ხელშეკრულება N
ხელშეკრულება N
წ.
ერთის მხრივ მისამართი: (შემდგოში დამკვეთი) და მეორეს მხრივ შპს „ბესტნეტ+“, მისი დირექტორის xxxxxx xxxxxxxxx სახით (შემდგომში
შემსრულებელი), ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას.
1. ტერმინთა განმარტებები
„შემსრულებელი“ შპს „ბესტნეტ+“ მისამართი: ქ.სენაკი ზ.გამსახურდიას # 49 „დამკვეთი“ –ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე, როგორც დამკვეთი უფლებამოსილია მიიღოს მომსახურება.
„ელექტრონული ფოსტა“
– ელექტრონული საფოსტო მისამართი, რომლის საშუალებითაც ხდება მიმოწერის ორგანიზება ინტერნეტის სხვა მომხმარებლებთან.
– „მომსახურება“ -ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების პროდუქტების ერთობლიობა, რომელიც წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად შემსრულებელმა უნდა მიაწოდოს დამკვეთს.
2. ხელშეკრულების საგანი
2.1. დამკვეთის მიმართვის საფუძველზე შემსრულებელი იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს დამკვეთი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების პროდუქტით – ინერნეტით.
2.2. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების გაწევის მიზნით შემსრულებელი დროებით სარგებლობაში გადასცემს დამკვეთს დანართი N1–ში მითითებულ საჭირო აპარატურას.
3. მომსახურების ხარისხი
3.1. მხარეები აცხადებენ და ადასტურებენ, რომ საკომუნიკაციო მომსახურების შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველყოფა შეიძლება იყოს შემსრულებლის კონტროლისა და შესაძლებლობის მიღმა და დამოკიდებული იყოს სხვადსხვა ინტერნეტ–პროვაიდერისა და ოპერატორის ტექნიკურ შესაძლებლობებზე. შესაბამისად , შპს
„ბესტნეტ+“-ის, გარანტიები მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით შემოიფარგლება მისი კონტროლის ქვეშ მყოფი ქსელით.
4. დამკვეთის უფლება-მოვალეობანი:
4.1. დამკვეთი უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ ისარგებლოს მომსახურებით დღე–ღამის ნებისმიერ მონაკვეთში და გამოიყენოს იგი ნებისმიერი მიზნებისათვის, გარდა მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე ხელშეკრულებით აკრძალულისა.
4.2. დამკვეთის მიზეზით მომხდარი ნებისმიერი დაზიანება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შემსრულებლის მიერ დამკვეთისათვის მომსახურების მიწოდების შეფერხება, არ ათავისუფლებს დამკვთს სავარაუდო მომსახურების ღირებულების გადახადისაგან.
4.3. დამკვეთი ვალდებულია დროულად დაფაროს შესმრულებლის მიერ გაწეული მომსახურების გადასახდი ამ ხელშეკრულებით გათვალისიწნებული პირობების შესაბამისად.
4.4. შემსრულებელს არ ეკისრება რაიმე სახისა თუ ფორმის პასუხიმსგებლობა დამკვეთისათვის ან მესამე პირისათვის მიყენებულ მორალურ ან ფინანსურ ზარალზე/ზიანზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ზიანი/ზარალი დადგა შემსრულებლის პირდაპირი ბრალეული მოქმედების შედეგად.
4.5. დამკვეთს უფლება აქვს ისარგებლოს სერვისი უფასო 30 (ოცდაათი) დღიანი შეჩერების უფლებით 1 (ერთი)
კალენდარული წლის განმავლობაში.
4.6. დამკვეთს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეუძლია დაუკავშირდეს კომპანიის ოპერატორს ტელეფონზე: 551 16 15 37 და მიიღოს მისთვის სასურველი ინფორმაცია.
4.7. დამკვეთი იღებს პასუხიმსგებლობას დაიცვას გარე და სხვა დაზიანებისაგან მასთან დამონტაჟებული, შემსრულებლის საკუთრებაში მყოფი მიმღებ–გადამცემი მოწყობილობა, რომელიც ჩაბარებული აქვს N1 დანართის მიხედვით, ხოლო დაზიანების შემთხვევაში თავად აანაზღაუროს დაზიანებული აპარატურის აღდგენის და შეცვლის ღირებულება.
5. შემსრულებლის უფლება–მოვალეობანი.
5.1. შემსრულებელი ვალდებულია გაუწიოს დამკვეთს ამ ხელშეკრულებით გათვალისიწნებული მომსახურება ხელშეკრულებაში მითითებული პირობების დაცვით.
5.2. შემსრულებელი ვალდებულია აღმოფხვრას დამკვეთთან წარმოშობილი ტექნიკური დაზიანება შეტყობინებიდან 24 საათის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუჩეროს სააბონენტო გადასახადის დარიცხვა.
5.3. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან, თუ მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია ფორს_მაჟორული გარემოებით
5.4. შემსრულებელი არ არის ვალდებული დამკვეთს ქმედებით გამოწვეული დაზიანების შემთხვევაში შეაკეთოს მის სარგებლობაში/მფლობელობაში არსებული შიდა ქსელი. დაზიანების შეკეთება ჩაითვლება ფასიან სერვისად და საფასური განისაზღვრება ინდივიდუალურად დაზიანებიდან გამომდინარე.
5.5. შემსრულებელი უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს მომსახურების ღირებულება. მომსახურების ღირებულების ცვლილების შესახებ შემსრულებელი ვალდებულია წინასწარ ორი კვირით ადრე აცნობოს მეორე მხარეს მის ხელთ არსებული საკომუნიკაციო საშუალებებით (ტელეფონი, ფოსტა, ელექტრონული ფოსტა, კურიერი და სხვა).
6. ფორს–მაჟორი
6.1. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს მეორე მხარის წინაშე და თავისუფლდება პასუხიმსგებლობისაგან საკუთარი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების გამო, თუ ამის მიზეზი გახდა საგანგებო ხასიათის მქონე გადაულახავი ძალა, რომლის წარმოშობაზე ხელშეკრულების მონაწილე მხარეები პასუხს არ აგებენ და რომლის არსებობის ან წარმოშობის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულების დადების მომენტში არ შეეძლოთ სცოდნოდათ.
6.2. გადაულახავ ძალად ჩაითვლება შემდეგ (და არა მხოლოდ):
სტიქიური უბედურებანი (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, შტორმი და სხვა).
გამოცხადებული ან გამოუცხადებელი ომი, სამოქალაქო არეულობა, ნებისმიერი სახის საომარი მოქმედებები, საგანგებო მდგომარეობა, ეპიდემიები, ბლოკადა ან ნებისმიერი ეკონომიკური ემბარგო.
ხელისუფლების ნებისმიერი ერთეულის ან ხელისუფლების მიერ საამისოდ კომპეტენტურად განსაზღვრული ორგანოს გადაწყვეტილება და ისეთი მნორმატიული აქტების გამოცემა რომლებიც ზემოქმედებენ მხარეების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და ცვლიან, წყვეტენ ან აჩერებენ წინამდებარე ხელშეკრულების დებულებესა და პირობებს.
6.3. ფორს–მაჟორული გარემოებების წარმოშობის შესახებ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მეორე მხარეს მის ხელთ არსებული საკომუნიკაციო საშუალებებით (ტელფონი, ფოსტა, ელ. ფოსტა, კურიერი და სხვა).
6.4. ფორს–მაჟორული გარემოებების შეწყვეტისთანავე მხარეები დაუყოვნებლივ აგრძელებენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
6.5. ფორს–მაჟორული გარემოებების არსებობის პირობებში, ვალდებულების შერულების პერიოდი შეჩერდება იმ დროით, რა დროსაც გასტანა ასეთმა გარემოებებმა, თუ მხარეთა შორის არ იქნა მიღწეული სხვაგვარი შეთანხმება. თუ მხარეების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა გაგრძელდა ერთ თვეზე მეტ ხანს, თითოეული მხარე უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედება, შეწყვეტის სავარაუდო თარიღამდე არანაკლებ ორი კვირით ადრე წერილობითი შეტყობინების გაგზავნით (ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით) ან სხვა ხელმისაწვდომი საშუალებით, რომელიც მიწოდებული იქნება მხარის მიერ იმ მისამართზე, რომელიც მითითებულ იქნა დამკვეთის პირველადი რეგისტრაციის დროს.
7. საზღაური მომსახურებისათვის;
7.1. ხელშეკრულებით გათვალისიწინებული ინტერნეტ ქსელთან დაკავშირების სიჩაქარე შეადგენს
7.1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ყოველთვური ღირებლება შეადგენს .
თანხის შეტანა უნდა მოხდეს ხელშეკრულებაში აღნიშნულ საბილინგო სისტემის ანგარშზე.
7.2. შემდგომი თვის სააბონენტო გადასახდის გადაუხდელობის შემთხვევაში მიმდინარე საანგარშო პერიოდის დასრულებისთანავე დამკვეთს შეუჩერდება ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურება.
7.3. სააბონენტო გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში შემსრულებელი უნარჩუნებს დამკვეთს სააბონენტო რეგისტრაციას 3 თვის განმავლობაში. წინამედბარე მუხლში მითითებული 3 თვის ვადის გასვლის შემთხვევაში, შემსრულებელი უფლებამოსილია ცალმხრვად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოახდინოს დამკვეთთან განთავსებული შემსრულებლის კუთვნილი მიმღებ–გადამცემი მოწყობილობების დემონტაჟი.
7.4. დამკვეთთან არსებული ზიანის აღმოსაფხვრელად ტექნიკური ჯგუფის გამოძახება უფასოა თუ დაზიანება არ არის გამოწვეული დამკვეთის მიერ. დამკვეთის მიერ გამოწვეული დაზიანების შემთხვევაში ტექნიკური ჯგუფის გამოძახება ფასიანია და შეადგენს 20 ლარს.
7.5. დამკვეთთან მიმღებ–გადამცემი მოწყობილობის მონტაჟის და ინსტალაციის ღირებულება ფასიანია
8. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტის პირობები:
8.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისთანავე და მოქმედებს ერთი წლის ვადით.
8.2. თუ დამკვეთი ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე 1 კვირით ადრე მაინც არ აცნობებს კომპანიას წერილობით მისი შეწყვეტის შესახებ, ხელშეკრულების მოქმედება გრძელდება ავტომატურად იგივე ვადით.
8.3. ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ვადაზე ადრე;
• შემსრულებლის მიერ ცალმხრივად, 7.3. მუხლით გათვალისიწნებული ვადის გასვლის შემდეგ თუ დამკვეთი არ გამოასწორებს დარღვევას 10 კალენდარული დღის ვადაში;
• დამკვეთის მიერ ცალმხრივად, თუ შემსრულებელი არღვევს ხელშეკრულებით გათვალისიწნებულ
ვალდებულებებს და ამგვარი დარღვევა გრძელდება 10 კალდენარულ დღეზე მეტ ხანს.
• მხარეები თანმხდებიან, რომ ეს მუხლი არ ვრცელდება ფორს–მაჟორის დროს.
8.4. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში დამკვეთი ვალდებულია დააბრუნოს მასთან დროებით სარგებლობაში არსებული შემსრულებლის მიმღებ–გადამცემი მოწყობილობა.
8.5. ყველა ის შემთხვევა და პირობა, რომელიც გათვალისიწნებული არ არის წინამდებარე ხელშეკრულებით, განიხილება და გადაწყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
8.6. წინამდებარე ხელშეკრულების ყველა დამატება, ცვლილება და შესწორება იურიდიულ ძალას იძენს მხოლოდ მას შემდეგ, რაც შესრულებული იქნება წერილობითი ფორმით და ხელმოწერილი იქნება მხარეთა უფლებამოსილი პირების მიერ. წინამდებარე ხელშეკრულების ყველა დანართი წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
8.7. მოქმედი კანონმდებლობის ცვლილება, რომელიც ცვლის ან აუქმებს წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე დებულებას, არ იწვევს მთლიანად ხელშეკრულების ან მისი სხვა დებულებების ბათილობას. ამ შემთხვევაში მხარეები შეეცდებიან მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამო ან ბათილი დებულება შეცვალონ ისეთ დებულებით, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს კანონმდებლობასთან შეუსაბამო ან ბათილი დებულების არსს.
8.8 წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართლ ენაზე ორი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად.
თითორულ მხარეს გადაეცემა ხელშეკრულების თითო ეგზემპლარი.
8.9 წინამედბარე ხელშეკრულების საფუძველზე ან მასთან დაკავშირებით რომელიმე მხარისათვის გასაგზავნი ნებისმიერი შეტყობინება ან მოთხოვნა გაცემული უნდა იქნეს ქვემოთ მითითებული რეკვიზიტების გათვალისიწნებით. აღნიშნული შეტყობინება , აგრეთვე გათვალისიწნებული უნდა იქნას ანგარშსწორების დროს. ამ ხელშეკრულების რომელიმე ნაწილით სხვა რამ არ არის დადგენილი, შეტყობინება ან მოთხოვნა მიწოდებულად უნდა ჩაითვალოს შეტყობინების ან მოთხოვნის მობილურის ნომერზე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში– ფოსტაში განთავსებიდან მე–5 დღეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეტყობინება ადრესატს არ ცაბარდა:
9. მხარეთა რეკვიზიტები:
შემსრულებელი:
შპს ბესტნეტ+ ს/კ: 439864844
ს.ს „ლიბერთი ბანკი“ ბანკის კოდი:LBRTGE22
ანგარიშის № XX00XX0000000000000000
დამკვეთი ფ/პ :
პირადი ნომერი/საინდეტიფიკაციო კოდი:
საკ. პირი საკ.ტ:
დამკვეთი: ––––––––––––
დანართი N1
მიღება–ჩაბარების აქტი
შპს „ბესტნეტ+“-ის მიერ მომსახურების გაწევის შესახებ ხეშეკრულებაზე
1.1. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების გაწევის მიზნით შემსრულებელი დროებით სარგებლობაში გადასცემს და დამკვეთი იბარებს მითითებულ აპარატურას.
1.2. დამკვეთი ირებს პასუხმსგებლობას დაიცვას გარე და სხვა დაზიანებისაგან მასთან დამონტაჟებული, შემსრულებლის საკუთრებაშ მყოფი მიმღებ–გადამცემი მოწყობილობა, ხოლო დაზიანების შემთხვევაში თავად აანაზღაუროს დაზიანებული აპარატურის აღდგენის და შეცვლის ღირებულება.
1.3. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში დამკვეთი ვალდებულია დააბრუნოს მასთან დროებით სარგებლობაში არსებული შემსრულებლის მიმღებ–გადამცემი მოწყობილობა.
1.4. შემსრულებლის მიერ დამკვეთისათვის დროებით სარგებლობაში გადაცემული მიმღებ–გადამცემი მოწყობილობები:
ტექიკა/ტიპი | რაოდენობა |
ანტენის კოდი | |
ზემოთ აღნიშნულის ვადასტურებთ
დამკვეთი:
––––––––––
შემსრულებელი: