ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები ქვეკრედიტის ხელშეკრულებაზე N
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები ქვეკრედიტის ხელშეკრულებაზე N
კრედიტის საპროცენტო განაკვეთი
• კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი - ინდექსირებული
• კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი - რეფინანსირების განაკვეთს დამატებული ბანკის საპროცენტო განაკვეთი წლიური [-], მაგრამ არანაკლებ [-] პროცენტისა;
• კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - [-];
• მსესხებელის მიერ ნაკისრი ვალდებულების (მსესხებელი ვალდებულია, წინასწარ აცნობოს ბანკს და შეათანხმოს მასთან მესამე პირისგან/პირებისგან ფულადი ან/და ქონებრივი ვალდებულებ(ებ)ის აღების თაობაზე, იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერ დროს, მსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ან მსესხებლის მიერ ვალდებულების აღებაზე ბანკის უკანასკნელი თანხმობის გაცემის შემდეგ, აღებული/ასაღები ვალდებულებ(ებ)ის ოდენობა, როგორც ცალკე, ისე ჯამურად აღემატება მსესხებლის მთლიანი აქტივების 20%-ს) დარღვევის შემთხვევაში კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი - [-];
• მსესხებელის მიერ ნაკისრი ვალდებულების (ბანკის მოთხოვნისთანავე კუთვნილ სავაჭრო
ობიექტებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განათავსოს სს „ბანკი ქართუს“ ექსკლუზიური გამოყენების უფლებით პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორების საგადახდო საშუალება - ელექტრონული ტერმინალი (პოს-ტერმინალი)) შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი - [-];
• ზემოაღნიშნული ვალდებულებების დარღვევის ერთდროულად არსებობის შემთხვევაში
კრედიტზე დასარიცხი წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება ჯამურად ინდექსირებული განაკვეთის და თითოეული ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთის დაჯამებით.
• კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ითვლება დაშვებით, რომ ხელშეკრულების
დადების დროს მოქმედი ინდექსი უცვლელია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
• ფინანსური ხარჯ(ებ)ი:
o ყოველთვიური შენატანი - თანდართული გრაფიკის (დანართი # 1) შესაბამისად;
o საკომისიო სესხის დამტკიცებაზე - [-] %;[
o საკომისიო სესხის გაცემაზე - [-] %;
o საკომისიო აუთვისებელ თანხაზე - [-] %;
o ნაღდი თანხის გატანის/გადარიცხვის საკომისიო - [-] %;[
o საკომისიო კრედიტის რეფინანსირების შემთხვევაში - [-] %, მაგრამ არაუმეტეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოდენობისა;[
o საკომისიო სესხის რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში - [-] %;
o ანგარიშის გახსნის/მომსახურების საკომისიო
o სანოტარო ხარჯი - [-] ლარი;
o ქონების ღირებულების შეფასების ხარჯი - [-] ლარი
o ადმინისტრაციული ორგანოს მომსახურების ხარჯი - [-] ლარი (მათ შორის, [-] ლარი -
იპოთეკის რეგისტრაცია, [-] ლარი - იპოთეკის მოხსნა);
o დაზღვევის ხარჯი - [-] ლარი;
o სავალუტო რისკის პრემია - იმ შემთხვევაში, თუ კრედიტის და მასზე დარიცხული პროცენტების გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში (GEL/USD) იქნება [-]-ზე მეტი (ლარის გაუფასურება აშშ დოლართან მიმართებაში), გადაუხადოს ბანკს სავალუტო რისკის პრემია. სავალუტო რისკის პრემია იანგარიშება შემდეგი ფორმულით: X = A / C * (C1- [-]), სადაც: X
- სავალუტო რისკის პრემია, A - მსესხებლის მიერ გადასახდელი თანხა (სესხი და პროცენტი), C - ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში (GEL/USD) წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების დღეს, C1 - ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში (GEL/USD) გადახდის დღეს.
o გადასახდელი, რომელსაც მომხმარებელი უხდის მესამე პირს საკრედიტო პროდუქტით სარგებლობის დასრულების დროს -
o ბანკის სხვა პროდუქტით სარგებლობასთან დაკავშირებული აუცილებელი გადასახდელები/შენატანები -
o ბანკის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე პირობის შეუსრულებლობისთვის დაწესებული/მოთხოვნილი ხარჯი -
o ბანკის მიერ საფინანსო პროდუქტის რაიმე პირობით მიღებისთვის დაწესებული/მოთხოვნილი ხარჯები -
o სხვა მნიშვნელოვანი გადასახდელები, რომელთა შესახებ ბანკმა შეიტყო საკრედიტო ხელშეკრულების დადების მომენტისათვის-
o გადასახადები, რომლის დაკავებას და მომხმარებლის სასარგებლოდ ბიუჯეტში გადარიცხვას ახდენს ფინანსური ორგანიზაცია -
o მომხმარებლის მიერ საკრედიტო შუამავლისთვის გადახდილი საკომისიო, რომლის არსებობის შემთხვევაშიც კრედიტორმა უნდა უზრუნველყოს მომხმარებლის ინფორმირება.
• სხვა სახელშეკრულებო ინფორმაცია:
• კრედიტის მთლიანი თანხა - [-];
• გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა -
• კრედიტის ვადა - [-];
• ხელშეკრულების მოქმედების ვადა -
• წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი საკრედიტო პროდუქტის წინასწარ დაფარვის, მათ შორის რეფინანსირების საკომისიოს ოდენობა შეადგენს მაქსიმუმ 0,5%-ს, რომელიც იანგარიშება კრედიტის დარჩენილი ძირითადი თანხიდან, და ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილი ვადის შესაბამისად, ამასთან წინასწარ დაფარვის საკომისიო შეადგენს მაქსიმუმ 0,5%-ს, თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე მეტი ვადა, 0%-ს, თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6 თვემდე ვადა. ამასთან წინსწრებით დაფარვის საკომისიო არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილ ვადაზე დასარიცხი პროცენტის ოდენობას.
• კრედიტზე საშეღავათო პერიოდის არსებობისას, წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში -
წინსწრების საკომისიოს ოდენობა იანგარიშება წინსწრებით დაფარვამდე ფაქტობრივად ნასარგებლები დღეების შესაბამისად.
• შესაძლო პირგასამტეხლოს ოდენობა და გაანგარიშების წესი:
o კრედიტის დაბრუნების ვადაგადაცილების შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებულია, გადაუხადოს ბანკს საურავი ვადაგადაცილებული კრედიტის ძირითადი თანხის და კრედიტზე დარიცხული პროცენტების წლიური 36 (ოცდათექსვმეტი) პროცენტის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამურმა მოცულობამ არ უნდა გადააჭარბოს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1,5-მაგ ოდენობას.
o ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის (გარდა ისეთი ხარჯებისა, რომლებიც შედის სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში), სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27 პროცენტს თითოეული დღისთვის. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული 0.27 პროცენტის მიზნებისათვის, გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ/დაკისრებულ პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი ფორმის ფინანსურ სანქციაში არ გაითვალისწინება სესხის ვადის გადაცილებისას (ვადის გადაცილების სრულ აღმოფხვრამდე) პირგასამტეხლოს სახით ერთჯერადად არაუმეტეს 20 ლარის (ან უცხოური ვალუტით მისი ეკვივალენტის), აგრეთვე სესხის რეფინანსირების ან სესხის საკუთარი სახსრებით
ან/და მესამე პირის მიერ ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში წინსწრებით დაფარვის საკომისიოს დაკისრება.
• ბანკი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულების პირობები, მათ შორის,
საპროცენტო განაკვეთი და ნებისმიერი სახის საკომისიო, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ცვლილებებისა საპროცენტო განაკვეთის ან/და ხელშეკრულების სხვა პირობების ცვლილების შემთხვევაში, გარდა მსესხებლის სასარგებლოდ განხორციელებული ცვლილებისა და ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის ცვლილებისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ცვლილებამდე ორი თვით ადრე, მსესხებლის/უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრის/თავდების/სოლიდარული თავდების ინფორმირება მოხდება, მოკლე ტექსტური შეტყობინებით/სატელეფონო ზარით. ასევე, შესაძლებელია ინფორმირება როგორც წერილობითი, ასევე სხვა ტექნიკური საშუალებით (მაგ.: ინტერნეტ ბანკით შეტყობინება, ელ. ფოსტაზე შეტყობინება და ა.შ.).
• მსესხებელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. სტანდარტული წერილობითი და ელექტრონული პრეტენზიების წარდგენა ხდება ბანკის მიერ დადგენილი ფორმით (იხ. ბანკის ვებ-გვერდი - www.cartubank.ge, https://www.cartubank.ge/ge/588/momxmareblis-dacva);
• ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სესხთან დაკავშირებული სასესხო
მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მხოლოდ წინამდებარე სესხის უზრუნველყოფის საშუალებ(ებ)ის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების (მათ შორის, ქონების რეალიზაციის ან/და დასაკუთრების გზით) განხორციელებით. (შენიშვნა: გადახდისუნარიანობის ანალიზის გარეშე გაცემული კრედიტის შემთხვევაში);
• უცხოური ვალუტით აღებული სესხი მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს!
ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული შენატანები მნიშვნელოვნად გაზარდოს.
• ლარის შესაძლო 15%-იანი წლიური გაუფასურების შემთხვევაში გაანგარიშებული
კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - [-]. (შენიშვნა: უცხოური ვალუტის შემთხვევაში)
• ინდექსირებულ საპროცენტო განაკვეთიანი სესხი (გარდა ინფლაციის ინდექსზე მიბმულისა) მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს! საჯარო ინდექსის ოდენობის ცვლილებამ შესაძლოა შენატანები მნიშვნელოვნად გაზარდოს!
• საჯარო ინდექსის ოდენობის შესაძლო 5 პროცენტული პუნქტით წლის განმავლობაში
ზრდის შემთხვევაში გაანგარიშებული:
o კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - [-]
o საჯარო ინდექსის ოდენობის შესაძლო 3 პროცენტული პუნქტით წლის განმავლობაში ზრდის შემთხვევაში გაანგარიშებული:
o კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - (შენიშვნა: უცხოური ვალუტის შემთხვევაში)
გაეცანით მომხარებლისათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ- გვერდსა - www.nbg.gov.ge/cp და ცხელ ხაზზე - 032 2 406 406.
ქვეკრედიტის ხელშეკრულება N [-]
[-] | [-] წელი |
ერთი მხრივ, [-] (შემდგომში – ბანკი), წარმოდგენილი [-] სახით, მოქმედი [-] და მეორე მხრივ, [-] (ს/კ: [-] შემდგომში “კლიენტი”/”მსესხებელი”), [-], შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი, წინამდებარე ხელშეკრულების 1.1. პუნქტში მითითებული გენერალური ხელშეკრულების (შემდგომში "გენერალური ხელშეკრულება") საფუძველზე/ფარგლებში ვდებთ ამ ხელშეკრულებას და ვთანხმდებით შემდეგზე:
მუხლი 1. დეფინიციები და ინტერპრეტაციები:
აღნიშნული ხელშეკრულების მიზნებისათვის, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს, ტერმინებს აქვთ ის მნიშვნელობა, რომელიც მათ მინიჭებული აქვთ ამ მუხლში:
1.1. გენერალური ხელშეკრულება [საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება] - გენერალური ხელშეკრულება N [-] (გაფორმების თარიღი: [-], მხარეები: ერთი მხრივ - ბანკი, მეორე მხრივ - კლიენტი: [-]), რომელიც განსაზღვრავს სამომავლო საკრედიტო და მასთან დაკავშირებულ ყველა სხვა სახის სახელშეკრულებო ურთიერთობების, მათ შორის: მესამე პირებთან დადებული ხელშეკრულებების, შინაარსს და ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ბანკის მოთხოვნების უზრუნველყოფის ქონებრივი და პიროვნული უზრუნველყოფის საშუალებათა სახეებს;
1.2. საკრედიტო პროდუქტები - კრედიტების, საკრედიტო ხაზის, ოვერდრაფტების, საბანკო გარანტიების გაცემა, აკრედიტივის გახსნა და სხვა საბანკო პროდუქტით მომსახურება ბანკის მიერ, რომელთა ინდივიდუალური პირობები განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულებებით;
1.3. კლიენტი/მსესხებელი - წინამდებარე ხელშეკრულების მხარე, გარდა ბანკისა;
1.4. კრედიტი – დაბრუნებადობის, ფასიანობის, უზრუნველყოფადობისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი სახსრების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება;
1.5. კრედიტის მთლიანი თანხა – საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილი მთლიანი მისაღები თანხის შესაძლო მაქსიმალური ოდენობა;
1.6. გადასახდელი მთლიანი ჯამური თანხა - კრედიტის მთლიანი თანხის და ყველა ფინანსური ხარჯის ჯამი.
1.1. საპროცენტო სარგებელი - საპროცენტო სარგებელი - წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ფულადი თანხით, კრედიტით სარგებლობისათვის დაწესებული ბანკისათვის გადასახდელი სარგებელი, რომელიც, როგორც წესი, დაიანგარიშება ათვისებული თანხის ფიქსირებული, ცვლადი ან ინდექსირებული პროცენტული მაჩვენებლით და რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება ხელშეკრულებებით და საქართველოს კანონმდებლობით;
1.7. კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – კრედიტის ისეთი საპროცენტო განაკვეთი, რომლის გაანგარიშებაში გაითვალისწინება ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი, მომხმარებლის მიერ ამ ხარჯების გაწევის პერიოდის გათვალისწინებით;
1.8. საბაზრო საპროცენტო განაკვეთი - კომერციული ბანკების/და ან ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემულ კრედიტებზე დასარიცხი საშუალო ან შეწონილი პროცენტის ოდენობა;
1.9. საჯარო ინდექსი - ისეთი საჯაროდ ხელმისაწვდომი მაჩვენებელი, განაკვეთი ან იდექსი, რომელზეც ბანკი ვერ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას.
1.10. ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი - საპროცენტო განაკვეთი, რომელიც გარკვეული წესით მიბმულია რაიმე საჯარო ინდექსზე და რომლის ცვლილებაც აღნიშნული ინდექსის ცვლილებითაა გამოწვეული.
1.11. რეფინანსირების განაკვეთი - საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში - ეროვნული ბანკი) მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთი, რომელიც დგინდება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ყოველი სხდომის ჩატარების შემდეგ და ხდება კომიტეტის გადაწყვეტილების გამოქვეყნება ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე www.nbg.ge აღნიშნული განაკვეთი წარმოადგენს ცვლად განაკვეთს, რომელიც იცვლება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით მის მიერვე განსაზღვრული პირობებით (რეფინანსირების განაკვეთი შესაძლებელია შემცირდეს, გაიზარდოს ან დარჩეს იგივე მაჩვენებელზე).
1.12. ცვლადი საპროცენტო სარგებელი - საპროცენტო განაკვეთი, რომლის ცვლილება შესაძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარემოებების შემთხვევაში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთვევებისა. ამასთან, ცვლად საპროცენტო განაკვეთად არ მიიჩნევა საპროცენტო განაკვეთი, რომელიც იცვლება მხოლოდ ხელშეკრულებით წინასწარ განსაზღვრული და კლიენტის ქმედებით გამოწვეული გარემოებ(ებ)ის დადგომის გამო.
1.13. ფინანსური ხარჯი – ხარჯი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მოთხოვნილია ბანკის მიერ და წარმოადგენს კლიენტის მიერ საკრედიტო პროდუქტის მიღების, შენარჩუნებისა და საკრედიტო პროდუქტით სარგებლობის დასრულებისათვის გასაწევ აუცილებელ ხარჯს;
1.14. საკომისიო – ბანკის მიერ კრედიტით სარგებლობისათვის კლიენტისათვის დაწესებული გადასახადი, რომლის ოდენობა და გადახდის პირობები განისაზღვრება წინამდებარე ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად;
1.15. სავალუტო რისკის პრემია - ფულადი თანხა, რომელსაც კლიენტი/მესამე პირი უხდის ბანკს, ან ბანკი უხდის კლიენტს/მესამე პირს, მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული წესის, პირობების და ფორმულის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ იცვლება (იზრდება ან მცირდება) კრედიტის და მასზე დარიცხული პროცენტების გადახდის/იძულებითი გადახდევინების მიზნით შესაბამისი კომპეტენტური ორგანოსთვის/პირისთვის
მიმართვის დღეს (სარჩელის/განცხადების/პრეტენზიის შედგენის თარიღი), ბანკის მიერ გაცემული კრედიტის ვალუტის (საქართველოს ეროვნული ვალუტა) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი შესაბამისი ოფიციალური გაცვლითი კურსი, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალუტის კურსთან მიმართებაში, რაც დაფიქსირებული იყო შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების დღეს;
1.16. სავალუტო რისკის პრემიის საკომისიო - ფულადი თანხა, რომელსაც ბანკი უხდის კლიენტს/მესამე პირს, კლიენტის მიერ ბანკის სასარგებლოდ სავალუტო რისკის დაზღვევის სანაცვლოდ, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში და ხელშეკრულებით დადგენილი ოდენობითა და წესით;
1.17. გრაფიკი - ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული კრედიტის/დოკუმენტური ოპერაციების [დოკუმენტური აკრედიტივი, საბანკო გარანტია, დოკუმენტური ინკასო და ა.შ.]ძირითადი თანხის და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის, ასევე ბანკის წინაშე გადასახდელი ნებისმიერი სხვა თანხის დაბრუნების/გადახდის გრაფიკი, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების საინფორმაციო ხასიათის მქონე დანართს. ამასთან, გრაფიკსა და ხელშეკრულების დებულებებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში ხელშეკრულების დებულებებს მიენიჭება უპირატესობა;
1.18. საკრედიტო დავალიანება – კლიენტის დავალიანება, რომელიც წარმოიშვა წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე;
1.19. პირგასამტეხლო – მხარეთა მიერ წერილობითი შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც გადახდილი უნდა იქნას ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. მათ შორის: საურავი - სახელშეკრულებო სანქციაა, რომელიც მხარეს ეკისრება ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის; ჯარიმა - ფულადი სანქცია, რომელიც ერთჯერადად ეკისრება მხარეს სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევისათვის;
1.20. ვალდებულების უზრუნველყოფა - ქონებრივი და პიროვნული უზრუნველყოფის საშუალებები [გირავნობა/იპოთეკა, პირგასამტეხლო, თავდებობა, საბანკო გარანტია, შესრულებაზე უარი, ნივთის დაკავება], რომელთა წარმოშობის საფუძველია მხარეთა შეთანხმება და კანონი;
1.21. იპოთეკის საგანი - ნებისმიერი პირის კუთვნილი უძრავი ნივთი (მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე.), ასევე აღნაგობის უფლება, რომელიც მასზე იპოთეკის უფლების კანონით დადგენილი წესით წარმოშობის შემდეგ, უზრუნველყოფს გენერალური და მის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)იდან გამომდინარე, მოთხოვნებსა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლო და სასამართლოსგარეშე, ასევე აღსრულების [ნივთის რეალიზაციის] ხარჯებს;
1.22. გირავნობის საგანი - ნებისმიერი პირის კუთვნილი მოძრავი ნივთი, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე (წილი, მოთხოვნები, საავტორო უფლებები და ა.შ), რომელიც უზრუნველყოფს გენერალური და მის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)იდან გამომდინარე, მოთხოვნებსა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლო და სასამართლოსგარეშე, ასევე აღსრულების [ნივთის რეალიზაციის] ხარჯებს;
1.23. დაუძლეველი ძალა [ფორს-მაჟორი] - სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, საბოტაჟი ან სხვა საწარმოო არეულობა, სამოქალაქო მღელვარება, ომი, ბლოკადა, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყერების ჩამოწოლა, ეპიდემია, წყალდიდობა და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათი მხრიდან შეუძლებელია;
1.24. კონფიდენციალური ინფორმაცია - ამ ხელშეკრულებიდან ან/და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი სხვა სახის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დოკუმენტური ან სხვა სახის ინფორმაცია, მათ შორის: ბანკისა და კლიენტის შესახებ პერსონალური ინფორმაცია, რომლითაც სარგებლობა შეზღუდული ან აკრძალულია მხარეთა შეთანხმებით/ან და კანონით.
მუხლი 2. ხელშეკრულების საგანი
2.1. ამ ხელშეკრულების საგანია ბანკის მიერ მსესხებლისთვის სასყიდლიანი კრედიტის მიცემა სესხის ფორმით, წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესით და მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება;
2.2. წინამდებარე ხელშეკრულება წარმოადგენს გენერალური ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 3. კრედიტის ოდენობა, სარგებლობისა და დაფარვის პირობები, უზრუნველყოფა, საკომისიოები
3.1. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე, ბანკი გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში გასცემს კრედიტ(ებ)ს [-]ს ოდენობით (შემდგომში - კრედიტი). ამასთან, ბანკი არ არის ვალდებული, სრულად ან ნაწილობრივ გასცეს კრედიტის თანხა (ტრანში), თუ მსესხებელი დაარღვევს წინამდებარე ხელშეკრულების 3.5 პუნქტით გათვალისწინებულ მიზნობრიობას ან/და მის მიერ წარმოდგენილი ფინანსური გაანგარიშებანი, ფინანსური კოეფიციენტები, უზრუნველყოფა ან სხვა მონაცემები, არ აკმაყოფილებს ბანკის მოთხოვნებს;
3.2. კრედიტის გაცემის თარიღი: [-] წელი;
3.3. კრედიტის დაფარვის თარიღი: [-] წელი„
3.4. კრედიტს ერიცხება ინდექსირებული წლიური საპროცენტო სარგებელი. კერძოდ, რეფინანსირების განაკვეთს
დამატებული ბანკის საპროცენტო განაკვეთი წლიური [-] პროცენტი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არანაკლებ [-] პროცენტისა (შემდგომში - პროცენტი), რაც თვეში შეადგენს წლიური საპროცენტო სარგებლის ერთ მეთორმეტედს. ამასთან პროცენტი დაერიცხება ფაქტობრივად გამოყენებულ კრედიტის თანხას, კრედიტით სარგებლობის დღეების მიხედვით;
3.5. კრედიტის მიზნობრიობა: [-];
3.6. საპროცენტო განაკვეთის ტიპი: ინდექსირებული
3.7. კრედიტის ტიპი:
3.8. კრედიტის ვადა:
3.9. საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადა:
3.10. კრედიტის მთლიანი თანხა:
3.11. გადასახდელი მთლიანი ჯამური თანხა:
3.12. კრედიტის მთლიანი თანხიდან მისაღები თანხის ოდენობა:
3.13. დაფინანსებული საქონელი/მომსახურება და ანგარიშსწორების ფასი:
3.14. კრედიტის ათვისება ხდება მსესხებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე,რითაც განისაზღვრება გასაცემი კრედიტის თანხის ოდენობა, პერიოდულობა/გატანის თარიღები და გატანების საერთო რაოდენობა, წინამდებარე ხელშეკრულების 3.1 პუნქტის შესაბამისად.
3.15. მსესხებელი საკრედიტო ვალდებულებებს შეასრულებს ბანკთან შეთანხმებული გრაფიკის (დანართი #1) დაცვით, წინამდებარე ხელშეკრულების 3.4. პუნქტის გათვალისწინებით. სესხის დაფარვის გრაფიკი წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ამასთან, სესხის დაფარვის გრაფიკი წარმოადგენს მხოლოდ ინფორმაციული სახის დოკუმენტს და კრედიტის (მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის) გადახდისას, გადასახდელი თანხის დაანგარიშება (რეფინანსირების განაკვეთის და ბანკის საპროცენტო განაკვეთის დაჯამების გათვალისწინებით) წარმოადგენს მხოლოდ მსესხებლის ვალდებულებას. გრაფიკით გათვალისწინებული გადახდები მოქმედია მხოლოდ საპროცენტო განაკვეთის ან/და ფინანსური ხარჯების ცვლილებამდე.
3.16. კრედიტის უზრუნველყოფას წარმოადგენს გენერალური ხელშეკრულების #[-] უზრუნველყოფა. ასევე წინამდებარე ხელშეკრულებიდან წარმოქმნილი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად გაფორმებული/გასაფორმებელი გირავნობის, იპოთეკის, თავდებობის და უზრუნველყოფის სხვა ხელშეკრულების საგნები:
3.16.1 სოლიდარული თავდებობა: (თავდების სახელი, გვარი, პირადი ნომერი)
3.16.2 იპოთეკის შემთხვევაში: უძრავი ქონების მახასიათებლები (საკადასტრო კოდი)
3.16.3 გირავნობის შემთხვევში: (გირავნობის საგნის აღწერა)
3.17.კრედიტის ფარგლებში გაცემული თანხის დაფარვის თარიღად მიიჩნევა საკრედიტო დავალიანების ფაქტობრივად ჩარიცხვა ბანკის ანგარიშზე კრედიტის ძირითადი თანხის, მასზე დარიცხული პროცენტების, და საურავის და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა გადასახდელების ჩათვლით, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით;
3.18. მსესხებელი იხდის საკომისიოს: [-]
3.18.1. სესხის დამტკიცებაზე - [-] %-ს;
3.18.2. სესხის გაცემაზე - [-] %-ს;
3.18.3. აუთვისებელ თანხაზე - [-] %-ს;[
3.18.4. სესხის ვადამდე დაბრუნებაზე - [-] %-ს, მაგრამ არაუმეტეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოდენობისა;]
3.18.5. რეფინანსირების შემთხვევაში რეფინანსირებული თანხის [-]%-ს, მაგრამ არაუმეტეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოდენობისა;
3.18.6. სესხის რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში - [] %-ს;
3.19. კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - [-]%; კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ითვლება დაშვებით, რომ ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი ინდექსი უცვლელია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
3.20. ლარის შესაძლო 15%-იანი წლიური გაუფასურების შემთხვევაში, გაანგარიშებული კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - [-]; (შენიშვნა: უცხოური ვალუტის შემთხვევაში)
3.21. საჯარო ინდექსის ოდენობის შესაძლო 5 პროცენტული პუნქტით წლის განმავლობაში ზრდის შემთხვევაში გაანგარიშებული კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი -
3.22. საჯარო ინდექსის ოდენობის შესაძლო 3 პროცენტული პუნქტით წლის განმავლობაში ზრდის შემთხვევაში გაანგარიშებული კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - (შენიშვნა: უცხოური ვალუტის შემთხვევაში)
3.23. ფინანსური ხარჯი:[-]
3.23.1. ნაღდი თანხის გატანის/გადარიცხვის საკომისიო - [-] %;
3.23.2. სანოტარო ხარჯი - [-] ლარი;
3.23.3. ქონების ღირებულების შეფასების ხარჯი - [-] ლარი;
3.23.4. ადმინისტრაციული ორგანოს მომსახურების ხარჯი - [-] ლარი (მათ შორის, [-] ლარი - იპოთეკის რეგისტრაცია, [-] ლარი - იპოთეკის მოხსნა);
3.23.5. დაზღვევის ხარჯი - [-];
3.23.6. გადასახდელი, რომელსაც მომხმარებელი უხდის მესამე პირს საკრედიტო პროდუქტით სარგებლობის დასრულების დროს -
3.23.7. ბანკის სხვა პროდუქტით სარგებლობასთან დაკავშირებული აუცილებელი გადასახდელები/შენატანები -
3.23.8. ბანკის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე პირობის შეუსრულებლობისთვის დაწესებული/მოთხოვნილი ხარჯი -
3.23.9. ბანკის მიერ საფინანსო პროდუქტის რაიმე პირობით მიღებისთვის დაწესებული/მოთხოვნილი ხარჯები -
3.23.10. სხვა მნიშვნელოვანი გადასახდელები, რომელთა შესახებ ბანკმა შეიტყო საკრედიტო ხელშეკრულების დადების მომენტისათვის-
3.23.11. გადასახადები, რომლის დაკავებას და მომხმარებლის სასარგებლოდ ბიუჯეტში გადარიცხვას ახდენს ფინანსური ორგანიზაცია -
3.23.12. მომხმარებლის მიერ საკრედიტო შუამავლისთვის გადახდილი საკომისიო, რომლის არსებობის შემთხვევაშიც კრედიტორმა უნდა უზრუნველყოს მომხმარებლის ინფორმირება.
მუხლი 4. მხარეთა უფლება-მოვალეობები
4.1. მსესხებელი ვალდებულია:
4.1.1. კრედიტი დაფაროს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში;
4.1.2. სათანადოდ დაიცვას საკუთარი აქტივები და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
4.1.3. ბანკის წარმომადგენელი დაუშვას თავის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე, აჩვენოს და შეამოწმებინოს სასაქონლო მარაგები, მათი ხარისხი და ოდენობა;
4.1.4. გამოიყენოს კრედიტი წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნობრიობით;
4.1.5. წინასწარ აცნობოს ბანკს და შეათანხმოს მასთან მესამე პირისგან/პირებისგან ფულადი ან/და ქონებრივი ვალდებულებ(ებ)ის აღების თაობაზე, იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერ დროს, მსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ან მსესხებლის მიერ ვალდებულების აღებაზე ბანკის უკანასკნელი თანხმობის გაცემის შემდეგ, აღებული/ასაღები ვალდებულებ(ებ)ის ოდენობა, როგორც ცალკე, ისე ჯამურად აღემატება მსესხებლის მთლიანი აქტივების 20%-ს (ოც პროცენტს). ამასთან, 20%-იანი ზღვარის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება კლიენტის ვალდებულება/ვალდებულებები, რომელთა ოდენობა (ცალ-ცალკე ან ჯამურად) არ აღემატება ბანკის მიერ გაცემული საკრედიტო პროდუქტ(ებ)ის და წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების დროისთვის არსებული კლიენტის სახელშეკრულებო ვალდებულებ(ებ)ის ჯამურ ოდენობას;
4.1.6. ბანკის მოთხოვნისთანავე კუთვნილ სავაჭრო ობიექტებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განათავსოს სს
„ბანკი ქართუს“ ექსკლუზიური გამოყენების უფლებით პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორების საგადახდო საშუალება - ელექტრონული ტერმინალი (პოს-ტერმინალი);
4.1.7. უზრუნველყოს, რომ ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე არ მოხდეს კლიენტი იურიდიული პირის წილების/პაის/აქციების (გარდა ფასიანი ბაზრის შესახებ კანონით გათვალისწინებული საჯარო ფასიანი ქაღალდებისა) გასხვისება, აგრეთვე კლიენტი იურიდიული პირის მიმართ ლიკვიდაციის, ან რეორგანიზაციის პროცესის დაწყება; წინასწარ და დაუყონებლივ აცნობოს ბანკს მის მიერ მოქალაქეობის/რეზიდენტობის შეცვლის, რეგისტრაციის სხვა ქვეყანაში გადატანის, საქართველოს საგადასახადო რეგულაციებიდან გასვლის, სხვა ქვეყანაში ან ოფშორულ ზონაში რეგისტრაციის შესახებ, ან სხვა ნებისმიერი ისეთი გარემოების წარმოშობის შესახებ, რომელიც არსებითად ცვლის მის სამართლებრივ/გადასახადის გადამხდელის სტატუსს საქართველოს ტერიტორიაზე. რომელიმე მოცემული გარემოების დადგომის შემთვევაში, ბანკი უფლებამოსილი იქნება ვადაზე ადრე შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება თანმდევი სამართლებრივი შედეგებით.
4.1.8. გადაიხადოს წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადი, გადასახდელი და მოსაკრებელი, აგრეთვე წინამდებარე ხელშეკრულების დამოწმების, რეგისტრაციის, შესრულების და სხვა აუცილებელი ხარჯები. აღნიშნული წესი მოქმედებს მაშინაც, როდესაც წინამდებარე ხელშეკრულების დადების შემდგომ წესდება რაიმე გადასახადი, გადასახდელი და მოსაკრებელი, ან წარმოიშობა სხვა ხარჯები. ასევე, გადაიხადოს სავალუტო რისკის პრემია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), კლიენტის მიერ საკრედიტო დავალიანების დაფარვის ან ბანკის მიერ საკრედიტო დავალიანების ჩამოჭრის დღეს, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
4.1.9. იმ შემთხვევაში, თუ კრედიტის და მასზე დარიცხული პროცენტების გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში (GEL/USD) იქნება [-]-ზე მეტი (ლარის გაუფასურება აშშ დოლართან მიმართებაში), გადაუხადოს ბანკს სავალუტო რისკის პრემია. სავალუტო რისკის პრემია იანგარიშება შემდეგი ფორმულით: X = A / C * (C1- [-]), სადაც: X - სავალუტო რისკის პრემია, A - მსესხებლის მიერ გადასახდელი თანხა (სესხი და პროცენტი), C - ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში (GEL/USD) წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების დღეს, C1 - ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში (GEL/USD) გადახდის დღეს. წინამდებარე ქვეპუნქტი არ გამოიყენება წინამდებარე ხელშეკრულების 7.4. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
4.1.10. იხელმძღვანელოს საბანკო პროდუქტების მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული წესებითა და
პირობებით, მათ შორის ინტერნეტ ბანკით სარგებლობის წესებით. არანაკლებ თვეში ერთხელ გაეცნოს ინტერნეტ ბანკში განთავსებულ ინფორმაციას ვებ-გვერდის www.ib.ge მეშვეობით.
4.1.11. ყოველთვიურად გაეცნოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე: www.nbg.ge და ინტერნეტ ბანკში განთავსებულ ინფორმაციას რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების შესახებ და თავად უზრუნველყოს კრედიტის (მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის) გადახდისას, გადასახდელი თანხის დაანგარიშება (რეფინანსირების განაკვეთის და ბანკის საპროცენტო განაკვეთის დაჯამების გათვალისწინებით). ამასთან, მსესხებლის მომართვის შემთხვევაში, ბანკი მიაწვდის მას ინფორმაციას საპროცენტო სარგებლის დაანგარიშების წესისა და შესაბამის თვეში გადასახდელი საპროცენტო სარგებლის ოდენობის შესახებ.
4.2. მსესხებელი უფლებამოსილია:
4.2.1. კრედიტის ძირითადი თანხა და მასზე დარიცხული პროცენტები სრულად დაფაროს წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებულ თარიღამდე წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით;
4.2.2. მოითხოვოს და გონივრულ ვადაში მიიღოს ამომწურავი და სრულყოფილი ინფორმაცია წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასესხო პროდუქტის შესახებ - კერძოდ, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, კრედიტის აღებასთან დაკავშირებული ხარჯები, პირგასამტეხლოები, სავალუტო რისკის პრემია და ა.შ. მოთხოვნილი ინფორმაციის მიღება, ტექნიკური მოწყობილობის შესაძლებლობის ფარგლებში, მოხდება მოხდება ხელშეკრულებით დადგენილი, ინფორმაციის მიღების წესით.
4.2.3. მსესხებელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. სტანდარტული წერილობითი და ელეტრონული პრეტენზიების წარდგენა ხდება ბანკის მიერ დადგენილი ფორმით (იხ. ბანკის ვებ-გვერდი - www.cartubank.ge), ასევე, შესაძლებელია ელექტრონული პრეტენზიების მიღება ბანკის ელექტრონულ მისამართზე (info@cartubank.ge) გამოგზავნის გზით. პრეტენზიის ზეპირი ფორმით მიღება ხდება სატელეფონო მომსახურების ჯგუფის მიერ, ტელეფონის ნომრებზე:
(032) 200 80 80; *8080. პრეტენზიის წერილობით დაფიქსირება შესაძლებელია ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრის საოპერაციო განყოფილებაში ასევე ბანკის ვებ-გვერდის საშუალებით (იხ. ბანკის ვებ-გვერდი - www.cartubank.ge); დაფიქსირებულ პრეტენზიას/ებს განიხილავს სს „ბანკი ქართუს" მომხმარებელთა უფლებების დამცველი და პრეტენზიის/ების სრულყოფილად შესწავლის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს მომხმარებლის მიერ პრეტენზიის დაფიქსირებიდან და, საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლის იდენტიფიკაციიდან, 1 თვის ვადისა, პრეტენზიის განმცხადებელს, (გარდა ზეპირი ფორმის შემთხვევებისა) ეცნობება დაუყოვნებლივ წერილობით ან ელექტრონულად (მომხმარებელთან შეთანხმებით და/ან პრეტენზიის დაფიქსირების მეთოდის იდენტურად). ამასთან, პრეტენზიის განხილვის პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სატელეფონო სერვისცენტრში ნომრებზე: (032) 200 80 80 ; *8080
4.3. ბანკი უფლებამოსილია:
4.3.1. შეაგროვოს/დაამუშაოს ინფორმაცია კლიენტის შესახებ საკრედიტო საინფორმაციო ბიურო(ებ)ში, მათ შორის სს
„კრედიტინფო საქართველოს“ (შემდგომში „ბიურო“) საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში და ასევე კლიენტთან დამატებითი შეთანხმების გარეშე კლიენტის ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია გადასცეს ბიუროს რაც იწვევს კლიენტის აღრიცხვას ბიუროს საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში, რომლის მიზანია ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე მონაცემთა შეგროვება, გადამუშავება და გავრცელება, რომელიც დაკავშირებულია გადასახდელი/გადახდილი და გადაუხდელი სესხებისა და სხვა მიმდინარე, შესრულებული და შეუსრულებელი/ვადაგადაცილებული ფულადი ვალდებულებების სტატუსთან, ასევე ბაზაში არსებული ინფორმაციის ანალიტიკური გადამუშავება გადახდისუნარიანობის ანალიზის მიზნებისთვის. ბიუროს უფლება აქვს მიღებული ინფორმაცია დაამუშავოს/გადაამუშაოს და გადასცეს მესამე პირებს, რომელთაც კანონმდებლობის შესაბამისად აქვთ უფლება მიიღონ ბიუროს მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემები, მონაცემთა სუბიექტის კრედიტუნარიანობის/გადახდისუნარიანობის შეფასებისა და შემოწმების მიზნით. ბანკს უფლება აქვს კლიენტის გადახდისუნარიანობის შემოწმების, მისთვის მომსახურების გაწევის, შეთავაზებისა და სხვა კანონიერი მიზნით, ძიებების რაოდენობის შეუზღუდავად მოიძიოს კლიენტის შესახებ ინფორმაცია საკრედიტო ისტორიის მონაცემთა ბაზაში და ასევე, გადასცეს მასთან არსებული ინფორმაცია კრედიტინფო საქართველოს, კლიენტის საკრედიტო ისტორიაში ნებისმიერი ცვლილების/დამატების შესახებ. გადასაცემი ინფორმაცია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს: კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მიმდინარე სესხის/ვალდებულების მოცულობას, მიზნობრიობას, დარიცხულ პროცენტს, მოქმედების ვადას, სესხთან/ფინანსურ ვალდებულებასთან დაკავშირებული გადახდების დროულობას, დავალიანების ნაშთს, უზრუნველყოფის ოდენობასა და უზრუნველყოფის საგნის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის მიერ გაცემული თავდებობ(ებ)ის შესახებ, ასევე მონაცემთა სუბიექტის ვალდებულებებზე მიღებული თავდებობ(ებ)ის შესახებ, ხოლო სასამართლო დავის არსებობის შემთხვევაში - სასამართლო სამართალწარმოებისა და სააღსრულებო წარმოების შედეგს, აგრეთვე კლიენტის აქციონერებისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების სახელებსა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს და მონაცემთა ბაზისთვის საჭირო სხვა მონაცემებს, ასევე კანონდმებლობით გათვალისწინებულ სხვა მონაცემებს.
4.3.2. კლიენტის ან მესამე პირის მიერ წინამდებარე, გენერალური ან/და გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება, მიმართოს სასამართლოს ან/და შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს/პირს ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოქმნილი საკრედიტო დავალიანების სრულად დასაფარავად და მოითხოვის
არსებული უზრუნველყოფის საგნის იძულებითი რეალიზაცია (ერთერთი, რამდენიმე ან ყველა ერთად) მისი შეხედულებისამებრ;
4.3.3. არ გასცეს ან/და შეზღუდოს დროებით 3.1. პუნქტში მითითებული კრედიტის გაცემა, თუ მსესხებელს ან/და უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრეს აღმოაჩნდება სამართლებრივი შეზღუდვა, მათ შორის საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.
4.3.4. შეამოწმოს კლიენტის ფინანსური უწყისები და მატერიალური აქტივები ადგილზე ვიზიტით, რა დროსაც კლიენტი ვალდებულია დაუშვას ბანკის უფლებამოსილი წარმომადგენელი (დასაქმებული) მის ტერიტორიაზე და წარუდგინოს ყველა საჭირო დოკუმენტი და ინფორმაცია;
4.3.5. საკუთარი შეხედულებისამებრ ნებისმიერ დროს მოითხოვოს იპოთეკისა ან/და გირავნობის საგნ(ებ)ის ისევე, როგორც კლიენტის საკუთრებაში ან/და მფლობელობაში არსებული ნებისმიერი აქტივის დათვალიერება;
4.3.6. კლიენტი იურიდიული პირის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების ან ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე რეორგანიზაციის, კლიენტი იურიდიული პირის წილების/პაის/აქციების (გარდა ფასიანი ბაზრის შესახებ კანონით გათვალისწინებული საჯარო ფასიანი ქაღალდებისა) გასხვისების შემთხვევაში, მოსთხოვოს კლიენტს ან/და მესამე პირ(ებ)ს დაუყოვნებლივ დაფაროს ბანკის წინაშე არსებული ნებისმიერი საკრედიტო დავალიანება, მასზე ფაქტობრივად დარიცხული პროცენტები და შესაძლო პირგასამტეხლო, იმისდამიუხედავად დამდგარია თუ არა საკრედიტო დავალიანების და მასზე დარიცხული პროცენტების (საკომისიოების) დაბრუნების (დაფარვის), ასევე სხვა საკრედიტო პროდუქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების სახელშეკრულებო ვადა;
4.3.7. არ გასცეს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტი, წინამდებარე ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული იპოთეკის/გირავნობის ხელშეკრულებების კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, ყოველგვარი სამართლებრივი შეზღუდვის გარეშე რეგისტრაციამდე;
4.3.8. წინამდებარე ხელშეკრულების 4.1.5. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში 3.4. პუნქტით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთი გაზარდოს წლიური 3.00 (სამი) პროცენტით;
4.3.9. წინამდებარე ხელშეკრულების 4.1.6. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში
3.4. პუნქტით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთი გაზარდოს არაუმეტეს წლიური 3.00 (სამი) პროცენტით. მსესხებლის მიერ ამ პუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია, საპროცენტო განაკვეთი განსაზღვროს წინამდებარე ხელშეკრულების 3.4. პუნქტში მითითებული საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად.
4.4. ბანკი ვალდებულია:
4.4.1. კანონმდებლობით დადგენილი წესით მსესხებელი გააფრთხილოს წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტისა და მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების შესახებ;
4.4.2. კლიენტისაგან მიიღოს ნებისმიერი სახის პრეტენზია და მოახდინოს მასზე რეაგირება მოქმედი კანონმდებლობისა და ბანკის შიდა წესების შესაბამისად;
4.4.3. ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაუგზავნოს მსესხებელს შეტყობინება და მისცეს მას გონივრული ვადა დარღვეული ვალდებულების შესრულების მიზნით.
4.4.4. იმ შემთხვევაში, თუ კრედიტის და მასზე დარიცხული პროცენტების გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში (GEL/USD) იქნება [-]-ზე ნაკლები, გადაუხადოს მსესხებელს სავალუტო რისკის პრემია. სავალუტო რისკის პრემია იანგარიშება შემდეგი ფორმულით: X= A / C * ([-]-C1), სადაც: X - სავალუტო რისკის პრემია, A - მსესხებლის მიერ გადასახდელი თანხა (სესხი და პროცენტი), C1 - ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში (GEL/USD) გადახდის დღეს. C - ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში (GEL/USD) წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების დღეს. წინამდებარე ქვეპუნქტი არ გამოიყენება ბანკის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის ან/და იძულებითი გადახდევინების პროცედურის დაწყების შემთხვევაში. თუ ბანკი შეწყვეტს საკრედიტო ხელშეკრულებას ან/და კრედიტის და მასზე დარიცხული პროცენტების გადასახდევინებლად მიმართავს სასამართლოს ან სხვა კომპეტენტურ ორგანოს (არბიტრაჟი, ნოტარიუსი, სააღსრულებო ბიურო და სხვა), ბანკს არ წარმოეშობა კლიენტისთვის სავალუტო რისკის პრემიის გადახდის ვალდებულება, ხოლო კლიენტი კარგავს წინამდებარე პუნქტიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებას.[-]
4.4.5. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ყოველი სხდომის ჩატარებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, 12.10.4 პუნქტით გათვალისწინებული წესით და საშუალებით მიაწოდოს ინფორმაცია მსესხებელს რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების და შესაბამის თვეში დასარიცხი საპროცენტო სარგებლის ოდენობის შესახებ.
მუხლი 5. კრედიტის დაფარვის წესი
5.1. ბანკის მიერ კლიენტის ანგარიშ(ებ)იდან თანხის ჩამოწერა ხდება კლიენტის დავალებით ან დავალების გარეშე, უაქცეპტო წესით, ბანკისათვის გადასახდელი თანხების დასაფარად, ასევე დაზღვევის, ნოტარიუსის, კრედიტის მიზნობრივი თანხების დასაფარად. კლიენტი აძლევს ბანკს უპირობო და გამოუთხოვად დავალებას მოახდინოს უაქცეპტო წესით თანხების ჩამოწერა ამ ხელშეკრულებაში მოცემული რიგითობის და წესის შესაბამისად. ამასთან, კლიენტი აცნობიერებს, რომ ბანკი არ არის ვალდებული კლიენტის დავალების გარეშე ჩამოწეროს თანხები კლიენტის
ანგარიშ(ებ)იდან კლიენტის რომელიმე ვალდებულების შესრულების მიზნით;
5.2. ბანკს უფლება აქვს, მის წინაშე წარმოშობილი ნებისმიერი ვალდებულების შესრულების მიზნით, ასეთი ვალდებულების წარმოშობის შემდეგ, ნებისმიერ დროს (მათ შორის ვალდებულების შესრულების ბოლო დღეს) კლიენტის შემდგომი თანხმობის გარეშე უაქცეპტო წესით ჩამოწეროს თანხა კლიენტის იმ ვალუტის ანგარიშიდან, რომელ ვალუტაშიც განსაზღვრულია სესხით გათვალისწინებული გადახდები, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული მსესხებლის მიერ გაცემული დავალებით. იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება დაფიქსირებულია ანგარიშზე არსებული თანხის ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში ან იმავე ვალუტაში არსებული თანხა არ არის საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარად, ბანკი უფლებამოსილია განახორციელოს კონვერტაცია შესაბამის ანგარიშზე არსებული ვალუტიდან საკრედიტო დავალიანების სრულ ოდენობამდე შევსების/დაფარვის მიზნით, რა დროსაცეკვივალენტი განისაზღვრება ბანკის მიერ თანხის ჩამოწერის მომენტისათვის დადგენილი კურსით; იმ შემთხვევაში თუ კლიენტის მიერ არ მოხდება სხვაგავარი მითითება თანხის ჩამოწერასთან დაკავშირებით, ბანკი იხელმძღვანელებს ზემოთმითითებული წესის შესაბამისად.
5.3 კლიენტის მიერ კრედიტის დასაფარავად ბანკისთვის გადაცემული ან კლიენტის ანგარიშზე არსებული თანხით პირველ რიგში დაიფარება პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ საკომისიოებთან დაკავშირებული დავალიანება, შემდეგ საპროცენტო სარგებელი - სავალუტო რისკის პრემიასთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ბოლოს კრედიტის ძირითადი თანხა - სავალუტო რისკის პრემიასთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თუ კლიენტს სხვა რაიმე საფუძვლით ბანკის წინაშე ეკისრება გადახდის ვალდებულება (საპროცესო ხარჯები, სხვა სახელშეკრულებო/არასახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე გადასახდელი და სხვა), ასეთი ვალდებულება შესრულდება წინამდებარე პუნქტის პირველი წინადადებით განსაზღვრული ვალდებულებ(ებ)ის შესრულებამდე, პირველ რიგში. ხოლო ბანკის წინაშე შესასრულებელი ვალდებულებებისათვის თანხების ჩამოწერის შემდეგ, ბანკი უფლებამოსილია მოახდინოს დაზღვევის პრემიის თანხების, ნოტარიუსის საფასურის, კრედიტის უზრუნველყოფის გარიგებების რეგისტრაციის საფასურის და მიზნობრივად გადასარიცხი თანხების უაქცეპტო წესით ჩამოწერა და შესაბამისი პირებისათის მათი გადარიცხვა. კლიენტი ბანკს უფლებას ანიჭებს ცალმხრივად შეცვალოს ამ პუნქტში მოცემული ვალდებულების დაფარვის რიგითობის წესი; ამასთან. ერთზე მეტი მიმდინარე დავალიანების არსებობის შემთხვევაში, როდესაც კლიენტის ანგარიშზე განთავსებული თანხა არ არის საკმარისი ერთზე მეტი ვადამოსული/ვადაგადაცილებული ვალდებულების/დავალიანების სრულად შესასრულებლად, კლიეტი უფლებამოსილია ასეთი შემთხვევის დადგომის დღეს, შესაბამისი დღის სამუშაო დღის ბოლომდე (18:00 საათამდე) ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში ვიზიტით/ინტერნეტ ბანკით ან/და სატელეფონო სერვისცენტრში ზარის განხორციელებით ამოირჩიოს/დააფიქსიროს ერთზე მეტი ვადამოსული/ვადაგადაცილებული ვალდებულების/დავალიანების დაფარვის რიგითობა. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი არ აირჩევს ვალდებულების/დავალიანების დაფარვის რიგითობას, ბანკი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ გადაწყვიტოს კლიენტის ვადამოსული/ვადაგადაცილებული ვალდებულებების დაფარვის რიგითობის საკითხი.
5.4 ბანკი უფლებამოსილია, მსესხებლის ნებისმიერ მიმდინარე ანგარიშზე/ანგარიშებზე, ასევე სადეპოზიტო ანგარიშზე არსებული თანხები (მათ, შორის დაარღვიოს სადეპოზიტო ხელშეკრულება ვადის გასვლამდე) უაქცეპტო წესით ჩამოწეროს და დაფაროს წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მსესხებლის ვადამოსული დავალიანება, ხელშეკრულების 5.2 პუნქტით გათვალისწინებული წესის დაცვით ბანკი არ არის უფლებამოსილი მსესხებლის ვადიანი სადეპოზიტო ანგარიშიდან, მისი ვადის გასვლამდე, დაფაროს წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მსესხებლის ვადამოსული დავალიანება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კრედიტი უზრუნველყოფილია დეპოზიტის ხელშეკრულებით.
5.5 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტთან გაფორმებული წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე გადახდის თარიღი დაემთხვა არასამუშაო დღეს, ამგვარი გადახდა უნდა განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს. ასეთ შემთხვევაში კლიენტის დავალიანებას არ დაერიცხება პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის.
5.6 ბანკს უფლება აქვს კლიენტისთვის შეტყობინების გაგზავნით განახორციელოს კრედიტის კონვერტაცია სხვა ვალუტაში მისი გაცემიდან 1 (ერთი) თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს. კლიენტს უფლება აქვს არ დაეთანხმოს ბანკის მიერ საკრედიტო პროდუქტების კონვერტაციას და ბანკის შეტყობინების მიღებიდან 1 (ერთი) თვის განმავლობაში სრულად დაფაროს ბანკის მიერ მისთვის მიცემული კრედიტი. (შენიშვნა: მხოლოდ არასპეციფიკური საფინანსო პროდუქტის შემთხვევაში)
მუხლი 6. კრედიტის ვადაზე ადრე დაფარვის წესი
6.1. კრედიტის ხელშეკრულებით/გრაფიკით გათვალისწინებული გადახდების ვადაზე ადრე განხორციელება (მათ შორის კრედიტის წინსწრებით სრულად ან ნაწილობრივ დაბრუნება ან/და რეფინანსირება) შესაძლებელია მსესხებლის მიერ შესაბამისი წერილობითი განცხადების ბანკისთვის წარდგენის შემდეგ. კრედიტის წინსწრებით დაფარვის ნებისმიერი ფორმით, კლიენტი ვალდებულია გააფრთხილოს ბანკი ამის შესახებ, ხოლო ბანკი უფლებამოსილია კრედიტის წინსწრებით დაფარვა განახორციელოს იმავე დღეს ან თუ კლიენტის მიმართვა განხორციელდა არასამუშაო საათებში, მომდევნო სამუშაო დღეს. თუ ტექნიკური ან სხვა მიზეზით კრედიტის დაფარვა საჭიროებს განსაზღვრულ ვადას, ბანკი უფლებამოსილია ისარგებლოს აღნიშნული ვადით, ამასთან,
მსესხებელმა უნდა განათავსოს ანგარიშზე სესხის დაფარვისათვის საჭირო ოდენობის თანხები. კლიენტი ვალდებულია კრედიტის წინსწრებით დაფარვისას, გააფრთხილოს ბანკი წერილობით არაუმეტეს 14 კალენდარული დღით ადრე, თუ კრედიტის თანხა აღემატება 2,000,000 (ორი მილიონი) ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში; ამ შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია კრედიტზე პროცენტის დარიცხვა განახორციელოს ფაქტობრივად ნასარგებლები დღეების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს ზემოაღნიშნული ვადისა.
6.2. კრედიტის (ძირითადი თანხის) ნაწილის წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში ბანკი კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე შეცვლის კრედიტის დაფარვის გრაფიკს (შედგება ახალი გრაფიკი) ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარჩენილი პერიოდისთვის, შემდეგი წესის დაცვით:
o წინსწრებით დასაფარი თანხით განხორციელდება თავდაპირველი გადახდის გრაფიკით გათვალისწინებულ ყოველ მომდევნო შენატანში შემავალი ძირითადი თანხის შემცირება/დაფარვა, წინსწრებით გადახდილი თანხის ოდენობის გათვალისწინებით შესაბამისი პერიოდის განმავლობაში, რის შემდეგაც კლიენტი გააგრძელებს შეუმცირებელი/დაუფარავი ძირითადი თანხის დაფარვას თავდაპირველი დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული ოდენობითა და პერიოდულობით;
o კლიენტი გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული პერიოდულობით იხდის პროცენტს, რომელიც ერიცხება წინსწრებით დაფარვის შემდეგ დარჩენილ დასაფარ ძირითად თანხას;
o მხარეები უფლებამოსილნი არიან შეთანხმდნენ წინამდებარე პუნქტისგან განსხვავებული გადახდის წესზე/გრაფიკზე.
6.3. იმ შემთხვევაში, თუ კრედიტის წინსწრებით ნაწილობრივ დაფარვის შემთხვევაში იფარება კრედიტის საწყისი ძირითადი თანხის მინიმუმ 20%, არანაკლებ 500 ლარის ოდენობით, მსესხებლი უფლებამოსილია მოითხოვოს:
o ნარჩენი ძირითადი თანხის გადანაწილება იმავე პერიოდზე ყოველთვიური შენატანის შემცირების მიზნით;
o ყოველთვიური შენატანის იმავე ოდენობის პირობებში დარჩენილი პერიოდის შემცირება.
6.3.1 წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი საკრედიტო პროდუქტის წინასწარ დაფარვის, მათ შორის რეფინანსირების საკომისიოს ოდენობა შეადგენს მაქსიმუმ 0,5%-ს, თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე მეტი ვადა. საკომისიო იანგარიშება კრედიტის დარჩენილი ძირითადი თანხიდან, და ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილი ვადის შესაბამისად. ამასთან წინსწრებით დაფარვის საკომისიო არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილ ვადაზე დასარიცხი პროცენტის ოდენობას. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევ(ებ)ში ბანკი არ არის უფლებამოსილი კლიენტს დაარიცხოს საკომისიო საკრედიტო პროდუქტით წინსწრებით დაფარვისთვის
6.3.2 იმ შემთხვევაში, თუ კრედიტზე დაწესებულია საშეღავათო პერიოდი - წინსწრების საკომისიოს ოდენობა იანგარიშება წინსწრებით დაფარვამდე ფაქტობრივად ნასარგებლები დღეების შესაბამისად.
6.4. ამ ხელშეკრულების მიზნებისთვის კრედიტის რეფინანსირებად ჩაითვლება ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტის/საბანკო დაწესებულების, ან სხვა პირების მიერ გაცემული თანხით ბანკისგან მიღებული კრედიტის წინსწრებით (შეთანხმებულ ვადაზე ადრე) დაფარვა პირდაპირ ან/და ირიბად, უშუალოდ ან/და სხვა პირ(ებ)ის მეშვეობით;
6.5. მხარეები თანხმდებიან, რომ:
6.5.1. ბანკი არ არის ვალდებული დაამტკიცოს რეფინანსირების ფაქტი და მას უფლება აქვს, კრედიტის რეფინანსირების შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი წყაროთი მიღების შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება კლიენტისთვის შესაბამისი საკომისიოს დაკისრების შესახებ;
6.5.2. რეფინანსირების არარსებობის ფაქტის მტკიცების ტვირთი ეკისრება კლიენტს;
6.5.3. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი სასამართლოსთვის მიმართვის გზით დაამტკიცებს რეფინანსირების არარსებობის ფაქტს, ბანკი ვალდებული იქნება, დაუბრუნოს მას მხოლოდ უაქცეპტო წესით ჩამოწერილი საკომისიო, ხოლო კლიენტი უარს აცხადებს ბანკის ქმედებებით (ბანკის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით) მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე.
მუხლი 7. ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა
7.1. ბანკს უფლება აქვს შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედება ან/და მოსთხოვოს კლიენტს ბანკისთვის კრედიტის ძირითადი თანხის დაბრუნება დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან, სავალუტო რისკის პრემიასთან, პირგასამტეხლოსთან და სხვა გადასახდელებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იმ შემთხვევაში თუ დადგება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი გარემოება:
7.1.1. წარმოიქმნა არაუზრუნველყოფილი (ნაწილობრივ უზრუნველყოფილი) საკრედიტო დავალიანება;
7.1.2. კლიენტი დაარღვევს წინამდებარე ხელშეკრულებით გაცემული კრედიტის ძირითადი თანხის ან/და საპროცენტო სარგებლის დაფარვის შეთანხმებულ გრაფიკს (ასეთი არსებობის შემთხვევაში) ზედიზედ ორჯერ მაინც (იმ შემთხვევაში თუ, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კრედიტი დაბრუნება ნაწილ-ნაწილ ორზე მეტი გადახდის გზით), ან/და დაარღვევს ნებისმიერი საკრედიტო პროდუქტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვადას და არ დაფარავს მიმდინარე დავალიანებას სრულად ბანკის მიერ დამატებით მიცემულ ვადაში. გრაფიკით/ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ნაწილობრივ გადახდა არ ჩაითვლება გრაფიკის/ხელშეკრულების შესრულებად;
7.1.3. კლიენტის მიერ კრედიტი გამოიყენება არამიზნობრივად;
7.1.4. კლიენტი დროულად არ წარადგენს ბანკში ამ უკანასკნელის მიერ გამოთხოვილ დოკუმენტაციას და მონაცემებს, მათ შორის ბუღალტრული და სტატისტიკური ანგარიშგებების ჩათვლით;
7.1.5. კლიენტმა ბანკში წარადგინა არასწორი ან არასრული საფინანსო – სამეურნეო და კორპორაციული მონაცემები, ან არ შეასრულა ბანკის მოთხოვნა ანგარიშებზე თანხის ბრუნვის შესახებ;
7.1.6. მნიშვნელოვნად გაუარესდა კლიენტის ფინანსური მდგომარეობა ან არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კლიენტის ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდება;
7.1.7. კლიენტმა დაარღვია სადაზღვევო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირობები;
7.1.8. კლიენტი ან შესაბამისი ხელშეკრულების მხარე დაარღვევს მის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით, გენერალური ხელშეკრულებით ან/და გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულებით (მათ შორის უზრუნველყოფის ხელშეკრულებებით) ნაკისრ ნებისმიერ ვალდებულებას;
7.1.9. არ შესრულდება (დაირღვევა) რომელიმე წინაპირობა, დამატებითი პირობა ან/და ბანკის მიერ კლიენტისთვის წაყენებული მოთხოვნა;
7.1.10.კლიენტის აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილი (20 პროცენტი ან მეტი) გასხვისდება/უფლებრივად დაიტვირთება ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
7.1.11.კლიენტი იკისრებს ნებისმიერ ვალდებულებას ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, წინამდებარე ხელშეკრულების მოთხოვნათა დარღვევით;
7.1.12.გაუარესდება კლიენტის, მისი თავდების, ამ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულების ნებისმიერი მხარის ან/და გარანტის ქონებრივი ან/და ფინანსური მდგომარეობა ან შეიქმნება ასეთი გარემოების დადგომის საფრთხე;
7.1.13.კლიენტის მიმართ დაიწყება სასამართლო/საარბიტრაჟო დავა ან/დასააღსრულებო წარმოება. კლიენტის რომელიმე საბანკო ანგარიშს ან კლიენტის კუთვნილ ქონებას (ნებისმიერ ნივთს ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს) დაედება ყადაღა ან კლიენტის ან მისი ქონების მიმართ გამოყენებული იქნება სარჩელის, გადაწყვეტილების აღსრულების ან/და საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ნებისმიერი ღონისძიება; რაიმე უფლებით, ვალდებულებით ან/და შეზღუდვით (მათ შორის საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებით, ყადაღით და სხვა) დაიტვირთება ამ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დაგირავებული ან იპოთეკით დატვირთული ნებისმიერი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე;
7.1.14.ნებისმიერი განცხადება ან გარანტია, რომელსაც ადასტურებდა მსესხებელი ან რაც კავშირშია წინამდებარე ხელშეკრულებასთან, აღმოჩნდება არსებითად არასწორი.
7.2. ამ ხელშეკრულების 7.1. პუნქტში აღწერილი ნებისმიერი გარემოების დადგომის შემთხვევაში (მიუხედავად მათ დადგომაში კლიენტის, მესამე პირის ან სხვა ნებისმიერი პირის ბრალეულობისა) კლიენტი ვალდებული იქნება დაუყოვნებლივ (ან ბანკის მიერ მითითებულ ვადაში) დაუბრუნოს ბანკს კრედიტის ძირითადი თანხა, მასზე დარიცხულ საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სავალუტო რისკის პრემია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შეასრულოს ბანკის წინაშე ნაკისრი ყველა ფინანსური ვალდებულება;
7.3. კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს ამ ხელშეკრულების 7.1 პუნქტებში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოების დადგომის ან მისი დადგომის მოლოდინის შესახებ.
7.4. თუ ბანკი კრედიტის და მასზე დარიცხული პროცენტების იძულებით გადასახდევინებლად მიმართავს სასამართლოს ან სხვა კომპეტენტურ ორგანოს (არბიტრაჟი, ნოტარიუსი, სააღსრულებო ბიურო და სხვა) და, თუ სარჩელის/განცხადების (პრეტენზიის) შედგენის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში (GEL/USD) იქნება [-]-ზე მეტი (ლარის გაუფასურება აშშ დოლართან მიმართებაში), კლიენტს ბანკის სასარგებლოდ დაეკისრება სავალუტო რისკის პრემია, რომელიც დაითვლება შემდეგი ფორმულით: X = A / C * (C1- [-]), სადაც: X - სავალუტო რისკის პრემია, A - მსესხებლის მიერ გადასახდელი თანხა (სესხი და პროცენტი), C - ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში (GEL/USD) წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების დღეს, C1 - ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში (GEL/USD) კრედიტის და მასზე დარიცხული პროცენტების გადასახდევინებლად სარჩელის/განცხადების (პრეტენზიის) შედგენის დღეს. ამასთან სარჩელის/განცხადების (პრეტენზიის) შედგენის დღიდან კრედიტის და მასზე დარიცხული პროცენტის ფაქტობრივად გადახდევინების დღემდე, კრედიტის ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვალებადობა მხედველობაში არ მიიღება და წყდება კლიენტის სასარგებლოდ სავალუტო პრემიის გადახდის ვალდებულება. ერთი და იმავე კრედიტზე (მასზე დარიცხულ პროცენტზე) რამოდენიმეჯერ სარჩელის/განცხადების (პრეტენზიის) შეტანის შემთხვევაში, ბანკის სასარგებლოდ სავალუტო რისკის პრემია დაანგარიშდება თითოეული სარჩელის/განცხადების (პრეტენზიის) შედგენის დღის მდგომარეობით.
მუხლი 8. მხარეთა პასუხისმგებლობის ფარგლები
8.1 მსესხებელი ვალდებულია, აანაზღაუროს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი პირობის დარღვევის შედეგად ბანკისათვის მიყენებული ზიანი;
8.2 იმ შემთხვევაში, თუ ბანკის (როგორც იპოთეკარის ან/და მოგირავნის) მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით, იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის საკუთრებაში მიღების მომენტისთვის იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის
ღირებულება არ იქნება საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მხოლოდ იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის ღირებულების ტოლი თანხის ოდენობით და დარჩენილ თანხაზე/ნაშთზე კლიენტის პასუხისმგებლობა ძალაში რჩება. საკუთრებაში მიღებული საგნის ღირებულება განისაზღვრება ბანკის მიერ ქონების საკუთრებაში მიღების მომენტისთვის ქონების სალიკვიდაციო ღირებულებით დღგ-ს გარეშე (არსებობის შემთხვევაში);;
8.3 იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის/გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მხოლოდ იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხის ოდენობით და დარჩენილ თანხაზე/ნაშთზე კლიენტის პასუხისმგებლობა ძალაში რჩება;
8.4 ბანკს უფლება აქვს მოითხოვოს აღსრულების მიქცევა კლიენტის ნებისმიერ ქონებაზე (კლიენტის კუთვნილ ნებისმიერ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე), მიუხედავად იმისა უზრუნველყოფილია, თუ არა კლიენტის ვალდებულება (ბანკის მოთხოვნა) სხვა სანივთო უფლებით (იპოთეკით, გირავნობით);
8.5 წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ კრედიტის დაბრუნების ვადაგადაცილების შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებულია გადაუხადოს ბანკს საურავი ვადაგადაცილებული კრედიტის ძირითადი თანხის წლიური
36 (ოცდათექვსმეტი) პროცენტის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.ამასთან, მსესხებელი ვალდებულია, დავალიანების სრულ დაფარვამდე გადაუხადოს ბანკს საპროცენტო სარგებელი წინამდებარე ხელშეკრულების 3.4. პუნქტის შესაბამისად ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამურმა მოცულობამ არ უნდა გადააჭარბოს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1,5-მაგ ოდენობას.
8.6 წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ კრედიტზე დარიცხული პროცენტების დროულად და სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია გადაუხადოს ბანკს საურავი ვადაგადაცილებული პროცენტის თანხის წლიური 36 (ოცდათექვსმეტი) პროცენტის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამურმა მოცულობამ არ უნდა გადააჭარბოს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1,5-მაგ ოდენობას.
8.7 ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის (გარდა ისეთი ხარჯებისა, რომლებიც შედის სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში), სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27 პროცენტს თითოეული დღისთვის. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული 0.27 პროცენტის მიზნებისათვის, გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ/დაკისრებულ პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი ფორმის ფინანსურ სანქციაში არ გაითვალისწინება სესხის ვადის გადაცილებისას (ვადის გადაცილების სრულ აღმოფხვრამდე) პირგასამტეხლოს სახით ერთჯერადად არაუმეტეს 20 ლარის (ან უცხოური ვალუტით მისი ეკვივალენტის), აგრეთვე სესხის რეფინანსირების ან სესხის საკუთარი სახსრებით ან/და მესამე პირის მიერ ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში წინსწრებით დაფარვის საკომისიოს დაკისრება.
მუხლი 9. კლიენტის განცხადებები და გარანტიები
9.1 კლიენტი აცხადებს და ადასტურებს, რომ:
9.1.1 აქვს წინამდებარე ხელშეკრულების დადებისა და შესრულებისათვის საჭირო უფლებამოსილება;
9.1.2 არ მონაწილეობდა და არ მონაწილეობს არც ერთ სასამართლო პროცესში (მოსარჩელის, მოპასუხის ან მესამე პირის სახით), რითაც საფრთხეს უქმნის კლიენტის ვალდებულებების შესრულებას, კლიენტის ქონებას ან/და აქტივებს;
9.1.3 ამ ხელშეკრულების დადებისას, იგი არ იმყოფება შეცდომის, მოტყუების, მის წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობის ან მუქარის გავლენის ქვეშ;
9.1.4 ბანკისთვის მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არის ზუსტი, სრული, უტყუარი და ამომწურავი დეტალურად იცნობს და მისთვის მისაღებია დაკრედიტების (მათ შორის საკრედიტო პროდუქტების) ყველა პირობა;
9.1.5 კლიენტი სრულად არის გაცნობილი გენერალური ხელშეკრულების ტექსტს და მის პირობებს, მისთვის ცნობილია, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება გენერალური ხელშეკრულების და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას;
9.1.6 დაუყოვნებლივ აცნობებს ბანკს მისი საიდენტიფიკაციო მონაცემების, საკონტაქტო ინფორმაციის, სტატუსის ან საქმიანობის სახის ნებისმიერი ცვლილების შესახებ, ასევე მის წინააღმდეგ სასამართლო/საარბიტრაჟო პროცესის დაწყების შესახებ.
9.1.7 წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებამდე სრულად გაეცნო საკრედიტო პროდუქტით სარგებლობასთან დაკავშირებულ ყველა შესაძლო ფინანსურ ხარჯს, ინფორმირებულია კრედიტთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რისკების და სავალუტო რისკების შესახებ და თანახმაა, გააფორმოს წინამდებარე საკრედიტო ხელშეკრულება.
9.1.8 გაცნობიერებული აქვს კრედიტის დაუბრუნებლობის სამართლებრივი შედეგები. კერძოდ, მსესხებლის მიერ ბანკთან შეთანხმებული გრაფიკის ან/და წინამდებარე ხელშეკრულების სხვა პირობების დარღვევის და ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია დააყადაღოს მსესხებლის კუთვნილი უძრავ/მოძრავი ქონება, მათ შორის არამატერიალური ქონებრივი სიკეთე და საბანკო ანგარიშები,
მსესხებლის არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით განახორციელოს მსესხებლის კუთვნილი უძრავ/მოძრავი ქონების, მათ შორის არამატერიალური ქონებრივი სიკეთის რეალიზაცია.
9.1.9 ბანკს აძლევს უპირობო და გამოუთხოვად თანხმობას, წინამდებარე საკრედიტო ხელშეკრულების ასლები (თავსართთან და დანართთან ერთად) ან/და სხვა ნებისმიერი სახელშეკრულებო ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადოს თავდებისა და/ან იპოთეკის/გირავნობის საგნის მესაკუთრისათვის.
9.1.10 გაცნობიერებული აქვს, რომ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხი არის ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთით გაცემული და რომ საპროცენტო განაკვეთის ოდენობა შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს.
9.1.11 კლიენტი გამოხატავს თანხმობას და უფლებას აძლევს სს „ბანკი ქართუს“, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და პირობებით, დაამუშაოს წინამდებარე დოკუმენტში და ბანკში დაცული კლიენტის ინფორმაცია, ასევე, კლიენტის შესახებ ბიუროში დაცული ინფორმაცია გადახისუნარიანობის ანალიზის მიზნისათვის. კლიენტი აცნობიერებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებს, რომ კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.
9.1.12 კლიენტი ადასტურებს, რომ ბანკი შეაგროვებს/დაამუშავებს კლიენტის შესახებ ყველა იმ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტურ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდებასთან და ინფორმაციის მიღებასთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პირობებით. წინამდებარე პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია მუშავდება კლიენტის გადახდისუნარიანობის ანალიზის მიზნისათვის და ხელმისაწვდომი იქნება ბიუროში ჩართული სესხის გამცემი ორგანიზაცი(ებ)ისთვის და ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი პირ(ებ)ისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9.2 ბანკს უფლება აქვს ბიუროსთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად:
9.2.1 კლიენტის შესახებ ბანკის ხელთ არსებული ინფორმაცია გადასცეს ბიუროს, რის საფუძველზეც კლიენტი აღირიცხება ბიუროს მონაცემთა ბაზაში;
9.2.2 გაეცნოს ბიუროს მონაცემთა ბაზაში აღრიცხულ ინფორმაციას კლიენტის შესახებ (მათ შორის, კლიენტის საკრედიტო ისტორიას).
9.3 კლიენტი ბანკს ანიჭებს უპირობო უფლებას ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს, კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე შეუზღუდავად (ნებისმიერი მოცულობითა და რაოდენობით):
9.3.1 მოითხოვოს და მიიღოს კლიენტის შესახებ ნებისმიერ პირთან თუ ადმინისტრაციულ ორგანოში არსებული ნებისმიერი სახის პერსონალური ინფორმაცია (მონაცემები, ჩანაწერები ან/და საბუთები). წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირ(ებ)ი აცხადებს/აცხადებენ თანხმობას, რომ სს „ბანკი ქართუმ“ კანონმდებლობით დადგენილი წესით, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნით და ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო მოცულობით, მიიღოს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, ბანკისთვის აუცილებელი, მისი პერსონალური მონაცემები;
9.3.2 სასამართლოს, არბიტრაჟს ან/და მესამე პირს (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში) გადასცეს კლიენტის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის კლიენტის საბანკო ანგარიშების, შესრულებული ოპერაციების, ანგარიშებზე არსებული ნაშთების, კლიენტის ვალდებულებების შესახებ მონაცემები) და კლიენტთან გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულება.
9.3.3 მიმდინარე ვალდებულებების მოქმედების პერიოდში განახორციელოს კლიენტის საკრედიტო, არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის გადამოწმება ბიუროში კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე მისი გადახდისუნარიანობის შეფასების მიზნებისათვის.
9.4 კლიენტი გარანტიას იძლევა და კისრულობს ვალდებულებას:
9.4.1 ბანკის წერილობითი თანხმობის გარეშე არ იკისროს ახალი ვალდებულებები/არ აიღოს ახალი ვალი და არ გახარჯოს ფულადი სახსრები ან სხვა ქონება, რითაც შეიძლება შემცირდეს მისი კუთვნილი ქონებრივი მასა და საფრთხის ქვეშ დადგეს წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესრულება;
9.4.2 ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, როგორც საკრედიტო პროდუქტების გაცემამდე ისე მისი გაცემის შემდეგ ნებისმიერ დროს, არაუმეტეს 10 (ათი) დღის ვადაში მიაწოდოს მას ანგარიში და ყველა დოკუმენტაცია დაკავშირებული მის ფინანსურ მდგომარეობასთან და საქმიან ოპერაციებთან;
9.4.3 დაუშვას ბანკის წარმომადგენლები მის კუთვნილ საწარმოში, ოფისში, ან იმ ტერიტორიაზე, სადაც იგი ახორციელებს საქმიანობას.
9.5 ბანკი უფლებამოსილია საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, საპროცენტო განაკვეთის გაზრდის შესახებ აცნობოს კლიენტს, ხოლო არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოფის მესაკუთრეს/თავდებს/სოლიდარულ თავდებს, ხოლო კლიენტის მიერ კრედიტის ვადაგადაცილებისა და სხვა ნებისმიერი ტიპის დავალიანების წარმოშობის, ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების შეწყვეტის/დროებით შეჩერების შემთხვევაში აცნობოს უზრუნველყოფის მესაკუთრეს/თავდებს/სოლიდარულ თავდებს. ზემოაღნიშნულ პირებს, ასევე გენერალური ხელშეკრულების ყველა მონაწილე მსესხებელს ყოველი ცალკეული კრედიტის მიწოდებისას და არსებულ საკრედიტო ხელშეკრულებაში
მნიშვნელოვანი პირობების ცვლილებამდე/მის შემდეგ მიაწოდოს ინფორმაცია. ასევე, შეატყობინოს კლიენტს ბანკის მიერ გაცემული სესხის მესამე პირზე გასხვისების შემთხვევაში.
9.6 ბანკი უფლებამოსილია საბანკო მომსახურების უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით, საკუთარი ინიციატივით გაუაქტიუროს კლიენტს SMS ბანკი - უფასოდ მომსახურების პირობით. ამავდროულად, ბანკს უფლება აქვს, კლიენტის მიერ ვალდებულებების სრულად დაფარვის შემდგომ, ნებისმიერ დროს გაუთიშოს კლიენტს საკუთარი ინიციატივით გააქტიურებული SMS ბანკი.
მუხლი 10. პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები [ფორს-მაჟორი]
10.1 მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ვალდებულებების სრული და ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის დაუძლეველი ძალის [ფორს-მაჟორი] მოქმედების პერიოდში, თუ მისი მიზეზით შეუძლებელია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება/ან ჯეროვანი შესრულება;
10.2 „დაუძლეველი ძალის“ ქვეშ იგულისხმება გარემოებები, რომლებიც არ არსებობდა წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების დროს და რომელთა დადგომა და ზემოქმედება მხარეებს არ შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ და გადაელახათ. კერძოდ: სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, საბოტაჟი ან სხვა საწარმოო არეულობა, სამოქალაქო მღელვარება, ომი, ბლოკადა, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყერების ჩამოწოლა, ეპიდემია, წყალდიდობა და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათი მხრიდან შეუძლებელია;
10.3 თუ ნებისმიერმა ზემოთნახსენებმა გარემოებებმა უშუალოდ იმოქმედეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადებზე, მაშინ ეს ვადები ამ გარემოებების მოქმედების დროის შესაბამისად, თანაბარზომიერად გაიზრდება;
10.4 მხარემ, რომლისთვისაც ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო შეუძლებელი შეიქნა ვალდებულებების შესრულება, ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არაუგვიანეს 5 (ხუთი) დღისა ამ გარემოებების დადგომიდან და/ ან დასრულებიდან, წერილობით აცნობოს მეორე მხარეს;
10.5 შეუტყობინებლობის და/ან დაგვიანებული შეტყობინების შემთხვევაში იგი კარგავს უფლებას, დაეყრდნოს ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობას, როგორც პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველს;
10.6 შეტყობინებაში მითითებული ფაქტები დადასტურებულ უნდა იქნეს კომპეტენტური ორგანოს მიერ. დადასტურება არ არის საჭირო, თუ აღნიშნული ფაქტები საყოველთაოდაა ცნობილი;
10.7 თუ დაუძლეველი ძალის მოქმედება გაგრძელდება ერთ თვეზე მეტხანს, მხარეები უფლებამოსილნი არიან შეცვალონ ხელშეკრულების პირობები. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას წყვეტს საერთო სასამართლო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 11. კონფიდენციალურობის დაცვა
11.1 მხარეები ვალდებულნი არიან, არ გაახმაურონ კონფიდენციალური ინფორმაცია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში და მის დასრულების შემდეგაც მეორე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. კონფიდენციალური ინფორმაცია გულისხმობს ამ ხელშეკრულებიდან ან/და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი სხვა სახის შეთანხმებიდან გამომდინარე დოკუმენტურ ან სხვა სახის ინფორმაციას, მათ შორის: ბანკისა და კლიენტის შესახებ პერსონალურ ინფორმაციას, რომლითაც სარგებლობა შეზღუდული ან აკრძალულია მხარეთა შეთანხმებით/ან და კანონით. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება:
11.1.1 იმ ინფორმაციაზე, რომელიც არის ან გახდება გარეშე პირებისათვის ხელმისაწვდომი მხარეთაგან დამოუკიდებლად;
11.1.2 იმ ინფორმაციაზე, რომლის მოპოვებაც მოხდება სხვა წყაროებიდან;
11.1.3 იმ ინფორმაციაზე, რომლის გამჟღავნებაც მოხდება რომელიმე მხარის მიერ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;
11.1.4 იმ ინფორმაციაზე, რომელიც ბანკმა გასცა ან/და მიიღო წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად.
11.2 ხელშეკრულება კონფიდენციალობის დაცვის შესახებ და, თუ აღნიშნული მესამე პირი უზრუნველყოფს კლიენტის პერსონალური მონაცემების სათანადო დაცვას, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამის უფლებამოსილ პირს, მათ შორის ბანკის ფინანსური მდგომარეობის შემოწმების მიზნებისთვის აუდიტორს, საგადასახადო კონსულტანტს, მრჩეველს, შემფასებელს და მათ დამხმარე პირებს, ბანკსა და კლიენტის შორის სასამართლო დავის (სამოქალაქო ან ადმინისტრაციული), სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას, ადმინისტრაციული სამართალწარმოების, საარბიტრაჟო წარმოების ან მედიაციის არსებობის შემთხვევაში - სასამართლოს, შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, არბიტრაჟს, მედიატორებს, შეუზღუდავად, მიუხედავად იმისა დახურულია თუ არა სხდომა/წარმოება (ხოლო თუ სამართლებრივი დავის მხარე არ არის კლიენტი, თუ სხდომა/წარმოება დახურულია ან სასამართლოს/სხვა ორგანოს/პირის კანონიერი დავალებით, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ბანკმა მოითხოვა სხდომის/წარმოების დახურვა/გასაიდუმლოება, მაგრამ უარი ეთქვა), ადვოკატ(ებ)ს, კონსულტანტ(ებ)ს და მათ დამხმარე პირებს, ასევე ბანკის მიერ კლიენტის მიმართ თავისი უფლება-მოვალებების მესამე პირებისთვის კანონისმიერი ან სახელშეკრულებო წესით დათმობის/გადაცემის მომზადების/დადების/შესრულების მიზნით.
მუხლი 12. დასკვნითი დებულებები
12.1 ხელშეკრულება მოქმედებას იწყებს მხარეების მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან და წყდება მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების ან წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვლენების დადგომის შემთხვევებში;
12.2 ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ამ ხელშეკრულების არსებობის, ნამდვილობის და შეწყვეტის შესახებ დავის ჩათვლით, და რომელთაც მხარეები ვერ მოაგვარებენ მოლაპარაკების გზით, უნდა გადაეცეს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს საერთო სასამართლოს;
12.3 ბანკი უფლებამოსილია ამ ხელშეკრულებიდან ან/და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი სხვა სახის შეთანხმებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიაქციოს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
12.4 მხარეთა შორის ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. წერილობით ფორმას უთანაბრდება ბანკის მიერ შეტყობინების გაგზავნა ინტერნეტ ბანკის მეშვეობით, რა დროსაც ინტერნეტ ბანკით განხორციელებულ ხელმოწერას აქვს მატერიალური დოკუმენტისა და პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა. ოპერატიულობის მიზნით, დასაშვებია მეორე მხარისათვის შეტყობინების მიწოდება დეპეშით, ტელექსის, ფაქსის, ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინების, ან ბანკის მიერ დადგენილი ნებისმიერი სხვა ოპერატიული საშუალებით გზავნილის გზით, იმ პირობით რომ, მეორე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, ამგვარი მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში მას წარედგინება შეტყობინების წერილობითი ფორმაც;
12.5 წინამდებარე ხელშეკრულებით შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება:
12.5.1 ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს, თუ შეტყობინების მიღება დადასტურებულია ადრესატის მიერ (მათ შორის ელექტრონული დოკუმენტით, ქვითრით, შეტყობინების შესაბამისი სხვა საშუალებით და ა.შ.);
12.5.2 თუ შეტყობინების მიღება არ არის დადასტურებული ადრესატის მიერ, ნებისმიერი ასეთი შეტყობინება სათანადო წესით გაგზავნილად და ადრესატის მიერ მიღებულად ჩაითვლება:
12.5.2.1 კურიერის ან საფოსტო გზავნილის მეშვეობით წერილობითი შეტყობინების ან დეპეშის გაგზავნის შემთხვევაში - (ა) თუ შეტყობინება გაგზავნილია ბანკის მიერ, გაგაზავნიდან 3 (სამი) კალენდარულ დღეში, ან ჩაბარების დადასტურების თარიღის დღეს (რომელსაც უფრო ადრე ექნება ადგილი); (ბ) თუ შტყობინება გაგზავნილია მესაკუთრის/კლიენტის მიერ, ბანკის კანცელარიაში შეტყობინების დარეგისტრირების მომდევნო სამუშაო დღეს;
12.5.2.2 ინტერნეტ ბანკის მეშვეობით, ბანკის მიერ შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში, შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება გაგზავნის თარიღიდან 3 (სამი) დღის ვადაში, მიუხედავად შეტყობინების ფაქტობრივად გაცნობის თარიღისა. კლიენტი ვალდებულია რეგულარულად, თვეში ერთხელ მაინც, გაეცნოს ინტერნეტ ბანკის მეშვეობით მიღებულ შეტყობინებებს.
12.5.2.3 ფაქსის, ტელექსის, ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინების ან/და სხვა ელექტრონული საშუალებით გაგზავნის შემთხვევაში - (ა) თუ შეტყობინება გაგზავნილია ბანკის მიერ, გაგზავნის თარიღიდან მე-2 (მეორე) სამუშაო დღეს; (ბ) თუ შეტყობინება გაგზავნილია კლიენტის მიერ ბანკის მიერ შესაბამისი შეტყობინების მიღების დადასტურების თარიღიდან;
12.6 თუ შეტყობინება გაგზავნილია ბანკის მიერ, იგი მიღებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ შეტყობინების გამგზავნ მხარეს შეტყობინება დაუბრუნდება გაგზავნილ მისამართზე/საკონტაქტო მონაცემებზე შეტყობინების ადრესატის ადგილსამყოფელის არარსებობის გამო, ადრესატი უარს განაცხადებს შეტყობინების მიღებაზე, ან თავს აარიდებს მის მიღებას;
12.7 მხარეები ურთიერთობას განახორციელებენ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულებ(ებ)ით განსაზღვრულ მისამართზე/ საკონტაქტო მონაცემებზე ან სხვა ნებისმიერ მისამართზე, საკონტაქტო მონაცემებზე, რომელთაც ერთი მხარე აცნობებს მეორეს წერილობით, აგრეთვე ბანკისთვის ცნობილ კლიენტის სხვა მისამართ(ებ)ზე. თითოეული მხარე ვალდებულია აღნიშნული მისამართ(ებ)ის ან მათი რომელიმე მონაცემის ცვლილების შემთხვევაში დროულად აცნობოს მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარი მიერ აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული ურთიერთობა (შეტყობინების გაგზავნა და სხვა) ჩაითვლება ჯეროვნად შესრულებულად;
12.8 იმ საკითხების მოწესრიგებისას, რომლებიც ამ ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული, მხარეები ხელმძღვანელობენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით;
12.9 წინამდებარე ხელშეკრულების სათაურებისა და ფრაზების ნუმერაციას აქვს მხოლოდ პირობითი ხასიათი. ნუმერაციის მიზანია დოკუმენტის სისტემურად გამართვა და ადვილად წაკითხვადობა, და აღნიშნული ვერ მოახდენს გავლენას წინამდებარე ხელშეკრულების პირობების ან/და მთლიანი ხელშეკრულების ინტერპრეტაციაზე;
12.10 წინამდებარე ხელშეკრულების ცვლილება ხდება შემდეგი წესის დაცვით:
12.10.1 ბანკის მიერ კლიენტის სასარგებლოდ, ხელშეკრულების ცვლილება ცალმხრივად, კლიენტის თანხმობის ან/და მისთვის წინასწარ შეტყობინების გარეშე. კლიენტის სასარგებლოდ პირობების ცვლილებაში იგულისხმება საბანკო კრედიტის (ან ნებისმიერი საკრედიტო პროდუქტის) საპროცენტო განაკვეთის შემცირება, (მათ შორის, რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებიდან გამომდინარე პროცენტის ოდენობის ცვლილება) ხელშეკრულების
საფუძველზე გადასახდელი საკომისიოს, მომსახურების საფასურის, პირგასამტეხლოს თანხის და სხვა ნებისმიერი გადასახდელის შემცირება/გაუქმება, გადახდის ვადის გაგრძელება, საშეღავათო პერიოდის დაწესება ან მისი ვადის გაგრძელება, კლიენტის მიერ შესასრულებელი სახელშეკრულებო ვალდებულების/პირობის/დამატებითი პირობის (მთლიანად ან ნაწილობრივ) გაუქმება ან მისი შესრულებისთვის დადგენილი ვადის გაზრდა/დამატებითი ვადის მიცემა, კლიენტის განცხადების/მიმართვის/თანხმობის საფუძველზე გრაფიკის ან ხელშეკრულების სხვა პირობ(ებ)ის შეცვლა, ან ნებისმიერი ისეთი ცვლილების განხორციელება, რომელიც აუმჯობესებს კლიენტის მიერ საბანკო პროდუქტით სარგებლობის პირობებს. წინამდებარე პუნქტში მითითებული სახელშეკრულებო პირობების ნებისმიერ ცვლილებას კლიენტი შეიძლება დაეყრდნოს, მხოლოდ ბანკის მხრიდან, შესაბამისი სახელშეკრულებო პირობების ცვლილების, ოფიციალურად, წერილობით, დადასტურების შემთხვევაში. კლიენტს ნებისმიერ დროს აქვს უფლება მოსთხოვოს ბანკს ინფორმაცია, მის სასარგებლოდ სახელშეკრულებო პირობების ცვლილებაზე. ბანკი უფლებამოსილია, 12.10.4 პუნქტით გათვალისწინებული წესით აცნობოს კლიენტს განხორციელებული ცვლილების თაობაზე. ბანკს, კლიენტის ან სხვა ნებისმიერი პირის მხრიდან, არ შეიძლება დაეკისროს რაიმე პასუხისმგებლობა კლიენტის სასარგებლოდ სახელშეკრულებო პირობების ცვლილებისთვის, მასთან დაკავშირებული გადასახდელის/სახელმწიფო გადასახადის და სხვა შედეგების გამო.
12.10.2 ბანკის მიერ ხელშეკრულების პირობ(ებ)ის ცვლილება, გარდა 12.10.1 პუნქტში მითითებული კლიენტის სასარგებლოდ ხელშეკრულების ცვლილებისა, ხელშეკრულების ცვლილებამდე ორი თვით ადრე კლიენტის/უზრუნველყოფის მესაკუთრის/თავდების/სოლიდარული თავდების შეტყობინების გზით (შენიშვნა: არასპეფიციკურ საფინანსო პროდუქტზე 1 თვით ადრე, კლიენტის შეტყობინების გზით) და შემდგომ ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობის ბანკის მიერ ცალმხრივად შეცვლით. ხელშეკრულების პირობის ცვლილების შესახებ, კლიენტის ინფორმირება მოხდება, 12.10.4 პუნქტით გათვლისწინებული წესით.ასევე, შესაძლებელია კლიენტის ინფორმირება როგორც წერილობითი, ასევე სხვა ტექნიკური საშუალებით (მაგ.: მოკლე ტექსტური შეტყობინება, ელ. ფოსტაზე შეტყობინება და ა.შ.).
12.10.3 წინამდებარე ხელშეკრულების 12.10.1-12.10.2 პუნქტებით გათვალისწინებულის გარდა ხელშეკრულების ცვლილების სხვა შემთხვევაში, ასევე ბანკის მოთხოვნის/ბანკის თანხმობით, კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში 12.10.1-12.10.2 პუნქტით გათვალისწინებულ ცვლილებებზე, წინამდებარე ხელშეკრულების ცვლილება მხარეთა ორმხრივი წერილობითი შეთანხმების გზით.
12.10.4 მხარეთა შეთანხმებით, ბანკის მიერ კლიენტისთვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ინფორმაციის/შეტყობინების მისაწოდებლად ბანკის მიერ გამოყენებულ იქნება მოკლე ტექსტური შეტყობინება ან/და სატელეფონო ზარი, ბანკში ან წინამდებარე ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ კლიენტის საკონტაქტო ნომერზე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკრეტული პუნქი ითვალისწინებს შეტყობინების ალტერნატიულ ფორმას ან ბანკი აირჩევს შეტყობინების/ინფორმაციის მიწოდების ფორმად 12.4 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე სხვა ფორმას). თუ მოკლე ტექსტური შეტყობინებიდან/სატელეოფონო ზარიდან ირკვევა, რომ კლიენტის მხრიდან უნდა შესრულდეს გარკვეული მოქმედებები შეტყობინების სრული ტექსტის და შეტყობინების/ინფორმაციის პირობების სრულად სანახავად, მაშინ კლიენტი ვალდებულია შეასრულოს შესაბამისი მოქმედებები, მათ შორის ნახოს შეტყობინება ინტერნეტ ბანკში, ბანკის ვებ გვერდზე, ან/და გამოცხადდეს ბანკის ოფისში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბანკი არ აგებს პასუხს კლიენტის არასაკმარის ინფორმირებულობაზე ან/და შეტყობინების სისრულესთან დაკავშირებულ პრეტენზიებზე. კლიენტი ვალდებულია იქონიოს მობილური ტელეფონი გამართულ/ჩართულ მდგომარეობაში, მათ შორის იგულისხმება ქართული და ლათინური შრიფტის/ფონტის წამკითხველი პროგრამული უზრუნველყოფის არსებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკი არ აგებს პასუხს ამით გამოწვეულ შედეგებზე/ზიანზე; ამასთან, ბანკი არ აგებს პასუხს წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის, თუ მსესხებელთან, უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრესთან, თავდებთან/სოლიდარულ თავდებთან დაკავშირება/მისთვის ინფორმაციის მიწოდება ვერ ხერხდება ადრესატის მიერ საკონტაქტო ინფორმაციის ცვლილების გამო და/ან შეიცვალა უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრე და აღნიშნულის შესახებ მსესხებელს და/ან ადრესატს არ უცნობებია ბანკისთვის. წინამდებარე პუნქტით განსაზღვრული დათქმა ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინებით/სატელეფონო ზარით მიწოდების შესახებ, არ გამორიცხავს ინფორმაციის მიწოდებას როგორც წერილობითი, ასევე სხვა ტექნიკური საშუალებით (ინტერნეტ ბანკით, ელ. ფოსტით შეტყობინება და ა.შ.).
12.11 მხარეები თანხმდებიან, რომ თუ წინამდებარე ხელშეკრულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა განპირობებულია კანონის ან/და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების საფუძველზე, ეს ცვლილებები მხარეებისათვის შესასრულებლად სავალდებულო გახდება, კანონმდებლობის შესაბამისად, ნორმატიული აქტების ძალაში შესვლის დღიდან, მიუხედავად იმისა გააფორმებენ თუ არა მხარეები შესაბამისი ცვლილებების დოკუმენტს. ასეთი გარემოებების დადგომის დროს, თუ ხდება კლიენტის სასარგებლოდ პირობების ცვლილება, ბანკს არ ეკისრება ვალდებულება მოახდინოს მეორე მხარისათვის ცვლილებების შესახებ შეტყობინების გაგზავნა.
12.12 თუ ხელშეკრულების რომელიმე პუნქტი მიჩნეულ იქნება ბათილად, ეს გავლენას ვერ მოახდენს ხელშეკრულების დანარჩენი პუნქტების ნადვილობაზე. ბათილი დებულების ნაცვლად გამოიყენება ის დებულება, რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზანი;
12.13 კლიენტს არ აქვს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლების ან/და ვალდებულების მესამე პირისთვის გადაცემის უფლება ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის ან/და ბანკთან დადებული
ხელშეკრულების გარეშე. ბანკი, როგორც ამ ხელშეკრულების კრედიტორი, უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, მესაკუთრის/კლიენტის თანხმობის გარეშე, გადასცეს ფინანსურ ორგანიზაციას წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები (მთლიანად ან ნაწილობრივ). ამასთანავე, მესაკუთრე/კლიენტი თანახმაა, ბანკმა წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები გადასცეს სხვა მესამე პირ(ებ)საც, რომლებიც არ წარმოადგენენ ფინანსურ ორგანიზაციას.
12.14 ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად შეესატყვისება მხარეთა ნების ნამდვილობას;
12.15 წინამდებარე ხელშეკრულების დანართები წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს;ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე - თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ერთი რჩება ბანკს, ხოლო ერთი გადაეცემა მსესხებელს.
ბანკი [-] საიდენტიფიკაციო ნომერი: 204891652 მისამართი: [-] ელ.ფოსტა: Info@cartubank.ge ინტერნეტ ბანკი: www.ib.ge ტელეფონის ნომერი: რეგისტრაციის/ლიცენზირების ფორმა: კომერციული ბანკი საზედამხედველო ორგანო: საქართველოს ეროვნული ბანკი მის: ---- | ინფორმაცია მხარეთა შესახებ კლიენტი/მსესხებელი [-] საიდენტიფიკაციო ნომერი: [-] მისამართი:[-] ელ. ფოსტა: [-] ტელეფონის ნომერი: |