ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები შემნახველი ანაბრის (დეპოზიტის) ხელშეკრულება N დდ/თთ/წწ დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი – ფიქსრებული /ცვლადი /ინდექსირებული დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთი დეპოზიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი • მინიმალურ...
შემნახველი დეპოზიტი უცხ. ვალუტაში სააქციო საზოგადოება “სილქ ბანკი”
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები | |
შემნახველი ანაბრის (დეპოზიტის) ხელშეკრულება N დდ/თთ/წწ | |
დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი – ფიქსრებული /ცვლადი /ინდექსირებული დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთი | |
დეპოზიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი | • მინიმალურ თანხაზე დასარიცხი საპროცენტო განაკვეთი = % • ნაშთების სხვაობაზე დასარიცხი საპროცენტო განაკვეთი = % |
დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი | • % |
ფინანსური ხარჯები | |
• დეპოზიტის მომსახურების ყოველთვიური საკომისიო | • უფასო (იმ შემთხვევაში, თუ თვის განმავლობაში (არასრული თვე არ გაითვალისწინება) ანაბრის მინიმალური ნაშთი მცირეა 200 USD მაშინ თვის ბოლო დღეს განხორციელდება ანაბრის მომსახურების საკომისიოს მიღება 1 ლარის (ექვივალენტის) ოდენობით) |
• ბანკომატით თანხის განაღდების საკომისიო | • განაღდება არ ხდება |
სხვა სახელშეკრულებო ინფორმაცია | |
• ანაბრის ვადა; | • უვადო |
• დეპოზიტის პირველადი შენატანი | • |
მომხმარებელს აქვს ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის უფლება. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლის ინფორმირება მოხდება ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში – არანაკლებ ერთი თვით ადრე წერილობით/ელექტრონული ფოსტით/ ინტერნეტბანკით/მოკლე ტექსტური შეტყობინებით. წინასწარი შეტყობინების ვალდებულება არ არსებობს, თუ პირობის ცვლილება ხორციელდება მომხმარებლის სასარგებლოდ. | |
მომხმარებელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ბანკის პრეტენზიების სამსახურში ზეპირი, წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით | |
უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტი მომხმარებელს მნიშნველოვანი რისკის წინაშე აყენებს | |
ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული სარგებელი მნიშვნელოვნად შეამციროს | |
ლარის შესაძლო 15 %-იანი წლიური გამყარების შემთხვევაში გაანგარიშებული დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი = - % | |
თქვენი დეპოზიტი დაზღვეულია ,,დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ფარგლებში | |
გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდსა - xxx.xxx.xxx.xx/xx და ცხელ ხაზზე - 032 2 406-406 |
N
დდ/თთ/წწ ქ. თბილისი
ხელშეკრულების მხარეები
ხ ე ლ შ ე კ რ უ ლ ე ბ ა
შ ე მ ნ ა ხ ვ ე ლ ი ა ნ ა ბ რ ი ს (დ ე პ ო ზ ი ტ ი ს) შ ე ს ა ხ ე ბ
ერთის მხრივ - ბანკი (შემდგომში „ბანკი“) | სს „სილქ ბანკი“ |
წარმომადგენელი | |
მისამართი | ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი #2 |
ს/ნ | 201955027 |
ტელ. | 2242 242 |
მეორეს მხრივ - მეანაბრე (შემდგომში “მეანაბრე”) | |
წარმომადგენელი | |
მისამართი ფაქტიური | |
მისამართი იურიდიული | |
პირადი ნომერი/ საიდენტიფიკაციო ნომერი | |
ტელ. | |
ელ.ფოსტა |
1. ტერმინთა განმარტება
1.1. საპროცენტო განაკვეთი - სადეპოზიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფიქსირებული წლიური საპროცენტო განაკვეთი ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდის მანძილზე.
1.2. xxxxxxx (დეპოზიტი) - ბანკში მეანაბრეს მიერ შეტანილი ფულადი სახსრები, რომელსაც ერიცხება სარგებელი.
1.3. ანაბრის (დეპოზიტის) ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - ანაბრის ისეთი საპროცენტო განაკვეთი, რომლის გაანგარიშებაში გაითვალისწინება ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი და მიღებული/მისაღები სარგებელი, მომხმარებლის მიერ ამ ხარჯების გაწევისა და სარგებლის მიღების პერიოდის გათვალისწინებით.
1.4. ფინანსური ხარჯი – ხარჯი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მოთხოვნილია ბანკის მიერ და წარმოადგენს მეანაბრის მიერ სადეპოზიტო პროდუქტის მიღების, შენარჩუნებისა და დახურვისათვის გასაწევ აუცილებელ ხარჯს.
1.5. ხელშეკრულების თავსართი – ხელშეკრულების ნაწილი, რომელიც წინ უსწრებს ხელშეკრულების ყველა სხვა ნაწილს/დებულებას და წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
2. ხელშეკრულების საგანი
2.1. ბანკის ვალდებულება მეანაბრეს გაუხსნას ანაბრის ანგარიში და ანაბარს დაარიცხოს საპროცენტო სარგებელი წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
2.2. ანაბარზე ფულადი თანხის შეტანით ბანკი მოიპოვებს მასზე საკუთრების უფლებას და იღებს ვალდებულება ვადის დადგომისას ან/და თუ ვადა არ არის განსაზღვრული უკან გამოთხოვის შემთხვევაში იმავე ვალუტაში დააბრუნოს მიღებული თანხა.
3. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები
3.1. | შემნახველი ანაბარი არის მოთხოვნამდე ტიპის ანაბარი, რომელსაც არ გააჩნია ვადა. ამასთან მეანაბრე უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გაიტანოს ანაბრის ანგარიშზე არსებული თანხა სრულად ან ნაწილობრივ. |
3.2. | ხელშეკრულების გაფორმების დღეს ბანკი მეანაბრეს განუსაზღვრელი ვადით უხსნის ანაბრის აღსარიცხავად შემნახველი ანაბრის ანგარიშს (შემდგომში “ანგარიში”), რომელზედაც ხელშეკრულების |
მოქმედების ვადაში მეანაბრე განათავსებს ფულად თანხებს თავისი სურვილისამებრ. ანაბარზე წლიური პროცენტი იანგარიშება თანხის ანგარიშზე მოხვედრის მომდევნო დღიდან წელიწადში 365 დღეზე ყოველდღიური გაანგარიშებით (ნაკიან წელიწადში 366 დღეზე გაანგარიშებით). დარიცხული საპროცენტო სარგებლი ყოველი კალენდარული თვის ბოლო რიცხვში ირიცხება „3.3.“ პუნქტში მითითებულ ანგარიშზე. | ||
3.3. | ანაბრის ანგარიში (შემდგომში “ანგარიში”) | • |
3.4. | ანაბრის ვალუტა | • აშშ დოლარი |
3.5. | ანგარიშზე თანხის მოძრაობა(შეტანა/გატანა) | • შეუზღუდავია |
3.6. | თვის განმავლობაში „3.3.“ პუნქტში მითითებულ ანგარიშზე დაფიქსირებულ მინიმალურ თანხას, საანგარიშო თვეში არსებული დღეების რაოდენობის მიხედვით, დაერიცხება წლიური საპროცენტო სარგებელი | • %-ის ოდენობით |
3.7. | თვის განმავლობაში ანგარიშზე დაფიქსირებული მინიმალური თანხის და ფაქტიური ნაშთების სხვაობაზე (სხვაობის არსებობის ფაქტიურ ვადაზე) დაერიცხება წლიური საპროცენტო სარგებელი | • %-ის ოდენობით |
3.8. | ანაბრის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი | • %-ის ოდენობით |
3.9. | ინფორმაცია ანაბრის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლასთან დაკავშირებით (ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დაანგარიშებისას კეთდება დაშვება, რომ კლიენტი ათავსებს 1000 ერთეულს (ლარი/აშშ დოლარი/ევრო) 12 თვით, დარიცხვა ხდება რთული პროცენტის პრინციპით, კაპიტალიზაცია - თვეში ერთხელ). | • ანაბრის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში მონაწილეობს მესამე მუხლის შემდეგი ქვეპუნქტები: 3.4; 3.6; 3.7; 3.10; 3.11. |
3.10. | ანაბარზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გატანა | • უფასო |
3.11. | ანაბარზე თანხის ნაღდის სახით შემოტანის შემთხვევაში გატანა | • უფასო |
3.12. | ანაბარზე თანხის უნაღდო გზით განთავსების შემთხვევაში, გატანის საკომისიო განისაზღვრება | • %-ის ოდენობით |
3.13. | ანაბრის ვადა; პერიოდი | • უვადო |
3.14. | ანაბარი ავტომატურ დახურვას ექვემდებარება ანაბრის ანგარიშზე 6 თვის განმავლობაში ნულოვანი ნაშთის არსებობის შემთხვევაში | |
3.15. | იმ შემთხვევაში, თუ თვის განმავლობაში (არასრული თვე არ გაითვალისწინება) ანაბრის მინიმალური ნაშთი მცირეა 200 USD მაშინ თვის ბოლო დღეს განხორციელდება ანაბრის მომსახურების საკომისიოს მიღება ბანკის სასარგებლოდ 1 ლარის (ექვივალენტი) ოდენობით | |
3.16. | ბანკი უფლებამოსილია საბანკო რისკების შემცირების მიზნით ნებისმიერ დროს შეცვალოს „3.6.“ და „3.7.“ პუნქტებში მითითებული საპროცენტო სარგებელი. რის შესახებაც 60 კლენდარული დღით ადრე უნდა შეატყობინოს მეანაბრეს: SMS-ის ან ელ.ფოსტის ან ბანკის ვებ გვერდის ან ბანკის მომსახურების წერტილებში ინფორმაციის გამოქვეყნებით ან წერილობითი შეტყობინების გაგზავნით; | |
3.17. | ანაბრის მომსახურებასთან დაკავშირებით პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია ბანკის ნებისმიერ ფილიალში/სერვის-ცენტრში. | |
3.18. | ეროვნული ვალუტის შესაძლო 15%-იანი წლიური გამყარების შემთხვევაში ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშება (დაშვებულია ლარის გამყარება ყოველდღიურად, თანაბარი ოდენობით და რომ თანხის შეტანა-გამოტანა ბანკიდან ხორციელდება ლარებში) | • - % |
4. მხარეთა უფლება - მოვალეობები
4.1. ბანკი იღებს ვალდებულებას:
4.1.1. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ანაბარს დაარიცხოს საპროცენტო სარგებელი;
4.1.2. გასცეს ანაბარი მეანაბრეზე ანაბრის ვადის ბოლოს იმავე ვალუტაში, რაშიც იქნა მიღებული, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
4.2. მეანაბრე იღებს ვალდებულებას:
4.2.1. შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
4.3. ბანკი უფლებამოსილია:
4.3.1. განკარგოს ანგარიშზე რიცხული თანხა საკუთარი სახელითა და შეხედულებისამებრ;
4.3.2. კანონმდებლობის ან ბანკთან დადებული ნებისმიერი ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების მიზნით, მეანაბრის შემდგომი თანხმობის, ან ნებართვის გარეშე, ასეთი ვალდებულების წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს უაქცეპტო წესით ჩამოწეროს თანხები მეანაბრის ანგარიშიდან ან/და დახუროს (შეწყვიტოს) ანაბარი;
4.3.3. საბანკო რისკების შემცირების მიზნით ნებისმიერ დროს ვადაზე ადრე შეწყვიტოს ანაბრის ხელშეკრულება და ანაბარზე განთავსებული თანხა დააბრუნოს მეანაბრის მიმდინარე ანგარიშზე. ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მეანაბრეს ეცნობება ხელშეკრულების შეწყვეტამდე 30 კალენდარული დღით ადრე წერილობით, ან SMS-ის, ან ელ. ფოსტის, ან ბანკის ვებ გვერდის, ან ბანკის მომსახურების წერტილებში ინფორმაციის გამოქვეყნებით.
4.3.4. მეანაბრეს მოსთხოვოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
4.4. მეანაბრე უფლებამოსილია:
4.4.1. მოითხოვოს ბანკისგან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
4.5. მეანაბრე უფლებამისილია:
4.5.1. მოითხოვოს ბანკისგან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
5. მეანაბრის გარანტიები და განცხადებები
5.1. მეანაბრე იძლევა გარანტიას და აცხადებს რომ:
5.1.1. ხელშეკრულების დადებისას არ იმყოფება შეცდომაში, მოტყუების, მის წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობის ან მუქარის გავლენის ქვეშ, გააჩნია ხელშეკრულების დადებისა და შესრულებისათვის საჭირო უფლებამოსილება და შესაძლებლობები. გაეცნო და ეთანხმება ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ძირითად პირობებს და ტარიფებს; თანახმაა ისარგებლოს ამ მომსახურებით; თანახმაა ბანკმა საკუთარი შეხედულებისამებრ მიიღოს გადაწყვეტილება შეცვალოს ანაბრის პირობები, რაც ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე მოიცავს, საპროცენტო განაკვეთის შემცირებას/გაზრდას და ამის შესახებ ცვლილებამდე 60 კალენდარული დღით ადრე ინფორმაცია მიიღოს SMS-ის საშუალებით და/ან ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებით ასევე, სხვა საინფორმაციო საშუალებებით. მეანაბრის მიერ ახალი პირობებით სარგებლობა ავტომატურად ჩაითვლება ახალი პირობების მიღებად. უარის შემთხვევაში მეანაბრეს შეუჩერდება ანაბრით სარგებლობის უფლება და ანაბარზე არსებული თანხა გადაირიცხება მის მიმდინარე ანგარიშზე ყოველგვარის სარგებლის დარიცხვის გარეშე.
5.1.2. ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე თანახმაა მიიღოს ბანკის მიერ გამოგზავნილი ყველანაირი შეტყობინება (გზავნილი). ყველა შეტყობინება, რაც გაიგზავნება (მიუხედავად მისი ჩაბარებისა ან და ჩაბარებაზე უარის თქმისა) ბანკის მიერ ხელშეკრულებაში მითითებულ მეანაბრის მისამართზე, ჩაითვლება მის მიერ მიღებულად;
5.1.3. ბანკმა წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებისას სრულად უზრუნველყო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მეანაბრეზე მიწოდებისას უტყუარი, გასაგები და გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი სრული ინფორმაციის დროული მიწოდება, რომელიც მას არ უბიძგებს ისეთი გადაწყვეტილების მიღებისაკენ, რომელსაც იგი არ მიიღებდა უტყუარი და სრული ინფორმაციის ფლობის პირობებში
5.1.4. ბანკმა სრულად უზრუნველყო წინამდებარე საბანკო პროდუქტის (ანაბრის) მახასიათებლების შესახებ ისეთი ინფორმაციის განცხადება და მიწოდება, რომელიც შეესაბამება სინამდვილეს და შეცდომაში არ შეყავს მეანაბრე.
5.1.5. ხელშეკრულების გაფორმებისას სრულყოფილად გაეცნო ხელშეკრულებას და ხელშეკრულების მნიშვნელოვან პირობებს.
5.1.6. ხელშეკრულების გაფორმებისას სრულყოფილად გაეცნო xxxxxx მიერ პრეტენზიების მიღების/განხილვის სტანდარტულ წერილობით პროცედურას.
5.1.7. ხელშეკრულების გაფორმებამდე გაეცნო ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ ფინანსურ ხარჯებს და თანახმა გააფორმოს ხელშეკრულება მოცემული პირობების და ხარჯების გათვალისწინებით.
5.1.8. ხელშეკრულების გაფორმებისას გაეცნო და მომავალშიც გაეცნობა მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდსა - www.nbg.gov.ge/cp და ცხელ ხაზზე – 032 2 406 406.
5.1.9. ხელშეკრულებაში, მის თავსართში და დანართებში მოცემული ინფორმაცია არის მისთვის გასაგებ ენაზე, ადვილად წაკითხვადია, აღქმადია ტექსტის შინაარი და აღქმადია შრიფტის ზომა.
5.1.10.საჭიროების შემთხვევაში უარს არ იტყვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე და მისი პირობების შეცვლაზე ბანკის მოთხოვნების გათვალისწინებით.
5.1.11. არ მონაწილეობს ტერორისტულ საქმიანობაში და ხელს არ უწყობს ტერორიზმის დაფინანსებას ან/და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას.
6. ბანკის მიერ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება
6.1. ბანკი ვალდებულია ყოველგვარი დამატებითი გადასახდელების გარეშე მეანაბრის მოთხოვნის საფუძველზე, მიაწოდოს მატერიალური ანდა ელექტრონული ფორმით მინიმუმ შემდეგი სტანდარტული ინფორმაცია:
6.1.1. ანაბრის ნაშთი;
6.1.2. ხელშეკრულების ასლი, რომელიც შესაძლებლობის შემთხვევაში უნდა იყოს დამოწმებული;
6.1.3. განხორციელებული შენატანებისა და გამოტანების დეტალური ამონაწერი, რომელშიც მოცემული უნდა იყოს მინიმუმ შემდეგი ინფორმაცია: ანგარიშიდან თანხის გატანის/გადარიცხვის და ანგარიშზე თანხის შეტანის/ჩარიცხვის თარიღების და ოდენობის შესახებ მინიმუმ ბოლო ამონაწერის შემდგომი პერიოდიდან ან მეანაბრის მიერ მოთხოვნილი პერიოდიდან;
6.2. ამასთან ერთად, ბანკი მეანაბრეს სთავაზობს მის სურვილის შემთხვევაში ყოველთვიურად მიაწოდოს ანგარიშის ამონაწერი წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით დამატებითი გადასახდელების გარეშე.
7. ბანკში პრეტენზიების წარდგენის ფორმები და მისი მიღების სტანდარტული პროცედურა
7.1. მეანაბრის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ბანკში პრეტენზიის წარდგენის ფორმაა წერილობითი ფორმა;
7.2. მაქსიმალური ვადა წერილობითი პასუხის მიღებისათვის წერილობითი ფორმით გამოხატულ პრეტენზიაზე განისაზღვრება 15 სამუშაო დღით;
7.3. პრეტენზიების განხილვის პროცედურის შესახებ ინფორმაცია, ასევე, ბანკის პრეტენზიების განხილვის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მექანიზმები რეგულირდება ბანკში პრეტენზიების წარდგენის შესახებ დოკუმენტით, რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ფილიალებსა და სერვის-ცენტრებში (995 (32) 2242-2 42) და ვებ-გვერდზე (www.silkbank.ge);
7.4. მეანაბრის პრეტენზიების განხილვას აწარმოებს ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი (მომხმარებელთა პრეტენზიების განხილვის დანაყოფი);
7.5. მეანაბრის მიერ პრეტენზიის წარდგენა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაძლებელია ბანკის ნებისმიერ ფილიალში/სერვის- ცენტრში;
8. საბანკო საიდუმლოება
8.1. ბანკი ვალდებულია დაიცვას მეანაბრესთან დაკავშირებული საბანკო ოპერაციებისა და ანგარიშების შესახებ ინფორმაციის საიდუმლოება (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა), რომელიც ცნობილი გახდა მისთვის მეანაბრესთან საქმიანი ურთიერთობებისას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ან თუ საქმე ეხება იმ ჩვეულებრივ საბანკო ინფორმაციას (საერთაშორისო საბანკო პრაქტიკის შესაბამისად), რომლითაც არ ილახება მეანაბრის ინტერესები;
8.2. ბანკის ეს მოვალეობა ძალაშია ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგაც.
9. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
9.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისთანავე და მოქმედებს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებამდე.
10. სადაო საკითხების განხილვა
10.1. მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების საფუძველზე.
10.2. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში წინამდებარე და მის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ნებისმიერი დავა, მათ შორის დაკავშირებული ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობასთან, მოშლასთან, შეწყვეტასთან და ბათილობასთან, განხილული და გადაწყვეტილი უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სასამართლოში საქმის განხილვისას პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება (მათ შორის დაუსწრებელი გადაწყვეტილება) ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
11. დამატებითი პირობები
11.1. 2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომი თანხა ანაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ 30 000 ლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge“. ა) რა თანხა ანაზღაურდება სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას სააგენტოს მიერ? - ერთსა და იმავე კომერციულ ბანკში კლიენტის ანგარიშებზე (მათ შორის უცხოური ვალუტით) არსებული თანხები დაჯამდება და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ანაზღაურებას დაექვემდებარება 30,000 ლარამდე თანხა, ხოლო თუ თანხა აღემატება 30,000 ლარს, დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით; ბ) როგორ ვისარგებლო დეპოზიტების დაზღვევით? - კომერციულ ბანკში ყველა პირის ყველა ანგარიშზე არსებული თანხა ავტომატურად დაზღვეულია დამატებითი საზღაურის გარეშე; გ) კომერციულ ბანკში სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ანაზღაურების პირობები - სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანეს 20 (ოცი) კალენდარული დღე, მიუხედავად იმისა, მოცემულ მომენტში კომერციულ ბანკს გააჩნია თუ არა შესაბამისი სახსრები; დ) ანაზღაურების ვალუტა - ლარი
11.2. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა ხდება ორივე მხარის მიერ სათანადოდ ხელმოწერილი წერილობითი ფორმითა ანდა ცალმხრივად წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;
11.3. ანაბრის ანგარიშზე შემოსავლის ან გასავლის ოპერაციების წარმოება დასაშვებია როგორც, ბანკში გახსნილი მეანაბრის მიმდინარე ანგარიშთან კორესპონდენციით ასევე სალაროს ანგარიშებთან კორესპონდენციით;
11.4. ანაბარზე თანხის განთავსება შესაძლებელია როგორც ნაღდი ისე უნაღდო სახით;
11.5. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისათვის, მხარეთა მიერ ხელშეკრულების შესრულების ადგილად მიიჩნევა ბანკის იურიდიული მისამართი.
11.6. საპროცენტო სარგებელი ცვალებადია, იგი განისაზღვრება ბანკში მოქმედი პოლიტიკით და შეცვლისას დაირიცხება მომდევნო სამუშაო დღიდან. საპროცენტო განაკვეთის ცვლილებას არ ესაჭიროება ამ ხელშეკრულებაში ცვლილების ან დამატების წერილობითი ფორმით შეტანა.
11.7. წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე ძალას კარგავს მხარეთა შორის ხელშეკრულების საგანთან დაკავშირებული ყველა სხვა შეთანხმება;
11.8. წინამდებარე ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი ყველა დანარჩენი საკითხი რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმებლობით.
11.9. ხელშეკრულებების დადების მომენტისათვის არსებული გარემოებების ან იმ გარემოებების, რომლებიდანაც გამოდიოდნენ მეანაბრე და ბანკი ხელშეკრულების დადების მომენტში, მნიშვნელოვნად შეცვლის შემთხვევაში, რაც თავის მხრივ ასევე მოიცავს საპროცენტო განაკვეთის ცვლილებას, ბანკს აქვს უფლება გაუგზავნოს მეანაბრეს წინადადება ამ ხელშეკრულების პირობების შეცვლასთან დაკავშირებით 60 კალენდარული დღით ადრე წერილობით, ან SMS-ის ან ელ. ფოსტის ან ბანკის ვებ გვერდის ან ბანკის მომსახურების წერტილებში ინფორმაციის გამოქვეყნებით.
11.10. ხელშეკრულებების ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე უფლების გამოუყენებლობა არ წარმოადგენს ამ უფლებაზე უარის თქმას.
11.11. მეანაბრის ადგილსამყოფელზე (იურიდიული მისამართი, ელექტრონული ფოსტა, ტელეფონი) გაგზავნილი წერილები და შეტყობინებები ითვლება მის მიერ მიღებულად მიუხედავად იმისა, მისი რეალური ადგილსამყოფელი ემთხვევა თუ არა წერილის გაგზავნის დღეს ბანკისათვის ცნობილ მის მისამართს, თუ ახალი ადგილსამყოფელის და იქ გადასვლის თარიღის შესახებ მეანაბრე წერილობით წინასწარ არ აცნობებს ბანკს.
11.12. წინამდებარე ხელშეკრულება მისი ვალდებულებებითა და სარგოებით ვრცელდება მხარეთა შესაბამის მემკვიდრეებზე და მონაცვლეებზე, მაგრამ მეანაბრეს ბანკისგან განსხვავებით უფლება არა აქვს გადასცეს ან გადააბაროს მთლიანად ან ნაწილობრივ მესამე პირს ამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული ნებისმიერი ვადებულება ან მინიჭებული უფლება ბანკის წერილობითი თანხმობის გარეშე.
11.13. წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე პუნქტის ბათილობა და / ან მოქმედების შეწყვეტა არ იწვევს მთლიანად ხელშეკრულების ბათილობას.
11.14. მხარეთა შორის წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული ცალკეული ხელშეკრულებები, მათი დანართები წარმოადგენენ ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მათზე სრულად ვცელდება ამ ხელშეკრულების პირობები, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
11.15. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ორი თანაბარი ძალის მქონე იდენტურ ეგზემპლარად.
11.16. მე მეანაბრე თანახმა ვარ: ა) საბანკო პროდუქტებით მომსახურების მიზნით ბანკმა არაერთჯერადად და შეუზღუდავად დაამუშაოს ამ დოკუმენტში მითითებული პერსონალური მონაცემები (განსაკუთრებული კატეგორიის-პროფესიული ორგანიზაციის წევრობასთან ანდა ბიომეტრიული მონაცემები; ბ) საბანკო საქმიანობიდან გამომდინარე ამ დოკუმენტში მითითებულ ანდა ბანკის პროგრამაში რეგისტრირებულ სატელეფონო ნომრებზე ანდა საკომუნიკაციო საშუალებებზე (ფოსტის, ელექტრონული ფოსტის, სატელეფონო ზარების და SMS შეტყობინებების, სხვა ელექტრონული ანდა სატელეკომუნიკაციო საშუალებით) აწარმოოს პირდაპირი მარკეტინგი საქონლის ან/და მომსახურების შეთავაზებაზე ანდა გამოაგზავნოს ნებისმიერი სახის საინფორმაციო/გამაფრთხილებები შეტყობინებები; გ) დაამუშავოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის ამ დოკუმენტში მითითებული პირების ანდა საჯარო წყაროების გამოყენებით მოპოვებული პერსონალური მონაცემი. მე მეანაბრე ვადასტურებ, რომ: ა) ჩემთვის ცნობილია „ბანკის“ მიზანი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, თანხმობის გაცემის სამართლებრივი შედეგები; ამ დომუმენტის ხელმოწერამდე ბანკის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ზეპირად მომცა განმარტება საბანკო პროდუქტებით მომსახურებისთვის ამ დოკუმენტში მითითებული პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნის და აუცილებლობის შესახებ.
12. მხარეთა ხელმოწერები
ბანკი მეანაბრე
ვადასტურებ, რომ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ბანკმა მომაწოდა, ხოლო მე (მეანაბრემ) მივიღე ხელშეკრულების დედანი
მეანაბრე