Contract
კონფიდენციალურობის ხელშეკრულება
ქ. თბილისი 13 ოქტომბერი, 2023
ერთი მხრივ, სს „პაშა ბანკი საქართველო“ (ს/ნ 404433671) (შემდგომში “ინფორმაციის გამცემი”/“ბანკი“) წარმოდგენილი მისი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის - xxxxx xxxxxxxxxxx სახით და
მეორე მხრივ, შპს ,,-------------------“(ს/ნ --------------) წარმომადგენელი მისი დირექტორი ---------------ს სახით (შემდგომში “ინფორმაციის მიმღები”/“მიმღები მხარე“),
იმის გათვალისწინებით, რომ „ინფორმაციის მიმღებმა“, შესაძლოა განახორციელოს ბანკის მიერ მიწოდებული ახალი ფილიალის არქიტექტურული გეგმის ხარჯთაღრიცხვა.
იმის გათვალისწინებით, რომ დაცულ უნდა იქნას გადაცემული ინფორმაციის(ფილიალის არქიტექტურული გეგმის) გაცნობისას იმ ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელიც ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად კლასიფიცირდება, როგორც კონფიდენციალური, და
იმის გათვალისწინებით, რომ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებით შეიძლება ზიანი მიადგეს ბანკს,
ბანკი და ინფორმაციის მიმღები, ცალ-ცალკე წოდებული როგორც „მხარე“ და ერთობლივად, როგორც „მხარეები“, ვდებთ წინამდებარე კონფიდენციალობის დაცვის შესახებ ხელშეკრულებას შემდეგზე:
ხელშეკრულების მიზანია - დაადგინოს იმ ინფორმაციის მიღების და მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურად შენახვის წესები, რომელიც, ინფორმაციის მიმღებს გადაეცემა შესაძლო შემდგომი ბანკის ახალი ფილიალის არქიტექტურული გეგმის ხარჯთაღრიცხვის მიზნით. ამასთან, მხარეები ითვალისწინებენ და ადასტურებენ, რომ წინამდებარე ხელშეკრულება არ წარმოშობს ბანკის ახალი ფილიალის არქიტექტურული გეგმის ხარჯთაღრიცხვასთანდაკავშირებით ხელშეკრულების დადების ვალდებულებას.
განმარტებები
2.1 წინამდებარე ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
2.1.1 ,,პირი“- ფიზიკური პირ(ებ)ი, იურიდიული პირ(ებ)ი ან/და საქართველოს ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული - სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნ(ებ)ი, რომელიც/რომლებიც არ წარმოადგენს/წარმოადგენენ იურიდიულ პირ(ებ)ს;
2.1.2 ,,გამცემი მხარე“- წინამდებარე ხელშეკრულების მხარე, რომელიც ამჟღავნებს კონფიდენციალურ ინფორმაციას.
3.1.3 ,,მიმღები მხარე“- წინამდებარე ხელშეკრულების მხარე, რომელსაც გაუმჟღავნეს კონფიდენციალური ინფორმაცია ან რომლისთვისაც სხვა რაიმე ფორმით ცნობილი გახდა მეორე მხარის კონფიდენციალური ინფორმაცია.
3.1.4 ,,აფილირებული პირი“- მხარე ან ნებისმიერი პირი, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად აკონტროლებს მხარეს, არის მხარის კონტროლის ქვეშ, ან არის მხარესთან ერთად საერთო კონტროლის ქვეშ (აღნიშნული განმარტების მიზნებისთვის ,,კონტროლი“ ნიშნავს პირის საქმიანობის ხელმძღვანელობას ან პოლიტიკის მართვას, პირდაპირ თუ ირიბად, აქციების/წილის ან სხვა ფასიანი ქაღალდების ფლობის ან ხელშეკრულების საფუძველზე (ხელშეკრულების საფუძველზე და არა მხოლოდ, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირი), ან სხვაგვარად იმის გათვალისიწინებით, რომ ,,გაკონტორლება“-ს და ,,კონტროლის ქვეშ ყოფნა“-ს აქვს შესაბამისი მნიშვნელობა.
,კონფიდენციალური ინფორმაცია“
3.2.1 ,,კონფიდენციალური ინფორმაცია’’ მოიცავს, როგორც ტექნიკურ, ფინანსურ და იურიდიულ მონაცემებს, ისე ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, მათ შორის ისეთ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება გაგებულ იქნეს ისე, რომ ერთ მხარეს მიეცეს საქმიანი უპირატესობა მის კონკურენტებთან შედარებით, ინფორმაცია, რომელსაც ერთი მხარე (,,ინფორმაციიის გამჟღავნებელი მხარე’’) მეორე მხარეს (მიმღებ მხარეს) გაუმჟღავნებს, წინამდებარე შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე.
3.2.2 კონფიდენციალურად მიიჩნევა ნებისმიერი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც მოხდა მიმღები მხარისთვის გამცემი მხარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, თუ რა ფორმით მიიღო ინფორმაცია მიმღებმა მხარემ.
3.2.3 კონფიდენციალური ინფორმაცია წარმოადგენს ინფორმაციის გამამჟღავნებელი მხარის ექსკლუზიურ და ერთპიროვნულ საკუთრებას. ამ ხელშეკრულების მიზნისათვის კონფიდენციალურ ინფორმაციად (შემდგომში „კონფიდენციალური ინფორმაცია“) მიიჩნევა - ნებისმიერი და ყველა წერილობითი, ელექტრონული, ზეპირი, მატერიალური ან არამატერიალური (მიუხედავად იმისა ინფორმაციის მატარებელზე აღნიშნული/მითითებული არის თუ არა კონფიდენციალობის ნიშანი) ფორმის ინფორმაცია გაზიარებული/გადაცემული/ხელმისაწვდომი ინფორმაციის მიმღებისათვის, მათ შორის შეუზღუდავად ნოუ-ჰაუ (მიუხედავად იმისა ექვემდებარება თუ არა პატენტირებას ან საავტორო უფლებით დაცვას) სავაჭრო ნიშანი (მათ შორის ტექნიკური, სამეცნიერო ინფორმაცია, დიზაინი, პროცესი, პროცედურა, ფორმულა, გაუმჯობესება) აღმოჩენები, ანგარიშები, სპეციპიკაციები, ნახატები, ნახაზები, ნიმუშები, გრაფიკული ნამუშევრები, ცხრილები, დიაგრამები, გეგმები, მეთოდები, მიდგომები, პროექტები, ბიზნესგეგმები, ნიმუშები, მონაცემთა ბაზები, კომპიუტერული პროგრამები, კომერციული, ფინანსური, ბიზნეს ინფორმაცია, მათ შორის შეუზღუდავად მიმდინარე და სამომავლო პროდუქტები, მომსახურებები, სტრატეგიები, ბაზრის და დარგის ცოდნა და გამოცდილება, ბიზნეს და მარკეტინგული გეგმები, პროექტები, ხელშეკრულებები და შეთანხმებები მესამე პირებთან და მესამე პირების კონფიდენციალური ინფორმაცია, მომხმარებელთა ბაზები, მათ შორის ბანკის მომხმარებლების შესახებ ინფორმაცია მათი სახელების და კონტაქტების ჩათვლით.
ტერმინი ,,კონფიდენციალური ინფორმაცია“ არ მოიცავს შემდეგი ტიპის ინფორმაციას:
3.3.1 რომელიც მიმღები მხარისათვის გამჟღავნების მომენტისათვის საჯაროდ ხელმისაწვდომია ან რომელიც გამჟღავნების შემდეგ გახდება საჯაროდ ხელმისაწვდომი მიმღები მხარის ბრალეულობის გარეშე; ან
3.3.2 რომელიც ხელმისაწვდომი იყო მიმღები მხარისათვის სხვა წყაროდან, კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულების დარღვევის გარეშე, იმ პირობით, რომ აღნიშნულ წყაროს არ აქვს და არ ჰქონდა აკრძალული ამგვარი ინფორმაციის გამჟღავნება კანონმდებლობით ან ხელშეკრულების საფუძველზე; ან
3.3.3 რომლის გამჟღავნებაც მოთხოვნილია შესაბამისი კანონმდებლობით (მე-5 პუნქტის გათვალისწინებით), ან
3.3.4 რომელიც დამოუკიდებლად შემუშავდა მიმღების მხარის მიერ კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომის გარეშე.
მიმღები მხარე ვალდებულია:
4.1 მკაცრად დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა და არ გაუმჟღავნოს იგი მესამე პირებს წინამდებარე ხელშეკრულების პირობების დარღვევით.
4.2 კონფიდენციალური ინფორმაცია გამოიყენოს მხოლოდ ამ ხელშეკრულების მიზნით.
4.3 კონფიდენციალური ინფორმაციის არაავტორიზებული გამოყენების, გავრცელების ან გასაჯაროებისგან დაცვის მიზნით, მიმართოს მზრუნველობის მინიმუმ იმავე ზომებს, რასაც გამოიყენებდა მსგავსი შინაარსის საკუთარი ინფორმაციის დაცვის დროს.
4.4 ინფორმაციის მიმღები კისროლობს ვალდებულებას, რომ შეინახავს და დაიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას გამჟღავნებისაგან.
4.5 ინფორმაციის მიმღები მხარე ვალდებულია, მიიღოს ისეთი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან.
4.6 ინფორმაციის გამცემის თანხმობის გარეშე, გარდა წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესისა, დაუშვებელია მიმღები მხარის მიერ ნებისმიერი სხვა მიზნით ინფორმაციის შემდგომი დამუშავება ან გამჟღავნება, ასევე მესამე პირებისათვის გადაცემა.
4.7 მეორე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, ინფორმაციის მიმღებს - არ აქვს უფლება მის მიერ ნაკისრი უფლებები ან/და ვალდებულებები გადასცეს მესამე პირს.
5. ინფორმაციის გაცემის ვალდებულება
5.1 თუკი მიმღები მხარე ვალდებულია კანონით საფუძველზე ან უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნით გაამჟღავნოს კონფიდენციალური ინფორმაცია ნებისმიერ სხვა პირთან, მიმღები მხარე ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინებს ინფორმაციის გამცემ მხარეს ამის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებამდე, ისე, რომ დაცვის ადეკვატური ზომები იქნას მიღებული. ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულების არსებობისას, მიმღები მხარე ვალდებულია, რომ არ გასცდეს მისი ვალდებულების ფარგლებს.
5.2 თუ მიმღები მხარე ეჭვობს ან მისთვის ცნობილი გახდება, რომ მოხდა კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება წინამდებარე ხელშეკრულების პირობების დარღვევით - იგი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ინფორმაციის გამცემ მხარეს. გარდა ამისა, მიმღებმა მხარემ უნდა მიიღოს ყველა შესაბამისი გონივრული ზომა ამგვარი გამჟღავნების აღსაკვეთად და შესაძლო ზიანის შესამცირებლად.
6. კონფიდენციალური ინფორმაციის დაბრუნება
6.1 მიმღები მხარე იღებს ვალდებულებას დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს გამცემი მხარის მხრიდან შეტყობინების მიღებიდან - (3) სამი სამუშაო დღისა, შეწყვიტოს ნებისმიერი და ყველა კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენება/დამუშავება და დაუბრუნოს იგი ინფორმაციის გამცემი მხარეს (ასლებისა და რეპროდუქციების ჩათვლით), ან მაშინ, როდესაც კონფიდენციალური ინფორმაცია აღარ არის საჭირო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნისათვის. თუ კონფიდენციალური ინფორმაციის (ან ასლებისა და რეპროდუქციების) დაბრუნება შეუძლებელია, მიმღები მხარე იღებს ვალდებულებას დაუყოვნებლივ გაანადგუროს ისინი. მიმღები მხარე არ არის უფლებამოსილი შეინახოს კონფიდენციალური ინფორმაცია/დოკუმენტაცია ან მათი ასლები რიამე ფორმით. კონფიდენციალური ინფორმაციის მხარისათვის დაბურნება არ გამორიცხავს მხარეთა შემდგომ ვალდებულებას - დაიცვან მათთვის ცნობილი ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
6.2. კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება არ ანიჭებს მიმღებ მხარეს უფლებას გამოიყენოს იგი ნებისმიერი სხვა მიზნისათვის, გარდა წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნისა, მათ შორი, გამოიყენოს ინფორმაცია თავისი ან/და მესამე პირების სასარგებლოდ.
7. დავის განხილვის წესი და ზიანის ანაზრაურება
7.1 ნებისმიერი დავა ან/და უთანხმოება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მხარეებს შორის წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადაწყდება მოლაპარაკების გზით. ურთიერთშეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში - დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.
7.2 მხარე სრულად არის პასუხსიმგებელი მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანისათვის, ასევე, მიყენებული ზიანის ანაზღაურების გარდა, დარღვევის თითოეული ფაქტისთვის, მხარე ვალდებულია მეორე მხარეს გადაუხადოს პირგასამტეხლო 5,000.00 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. პირგასამტეხლოს გადახდა მხარეს არ ათავისუფლებს ზიანის ანაზღაურებისგან. ზიანის ანაზღაურება და პირგასამტეხლოს გადახდა ასევე არ ათავისუფლებს მხარეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან.
8. მოქმედების ვადა
8.1 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს 10 წლის ვადით. წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვა არ ახდენს ზეგავლენას მხარეთა ვალდებულებაზე დაიცვან კონფიდეციალური ინფორმაცია, შესაბამისი კანონები და რეგულაციები, რაც უკავშირდება სავაჭრო და პროფესიულ საიდუმლოებას, ასევე, საგადასახადო, საბანკო, კომერციული საიდუმლოების დაცვას.
8.2 წინამდებარე ხელშეკრულება გაფორმებულია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ (2) ეგზემპლარად და მხარეებს გადაეცემათ მისი თითო ეგზემპლარი.
8.3. მხარეთა რეკვიზიტები
ინფორმაციის გამცემი სს „პაშა ბანკი საქართველო“ ს/კ: 404433671 მისამართი: ქ. თბილისი, ი. xxxxxxxxxx გამზ. N37მ, 0179 ელ-ფოსტა: Xxxx@xxxxxxxxx.xx
ხელმოწერა _______________________________
|
ინფორმაციის მიმღები შპს ,,-------------------“ პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი: იურიდიული მისამართი: ელ-ფოსტა:
ხელმოწერა _______________________________
|
3