უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება N [●]
უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება N [●]
ქ. თბილისი [●] 2020 წ.
ერთი მხრივ, სს „საქართველოს რკინიგზა“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 202886010) წარმოდგენილი გენერალური დირექტორის xxxxx xxxxxxx სახით (შემდგომში „გამყიდველი“),
მეორე მხრივ, [●] სახით (შემდგომში „მყიდველი“),
„გამყიდველი“ და „მყიდველი“ შემდგომში ერთად ან ცალ-ცალკე შესაბამისად „მხარედ“ ან
„მხარეებად“ წოდებულნი
პრეამბულა
ვინაიდან:
- სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გამოცხადებულ იქნა ელექტრონული აუქციონი (შემდგომში „აუქციონი“) ქ. თბილისში მდებარე 01.17.10.011.084 საკ. კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების და მასზე არსებული აქტივების გასხვისების თაობაზე;
- „აუქციონის“ პირობების შესაბამისად ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულად
„მყიდველი“ იქნა გამოვლენილი;
- „მყიდველი“ დაინტერესებულია ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული აქტივების შეძენით.
აღნიშნულიდან გამომდინარე „მხარეები“ დებენ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე, „გამყიდველი“ საკუთრებაში გადასცემს
„მყიდველს“ წინამდებარე ხელშეკრულების 1.2 პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ქონებას (შემდგომში „ნასყიდობის საგანი“), რის სანაცვლოდაც „მყიდველი“ „გამყიდველს“ გადაუხდის [-
-] ლარს (შემდგომში „ნასყიდობის ფასი“) წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და წესის შესაბამისად.
1.2. „ნასყიდობის საგანს“ წარმოადგენს „გამყიდველის“ საკუთრებაში მყოფი ქონება, შემდეგი რეკვიზიტებით:
1.2.1. საკადასტრო კოდი: 01.17.10.011.084
1.2.2. მისამართი: ქ. თბილისი;
1.2.3. ფართი: 1119 კვ.მ.
1.2.4. რეზერვუარი : 2000 ტ.
1.2.5. ბეტონის ღობე: 118.65 მეტრი
1.3. „მხარეები“ ადასტურებენ, რომ „ნასყიდობის საგანი“ უფლებრივად უნაკლოა: იგი არ არის იპოთეკით ან/და ნებისმიერი სხვა უფლებრივი ტვირთით დატვირთული და მასზე არ ვრცელდება საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა.
1.4. „მყიდველი“ კისრულობს წინამდებარე ხელშეკრულების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის ვალდებულებას, მათ შორის რეგისტრაციისათვის საჭირო ხარჯების გადახდას.
1.5. „ნასყიდობის საგნის“ „მყიდველის“ სახელზე გადაფორმებისთანავე/რეგისტრაციისთანავე მასზე სრულად გადავა „ნასყიდობის საგნიდან“ გამომდინარე ყველა უფლება, ვალდებულება.
1.6. „მყიდველი“ ადასტურებს, რომ მისთვის, ცნობილია „ნასყიდობის საგნის“ შესახებ, შესწავლილი აქვს „ნასყიდობის საგნის“ სამართლებრივი, ასევე ფიზიკური მდგომარეობა და იგი სრულად აკმაყოფილებს მის მოთხოვნებს.
1.7 უძრავ ქონებაზე რაიმე შენობა-ნაგებობის განთავსების შემთხვევაში, უძრავი ქონების მყიდველი ვალდებულია შესაბამისი პროექტი წინასწარ შეათანხმოს სს „საქართველოს რკინიგზასთან;
1.8 უძრავ ქონებაზე საქმიანობის პროცესში, მყიდველი ვალდებულია დაიცვას საქართველოში მოქმედი, ტექნიკური ზედამხედველობისა და სამშენებლო სფეროში მოქმედი ნორმების, წესების და ტექნიკური რეგულაციების, აგრეთვე სხვა მოქმედი ნორმატიული დოკუმენტაციების, სახანძრო უსაფრთხოების და სანიტარულ-ჰიგიენური წესების მოთხოვნები.
1.9 ხელშეკრულების ადმინისტრატორს გამყიდველის მხრიდან წარმოადგენს ქონებრივი პროცედურების მართვის განყოფილების უფროსი ლ. xxxxxxxxxx.
2. „ნასყიდობის ფასი“ და ანგარიშსწორების წესი:
2.1. „ნასყიდობის ფასის“ გადახდა უნდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების გზით წინამდებარე ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ, „გამყიდველის“ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით;
2.2. „მხარეები“ ადასტურებენ, რომ „მყიდველის“ მიერ „გამყიდველისათვის“ წინასწარ გადახდილია „ნასყიდობის ფასი“ სრულად ლარის ოდენობით, რომლის დამადასტურებელი
დოკუმენტიც თან ერთვის წინამდებარე ხელშეკრულებას დანართი N1-ის სახით.
3. პასუხისმგებლობა:
3.1. „მხარეთა“ პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
4. საკუთრების უფლების წარმოშობა
1.1. „ნასყიდობის საგანზე“ „მყიდველის“ საკუთრება წარმოიშობა ნასყიდობის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთანავე და „მყიდველის“ მიერ წინამდებარე
ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების საფუძველზე.
5. ხარჯები
2.1. „მხარეები“ თანხმდებიან მასზედ, რომ ხელშეკრულების შედგენის მომენტისათვის წარმოშობილ, „ნასყიდობის საგნის“ შეძენასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს მხოლოდ
„მყიდველი“.
6. კონფიდენციალურობა
7.1 თითოეული მხარე ვალდებულია დაიცვას წინამდებრე ხელშეკრულების პირობების და
„მხარეთა“ ურთიერთობიდან გამომდინარე ინფორმაციის კონფიდენციალურობა. აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება:
7.1.1 იმ ინფორმაციას, რომელიც არის ან გახდება საჯაროდ ხელმისაწვდომი მხარეთაგან დამოუკიდებლად;
7.1.2 ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაც მოხდება რომელიმე მხარის მიერ კანონის, კანონქვემდებარე აქტის ან მარეგულირებლის მოთხოვნის შესაბამისად.
7.2 კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულება უვადოა.
7. დასკვნითი დებულებები
8.1 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან
8.2 წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში „მხარეები“ უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ განცდილი ზიანის/ზარალის ანაზღაურება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
8.3 „მხარეთა“ შორის ნებისმიერი შეტყობინება ხორციელდება წერილობით. წერილობითი შეტყობინება „მხარეს“ უნდა გადაეცეს წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე. შეტყობინება ძალაში შევა მისი მხარის მიერ ჩაბარების დღეს ან შეტყობინებაში მითითებულ თარიღში, იმის მიხედვით, თუ რომელი უფრო გვიან დადგება.
8.4 წინამდებარე ხელშეკრულება სავალდებულოა შესასრულებლად „მხარეთა“ სამართალმემკვიდრეებისა და უფლებამონაცვლეებისათვის. არცერთ მხარეს აქვს უფლება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თავისი უფლებები და ვალდებულებები გადასცეს ნებისმიერ სხვა მესამე მხარეს ამ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
8.5 „მხარეთა“ შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა და უთანხმოება წყდება მოლაპარაკების გზით, უთანხმოების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტის შეუძლებლობის შემთხვევაში,
„მხარეები“ ადასტურებენ, რომ მათ უფლება აქვთ მიმართონ საქართველოს სასამართლოს.
8.6 წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე პუნქტის ბათილად ცნობა არ იწვევს მთელი ხელშეკრულების ან მისი სხვა პუნქტების ბათილობას.
8.7 „მხარის“ მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე უფლების გამოუყენებლობა არ ნიშნავს ამ უფლებაზე უარის თქმას.
8.8 წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება ან დამატება უნდა გაკეთდეს წერილობით და ხელი მოეწეროს „მხარეთა“ უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ.
8.9 ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 3 იდენტურ ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი ინახება „მყიდველთან“, მეორე – „გამყიდველთან“, ხოლო მესამე – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
8. მხარეთა ხელმოწერები:
[●]
[●]
„მყიდველი“
საბანკო რეკვიზიტები:
საბანკო რეკვიზიტები:
მიმღების ბანკი: ს/ს ”თი ბი სი” ბანკი მარჯანიშვილის ფილიალი,
ბანკის კოდი: 220101850
საიდენთიფიკაციო კოდი №202886010 ანგარიშის ნომერი ა/ა №59136020100001, ეროვნულ ვალუტაში.
აშშ დოლარში: Intermediary Bank: CITIBANK
N.A. NEW-YORK, USA, SWIFT: XXXXXX00, ABA: 000000000
Beneficiarys bank : HEAD OFFICE SWIFT: XXXXXX00;
JSC”TBC BANK ” , Marjanishvili Branch; SWIFT: XXXXXX00000
Name of beneficiary: JSC”GEORGIAN RAILWAY”
Bens account: XX00XX0000000000000000.
xxxxx xxxxxx
გენერალური დირექტორი
„გამყიდველი“
სს „საქართველოს რკინიგზა“