Contract
ნასყიდობის ხელშეკრულება №
ქ. თბილისი ”------” 2014 წელი
ერთის მხრივ, სს ”საქართველოს რკინიგზა ” (საიდენტიფიკაციო №202886010), შემდგომში- ”გამყიდველი”, წარმომადგენელი მისი ფილიალ „სატვირთო გადაზიდვების“ დირექტორის xxxxxx xxxxxxxxxxxxx სახით და მეორეს მხირვ ------------------------------
(საიდენტიფიკაციო --------------), შემდგომში ”მყიდველი”, წარმომადგენელი მისი ----------------
სს ”საქართველოს რკინიგზის” დირექტორთა საბჭოს ------- წლის ----- № დადგენილების,
სს ”საქართველოს რკინიგზის” სამეთვალყურეო საბჭოს -------წლის --------- № სხდომის
ოქმის, სს საქართველოს რკინიგზის~-ს მიერ 2014 წლის -------- გამოცხადებული №-------
ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ-აუქციონი) შედეგების საფუძველზე და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვდებთ წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1. სს ”საქართველოს რკინიგზის” მიერ ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ-აუქციონი) წესით სხვადასხვა სახეობის ლითონის ჯართისა და ექსპლუატაციისათვის გამოუყენებელი ბუნიკების რეალიზება.
ლოტის №, განთავსების ადგილი, სტრუქტურული ერთეულის დასახელება და რაოდენობა:
1.2. ნასყიდობის ხელშეკრულებით ”გამყიდველი” გადასცემს ”მყიდველს” საკუთრების უფლებას ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ ქონებაზე.
1.3. ,,მყიდველისთვის” ნასყიდობის საგნის გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რაც დადასტურდება მხარეთა უფლებამოსილი პირების მიერ.
2. ხელშეკრულების ფასი
2.1. ხელშეკრულების საგნის საერთო ღირებულება შეადგენს ----------- ( )
ლარს (დღგ-ს ჩათვლით); (ელექტრონულ აუქციონზე ”მყიდველის” მიერ ლოტზე/ლოტებზე დაფიქსირებული საბოლოო თანხა)
2.2. დღგ მყიდველმა უნდა გადაიხადოს საქართველოში მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ანგარიშსწორების პირობები
3.1. მყიდველი ვალდებულია 2.1 მუხლში აღნიშნული თანხა ---------- ლარი (დღგ-ს ჩათვლით) ”ბე-ს” თანხის - ------------ ლარის გამოკლებით, ჩარიცხოს სს ”საქართველოს რკინიგზის” ანგარიშსწორების ანაგარიშზე:
ს.ს ”საქართველოს ბანკი” ბანკის კოდი: XXXXXX00;
ანგარიშის ნომერი: XX00XX0000000000000000
ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 სამუშაო დღეში, არაუგვიანეს 2014 წლის -
;
3.2. საბოლოო ანგარიშწორება ”მყიდველსა” და ”გამყიდველს” შორის განხორციელდება სს ”საქართველოს რკინიგზის” მიერ ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის შესაბამისად.
კერძოდ, თუ სხვადასხვა სახეობის ლითონის ჯართის აწონვის შედეგად დადგინდა ხელშეკრულებით განსაზღვრულზე მეტი ან ნაკლები ოდენობა, ,,მყიდველი”
,,გამყიდველს” / ,,გამყიდველი”-,,მყიდველს” გადაუხდის თანხას დანართი 1-ის შესაბამისად;
3.3. ”მყიდველის” მიერ გადახდილი ”ბე”-ს თანხა ------------- ლარი (დღგ-ს ჩათვლით) ჩაითვლება გასაყიდი ქონების ფასში საბოლოო ანგარიშსწორებისას;
3.4. თუ ”მყიდველი” არაუგვიანეს 2014 წლის ----------- არ გადაიხდის ნასყიდობის საგნის სრულ ღირებულებას - ------------- ლარს (დღგ-ს ჩათვლით), № ელექტრონული
აუქციონის (ინტერნეტ-აუქციონი) შედეგები უქმდება და ”მყიდველს” არ გადაეცემა
საკუთრების უფლება ქონებაზე და არ დაუბრუნდება გადახდილი ”ბე”-ს თანხა/ ჩამოჭრილი იქნება საბანკო გარანტიიდან ლარი (დღგ-ს ჩათვლით).
4. ნასყიდობის საგნის გატანის ხარჯები
4.1. ”მყიდველი” საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს წინამდებარე ხელშეკრულებით შეძენილი ქონების (სხვადასხვა სახეობის ლითონის ჯართი და ექსპლუატაციისათვის გამოუყენებელი ბუნიკები)აწონვას,დატვირთვა-გადმოტვირთვასა და ტრანსპორტირებას.
5. საკუთრების უფლების გადასვლა
5.1. შეძენილ ქონებაზე ”მყიდველი” საკუთრების უფლებას იძენს ხელშეკრულების საერთო ღირებულების სრულად გადახდისა და მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის დღიდან.
5.2. ,,გამყიდველის“ მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერაზე უფლებამოსილია კომისია, რომელიც შეიქმნება შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.
6. მხარეთა ვალდებულებები
6.1. ”გამყიდველი” ვალდებულია ”მყიდველს” გადასცეს წინამდებარე ხელშეკრულების 1.1 პუნქტში განსაზღვრული ქონება, ამ უკანასკნელის მხრიდან ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის შემდეგ;
6.2. ”მყიდველი ” ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში სრულად უზრუნველყოს შეძენილი ქონების გატანა ”გამყიდველის” ტერიტორიიდან;
6.3. ხელშეკრულების 6.2 პუნქტის მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში,
,,მყიდველს“ დაეკისრება შეძენილი ქონების შენახვის ხარჯი, ჯართის სარეალიზაციო ღირებულების 0.1 %, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
7. დავის გადაწყვეტა
7.1. მხარეები ეცდებიან ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული ყველა დავა გადაჭრან ურთიერთმოლაპარაკების გზით;
7.2. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მხარეები მიმართავენ სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
8. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
8.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.
9. სხვა პირობები
9.1. თითოეული მხარე ვალდებულია მკაცრად დაიცვას ხელშეკრულების პირობები;
9.2. ხელშეკრულების განსაზღვრული პირობების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
9.3. ხელშეკრულების ადმინისტრატორები განისაზღვრნონ სს ,,საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვების დირექტორის 2013 წლის 10 ოქტომბრის N0001162 ბრძანების შესაბამისად.
9.4. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე 3 თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად.
9.5. ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმებით.
მხარეთა რეკვიზიტები
”გამყიდველი” ”მყიდველი”
სს ”საქართველოს რკინიგზა” ს/კ 202886010
მის: ქ. თბილისი, თამარ მეფის გამზ. №15 ს.ს ”საქართველოს ბანკი”
ბანკის კოდი: XXXXXX00; ანგარიშის ნომერი: XX00XX0000000000000000
/ა. xxxxxxxxxxxx/ / /
დანართი 1
თუ სხვადასხვა სახეობის ლითონის ჯართის აწონვის შედეგად დადგინდა ხელშეკრულებით განსაზღვრულზე მეტი ან ნაკლები ოდენობა, ”მყიდველი” ”გამყიდველს” / ”გამყიდველი”- ”მყიდველს” გადაუხდის თანხას საბოლოო სახელშეკრულებო ფასის პროპორციულად.
დასახელება | განზ. ერთეული | ერთეულის საწყისი გასაყიდი ფასი (დღგ-ს ჩათვლით) ლარი | ერთეულის გასაყიდი ფასი ბიჯის გათვალისწინებით (დღგ-ს ჩათვლით) |
ბუნიკი | ც | 3.5 | |
ტყვია | კგ. | 3 | |
ალუმინი | კგ. | 2.40 | |
თითბერი | კგ. | 7.1 | |
სპილენძი | კგ. | 13.2 | |
შავი ლითონი (შერეული) | ტონა | 360 | |
შავი ლითონის ბურბუშელა | ტონა | 300 | |
ჯართი რელსი | ტონა | 480 | |
ჯართი სამაგრი | ტონა | 480 | |