Contract
პროექტი
ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №
ქ. რუსთავი 2022 წელი
1. ხელშეკრულების დამდები მხარეები
ერთის მხრივ სსიპ - საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო (მის: ქ. რუსთავი, თბილისი- წითელი ხიდის გზატკეცილის 21-ე კმ, საბანკო რეკვიზიტები: სახელმწიფო ხაზინა, კოდი - TRESGE22, საიდ. კოდი - 205190513),, შემდგომში წოდებული „შემსყიდველად”, წარმოდგენილი სააგენტოს დირექტორის სახით და მეორეს მხრივ (შემდგომში „მიმწოდებელი“)
მიმწოდებელი: ---------------------------; საიდენტიფიკაციო კოდი ;
მისამართი, ტელეფონი: დირექტორი:
საბანკო რეკვიზიტები:
--
; ბანკის კოდი:
; ა/ა:
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და მათი გათვალისწინებით, შეთანხმდნენ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობებზე და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების თაობაზე.
2. ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტი, შესყიდვის საშუალება, ხელშეკრულების ღირებულება, ხელშეკრულების ძალაში შესვლა და მოქმედების ვადა
2.1. ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტია: სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს, დასავლეთ საქართველოს ბათუმის და ქუთაისის სამსახურების მინის გადახურვების ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოების შესყიდვა რომელიც განსაზღვრულია მიმწოდებლის სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში, თან ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
2.2. შესყიდვის საშუალება: ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე NAT --.
2.3. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ლარს. ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს, როგორც შესყიდვის ობიექტის ღირებულებას, ასევე წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
2.4. კლასიფიკატორის კოდი - 45261310 - მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები;
2.5. ხელშეკრულება ძალაში შედის გაფორმებისთანავე და ძალაშია 2023 წლის 31 მაისის ჩათვლით.
3. სამუშაოს შესრულების პირობები, ვადა და ადგილი
3.1. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღე.
3.2 მიმწოდებელმა სამუშაოების შესრულების კალენდარული გეგმა-გრაფიკი უნდა წარმოადგინოს და შემსყიდველთან შეათანხმოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში. გეგმა- გრაფიკთან ერთად მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარუდგინოს სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი).
3.3 მიწოდების ადგილი – ა) ქ. ბათუმი, სულხა-საბას ქ. №2. ბ). ქ. ქუთაისი სულხან-საბას ქ. № 19(ბ).
3.4 სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი ვალდებულია თავისი ძალებით და სახსრებით დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა- დანადგარებისაგან, მასალებისაგან, სამშენებლო ნარჩენისაგან, ნაგვისგან და ა. შ.
ამასთან უზრუნველყოს შენობის და ტერიტორიის დასუფთავება, მათ შორის ე.წ. xxxxxxxx შემდგომი დალაგება-დასუფთავება.
3.5 მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოების მიმდინარეობისას დახარჯული კომუნალური გადასახადები გადაიხადოს საბოლოო მიღება-ჩაბარების გაფორმებამდე.
4. შესრულებული სამუშაოს ხარისხი და გარანტია
4.1 შესრულებულ სამუშაოებზე საგარანტიო ვადა განისაზღვრება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან - 7 წელი.
4.2 საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით, შემსყიდველის მიერ გაგზავნილი წერილის ჩაბარებიდან ან/და 13.2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების გადაგზავნიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდალური დღის ვადაში.
5. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
5.1 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს, ნებისმიერ ეტაპზე, ახორციელებს შემსყიდველი.
5.2 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს შემსყიდველის მხრიდან განახორციელებენ სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ლოგისტიკის დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი პირ(ებ)ი.
5.3 მიმწოდებელი ვალდებულია ხელი შეუწყოს შემსყიდველს კონტროლის განხორციელებაში. საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს, კონტროლის ჩატარებისათვის აუცილებელი პერსონალით, ტექნიკური საშუალებებით და სხვა სამუშაო პირობებით.
5.4 შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის დადგენის მიზნით, შემსყიდველი პერიოდულად ახორციელებს კონტროლს. კონტროლის შედეგები აისახება შესაბამის ოქმში, რომელსაც ხელს აწერეს როგორც შემსყიდველის ასევე ხელშეკრულების 3.2 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი პირ(ებ)ი.
5.5 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები განახორციელოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა სრული დაცვით. მათ შორის: აწარმოოს სამუშაოების ხარისხის კონტროლი, გამოსაყენებელი მასალების ლაბორატორიული გამოცდები და შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელ პირს გამოყენებული მასალა- ნაკეთობების ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ლაბორატორიული დასკვნები, სერტიფიკატები და სხვა).
5.6 მასალები უნდა ინახებოდეს დახურული წესით, გარდა იმ მასალებისა, რომელიც ნორმების მიხედვით ინახება ღია ცის ქვეშ.
5.7 მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს კონტროლის შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა.
5.8 შემსყიდველი მიმწოდებელთან ერთად აწარმოებს კონტროლს სამუშაოების მიმდინარეობაზე, თანახმად საქართველოში მოქმედი ყველა სამშენებლო ნორმების, სტანდარტების და წესებისა, რომელთა დარღვევის შემთხვევაში შემსყიდველს გააჩნია უფლება შეაჩეროს სამუშაოები და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული სანქციები.
5.9 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულების დროს გამოიყენოს მხოლოდ ის მასალები, რომელთა ხარისხი შეესაბამება საქართველოში და საერთაშორისო მოქმედ სტანდარტებსა და ნორმებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია გამოიყენოს მიმწოდებლის მიმართ პასუხისმგებლობის ღონისძიებები.
6. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
6.1 შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ ფორმა N3-ის, ფორმა
N2 ან/და მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. ამასთან, შესრულებული სამუშაოების (ან
მისი ნაწილის) დასრულების თარიღად ჩაითვლება დადასტურებული ფორმა N2-ით ან/და ფორმა N3-ით განსაზღვრული სამუშაოს დასრულების თარიღი.
6.2 იმ შემთხვევაში, როდესაც ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების მოცულობების ცვლილება არ იწვევს ხელშეკრულების ღირებულების გაზრდას, აღნიშნული სამუშაოების მოცულობები შესაძლებელია შეიცვალოს (დაზუსტდეს), აღმოჩენილი შესასრულებული სამუშაოების გათვალისწინებით, ხელშეკრულების 5.2 პუნქტით განსაზღვრულ პირ(ებ)თან მიღწეული წინასწარი შეთანხმების საფუძველზე.
6.3 შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ლოგისტიკის დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი პირ(ებ)ი.
6.4 შესყიდვის ობიექტის (მისი ნაწილის, ეტაპის) მიღების და/ან საბოლოო შემოწმების შედეგად გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
7. ანგარიშსწორება და ანგარიშსწორების ვალუტა
7.1 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, ანგარიშსწორება მოხდება 2022
წლის საკუთარი სახსრებით.
7.2 შესრულებული სამუშაოების ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად
„მიმწოდებლის“ მხრიდან ყოველ არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარის დადასტურებული სამუშაოს შესრულების აქტის (ფორმა N3) და შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში. შემსყიდველი უფლებამოსილია ეტაპობრივად შესრულებული სამუშაოების ანგარიშსწორება განახორციელოს ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების არაუმეტეს 80%-ის ოდენობით. თუ ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.
7.3 შესრულებულ სამუშაოზე საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ფორმა N2) შესაბამისად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის (ორგანიზაციის) მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე. დასკვნის წარმოდგენის ვალდებულება ეკისრება შემსყიდველს. მხარეთა შორის მიღებაჩაბარების აქტის და შესაბამისი ანგარიშფაქტურის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში.
7.4 წინასწარი ანგარიშწორება (ავანსი) არ გამოიყენება.
8. ხელშეკრულების შესრულების გარანტია
8.1 იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე _ საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით (სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში 10%-ის ოდენობით). ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს წინამდებარე ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადას.
8.2 მიმწოდებელს მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაცემული საბანკო გარანტია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, დაუბრუნდება მხარეთა შორის შესყიდვის ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
8.3 მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიმწოდებლის მოთხოვნისთანავე დაუბრუნოს მას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია. შენიშვნა: ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს
ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად.
9. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა (საჯარიმო სანქციები, ფორმა, ოდენობა, და გადახდის ვადები)
9.1 ფორს-მაჟორული პირობების გარდა, ხელშეკრულების დამდები მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისა ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები.
9.2 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა) შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 1 %-ის ოდენობით.
9.3 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის (ხელშეკრულების 3.1 პუნქტი) გადაცილებისათვის, აგრეთვე გეგმა-გრაფიკის (ხელშეკრულების 3.2 პუნქტი) წარმოუდგენლობის ან დაგვიანებით წარმოდგენის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით.
9.4 ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს ჩამოერთმევა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია სრულად.
9.5 საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა გადახდილ უნდა იქნას მხარისთვის აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილების (წერილი ჯარიმის დაკისრების თაობაზე) ჩაბარებიდან ან/და 13.2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების გადაგზავნიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში.
9.6 საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს ხელშეკრულების მხარეებს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან
10. ხელშეკრულების შეწყვეტა
10.1 ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ.
10.2 ხელშეკრულების დამდები მხარე, რომელიც მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს მიღებული გადაწყვეტილება, მისი მიღების საფუძველი და ამოქმედების თარიღი.
10.3 ხელშეკრულების შეწყვეტისას მხარეს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა მეორე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით.
10.4 ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მხარეებს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან.
10.5 შემსყიდველს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, მათ შორის შემდეგ შემთხვევებში:
ა) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ორჯერ დარღვევის შემთხვევაში;
ბ) გეგმა-გრაფიკის ორჯერ ზედიზედ დარღვევისთვის შემთხვევაში;
გ) თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, მათ შორის მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნებისმიერი ისეთი დარღვევის
დროს, რაც შეუძლებელს ხდის ნორმალური სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებას, ან იწვევს შემსყიდველის ინტერესის დაკარგვას სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებისადმი.
10.6 ამ მუხლის პირველსა და მე-5 პუნქტებში მითითებულ შემთხვევებში შემსყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს მიმწოდებელს ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულება.
11. ფორს-მაჟორი
11.1 ფორსმაჟორი - სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, საბოტაჟი ან სხვა საწარმოო არეულობა, სამოქალაქო მღელვარება, ომი, ბლოკადა, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყრების ჩამოწოლა, ეპიდემია, წყალდიდობა და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათ მიერ შეუძლებელია. ფორსმაჟორად არ ითვლება მიმწოდებლის ფინანსური მდგომარეობის გაუარესება, თუ ეს ჩამოთვლილ მოვლენებთან არ არის დაკავშირებული. ამ დროს მხარეებს შორის ხელშეკრულების შესაბამისად გადასახდელ თანხაზე ფორსმაჟორის შემთხვევაში გათვალისწინებული შეღავათები არ ვრცელდება.
11.2 ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს- მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას.
11.3 ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
11.4 იმ შემთხვევაში თუ ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო, იცვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე პირობა, აღნიშნული ცვლილება უნდა გაფორმდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების სახით.
12. უსაფრთხოება და გარემოს დაცვა
12.1 მიმწოდებელმა სამუშაოების განხორციელების განმავლობაში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და არსებული ნორმების შესაბამისად, უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები ტექნიკური უსაფრთხოების და გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად.
12.2 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების, მუშაოებით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენის მინიმუმადე დაყვანა.
12.3 მიმწოდებელი საქართველოში ტექნიკური უსაფრთხოების და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით მოქმედი კანონების და ნორმების შესაბამისად ვალდებულია მიიღოს უსაფრთხოების აუცილებელი ზომები მშენებლობის ზონაში ხანძრის გაჩენის და აფეთქების თავიდან ასაცილებლად.
12.4 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებით და წესებით, აგრეთვე პროექტით გათვალისწინებული უსაფრთხოების წესების დაცვით. აღნიშნულ ნორმათა დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ კონკრეტულ დარღვევაზე დაეკისრება შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმა.
12.5 ჯარიმის გადახდა მიმწოდებელს არ ათავისუფლებს დარღვევის აღმოფხვრისაგან.
13. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
13.1 თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია. ამავე დროს შემსყიდველი არ არის
ვალდებული წარუდგინოს მიმწოდებელს რაიმე მტკიცებულებანი იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლების გამოც წარმოიშვა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა.
13.2 სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდევლის მხრიდან ცვლილება (ახალი პოზიციის დამატება) განხორციელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნით ან მშენებლობის შემფასებელთა კავშირის
„სამშენებლო რესურსების ფასებით“ განსაზღვრული ფასის ფარგლებში, ხოლო ანაზღაურება განხორციელდება ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ხარჯთაღრიცხვაში მოცემული ერთეულის ღირებულებებისა.
13.3 შემსყიდველის მიერ სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის ინიცირების შემთხვევაში, ექსპერტიზის მომსახურებას უზრუნველყოფს შემსყიდველი.
13.4 ხელშეკრულების 3.2 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი პირ(ებ)ის ცვლილების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წერილობით აცნობოს აღნიშნულის შესახებ შემსყიდველს და წარუდგინოს სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებელი ახალი პირის საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი).
13.5 ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება (მათ შორის მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების შეწყვეტა) უნდა გაფორმდეს წერილობით - მხარეთა შეთანხმების სახით და დანართის სახით უნდა დაერთოს ხელშეკრულებას. მხარეთა წერილობითი შეთანხმება ცვლილების თაობაზე, ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
14. ღირებულება
14.1. მხარეთა შეთანხმებით დასაშვებია ხელშეკრულების საერთო ღირებულების შეცვლა.
14.2. ხელშეკრულების ღირებულების პარამეტრების (ერთეულის ფასის) შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისთვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.
14.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში, დაუშვებელია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%- ზე მეტი ოდენობის გაზრდა.
14.4 სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდევლის მხრიდან ცვლილება (ახალი პოზიციის დამატება) განხორციელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნით ან მშენებლობის შემფასებელთა კავშირის
„სამშენებლო რესურსების ფასებით“ განსაზღვრული ფასის ფარგლებში, ხოლო ანაზღაურება განხორციელდება ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ხარჯთაღრიცხვაში მოცემული ერთეულის ღირებულებებისა.
14.5 შემსყიდველის მიერ სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის ინიცირების შემთხვევაში, ექსპერტიზის მომსახურებას უზრუნველყოფს შემსყიდველი.
14.6. ხელშეკრულების ღირებულების შეცვლა ფორმდება მხარეთა წერილობითი შეთანხმების სახით.
15. ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის
15.1 ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. წერილობითი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე ხელშეკრულების შესაბამისად უგზავნის მეორე მხარეს, იგზავნება საფოსტო გზავნილის სახით. ოპერატიული კავშირის დამყარების მიზნით დასაშვებია შეტყობინების მეორე მხარისათვის მიწოდება ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის გაგზავნის გზით იმ პირობით, რომ შეტყობინების ორიგინალი შემდგომში წარედგინება მეორე მხარეს უშუალოდ ან ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე საფოსტო გზავნილის გაგზავნის მეშვეობით.
15.2 ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით ან/და ფაქსით ურთიერთობისათვის გამოყენებულ იქნება:
ა) მიმწოდებლის შემდეგი რეკვიზიტები (განსხვავებული უნდა იყოს ხელშეკრულების 3.2
პუნქტით განსაზღვრული პირისგან): ტელეფონის ნომერი: ------------ საკონტაქტო პირი: ბ/ქ-ნ ----
-------, ელექტრონული ფოსტა: ------------; ფაქსი (არსებობის შემთხვევაში) ;
ბ) შემსყიდველის შემდეგი რეკვიზიტები: ტელეფონის ნომერი: ------------; საკონტ. პირი ბ-ნი -----
- , ელექტრონული ფოსტა: ;
15.3 ხელშეკრულებაში მონაწილე ორივე მხარე ვალდებულია, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში საკონტაქტო პირ(ებ)ის ან ინფორმაციის ცვლილება წერილობითი სახით აცნობოს მეორე მხარეს.
15.4 შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს.
16. სადაო საკითხების გადაწყვეტა
16.1 ხელშეკრულების დამდები მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ მათ შორის წარმოქმნილი ნებისმიერი დავა შესაძლებელია გადაწყდეს მხარეთა შეთანხმებით.
16.2 თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში შემსყიდველი და მიმწოდებელი ვერ შესძლებენ სადაო საკითხების თაობაზე შეთანხმებას, ნებისმიერ მხრეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესით მიმართოს საქართველოს სასამართლოს
16.3 ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული უფლებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დაცვა და ამ უფლებების გამოყენების პროცესში წარმოშობილი დავების მოგვარება ეკისრება მიმწოდებელს
16.4 ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლები.
16.5 ხელშეკრულება დადებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ინტერპრეტირებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
17. სხვა პირობები
17.1 ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
17.2 ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ოთხ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეულს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა და ინახება ხელმომწერ მხარეებთან (ერთი პირი მიმწოდებელთან და სამი პირი შემსყიდველთან). ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
17.3 წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ძალაშია მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი წერილობითი ფორმითაა შედგენილი და ხელმოწერილი მხარეთა მიერ.
17.4 „ხელშეკრულების“ მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი დანომრილია და დასათაურებულია მხოლოდ მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს „ხელშეკრულების“ ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება. მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის დასათაურებაში ან დანომვრაში ცდომილების/სხვაობის არსებობის შემთხვევაში, გამოიყენება ამავე მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის შესაბამისი შინაარსის მქონე მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი ან/და ქვეპუნქტ(ებ)ი.
17.5 „ხელშეკრულების“ ტექსტში მექანიკური ან/და ტექნიკური შეცდომის ან/და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში „მხარეთა“ მიერ, აღნიშნული შეცდომა ან/და ხარვეზი განხილული და განმარტებული უნდა იყოს „ხელშეკრულების“ შესაბამისი წინადადების (წინადადებების) ან/და შინაარსიდან გამომდინარე. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული შეცდომა ან/და ხარვეზი არ შეესაბამება „ხელშეკრულების“ სათანადო წინადადებას/წინადადებებს ან შინაარს, მას (ხარვეზი/შეცდომა) „ხელშეკრულების“ შინაარსის განმარტებასთან დაკავშირებით არ ექნება (არ მიენიჭება) რაიმე მნიშვნელობა.
18. მხარეთა იურიდიული რეკვიზიტები
შემსყიდველი: მიმწოდებელი: