სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებ N107
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებ N107
ქ. გორი 2019 წ.
ერთის მხრივ, გორის მუნიციპალიტეტის მერია (შემდგომში „შემსყიდველი“) წარმოდგენილი მერის xxxxxxxxxxx xxxxxxxxxxxxx სახით და მეორეს მხრივ, შპს ,,აუდიტ - ეკონომიქსი“ წარმოდგენილი დირექტორის xxxxxxxxxx xxxxxxxxxxxxxx სახით (შემდგომში
„მიმწოდებელი“) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
იმის გათვალისწინებით, რომ შემსყიდველმა ჩაატარა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი (აუქციონის გარეშე) (NAT1900122225) აუდიტორული მომსახურებების შესყიდვაზე (CPV79212000), რომელშიც გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა მიმწოდებლის სატენდერო წინადადება, რის მიხედვითაც მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება, მიაწოდოს მომსახურება 975 (ცხრაას სამოცდათხუთმეტი) ლარად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით (შემდგომში „ხელშეკრულების ღირებულება“).
1. გამოყენებული ტერმინები
ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
1.1.სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში ხელშეკრულება) - შემსყიდველ ორგანიზაციასა და ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენს შორის დადებული ხელშეკრულლება, თანდართულ და ხელშეკრულებაში მითითებულ ყველა დოკუმენტაციასთან ერთად, რომელიც ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ.
1.2.შემსყიდველი ორგანიზაცია (შემდგომში „შემსყიდველი“) - ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს შესყიდვებს.
1.3.მიმწოდებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც მოიპოვა გამარჯვება ტენდერში და აწვდის საქონელს, მომსახურებას ან ასრულებს სამუშაოს.
1.4.ხელშეკრულების ღირებულება - საერთო თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა ორგანიზაციამ, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისათვის.
1.5.დღე - ნიშნავს კალენდარული დღეს.
2. შესყიდვის ობიექტი
შესყიდვის ობიექტია: საქართველოში იაპონიის საელჩოსა და გორის მუნიციპალიტეტს შორის 2019 წლის 6 მარტს გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში განსახორციელებელი პროექტის ,,მძიმე ტექნიკის უზრუნველყოფა გორის მუნიციპალიტეტის ინფრასრტუქტურული სამუშაოებისთვის“ - შეფასების აუდიტორული მომსახურების შესყიდვა.
3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების პირობები.
3.1.მომსახურების მიწოდების ვადაა 2019 წლის 20 აგვისტოდან ამავე წლის 31 სექტემბრის ჩათვლით - სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად.
3.2.მომსახურების მიწოდება განხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის მიერ ზემოდ არნიშნული გრანტის პროექტის ფარგლებში ,,ელექტრონული ტენდერის საშუალებით NAT190007931" შესყიდული ექსკავატორ/დამტვირთველის მოწოდების განხორციელების შემდგომ.
3.3.შემსყიდველი წარუდგენს სრულ საგრანტო დოკუმენტაციას მიმწოდებელს, რის შემდეგ მიმწოდებელი შეაფასებს პროექტის შედეგებს და დასკვნის სახით გადასცემს შემსყიდველ ორგანიზაციას.
3.4.მომსახურება მიწოდებულად ჩაითვლება მომსახურების მიწოდებაზე საბოლოო მიღება/ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ.
3.5. მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს მომსახურების მიწოდება.
4. მიწოდების ადგილი: შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილია ქ. გორი გრ. ფერაძის #5 - გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა.
5. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
5.1.შემსყიდველი ან/და შემსყიდველის წარმომადგენელი უფლებამოსილია, განახორციელოს ტექნიკური კონტროლი სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ პირობებს.
5.2.შემოწმების შედეგად გამოვლენილი ნებისმიერი ხარვეზის ან/და ხელშეკრულებით/სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში „შემსყიდველი“ დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობებს
„მიმწოდებელს“ ხარვეზის შესახებ და მის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.
5.3.გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვრასთან და ხელახალ ინსპექტირებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მიმწოდებელს.
5.4.ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულის შესრულების კონტროლს განახორციელებს შემსყიდველის მიერ შექმნილი ინპექტირების ჯგუფი.
5.5.მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე 5 სამუშაო დღეში განახორციელოს უხარისხოდ გაწეული მომსახურების (დასკვნაში არსებული ხარვეზების) გამოსწორება საკუთარი სახსრებით. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს დააკისროს პირგასამტეხლო მიყენებული ზიანის 1 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
6. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
6.1.შესყიდვის ობიექტი მიღებულად ჩაითვლება მხოლოდ შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის შემდეგ, რომელიც ხელმოწერილი იქნება ორივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ.
6.2.ხელშეკრულების შესრულების კონტროლზე, მიღება-ჩაბარების გაფორმებაზე და ტექნიკურ ზედამხედველობაზე პასუხისმგებელ პირებს წარმოადგენენ სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის წევრები.
6.3.შესყიდვის ობიექტის შემოწმებისას გამოვლენილი დეფექტის/ნაკლის აღმფხვრასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს მიმწოდებელი.
6.4.შემსყიდველი ვალდებულია წერილობით აცნობს მხარეს გამოვლენილი ნაკლის/დეფექტის შესახებ.
7. ანგარიშწორება და ვალუტა
7.1.ანგარიშწორება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების გზით, ეროვნულ ვალუტაში.
7.2.ანგარიშწორებისთვის მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცია.
7.3.ანგარიშწორება მოხდება მომსახურების მიწოდების შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) დღის ვადაში.
8. ხელშეკრულების ღირებულება
8.1.მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული ფასი წარმოადგენს ხელშეკრულების ღირებულების პარამეტრს.
8.2.ხელშეკრულების ღირებულების შეცვლა დასაშვებია მხოლდ მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
8.3.ხლშეკრულების ღირებულების შეცვლა დაუშვებელია თუ ამგვარი ცვლილებით იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან/და უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის. ამ წესიდან გამონაკლის წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა.
8.4.საქართთველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, დაუშვებელია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტით გაზრდა.
9. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა.
9.1.ხელშეკრულებაში ცვლილების ან დამატების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა მიერ ორმხრივად ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე.
9.2.წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზის არსებობის შემთხვევაში, თუ აუცილებელი გახდება ხელშეკრულებაში ცვლილების ან დამატების შეტანა, ცვლილების ინიციატორი მხარე ვალდებულია წერილობით აცნობოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია.
9.3.ნებისმიერი ცვლილება ან დამატება, რომლითაც იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება მდგმარეობა შემსყიდველისათვის დაუშვებელია, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
9.4.ხელშეკრულებაში შესატანი ნებისმიერი ცვლილება ფორმდება წერილობითი ფორმით, შეთანხმების სახით და წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
10. უფლებების გადაცემა
10.1. შემსყიდველის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე დაუშვებელია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მთლიანი ან ნაწილობრივი გადაცემა მესამე პირისათვის.
10.2. ხელშეკრულების შესრულების შეფერხება
10.3. თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში წარმოიშვა წინასწარ გაუთვალისწინებელი შეფერხება, მაშინ მხარე ვალდებულია ასეთი შეფერხების წარმოშობის მომენტიდან არა უგვიანეს 5 (ხუთი) დღის ვადაში წერილობით აცნობოს მეორე მხარეს შეფერხების მიზეზის და მისი შესაძლო ხანგრძლივობის შესახებ, რის შესახებაც მეორე მხარე არა უგვიანეს 5 (ხუთი) დღის ვადაში აცნობებს წერილობით პასუხს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
10.4. თუ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შეფერხების არსებობისას მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ასეთი შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით, რაც დაერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
11. მხარეთა უფლება-მოვალეობანი
11.1. მხარეები მოქმედებენ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
11.2. შემსყიდველი ვალდებულია:
11.2.1. კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება.
11.2.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების პროცეში წარმოშობილი ყველა გაუთვალისწინებელი გარემოების შემთხვევაში დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს მიმწოდებელს.
11.2.3. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად აუნაზღაუროს მიმწოდებელს გაწეული სამუშაოს საზღაური.
11.2.4. დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს მიმწოდებელს საქონლის ზედამხედველობისას აღმოჩენილი დეფექტის/ნაკლის შესახებ.
11.3. შემსყიდველს უფლება აქვს:
11.3.1. განახორციელოს საქონლის ტექნიკური შემოწმება.
11.3.2. შეაჩეროს ან შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებლის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ყალბი აღმოჩნდება.
11.4. მიმწოდებელი ვალდებულია:
11.4.1. კეთილსინდისიერად და დათქმულ ვადაში შეასრულოს წნამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება.
11.4.2. დაუყოვნებლივ, საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ყველა ნაკლი, რომელიც გამოვლენილი იქნება შემსყიდველის მიერ ტექნიკური ზედამხედველობის დროს.
11.5. მიმწოდებელს უფლება აქვს:
11.5.1. მოსთხოვოს შემსყიდველს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
11.5.2. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
11.6. მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების შეუსრულებელი ვალდებულების 0.2%-ს ოდენობით.
11.7. თუ ვადის დარღვევის გამო, მიმწოდებლისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა გადააჭარბებს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ს, შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება.
11.8. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან.
11.9. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის ქმედებით შემსყიდველს მიადგება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზიანი, მაშინ მიმწოდებელს დაეკისრება მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მაგრამ არანაკლებ ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-სა.
12. ხელშეკრულების შეწყვეტა მისი პირობების შეუსრულებლობის გამო
12.1. მიმწოდებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, შემსყიდველს უფლება აქვს მთლიანად ან ნაწილობრივ შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება:
ა) თუ მიმწოდებელი არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას;
ბ) მიმწოდებელი სისტემატურად ან/და უხეშად არღვევს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას;
გ) თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდება, რომ მიმწოდებლის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ყალბი აღმოჩნდება;
დ) საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
13. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა დაუძლეველი ძალის არსებობისას
13.1. მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციებს და ხელშეკრულების შერულების გარანტიის დაუბრუნებლობას იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალით,
13.2. ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის „დაუძლეველი ძალა“ ნიშნავს ისეთ გარემოებას, რომელიც არ არის გამოწვეული მხარეთა ბრალეულობით, შეუძლებელია წინასწარ ცნობილი ყოფილიყო მხარეთათვის და რომლის არსებობაც გამორიცხავს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას (მაგ: სტიქიური მოვლენები, ომი, გაფიცვები და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფორს-მაჟორული სიტუაციები).
13.3. ასეთი გარემოების არსებობის შემთხვევაში, იმ მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს დაუძლეველი ძალის აღმოფხვრიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში წერილობით უნდა აცნობოს მეორე მხარეს შექმნილი ვითარების შესახებ.
13.4. თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა გრძელდება ერთ თვეზე მეტი ვადით, მაშინ მხარეებს უფლება აქვთ შეწყვიტონ ხელშეკრულება კომპენსაციის მოთხოვნის გარეშე.
14. სადაო საკითხების გადაწყვეტა
14.1. მხარეები უნდა ეცადნონ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა გადაწყვიტონ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
14.2. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეძლებენ სადაო საკითხზე შეთანხმებას, მათ უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
15. გამოყენებული სამართალი
15.1. ხელშეკრულება დადებულია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
16. მხარისათვის შეტყბინების გაგზავნა
16.1. მხარეთა შორის, წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეტყობინების გაგზავნა უნდა მოხდეს წერილობითი ფორმით, მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე შემსყიდველის მხრიდან xxxx.xxxx.xxx.xx შემსყიდველის მხრიდან (xxxxxxxxxxx@xxxxx.xxx)
16.2. შეტყობინება ძალაში შედის მხარის მიერ მისი მიღების დღიდან ან შეტყობინებაში მითითებული ვადიდან.
17. გადასახადები და დაბეგვრა
17.1. რეზიდენტი და არარეზიდენტი მიმწოდებლები პასუხს აგებენ ყველა იმ გადასახადის გადახდაზე, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოში მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით.
18. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
18.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და ძალაშია 2019 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით.
19. სხვა პირობები
19.1. შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის ურთიერთობა რეგულირდება წინამდებარე ხელშეკრულებით, სატენდერო დოკუმენტაციითა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
19.2. წინამდებარე ხელშეკრულებას და სატენდერო დოკუმენტაციას აქვს თანაბარი იურიდიული ძალა და წარმოადგენს სატენდერო პირობების/მოთხოვნების ერთობლიობას შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას.
19.3. წინამდებარე ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილება ან დამატება შეიტანება წერილობითი ფორმით და წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
19.4. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე PDF - ფაილის სახით და ხელმოწერილია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით/შტამპით.
19.5. მხარეთა რეკვიზიტები
შემსყიდველი მიმწოდებელი
გორის მუნიციპალიტეტის მერია შპს ,,აუდიტ - ეკონომიქსი“
ს/კ 218086087 ს/კ 202365092
მის: გორი, ფერაძის №5 ქ. თბილისი მიცკევიჩის ქ #8 ბ-2
სახელმწიფოხაზინა სს „საქართველოს ბანკი“
კოდი: TRESGE22 BAGAGE22
ა/№ 300843460 GE60BG0000000179014200
გორის მუნიციპალიტეტის მერი დირექტორი
კონსტანტინე თავზარაშვილი ალექსანდრე ალავერდაშვლი
დანართ1ი
ფასეცბხირსილხი(არჯთაღრი)ცხვა
# | დასახელება | ზომის ერთეუ ი | რაოდე ბა | ერთეული ფასდიღ.გ.ს- გარეშე | საერთო ღირებულ დ ღ.გ.ს- გარეშე |
1 | საქართვეილაოპშოინსიაიესლჩდოასა გორიმსუნიციპალშიოტრეიტ2ს019 წლი6სმარტგსაფორმებსუალგირან ხელშეკრულფეაბრიგსლებში განსახორციეპლრეობეექლ-ტ,მი,ძსიმ ტექნიუკზირსუნველგყორფიას მუნიციპალიტეტის ინფრასრტუქტსუარმუულშიაოებ“ აუდიტორუმლოიმსახურება | პროექ | 1 | 975.00 ლარი | 975.00 ლარი |
ჯამი | 975.00 ლარი | 975.00 ლარი |