იჯარის ხელშეკრულება N1
იჯარის ხელშეკრულება N1
ერთის მხრივ, საქართველოს ეროვნული მუზეუმი ( საიდენ. კოდი: 204468664) (შემდგომში - „მეიჯარე“), წარმოდგენილი xxxxxx xxxxxxxx მიერ და მეორეს მხრივ, ______ (საიდ. კოდი: ) (ორივე ერთად „მხარეები“), საქართველოს კანონის „სახელმწიფო ქონების შესახებ“, „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობით უფლების გადაცემის ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკციების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 10 თებრვლის N1-1/172 ბრძანებისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ პირობებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის _____ წლის შედეგების საფუძველბზე ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას (შემდგომში -ხელშეკრულება) და ვთანხმდებით შემდეგზე:
ხელშეკრულების საგანი
წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე მეიჯარე გადასცემს, ხოლო მოიჯარე იჯარის უფლებით დროებით სარგებლობაში იღებს სახელმწიფო სარგებლობაში არსებულ 1 კვ. მ. უძრავ ქონებას (შემდგომში - „საიჯარო ქონება“)
საიჯარო ქონება მდებარეობს მისამართზე: ქ. თბილისი, შ. რუსთაველის გამზ. #3 (ფაქტობრივი მისამართი ა. ფურცელაძის ქ. #3) მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 01.15.04.025.001
საიჯარო ქონება გამოყენებულ იქნას მხოლოდ ბანკომატის განთავსებისა და ფუნქციონირების მიზნით.
მხარეთა უფლება-მოვალეობანი
მეიჯარე ულფებამოსილია:
მოიჯარეს მოსთხოვოს ხელშეკრულებით ნკაისრ ვალდებულებათა განუხრელი დაცვა;
მოიჯარეს მისცეს თანხმობა მესამე პირზე უძრავი ქონების სარგებლობაში გაცემასა და უძრავი ქონების გამოყენებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.
მოითხოვოს საიჯარო ქირის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში გადახდა.
ხელშეკრულება ვადამდე მოშალოს თუ მოიჯარე დანიშნულებისამებრ არ იყენებს გადაცემულ ქონებას, ან/და არღვევს ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს. ასევე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში.
xxxxxxx xxxxxxxxxx:
წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადით მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე სარგებლობაში გადასცეს მოიჯარეს საიჯარო ქონება.
უზრუნველყოს მოიჯარის მიერ საიჯარო ქონების თავისუფლად გამოყენების შესაძლებლობა მთელი საიჯარო პერიოდის განმავლობაში.
მოიჯარე უფლებამოსილია:
მოშალოს წინამდებარე ხელშეკრულება, წინასწარი წერილობითი გაფრთხილებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
მოიჯარე ვალდებულია:
გამოიყენოს საიჯარო ქონება მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული დანიშნულებით;
წინამდებარე ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოს ბანკომატის საიჯარო ტერიტორიაზე განთავსება და მისი გამართული ფუნქციონირება.
უზრუნველყოს ბანკომატიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებისთვის სახელფასო ანგარიშებზე რიცხული თანხის, განაღდების ოპერაციების მომსახურების პროცენტის გარეშე შესრულება;
საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს ფართის შიდა კომუნიკაცია და წინამდებარე ხელშეკრულების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაცია;
მეიჯარესთან შეთანხმების გარეშე არ დაუშვას უძრავი ქონების სხვაგვარი განკარგვა, სარგებლობის უფლებით გაცემა ან იჯარის უფლების სხვაგვარად დატვირთვა;
სრულად და დროულად გადაიხადოს ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ქირა;
სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ იჯარის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ მოთხოვნის შემთხვევაში წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 კვირის ვადაში უქმდება იჯარის ხელშეკრულება და მოიჯარე ვალდებულია დაცალოს მასზე იჯარით გადაცემული ფართი;
ამ ხელშეკრულების 2.4.7. მუხლის საფუძველზე იჯარის ხელშეკრულების გაუქმება არ წამოშობს მეიჯარისთვის რაიმე სახის კომპენსაციის ან ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.
იჯარის ვადის გასვლის შემდეგ დაუბრუნოს მეიჯარეს საიჯარო ქონება ნომინალური ცვეთის გათვალისწინებით, ხოლო დაზიანების შემთხვევაში აანაზღაუროს მიყენებული ზიანი.
ანაზღაურება და მისი გადახდის და მისი გადახდის პირობები
საიჯარო ქირის ყოველთვიური ოდენობა შეადგენს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარს, დღგ-ს და კომუნალური მომსახურების ხარჯების ჩათვლით.
ყოველთვიური საიჯარო ქირის გადახდა ხდება ყოველი თვის დასრულებიდან არაუგვაინეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში უნაღდო ანგარიშსწორების წესით.
ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში მოიჯარე იხდის პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 1%-ის ოდენობით, პირგასამტეხლოს გადახდა მოიჯარეს არ ათავისუფლებს საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებისაგან.
თუ საიჯარო ქირის გადაუხდელობა ერთ თვის მანძლზე გაგრძელდა მეიჯარე უფლებამოსილია მოშალოს ხელშეკრულება, რაც არ ათავისუფლებს მოიჯარეს არსებული დავალიანების დაფარვის ვალდებულებისგან.
ხელშეკრულების ვადა
ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან.
ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება 1 (ერთ) წლით. მხარეები უფლებამოსილნი არიან ურთერთშეთანხმების საფუძველზე წერილობით ფორმით შეწყვიტონ ხელშეკრულების მოქმედება.
დავების გადაწყვეტა
წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში წამოჭრილი სადავო საკითხების გადაწყვეტა ხდება მხარეთა ურთიერთმოლაპარაკების გზით. ხოლო ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში საკითხს განიხილავს და წყვეტს სასამართლო.
დასკვნითი დებულებები
ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით;
ნებისმიერი ცვლილება ხელშეკრულებაში უნდა განხორციელდეს წერილობითი ფორმით. სიტყვიერ შეთანხმებას იურიდიული ძალა არ აქვს;
ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე. 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, თითო ეგზემპლარი ინახება მხარეებთან, ხოლო 1 ეგზემპლარი ბარდება საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურს.
ხელშეკრულების რეგისტრაციას საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურში უზრუნველყოფს მოიჯარე საკუთარი ხარჯებით.
მხარეთა რეკვიზიტები
-
მეიჯარე
სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმი
ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი:
მიმღების ანგარიში/
სახაზინო კოდი:
მოიჯარე