სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N02/10
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N02/10
ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ეკვივალენტური სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა 26 02 02
გამარტივებული შესყიდვა
ქ. თბილისი 5 თებერვალი 2019 წელი
ერთი მხრივ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-სპეციალური პენიტენციური სამსახური (შემდგომში „შემსყიდველი“) წარმოდგენილი ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის - xxxxx xxxxxxxxxxxxx სახით და მეორე შპს ,,ვივამედი“ (შემდგომში ,,მიმწოდებელი") წარმოდგენილი დირექტორის - მირვარ მურადოვის სახით, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის N2482 განკარგულების საფუძველზე ვდებთ ხელშეკრულებას შემდეგზე: (SMP180002422, 2019 წლის 5 თებერვლის N01/27588 მოხსენებითი ბარათი).
1. ხელშეკრულების საგანი
1.1. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს პენიტენციურ დაწესებულებებში/სისტემაში განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთათვის (შემდგომში - „ბრალდებული/მსჯავრდებული“) გადაუდებელი, გეგმიური სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობის, წინასაოპერაციო გამოკვლევებისა და სტაციონარში ყოფნისას ლაბორატორიული და სხვა საჭირო მომსახურების შესყიდვა. (CPV კოდი - 85100000 - ჯანდაცვის სფეროს მომსახურებები).
2. შესყიდვის ობიექტი
2.1. შესყიდვის ობიექტია პენიტენციურ დაწესებულებებში/სისტემაში (შემდგომ ტექსტში - ,,პენიტენციური დაწესებულება“) განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთათვის გადაუდებელი, გეგმიური სტაციონარული, ასევე, ამბულატორიული ტიპის სამედიცინო მომსახურების გაწევა.
3. ხელშეკრულების საერთო ღირებულება
3.1. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს: 10 000.00 ლარს (ათი ათასი ლარი და 00 თეთრი).
3.2. შესყიდვის ობიექტის პრეისკურანტის ჯამური ღირებულება შეადგენს: 1 119 976.85 ლარს (ერთი მილიონ ას ცხრამეტი ათას ცხრაას სამოცდათექვსმეტი ლარი და 85 თეთრი).
3.3. შესყიდვის ობიექტის ერთეულის ფასები განსაზღვრულია დანართი N1-ით, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
3.4. ხელშეკრულების 3.1. და 3.2 პუნქტებში აღნიშნულ თანხაში შედის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი გადასახადი.
4. მომსახურეობის ხარისხი და გარანტია
4.1. მიმწოდებელი იძლევა გარანტიას დროული, ადეკვატური, კვალიფიციური და ხარისხიანი მომსახურების გაწევის შესახებ.
4.2. მიმწოდებელმა მომსახურება უნდა გასწიოს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 12 კმ 14/470
- შპს ,,ვივამედი“.
5. მომსახურების მიღება-ჩაბარების წესი
5.1. მომსახურების მიღება ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ, კერძოდ:
ა) გადაუდებელი, გეგმიური სტაციონარული ტიპის სამედიცინო მომსახურების გაწევის შემთხვევაში:
მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველთან წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
გამარტივებული ანგარიშფაქტურა (ინვოისი), ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა 100), დანართი N2 და მიღება-ჩაბარების აქტის პროექტი.
ბ) გადაუდებელი, გეგმიური ამბულატორიული ტიპის სამედიცინო მომსახურების გაწევის შემთხვევაში:
მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველთან წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
გამარტივებული ანგარიშფაქტურა (ინვოისი), გაწეული მომსახურების ჩამონათვალი განფასებით/კალკულაცით, მიღება-ჩაბარების აქტის პროექტი და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა 100). (ფორმა 100 - შესაძლოა არ იქნეს წარმოდგენილი სადიაგნოსტიკო მომსახურების მიწოდების შემთხვევაში.)
5.1.1. სამედიცინო დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევაში, მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდეს მხოლოდ ხელშეკრულების 7.1. პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სსიპ - სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დადებითი დასკვნის საფუძველზე.
5.2. იმ შემთხვევაში, როდესაც ანგარიშსწორება ხდება ისეთი სამედიცინო მომსახურების გაწევისას, რომელიც 6.3, 6.4 და 6.5 პუნქტებითაა გათვალისწინებული, ზემოაღნიშნულ დოკუმენტაციასთან ერთად დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს დეტალური კალკულაცია.
5.3. მიღება-ჩაბარების აქტის პროექტი და საჭირო დოკუმენტაცია მიმწოდებელმა უნდა წარუდგინოს შემსყიდველს (სამედიცინო დეპარტამენტს) ყოველთვიურად, არაუგვიანეს შესრულებული სამუშაოს თვის (საანგარიშო თვე) მომდევნო თვის 15 რიცხვისა, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, xxxxxxx xxxxxxxxx 83ა.
5.4. მიღება-ჩაბარების აქტს შემსყიდველის მხრიდან ხელს აწერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული პირი, ხოლო მიმწოდებლის მხრიდან დირექტორი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი.
5.5. სამედიცინო დეპარტამენტის სპეციალიზირებული სამედიცინო სერვისების სამმართველოს (შემდგომში - სამმართველო) მოსამსახურე, ამ ხელშეკრულების 5.1 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ ხელშეკრულებით დადგენილ პირობებთან (წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას პაციენტისთვის მიწოდებულ სამედიცინო მომსახურებასთან) და ამავე ვადაში უზრუნველყოფს მიღება-ჩაბარების აქტის პროექტის წარდგენას უფლებამოსილი პირისთვის. მიღება-ჩაბარების აქტის პროექტს ამ ხელშეკრულების 5.4 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი ხელს აწერს მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
5.6. სამმართველოს მოსამსახურე ამ ხელშეკრულების 5.5. პუნქტით განსაზღვრული შემოწმების განხორციელებისას, ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენისას მიმწოდებელს წერილობით განუსაზღვრავს 7 სამუშაო დღიან ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. აღნიშნულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, გაწეული მომსახურების ღირებულება არ ანაზღაურდება. ასევე არ ანაზღაურდება შემთხვევა, როდესაც მიმწოდებლის მიერ ხარვეზის გასწორების შემდგომ დაფიქსირდა ახალი ხარვეზი, გარდა ისეთი ხარვეზისა, რაც არ ყოფილა შემსყიდველის მხრიდან აღმოჩენილი პირველადი დახარვეზების დროს, რისთვისაც განუსაზღვრავს 3 სამუშაო დღიან ვადას. სამმართველო 7 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს ხელახლა წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას.
5.7. სამმართველოს მოსამსახურე ამ ხელშეკრულების 5.5. პუნქტით განსაზღვრული შემოწმების განხორციელებისას არატექნიკური ხასიათის დარღვევის აღმოჩენისას, წერილობით ინფორმაციას აწვდის ინსპექტირების ჯგუფს შემდგომი რეაგირებისათვის, რომლის აქტის საფუძველზე შემსყიდველი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებასა და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით.
6. ანგარიშსწორების პირობები
6.1. ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეროვნულ ვალუტაში.
6.2. ანგარიშსწორება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ განხორციელდება დანართი N1-ით განსაზღვრული პრეისკურანტის ფასების შესაბამისად.
6.3. დანართი N1-ით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების გაწევის მომენტში ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად ანაზღაურდება კონსერვატიული მკურნალობის კურსისთვის განკუთვნილი მედიკამენტების და მათთან დაკავშირებული სამედიცინო სახარჯი მასალების ღირებულება.
6.4. დანართი N1-ით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების გაწევის მომენტში ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად ანაზღაურდება გამოყენებული იმპლანტებისა და ქიმიური თერაპიის კურსისთვის განკუთვნილი მედიკამენტების და მათთან დაკავშირებული სამედიცინო სახარჯი მასალების ღირებულება.
6.5. დანართი N1-ით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების გაწევის მომენტში ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად ანაზღაურდება არასრული სამედიცინო შემთხვევები, მაგრამ არაუმეტეს დანართი N1 განსაზღვრული პრეისკურანტის ფასისა.
6.6. სამედიცინო დაწესებულების მხრიდან ერთდროულად ორი ან მეტი ნოზოლოგიის მკურნალობისას ანაზღაურდება ძირითადი ნოზოლოგიის ღირებულება სრულად, ხოლო დამატებითი ნოზოლოგიების ღირებულება მათი საწყისი ღირებულების 50%-ის ოდენობით, გარდა კრიტიკული მდგომარეობისა.
6.7. ანგარიშსწორება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ განხორციელდება მიმწოდებლის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან: 10 სამუშაო დღის ვადაში.
6.8. დაფინანსების წყარო: სახელმწიფო ბიუჯეტი.
7. მხარეთა უფლება-მოვალეობანი
7.1. შემსყიდველს უფლება აქვს:
ა) შეამოწმოს, სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არსებული სამედიცინო მომსახურების განფასების შესაბამისობა და მითითებული ფასების თანხვედრა ხელშეკრულების დანართი N1-ში მითითებულ ფასებთან მიმართებაში, ასევე რამდენად სათანადოდ იქნა მომსახურება გაწეული სამედიცინო დაწესებულების მიერ, როგორც მომსახურების გაწევის დროს, ისე ამ ხელშეკრულების მოქმედებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ურთიერთვალდებულებების არსებობის პერიოდში ნებისმიერ დროს.
ბ) არ აუნაზღაუროს მიმწოდებელს გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება, იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ დოკუმენტაცია არ იქნა წარმოდგენილი ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად, საანგარიშგებო თვის დასრულებიდან 2 თვის ვადაში;
გ) სამედიცინო დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევები რევიზიის მიზნით გადაუგზავნოს სსიპ - სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, რომლის დასკვნის საფუძველზეც განხორციელდება ჩატარებული სამედიცინო მომსახურების თანხის ანაზღაურება ან/და ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნების საკითხი;
დ) უზრუნველყოს მისი თანამშრომლების მიერ სამედიცინო დაწესებულებაში არსებული წესების დაცვა, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
7.2. შემსყიდველი ვალდებულია:
ა) მოახდინოს ანგარიშსწორება მიმწოდებელთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად; ბ) სამედიცინო დაწესებულებაში უზრუნველყოს მიმწოდებლისა და მესამე პირების უსაფრთხოების დაცვა, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში, მათ შორის, ბრალდებულის/მსჯავრდებულისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევის დროს.
7.3. მიმწოდებელს უფლება აქვს:
ა) მოსთხოვოს შემსყიდველს გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით;
ბ) უარი თქვას მომსახურების გაწევაზე, თუ კონკრეტულ შემთხვევაში არ ექნება სათანადო რესურსი სამედიცინო მანიპულაციის განსახორციელებლად (აღნიშნული ფაქტის დადგომის შემთხვევაში, მიმწოდებელი წერილობით დაუდასტურებს შემსყიდველს მითითებულ ფაქტს 3 სამუშაო დღის ვადაში).
7.4. მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) ხელშეკრულების ძალაში შესვლის მომენტიდან, უზრუნველყოს მომსახურების გაწევა შემსყიდველის მოთხოვნისთანავე;
ბ) მომსახურება გასწიოს ხელშეკრულების თავში მითითებული თარიღიდან 2019 წლის 31 დეკემბრის
ჩათვლით;
გ)ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შემსყიდველის მოთხოვნისთანავე, გაუწიოს პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს პროფილის ფარგლებში სპეციალისტის საკონსულტაციო, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევების, ამბულატორიული მკურნალობის, გადაუდებელი და გეგმიური სტაციონარული მკურნალობის, წინასაოპერაციო გამოკვლევების და სტაციონარში ყოფნისას საჭირო სხვა სამედიცინო მომსახურება, რომელიც არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით;
დ) მომსახურება გაუწიოს შემსყიდველს, ხელშეკრულებით და დანართი N1-ით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;
ე) მომსახურების გაწევისას დაიცვას ხელშეკრულებით და დანართი N1-ით გათვალისწინებული ყველა პირობა; ვ) გამოკვლევის ჩასატარებლად მიყვანილ ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამედიცინო მომსახურება/გამოკვლევა გაუწიოს ურიგოდ, ყოველგვარი შეფერხების გარეშე, ბრალდებულის/მსჯავრდებულის და სხვა პირთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამასთან, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისას, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი პირის გამოყოფა, რომელიც დაეხმარება საბადრაგო სამსახურს სამედიცინო დაწესებულებაში დაუბრკოლებლად გადაადგილებასა და ბრალდებულის/მსჯავრდებულისთვის დროული სამედიცინო მომსახურების გაწევის ორგანიზებაში;
ზ) ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების (გაწერის) შემდგომ პერიოდში, მედიკამენტების დანიშვნის დროს უპირატესად იხელმძღვანელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 22 აპრილის N31 ბრძანებით დამტკიცებული „პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის ბაზისური მედიკამენტების ნუსხით“; სხვა მედიკამენტის დანიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ შედის აღნიშნულ ნუსხაში, შემსყიდველს უფლება აქვს, მიმწოდებელს მოსთხოვოს წერილობითი დასაბუთება ამ მედიკამენტის დანიშვნის აუცილებლობის თაობაზე.
თ) მიმწოდებელი ვალდებულია, ბრალდებულის/მსჯავრდებულისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევისთანავე შეადგინოს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად და დალუქული ფორმით გაუგზავნოს პენიტენციური დაწესებულების მთავარ ექიმს, საბადრაგო სამსახურის მეშვეობით;
ი) მიმწოდებელი ვალდებულია, ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების გაწევისთანავე ან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა,
გაწეული მომსახურების შესახებ ინფორმაცია, (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100ა)) ელექტრონული ფორმით გაუგზავნოს შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების მთავარ ექიმს დანართ N3-ში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, ხოლო ჩატარებული კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების პასუხები - მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა;
კ)მიმწოდებელი ვალდებულია, ისეთი სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებლობისას, რომელიც დანართი N1- ით არ იქნება განსაზღვრული უზრუნველყოს შემსყიდველისათვის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (xxxxxxx@xxxxxxx.xxx.xx) აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება მომსახურების გაწევისთანავე ან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. შემსყიდველის მხრიდან აღნიშნული გარემოების დადასტურება განხორციელდება შეტყობინების მიღების დღესვე;
ლ) ხელშეკრულების შესრულების პროცესში წამოჭრილ გაუთვალისწინებელ ხელშემშლელ გარემოებებთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გაუგზავნოს შემსყიდველს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ;
მ) განახორციელოს ხელშეკრულების ფარგლებში გახარჯული თანხისა და ნაშთის კონტროლი და აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოს შემსყიდველს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (xxxxxxx@xxxxxxx.xxx.xx);
ნ) ხელი შეუწყოს შემსყიდველის თანამშრომლების მიერ უფლება-მოვალეობების შესრულებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ბრალდებული/მსჯავრდებულის მიერ გაქცევის, თვითდაზიანების ან სხვა სამართალდარღვევის ჩადენის რისკი.
8. მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევისას
8.1. მომწოდებლის მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთათვის გადაუდებელი, გეგმიური სტაციონარული და მიმწოდებლის მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთათვის გადაუდებელი, გეგმიური სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობის, წინასაოპერაციო გამოკვლევებისა და სტაციონარში ყოფნისას ლაბორატორიული და სხვა საჭირო მომსახურების შეუსრულებლობის ან/და ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების ან/და მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო კონკრეტულ შემთხვევაში გასაწევი/გაწეული მომსახურების 20 %-ის ოდენობით.
8.2. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების 5.3 პუნქტში მითითებული ვადის დარღვევის შემთხვევაში ეკისრება პირგასამტეხლო კონკრეტულ შემთხვევაში გასაწევი/გაწეული მომსახურების 10 %-ის ოდენობით.
8.3. მიმწოდებლის მხრიდან სამედიცინო დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემების მითითების შემთხვევაში (გარდა
5.6. პუნქტით განსაზღვრული ტექნიკური ხარვეზისა), მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო
გაწეული/გასაწევი მომსახურების ეპიზოდის 10 %-ის ოდენობით.
8.4. იმ შემთხვევაში, თუ პირგასამტეხლოს ჯამური თანხა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 10%-ს, მხარეებს უფლება აქვთ შეწყვიტონ ხელშეკრულება.
9. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
9.1. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების თავში მითითებული თარიღიდან 2020 წლის 31 მარტის ჩათვლით, ხოლო ხელშეკრულების 5.1.1, 6.7 და 7.1 „გ“ ქვეპუნქტებით, ასევე მე-8 მუხლთან მიმართებაში ხელშეკრულება მოქმედებს (ძალაშია) 7.1. „გ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული სსიპ - სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დასკვნის მიღებიდან 3 თვის ვადით.
9.2. ხელშეკრულების მოქმედება ვრცელდება, როგორც ხელშეკრულების ფარგლებში დაწყებულ, ისე ხელშეკრულების ფარგლებში დაწყებულ და დასრულებულ, ასევე, ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებულ შემთხვევებზე.
10. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა და ცვლილებების შეტანა
10.1. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში დაუშვებელია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა.
10.2. ხელშეკრულების დამდებ არც ერთ მხარეს არ აქვს უფლება ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულების პირობები.
10.3. ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილება დაიშვება მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმებით.
10.4. თუ ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა წარმოიშობა წინასწარგაუთვალისწინებელი მიზეზების გამო, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს ნებისმიერი ინფორმაცია ცვლილების შესახებ. ცვლილება ხელშეკრულებაში შეტანილად ჩაითვლება ორივე მხარის მიერ ხელშეკრულების ცვლილებაზე/შეთანხმებაზე ხელმოწერის დღიდან.
10.5. ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს „შეთანხმების“ სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
11. დაუძლეველი ძალა (ფორს-მაჟორი)
11.1. მხარეები არ არიან პასუხისმგებელნი თავიანთი ვალდებულების სრულ ან ნაწილობრივ შეუსრულებლობაზე, თუ ეს შეუსრულებლობა გამოწვეულია ისეთი გარემოებებით, როგორიცაა წყალდიდობა, ხანძარი, მიწისძვრა და სხვა სტიქიური მოვლენები, აგრეთვე ომები, საომარი მოქმედებები, საქონლის ან/და მომსახურების მიწოდებაზე ემბარგოს დაწესება, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცრება, თუ ისინი უშუალო ზემოქმედებას ახდენენ ხელშეკრულების შესრულებაზე, ხელშეკრულების შესრულების ვადა გადაიწევს შესაბამისი დროით, გარემოებათა დასრულების შემდეგ.
11.2. ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, პირველი შესაძლებლობისთანავე უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობის მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებებისაგან.
11.3. თუ სახელშეკრულებო ვალდებულებების მთლიანი ან ნაწილობრივი შეუსრულებლობის პირობები გაგრძელდა
„11.1“ პუნქტიდან გამომდინარე სამ თვეზე მეტ ხანს, მხარეებს უფლება აქვთ შეწყვიტონ ხელშეკრულების მოქმედება, კომპენსაციის უფლების მოთხოვნის გარეშე.
11.4. ფორს-მაჟორული გარემოების არსებობა დადასტურებული უნდა იყოს საამისოდ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს/ორგანოების მიერ.
12. ხელშეკრულების ინსპექტირების პირობები
12.1. მომსახურების გაწევის შემდეგ (ან შესრულების პარალელურად) შემსყიდველი უფლებამოსილია განახორციელოს გაწეული მომსახურების ინსპექტირება, გარდა გაწეული სამედიცინო მომსახურეობის ხარისხისა.
12.2. ინსპექტირების განხორცილების შემდგომ დგება ინსპექტირების აქტი. ინსპექტირების აქტში მითითებული უნდა იყოს გაწეული მომსახურების დასახელება, ღირებულება, ინსპექტირებისას აღმოჩენილი დარღვევები.
12.3. ინსპექტირებისას გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, შემსყიდველი აცნობებს მიმწოდებელს გამოვლენილი დარღვევების შესახებ, რომელიც ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღმოფხვრას დარღვევა საკუთარი ხარჯით.
12.4. ინსპექტირების აქტის საფუძველზე თუ არსებობს ვარაუდი სამედიცინო მომსახურების უხარისხოდ გაწევასთან დაკავშირებით, შემსყიდველს უფლება აქვს, ინფორმაცია მიაწოდოს სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მიმართოს სსიპ - აკად. ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, ექსპერტიზის ხარჯებს ანაზღაურებს მიმწოდებელი.
12.5. ხელშეკრულებაზე ინსპექტირების განმახორციელებელი პირების ვინაობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება- სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით.
13. ხელშეკრულების შეწყვეტა
13.1. შემსყიდველი უფლებამოსილია მთლიანად ან ნაწილობრივ შეწყვიტოს ხელშეკრულება მიმწოდებლისათვის წერილობითი შეტყობინების შემდეგ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) მიმწოდებელს არ შეუძლია შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულება;
ბ) შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
გ) მიმწოდებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს არღვევს სისტემატიურად; დ) ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძველზე.
13.2. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
13.3. მიმწოდებელი უფლებამოსილია ცალმხრივად, 14 დღით ადრე წერილობითი შეტყობინების საფუძველზე შეწყვიტოს ხელშეკრულება იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დააზიანებს მის ახლად გამოვლენილ ინტერესებს.
13.4. ხელშეკრულების ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულების შესრულებისაგან.
14. დავები და მათი გადაწყვეტის წესი
14.1. ხელშეკრულების შესრულებისას მხარეთა შორის წამოჭრილი დავები ან აზრთა სხვადასხვაობა შესაძლებელია გადაწყვეტილ იქნეს მოლაპარაკების გზით.
14.2. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ სასამართლოს კანონმდებლობის შესაბამისად.
15. ხელშეკრულების სხვა პირობები
15.1. მხარეები აუნაზღაურებენ ერთმანეთს მიყენებულ ზიანს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
15.2. არც ერთ მხარეს არ აქვს უფლება გადასცეს მესამე პირს თავისი უფლებები და მოვალეობები მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე.
15.3. მესამე პირთან ურთიერთობაში მხარეები მოქმედებენ თავიანთი სახელით, ხარჯებითა და რისკით.
15.4. ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი საკითხები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
15.5. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ერთ ეგზემპლარად, რომელიც ინახება შემსყიდველთან. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
15.6. წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ძალაშია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის იქნება წერილობითი ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი მხარეთა მიერ.
16. მხარეთა რეკვიზიტები
შემსყიდველი | მიმწოდებელი |
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-სპეციალური პენიტენციური სამსახური მის: ქ. თბილისი, ზ. xxxxxxxxxxx ქ.N27, საიდენტიფიკაციო კოდი: 205360223, სახელმწიფო ხაზინა კოდი: TRESGE22, ა/ა XX00XX0000000000000000 | შპს ,,ვივამედი“ მის: ქ.თბილისი, xxxxx xxxxxxxxxxxx ხეივანი, მე-12 კმ., ნაკვეთი 14/470 საიდენტიფიკაციო კოდი: 404879663 სს ,,საქართველოს ბანკი“ ბანკის კოდი: XXXXXX00 ანგარიშის ნომერი: XX00XX0000000000000000 |
ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი | დირექტორი |
/იულია ტყეშელაშვილი/ | /მირვარი მურადოვი/ |
დანართი 1
პრეისკურანტი შპს ,,ვივამედი“
ხელოვნური კოდი | დასახელება | ფასი |
0000000010 | /-/ცხელება -/--/- რომელიც არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას -/- 0-5 ასაკის ბავშვებში | 112,50 |
0000000014 | -/- კანის აბსცესი, ფურუნკული და კარბუნკული -/--/--/- წარმონაქმნის გაკვეთა და სანაცია | 129,80 |
0000000015 | -/- ფრჩხილისა და მიმდებარე ქსოვილის ანთებითი ავადმყოფობები -/--/--/- ქირურგიული დამუშავება, შეხვევა, მედიკამენტები | 117,30 |
0000000018 | -/- ასციტი -/- R18 -/- ლაბორატორიული კვლევა, სითხის ევაკუაცია | 166,50 |
0000000020 | -/- პათოლოგიური სისხლდენა საშვილოსნოდან და საშოდან -/--/--/- სისხლის ს/ა, ულტრაბგერითი კვლევა | 142,50 |
0000000021 | -/- უცხო სხეული თვალის გარეთა ნაწილში -/--/--/--/- | 63,80 |
0000000022 | -/- რბილ ქსოვილებში დარჩენილი უცხო სხეული -/--/--/--/- | 110,00 |
0000000023 | -/- დაკვირვება როცა ეჭვია გადაყლაპული ნივთიერების ტოქსიურ ზემოქმედებაზე -/--/--/--/- | 166,50 |
0000000024 | -/- სითბოს დაკვრა და მზის დაკვრა -/--/--/--/- | 126,30 |
0000000029 | -/- ჰიდროთორაქსი (გულის უკმარისობის და ონკოლოგიური პათოლოგიების დროს) -/--/- რომელიც არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას -/- სისხლის ს/ა, რენტგენოგრაფია, ულტრაბგერითი კვლევა, სითხის ევაკუაცია | 161,30 |
0000000030 | -/- შარდის ბუშტის კათეტერიზაცია (კათეტერის შეცვლა) -/--/--/--/- | 47,50 |
0000000031 | -/- ტრავმის შემდგომი პერიოდი -/- გადაუდებელი ამბულატორიის ფარგლებში გაწეული ტრავმატოლოგიური დახმარების შემდგომ პერიოდში -/--/- კონსულტაცია, რენტგენოგრაფია, საჭიროების შემთხვევაში ფიქსაცია | 90,00 |
0000000033 | -/- შეხვევა/გადახვევა (1 პროცედურა) -/- თერმული, ქიმიური და ელექტროკონტაქტური დაზიანება (დამწვრობა, მოყინვა) 3%-მდე -/--/--/- | 36,80 |
0000000034 | -/- შეხვევა/გადახვევა (1 პროცედურა) -/- თერმული, ქიმიური და ელექტროკონტაქტური დაზიანება (დამწვრობა, მოყინვა) 4- 6% მდე -/--/--/- | 38,30 |
0000000035 | -/- შეხვევა/გადახვევა (1 პროცედურა) -/- თერმული, ქიმიური და ელექტროკონტაქტური დაზიანება (დამწვრობა, მოყინვა) 6- 10% მდე -/--/--/- | 46,30 |
0000000036 | -/- შეხვევა/გადახვევა (1 პროცედურა) -/- თერმული, ქიმიური და ელექტროკონტაქტური დაზიანება (დამწვრობა, მოყინვა) 10%-ის ზევით -/--/--/- | 57,50 |
0000000039 | -/- 1 სისტემის კომპიუტერული ტომოგრაფია კონსტრასტის გარეშე -/--/--/--/- | 120,00 |
0000000040 | -/- 1 სისტემის კომპიუტერული ტომოგრაფია კონსტრასტით -/--/--/--/- | 200,00 |
0000000043 | -/- ფლეგმონა -/- L03 -/--/- | 160,00 |
0000000044 | გულისრევა და პირღებინება-/- 0-5 წლის ასაკის ბავშვებში | 92,50 |
ურგენტული ამბულატორია | ||
ხელოვნური კოდი | დასახელება | ფასი |
1000000001 | -/- I დონის ტრავმატოლოგიური დახმარება -/- -/- მოტეხილობა ცდომის გარეშე / ამოვარდნილობა / კუნთების და მყესების ნაწილობრივი დაზიანებები -/- მოტეხილობის რენტგენოლოგიური კვლევა, იმობილიზაცია / ჩაყენება | 72,50 |
1000000002 | -/- II დონის ტრავმატოლოგიური დახმარება -/- -/- მოტეხილობა ცდომით / ამოვარდნილობა / კუნთების და მყესების ნაწილობრივი დაზიანებები -/- მოტეხილობის რენტგენოლოგიური კვლევა, რეპოზიცია ან ჩასწორება დახურული წესით, | 102,30 |
1000000004 | -/- IV დონის ტრავმატოლოგიური დახმარება -/- -/- სახის ძვლების მოტეხილობები -/- მოტეხილობის რენტგენოლოგიური კვლევა, რეპოზიცია | 186,30 |
1000000005 | -/- I დონის ქირურგიული დახმარება -/- -/- ზედაპირული ტრავმა და მცირე ზომის ღია ჭრილობები -/- ჭრილობის ქირურგიული დამუშავება, შეხვევა, მედიკამენტები | 42,80 |
1000000006 | -/- II დონის ქირურგიული დახმარება -/- -/- საშუალო ზომის ან ორი ან მეტი მცირე ზომის ჭრილობა -/- ჭრილობის ქირურგიული დამუშავება, გაკერვა, მედიკამენტები | 66,30 |
1000000007 | -/- III დონის ქირურგიული დახმარება -/- -/- დიდი ზომის ჭრილობები ან კომბინირებული ჭრილობები და /ან მყესთა დაზიანება -/- ჭრილობის ქირურგიული დამუშავება, გაკერვა, მედიკამენტები | 115,00 |
1000000008 | -/- IV დონის ქირურგიული დახმარება -/- -/- სახის არის ღია ჭრილობები (ძვლების დაზიანების გარეშე) -/- | 152,50 |
1000000009 | -/- უცხო სხეული -/- -/- ზედა სასუნთქ გზებში, ყურში სასმენ ხვრელში, საჭმლის მომნელებელ სისტემაში -/- | 60,00 |
1000000010 | -/- თერმული, ქიმიური და ელექტროკონტაქტური დაზიანება (დამწვრობა, მოყინვა) -/- -/- რომელიც არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას -/- დაზიანებული უბნის ქირურგიული დამუშავება - ნეკროტომია, შეხვევა | 87,50 |
1000000011 | -/- ცხვირიდან სისხლდენა -/- -/- -/- ტამპონადა (გარდა უკანა ტამპონადისა) | 40,50 |
1000000016 | თერმული, ქიმიური და ელექტროკონტაქტური დაზიანება (დამწვრობა, მოყინვა) 3%-მდე -/- რომელიც არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას -/- დაზიანებული უბნის ქირურგიული დამუშავება / შეხვევა | 59,80 |
1000000017 | თერმული, ქიმიური და ელექტროკონტაქტური დაზიანება (დამწვრობა, მოყინვა) 4-6% მდე -/- რომელიც არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას -/- დაზიანებული უბნის ქირურგიული დამუშავება / შეხვევა | 70,00 |
1000000018 | თერმული, ქიმიური და ელექტროკონტაქტური დაზიანება (დამწვრობა, მოყინვა) 6-10% მდე -/- რომელიც არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას -/- დაზიანებული უბნის ქირურგიული დამუშავება / შეხვევა | 80,00 |