უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება N [●]
უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება N [●]
ქ. თბილისი [●] 2021 წ.
ერთი მხრივ, სს „საქართველოს რკინიგზა“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 202886010) წარმოდგენილი გენერალური დირექტორის xxxxx xxxxxxx სახით (შემდგომში „გამყიდველი“),
მეორე მხრივ, [●] სახით (შემდგომში „მყიდველი“),
„გამყიდველი“ და „მყიდველი“ შემდგომში ერთად ან ცალ-ცალკე შესაბამისად „მხარედ“ ან
„მხარეებად“ წოდებულნი
პრეამბულა
ვინაიდან:
- სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გამოცხადებულ იქნა ელექტრონული აუქციონი (შემდგომში „აუქციონი“) --- საკ. კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების გასხვისების თაობაზე;
- „აუქციონის“ პირობების შესაბამისად ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულად
„მყიდველი“ იქნა გამოვლენილი;
- „მყიდველი“ დაინტერესებულია ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის შეძენით. აღნიშნულიდან გამომდინარე „მხარეები“ დებენ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე, „გამყიდველი“ საკუთრებაში გადასცემს
„მყიდველს“ წინამდებარე ხელშეკრულების 1.2 პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ქონებას (შემდგომში „ნასყიდობის საგანი“), რის სანაცვლოდაც „მყიდველის“ მიერ „გამყიდველისთვის“ გადახდილ იქნა [--] ლარი (შემდგომში „ნასყიდობის ფასი“).
1.2. „ნასყიდობის საგანს“ წარმოადგენს „გამყიდველის“ საკუთრებაში არსებული ქონება, შემდეგი რეკვიზიტებით:
1.2.1. საკადასტრო კოდი: ---;
1.2.2. მისამართი: ---;
1.2.3. ფართი: --- კვ.მ.
1.2.4. შენობა-ნაგებობა: --.
1.3. „მხარეები“ ადასტურებენ, რომ „ნასყიდობის საგანი“ უფლებრივად უნაკლოა: იგი არ არის იპოთეკით ან/და ნებისმიერი სხვა უფლებრივი ტვირთით დატვირთული და მასზე არ ვრცელდება საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა.
1.4. „მყიდველი“ კისრულობს წინამდებარე ხელშეკრულების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის ვალდებულებას, მათ შორის რეგისტრაციისათვის საჭირო ხარჯების გადახდას.
1.5. „ნასყიდობის საგნის“ „მყიდველის“ სახელზე გადაფორმებისთანავე/რეგისტრაციისთანავე მასზე სრულად გადავა „ნასყიდობის საგნიდან“ გამომდინარე ყველა უფლება, ვალდებულება.
1.6. „მყიდველი“ ადასტურებს, რომ მისთვის, ცნობილია „ნასყიდობის საგნის“ შესახებ, შესწავლილი აქვს „ნასყიდობის საგნის“ სამართლებრივი, ასევე ფიზიკური მდგომარეობა და იგი სრულად აკმაყოფილებს მის მოთხოვნებს.
1.7 უძრავ ქონებაზე რაიმე შენობა-ნაგებობის განთავსების შემთხვევაში, უძრავი ქონების მყიდველი ვალდებულია შესაბამისი პროექტი წინასწარ შეათანხმოს სს „საქართველოს რკინიგზასთან;
1.8 უძრავ ქონებაზე საქმიანობის პროცესში, მყიდველი ვალდებულია დაიცვას საქართველოში მოქმედი კანონმდებლობების, სამშენებლო ნორმების, წესების და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტების, აგრეთვე სახანძრო უსაფრთხოების და სანიტარულ-ჰიგიენური წესების მოთხოვნები. მათ შორის საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების 2.07.01-
89 ქალაქმშენებლობის პუნქტის 3.8-ს მოთხოვნა, რომლის თანახმად სანიტარულ-დამცავ ზონაში არ დაიშვება საცხოვრებელი სახლების, საბავშვო სკოლამდელი დაწესებულებების, საერთო საგანმანათლებლო სკოლების, ჯანდაცვის და დასასვენებლი დაწესებულებების, სპორტული ნაგებობების, ბაღების, პარკების, საბაღე ამხანაგობების და ბოსტნების განთავსება. იგივე სამშენებლო ნორმების პუნქტი 6.8-ის მოთხოვნის თანახმად - საცხოვრებელი განაშენიანება საჭიროა გამოცალკევდეს რკინიგზის ხაზებისაგან სანიტარულ-დამცველი ზონებით სიგანით 100 მ., ათვლა ხდება განაპირა სარკინიგზო ლიანდაგის ღერძიდან. იმ შემთხვევაში, როცა რკინიგზის ხაზი განლაგებულია ჭრილში ან ხორციელდება სპეციალური ღონისძიებები ხმაურისგან დასაცავად, რომლებიც უზრუნველყოფენ სამშენებლო ნორმების და წესების II-12-77-ის მოთხოვნებს, - დასაშვებია სანიტარულ-დამცველი ზონის სიგანე შემცირდეს, მაგრამ არა უმეტეს - 50 მეტრით. მიწის ნაკვეთზე საქმიანობისას ასევე დაცული უნდა იყოს ნავთობპროდუქტების საწყობების სამშენებლო ნორმების და წესების СНиП II-106- 79, 12.8 პუნქტის ცხრილი 13-ის და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების НПБ 111-98 ცხრილი 1-ის მიერ დადგენილი შეზღუდვები.
1.9 ხელშეკრულების ადმინისტრატორი გამყიდველის მხრიდან იქნება ქონებრივი პროცედურების მართვის განყოფილების უფროსი ლ. xxxxxxxxxx.
2. „ნასყიდობის ფასი“ და ანგარიშსწორების წესი:
2.1. „მხარეები“ ადასტურებენ, რომ „მყიდველის“ მიერ „გამყიდველისათვის“ წინასწარ გადახდილია „ნასყიდობის ფასი“ სრულად ლარის ოდენობით, რომლის დამადასტურებელი
დოკუმენტიც თან ერთვის წინამდებარე ხელშეკრულებას დანართი N1-ის სახით.
3. პასუხისმგებლობა:
3.1. „მხარეთა“ პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
4. „მხარეთა“ განცხადებები, საინვესტიციო ვალდებულება
4.1. „გამყიდველის“ საკუთრების უფლება „ნასყიდობის საგანზე“ დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომელიც თან ერთვის წინამდებარე ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს (დანართი N2).
4.2. „გამყიდველი“ ასევე ადასტურებს, რომ „ნასყიდობის საგანი“ უნაკლოა, ანუ იგი არ არის დაგირავებული ან დაყადაღებული და მესამე პირებს არ გააჩნიათ მის მიმართ რაიმე მოთხოვნა, რაც დასტურდება შესაბამისი ამონაწერით.
4.3. „გამყიდველი“ აგრეთვე ადასტურებს, რომ „ნასყიდობის საგნის“ მიმართ არ მიმდინარეობს სასამართლო დავა.
4.4. „გამყიდველი“ იძლევა გარანტიას/აცხადებს/ადასტურებს რომ, მას აქვს სრული უფლებამოსილება და მიღებული აქვს ყველა საჭირო თანხმობა და ნებართვა, რათა დადოს ეს ხელშეკრულება და შეასრულოს მისგან გამომდინარე ვალდებულებები;
4.4.1. „მყიდველი“ იძლევა გარანტიას/აცხადებს/ადასტურებს რომ: იგი გაცნობილია სსიპ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ყველა დოკუმენტს „ნასყიდობის საგნის“ თაობაზე, ზედმიწევნით არის გაცნობილი „აუქციონზე“ გამოქვეყნებული დოკუმენტაციის შინაარსს, მისი ყველა უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა „ნასყიდობის საგნის“ ადგილზე დათვალიერება, „გამყიდველისაგან“ ყველა დაკავშირებული ინფორმაციის მიღება და მისთვის სრულად არის მისაღები „ნასყიდობის საგნის“ მდგომარეობა.
5. საკუთრების უფლების წარმოშობა
5.1. „ნასყიდობის საგანზე“ „მყიდველის“ საკუთრება წარმოიშობა ნასყიდობის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთანავე.
6. ხარჯები
6.1. „მხარეები“ თანხმდებიან მასზედ, რომ ხელშეკრულების შედგენის მომენტისათვის წარმოშობილ, „ნასყიდობის საგნის“ შეძენასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს მხოლოდ
„მყიდველი“.
7. კონფიდენციალურობა
7.1 თითოეული მხარე ვალდებულია დაიცვას წინამდებრე ხელშეკრულების პირობების და
„მხარეთა“ ურთიერთობიდან გამომდინარე ინფორმაციის კონფიდენციალურობა. აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება:
7.1.1 იმ ინფორმაციას, რომელიც არის ან გახდება საჯაროდ ხელმისაწვდომი მხარეთაგან დამოუკიდებლად;
7.1.2 ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაც მოხდება რომელიმე მხარის მიერ კანონის, კანონქვემდებარე აქტის ან მარეგულირებლის მოთხოვნის შესაბამისად.
7.2 კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულება უვადოა.
8. დასკვნითი დებულებები
8.1 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.
8.2 წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში „მხარეები“ უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ განცდილი ზიანის/ზარალის ანაზღაურება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
8.3 „მხარეთა“ შორის ნებისმიერი შეტყობინება ხორციელდება წერილობით. წერილობითი შეტყობინება „მხარეს“ უნდა გადაეცეს წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე. შეტყობინება ძალაში შევა მისი მხარის მიერ ჩაბარების დღეს ან შეტყობინებაში მითითებულ თარიღში, იმის მიხედვით, თუ რომელი უფრო გვიან დადგება.
8.4 წინამდებარე ხელშეკრულება სავალდებულოა შესასრულებლად „მხარეთა“ სამართალმემკვიდრეებისა და უფლებამონაცვლეებისათვის. არცერთ მხარეს აქვს უფლება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თავისი უფლებები და ვალდებულებები გადასცეს ნებისმიერ სხვა მესამე მხარეს ამ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
8.5 „მხარეთა“ შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა და უთანხმოება წყდება მოლაპარაკების გზით, უთანხმოების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტის შეუძლებლობის შემთხვევაში,
„მხარეები“ ადასტურებენ, რომ მათ უფლება აქვთ მიმართონ საქართველოს სასამართლოს.
8.6 წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე პუნქტის ბათილად ცნობა არ იწვევს მთელი ხელშეკრულების ან მისი სხვა პუნქტების ბათილობას.
8.7 „მხარის“ მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე უფლების გამოუყენებლობა არ ნიშნავს ამ უფლებაზე უარის თქმას.
8.8 წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება ან დამატება უნდა გაკეთდეს წერილობით და ხელი მოეწეროს „მხარეთა“ უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ.
8.9 ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 3 იდენტურ ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი ინახება „მყიდველთან“, მეორე – „გამყიდველთან“, ხოლო მესამე – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
9. მხარეთა ხელმოწერები:
„გამყიდველი“ სს „საქართველოს რკინიგზა“ xxxxx xxxxxx გენერალური დირექტორი xxxxxxx xxxxxxxxxxx: xxxxxxx xxxxxxxxxxx: მიმღების ბანკი: სს ”საქართველოს ბანკი”; ბანკის კოდი: XXXXXX00; ანგარიშის ნომერი XX00XX0000000000000000, ეროვნულ ვალუტაში. | „მყიდველი“ [●] [●] |