Contract
ნასყიდობის ხელშეკრულება №რფმ/
ქ. თბილისი 2017 წელი
შპს „ ჯიარ ქონების მართვა“ (საიდენტიფიკაციო კოდი 202460103), შემდგომში – “გამყიდველი”, წარმოდგენილი -------------(პირადი №------) სახით და (პირადი #/საიდენტიფიკაციო კოდი) შემდგომში – “მყიდველი”, შპს „ ჯიარ ქონების მართვა“ მიერ 2017 წლის გამოცხადებული № / ელექტრონული (ინტერნეტ) აუქციონის შედეგების საფუძველზე და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1 შპს „ ჯიარ ქონების მართვის“ მიერ ელექტრონული (ინტერნეტ) აუქციონის რეალიზება.
2. ხელშეკრულების ობიექტი
2.1 წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე ”გამყიდველი” საკუთრებაში გადასცემს ”მყიდველს” - დანართი
№1-ში მითითებულ ქონებას.
3. ხელშეკრულების ღირებულება
3.1 ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ( ) აშშ დორას (ელექტრონული აუქციონზე
“მყიდველის” მიერ ლოტზე დაფიქსირებული საბოლოო თანხა).
4. ანგარიშსწორების პირობები
4.1 ”მყიდველის” მიერ ხელშეკრულების 3.1 პუნქტში მითითებული თანხა წინასწარი ანგარიშსწორებით (გადახდილი „ბე“-ს გამოკლებით) ჩარიცხულია შპს ”ჯიარ ქონების მართვის” საბანკო რეკვიზიტებზე, რაც დასტურდება მყიდველის მიერ წარმოდეგენილი საგადახდო დავალებებით (დანართი №2);
4.2 ”მყიდველის” მიერ გადახდილი ”ბე”-ს თანხა ჩაითვლება ქონების ფასის საბოლოო ანგარიშსწორებისას.
5. გაყიდული ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
5.1 ხელშეკრულების 3.1 პუნქტში მითითებული საერთო ღირებულების სრულად დაფარვის შემდეგ ”მყიდველსა”
და ”გამყიდველს” შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი.
5.2 ”გამყიდველის” მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერაზე, უფლებამოსილი პირია,
(პირადი № ).
6. მხარეთა უფლებები და მოვალეობები
6.1 ”გამყიდველი” ვალდებულია ”მყიდველს” გადასცეს წინამდებარე ხელშეკრულების 2.1 პუნქტში განსაზღვრული ქონება;
6.2 ”მყიდველი” ვალდებულია ხელშკრულების გაფორმებისთანავე მოახდინოს ხელშკეურლების ობიექტის მიღება ”გამყიდველისაგან”;
6.3 ”მყიდველი” ვალდებულია მოახდინოს ხელშეკრულების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაცია. ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და ხელშეკრულების ასლის (2 ეგზემპლიარად) გამოთხოვის ხარჯები ანაზღაურდება „მყიდველის“ მიერ.;
6.4 „მყიდველს“ შეძენილ მიწის ნაკვეთზე ეკრძალება: საცხოვრებელი სახლის, სასტუმროს ან სხვა მსგავს საცხოვრებელ დაწესებულების, ადვილად აალებადი ან ფეთქებადი საშიში ნივთიერებების საწყობის ან ბენზინ
/გაზგასამართი სადგურების აშენება;
6.5 ”მყიდველი” ვალდებულია შეძენილ ქონებაზე, ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობის და კომუნიკაციების სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოების დაწყებამდე, შესაბამისი პროექტი შეათანხმოს სს ”საქართველოს რკინიგზას”-თან;
6.6 ”მყიდველი” ვალდებულია საქმიანობის პროცესში დაიცვას საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნები;
7. დავის გადაწყვეტა
7.1 მხარეები მიიღებენ ყველა შესაძლო ზომას, რათა მათ შორის წარმოშობილი უთანხმოება და დავა გადაწყვიტონ ურთიერთშეთანხმებით.
7.2 შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას გადაწყვეტს სასამართლო ხელშეკრულების პირობებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8. ხელშეკრულები მოქმედების ვადა
8.1 ხელშეკრულება ძალაში შედის, სანოტარო წესით დამოწმების და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ ვალდებულებების სრულ შესრულებამდე;
9. დასკვნითი დებულებები
9.1 ხელშეკრულებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანა დასაშვებია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით, რაც ფორმდება წერილობითი ფორმით;
9.2 წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ხუთი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება სანოტარო ბიუროში, ერთი მყიდველს, ორი გამყიდველს და ერთი ინახება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
9.3 წინამდებარე ხელშეკრულება არ შეიცავს რაიმე დამატებით წერილობით ან სიტყვიერ შეთანხმებას.
10. მხარეთა რეკვიზიტები
”გამყიდველი”
შპს“ ჯიარ ქონების მართვა“ ს/კ 202460103
ქ.თბილისი, თამარ მეფის №15 თიბისი ბანკი: კოდი XXXXXX00 ანგ.
XX00XX0000000000000000
ტელ.: 219 96 62; 595 03 00 08
”მყიდველი”
---------------------------
მისამართი: ------------------------------
-----------------------------------------
იურიდ. მისამართი: --------------------------
ტელ.: ---------------------------