N102 / 03/03
ხელშეკრულება მომსახურების შესყიდვის შესახებ
N102 / 03/03
ქ. თბილისი „ 18 “ ივნისი 2019წ.
1. ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1.1 `შემსყიდველი ორგანიზაცია~ (შემდგომ `შემსყიდველი~) ნიშნავს ორგანიზაციას, რომელიც ახორციელებს შესყიდვას;
1.2 `მიმწოდებელი~ ნიშნავს იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, რომელმაც შემსყიდველთან გააფორმა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ;
1.3 `ხელშეკრულების ღირებულება~ ნიშნავს საერთო თანხას, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის;
1.4 `დღე~, `კვირა~, `თვე~ ნიშნავს კალენდარულ დღეს, კვირას, თვეს, თუ ხელშეკრულებით სხვა პირობა არ არის გათვალისწინებული.
2. ხელშეკრულების დამდები მხარეები
ერთის მხრივ, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია (საიდ/კოდი: 222729162)(შემდგომში - „შემსყიდველი”) წარმოდგენილი მუნიციპალიტეტის მერის ზაქარია ენდელაძის სახით და მეორეს მხრივ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო (შემდგომში - ,,მიმწოდებელი“) წარმოდგენილი მისი უფროსის მოადგილის xxxxx xxxxxxxxxxx სახით, მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, „ტყითსარ- გებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს #242 დადგენილებისა და მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
3. ხელშეკრულების საგანი
ხელშეკრულების საგანია კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ შემსყიდველისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა (მერქნული რესურსის აღრიცხვის მომსახურება) სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ადიგენის სატყეო უბნის, ღაღვის სატყეოში, თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისად გათვალისწინებულ 7162 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზე ხელშეკრულების მე-4 მუხლში მითითებული მოცულობისა და სავარაუდო ღირებულების ფარგლებში.
4. მომსახურების ღირებულება
4.1. 1 (ერთი) მ3 მერქნული რესურსის აღრიცხვის ღირებულება შეადგენს 3 (სამი) ლარს (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით). მომსახურების ტარიფი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით - „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N242 დადგენილებით დამტკიცებული მე-4 დანართის მე- 6 პუნქტის შესაბამისად - 3 ლარი აღრიცხულ 1 კუბურ მეტრ მერქნულ რესურსზე.
4.2 მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვრება ფაქტობრივად აღრიცხული მოცულობისა და 1 (ერთი) მ3 მერქნული რესურსის აღრიცხვის ღირებულების ერთმანეთზე ნამრავლით და დადგინდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით.
4.3. .ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს არაუმეტეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარს.
5. მომსახურების მიწოდების პირობები
5.1. მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს საქართველოს სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნების განუხრელი დაცვით.
5.2.მომსახურების მიწოდება უნდა დასრულდეს ხელშეკრულების ხელმოწერიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში.
6. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
6.1.მომსახურება ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ფაქტიურად მიწოდებული მომსახურების შესაბამისად.
6.2.მომსახურების მიწოდების მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველს მერქნული რესურსის აღრიცხვის უწყისი (დანართი 1-ის შესაბამისად).
6.3.შემსყიდველის მხრიდან სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე, მერქნული რესურსის აღრიცხვის მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილ პირად განისაზღვრება, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი გოდერძი სხირტლაძე;
6.4 მიმწოდებლის მხრიდან მომსახურების ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირი არის სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსი xxxxxx xxxxxxxxx.
7. ანგარიშსწორების პირობები
7.1 ანგარიშსწორების ფორმა იქნება უნაღდო ანგარიშსწორება ლარებში.
7.2 ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე.
7.3.ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ფაქტიურად მიწოდებული მომსახურების ღირებულების შესაბამისად.
7.4.ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის მხრიდან მომსახურების გაწევიდან არა უგვიანეს 15
კალენდარული დღისა.
8. მხარეთა ვალდებულებები
8.1. მიმწოდებელი ვალდებულია:
8.1.1. შემსყიდველს მიაწოდოს მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და უზრუნველყოს თანმხლები დოკუმენტაციის წარდგენა;
8.1.2. მიაწოდოს შემსყიდველს მომსახურება საქართველოში მოქმედი ნორმატიული ატქებისა და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.
8.1.3.კეთილსინდისიერად და მაღალპროფესიონალურ დონეზე შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება;
8.1.4. დროულად განიხილოს „შემსყიდველის“ მიერ წამოჭრილი პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ხელშეკრულების შესრულებასთან;
8.2. შემსყიდველი ვალდებულია:
8.2.1. მიმწოდებელს ჩააბაროს ტყეკაფის მონიშვნას დაქვემდებარებული ტერიტორიის გარე კონტურები.
8.2.2. დაფინანსების წყაროთი გათვალისწინებული თანხების უწყვეტი დაფარვის პირობებში უზრუნველყოს
„მიმწოდებლის“ დროული და სრული დაფინანსება.
8.2.3. დროულად განიხილოს „მიმწოდებლის“ მიერ წამოჭრილი პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ხელშეკრულების შესრულებასთან.
9. მხარეთა უფლება
9.1 მიმწოდებელს უფლება აქვს:
9.1.1 ხელშეკრულების ფარგლებში მოითხოვოს დროული და სრული ანგარიშსწორება.
9.2 შემსყიდველს უფლება აქვს:
9.2.1 აწარმოოს ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგი.
9.2.2 უარი განაცხადოს არასათანადო მომსახურების მიღებაზე.
10. ფორს-მაჟორი
10.1 ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას.
10.2 ამ მუხლის მიზნებისათვის „ფორს-მაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემსყიდველისა და/ან მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეულ იქნეს ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით, დაფინანსების წყაროს მკვეთრი შემცირებით და სხვა.
10.3 ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
11. ხელშეკრულების პირობების და ფასების გადასინჯვა
11.1 თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია. ამავე დროს შემსყიდველი არ არის ვალდებული წარუდგინოს მიმწოდებელს რაიმე მტკიცებულებანი იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლის გამოც წარმოიშვა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა.
11.2 წინამდებარე ხელშეკრულების ფასების შეცვლა დასაშვებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
11.3 ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს „შეთანხმების“ სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
12. სადაო საკითხების გადაწყვეტა
12.1 შემსყიდველმა და მიმწოდებელმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა შეთანხმებით მოაგვარონ ყველა უთანხმოება და დავა, წარმოქმნილი მათ შორის ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული სხვა კომპონენტის ირგვლივ.
12.2 თუ შემსყიდველი და მიმწოდებელი ვერ შეძლებენ სადაო საკითხის შეთანხმებით მოგვარებას, ნებისმიერ მხარეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესის მიხედვით მიმართოს საქართველოს სასამართლოს.
13. ხელშეკრულების შესრულების შეფერხება
თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ ათი დღის ვადაში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება, აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის (შეთანხმების) გზით.
14. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
14.1.ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების ან შეუსრულებლობის შემთხვევაში მხარეებს ეკისრებათ პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,07%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
14.2 საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს მხარეებს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
14.3 იმ შემთხვევაში, თუ დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 2%-ს, მეორე მხარეს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება.
15. ხელშეკრულების შეწყვეტა
15.1 ხელშეკრულება შეიძლება შეწყვეტილ იქნეს:
15.1.1 მხარეთა შეთანხმებით;
15.1.2 ხელშეკრულების 14.3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
15.1.3 საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
16. ინსპექტირების პირობები
16.1 ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლს განახორციელებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი გოდერძი სხირტლაძე;
16.2. წინამდებარე ხელშეკრულების 16.1. პუნქტით გათვალისწინებული პირის ფუნქციებია: 16.2.1.მიწოდებული მომსახურების მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
16.2.2. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება;
16.2.3 საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელება.
17. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერისთანავე და მოქმედებს ორივე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების საბოლოო შესრულებამდე.
18. განსაკუთრებული პირობები
18.1 ხელშეკრულება შედგენილია 1 ელექტრონულ ეგზემპლარად.
18.2ხელშეკრულების ელექტრონული ეგზემპლარი ინახება როგორც ,,შემსყიდველთან“, ასევე
,,მიმწოდებელთან’’.
xxxxxxx xxxxxxxx
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი
15:14:14 +04'00'
MUNICIPALITY Date: 2019.06.18
Digitally signed by ADIGENI MUNICIPALITY
ADIGENI
„შემსყიდველი“
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია;
მის: ადიგენი დ.ადიგენი, xxxxx xxxxx ქ.N5; ტელ: (x000 )0000000000;
საიდ/კოდი: 222729162;
სახელმწიფო ხაზინა, კოდი: TRESGE22, ;
ა/ა: XX00XX0000000000000000.
xxxxx xxxxxxxxxx
xxxxxxxxx უფროსის მოადგილე
+04'00'
Forestry Agency Date: 2019.06.18 14:15:07
Digitally signed by LEPL National Forestry Agency
LEPL National
„მიმწოდებელი“
ს.ს.ი.პ ეროვნული სატყეო სააგენტო მის. გ. გულუას ქ. N 6
საიდ/კოდი: N 204578581
xxx: (x000 00) 0 00 00 00
საბანკო რეკვიზიტები:
მიმღების ბანკი-სახელმწიფო ხაზინა მიმღების დასახელება-ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი -TRESGE22
სახაზინო კოდი /ანგარიში N707367499
დანართი 1
სახელმწიფო ტყის ფონდიდან ფართობის კორექტირებისას (ამორიცხვისას), ან და სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისას მერქნული რესურსის აღრიცხვის უწყისი
1.ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ტერიტორიული ორგანო--------------------------------------------------
2.სატყეო უბანი ; 3.სატყეო ;
4.კვარტალი N---------; 5.ლიტერი (ლიტერები) N-----------; ან მიმდებარე ყოფილი საკოლმეურნეო
ტყე; 6.ფერდობის დაქანება--------------. 7. ფართობი ;
7.აღრიცხვას დაქვემდებარებული 8სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის მერქნული რესურსის რაოდენობა
(ცალებში) მოცულობა (კბმ) დიამეტრებისა და მერქნული რესურსის სახეობების მიხედვით
N | სახეობა | ტაქსაციური დიამეტრი (სმ) | რაოდენობა (ცალი) | მოცულობა (კბმ) | შენიშვნა |
1 | 2 | 3 | 3 | 4 | 5 |
სულ სახეობების მიხედვით |
განმარტება: მოცულობაში იანგარიშება მერქნული რესურსის ღეროს მოცულობას დამატებული შეშა ვარჯიდან. შეშა ვარჯიდან იანგარიშება ფოთლოვანი ხეებისათვის (გარდა თხმელის, აკაციის და წყავის) ღეროს მოცულობის (ქერქით) 10%, ხოლო წიწვიანი ხეებისათვის ღეროს მოცულობის (ქერქით) 5%.
8. გარდა ამისა 8 სმ-ზე ნაკლები ტაქსაციური დიამეტრის მერქნული რესურსის საორიენტაციო მოცულობა სახეობების მიხედვით
9.სულ აღრიცხვას დაქვემდებარებული მერქნული რესურსის მოცულობა (კბმ)
10. აღრიცხვის უწყისი შეადგინა (თანამდებობა, სახელი, გვარი)------------------------------------------------------
;
ხელმოწერა
შენიშნვა: აღიცხვის უწყისის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ტყის ფონდის კორექტირებას (ამორიცხვას) ან/და სპეციალური დანიშნულებით სარგებლობას დაქვემდებარებული ფართობის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მისი ელექტრონული ვერსია (შეიპფაილი).