგასამტეხლო სესხის წინსწრებით დაფარვისათვის :
• წინსწრებით დაფარვის საკომისიო შეადგენს 0%-ს თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის 0.5% თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის 1% თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის 2% თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი. ამას გარდა, კრედიტის სრულად დასაფარად საკმარისი თანხით არ მოხდება კრედიტის წინსწრებით დაფარვა ავტომატურად თუ წინსწრებით სესხის დაფარვის შესახებ მსესხებელმა წერილობით ან ელექტრონულად არ მიმართა გამსესხებელს და არ გამოავლინა შესაბამისი ნება.
3.3.18 ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის :
• დარჩენილი ძირი თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას.
3.3.19 იპოთეკის შეწყვეტის რეგისტრაციის ხარჯი :
• 51.0 ლარი (ორმოცდათერთმეტი ლარი)
3.3.20 ანგარიშიდან თანხის განაღდების საკომისიო 0.2%
• _____ ლარი
მუხლი 4. მესაკუთრის განცხადებები და გარანტიები
4.1. მესაკუთრე აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ:
4.1.1. არ მონაწილეობს არც ერთ სასამართლო პროცესში, მათ შორის, სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ ან სამოქალაქო სამართალწარმოებაში (მოსარჩელის, მოპასუხის, მესამე პირის ან სხვა სტატუსით), რითაც საფრთხე შეიძლება შეექმნას მის საკუთრების უფლებას იპოთეკის საგანზე ან/და ამ ხელშეკრულების ან იპოთეკართან დადებული სხვა ხელშეკრულებების პირობების შესრულებას;
4.1.2. მისთვის ცნობილია, თუ რა სახისა და მოცულობის ათვისებული კრედიტებიდან წარმოშობილი, ასევე მომავალში დასადები ხელშეკრულებ(ებ)ით, რა სახის და მოცულობის სამომავლო მოთხოვნების უზრუნველსაყოფად ტვირთავს ქონებას (იპოთეკის საგანს) იპოთეკარის სასარგებლოდ;
4.1.3. მესაკუთრე დეტალურად იცნობს ძირითადი ხელშეკრულების ტექსტს და გასაგებია მისი შინაარსი;
4.1.4. იპოთეკის საგანს არ გააჩნია რაიმე სახის თვისება, რომლის გამოვლინების შედეგად ადგილი ექნება მის დაზიანებას, განადგურებას, ღირებულების შემცირებას ან გაუფასურებას;
მუხლი 5. იპოთეკარის ინტერესების დაკმაყოფილება
5.1. წინამდებარე ხელშეკრულებითა და ძირითადი ხელშეკრულებით ან/და ძირითად ხელშეკრულებასთან არსებული სხვა ხელშეკრულებით განსაზღვრული, რომელიმე ვალდებულების დროულად და ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში, იპოთეკარი უფლებამოსილია დაკმაყოფილდეს იპოთეკის საგნიდან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5.2. მხარეები თანხმდებიან, რომ მოვალ(ეები)ის მხრიდან უზრუნველყოფილი ვალდებულების დროულად და ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში იპოთეკარს უფლება ექნება საკუთარი არჩევანით გამოიყენოს ქვემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებათაგან ნებისმიერი:
5.2.1. იპოთეკის საგნის რეალიზაცია მოახდინოს იპოთეკარის განცხადების საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად ან ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. მხარეები ადასტურებენ, რომ მათ ნოტარიუსისგან მიიღეს ჯეროვანი განმარტება ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის სამართლებრივი ინსტიტუტის (მისი არსისა და ძირითადი პრინციპების) შესახებ და მათთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ xxxxxxxxxx სააღსრულებო ფურცელი შეცვლის სასამართლოს სააღსრულებო ფურცელს, შესაბამისად გამსესხებელს უფლება ექნება სასამართლოსადმი მიმართვის და სასამართლო საქმის წარმოების გარეშე მიმართოს ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, მიიღოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი და მოვალ(ეები)ის მიმართ თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების აღსრულების პროცესი დაიწყოს xxxxxxxxxx სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამასთანავე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სააღსრულებო ფურცელი გაიცემა მოვალ(ეები)ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამოთხოვნის გარეშე, ხოლო მოვალ(ეები)ის ან მესამე პირის მიერ სააღსრულებო ფურცლის გასაჩივრება არ აჩერებს სააღსრულებო ფურცლის მოქმედებას. ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი გაიცემა ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის მიმართ, სესხის დაფარვის პირობების დარღვევის (მათ შორის სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევის და/ან ვადაგადაცილების) შემთხვევაში სესხის ძირითადი თანხის, მასზე ფაქტობრივად დარიცხული საპროცენტო სარგებელის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადახდევინება განიხილება როგორც ვადადამგარი მოთხოვნა და კრედიტორი უფლებამოსილია მოთხოვნის წარმოშობიდან და დავალიანების არსებობის პირობებში ნებისმიერ დროს მოითხოვოს სააღსრულებო ფურცლის გაცემა სესხის ძირითად თანხაზე, ფაქტობრივად დარიცხულ სარგებელზე, პირგასამტეხლოზე, აგრეთვე ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯებზე, ასევე მოითხოვოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია.
5.2.2 იპოთეკის საგნის რეალიზაცია მოახდინოს კერძო აუქციონის ფორმით. მხარეები თანხმდებიან, რომ იპოთეკარს უფლება აქვს მოახდინოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია სპეციალისტის მეშვეობით აუქციონზე სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით და ამ მიზნით მესაკუთრე წინასწარ და ყოველგვარი შემდგომი დადასტურების გარეშე, აცხადებს თანხმობას სპეციალისტად დაინიშნოს იპოთეკარის შერჩევით ნებისმიერი პირი. მხარეები თანხმდებიან, რომ სპეციალისტს წარმოადგენს შპს «თბილისის სააუქციონო სახლი» ს/ნ 204545974, ვებ-გვერდი: xxx.xxxxxxxxxxxx.xx ან იპოთეკარის მიერ შერჩეული სპეციალისტი, რომელიც თავად ახდენს იპოთეკის საგნის რეალიზაციას წინამდებარე ხელშეკრულების მე-6 მუხლისა და სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესების შესაბამისად.
მუხლი 6. იპოთეკის საგნის რეალიზაცია კერძო აუქცინის ფორმით
6.1. სპეციალისტის მიერ კერძო აუქციონი ჩატარდება საქართველოში, ქართულ ენაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, წინამდებარე ხელშეკრულებისა და სპეციალისტის მიერ დადგენილი სტანდარტული პირობების შესაბამისად. აუქციონის ორგანიზებისთვის კრედიტორი ავანსად იხდის 590 ლარს (დღგ-ს ჩათვლით), ხოლო აუქციონის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ნივთის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლის 3% დამატებული დღგ წარმოადგენს თბილისის სააუქციონო სახლის მომსახურების საფასურს.
6.2. სპეციალისტი კერძო აუქციონის ჩატარების დროის, ადგილისა და სხვა პირობების თაობაზე აკეთებს საჯარო გამოცხადებას და კანონმდებლობით დადგენილი წესით ატყობინებს შესაბამის პირებს.
6.3. კერძო აუქციონზე იპოთეკის საგნის რეალიზაციის საწყისი ფასი დგინდება უზრუნველყოფილი მოთხოვნის ჯამური (კერძო აუქციონის ხარჯების ჩათვლით) ოდენობით. აღნიშნული ფასი მიიჩნევა იპოთეკის საგნის სამართლიან და გონივრულ საბაზრო ფასად.
6.4. მესაკუთრე უპირობოდ აცხადებს, რომ ხელშეკრულების შესაბამისად, იპოთეკის საგნის კერძო აუქციონის მეშვეობით რეალიზაციის მიზნით კერძო აუქციონში იპოთეკარის მიერ მონაწილეობის მიღება და იპოთეკის საგნის იპოთეკარის მიერ შეძენა წარმოადგენს მხარეთა შორის შეთანხმებულ იპოთეკის საგნის რეალიზაციის ფორმას.
6.5. თუ პირველ კერძო აუქციონზე იპოთეკის საგნის რეალიზაცია არ მოხდება (მყიდველების არ არსებობის, აუქციონში გამარჯვებულის მიერ სარეალიზაცია ფასის გადაუხდელობის ან/და სხვა მიზეზების გამო), იპოთეკარი უფლებამოსილია 10 დღის განმავლობაში სპეციალისტისგან მოითხოვოს მეორე აუქციონის დანიშვნა. იმ შემთხვევაში, თუ მეორე კერძო აუქციონზე იპოთეკის საგნის რეალიზაცია კვლავ არ მოხდება, იპოთეკარი უფლებამოსილია 10 დღის განმავლობაში სპეციალისტისგან მოითოხოვოს მესამე აუქციონის დანიშვნა ან მესაკუთრესთან შეთანხმებით იპოთეკის საგანი საკუთრებაში მიიღოს. მეორე და მესამე აუქციონების ჩატარების წესზე ვრცელდება ყველა მოთხოვნა, რაც ვრცელდება პირველ აუქციონზე.
6.6. მეორე და მესამე აუქციონების დროს საწყისი ფასი უნდა იყოს ყოველ წინა აუქციონზე შემოთავაზებული საწყისი ფასის ნახევარი, თუ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იპოთეკარი სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს, თუმცა არცერთ შემთხვევაში საწყისი ფასი არ უნდა იყოს ყოველ წინა აუქციონზე შემოთავაზებულ საწყის ფასზე მეტი.
6.7. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაცია ვერ მოხდება მესამე აუქციონზეც, მხარეები თანხმდებიან სხვაგვარი რეალიზაციის ფორმაზე, კერძოდ, ასეთ შემთხვევაში სპეციალისტი გამოსცემს განკარგულებას, რომელიც ძალაშია მისი გამოცემისთანავე. განკარგულება იპოთეკის საგნის იპოთეკარისთვის ნატურით გადაცემის შესახებ უნდა შეიცავდეს:
• ნატურით გადასაცემი იპოთეკის საგნის მესაკუთრის მონაცემებს;
• ნატურით გადაცემული იპოთეკის საგნის დასახელებას და აღწერას;
• იპოთეკარის მონაცემებს;
• იპოთეკის საგნის ნატურით გადაცემის მიზეზს;
• იპოთეკის საგნის ღირებულებას, რომელიც განისაზღვრება შესაბამისი აუქციონის საწყისი ფასით; 6.8. იპოთეკის საგნის კერძო აუქციონის მეშვეობით რეალიზაციიდან ამონაგები თანხიდან პირველ რიგში დაიფარება რეალიზაციის ხარჯები (მათ შორის, სპეციალისტის, დამოუკიდებელი ექსპერტის, ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული მომსახურების ხარჯები) და შემდგომ დაკმაყოფილდება უზრუნველყოფილი მოთხოვნები, ხოლო კერძო აუქციონის ამონაგებიდან დარჩენილი თანხის განკარგვა მოხდება სპეციალისტის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუ აუქციონზე იპოთეკის საგნის რეალიზაცია ვერ მოხდება, კრედიტორის მიერ გადახდილი ავანსის სახით გადახდილი 590 ლარის ანაზღაურება კრედიტორისთვის დაეკისრება მოვალეს.
მუხლი 7. ხელშეკრულების შეცვლა, უთანხმოებათა გადაწყვეტის წესი და სხვა პირობები
7.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან და ძალაშია, წინამდებარე ხელშეკრულებით უზრუნველყოფილი ვალდებულებების სრულ ამოწურვამდე/შესრულებამდე.
7.2. წინამდებარე ხელშეკრულება რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
7.3. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის შეტყობინება გაგზავნილად და ჩაბარებულად ითვლება:
7.3.1. თუ მესაკუთრეს შეტყობინება ეგზავნება წინამდებარე ხელშეკრულებაში მის მიერვე მითითებულ მისამართზე კურიერის მეშვეობით, ან დაზღვეული წერილის სახით ფოსტის მეშვეობით.
7.3.2. თუ მესაკუთრეს შეტყობინება ეგზავნება წინამდებარე ხელშეკრულებაში მის მიერვე მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
7.3.3. თუ მესაკუთრეს შეტყობინება ეგზავნება წინამდებარე ხელშეკრულებაში მის მიერვე მითითებულ ტელეფონის ნომერზე.
7.3.4. თუ მესაკუთრესთან შეტყობინების შინაარსის მიწოდების მიზნით შედგა სატელეფონო კავშირი წინამდებარე ხელშეკრულებაში მის მიერვე მითითებულ ტელეფონის ნომერზე. აღნიშნულთან დაკავშირებით იპოთეკარის შესაბამისი თანამშრომელი ადგენს წერილობით დოკუმენტს, სადაც მიეთითება სატელეფონო კავშირის ზუსტი დრო, გამოყენებული კავშირის საშუალება, ტელეფონის ნომრები რომელთა შორისაც შედგა კომუნიკაცია და გადაცემული შეტყობინების შინაარსი. ასეთი ფორმით განხორციელებული სატელეფონო შეტყობინება წარმოადგენს მესაკუთრესთან კომუნიკაციის ოფიციალურ ფორმას, რომელიც წარმოშობს იმავე სამართლებრივ შედეგებს, რაც გათვალისწინებულია ამ ხელშეკრულების სხვა პუნქტებით.
7.4. ზემოთ ჩამოთვლილი შეტყობინების საშუალებებიდან იპოთეკარი თავისი შეხედულებისამებრ ირჩევს ერთ-ერთს.
7.5. მხარეები ვთანხმდებით, რომ წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებულ საცხოვრებელ მისამართებზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება ჩაბარებულად იმის მიუხედავად ჩაბარდა იგი უშუალოდ ადრესატს თუ ადგილზე მყოფ/მცხოვრებ ოჯახის წევრ ნებისმიერ სრულწლოვან პირს. მხარეები ასევე ვთანხმდებით, რომ წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე გაგზავნილი შეტყობინებები, გაგზავნისთანავე ჩაითვლება ჩაბარებულად, იმის მიუხედავად წაიკითხავს/გაეცნობა თუ არა მას ადრესატი.
7.6. მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების შესრულების ადგილია ქ. თბილისი.
7.7. მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა და უთანხმოება წყდება ურთიერთშეთანხმების გზით, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო საქრთველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კრედიტორის ადგილსამყოფელის (იურიდიული მისამართი) მიხედვით. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ იპოთეკარის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება (მათ შორის დაუსწრებელი გადაწყვეტილება) ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის შესაბამისად. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზეც.
7.8. ხელშეკრულების ყველა დამატება და ცვლილება ძალაშია, თუ იგი შესრულებულია წინამდებარე ხელშეკრულების ფორმის დაცვით.
7.9. მესაკუთრე ვალდებულია მისამართის ან წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებული სხვა რეკვიზიტის ცვლილების შესახებ მინიმუმ 5 სამუშაო დღით ადრე წერილობით შეატყობინოს იპოთეკარს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე იპოთეკარის მხრიდან გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება ადრესატისთვის ჩაბარებულად ნებისმიერ შემთხვევაში.
7.10. მესაკუთრეს არ აქვს უფლება თავისი ვალდებულებები მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს სხვა პირს, იპოთეკარის წინაწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
7.11. წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე პუნქტის ბათილად ცნობა, ან/და კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების გამო რომელიმე მუხლის მოქმედების შეწყვეტა არ იწვევს მთელი ხელშეკრულების ან მისი სხვა პუნქტების ბათილობას ან/და შეწყვეტას.
7.12. იპოთეკის საგნის დაკარგვასთან, დაზიანებასთან, განადგურებასთან ან გაუფასურებასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი სახის ანაზღაურება, მათ შორის სადაზღვეო ანაზრაურება, იკავებს იპოთეკის საგნის ადგილს.
7.13. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ოთხ იდენტურ ეგზემპლიარად, ერთი ეგზემპლიარი ინახება იპოთეკართან, ერთი ეგზემპლიარი მესაკუთრესთან, ერთი ეგზემპლიარი ნოტარიუსთან ხოლო მეოთხე - შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში.
8. განსაკუთრებული პირობები
მხარეები წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ვაცხადებ(თ) თანხმობას და ვანიჭებ(თ) შპს კავკასუს კრედიტს უპირობო უფლებამოსილებას, მომსახურების გაწევის მიზნით და ამ მიზნის განსახორციელებლად, ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში და ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ ნებისმიერ დროს, ჩემი (ჩვენი) დამატებითი თანხმობის გარეშე განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი უფლებამოსილებები, კერძოდ:
ა) ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მსესხებელ(ებ)ი და თავდებ(ებ)ი თანხმობას ვაცხადებთ, რომ შპს კავკასუს კრედიტმა კანონმდებლობით დადგენილი წესით (1) ჩემი იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის (2) ფინანსური მომსახურების მიღების (3) საინფორმაციო ხასიათის შეტყობინებების გამოგზავნის (4) განხორციელებული ფინანსური ოპერაციების შესახებ ინფორმაციის მიწოდების და (5) პირდაპირი მარკეტინგის მიზნით და ამ მიზნების განსახორციელებლად საჭირო მოცულობით მიიღოს და დაამუშაოს ჩემი პერსონალური მონაცემები. პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების გამოყენება გულისხმობს მხარეებისთვის სარეკლამო შეთავაზებების გამოგზავნას მოკლე ტექსტური შეტყობინების ან ელ ფოსტის საშუალებით. სარეკლამო შეთავაზებების მიღების გაუქმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს. ამისათვის საჭიროა დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: 0322 330 330.
ბ) შპს კავკასუს კრედიტომა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსგან, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან ან/და სხვა მსგავსი უფლებამოსილების მქონე კომერციული და არაკომერციული იურიდიული/კერძო პირებისაგან. სუბიექტთან დაკავშირებული ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისაგან და ა.შ მიიღოს ინფორმაცია მსესხებელ(ებ)ის / თანამსესხებლ(ებ)ის და თავდებ(ებ)ის პერსონალური მონაცემების შესახებ; ასევე მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსაგან (შემდგომში “კრედიტინფო საქართველო”) და გაეცნოს მსესხებელ(ებ)ის/თანამსესხებლ(ებ)ის და თავდებ(ებ)ის შესახებ ბიუროს მონაცემთა ბაზაში აღრიცხულ ინფორმაციას ბიუროსთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად;
გ) შპს კავკასუს კრედიტმა მის ხელთ არსებული როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ინფორმაცია გადასცეს ინვესტორებს, აუდიტორულ კომპანიებს და სხვა ორგანიზაციებს. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან/და სხვა მსგავსი უფლებამოსილების მქონე კომერციულ და არაკომერციულ იურიდიულ/კერძო პირებს, ასევე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს (შემდგომში “კრედიტინფო საქართველო”) სუბიექტის პერსონალური მონაცემების შესახებ მისი შემდგომი დამუშავების მიზნით.
დ) შპს კავკასუს კრედიტი შეაგროვებს/დაამუშავებს მსესხებლის/თანამსესხებლის/თავდების შესახებ ყველა იმ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტურ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდებასთან და ინფორმაციის მიღებასთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პირობებით. წინამდებარე ინფორმაცია მუშავდება მომხმარებლის გადამხდელუნარიანობის ანალიზის მიზნისათვის და ხელმისაწვდომი იქნება საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში ჩართული მომხმარებლებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით (სესხის გამცემი ორგანიზაციები და ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი პირები). მომხმარებლის (მათ შორის, მონაცემთა სუბიექტი) მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.
მხარეთა ხელმოწერები:
იპოთეკარი :
შპს "კავკასუს კრედიტი"
წარმომადგენელი: xxxx xxxxxxxx _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
თქვენ ხელმოწერით ადასტურებთ, რომ აცნობიერებთ სესხის უზრუნველყოფის სახით წარმოდგენილი ქონების დაკარგვასთან დაკავშირებულ რისკებს, თუ მსესხებელმა სრულად არ დაფარა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება.
მესაკუთრე:
_____ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
იპოთეკარი მესაკუთრე
___________________________ ___________________________