მომსახურების ხელშეკრულება N
მომსახურების ხელშეკრულება N
წინამდებარე მომსახურების ხელშეკრულება (შემდგომში „ხელშეკრულება“) დადებულია ქ. თბილისში, --
-- წლის შემდეგ მხარეებს შორის:
ერთი მხრივ, შპს „xxxxxxx xxxxx ენდ ფაუერი“ საიდენტიფიკაციო ნომერი N203826002 (შემდგომში
„დამკვეთი“), წარმოდგენილი მისი გენერალური დირექტორის xxxxxx xxxxxxxxxx მიერ;
მეორე მხრივ, -----, საიდენტიფიკაციო N------ (შემდგომში „შემსრულებელი“), წარმოდგენილი მისი დირექტორის მიერ
შემდგომში „დამკვეთი“ და „შემსრულებელი“ ერთობლივად მოხსენიებული როგორც „მხარეები“, ხოლო ცალ-ცალკე - როგორც „მხარე“
წინამდებარე „ხელშეკრულებაზე“ ხელმოწერით თანხმდებიან შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1. წინამდებარე „ხელშეკრულების“ საფუძველზე, „დამკვეთი“ უკვეთავს, ხოლო „შემსრულებელი“ იღებს ვალდებულებას განახორციელოს „დამკვეთის“ მიერ მის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელებთან დაკავშირებით განხორციელბული სამშენებლო სამუშაოების შედეგად დაზიანებული გზის საფარის აღდგენა-მოწესრიგება „დამკვეთის“ მიერ მიცემული დავალების შესაბამისად (შემდგომში „მომსახურება“).
1.2 „ხელშეკრულებას“ თან ახლავს შემდეგი დანართები, რომლებიც წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს: დანართი N 1 – „მომსახურების“ სახეობათა ჩამონათვალი და ერთეულის ფასები
დანართი N 2 – „დამკვეთის“ სპეციალური მითითებები (ინსტრუქციები)
დანართი N 3 - გამოსაყენებელი ასფალტო-ბეტონის ტექნიკური მახასიათებლები
დანართი N 4 - „დავალების“ „დამკვეთიდან“ „შემსრულებელზე“ გადაცემის წესი, პროცედურა და შესრულების პირობები
დანართი N 5 - შესრულების გარანტიის დრაფტი
2. ხელშეკრულების ფასი და ანგარიშსწორების წესი
2.1 „მომსახურების“ ერთეული ფასები მოცემულია დანართში N1, რომელიც წარმოადგენს
„ხელშეკრულების“ განუყოფელ ნაწილს; დანართში მოცემული ფასები მყარია და ცვლილებას არ
ექვემდებარება „ხელშეკრულების“ მიმდინარეობის პროცესში, გარდა „მხარეთა“ მიერ შეთანხმებული გამონაკლისი შემთხვევებისა.
2.2 არაუგვიანეს ყოველი თვის 20 რიცხვისა „შემსრულებელი“ ვალდებულია „დამკვეთს“ წარუდგინოს მიმდინარე თვეში გაწეული „მომსახურების“ დამადასტურებელი ფარული სამუშაოების აქტი, ფორმა 2 და ფორმა 3 და ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელსაც „დაკვეთი“ მოითხოვს „შემსრულებლის“ მიერ გაწეული მომსახურების დასადასტურებლად, რაც შეზღუდვის გარეშე მოიცავს „შემსრულებლის“ მიერ განხორციელებული საექსპერტო დასკვნების წარდგენას იმ ობიექტებზე (მისამართებზე) შესრულებულ სამუშოაებთან დაკავშირებით, რომელთან დაკავშირებითაც წინასწარ ეცნობა „შემსრულებელს“, შესაბამის მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად „დამკვეთი“ ვალდებულია 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში განიხილოს წარმოდგენილი დოკუმენტები და დაეთანხმოს მას, რაც გამოიხატება დოკუმენტების ხელმოწერით, ან მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს ისინი „შემსრულებელს“.
2.3ანგარიშსწორება ხდება „მხარეთა“ შორის მიღება-ჩაბარებისა აქტის, ფორმა 2-ის, ფარული სამუშაოების აქტის, ფორმა 3-ის და „დამკვეთის“ მიერ მოთხოვნილი სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის ორივე მხარის მიერ ხელმოწერიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო ანგარიშსწორების დროს აღმოჩნდება, რომ მიღება-ჩაბარების აქტი და/ან ფორმა 2 და/ან ფარული სამუშაოების აქტი ან/და ფორმა 3 ხელმოწერის თარიღი არ ემთხვევა ერთმანეთს, მაშინ ანგარიშსწორების ვადის ათვლა დაიწყება ამ დოკუმენტებიდან ყველაზე გვიანი თარიღით გაფორმებული დოკუმენტის თარიღიდან.
2.4 ხელშეკრულების ფასი მოიცავს სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხარჯსა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ და ყველა გადასახადს.
3. მხარეთა ვალდებულებები
3.1 „შემსრულებელი“ ვალდებულია:
3.1.1 „დამკვეთს“ „მომსახურება“ გაუწიოს პირადად, შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოციდლების მქონე პერსონალის საშუალებით.
3.1.2 „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული „მომსახურება“ გაწიოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, სრულად და „დამკვეთის“ ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით.
3.1.3 „მომსახურების“ გაწევისას იმოქმედოს გულდასმით, ზედმიწევნით დაიცვას უმაღლესი პროფესიული სტანდარტები, არსებული საკანონმდებლო მოთხოვნები და შეასრულოს
„დამკვეთის“ მიერ მიცემული ტექნიკური პირობები, სამშენებლო ნებართვით, ასეთის არსებობის შემთხვევაში, გათვალისწინებული მოთხოვნები და მითითებები, მათ შორის დანართში N2 წარმოდგენილი ინსტრუქციები. „შემსრულებელი“ უფლებამოსილია, გადაუხვიოს „დამკვეთის“ მითითებები მხოლოდ „დამკვეთის“ წინასწარი თანხმობის საფუძველზე.
3.1.4 უზრუნველყოს „მომსახურების“ გაწევისთვის აუცილებელი ყველა პირობა: კვალიფიციური პერსონალი, ტექნიკა, ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოების წესების, მათ შორის შრომის უსაფრთხოების, დაცვა და ა.შ. „შემსრულებელი“ დამოუკიდებლად და ერთპიროვნულად აგებს პასუხს „სამუშაოს“ დროს დაქირავებულ პერსონალზე, გამოყენებულ მეთოდებზე, ტექნიკაზე, მასალაზე, შესაბამისი ნორმებისა და წესების დაცვაზე, რომელიც გათვალისწინებულია წინამდებარე „ხელშეკრულებით“ და/ან ამ სფეროში მოქმედი ქართული და/ან საერთაშორისო კანონმდებლობით.
3.1.5 „შემსრულებელი“ პასუხისმგებელია შრომის, მასალისა და მოწყობილობების ნებისმიერ დანარკარგზე და დაზიანებაზე მანამ, სანამ არ მოხდება „მომსახურების“ დასრულება და სათანადო წესით მიღება „დამკვეთის“ მიერ.
3.1.6 შეატყობინოს „დამკვეთს“ სამუშაოს მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილი ნებისმიერი ხარვეზის ან/და ხელისშემშლელი გარემოების შესახებ და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები ასეთი ხარვეზის ან/და გარემოებების აღმოსაფხვრელად თავისი ხარჯით.
3.1.7 „დამკვეთის“ ზეპირი და/ან წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიაწოდოს მას მოთხოვნილი დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია წინამდებარე „ხელშეკრულების“ შესრულების მიმდინარეობის შესახებ, ხოლო „მომსახურების“ გაწევის დასრულების შემდეგ - ჩააბაროს მას ანგარიში, რაც, შეზღუდვის გარეშე, მოიცავს „დამკვეთისათვის“ „დავალების“ შესრულების ამსახველი ფოტო-მასალის წარდგენას „ვებ-პორტალის“ საშუალებით.
3.1.8 აანაზღაუროს „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის, „მომსახურების“ შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების, ასევე მისი ბრალეული ქმედების (ან უმოქმედობის) შედეგად „დამკვეთისათვის“ ან/და მესამე პირისათვის მიყენებული ზიანი (ზარალი) ამ „ხელშეკრულების“ პირობებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
3.1.9 „შემსრულებელი“ ვალდებულია, რომ „მომსახურების“ გაწევის დროს ისარგებლოს მხოლოდ იმ ასფალტო-ბეტონის ქარხნით, რომლის მიერ გამოშვებულ პროდუქციას ექნება ააიპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ან/და სხვა შესაბამისი აკრედიტაციის მქონე საექსპერტო დაწესებულების დასკვნა, ამ ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქციის გამოყენების ვარგისიანობაზე და ამასთან, მისი მახასიათებლები შესაბამისობაში იქნება დანართში N 3 მოცემულ მახასიათებლებთან.
3.1.10 „დამკვეთის“ მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს მას აკრედიტირებული ლაბორატორიის მიერ გაცემული დასკვნა გამოყენებული მასალის შესაბმისობაზე დანართში N3 მოცემულ კრიტერიუმებთან.
3.1.11 „მომსახურების“ გაწევის დასრულების შემდეგ სამუშაო და მიმდებარე ტერიტორია დატოვოს სუფთა მდგომარეობაში, თავისუფალი წინამდებარე „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული
„მომსახურების“ შესრულების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებისგან.
3.1.12 ყოველი სამუშაო დღის დასრულების შემდგომ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღის 12 საათისა, „დამკვეთს“ დაუბრუნოს „დავალებაში“ მითითებულ ტერიტორიაზე განთავსებული
„დამკვეთის“ საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული შემოსაღობი, საგზაო მონიშვნის და სხვა მსგავსი აღჭურვილობა. დაბრუნება უნდა განხორციელდეს მისამართზე: თბილისი, ფეიქრების ქ. N 14. აღნიშნული აღჭურვილობის დაუბრუნებლობის ან/და არასრულად დაბრუნების შემთხვევაში მიიჩნევა, რომ ისინი დაიკარგა „შემრულებლის“ ბრალით და „შემსრულებელი“ ვალდებულია აუნაზღაუროს „დამკვეთს“ დაკარგული აღჭურვილობის ღირებულება.
3.1.13 „დამკვეთის“ მიერ პირგასამტეხლოს ან/და ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში, გადაიხადოს ის წინამდებარე „ხელშეკრულების“ პირობების შესაბამისად.
3.2 „დამკვეთი“ ვალდებულია:
3.2.1 დროულად და „ხელშეკრულებით“ დადგენილი წესის შესაბამისად გადაუხადოს
„შემსრულებელს“ „ანაზღაურება“.
3.2.2 მიაწოდოს „შემსრულებელს“ ყველა ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელსაც მოითხოვს
„შემსრულებელი“ და საჭიროა „მომსახურების“ გაწევისათვის.
3.2.3 იმ შემთხვევაში თუ „შემსრულებელი“ დაარღვევს წინამდებარე „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებულ მის რომელიმე ვალდებულებას, „დამკვეთი“ უფლებამოსილია ცალმხრივად, საკუთარი შეხედულებისამებრ, შეამციროს „შემსრულებლისათვის“ გადასახდელი
„ანაზღაურების“ ოდენობა დარღვევის/მიყენებული ზიანის პროპორციულად. გადასახდელი
„მომსახურების საფასურის“ შესამცირებელ ოდენობას განსაზღვრავს „დამკვეთი“, რომლის მიერ წარმოდგენილი მონაცემები, ჩაითვლება კვალიფიციურ ინფორმაციად ან/და დოკუმენტაციად და არ გახდება სადაო „შემსრულებლის“ მიერ; „დამკვეთი“ ასევე უფლებამოსილია განახორციელოს წინამდებარე „ხელშეკრულებით“ მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.
3.2.4 მიუხედავად წინამდებარე „ხელშეკრულების“ 3.1.7 მუხლში მოცემული პირობისა, „დამკვეთს“ უფლება აქვს, ნებისმიერ დროს განახორციელოს „შემსრულებლის“ მიერ გამოყენებული მასალის, ან/და ტექნოლოგიის შემოწმება, როგორც მიმდინარე პროექტებზე, ასევე დასრულებულ მისამართებზე პირადად ან/და დამოუკიდებელი ექსპერტის საშუალებით საკუთარი ხარჯით, ხოლო „შემსრულებელი“ ვალდებულია საკუთარი ხარჯით განახორციელოს შემოწმებისათვის (ექსპერტიზისათვის) საჭირო ნიმუშების (კერნების) ამოჭრის ადგილების შევსება შესაბამისი მასალით.
3.2.5 „დამკვეთი“ უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს „დავალებაში“ ან/და მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული ნებისმიერი ან/და ყველა მისამართზე შესრულებული „სამუშაოდან“ აიღოს
ასფალტო-ბეტონის ნიმუში (საკონტროლო „კერნები“) მისი შემდგომი შემოწმების მიზნით და ასეთ შემთხვევაში „შემსრულებელი“ ვალდებულია საკუთარი ხარჯით განახორციელოს საკონტროლო
,,კერნების’’ ამოჭრის ადგილების შევსება ცივი ან ცხელი ასფალტო-ბეტონით.
4. „მომსახურების“ გაწევის პირობები
4.1 „შემსრულებელი“ „დამკვეთს“ „მომსახურებას“ გაუწევს კონკრეტული დავალებების შესაბამისად (შემდგომში „დავალება“). „დავალება“ შეიძლება იყოს ორი სახის: სტანდარტული და გადაუდებელი (სასწრაფო).
4.2 „დავალების“ „დამკვეთიდან“ „შემსრულებელზე“ გადაცემის წესი, პროცედურა და შესრულების პირობები აღწერილია დანართში N 4.
5. სამუშაოს შეჩერება
5.1 „დამკვეთს“ უფლება აქვს შეაჩეროს „დავალება“ ან მისი რომელიმე ნაწილი „ხელშეკრულების“ მოქმედების ვადის განმავლობაში, ნებისმიერ დროს და ასეთ შემთხვევაში, ის „შემსრულებელს“ აუნაზღაურებს მის მიერ „დავალების“ შეჩერებამდე გაწეულ დასაბუთებულ ხარჯს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც „დავალების“ შეჩერება გამოწვეულია „შემსრულებლის“ ბრალეულობით და/ან არამართლზომიერი მოქმედებით.
5.2 „დავალების“ ნაწილის შეჩერების შემთხვევაში, „შემსრულებელი“ განაგრძობს სხვა „დავალებების“ შესრულებას.
5.3 „დამკვეთს“ უფლება აქვს, მოსთხოვოს „შემსრულებელს“ დაუყონებლივ განაგრძოს რომელიმე შეჩერებული „დავალების“ ნაწილი და/ან მთლიანად „დავალება“ და „შემსრულებელი“ ვალდებულია დააკმაყოფილოს „დამკვეთის“ ასეთი მოთხოვნა.
6. შესრულებული „სამუშაოების“ საგარანტიო ვადა
6.1 „შემსრულებლის“ მიერ შესრულებულ სამუშაოზე ვრცელდება 1 (ერთი) წლიანი საგარანტიო ვადა, რაც გულისხმობს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში „მომსახურებასთან“ დაკავშირებული ნებისმიერი ხარვეზი, რაც გამოწვეულია უხარისხო მასალის ან სამუშაოს არასათანადო შესრულების შედეგად, ასევე ასეთი ხარვეზისგან გამოწვეული ნებისმიერი ზარალი და ზიანი, მათ შორის მესამე პირისთვის მიყენებული, აღმოფხვრილ და გამოსწორებულ უნდა იქნას „შემსრულებლის“ მიერ და მისი ხარჯით.
6.2 საგარანტიო ვადის განმავლობაში „შემსრულებლის“ მიერ შესრულებულ სამუშაოზე გამოვლენილი ნებისმიერი ხარვეზი „შემსრულებლის“ მიერ გამოსწორებული უნდა იქნას არაუგვიანეს შესაბამისი შეტყობინების მიღების მომენტიდან 36 (ოცდათექვსმეტი) საათისა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ
„დამკვეთის“ მიერ გაგზავნილ შეტყობინებაში სხვა ვადაა მითითებული.
6.3 წინამდებარე „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად,
„შემსრულებელი“ ვალდებულია, რომ „დამკვეთს“ წარუდგინოს ხარისხის გარანტია 50,000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით არაუგვიანეს „ხელშეკრულების“ ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში (შემდგომში „შესრულების გარანტია“) დანართი N5-ში განსაზღვრული ფორმით.
„შესრულების გარანტია“ გაცემული უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ და ძალაში უნდა იყოს არანაკლებ „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული საგარანტიო ვადის დასრულების თარიღიდან 1 თვის განმავლობაში.
6.4 წინამდებარე „ხელშეკრულების“ 6.1 და 6.2 მუხლში მოცემული პირობისათვის ზიანის მიყენების გარეშე, „შემსრულებელი“ ვალდებულია საგარანტიო პერიოდის განმავლობაში „მომსახურებასთან“ დაკავშირებული ნებისმიერი ხარვეზი, რაც გამოწვეულია უხარისხო მასალის ან სამუშაოს არასათანადო შესრულების შედეგად, ასევე ისეთი ხარვეზისგან გამოწვეული ნებისმიერი ზარალი და ზიანი, მათ შორის მესამე პირისთვის მიყენებული, აღმოფხვრილ და გამოსწორებულ უნდა იქნას „შემსრულებლის“ მიერ და მისი ხარჯით შეტყობინებიდან არაუგვიანეს 36 (ოცდათექვსმეტი) საათისა. იმ შემთხვევაში, თუ
„შემსრულებელი“ ვერ უზრუნველყოფს ასეთი ზიანის (ზარალის) აღმოფხვრას/გამოსწორებას 36 (ოცდათექვმსეტი) საათის განმავლობაში, „დამკვეთი“ უფლებამოსილია დააკისროს პირგასამტეხლო 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით თითოეული ასეთი დარღვევისთვის. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ზიანის/ხარვეზის გამოსოწრება მოხდება „დამკვეთის“ მიერ, „დამკვეთს“ უფლება აქვს ზიანის/ხარვეზის გამოსწორებაზე დახარჯული თანხები სრულად დააკისროს „შემსრულებელს“ და „შემსრულებელი“ ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს ასეთ გამოსწორებაზე დახარჯული თანხები; „დამკვეთი“ ასევე უფლებამოსილია, რომ ხარვეზის გამოსწორებაზე დახარჯული თანხები დააკავოს/დაქვითოს
„შემსრულებლისთვის“ გადასახდელი ნებისმიერი მიმდინარე გადასახადიდან ან/და მოითხოვოს მისი გადახდა „შესრულების გარანტიიდან“. „დამკვეთი“ დამოუკიდებლად გადაწყვეტს, თუ რომელი გზით მიიღოს კომპენსაცია გაწეული ხარჯებისთვის.
7. სამუშაოების ზედამხედველობა
7.1 სამუშაოების შესრულებას ზედამხედველობას გაუწევს „დამკვეთის” ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტი და „შემსრულებელი“ პირდაპირ იქნება ანგარიშვალდებული მათ წინაშე.
8. ქვეკონტრაქტორები
8.1 „შემსრულებელს“ შეუძლია, „დამკვეთთან“ შეთანხმებით, „დავალებების“ ნაწილი გადასცეს შესასრულებლად ქვეკონტრაქტორს, თუმცა „დამკვეთის“ წინაშე „შემსრულებელი“ რჩება სრულად
პასუხისმგებელი ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში.
9. „შემსრულებლის“ პასუხისმგებლობა
9.1 „შემსრულებელი“ ვალდეუბლია, დაიცვას „დამკვეთი“ ნებისმიერ ზარალისგან (ზიანისგან), ვალდებულებისაგან, მესამე პირის პრეტენზიისა და ხარჯებისაგან, რომელიც დაკავშირებული იქნება წინამდებარე „ხელშეკრულების“ საფუძველზე გაწეული „მომსახურების“ დროს „დამკვეთისათვის“ ან/და
„შემსრულებლის“ მიერ მესამე პირისთვის მიყენებულ ზარალთან (ზიანთან).
9.2 იმ შემთხვევაში, თუ „მომსახურების“ გაწევის პროცესში „შემსრულებელი“ დაარღვევს შრომის უსაფრთხოების წესებს, რაც აღმოჩენილი და დაფიქსირებული იქნება „დამკვეთის“ მიერ, მაშინ „დამკვეთს“ უფლება აქვს „შემსრულებელს“ დააკისროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით თოთოეულ ასეთ შემთხვევაზე.
9.3 „მხარეები“ აღიარებენ და ადასტურებენ, რომ წინამდებარე „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული
„მომსახურების“ დროული შესრულება წარმოადგენს ამ „ხელშეკრულების“ ერთ-ერთ არსებით პირობას და შეთანხმებას და „დავალებაში“ მითითებული ვადების დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს მესამე მხარის, მათ შორის სახემწიფო დაწესებულებების, მიერ „დამკვეთისათვის“ ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრება. ყოველივე ამის გათვალისწინებით, „მხარეები“ წინამდებარით თანხმდებიან, რომ თუ
„შემსრულებელი“ ვერ უზრუნველყოფს „მომსახურების“ დასრულებას „დავალებაში“ მითითებულ ვადაში და აღნიშნულის შესახებ, შესაბამისი მიზეზების მითითებით, წინასწარ, წერილობით არ შეათანხმებს
„დამკვეთთან“, მაშინ ეს წარმოადგენს „ხელშეკრულების“ პირობების არსებით დარღვევას და „დამკვეთს“ უფლება აქვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და/ან „შემსრულებელს“ თითოეული „დავალების“ ვადის გადაცილების შემთხვევაში დააკისროს პირგასამტეხლო კონკრტული
„დავალების“ ღირებულების 2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე „დავალების“ შესრულებამდე ან/და მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ (ლიკვიდაციისთვის) შემსრულებელისგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის/ზარალის სრული და დაუყოვნებელი ანაზღაურება. ასეთი ზიანი (ზარალი) შეზღუდვის გარეშე, მოიცავს შესაბამისი სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების მიერ
„დამკვეთისათვის“ შესაბამისი საჯარიმო თანხის დაკისრებასაც. „დამკვეთი“ უფლებამოსილია თვითონ გადაწყვიტოს, თუ რა საშუალებ(ებ)ას გამოიყენებს თავისი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
9.5 იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში „დავალების“ ჩაბარებამდე „დამკვეთის“ მიერ დადგინდება, რომ გამოყენებული მასალა ან/და ტექნოლოგია არ შეესაბამება წინამდებარე
„ხელშეკრულებით“ შეთანხმებულ პირობას ან/და „შემსრულებელი“ არღვევს წინამდებარე
„ხელშეკრულებით“ გათვალისწინებულ ნებისმიერ პირობას და „დამკვეთი“ მოითხოვს აღნიშნულის გამოსწორებას, „შემსრულებელი“ ვალდებულია გამოასწოროს ასეთი შეუსაბამობა/ხარვეზი საკუთარი ხარჯით. „დამკვეთი“ ასევე უფლებამოსილია მოსთხოვოს „შემსრულებელს“ მიყენებული ზიანის
ანაზღაურება, ასეთის არსებობის შემთხვევაში ან/და დააკისროს პირგასამტეხლო 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით თითოეული და ყოველი დარღვევისთვის. „დამკვეთი“ ასევე უფლებამოსილია
„შემსრულებელს“ დააკისროს გამოყენებული მასალის/ტექნოლოგიის ექსპერტიზაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ გამოყენებული მასალა/ტექნოლოგია არ შეესაბამება „ხელშეკრულებაში“ ან/და „დავალებაში“ მითითებულ ტექნოლოგიას/მასალას.
9.6 იმ შემთხვევაში, თუ „შემსრულების“ მიერ გაწეულ სამუშაოს საგარანტიო ვადის განმავლობაში აღმოაჩნდება რაიმე ხარვეზი, ან „შემსრულების“ მეთოდი/ტექნოლოგია ან/და გამოყენებული მასალა აღმოჩნდება შეუსაბამო „ხელშეკრულებით“ შეთანხმებულ პარამეტრებთან/მოთხოვნებთან/ხარისხთან, ასეთ შემთხვევაში „დამკვეთი“ უფლებამოსილია დააკისროს, ხოლო „შემსრულებელი“ ვალდებულია ხარვეზის გამოსწორებასთან ერთად უზრუნველყოს ხარვეზის დადგენაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება, რაც შეზღუდვის გარეშე მოიცავს „დამკვეთის“ მიერ ექსპერტიზისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებას. ასევე, მასვე ეკისრება დამატებითი (განმეორებითი) ექსპერტიზის ხარჯის ანაზღაურებაც, ასეთის არსებობის შემთხვევაში. წინამდებარე პირობა არ ზღუდავს „დამკვეთის“ უფლებას
„შემსრულებელის“ მიმართ გამოიყენოს წინამდებარე „ხელშეკრულებით“ დადგენილი სხვა სანქციები/ჯარიმები, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე 6.4 მუხლში მოცემული სანქციები. ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურება „შემსრულებლის“ მიერ გადახდილი უნდა იქნას დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში; „დამკვეთი“ ასევე უფლებამოსილია, რომ ხარვეზის გამოსწორებაზე დახარჯული თანხები დააკავოს/დაქვითოს
„შემსრულებლისთვის“ გადასახდელი ნებისმიერი მიმდინარე გადასახადიდან, მიუხედავად იმისა ეს გადასახდელი წარმოშობილია ამ თუ სხვა ხელშეკრულების საფუძველზე, ან/და მოითხოვოს მისი გადახდა „ხარისხის გარანტიიდან“. „დამკვეთი“ დამოუკიდებლად გადაწყვეტს, თუ რომელი გზით მიიღოს კომპენსაცია გაწეული ხარჯებისთვის.
9.7 „ხელშეკრულების“ იმ პირობების დარღვევისათვის, რომლებთან დაკავშირებითაც არ არის დადგენილი პასუხსიმგებლობის ფორმა, „მხარეები“ პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბმისად.
9.8 „დამკვეთი“ უფლებამოსილია დამოიკიდებლად განსაზღვროს გამოიყენებს თუ არა „შემსრულებლის“ მიმართ წინამდებარე მუხლით გათვალისიწნებულ საჯარიმო სანქციას ან რომელი საჯარიმო სანქციით ისარგებლოს და „შემსრულებელი“ აცხადებს უპირობო თანხმობას აღნიშნულზე.
9.9 იმ შემთხვევაში, თუ „შემსრულებელი“ დააყოვნებს პირგასამტეხლოს ან/და კომპენსაციის გადახდას,
„დამკვეთი“ უფლებამოსილია შესაბამისი თანხა, ასევე გადახდის დაყოვნებით მიყენებული ზიანი (ზარალი), ასეთის არსებობის შემთხვევაში, „შემსრულებლის“ წინასწარი თანხმობის ან/და შეტყობინების გარეშე დაქვითოს „შემსრულებლისთვის“ გადასახდელი ნებისმიერი სხვა მიმდინარე თუ მომავალში წარმოშობილი გადასახდელებიდან, მიუხედავად იმისა, ასეთი გადასახდელი წარმოშობილია ამ თუ ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების საფუძველზე.
10. „ხელშეკრულების“ მოქმედების ვადა და ვადამდე შეწყვეტა
10.1 წინამდებარე „ხელშეკრულება“ ძალაში შედის „მხარეთა“ მიერ მისი ხელმოწერის თარიღიდან (შემდგომში „ძალაში შესვლის თარიღი“) და მოქმედებს ----ჩათვლით „დამკვეთის“ მიერ მიცემული დავალებების შესრულების ნაწილში, ხოლო „შემსრულებლის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ნაწილში - ასეთი ვალდებულებების სრულად და ხარისხიანად დასრულებამდე.
10.2 წინამდებარე „ხელშეკრულების“ შეწყვეტა მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე შესაძლებელია:
(ა) ერთ-ერთი „მხარის“ მიერ, თუ მეორე „მხარე“ დაარღვევს წინამდებარე „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებულ მის რომელიმე ვალდებულებას ან პირობას და მიუხედავად დარღვევის გამოსწორების თაობაზე წერილობითი მოთხოვნის (შეტყობინების) მიღებისა, ამავე მოთხოვნაში (შეტყობინებაში) მითითებულ ვადაში, არ გამოასწორებს ამგვარ დარღვევას;
(ბ) „მხარეთა“ ორმხრივი წერილობითი შეთანხმებით;
(გ) ნებისმიერ დროს, „დამკვეთის“ მიერ „შემსრულებლისათვის“ სულ ცოტა 7 (შვიდი) კალენდარული დღით ადრე გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით;
(დ) ნებისმიერ დროს, „შემსრულებლის“ მიერ „დამკვეთისთვის“ სულ ცოტა 60 კალენდარული დღით ადრე გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით.
10.3 თუ „ხელშეკრულება“ „შემსრულებელმა“ მაშინ შეწყვიტა, როდესაც „დამკვეთი“ მოკლებული იყო შესაძლებლობას, სხვაგვარად უზრუნველეყო თავისი ინტერესები, „შემსრულებელმა“ უნდა აუნაზღაუროს
„დამკვეთს“ „ხელშეკრულების“ შეწყვეტით მიყენებული ზიანი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა
„შემსრულებელს“ ამისათვის მნიშვნელოვანი საფუძველი ჰქონდა.
10.4 „მხარეები“ თანხმდებიან, რომ „დამკვეთის“ მიერ „ხელშეკრულების“ ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის (მოშლის) შემთხვევაში, „შემსრულებელს“ აუნაზღაურდება მხოლოდ შეწყვეტის თარიღამდე ფაქტობრივად გაწეული „მომსახურების“ ღირებულება. ამასთან, „დამკვეთის“ მიერ „ხელშეკრულების“ მოშლის შედეგად წარმოშობილი ზიანი/ზარალი, ამგვარის არსებობის შემთხვევაში, არ ანაზღაურდება და
„შემსრულებელი“ წინასწარ, გამოუთხოვადად და უპირობოდ უარს აცხადებს „ხელშეკრულების“ მოშლის შედეგად განცდილი ზიანის/ზარალის, ამგვარის არსებობის შემთხვევაში ანაზღაურების მოთხოვნაზე.
11. ფორს-მაჟორი
11.1 „მხარეები“ თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ან არადროული შესრულებისათვის, თუ აღნიშნული გამოწვეული იქნება ფორს-მაჟორული ვითარებით (შემდგომში „ფორს-მაჟორული ვითარება“).
11.2 წინამდებარე „ხელშეკრულების“ მიზნებისათვის „ფორს-მაჟორული ვითარება“, შეზღუდვის გარეშე, მოიცავს: ომს, ამბოხებას, სამოქალაქო არეულობას, მიწისძვრას, ხანძარს, აფეთქებას, ქარიშხალს, წყალდიდობას ან სხვა სტიქიურ უბედურებებს, ასევე სახელმწიფო დაწესებულებების სხვა ქმედებასა და
უმოქმედობას, რომელიც „მხარეთა“ გონივრული კონტროლის ფარგლებს სცილდება და რომლის დადგომაც წინამდებარე „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას შეუძლებელს ხდის.
11.3 „მხარე“, რომელსაც „ფორს-მაჟორული ვითარება“ შეეხო, უმოკლეს ვადაში, მაგრამ ამგვარი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა, ვალდებულია შეატყობინოს მეორე „მხარეს“ ამგვარი „ფორს-მაჟორული ვითარების“ თაობაზე, „ფორს-მაჟორული ვითარების“ ხასიათის და მისი შედეგების სათანადო აღწერით.
11.4 „ფორს-მაჟორული ვითარების“ დადგომის შემთხვევაში „მხარეთა“ მიერ „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გადაიწევს ამგვარი „ფორს-მაჟორული ვითარების“ დამთავრებამდე/აღმოფხვრამდე.
11.5 იმ შემთხვევაში, თუ „ფორს-მაჟორული ვითარება“ გასტანს ზედიზედ 45 (ორმოცდახუთი) კალენდარულ დღეზე მეტ ხანს, თითოეულ „მხარეს“ უფლება აქვს მეორე „მხარისათვის“ გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე შეწყვიტოს წინამდებარე „ხელშეკრულება“ ამგვარი შეწყვეტის შედეგად პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე.
12. დავების გადაწყვეტის წესი
12.1 „მხარეთა“ შორის წინამდებარე „ხელშეკრულებასთან“ დაკავშირებული ან მის საფუძველზე წარმოშობილი დავები წყდება მოლაპარაკების გზით. თუ „მხარეები“ მოლაპარაკების გზით ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, მაშინ დავის გადასაწყვეტად „მხარეები“ მიმართავენ საქართველოს შესაბამისი განსჯადობის სასამართლოს.
13. დასკვნითი დებულებები
13.1 წინამდებარე „ხელშეკრულების“ არც ერთ „მხარეს“ აქვს უფლება წინამდებარე „ხელშეკრულებით“ მისთვის მინიჭებული უფლებები ან/და ვალდებულებები მთლიანად ან ნაწილობრივ მიანიჭოს ან გადასცეს ნებისმიერ მესამე პირს, მეორე „მხარის“ წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა წინამდებარე „ხელშეკრულებით“ ნებადართული შემთხვევებისა.
13.2 „ხელშეკრულების“ პირობების ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ქმედუნარიანი ძალის მქონედ მიიჩნევა, თუკი ისინი შედგენილია წერილობით და ხელმოწერილია ორივე „მხარის“ მიერ.
13.3 წინამდებარე „ხელშეკრულება“ ცვლის და აუქმებს „მხარეებს“ შორის მის საგანთან დაკავშირებით მანამდე არსებულ ყველა წერილობით თუ ზეპირ შეთანხმებას, გარიგებას ან/და დათქმას.
13.4 წინამდებარე „ხელშეკრულების“ რომელიმე მუხლის/პუნქტის/ქვეპუნქტის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა მუხლის/პუნქტის/ქვეპუნქტის ან/და მთლიანად „ხელშეკრულების“ ბათილობას.
13.5 „მხარეები“ ადასტურებენ, რომ მათ გაცნობიერებული აქვთ წინამდებარე „ხელშეკრულების“ შინაარსი, იგი ზუსტად გამოხატავს „მხარეთა“ თავისუფალ ნებას და რომ მათ მიერ ნების გამოვლენა მოხდა „ხელშეკრულების“ შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად.
13.6 წინამდებარე „ხელშეკრულება“ შედგენილია 2 (ორი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა „დამკვეთს“, ხოლო მეორე - „შემსრულებელს“.
რის დასტურადაც „მხარეებმა“ უზრუნველყვეს წინამდებარე „ხელშეკრულების“ ხელმოწერა ზემოთ მითითებულ თარიღზე.
მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები
დამკვეთი შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ქ. თბილისი,მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, N10 საიდენტიფიკაციო კოდი #203826002 სს „თიბისი ბანკი”, ბანკის კოდი XXXXXX00, ანგარიშის # XX00XX0000000000000000 xxxxxx xxxxxxxxx გენერალური დირექტორი | შემსრულებელი დირექტორი |
დანართი N1
„მომსახურების“ ჩამონათვალი და ერთეულის ფასები
დამკვეთი შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” xxxxxx xxxxxxxxx გენერალური დირექტორი | შემსრულებელი დირექტორი |
დანართი N2
„დამკვეთის“ სპეციალური მითითებები (ინსტრუქციები)
წყალარინებისა და წყალმომარაგების მაილსადენის მოწყობისას თხრილის (ტრანშეას) შევსება და ტკეპვნა ფენობრივად უნდა განხორციელდეს ქვემოთ განსაზღვრული ინსტრუქციების შესაბამისად
განივი კვეთი
ტკეპნის მეთოდოლოგია
დამკვეთი შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” xxxxxx xxxxxxxxx გენერალური დირექტორი | შემსრულებელი დირექტორი |
დანართი N 0
წინამდებარე დანართზე ხელმოწერით „შემსრულებელი“ ეთანხმება, რომ მის მიერ გამოყენებული ასფალტო-ბეტონის საფარი აკმაყოფილებს და წინამდებარე „ხელშეკრულების“ მთელი ვადის განმავლობაში დააკმაყოფილებს შემდეგ პარამეტრებს:
ГОСТ 9128-84 - ტექნიკური მოთხოვნები
წვრილმარცვლოვანი ა/xxxxxx
1) მინერალური მასალის გრანულომეტრია
საცრის ზომები, მმ | დასაშვები ზღვარი | |
Min.% | Max.% | |
40 | 100.0 | 100.0 |
20 | 95.0 | 100.0 |
15 | 85.0 | 100.0 |
10 | 70.0 | 100.0 |
5 | 50.0 | 65.0 |
2.5 | 38.0 | 52.0 |
1.25 | 28.0 | 39.0 |
0.63 | 20.0 | 29.0 |
0.315 | 14.0 | 22.0 |
0.14 | 9.0 | 16.0 |
0.071 | 6.0 | 12.0 |
<0.071 |
2) ბიტუმის რაოდენობა მინ. ნარევიდან - ნორმა 5.5-6.5 %
3) ფორიანობა - დასაშვები ზღვარი 2-7 %
4) დატკეპნის კოეფიციენტი ≥ 99%
მსხვილმარცვლოვანი ა/ბეტონი
1) მინერალური მასალის გრანულომეტრია
საცრის ზომები, მმ | დასაშვები ზღვარი | |
Min.% | Max.% | |
40 | 95.0 | 100.0 |
20 | 70.0 | 100.0 |
15 | 57.0 | 100.0 |
10 | 45.0 | 76.0 |
5 | 27.0 | 65.0 |
2.5 | 18.0 | 50.0 |
1.25 | 10.0 | 38.0 |
0.63 | 7.0 | 28.0 |
0.315 | 4.0 | 22.0 |
0.14 | 3.0 | 15.0 |
0.071 | 2.0 | 8.0 |
<0.071 |
2) ბიტუმის რაოდენობა მინ. ნარევიდან - ნორმა 4.0-6.0 %
3) ფორიანობა - დასაშვები ზღვარი 7-12 %
4) დატკეპნის კოეფიციენტი ≥ 98%
ქვიშოვანი მკვრივი ა/xxxxxx
საცრის ზომები, მმ | დასაშვები ზღვარი | |
Min.% | Max.% | |
20 | - | - |
15 | - | - |
10 | - | - |
5 | 95.0 | 100.0 |
2.5 | 68.0 | 83.0 |
1.25 | 45.0 | 67.0 |
0.63 | 28.0 | 50.0 |
0.315 | 18.0 | 35.0 |
0.14 | 11.0 | 24.0 |
0.071 | 8.0 | 16.0 |
<0.071 |
2) ბიტუმის რაოდენობა მინ. ნარევიდან - ნორმა 7.0-9.0 %
დამკვეთი შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” xxxxxx xxxxxxxxx გენერალური დირექტორი | შემსრულებელი დირექტორი |
დანართი N 0
„დავალების“ „დამკვეთიდან“ „შემსრულებელზე“ გადაცემის წესი, პროცედურა და შესრულების პირობები
1. „დავალების“ გადაცემის ზოგადი წესი:
1.1 „დამკვეთის“ მიერ „შემსრულებლისთვის „დავალების“ მიცემა ხორციელდება ვებ-პორტალის xxxxxxxx.xxx.xx საშუალებით (შემდგომში „ვებ-პორტალი“). წინამდებარე „ხელშეკრულებაზე“ ხელმოწერით
„შემსრულებელი“ ადასტურებს, რომ მას აქვს დაშვება აღნიშნულ პორტალზე, იცნობს მის შინაარს, გამოყენების ინსტრუქციას და გააჩნია შესაძლებლობა შესასრულებელი/შესრულებული სამუშაოების შესახებ საინფორმაციო ანგარიში აწარმოოს აღნიშნული „ვებ-პორტალის“ საშუალებით.
1.2 „შემსრულებელი“ „დავალების“ დადასტურებით ასევე ადასტურებს, რომ არ არსებობს რაიმე ისეთი გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის „სამუშაოების“ „ხელშეკრულების“ პირობების შესაბამისად შესრულებას.
1.3 „დავალების“ მიღების დროდ და თარიღად ითვლება „შემსრულებლის“ მიერ მის „ვებ-პორტალზე“ დადასტურება.
1.4 „შემსრულებელს“ უფლება არ აქვს საკუთარი ცალმხრივი გადაწყვეტილებით შეცვალოს მიღებული
„დავალების“ მოცულობა. თუ „დავალების“ შესრულების დროს საჭირო გახდება „დავალებაში“ მითითებული „სამუშაოს“ მოცულობის/ფორმის/შინაარსის/გამოსაყენებელი მასალის სპეციფიკაციის ცვლილება, „შემსრულებელი“ ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს „დამკვეთს“, კერძოდ
„დავალებაზე” პასუხისმგებელ პირს, ტელეფონის საშუალებით და მოითხოვოს „დამკვეთის“ წარმომადგენლების ადგილზე მისვლა და „სამუშაოების“ მოცულობის ცვლილების „დამკვეთთან“ შეთანხმება. „დამკვეთი“ ვალდებულია, რომ შეთანხმებული შეცვლილი მოცულობა ასახოს „ვებ- პორტალზე“.
1.5 „შემსრულებელი“ ვალდებულია, თითოეული „დავალება“ შეასრულოს „დავალებაში“ მითითებული ვადების მკაცრი დაცვით. „დავალების“ შესრულება დასტურდება „ვებ-პორტალზე“ „დავალების“ დაწყებისა და დასრულების ამსახველი ფოტო მასალის ატვირთვითა და „მხარეთა“ შორის მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმებით.
1.6 „დავალება“ ჩაითვლება დასრულებულად, თუ ის შესრულებულია წინამდებარე „ხელშეკრულებების“ პირობებს შესაბამისად და წარმოდგენილია ყველა დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია
„დამკვეთისათვის“ ობიექტის ჩაბარებისა და შემდგომი ექსპლუატაციისათვის.
1.7 იმ შემთხვევაში, თუ „დამკვეთი“ არ მიიღებს „დავალებას“ იგი ვალდებულია, წერილობით, მათ შორის ვებ-პორტალის საშუალებით, მიუთითოს „შემსრულებელს“ იმ მიზეზის/გარემოებების შესახებ, რაც აფერხებს „დავალების“ მიღებას, რათა „შემსრულებელმა“ დროულად შეძლოს მისი აღმოფხვრა საკუთარი ხარჯით.
1.8 „დავალების“ შესრულება დასტურდება „მხარეების“ მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტით.
2. სტანდარტული დავალება
2.1 „დამკვეთის“ მიერ „დავალების“ „ვებ-პორტალზე“ ატვირთვისა და „შემსრულებლისთვის“ გაგზავნიდან 12 საათის განმავლობაში „შემსრულებელი“ ვალდებულია, რომ დაადასტუროს ან უარყოს „დავალება“ ან მისი ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, „დავალება“ ავტომატურად ჩაითვლება „შემსრულებლის“ მიერ მიღებულად (დადასტურებულად) და „შემსრულებელი“ ვალდებულია შეასრულოს ის. „შემსრულებელს“ უფლება აქვს უარყოს „დავალება“ ან მისი ნაწილი, მხოლოდ ობიექტური მიზეზ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, როგორიცაა მაგალითად: „დავალებაში“ მითითებულ მისამართზე წყლის ხილული მოდინება/ჟონვა. აღნიშნული გარემოება დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი ფოტო/ვიდეო მასალით.
2.2 „დავალების“ მიღებიდან 24 საათის განმავლობაში, „შემსრულებელი“ ვალდებულია მოაწესრიგოს განათხარი, ხოლო ასფალტის საფარის აღდგენა უნდა განხორციელდეს „დავალების“ მიღებიდან არა უგვიანეს 72 საათისა.
3. გადაუდებელი (სასწრაფო) დავალება:
3.1 გადაუდებელ (სასწრაფო) „დავალებას“ შესაბამისს სტატუსს ანიჭებს „დამკვეთი“ „დავალებას“ ვებ- პორტალზე ატვირთვისთანავე. შეტყობინება ასევე შეიძლება განხორციელდეს სატელეფონო ზარის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების გზით „შემსრულების“ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე.
3.2 გადაუდებელი (სასწრაფო) „დავალების“ მიზეზი შეიძლება იყოს ნებისმიერი გარემოება, რომელსაც
„დამკვეთი“ მიიჩნევს ასეთად, მათ შორის:
• მუნიციპალური სამსახურების განსაკუთრებული მოთხოვნები და შეზღუდვები „დამკვეთის“ მიერ წარმოებული სამშენებლო სამუშაოების პროცესში;
• საპატრულო პოლიციის მიერ განსაზღვრული შეზღუდვები და მოთხოვნების დაწესება;
• აღსადგენი ასფალტის დროებით საფარის მოწყობის გარდაუვალი მოთხოვნები
3.3 „შემსრულებელს“ უფლება აქვს „დავალება“ უარყოს გადაცემისათანავე, მაგრამ არაუგვიანეს მისი გადაცემიდან 30 წუთის განავმლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ „დავალება“
„შემსრულებლის“ მიერ მიღებულია და „შემსრულებელი“ ვალდებულია შეასრულოს ის. გადაცემული
„დავალების“ უარყოფა შესაძლებელია მხოლოდ ისეთი ობიექტური მიზეზით, რომელიც ეჭვგარეშედ ადასტურებს, რომ „შემსრულებელისათვის“ „დავალების“ შესრულება მასში მითითებული პირობებით შეუძლებელია. ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, „მხარეები“ თანხმდებიან, რომ
„დავალების“ უარყოფის მიზეზს არ წარმოადგენს წყლის ჟონვა/სისველე „დავალებაში“ მითითებულ ადგილას და ა.შ.
3.4 იმ შემთხვევაში, თუ „დავალების“ შესრულების დროს, „დავალების“ შესრულების ადგილას
„დამვეკთისა“ და „შემსრულებლის“ წარმომადგენლების მიერ იდენტიფიცირებული იქნება ისეთი გარემოებები, რამაც მომავალში შესაძლოა გავლენა იქონიოს „დავალების“ შესრულების“ ხარისხზე,
„მხარეთა“ წარმომადგენლებს ენიჭებათ უფლებამოსილება შეადგინონ ხარვეზების აქტი, რაც გათვალისწინებული იქნება დავალებასთან“ მიმართებაში მომავალში გამოვლენილი ხარვეზების ანალიზის, წარმოშობისა და გამოსწორების გზების/მეთოდების განსაზღვრის დროს.
დამკვეთი შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” xxxxxx xxxxxxxxx გენერალური დირექტორი | შემსრულებელი დირექტორი |
დავალება N 5
შესრულების გარანტიის დრაფტი