ხელშეკრულება სამშენებლო სამუშაოების წარმოების შესახებ N23-
ხელშეკრულება სამშენებლო სამუშაოების წარმოების შესახებ N23-
ხელშეკრულების გაფორმების თარიღი: | [დღე] [თვე] 2023 წელი |
ხელშეკრულების მხარეები: | |
დამკვეთი: | შპს „xxxxxxx xxxxx xxx xxxxxx“ |
„დამკვეთის“ საიდენტიფიკაციო ნომერი: | 203826002 |
„დამკვეთის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი: | xxxxxx xxxxxxxxx |
თანამდებობა: | გენერალური დირექტორი |
„შემსრულებელი“ | [კომპანიის სახელწოდება ან ფიზიკური პირის სახელი და გვარი] |
„შემსრულებლის“ საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი: | [-] |
„შემსრულებლის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი: | [სახელი და გვარი] |
თანამდებობა: | [თანამდებობა] |
1. „ხელშეკრულების“ საგანი
1.1 „კომპანია“ კისრულობს ვალდებულებას, თავისი კომპეტენციის და კვალიფიკაციის ფარგლებში, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ GWP-ის გაუწიოს [-] (შემდგომში „მომსახურება“) წინამდებარე „ხელშეკრულების“ პირობების შესაბამისად.
2. „ხელშეკრულების“ დანართები
2.1 წინამდებარე „ხელშეკრულებას“ გააჩნია ქვემოთ ჩამოთვლილი დანართები და თითოეული მათგანი წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს:
დანართი N1 - ხელშეკრულების სპეციალური პირობები დანართი N2 - ხელშეკრულების ზოგადი პირობები
დანართი N3 - ფარული სამუშაოების აქტი
დანართი N4 - ჰიდრავლიკური გამოცდის აქტი
დანართი N5 - ქსელის გარეცხვის ლაბორატორიული შემოწმების აქტი დანართი N6 - მასალების საბოლოო ჩამოწერის აქტი
დანართი N7 - ცვლილებების აქტი
დანართი N8 - მიღება-ჩაბარების სერთიფიკატი დანართი N9 - ექსპლუატაციაში მიღების აქტი დანართი N10 - გეგმა-გრაფიკი
დანართი N11 - გადაერთების სამუშაოების წარმოების ინსტრუქცია
დანართი N12 - „დამკვეთის“ მიერ მასალის გაცემის და დაბრუნების ინსტრუქცია დანართი N13 - პროექტის გრაფიკული ნახაზი
დანართი N14 - ხარჯთაღრიცხვა
დანართი N15 - ეთიკის კოდექსი ანტი-კორუფციული პოლიტიკა
წინამდებარე „ხელშეკრულებაზე“ ხელმოწერით „მხარეები“ ადასტურებენ, რომ მათ გაცნობიერებული აქვთ წინამდებარე „ხელშეკრულების“ შინაარსი, იგი ზუსტად გამოხატავს „მხარეთა“ თავისუფალ ნებას და რომ მათ მიერ ნების გამოვლენა მოხდა „ხელშეკრულების“ შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის დასტურად, „მხარეებმა“ ხელი მოაწერეს წინამდებარე „ხელშეკრულებას“ ზემოთ პირველად მითითებულ თარიღზე.
ხელმოწერილია:
„დამკვეთი“ შპს „xxxxxxx xxxxx xxx xxxxxx“ xxxxxx xxxxxxxxx გენერალური დირექტორი | „შემსრულებელი“ [-] [-] [-] |
ხელშეკრულება სამშენებლო სამუშაოების წარმოების შესახებ N სპეციალური პირობები
დანართი N1
ზოგადი ინფორმაცია | ||
# | ხელშეკრულების ნომერი | |
# | პროექტის კოდი | |
# | პროექტის კოდის დასახელება | |
# | ბიუჯეტის კოდი | |
# | ბიუჯეტის კოდის დასახელება | |
# | ბიუჯეტის მფლობელი დეპარტამენტი | |
# | ბიუჯეტის მფლობელი დეპარტამენტის ხელმძღვანელი | |
ხელშ. ზოგადი პირობები | საკითხი | სპეციალური პირობა |
2.3. | საკომუნიკაციო პორტალი | |
4.1. | „ხელშეკრულების“ მოქმედების ვადა | |
4.2. | „სამუშაოების“ მიწოდების ვადა | |
4.5. | „ხელშეკრულების“ ღირებულება | |
5.1. | „ხელშეკრულების“ შესრულების უზრუნველყოფის გარანტია | [„ხელშეკრულების“ ღირებულების 5%] [არ გამოიყენება] |
5.2. | დეფექტების აღმოფხვრის გარანტია (ხარისხის გარანტია) | [„ხელშეკრულების“ ღირებულების 5%] [არ გამოიყენება] |
6.2. | ავანსის ოდენობა | |
6.3. | საავანსო საბანკო გარანტიის ოდენობა და წარმოდგენის ვადა | |
6.4. | საავანსო ანგარიშსწორების ვადა | საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან [-] დღე |
7.4. | სამუშაო რეჟიმი | |
განსაკუთრებული სამუშაო რეჟიმი | ||
9.1. | „დამკვეთის“ უფლებამოსილი პირი | „დამკვეთის“ პროექტების მართვის დეპარტამენტი |
საკონტაქტო ინფორმაცია: პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი: xxxxxx xxxxxxxx, xxxxxxxxxxx@xxx.xx; მობ. x000 000 00 00 00 |
10.1. | ზედამხედველი ინჟინერი | „დამკვეთის“ ზედამხედველობის დეპარტამენტი საკონტაქტო ინფორმაცია: სარეაბილიტაციო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი: მიხა გაზდელიანი xxxxxxxxxxx@xxx.xx; მობ. + 995 591 40 23 06 |
11.1. | „შემსრულებლის“ საკონტაქტო მონაცემები | [იგივე ფორმატში] |
12.3. | ქვეკონტრაქტორ(ებ)ით შესასრულებელი სამუშაოების წილის ლიმიტი | |
17.9 | მიწოდების ვადის დარღვევა | |
17.14 | კონტრაქტორისთვის ანგარიშსწორების ვადის დარღვევა | |
18.1. | შემსრულებლის საბანკო რეკვიზიტები | ბანკის დასახელება: ბანკის კოდი: ანგარიშის ნომერი: |
18.2. | შუალედური გადახდის სერთიფიკატის მინიმალური ოდენობა | ხელშეკრულების ღირებულების 5 % / არ გამოიყენება |
18.3. | შუალედური გადახდის სერთიფიკატების მაქსიმალური ჯამური ოდენობა | ხელშეკრულების ღირებულების 70 % |
18.4. | ფინანსური ანგარიშსწორების პერიოდი | 30 დღე |
21.1. | დეფექტების აღმოფხვრის პერიოდი (საგარანტიო ვადა) | 1 წელი უზრუნველყოფით; 4 წელი უზრუნველყოფის გარეშე |
„დამკვეთი“ შპს „xxxxxxx xxxxx xxx xxxxxx“ xxxxxx xxxxxxxxx გენერალური დირექტორი | „შემსრულებელი“ [-] [-] [-] |
სარჩევი
1. გამოყენებული ტერმინები და განმარტებები 2
2. ხელშეკრულების ენა და კომუნიკაცია 6
4. ხელშეკრულების მოქმედების ვადა, საგანი და ღირებულება 6
5. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია 6
7. სამუშაოების დაწყება, კალენდარული გეგმა-გრაფიკი და სამუშაო რეჟიმი 8
8. ნებართვები, ლიცენზიები ან თანხმობები 8
13 შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა 15
14 სამუშაოების შემოწმება და ტესტირება 17
15 ხელშეკრულების პირობების დარღვევა 18
17 სამუშაოების მიწოდების ვადის ცვლილება 21
20 „შემსრულებლის“ მიერ „სამუშაოების“ შეჩერება 22
21 საგარანტიო ვადა - დეფექტების აღმოფხვრის პერიოდი 23
25 მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაჭრა 26
1. გამოყენებული ტერმინები და განმარტებები
1.1. „ხელშეკრულებაში“ გამოყენებულ სიტყვებსა და ტერმინებს აქვთ ქვემოთ მინიჭებული მნიშვნელობები.
1.2. ხელშეკრულება ნიშნავს სატენდერო წინადადების, ხელშეკრულების სპეციალური პირობების, წინამდებარე ზოგადი პირობების, დანართების, ნებართვ(ებ)ის, ლიცენზი(ებ)ის, თანხმობ(ებ)ის, ტექნიკური სპეციფიკაცი(ებ)ის, ნახაზ(ებ)ის, ცხრილ(ებ)ისა და ა.შ ერთობლიობას, რომლებიც შეთანხმებულია „მხარეთა“ შორის „ხელშეკრულების“ საგანთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა აღნიშნული წარმოადგენს თუ არა „ხელშეკრულების“ დანართს, და „მხარეთა“ შორის წერილობით შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს, ავსებს, აზუსტებს ან ცვლის
„მხარეთა“ შორის „ხელშეკრულების“ საგანთან დაკავშირებულ ურთიერთობას და სავალდებულოა შესასრულებად „მხარეთათვის“.
1.3. ტექნიკური სპეციფიკაცია ნიშნავს დოკუმენტს, რომელიც მოიცავს „ხელშეკრულების“ ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოების ტექნიკურ დეტალებს, განმარტებებს, მეთოდოლოგიას და სხვა.
1.4. ნახაზ(ებ)ი ნიშნავს „სამუშაოების“ ნახაზებს, რა სახითაც გადასცემს დამკვეთი „შემსრულებელს“, მიუხედავად იმისა ერთვის თუ არ ისინი „ხელშეკრულებას“, მასში შეტანილი დამატებებისა და ცვლილებების გათვალისწინებით.
1.5. ცხრილ(ებ)ი ნიშნავს დოკუმენტს ან დოკუმენტების ერთობლიობას, მიუხედავად იმისა, ერთვის თუ არა ისინი „ხელშეკრულებას“ და მოიცავს ხარჯთაღრიცხვას, „სამუშაოების“ ყველა უწყისს, ჩამონათვალს და ა.შ.
1.6. მხარე ნიშნავს „დამკვეთს“ ან „შემსრულებელს“, კონტექსტის შესაბამისად, ხოლო მხარეები „დამკვეთს“ და
„შემსრულებელს“ ერთობლივად.
1.7. მესამე მხარე ნიშნავს ნებისმიერ მესამე პირს, მათ შორის სახელმწიფო დაწესებულებას, კერძო კომპანიას, ფიზიკურ პირს, რომელიც არ არის „ხელშეკრულების“ მხარე.
1.8. დამკვეთი ნიშნავს პირს, რომელიც „ხელშეკრულებაში“დასახელებულია როგორც „დამკვეთი“ და ამ პირის სამართალმემკვიდრეებს.
1.9. დამკვეთის წარმომადგენელი ნიშნავს „დამკვეთის“ მიერ „ხელშეკრულების სპეციალურ პირობებში“ დასახელებულ პირს, რომელიც მოქმედებს „დამკვეთის“ სახელით და უძღვება „სამუშაოების“ პროცესს
„ხელშეკრულების“ პირობების შესაბამისად, აძლევს მითითებებს „შემსრულებელს“ და პასუხსიმგებელია
„დამკვეთთან“ „სამუშაოების“ პროცესზე.
1.10. შემსრულებელი ნიშნავს პირ(ებ)ს, რომელიც „ხელშეკრულებაში“ მითითებულია როგორც
„შემსრულებელი“და ამ პირის სამართალმემკვიდრეებს.
1.11. ზედამხედველი ინჟინერი ნიშნავს პირ(ებ)ს, რომელსაც „დამკვეთის“ მიერ გადაცემული აქვს ზედამხედველი ინჟინრის ფუნქციის შესრულების ვალდებულება „ხელშეკრულების ზოგადი პირობებისა“ და „ხელშეკრულების სპეციალური პირობების“ შესაბამისად.
1.12. შემსრულებლის წარმომადგენელი ნიშნავს „შემსრულებლის“ მიერ „ხელშეკრულების სპეციალურ პირობებში“ დასახელებულ პირს, ან „შემსრულებლის“ მიერ დროდადრო, „დამკვეთთან“ შეთანხმებით დანიშნულ პირს, რომელიც მოქმედებს „შემსრულებლის“ სახელით და პასუხისმგებელია
„ხელშეკრულების“ პირობებისა და „დამკვეთის“ მიერ დროდადრო მიცემული მითითებების შესრულებაზე.
1.13. დამკვეთის პერსონალი ნიშნავს „დამკვეთის“ ყველა თანამშრომელს ან/და დაქირავებულ პირს, ან ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც „დამკვეთის“ ან „ზედამხედველი ინჟინრის“ მიერ „შემსრულებლისთვის“ გაგზავნილ შეტყობინებაშია მითითებული, როგორც „დამკვეთის“ პერსონალი.
1.14. თანამშრომელი ნიშნავს „დამკვეთთან“ ან/და შპს „რუსთავის წყალთან“ (ს/ნ 216323351) (შემდგომში „RWC“) შრომით ურთიერთობაში მყოფ ნებისმიერ პირს ან პირს რომელიც იყო „დამკვეთთან“ ან/და „RWC”-თან შრომით ურთიერთობაში და რომელთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან ან მოქმედების ვადის ამოწურვიდან არ გასულა 6 (ექვსი) თვე.
1.15. დამკვეთის მასალა(ები) ნიშნავს იმ მასალას(ებს), რომელსაც „ხელშეკრულების“ შესაბამისად „დამკვეთი“ გადასცემს „შემსრულებელს“ „ხელშეკრულების“ შესრულების მიზნით.
1.16. შემსრულებლის პერსონალი ნიშნავს „შემსრულებლის წარმომადგენელს“ და ყველა სხვა თანამშრომელს ან/და დაქირავებულ პირს, რომელიც „შემსრულებლის“ სახელით წარმოდგენილია სამშენებლო მოედანზე, რომელთა შორის შეიძლება იყვნენ „შემსრულებლის“ თანამშრომლები ან სხვაგვარად დაქირავებული პირები, ასევე „შემსრულებლის“ „ქვეკონტრაქტორის“ მიერ დაქირავებული პირები; ასევე, ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც ეხმარება „შემსრულებელს“ „სამუშაოების“ შესრულებაში და აღნიშნული პერსონალის შესახებ „შემსრულებელი“ წინასწარ აცნობებს „დამკვეთს“.
1.17. ქვეკონტრაქტორი ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც მითითებულია „ხელშეკრულებაში“ როგორც
„ქვეკონტრაქტორი“ ან პირს, რომელიც დაქირავებულია „შემსრულებლის“ მიერ „სამუშაოების“ ან მისი ნაწილის შესასრულებლად; ასევე, თითოეული ასეთი პირის სამართალმემკვიდრეს.
1.18. ნომინირებული ქვეკონტრაქტორი ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც დასახელებულია „დამკვეთის“ მიერ
„სამუშაოების“ შესასრულებლად, ხოლო „სამუშაოებს“ ახორციელებს „შემსრულებელთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
1.19. საშემსრულებლო დაკუმენტები არის ყველა იმ დოკუმენტის ერთობლიობა, რომელსაც „ზედამხედველი ინჟინერი“ ან/და „დამკვეთი“ მოითხოვს „სამუშაოების“ ხარისხისა და მოცულობის დასადასტურებლად, ასევე შუალედური და საბოლოო გადახდებისთვის;
„ხელშეკრულების“ საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით, „საშემსრულებლო დოკუმენტების“ ზოგადი ჩამონათვალია (და არა მხოლოდ):
• შუალედური გადახდის სერტიფიკატ(ებ)ი ნიშნავს ე.წ. შუალედურ ფორმა N2-ს და შუალედურ ფორმა N3-ს, რომელიც ასახავს „შემსრულებლის“ მიერ კონკრეტული თარიღისთვის შესრულებულ და ასანაზღაურებლად წარმოდგენილ „სამუშაოებს“. დოკუმენტი საჭიროებს დამოწმებას
„ზედამხედველი ინჟინრის“ ხელმოწერით.
• ფარული სამუშაოების აქტი ნიშნავს დოკუმენტს, რომელსაც წარმოადგენს „შემსრულებელი“ დანართში N3 მოცემული ფორმით და ასახავს შესრულებული მუდმივი სამუშაოების იმ ნაწილის დასახელებასა და მოცულობას, რომელიც იფარება და აღარ არის ხილული. დოკუმენტი საჭიროებს დამოწმებას „ზედამხედველი ინჟინრის“ ხელმოწერით.
• გამოყენებული მასალების სერტიფიკატები ნიშნავს „შემსრულებლის“ მიერ „სამუშაოების“ დროს გამოყენებული ყველა მასალის, გარდა „დამკვეთის“ მიერ მიცემული მასალისა, მწარმოებელი კომპანიის მიერ გაცემულ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს გამოყენებული მასალის ხარისხსა და
„ხელშეკრულებით“ გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობას.
• მასალების ლაბორატორიული გამოცდის აქტი ნიშნავს აკრედიტირებული ლაბორატორიის მიერ გაცემულ დასკვნას, რომელიც ადასტურებს გამოყენებული ინერტული მასალის, ბეტონის, ასფალტის, ან/და სხვა საფარის, ან/და შესრულებული სამუშაოს ან/და გამოყენებული მასალის შესაბამისობას
„ხელშეკრულების“ მოთხოვნებთან.
• ჰიდრავლიკური გამოცდის აქტი ნიშნავს დანართ N4-ში მოცემული ფორმის შესაბამისად წარმოდგენილ დოკუმენტს, რომელიც ასახავს ქსელის ჰიდრავლიკური გამოცდის შედეგებს. დოკუმენტი საჭიროებს დამოწმებას „ზედამხედველი ინჟინრის“ ხელმოწერით.
• ქსელის გარეცხვის ლაბორატორიული შემოწმების აქტი ნიშნავს დოკუმენტს, სადაც მოცემულია აკრედიტირებული ლაბორატორიის მიერ აღებული წყლის ნიმუშის შედეგები ქსელის გარეცხვის დასრულების შემდგომ დანართი N5-ის შესაბამისად.
• საბოლოო გადახდის სერტიფიკატი ნიშნავს ე.წ. საბოლოო ფორმა N2-ს და საბოლოო ფორმა N3-ს, რომელიც ასახავს „შემსრულებლის“ მიერ „ხელშეკრულების“ ფარგლებში განხორციელებულ „მუდმივ სამუშაოებს“ სრულად. დოკუმენტი საჭიროებს დამოწმებას „ზედამხედველი ინჟინრის“ ხელმოწერით.
• მასალის გატანის აქტი ე.წ „ტრანსფერი“ ნიშნავს დოკუმენტს, რომელიც იქმნება „დამკვეთის“ მიერ
„შემსრულებლისათვის“ მასალის გადაცემისას და მოიცავს ინფორმაციას გატანილი მასალების რაოდენობისა და პროექტის მაიდენტიფიცირებელი კოდის შესახებ. დოკუმენტი საჭიროებს დამოწმებას „დამკვეთის წარმომადგენლის“ მიერ.
• მასალების საბოლოო ჩამოწერის აქტი ნიშნავს დოკუმენტს, რომელსაც ქმნის „შემსრულებელი“
დანართი N6-ის შესაბამისად და „სამუშაოების“ დასრულების შემდეგ წარუდგენს „დამკვეთს“ შეთანხმებული ფორმით, სადაც მოცემულია ინფორმაცია გატანილი, გახარჯული, დაბრუნებული და დასაბრუნებელი მასალის შესახებ. დოკუმენტი საჭიროებს დამოწმებას „ზედამხედველი ინჟინრის“ ხელმოწერით.
• ფარული სამუშაოების აქტები
• ცვლილებების აქტი ნიშნავს დოკუმენტს, რომელსაც ქმნის „შემსრულებელი“ დანართი N7-ის ფორმით, რომელიც ასახავს ფაქტობრივად შესრულებული/შესასრულებელი იმ სამუშაოების აღწერილობას ან/და მოცულობებს, რომელსაც არ ითვალისწინებდა „ხელშეკრულება“ ან ფაქტობრივად შესრულებული მოცულობები განსხვავდება სახელშეკრულებო მოცულობებისგან. „ცვლილების აქტის“ ტექსტური ნაწილი ასახავს ინფორმაციას ცვლილების საჭიროებისა და სამუშაოების მიწოდების ვადების შესახებ.
• გამოყენებული მასალის სერტიფიკატები
• გამოყენებული მასალების ლაბორატორიული გამოცდის აქტი
• ჰიდრავლიკური გამოცდის აქტი
• ქსელის გარეცხვის ლაბორატორიული შემოწმების აქტი
• საშემსრულებლო ნახაზი არის ფაქტობრივად შესრულებული „სამუშაოების“ ელექტრონული- ვექტორული(.mdb) და ნაბეჭდი ვერსია.
• მიღება - ჩაბარების სერტიფიკატი ნიშნავს „შემსრულებლის“ მიერ დანართი N8-ის შესაბამისად შედგენილ და წარმოდგენილ და „დამკვეთის“ მიერ დამოწმებულ დოკუმენტს, რომელიც ასახავს შეთანხმებას „მხარეებს“ შორის სამუშაოების დასრულებასა და მიღებასთან დაკავშირებით.
• ექსპლუატაციაში მიღების აქტი ნიშნავს „შემსრულებლის“ მიერ დანართი N9-ის შესაბამისად მომზადებულ და წარმოდგენილ და „დამკვეთის“ მიერ დამოწმებულ დოკუმენტს, რომელიც ასახავს
„ხელშეკრულების“ ფარგლებში შესრულებული „სამუშაოებისა“ და გამოყენებული მასალების/ძირითადი საშუალებების ექსპლუატაციაში მიღებას.
1.20. ხელშეკრულების ღირებულება ნიშნავს „მხარეთა“ შორის შეთანხმებულ „სამუშაოების“ ღირებულებას ხარჯთაღრიცხვაში მოცემული ერთეული ღირებულებების შესაბამისად.
1.21. ფაქტიური ღირებულება ნიშნავს „ზედამხედველი ინჟინრის“ მიერ დადასტურებულ, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობებით დათვლილ ღირებულებას.
1.22. დროებითი სამუშაო ნიშნავს სამუშაოს, რომელიც წარმოადგენს დროებით ღონისძიებას „სამუშაოს“ შესრულების მიზნით, მაგრამ არ წარმოადგენს „სამუშაოების“ ნაწილს, რაც შეიძლება იყოს დროებითი გზა, სამშენებლო მოედანზე გამოყენებული დროებითი/დამხმარე მასალა ან/და ნაგებობა, „სამუშაოს“ შესრულების დროს გამოვლენილი დეფექტების აღმოსაფხვრელად ან/და მესამე მხარეზე მიყენებული ზიანის გამოსწორება/შესრულებული სამუშაო და სხვა.
1.23. მუდმივი სამუშაო ნიშნავს „სამუშაოს“, რომლის შესრულებაც წარმოადგენს „ხელშეკრულების“ მიზანს.
1.24. სამუშაო(ები) ნიშნავს „მუდმივ სამუშაოებს“.
1.25. მოტივირებული უარი ნიშნავს არგუმენტირებულ დასაბუთებას, რომ საკითხის ტექნიკური ან/და სამართლებრივი გადაწყვეტა ეწინააღმდეგება ქვეყანაში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და საკანონმდებლო
აქტებს, ან თუ აღნიშნული ტექნიკური გადაწყვეტით შეუძლებელია „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული მიზნის მიღწევა.
1.26. სამუშაო რეჟიმი ნიშნავს „მხარეებს“ შორის „ხელშეკრულების სპეციალური პირობებით“ განსაზღვრულ სამუშაო დღეებისა და საათების რაოდენობას.
1.27. სამუშაოების დაწყების თარიღი ნიშნავს „დამკვეთის“ მიერ შემსრულებლისათვის „სამუშაოების“ დაწყებისათვის განსაზღვრულ თარიღს.
1.28. სამუშაოების მიწოდების ვადა ნიშნავს „დამკვეთის“ მიერ „შემსრულებლისათვის“ სამუშაოების დასრულებისთვის განსაზღვრულ ვადას/თარიღს.
1.29. სამუშაოების დასრულების თარიღი ნიშნავს „შემსრულებლის“ მიერ „სამუშაოების“ დასრულების თარიღს, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს „ზედამხედველი ინჟინრის“ მიერ.
1.30. ფინანსური ანგარიშსწორების პერიოდი ნიშნავს პერიოდს, რა დროშიც „დამკვეთი“ ანაზღაურებს
„საშემსრულებლო დოკუმენტებით“ დადასტურებული „სამუშაოების“ „ფაქტიურ ღირებულებას“.
1.31. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ნიშნავს „შემსრულებლის“ მიერ
„დამკვეთისთვის“ წარდგენილ საბანკო გარანტიას, რომელიც უზრუნველყოფს „კომპანიის“ მიერ
„ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას შეთანხმებულ ვადაში და შეთანხმებული პირობებით.
1.32. დეფექტების აღმოფხვრის გარანტია (ხარისხის გარანტია) ნიშნავს „შემრულებლის“ მიერ „დამკვეთისათვის“ წარდგენილ საბანკო გარანტიას, რომელიც უზრუნველყოფს „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის კომპენსაციას, მათ შორის დეფექტების აღმოფხვრის პერიოდში აღმოჩენილი/გამოვლენილი ხარვეზებით და ასეთი ხარვეზებისგან გამოწვეული ზიანის/ზარალის კომპენსაციას.
1.33. დეფექტების აღმოფხვრის პერიოდი ნიშნავს „ხელშეკრულების სპეციალური პირობებით“ განსაზღვრულ საგარანტიო ვადას, რომლის განმავლობაშიც „შემსრულებლმა“ უნდა აღმოფხვრას „სამუშაოსთან“ დაკავშირებით გამოვლენილი დეფექტები.
1.34. დღე, კვირა, თვე, წელი ნიშნავს კალენდარულ დღეს, კვირას, თვეს, წელს (365 დღე).
1.35. სამუშაო დღე არის კალენდარული დღე, გარდა შაბათისა, კვირისა და საქართველოს ორგანული კანონით -
„საქართველოს შრომის კოდექსით“ განსაზღვრული უქმე დღისა.
1.36. ნებართვა ნიშნავს უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონით დადგენილი წესითა და ფორმით, გარკვეული ვადით მინიჭებულ უფლებას კონკრეტული სამუშაოების წარმოებაზე/განხორციელებაზე და წარმოადგენს მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს.
1.37. თანხმობა ნიშნავს საჯარო დაწესებულების ან/და კერძო იურიდიული ან/და ფიზიკური პირის მიერ გაცემულ დოკუმენტს, გარდა „ნებართვისა“, რომელიც აუცილებელია „სამუშაოების“ სრულყოფილად წარმოებისა და შემდგომი ექსპლუატაციისათვის.
1.38. საბანკო გარანტია ნიშნავს „შემსრულებლის“ მიერ „ხელშეკრულების“ პირობების შესაბამისად წარმოდგენილ საბანკო გარანტიას, რომელიც გაცემულია საქართველოს მიერ ლიცენზირებული ბანკის ან
„ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ და რომლის მოქმედების ვადაც 30 დღით აღემატება კონკრეტული ვალდებულების შესრულების ვადას.
1.39. ინსტრუქცია ნიშნავს „დამკვეთის“ მიერ „შემსრულებლისათვის“ წერილობით ან/და სიტყვიერად მიცემული მითითებებისა და პროცედურების ერთობლიობას, რომლის დაცვა და შესრულება სავალდებულოა „შემსრულებლისათვის“.
1.40. აკრძალული საქმიანობა ნიშნავს ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ მოიცავს საქონლის ან/და ტექნოლოგიის გაყიდვას, მიწოდებას, გადაცემას ან/და ექსპორტს, ტექნიკური, საინვესტიციო, საბროკერო, ფინანსური მომსახურების მიწოდებას და სხვა სახის საქმიანობას, რომელმაც შესაძლოა პირდაპირ ან არაპირდაპირ ხელი შეუწყოს რუსეთის ფედერაციის სამხედრო ან/და ტექნოლოგიურ გაუმჯობესებას, რუსეთის ფედერაციაში არსებული ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, უწყების ან/და ორგანოს თავდაცვის ან/და უშიშროების სექტორის განვითარებას.
2. ხელშეკრულების ენა და კომუნიკაცია
2.1. „ხელშეკრულების“ ენა არის ქართული.
2.2. „სამუშაოების“ მიმდინარეობის პროცესზე პასუხისმგებელი პირები განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულების ზოგადი პირობებით - მუხლი 9 – „დამკვეთი“; მუხლი 10 –„ზედამხედველი ინჟინერი”; მუხლი 11 – „შემსრულებელი“).
2.3. ხელშეკრულების ეფექტურად მართვის მიზნით, შესაძლოა დამკვეთმა გამოიყენოს სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებები, მათ შორის viber, whatsapp და ა.შ.
2.4. „შემსრულებელი“ ვალდებულია, მოითხოვოს იმ საერთო საკომუნიკაციო არხების წევრობა, რომელიც შექმნილია „ხელშეკრულების“ მართვის მიზნებისთვის.
3. დოკუმენტების იერარქია
3.1. „ხელშეკრულების“ შემადგენელი დოკუმენტები მიიჩნევა ერთმანეთის შემავსებლად. განმარტების მიზნებისთვის, დოკუმენტების პრიორიტეტულობა დგინდება ქვემოთ მოცემული თანმიმდევრობით:
1. „ხელშეკრულება სპეციალური პირობები“
2. „ნებართვები“, ლიცენზიები ან „თანხმობები“
3. „ხელშეკრულების ზოგადი პირობები“
4. ტექნიკური სპეციფიკაცია
5. ნახაზები
6. ხარჯთაღრიცხვა, ცხრილები და ა.შ.
დოკუმენტებში ბუნდოვანების ან შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში ნებისმიერ საჭირო განმარტებას ან ინსტრუქციას გასცემს „ზედამხედველი ინჟინერი“.
3.2. თუ „ნებართვით“ მოცემული „სამუშაოების მიწოდების ვადა“ ნაკლებია „ხელშეკრულების სპეციალური პირობებით“ განსაზღვრულ „სამუშაოების მიწოდების ვადაზე“, მხოლოდ ამ ნაწილში, განცალკევებულად, უპირატესობა ენიჭება „ნებართვას“.
4. ხელშეკრულების მოქმედების ვადა, საგანი და ღირებულება
4.1. „ხელშეკრულების“ მოქმედების ვადა განისაზღვრება „ხელშეკრულების სპეციალური პირობებით“.
4.2. „სამუშაოების მიწოდების ვადა“ განისაზღვრება „ხელშეკრულების სპეციალური პირობებით“.
4.3. „სამუშაო“ და მისი ზუსტი აღწერა განისაზღვრება „ხელშეკრულებით“.
4.4. „ხელშეკრულების ღირებულება“ განისაზღვრება „ხელშეკრულების სპეციალური პირობებით“.
4.5. „ხელშეკრულების ღირებულება“ მოიცავს „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებულ „სამუშაოსთან“ დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
4.6. „სამუშაოების“ „ფაქტიური ღირებულება“ გამოითვლება და ანაზღაურდება „ხელშეკრულების ზოგადი
პირობების“ მე-18 (ანგარიშსწორება) მუხლის შესაბამისად.
5. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5.1. „ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის“ ოდენობა განისაზღვრება
„ხელშეკრულების სპეციალური პირობებით“.
5.2. „დეფექტების აღმოფხვრის გარანტიის“ (ხარისხის გარანტია) ოდენობა განისაზღვრება „ხელშეკრულების სპეციალური პირობებით“.
5.3. „შემსრულებელი“ ვალდებულია, რომ „ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია“
„დამკვეთს“ წარუდგინოს „საბანკო გარანტიის“ ფორმით წინამდებარე „ხელშეკრულების“ ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, არაუგვიანეს „სამუშაოების“ დაწყებიდან 1 (ერთი) კალენდარულ დღეში და მისი მოქმედების ვადა 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს „სამუშაოების დასრულების თარიღს“. იმ შემთხვევაში, თუ „შემსრულებელი“ ვერ წარუდგენს „დამკვეთს“ „ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიას“ მოთხოვნილ ვადაში, მაშინ „დამკვეთი“ უფლებამოსილია, შეაჩეროს ან შეწყვიტოს „ხელშეკრულება“ ან
„შემსრულებლის“ მიერ წარდგენილი ერთი ან ყოველი „გადახდის სერტიფიკატიდან“ დაქვითოს (დააკავოს) „ხელშეკრულების სპეციალური პირობებით“ განსაზღვრული „ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის“ ტოლი ან/და პროპორციული ოდენობის თანხა და მისი ანაზღაურება განახორციელოს „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული „სამუშაოების“ მიღება-ჩაბარების შემდეგ საბოლოო ანგარიშსწორებისას. ამასთან, „დამკვეთი“ უფლებამოსილია, აღნიშნული „ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიიდან” დაქვითოს ნებისმიერი და ყველა პირგასამტეხლო, რომელიც გათვალისწინებულია წინამდებარე „ხელშეკრულებით“ ან/და ის თანხა, რომელიც საჭიროა იმ ზიანის (ზარალის) საკომპენსაციოდ, რომელიც მიადგა „დამკვეთს“ ან/და ნებისმიერ მესამე მხარეს
„სამუშაოების“ შეთანხმებულ ვადაში დაუსრულებლობით, ან „შემსრულებლის“ მიერ წინამდებარე
„ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შედეგად, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
„სამუშაოებისთვის“ განსაზღვრულ „დეფექტების აღმოფხვრის პერიოდს“. იმ შემთხვევაში, თუ
„შემსრულებელი“ ვერ/არ წარუდგენს „დამკვეთს“ „დეფექტების აღმოფხვრის უზრუნველყოფის საბანკო გარანტიას“ მოთხოვნილ ვადაში, მაშინ „დამკვეთი“ უფლებამოსილია შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულება ან „შემსრულებლის“ მიერ წარდგენილი ერთი ან ყოველი „გადახდის სერტიფიკატიდან“ დაქვითოს (დააკავოს) „ხელშეკრულების სპეციალური პირობებით“ განსაზღვრული „დეფექტების აღმოფხვრის გარანტიის“ ტოლი ან/და პროპორციული ოდენობის თანხა და მისი ანაზღაურება განახორციელოს „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული საგარანტიო ვადის დასრულების შემდგომ, მაგრამ არაუგვიანეს ასეთი ვადის ამოწურვიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა. ამასთან, „დამკვეთი“ უფლებამოსილია, აღნიშნული „დეფექტების აღმოფხვრის გარანტიიდან“ დაქვითოს ნებისმიერი და ყველა ხარჯი, რომელიც გასწია „დამკვეთმა“ „დეფექტების აღმოფხვრის პერიოდის“ განმავლობაში გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებისთვის, ასევე პირგასამტეხლო, რომელიც გათვალისწინებულია წინამდებარე
„ხელშეკრულებით“ ან/და ის თანხა, რომელიც საჭიროა იმ ზიანის (ზარალის) საკომპენსაციოდ, რომელიც მიადგა „დამკვეთს“ ან/და ნებისმიერ მესამე მხარეს „შემსრულებლის“ მიერ გამოვლენილი ხარვეზის გამოსწორებაზე უარის თქმით ან/და არ გამოსწორებით, „სამუშაოების“არასათანადო ხარისხით შესრულების შედეგად.
5.5. „შემსრულებლისაგან“ დამოუკიდებელი მიზეზების გამო „ხელშეკრულების“ შეწყვეტის შემთხვევაში,
„დამკვეთი“ ვალდებულია დაუბრუნოს „შემსრულებელს“ ნებისმიერი და ყველა „საბანკო გარანტია“ ან 5.3 ან/და 5.4 მუხლის შესაბამისად დაკავებული თანხა(ები) შეწყვეტის თარიღისათვის შესრულებული
„სამუშაოს“ პროპორციულად.
5.6. თუკი „დეფექტების აღმოფხვრის პერიოდის“ განმავლობაში გამოვლენილი ხარვეზების შედეგად
„დამკვეთისთვის“ ან/და მესამე პირისათვის მიყენებული ზარალი (ზიანი) აღემატება „დეფექტების აღმოფხვრის გარანტიის“ მაქსიმალურ ოდენობას ან თუ ასეთი ოდენობა არ გამოიყენება, მაშინ
„შემსრულებელი“ვალდებულია, ასეთი ზიანი (ზარალი) სრულად აუნაზღაუროს „დამკვეთს“ პირველივე მოთხოვნისთანავე ან აღმოფხვრას/გამოასწოროს ასეთი ზიანი (ზარალი) საკუთარი ხარჯით „დამკვეთის“ მიერ განსაზღვრულ ვადაში.
6. ავანსი
6.1. „მხარეების“ შეთანხმების შემთხვევაში, შესაძლებელია „ხელშეკრულების ღირებულების“ ან მისი ნებისმიერი ნაწილის საავანსო ანგარიშსწორება.
6.2. ავანსის ოდენობა განისაზღვრება „ხელშეკრულების სპეციალური პირობებით“.
6.3. საავანსო ანგარიშსწორების შემთხვევაში, „შემსრულებელმა“ უნდა წარმოადგინოს ავანსად მოთხოვნილი თანხის შესაბამისი წინასწარი ანგარიშსწორების (საავანსო) „საბანკო გარანტია“, რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) დღით უნდა აღემატებოდეს „სამუშაოების მიწოდების ვადას“.
6.4. საავანსო ანგარიშსწორება განხორციელდება „მხარეებს“ შორის „ხელშეკრულების სპეციალური პირობებით“ შეთანხმებულ ვადაში.
6.5. ყოველი წარმოდგენილი „შუალედური გადახდის სერტიფიკატიდან“ განხორციელდება საავანსო თანხის დაქვითვა „ხელშეკრულების სპეციალური პირობებით“ განსაზღვრული ავანსის ოდენობის პროპორციით.
7. სამუშაოების დაწყება, კალენდარული გეგმა-გრაფიკი და სამუშაო რეჟიმი
„შემსრულებელს“ აცნობებს წინამდებარე „ხელშეკრულების სპეციალურ პირობებში“ მითითებულ ელ. ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნის გზით.
7.2. „შემსრულებელმა“ „სამუშაოების დაწყების თარიღის“ განსაზღვრიდან არაუმეტეს 3 დღეში „დამკვეთის უფლებამოსილ წარმომადგენელს და „ზედამხედველ ინჟინერს“ უნდა წარუდგინოს „სამუშაოების“ შესრულების კალენდარული გეგმა-გრაფიკი დანართ N10-ში მოცემული ფორმით, სადაც მოცემული უნდა იყოს „სამუშაოების“ თანმიმდევრობა „ხელშეკრულების სპეციალური პირობებით“ განსაზღვრული
„სამუშაო რეჟიმის“ გათვალისწინებით და უნდა შეესაბამებოდეს წინასწარ შეთანხმებულ „სამუშაოების მიწოდების ვადას“. ყოველთვის, როდესაც წარმოდგენილი კალენდარული გეგმა-გრაფიკი გახდება ფაქტობრივ პროგრესთან ან „შემსრულებლის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან შეუსაბამო, „შემსრულებელმა“ „ზედამხედველ ინჟინერს“ შესათანხმებლად უნდა წარუდგინოს განახლებული გეგმა-გრაფიკი იმ პირობით, რომ არ შეიცვლება „სამუშაოების მიწოდების ვადა“.
7.3. გეგმა-გრაფიკი მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს კლიმატური ან/და სხვა პირობებით, მათ შორის საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული უქმე დღეებით გამოწვეულ შესაძლო შეფერხებებს. თუ ასეთი გარემოებები გათვალისწინებული არ იქნება კალდენარულ გეგმა-გრაფიკში, მაშინ ასეთი გარემობების გამო საქმიანობის შეფერხება არ ჩაითვლება საპატიოდ.
7.4. „ხელშეკრულების სამუშაო რეჟიმი“ განსაზღვრულია „ხელშეკრულების სპეციალური პირობებით“.
8. ნებართვები, ლიცენზიები ან თანხმობები
8.1. წინამდებარე „ხელშეკრულების“ ხელმოწერის შემდგომ, „დამკვეთი“ „შემსრულებელს“ გადასცემს
„სამუშაოების“ დაწყებისთვის აუცილებელ ყველა საჭირო „ნებართვას“, ლიცენზიასა და „თანხმობას“, რომელსაც გასცემს საჯარო დაწესებულება ან/და მესამე მხარე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ „მხარეები“ სხვაგვარად შეთანხმდებიან. ასეთი შეთანხმება გაფორმებული უნდა იყოს წერილობით.
8.2. იმ შემთხვევაში, თუ „დამკვეთი“ გასცემს „სამუშაოების“ დაწყების ინსტრუქციას 8.1 მუხლში მითითებული „ნებართვის“ აღებამდე და ასეთი დაწყება წერილობით იქნება შეთანხმებული „მხარეთა“ შორის და „სამუშაოების“ „ნებართვის“ გარეშე წარმოების გამო დაჯარიმდება „შემსრულებელი“, მაშინ
„დამკვეთი“ ვალდებულია თვითონ გადაიხადოს აღნიშნული ჯარიმა, ან ეს თუ შეუძლებელია, ვალდებულია, „შემსრულებელს“ აუნაზღაუროს საჯარიმო ქვითრით დაკისრებული და გადახდილი თანხა. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, „შემსრულებელი“ ვალდებულია, „სამუშაოები“ და მასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები აწარმოოს მისთვის გადაცემული „ნებართვების“, ლიცენზიების,
„თანხმობისა“ და მიცემული „ინსტრუქციების“, ასევე სამშენებლო სფეროში მოქმედი ნორმებისა და წესების შესაბამისად და ის სრულად არის პასუხისმგებელი „სამუშაოების“ წარმოებაზე და „სამუშაოების“ მიმდინარეობის პროცესში წარმოქმნილ მესამე მხარის მოთხოვნებზე, მათ შორის ჯარიმებზე. „დამკვეთი“ იხსნის პასუხისმგებლობას „შემსრულებლის“ მიმართ გატარებული ადმინისტრაციული თუ სხვა ღონისძიებების შედეგად დამდგარ შედეგებზე.
8.3. „შემსრულებელი“ ვალდებულია, მოიპოვოს ნებისმიერი სხვა ნებართვა თუ თანხმობა, რომელსაც ის მიიჩნევს სასურველად ან აუცილებლად „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების სრულყოფილად შესრულებისათვის.
9. დამკვეთი
9.1. „დამკვეთი“ წინამდებარე „ხელშეკრულებით“ მინიჭებულ უფლებამოსილებას ახორციელებს „დამკვეთის უფლებამოსილი წარმომადგენლის“ მეშვეობით. უფლებამოსილი წარმომადგენელი სარგებლობს
„დამკვეთისათვის“ მინიჭებული ნებისმიერი და ყველა უფლებამოსილებით.
9.2. „დამკვეთი“ ახორციელებს „სამუშაოების“ ადმინისტრაციულ ხელმძღვანელობას და „სამუშაოების“ საჭიროებებიდან გამომდინარე ურთიერთობს „მესამე მხარესთან“.
9.3. „დამკვეთი“ აძლევს „შემსრულებელს“ „სამუშაოების“ დაწყების ინსტრუქციას 7.1 მუხლის შესაბამისად.
9.4. „დამკვეთი“ „შემსრულებელს“ გადასცემს სამშენებლო მოედანზე წვდომისა და მფლობელობის უფლებას
„ხელშეკრულებით“ განსაზღვრულ ვადებითა და პირობებით.
9.5. „სამუშაოების“ შესრულების მიზნებისათვის „დამკვეთი“ „შემსრულებელს“ გადასცემს „სამუშაოებისთვის“ საჭირო სამშენებლო მასალას „ხელშეკრულების“ დანართი N10-ის შესაბამისად.
9.6. „დამკვეთი“ ვალდებულია „შემსრულებლის“ მიერ მოთხოვნილი მასალების გაცემის პროცესს უშუალოდ ადგილზე გაუწიოს მონიტორინგი.
9.7. „დამკვეთი“ უფლებამოსილია, „სამუშაოების“ მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს
„სამუშაოების“ და სამშენებლო მოედნის შემოწმება, თუ რამდენად შეესაბამება აღნიშნული წინამდებარე
„ხელშეკრულებით“ შეთანხმებულ პირობებს.
9.8. „დამკვეთი“ უფლებამოსილია, „სამუშაოების“ დაწყების შესახებ გაცემული ინსტრუქციის დარღვევის შეთხვევაში გამოიყენოს „ხელშეკრულების“ 15.3 მუხლით გათვალისწინებული საჯარიმო სანქცია.
9.9. „ხელშეკრულების სპეციალური პირობებით“ განსაზღვრული „სამუშაო რეჟიმის“ დარღვევის შემთხვევაში,
„დამკვეთი“ უფლებამოსილია გამოიყენოს „ხელშეკრულების“ 15.7 მუხლით გათვალისწინებული საჯარიმო სანქცია.
9.10. „დამკვეთი“ ვალდებულია, დაადასტუროს „სამუშაოების“ ცვლილებით გამოწვეული ახალი „სამუშაოების“ დასახელება და სამუშაოების ერთეულის ფასები.
9.11. „დამკვეთი“ ვალდებულია, რომ განიხილოს და თანხმობის შემთხვევაში „ზედამხედველ ინჟინერთან“ ერთად ხელმოწერით დაამოწმოს ცვლილების აქტი.
9.12. „დამკვეთი“ უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს განახორციელოს „სამუშაოების“ შემოწმება შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სამსახურების მეშვეობით.
9.13. წინამდებარე „ხელშეკრულების“ დანართით (ეთიკის და ქცევის კოდექსი, ანტიკორუფციული პოლიტიკა, გაეროს გლობალური შეთანხმება) გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიების და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში „დამკვეთი“ უფლებამოსილია მოსთხოვოს „შემსრულებელს“ მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურება, მათ შორის
„ხელშეკრულების“ ვადამდე შეწყვეტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, იქნება ეს პირდაპირი თუ ირიბი, მატერიალური თუ არამატერიალური, ფაქტობრივი თუ მიუღებელი შემოსავალი და/ან სხვა.
10. ზედამხედველი ინჟინერი
10.1. „ზედამხედველი ინჟინრის“ ვინაობა და საკონტაქტო მონაცემები განსაზღვრულია „ხელშეკრულების სპეციალური პირობებით“.
10.2. „ზედამხედველი ინჟინერი“ წინამდებარე „ხელშეკრულებით“ მინიჭებულ უფლებამოსილებას ახორციელებს „ზედამხედველი ინჟინრის“ მიერ დანიშნული უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. „ზედამხედველი ინჟინრის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი სარგებლობს „ზედამხედველი ინჟინრისთვის“ მინიჭებული ნებისმიერი უფლებამოსილებით.
10.3. „ზედამხედველი ინჟინერი“ გასცემს წერილობით ან/და ზეპირ ინსტრუქციებს, ხოლო „შემსრულებელი“ ვალდებულია შეასრულოს ისინი ან მოტივირებული უარი განაცხადოს მათ შესრულებაზე.
10.4. ყოველთვის, როდესაც არსებობს ამის პრაქტიკული შესაძლებლობა, „ზედამხედველი ინჟინრის“ მიერ ინსტრუქციები უნდა გაიცეს წერილობით. თუ „ზედამხედველი ინჟინერი“ გასცემს ზეპირ ინსტრუქციას, ინსტრუქციის მიღებიდან ორი სამუშაო დღის ვადაში „შემსრულებელს“ უფლება აქვს მოითხოვოს ინსტრუქციის წერილობით დადასტურება, ხოლო თუ ასეთი მოთხოვნიდან ორი სამუშაო დღის ვადაში არ
მიიღებს წერილობით უარყოფას, მაშინ მიიჩნევა, რომ „ზედამხედველმა ინჟინერმა“ დაადასტურა ინსტრუქცია წერილობით. წინამდებარე პუნქტში მითითებული ვადები არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუკი „ზედამხედველი ინჟინრის“ მიერ გაცემული ინსტრუქცია არის დაუყოვნებლივ შესასრულებელი. ასეთ შემთხვევაში „შემსრულებელი“ ვალდებულია, რომ დაუყოვნებლივ უარყოს მითითება მოტივირებული შენიშვნებით, ან შეასრულოს მითითება. მოგვიანებით აღნიშნულზე გაცემული წერილობითი ინსტრუქცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ატარებს მხოლოდ მითითების დაფიქსირების შინაარსს.
10.5. „ზედამხედველი ინჟინერი“ ვალდებულია, განახორციელოს „სამუშაოების“ პერიოდული შემოწმება
„სამუშაოების“ სამშენებლო დოკუმენტაციასთან და „ხელშეკრულებასთან“ შესაბამისობის დადგენის მიზნით.
10.6. „ზედამხედველი ინჟინერი“ უფლებამოსილია, განახორციელოს „სამუშაოების“ მონიტორინგი იმ სიხშირით, რასაც ის საჭიროდ მიიჩნევს „სამუშაოების“ სპეციფიკის გათვალისწინებით.
10.7. „სამუშაოების“ მონიტორინგის ფარგლებში აღმოჩენილი წუნდების ან არაჯეროვანი შესრულების დაფიქსირების შემთხვევაში, „ზედამხედველი ინჟინერი“ უფლებამოსილია, მოსთხოვოს „შემსრულებელს“ ხარვეზის დაუყოვნებლივ გამოსწორება, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, განუსაზღვროს „შემსრულებელს“ გონივრული ვადა მის აღმოსაფხვრელად. თუ „შემსრულებელი“ არ აღმოფხვრის ხარვეზს „ზედამხედველი ინჟინრის“ მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, „ზედამხედველი ინჟინერი“ უფლებამოსილია გამოიყენოს 15.10 პუნქტით განსაზღვრული საჯარიმო სანქცია ან/და შეაჩეროს „სამუშაოები“ მთლიანად ან მისი ნაწილი ხარვეზის გამოსწორებამდე. „სამუშაოების“ ასეთი შეჩერება „შემსრულებელს“ საპატიოდ არ ჩაეთვლება.
10.8. „ზედამხედველი ინჟინერი“ ვალდებულია, აკონტროლოს „სამუშაოების“ პროგრესი „შემსრულებლის“ მიერ წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. ერთკვირიან ჭრილში ჩამორჩენის დაფიქსირების შემთხვევაში, „ზედამხედველი ინჟინერი“ უფლებამოსილია, ყოველი ასეთი ფაქტის გამოვლენისას, გამოიყენოს ხელშეკრულების 15.6 პუნქტით გათვალისწინებული საჯარიმო სანქცია. „ზედამხედველი ინჟინრის“ მოთხოვნის შემთხვევაში, „შემსრულებელი“ ვალდებულია, წარმოადგინოს განახლებული გეგმა-გრაფიკი მოთხოვნიდან არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღეში. განახლებული გეგმა-გრაფიკის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, „ზედამხედველი ინჟინერი“ უფლებამოსილია, განახორციელოს ხელშეკრულების 15.5 პუნქტით განსაზღვრული საჯარიმო ღონისძიება.
10.9. „ზედამხედველი ინჟინერი“ უფლებამოსილია, „ხელშეკრულებით“ განსაზღვრული „სამუშაოების“ მიწოდების ვადის დარღვევისთვის გამოიყენოს „ხელშეკრულების“ 15.9 პუნქტით გათვალისწინებული საჯარიმო სანქცია.
10.10. „ზედამხედველ ინჟინერს“ არ აქვს უფლება, გაათავისუფლოს „შემსრულებელი“ „ხელშეკრულებით“ მინიჭებული ფუნქციის, ვალდებულების ან პასუხისმგებლობისგან.
10.11. „ზედამხედველი ინჟინერი“ ახორციელებს „სამუშაოების“ მონიტორინგს „ხელშეკრულების“, ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო წესებისა და ნორმებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
10.12. „ზედამხედველი ინჟინერი“ ვალდებულია, ნებისმიერი საკითხი, რომელიც დაკავშირებულია
„სამუშაოების“ ცვლილებასთან, მოცულობასთან ან ტექნიკურ გადაწყვეტილებასთან დაადასტუროს, ან მოტივირებული შენიშვნებით უარყოს.
10.13. „ზედამხედველი ინჟინერი“ უფლებამოსილია, მოამზადოს და წარუდგინოს „დამკვეთის უფლებამოსილ წარმომადგენელს“ განსახილველად სამუშაოებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება.
10.14. „ზედამხედველი ინჟინერი“ არ არის უფლებამოსილი, დაადასტუროს ისეთი შესრულება, რომელიც გამოწვეულია „სამუშაოების“ ისეთი ცვლილებით, რომელიც არ არის მასთან შეთანხმებული, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს „დამკვეთის“ ელექტრონული დასტური/მოთხოვნა.
10.15. „ზედამხედველი ინჟინერი“ უფლებამოსილია, მოსთხოვოს „შემსრულებელს“, უზრუნველყოს სამშენებლო მოედანზე ან „სამუშაოებზე“ დაქირავებული ნებისმიერი პირის გათავისუფლება, მათ შორის, შემსრულებლის წარმომადგენლის“, იმ შემთხვევაში, თუ:
(ა) „სამუშაოების“ ფიზიკური პროგრესი ჩამორჩება წარმოდგენილ გეგმა - გრაფიკს ზედიზედ ორი კვირის განმავლობაში;
(ბ) არაკომპეტენტურად ან დაუდევრად ასრულებს თავის ფუნქციებს, რაც რისკის ქვეშ აყენებს
„სამუშაოების“ დროულ და ხარისხიან შესრულებას;
(გ) მონაწილეობს იმ ქმედებაში, ან სათანადოდ არ რეაგირებს იმ ქმედების აღსაკვეთად, რომელიც საფრთხეს უქმნის „დამკვეთის“ ან/და „შემსრულებლის“ ან/და მესამე პირის უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას ან გარემოს დაცვას.
10.16. იმ შემთხვევაში, თუ „დამკვეთი“ ისარგებლებს ზემოაღნიშნული 10.15 მუხლით გასნსაზღვრული უფლებამოსილებით, მაშინ „შემსრულებელი“ ვალდებულია, რომ უმოკლეს პერიოდში დანიშნოს მისი შემცვლელი პირი.
11. „შემსრულებელი“
11.1 „შემსრულებელი“ განსაზღვრულია „ხელშეკრულების სპეციალური პირობებით“ და მისი საკონტაქტო მონაცემები მითითებულია „ხელშეკრულების სპეციალური პირობებში“.
11.2 წინამდებარე „ხელშეკრულების“ საფუძველზე „შემსრულებელი“ „სამუშაოებს“ ახორციელებს, როგორც დამოუკიდებელი პირი.
11.3 „შემსრულებელი“ ვალდებულია, „სამუშაოები“ დაიწყოს, განახორციელოს და დაასრულოს წინამდებარე
„ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული ყველა მოთხოვნის, სამშენებლო სფეროში საქართველოში მოქმედი წესებისა და სტანდარტების, ასევე საერთაშორისო წესების, სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით.
11.4 „შემსრულებელი“ ვალდებულია, რომ „სამუშაოების“ მიმდინარეობის პროცესში გაითვალისწინოს
„დამკვეთისა“ და „ზედამხედველი ინჟინრის“ მითითებები, ან მოტივირებული უარი განაცხადოს მათ შესრულებაზე.
11.5 იმ შემთხვევაში, თუ „შემსრულებელი“ მოტივირებულ უარს აცხადებს „დამკვეთისა“ ან/და
„ზედამხედველი ინჟინრის“ მიერ მიცემული მითითებების შესრულებაზე, „ზედამხედველი ინჟინრის“ მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია წარუდგინოს მას საკუთარი ტექნიკური გადაწყვეტა ან/და კონკრეტული სამუშოების შესრულების მეთოდოლოგია.
11.6 ნებისმიერი მტკიცებულება, მითითება, შემოწმება, თანხმობა, გამოცდა, ინსპექტირება, ინსტრუქცია, შეტყობინება, შეთავაზება, მოთხოვნა, ტესტირება ან მსგავსი ქმედება თუ აქტი, რომელიც განხორციელებული ან/და გაცემულია „შემსრულებლისთვის“ „ზედამხედველი ინჟინრის“ მიერ (მათ შორის, თუ არ არსებობს უარი დამტკიცებაზე) არ ათავისუფლებს „შემსრულებელს“ „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან და „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან.
11.7 „შემსრულებელი“ ვალდებულია, საკუთარი ხარჯითა და სახელით უზრუნველყოს „სამუშაოების“ შესრულებისათვის აუცილებელი კვალიფიციური მუშახელისა და ტექნიკის მობილიზება/დაქირავება
„სამუშაოების“ შესრულების მთელი ვადის, ასევე „საგრანატიო პერიოდის“ განმავლობაში ნებისმიერ დროს.
11.8 „შემსრულებელი“ ვალდებულია, ყოველი სამუშაო დღის დასაწყისში - დაგეგმილი და ყოველი სამუშაო დღის ბოლოს - შესრულებული „სამუშაოების“ შესახებ ინფორმაცია წარუდგინოს „ზედამხედველ ინჟინერსა“ და „დამკვეთის“ საკომუნიკაციო პორტალის საშუალებით (ე.წ. „ყოველდღიური ანგარიშები“).
11.9 „დამკვეთის“ მიერ „შემსრულებლის“ სამშენებლო ობიექტზე დაშვების/გადაცემის შემდგომ, მიუხედავად იმისა „სამუშაოების“ გადაცემაზე გაფორმებულია თუ არა მიღება - ჩაბარების აქტი, „შემსრულებელი“ პასუხისმგებელია ყველა იმ მასალასა და ტექნიკა/მოწყობილობაზე, რომელიც გამოყენებულია მის მიერ
„ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფარგლებში, ასევე სამშენებლო ობიექტის მთელ ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და სანიტარულ - ჰიგიენური ნორმების დაცვაზე.
11.10 „შემსრულებელი“ უფლებამოსილია, დასაბუთებული მიზეზით უარი თქვას „დამკვეთის“ მიერ მოწოდებული მასალის მიღებაზე.
11.11 „შემსრულებელი“ ვალდებულია, „სამუშაოები“ აწარმოოს „ხელშეკრულების“ დანართების შესაბამისად და გაითვალისწინოს „ხელშეკრულების“ ნაწილების რიგითობა და პრიორიტეტულობა.
11.12 „შემსრულებელი“ ვალდებულია, „დამკვეთის“ მიერ განსაზღვრულ „სამუშაოების“ დაწყების თარიღზე დაიწყოს „სამუშაოები“.
11.13 „შემსრულებელი“ ვალდებულია, „სამუშაოები“ აწარმოოს „ნებართვის“, წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკისა და „ხელშეკრულების სპეციალური პირობებით“ განსაზღვრული „სამუშაო რეჟიმის“ შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ „შემსრულებელი“ ვერ ახერხებს „სამუშაოების“ დასრულებას „ნებართვაში“ მითითებულ ვადაში, მაშინ „შემსრულებელი“ ვალდებულია „ნებართვაში“ მითითებული „სამშენებლო სამუშაოების“ ვადის ამოწურვამდე 7 (შვიდი) კალენდარული დღით ადრე, აცნობოს და შეუთანხმოს „დამკვეთს“
„სამუშაოების“ დასრულების ახალი ვადა და მოითხოვოს ნებართვის ვადის გაგრძელება. იმ შემთხვევაში, თუ „შემსრულებელი“ დაარღვევს აღნიშნულ ვადას ან/და ვერ შეძლებს „სამუშაოების“ დასრულების ახალი ვადის შეთანხმეას „დამკვეთთან“, „შემსრულებელს“ ვადის გადაცილება საპატიოდ არ ჩაეთველება და
„დამკვეთი“ უფლებამოსილია გამოიყენოს „ხელშეკრულებით“ მისთვის მინიჭებული ნებისმიერი და ყველა პირგასამტეხლო და/ან ჯარიმა და/ან მოითხოვს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
11.14 „შემსრულებელი“ ვალდებულია, „სამუშაოების“ დაწყებამდე, ობიექტზე თვალსაჩინო ადგილზე, მყარ კონსტრუქციაზე (დგარი) განათავსოს სულ მცირე 1 ცალი საინფორმაციო დაფა და შეინარჩუნოს
„სამუშაოების“ მიმდინარეობის მთელი ვადის განმავლობაში. საინფორმაციო დაფა უნდა მოიცავდეს ინფორმაციას „ხელშეკრულების“ საგნის, „დამკვეთის“, „შემსრულებლის“ „სამუშაოების“ დაწყებისა და დასრულების თარიღების შესახებ (სამშენებლო ნებართვის შესაბამისად). იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულს სხვანაირად მოითხოვს „ნებართვა“, უპირატესობა ენიჭება „ნებართვის“ მოთხოვნას.
11.15 „შემსრულებელი“ პასუხისმგებელია მისი ყველა თანამშრომლისა და ქვეკონტრაქტორის ქმედებაზე სამშენებლო მოედანზე და მის მიმდებარედ.
11.16 „შემსრულებელი“ პასუხისმგებელია სამშენებლო მოედანზე განთავსებულ, ასევე მისთვის დროებით განკარგვაში/სარგებლობაში გადაცემულ ნებისმიერ შრომის, მასალისა და მოწყობილობების დანაკარგზე და დაზიანებაზე მანამ, სანამ სათანადო წესით არ მოხდება „დამკვეთსა“და „შემსრულებელს“ შორის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება.
11.17 „შემსრულებელი“ ვალდებულია, რომ „სამუშაოების“ შესრულების პროცესში სამშენებლო მოედანი იქონიოს მოწესრიგებულ მდგომარეობაში და დემონტირებული აღჭურვილობა, რომელთა გამოყენება შესაძლებელია შემდგომში, გადასცეს „დამკვეთს“, ხოლო უვარგისი - სამშენებლო ნარჩენებთან ერთად გაიტანოს ნებადართულ ნაგავსაყრელზე. დემონტირებული აღჭურვილობის ვარგისიანობას ადგენს
„დამკვეთი“. ნებისმიერ შემთხვევაში, „შემსრულებელი“ ვალდებულია, სამშენებლო მოედანი დატოვოს წინამდებარე „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული „სამუშაოების“ შესრულებით წარმოქმნილი ნარჩენებისგან სუფთა მდგომარეობაში.
11.18 „შემსრულებელი“ ვალდებულია, სამშენებლო მოედანზე დაიცვას სანიტარული და ჰიგიენური ნორმები
„სამშენებლო“ სამუშაოების მთელი ვადის განმავლობაში, რაც, შეზღუდვის გარეშე, მოიცავს სამშენებლო მოედანზე სულ მცირე 1 ბიო ტუალეტის განთავსებას შესაბამისი წესებისა და ნორმების დაცვით.
11.19 „შემსრულებელი“ ვალდებულია, „სამუშაოების“ შესრულების დროს მინიმუმდე დაიყვანოს დამკვეთის საკუთრებაში არსებულ კომუნიკაციების შესაძლო დაზიანების რისკი; იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე სამშენებლო „სამუშაოების“ ზემოქმედებით დაზიანდა არსებული კომუნიკაცია, რამაც გამოიწვია სამშენებლო „სამუშაოების“ შეფერხება ან/და „დამკვეთის“ სხვა მიმდინარე სერვისების შეფერხება/შეწყვეტა, „შემსრულებელი“ ვალდებულია მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი რესურსი დამდგარი შედეგების დროულად გამოსასწორებლად და ასეთი გარემოების შედეგად დამდგარი ან/და მოსალოდნელი ზიანის შესამცირებლად, მიუხედავად იმისა ასეთი ზიანი მიადგა „დამკვეთს“ თუ ნებისმიერ მესამე მხარეს. ავარიით გამოწვეული ზიანით მიღებული ზარალი შეფასდება ინდივიდუალურად, „ზედამხედველი ინჟინრის“ მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ასეთი ზიანი მიადგა მესამე პირს. მესამე პირისათვის მიყენებული ზიანის ოდენობას განსაზღვრავს „დამკვეთი“. ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, „მხარეები“ თანხმდებიან, რომ „შემსრულებელი“ სრულად არის
პასუხისმგებელი მისი ქმედების შედეგად „დამკვეთისათვის“ ან/და მესამე მხარისათვის მიყენებულ ზიანზე.
11.20 „შემსრულებელი“ ვალდებულია, „სამუშაოების“ შესრულების დროს მინიმუმდე დაიყვანოს მესამე პირის საკუთრებაში არსებული ქონების, მათ შორის მიწიქვეშა კომუნიკაციების შესაძლო დაზიანების რისკი;
„შემსრულებელი“ ვალდებულია, ასეთი შედეგის დადგომის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისი ქონების მფლობელ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს დაზიანების შესახებ. ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, „მხარეები“ თანხმდებიან, რომ „შემსრულებელი“ სრულად არის პასუხისმგებელი მისი ქმედების შედეგად მესამე პირისათვის მიყენებულ ზიანზე. „შემსრულებელი“ ვალდებულია, დაიცვას „დამკვეთი“ მესამე პირის მიერ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისგან, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
11.21 „შემსრულებელი“ ვალდებულია, „დამკვეთის“ მხრიდან მიღებული მიწისქვეშა კომუნიკაციების საორიენტაციო მდებარეობა გადაამოწმოს დამოუკიდებლად და საჭიროების შემთხვევაში, „სამუშაოები“ შეათანხმოს შესაბამისი კომუნიკაციების მფლობელ კომპანიებთან/ ფიზიკურ პირებთან. „დამკვეთის“ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას კომუნიკაციების მდებარეობასთან დაკავშირებით გააჩნია მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი და არ ათავისუფლებს „შემსრულებელს“ პასუხისმგებლობისგან, აუნაზღაუროს დაზარალებულ მხარეს ყოველი ასეთი ზიანისგან დამდგარი ზარალი და არ ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს დამატებითი ანაზღაურება „დამკვეთისგან“ მის მიერ მიყენებული და ანაზღაურებული ზიანის გამო.
11.22 „შემსრულებელი“ აღიარებს და ეთანხმება, რომ წინამდებარე „ხელშეკრულებაზე“ ხელმოწერამდე
„შემსრულებელმა“ მოიპოვა ყველა საჭირო ინფორმაცია „სამუშაოების“ თანმდევი რისკებისა და სხვა გარემოებების შესახებ, მათ შორის შესასვლელი/მისასვლელი გზების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა, გავლენა იქონიოს „სამუშაოების“ შესრულებაზე. ასევე, „შემსრულებელმა“ შეისწავლა და შეამოწმა სამშენებლო მოედანი, მისი შემოგარენი და სხვა ხელმისაწვდომი ინფორმაცია და „ხელშეკრულების“ გაფორმებამდე დარწმუნდა, რომ ის ფლობს ყველა ინფორმაციას, რაც საჭიროა მისთვის „სამუშაოების“ შესრულებისათვის და არ არსებობს არანაირი გარემოება, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს მას
„ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში.
11.23 იმ შემთხვევაში, თუ „დამკვეთი“ „შემსრულებელს“ გადასცემს „სამუშაოების“ პერიოდისათვის შემუშავებულ და დამტკიცებულ სატრანსპორტო სქემას, „შემსრულებელი“ ვალდებულია დაიცვას სატრანსპორტო სქემის მოთხოვნები დამატებითი ანაზღაურების მოთხოვნის გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში, „შემსრულებელი“ პასუხისმგებელია სატრანპორტო სქემის დაუცველობით გამოწვეულ შედეგებზე, მათ შორის ადმინისტრაციულ ჯარიმაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
11.24 იმ შემთხვევაში, თუ „შემსრულებელი“ მიიჩნევს, რომ „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული საპროექტო გეოლოგიური ან/და ჰიდროგეოლოგიური მონაცემები არ შეესაბამება ფაქტიურ გარემოებებს, ამასთან,
„ზედამხედველი ინჟინერი“ არ ეთანხმება „შემსრულებლის“ ამ მოსაზრებას, „შემსრულებელი“ უფლებამოსილია, წარმოადგინოს აკრედიტირებული ლაბორატორიის მიერ გაცემული გეოლოგიური ან/და ჰიდროგეოლოგიური დასკვნა საკუთარი ხარჯით, ან შეასრულოს „ზედამხედველი ინჟინრის“ მითითება.
11.25 „შემსრულებელი“ ვალდებულია დანიშნოს თავისი წარმომადგენელი/პროექტის მენეჯერი და მიანიჭოს მას „ხელშეკრულების“ საფუძველზე „შემსრულებლის“ სახელით მოქმედებისთვის საჭირო ყველა უფლებამოსილება.
11.26 გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც „შემსრულებლის წარმომადგენელი“ დასახელებულია
„ხელშეკრულებაში“, „შემსრულებელმა“ „დაწყების თარიღამდე“ უნდა წარუდგინოს „დამკვეთის უფლებამოსილ წარმომადგენელსა“ და „ზედამხედველ ინჟინერს“ თანხმობის მოსაპოვებლად იმ პირის სახელი და მონაცემები, რომლის დანიშვნასაც „შემსრულებელი“ აპირებს წარმომადგენლად. თუ თანხმობა არ გაიცემა, ან შემდგომ გაუქმდება, ან თუ დანიშნული პირი ვერ იმოქმედებს როგორც „შემსრულებლის წარმომადგენელი“, „შემსრულებელი“ ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს „დამკვეთის უფლებამოსილ წარმომადგენელსა“ და „ზედამხედველ ინჟინერს“ სხვა შესაფერისი პირი. ნებისმიერ
შემთხვევაში, „შემსრულებელი“ ვალდებულია, „სამუშაოების“ მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე გააჩნდეს სულ მცირე 1 (ერთი) „უფლებამოსილი წარმომადგენელი“.
11.27 „შემსრულებელს“ უფლება აქვს შეცვალოს „შემსრულებლის წარმომადგენელი“, მხოლოდ
„ზედამხედველი ინჟინრისა“ და „დამკვეთის“ წინასწარი თანხმობით.
11.28 „შემსრულებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი“ ვალდებულია, შეასრულოს „დამკვეთის უფლებამოსილი წარმომადგენლის“ ან/და „ზედამხედველი ინჟინრის“ ყველა მითითება, ან მოტივირებული შენიშვნებით უარი განაცხადოს მათ შესრულებაზე და შესთავაზოს მათ პრობლემის გადაჭრის/დავალების შესრულების ალტერნატიული გეგმა/გადაწყვეტა.
11.29 „შემსრულებელმა“ „სამუშაოები“ უნდა დაკვალოს „ხელშეკრულებაში“ განსაზღვრული ან „დამკვეთის“ მიერ შეტყობინებული ათვლის საწყისი წერტილების, საზღვრებისა და დონეების მიხედვით და
„სამუშაოები“ განახორციელოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება მათ სისწორეში.
11.30 „შემსრულებელი“ ვალდებულია, „სამუშაოების“ წარმოების მთელი ვადის განმავლობაში უზრუნველყოს, რომ სამშენებლო ტერიტორიაზე მუდმივად იმყოფებოდეს პასუხისმგებელი პირი.
11.31 წინამდებარე „ხელშეკრულების“ მოქმედების განმავლობაში და მისი შეწყვეტიდან ან მოქმედების ვადის ამოწურვიდან მომდევნო 3 (სამი) წლის განმავლობაში, პირდაპირ ან არაპირდაპირ, როგორც უშუალოდ თვითონ, ისევე სხვა პირის მეშვეობით ან მათი სახელით: (i) არ ჩაერიოს ან არ სცადოს „დამკვითსა“/RWC- სა და მის „თანამშრომელს“ შორის ურთიერთობაში ჩარევა, არ იშუამდგომლოს, ხელი შეუწყოს, შეეცადოს, რომ რომელიმე „თანამშრომელმა“ შეწყვიტოს ან/და არ გააგრძელოს (ვადის ამოწურვის შემდეგ)
„დამკვეთთან“/RWC-სთან არსებული შრომითი/სამეწარმეო ურთიერთობა; (ii) არ დაიქირაოს, არ შესთავაზოს სამსახური ან სხვაგვარად დააინტერესოს „თანამშრომელი“, ან შეპირდეს დასაქმებას ან სხვაგვარ ინტერესს; ან/და (iii) არ გადაუხადოს „თანამშრომელს“ ხელფასი, ან არ დაპირდეს ან მისცეს მას რაიმე ჯილდო, პრემია, საჩუქარი, ანაზღაურება ან სხვა სარგებელი.
11.32 „შემსრულებელი“ „დამკვეთის“ სასარგებლოდ ადასტურებს და გარანტიას იძლევა, რომ არც თავად და არც მისი შვილობილი ან/და დაკავშირებული პირები, აქციონერები/პარტნიორები/მესაკუთრეები, ხელმძღვანელობითი ან/და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირები:
ა) არ არიან და არც წარსულში მოხვედრილან უფლებამოსილი ორგანოების მიერ სანქცირებულ პირთა სიაში;
ბ) წინამდებარე „ხელშეკრულების“ გაფორმებამდე არ ახორციელებდნენ „აკრძალულ საქმიანობას“ და არ განახორციელებენ „აკრძალულ საქმიანობას“ წინამდებარე „ხელშეკრულების“ მოქმედების ვადის განმავლობაში.
11.33 „შემსრულებელი“ ვალდებულია არ განახორციელოს „სამუშაოების“ ცვლილება იმგვარად, რომ ეს არ შეათანხმოს „დამკვეთთან“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორმითა და წესით. „შემსრულებლის“ მიერ „სამუშაოების“ თვითნებური ცვლილება ჩაითვლება „ხელშეკრულების“ უხეშ დარღვევად.
11.34 იმ შემთხვევაში თუ „სამუშაოების“ წარმოების პროცესში მესამე პირები „შემსრულებელს“ სთხოვენ იმგვარი ქმედების განხორციელებას, რაც წარმოადგენს „ხელშეკრულების“ დარღვევას, „შემსრულებელი“ ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს „დამკვეთს“.
12 ქვეკონტრაქტორები
12.1 წინამდებარე „ხელშეკრულების“ მიზნებისათვის „ქვეკონტრაქტორად“ განიხილება „შემსრულებელთან“
ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, გარდა დაქირავებული პერსონალისა ან/და ტექნიკისა.
12.2 „შემსრულებელი“ უფლებამოსილია „ხელშეკრულების“ მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე „სამუშაოების“ წარმოება განახორციელოს „ქვეკონტრაქტორ(ებ)ის“ მეშვეობით მხოლოდ „დამკვეთის“ წინასწარი წერილობითი თანხმობით.
12.3 „ქვეკონტრაქტორ(ებ)ის“ დახმარებით შესასრულებელი „სამუშაოების“ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროპორცია „ხელშეკრულების ფასთან“ მიმართებაში, განისაზღვრება „ხელშეკრულების სპეციალური პირობებით“.
12.4 მიუხედავად „ქვეკონტრაქტორის“ მიერ „სამუშაოების“ შესრულებისა, „შემსრულებელი“ რჩება ერთადერთ პასუხისმგებელ პირად „დამკვეთთან“ და „დამკვეთი“ კომუნიკაციას ახორციელებს მხოლოდ
„შემსრულებელთან“. „ქვეკონტრაქტორ(ებ)ს“ არ აქვს უფლება, დამოუკიდებლად აწარმოოს მოლაპარაკებები „დამკვეთთან“.
12.5 „შემსრულებელს“ არ სჭირდება წინასწარი თანხმობის მოპოვება „დამკვეთისგან“ მასალების იმ მომწოდებლებზე ან იმ „ქვეკონტრაქტორებთან“ ხელშეკრულების გაფორმებაზე, რომლებიც მითითებული იქნებიან „ხელშეკრულებაში“ წინასწარ, ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, „შემსრულებელი“ ვალდებულია მოიპოვოს „დამკვეთის“ წინასწარი თანხმობა მომწოდებლისგან საქონლის შესყიდვის ან/და
„ქვეკონტრაქტორისათვის“ „საუშაოების“ ან მათი ნაწილის გადაცემისათვის.
12.6 მიუხედავად იმისა, რომ „შემსრულებელი“ „სამუშაოებს“ ასრულებს პირადად თუ „ქვეკონტრაქტორის“ დახმარებით, „შემსრულებელი“ რჩება პასუხისმგებლად „დამკვეთის“ წინაშე და „დამკვეთს“ უფლება აქვს, მოსთხოვოს „შემსრულებელს“ წინამდებარე „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ხოლო ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, „შემსრულებლის“ წინააღმდეგ გამოიყენოს წინამდებარე „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული სანქციები.
12.7 ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესრულებული „სამუშაოს“ ღირებულების ანგარიშსწორება განხორციელდება
„შემსრულებელთან“ წინამდებარე „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
12.8 იმ შემთხვევაში, თუ „შემსრულებელი“ ვერ ასრულებს „ხელშეკრულებით“ ნაკისრ ვალდებულებებს,
„დამკვეთი“ უფლებამოსილია, წარუდგინოს „შემსრულებელს“ ნომინირებული კომპანია და მოითხოვოს მისი ქვეკონტრაქტორად დანიშვნა. „დამკვეთი“ უფლებამოსილია, „ნომინირებულ ქვეკონტრაქტორთან“ ანგარიშსწორება განახორციელოს პირდაპირ, „შემსრულებლის“ გარეშე.
12.9 „შემსრულებელი“ უფლებამოსილია, მოტივირებული უარი განაცხადოს კონკრეტული ნომინირებული კომპანიის ქვეკონტრაქტორად დანიშვნაზე და შესთავაზოს „დამკვეთს“ სხვა ნომინირებული ქვეკონტრაქტორი.
13 შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა
13.1 „შემსრულებელი“ ვალდებულია, წინამდებარე „ხელშეკრულების“ მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ზედმიწევნით დაიცვას შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი მარეგულირებელი ნორმები და წესები, რაც შეზღუდვის გარეშე, მოიცავს შემდეგს:
(ა) სამუშაოების განხორციელების ყველა ეტაპზე, სამუშაო ადგილზე წარმოდგენილი ჰყავდეს შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სერტიფიცირებული პირი, რომელიც სერთიფიცირებულია 2021 წლის 13 სექტემბერის ბრძანება № 01-81/ნ მიხედვით;
(ბ) „სამუშაოების დაწყებამდე შეიმუშავოს „შრომის უსაფრთხოების მართვის გეგმა“, სადაც აღწერილი იქნება შესასრულებელი სამუშაოების უსაფრთხოდ შესრულების წესები და მეთოდები; გეგმა სამუშაოების დაწყებამდე უნდა შეთანხმდეს GWP-ს შრომის უსაფრთხოების სამსახურთან, ხოლო სამუშაოების წარმოება უნდა მოხდეს გეგმაში აღწერილი უსაფრთხო მეთოდის მიხედვით;
(გ) აწარმოოს რისკების შეფასება შესაბამისი დოკუმენტირებით, რომელიც უნდა განაახლოს ყოველ 10 დღეში ერთხელ საჭიროების შესაბამისად და განსაკუთრებული ან/და მომეტებული საფრთხის დაფიქსირების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს „დამკვეთს“;
(დ) „სამუშაოების“ დაწყებამდე „სამუშაოებზე“ დასაქმებულ თითოეულ პირს ჩაუტაროს სრული სწავლება/ინსტრუქტაჟი, გააცნოს შესასრულებელი „სამუშაოების“ თანმდევი საფრთხეებისა და რისკების შესახებ ინფორმაცია და განუმარტოს პრევენციული ზომების მიღების გზები; ინსტრუქტაჟი უნდა წარმოებდეს დოკუმენტირებულად და ხელმოწერით დასტურდებოდეს სამუშაოს შესრულებაში ჩართული პირების მიერ. გარემოების გათვალისწინებით, „შემსრულებელი“ ვალდებულია, რომ
„სამუშაოების“ მიმდინარეობის პროცესში კვლავ ჩაუტაროს დასაქმებულ პირების ასეთი ინსტრუქტაჟი, რათა „სამუშაოების“ მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე/დროს დაცული იყოს დასაქმებული პირების უსაფრთხოება;
(ე) არ დაუშვას სამუშაო ადგილზე დასაქმებული პირი, რომელიც იმყოფება ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ;
(ვ) უზრუნველყოს, რომ სამშენებლო ობიექტზე მომუშავე ყველა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა აკმაყოფილებდეს სამუშაოს წარმოებისთვის საჭირო მოთხოვნებს;
(ზ) უზრუნველყოს სამშენებლო ობიექტის აღჭურვა კოლექტიური დამცავი საშუალებებით, ხოლო მომუშავე ყველა პირი - პირადი დამცავი აღჭურვილობით (პდა) და აკონტროლოს, რომ
„მომსახურების“ გაწევა მიმდინარეობს კოლექტიური და პირადი დამცავი აღჭურვილობის გამოყენებით.
(თ) სამშენებლო ობიექტის მთელი პერიმეტრი უნდა შემოისაზღვროს მყარი მასალით დამზადებული ღობით ისე, რომ შეუძლებელი იყოს უცხო პირების შეღწევა ობიექტზე; ღობეზე ყველა მხრიდან უნდა განთავსდეს საფრთხის აღმნიშვნელი, საგზაო მიმართულების მარეგულირებელი ნიშნები და ციმციმა სანათები;
(ი) უზრუნველყოს, რომ „სამუშაოების“ წარმოება მიმდინარეობს სამუშაოს შესაბამისი და ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში მყოფი სამშენებლო ტექნიკით, სამუშაო იარაღითა და მოწყობილობებით და არ დაუშვას შეუსაბამო/დაზიანებული, გაუმართავი სამშენებლო ტექნიკითა და სამუშაო იარაღით
„სამუშაოების“ წარმოება;
(კ) უზრუნველყოს, რომ მისი სამშენებლო ობიექტზე მომუშავე ყველა პირი ფლობდეს შესაბამისი სამშენებლო ტექნიკის მართვის კანონით დადგენილ მოწმობას/სერტიფიკატს;
(ლ) ინციდენტის შემთხვევაში, გამოიკვლიოს მიზეზი, ხოლო „დამკვეთის“ მოთხოვნის შემთხვევაში, თუ ინციდენტის გამოკვლევა განხორციელდება „დამკვეთის“ მხრიდან, მონაწილეობა მიიღოს ინციდენტის გამოკვლევის პროცესში და მიაწოდოს „დამკვეთს“ ყველა საჭირო ინფორმაცია და ხელი შეუწყოს მას ინციდენტის დროულ და საფუძვლიან შესწავლაში.
(მ) „სამუშაოების“ შესრულებისას წარმოდგენილი ჰყავდეს პირველადი დახმარების აღმომჩენის უფლების მქონე პირი, პირველადი დახმარების აღმოჩენის დამადასტურებელი სერტიფიკატით.
(ნ) 1.5 მ-ზე ღრმა განათხარის მოწყობის შემთხვევაში, განათხარის კედლების ჩამოშლის პრევენციის მიზნით, გამოყენებული უნდა იქნას ქარხნული ტიპის მეტალის გამაგრების საშუალება (ფარი), რომლის აწყობა, ტრანშეაში განთავსება და გადაადგილება უნდა მოხდეს მწარმოებლის მიერ დადგენილი წესის მიხედვით.
(ო) ინციდენტის შემთხვევაში, გამოიკვლიოს მიზეზი, ხოლო GWP-ს მოთხოვნის შემთხვევაში, თუ ინციდენტის გამოკვლევა განხორციელდება GWP-ს მხრიდან, მონაწილეობა მიიღოს ინციდენტის გამოკვლევის პროცესში და მიაწოდოს GWP-ს ყველა საჭირო ინფორმაცია და ხელი შეუწყოს მას ინციდენტის დროულ და საფუძვლიან შესწავლაში.
(პ) „მომსახურების“ გაწევის ადგილას წარმოდგენილი ჰყავდეს პირველადი დახმარების აღმომჩენის უფლების მქონე პირი, პირველადი დახმარების აღმოჩენის დამადასტურებელი სერტიფიკატით.
(ჟ) პროექტზე სამუშაოების დაწყებიდან ყოვეთვიურად და პროექტზე სამუშაოების დასრულებისთანავე, ისევე როგორც GWP-ის მოთხოვნის შემთხვევაში (ამგვარი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღისა) წარმოადგინოს ანგარიშგება, შემდეგი მონაცემებით:
✓ პროექტზე დასაქმებული თანამშრომელთა რაოდენობა;
✓ პროექტზე დასაქმეული თანამშრომლების მიერ ნამუშევარი საათების რაოდენობა;
✓ პროექტის განხორციელებისას მომხდარი ინციდენტების რაოდენობა;
✓ პროექტის განხორციელებისას აღმოჩენილი პირველადი დახმარების რაოდენობა;
✓ პროექტის განხორციელებისას დაფიქსირებული “Near Miss” -ების რაოდენობა;
✓ პროექტში ჩართული თანამშრომლების ავადობების (ბიულეტენების) რაოდენობა;
✓ პროექტის განხორციელებისას მომხდარი ინციდენტის მიზეზით გაცდენილი დღეების რაოდენობა;
13.2 „შემსრულებელი“ ვალდებულია რომ „სამუშაოების“ მიმდინარეობის პროცესში აწარმოოს/გააჩნდეს შემდეგი დოკუმენტაცია და საჭიროების ან/და „დამკვეთის“ მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, მათი ასლები გადასცეს „დამკვეთს“:
(ა) „სამუშაოებზე“ დასაქმებული თითოეული პირის მიერ „სამუშაოების“ წარმოების სრული სწავლებისა და ინსტრუქტაჟის დამადასტურებული დოკუმენტი;
(ბ) რისკების შეფასების დოკუმენტი, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ყველა სახის მიმდინარე სამუშაოს და რომელიც უნდა განახლდეს საჭიროებიდან გამომდიანრე;
(გ) „სამუშაოებზე“ დასაქმებული თითოეული პირის ალკოჰოლის და ნარკოტიკის შემოწმების ჟურნალი; (დ) „სამუშაოებზე“ დასაქმებული თითოეული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი
სამედიცინო დასკვნა (ფორმა 100);
(ე) კანონით განსაზღვრული, სამშენებლო და მძიმე ტექნიკის ოპერირების დამადასტურებელი მოწმობები;
(ვ) საგანგებო სიტუაციების პრევენციის და მართვის გეგმა (ავარიული სიტუაციების მართვის გეგმა);
13.3 „შემსრულებელი“ ვალდებულია, „წინამდებარე“ ხელშეკრულების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ზედმიწევნით დაიცვას გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი მარეგულირებელი ნორმები და წესები და „სამუშაოების“ მიმდინარეობის პროცესში მუდმივად ჰყავდეს გარემოს დაცვაზე პასუხისმგებელი პირი.
13.4 მასშტაბური ავარიის ან ნებისმიერი სახის გარემოს დაბინძურების შემთხვევაში უზრუნველყოს გარემოს აღდგენა პირვანდელ მდგომარეობაში საკუთარი ხარჯით.
13.5 „დამკვეთის“ მხრიდან გარემოსდაცვითი აუდიტის განხორციელების დროს აუდიტორს მიაწოდოს
„სამუშაოებთან“ დაკავშირებული გარემოსდაცვითი შინაარსის ყველა დოკუმენტაცია ან ინფორმაცია.
13.6 გაუფრთხილდეს და არ დაკარგოს პროექტის ფარგლებში მოხსნილი მიწის ნაყოფიერი ფენა (20 სმ).
13.7 წარმოადგინოს ან/და აწარმოოს პროექტის ფარგლებში წარმოქმნილი ნარჩენების მართვის გეგმა.
13.8 უზრუნველყოს, რომ „შემსრულებლის“ საქმიანობიდან გამომდინარე გაფრქვევებმა, ზედაპირული წყლებისა და ნარჩენი წყლების ჩადინებამ არ გადააჭარბოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.
14 სამუშაოების შემოწმება და ტესტირება
14.1 ნებისმიერ დროს „დამკვეთის უფლებამოსილ წარმომადგენელს“ ან/და „ზედამხედველ ინჟინერს“:
(ა) უნდა ჰქონდეს სრული წვდომა სამშენებლო მოედნის, მასალების შენახვისა და ბუნებრივი მასალების მოპოვების/წარმოების ყველა ადგილზე და
(ბ) უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება გამოცადოს, შეამოწმოს, გაზომოს და ტესტირება ჩაუტაროს მასალებს და შესრულებულ სამუშაოს, ასევე წარმოების და მშენებლობის პროცესში შეამოწმოს დანადგარების, მასალებისა და მათი წარმოება-დამზადების მიმდინარეობა (სამშენებლო მოედანზე და ნებისმიერ სხვა ადგილას), ასევე ნებისმიერ დროს შეამოწმოს „სამუშაოების“ წარმოების და მიმდინარეობის პროცესი.
14.2 ყოველთვის, როდესაც მზად არის რაიმე სამუშაო დასასრულებლად ან/და დასრულებულია,
„შემსრულებელმა“ უნდა მისცეს „ზედამხედველ ინჟინერს“ შეტყობინება, ვიდრე მოხდება მისი გადახურვა, მხედველობის არეალიდან მოშორება ან შეფუთვა - დასრულების, შენახვის ან ტრანსპორტირების მიზნით. ამის შემდგომ „ზედამხედველმა ინჟინერმა“ უნდა განახორციელოს შესრულებული „სამუშაოს“ გამოცდა, შემოწმება, გაზომვა ან ტესტირება, ან დაუყოვნებლივ მისცეს
„შემსრულებლს“ შეტყობინება, რომ მას არ მიაჩნია საჭიროდ ამგვარი ქმედებების განხორციელება. თუ
„შემსრულებელი“ არ მისცემს „ზედამხედველ ინჟინერს“ ასეთ შეტყობინებას და ისე დაასრულებს (არახილულს გახდის „სამუშაოებს“ ან მის ნაწილს) „სამუშაოს“, „შემსრულებელი“ იქნება ვალდებული, საკუთარი ხარჯით გახადოს ასეთი „სამუშაო“ ხილული და შემდგომ ისევ დააბრუნოს პირვანდელ მდგომარეობაში, როდესაც (ან თუ) ამას „ზედამხედველი ინჟინერი“ მოითხოვს, ხოლო თუ ეს
შეუძლებელია, ეს ჩაითვლება „ხელშეკრულების“ არსებითი პირობების დარღვევად და „დამკვეთი“ უფლებამოსილია ისარგებლოს მისთვის „ხელშეკრულებით“ მინიჭებული შესაბამისი საჯარიმო სანქციით.
14.3 „შემსრულებელი“ ვალდებულია, სამშენებლო მოედანზე უზრუნველყოს ყველა მოწყობილობის, დახმარების, დოკუმენტების და სხვა ინფორმაციის, ელექტროენერგიის, აღჭურვილობის, საწვავის, მოხმარების საგნების, ინსტრუმენტების, მუშახელის, მასალებისა და სათანადოდ კვალიფიციური და გამოცდილი თანამშრომლების მობილიზაცია, რაც საჭიროა „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული
„სამუშაოებისა“ და ტესტირების სრულყოფილად და ეფექტიანად ჩატარებისთვის. „შემსრულებელმა“ დანადგარების, მასალებისა და ასევე „სამუშაოების“ სხვა ნაწილების ტესტირებების მეთოდი, დრო და ადგილი უნდა შეათანხმოს „ზედამხედველ ინჟინერთან“.
14.4 „ზედამხედველი ინჟინერი“ უფლებამოსილია, შეცვალოს დაგეგმილი ტესტირებების ჩატარების ადგილი ან დეტალები, ან მოსთხოვოს „შემსრულებელს“ დამატებითი ტესტირებების ჩატარება, თუკი ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს შესრულებული „სამუშაოების“ სპეციფიკიდან გამომდინარე.
14.5 „სამუშაოების“ ის ნაწილი, რომელიც, შეზღუდვის გარეშე, მოიცავს კომპაქტირებას, მილსადენების გადაბმის ადგილების შესაბამისი ხელსაწყოს საშუალებით შემოწმებას, ჰიდრავლიკურ გამოცდას და სხვა, გულისხმობს, რომ „შემსრულებელმა“ „ზედამხედველი ინჟინრისა“ და „დამკვეთის“ მოწვევამდე გადაამოწმა და დარწმუნდა, რომ შესრულებული „სამუშაო“ მზად არის „ზედამხედველი ინჟინრის“ მიერ ან მისი თანდასწრებით განსახორციელებელი ტესტირებისთვის. ტესტირების ნეგატიური შედეგი ჩაითვლება „ხელშეკრულების“ დარღვევად და შესაძლოა ამოქმედდეს საჯარიმო სანქცია.
15 ხელშეკრულების პირობების დარღვევა
15.1 „მხარეები“ აღიარებენ და ადასტურებენ, რომ „სამუშაოების“ დროული შესრულება წარმოადგენს
„ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულების შესრულების განმსაზღვრელ ფაქტორს და იმ შემთხვევაში, თუ „სამუშაოები“ არ იქნება დასრულებული „ხელშეკრულებით“ შეთანხმებულ ვადაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს ფინანსური და რეპუტაციული ზარალი/ზიანი „დამკვეთისათვის“, ხოლო „დამკვეთი“ უფლებამოსილია აღნიშნული ზიანის/ზარალის კომპენსაცია მოითხოვოს „შემსრულებლისგან“ წინამდებარე „ხელშეკრულებისა“ და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
15.2 ფორს-მაჟორული პირობების გარდა, „მხარეების“ მიერ „ხელშეკრულების“ პირობების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები.
„დამკვეთის“ დაჯარიმებას, რაც, შეზღუდვის გარეშე, მოიცავს „დამკვეთის“ დაჯარიმებას სამშენებლო ნებართვის პირობების ან/და სამშენებლო ნორმების და წესების ან/და გარემოს დაცვის ან/და შრომის უსაფრთხოების პირობებისა და მოთხოვნების დარღვევის გამო, ან „დამკვეთს“ დაეკისრება რაიმე სხვა სახის მატერიალური ან/და არამატერიალური პასუხისმგებლობა, ან დაზარალებული მესამე მხარე მოითხოვს ზიანის/ზარალის ანაზღაურებას „დამკვეთისგან“, მაშინ „შემსრულებელი“ ვალდებულია უპირობოდ, „დამკვეთის“ პირველი მოთხოვნისთანავე, აუნაზღაუროს „დამკვეთს“ „შემსრულებლის“ ქმედებით ან/და უმოქმედობით გამოწვეული ზიანი/ზარალი, „დამკვეთზე“ დაკისრებული ნებისმიერ და ყველა ადმინისტრაციული ჯარიმა ან/და მასთან დაკავშირებული ხარჯები. „დამკვეთი“ ასევე უფლებამოსილია ამგვარი ზიანისა და/ან საჯარიმო სანქციის საკომპენსაციო თანხა დააკავოს (დაქვითოს)
„შემსრულებლისთვის“ გადასახდელი ნებისმიერი მიმდინარე გადასახდელიდან, მიუხედავად იმისა, გადახდის ვალდებულება წარმოშობილია ამ თუ „შემსრულებელთან“ გაფორმებული ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებიდან.
15.4 „შემსრულებლის“ მიერ „სამუშაოების დაწყების ვადის“ დარღვევის შემთხვევაში, „დამკვეთი“ უფლებამოსილია გამოიყენოს „შემსრულებლის“ მიმართ საჯარიმო სანქცია 300 (სამასი) ლარის ოდენობით თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე.
15.5 „დამკვეთის“ ან „ზედამხედველი ინჟინრის“ მიერ განახლებული გეგმა-გრაფიკის მოთხოვნიდან მაქსიმუმ
15.8 იმ შემთხვევაში, თუ „დამკვეთის“ შრომის უსაფრთხოების ან/და გარემოს დაცვის სამსახურების მიერ
15.9 თუ „შემსრულებელი“ ვერ უზრუნველყოფს „სამუშაოების“ დასრულებას შეთანხმებულ ვადაში
„ზედამხედველი ინჟინერი“ უფლებამოსილია, „შემსრულებელს“ დააკისროს პირგასამტეხლო
„ხელშეკრულების ღირებულების“ 0.3% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
„ზედამხედველი ინჟინერი“ უფლებამოსილია, „შემსრულებელს“ დააკისროს პირგასამტეხლო 300 (სამასი) ლარის ოდენობით თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე.
15.11 იმ შემთხვევაში, თუ „შემსრულებელმა“ ვერ უზრუნველყო გადაერთებითი სამუშაოების შესრულება შეთანხმებული გეგმა-გრაფიკით, რამაც გამოიწვია მოსახლეობისთვის წყალმომარაგების შეზღუდვის დროის გაზრდა, „დამკვეთი“ უფლებამოსილია, „შემსრულებელს“ დააკისროს საჯარიმო სანქცია ყოველ ვადაგადაცილებულ საათზე 100 (ასი) ლარის ოდენობით.
15.12 „ხელშეკრულების“ ნებისმიერი სხვა პირობის დარღვევის შემთხვევაში, „დამკვეთის უფლებამოსილი წარმომდგენელი“ ან/და „ზედამხედველი ინჟინერი“ უფლებამოსილია გააფრთხილოს/მითითება მისცეს
„შემსრულებელს“ ან დააკისროს საჯარიმო სანქცია 300 (სამასი) ლარის ოდენობით თითოეული ასეთი შემთხვევისთვის.
15.13 იმ შემთხვევაში, თუ „დამკვეთი“ დაარღვევს წინამდებარე „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ანგარიშსწორების პირობებს, მაშინ „შემსრულებელი“ უფლებამოსილია დააკისროს „დამკვეთს“ პირგასამტეხლო თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის გადასახდელი თანხის 0.1%.
15.14 პირგასამტეხლოს დარიცხვა ან გადახდა არ ათავისუფლებს „მხარეებს“ ძირითადი ვალდებულებების შესრულებისგან ან/და ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან.
15.15 11.31 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო „დამკვეთს“ უფლება აქვს მოსთხოვოს „შემსრულებელს“ და „შემსრულებელი“ ვალდებულია ამგვარი მოთხოვნის მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გადაუხადოს „დამკვეთს“ პირგასამტეხლო 100,000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეული შემთხვევისათვის.“
15.16 „შემსრულებლის“ მიერ „ხელშეკრულების“ 11.33 მუხლის დარღვევის შემთხვევაში, „დამკვეთი“ უფლებამოსილია მოსთხოვოს „შემსრულებელს“ პირგასამტეხლო „ხელშეკრულების“ ღირებულების 5%- ის ოდენობით, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არანაკლებ 10 000 ლარისა.
16 სამუშაოების ცვლილება
16.1 მიღება-ჩაბარების სერტიფიკატის გაცემამდე ნებისმიერ დროს „ზედამხედველ ინჟინერს“/„დამკვეთს“ შეუძლია მოითხოვოს „სამუშაოების“ ცვლილებების ინიცირება, რისთვისაც იგი გასცემს შესაბამის ინსტრუქციას ან მოსთხოვს „შემსრულებელს“ შეთავაზების წარდგენას.
16.2 ყველა ცვლილება სავალდებულოა „შემსრულებლისთვის“ და მან უნდა შეასრულოს იგი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც „შემსრულებელი“ დაუყოვნებლივ მიაწვდის „ზედამხედველ ინჟინერს“/„დამკვეთის“ შეტყობინებასა და დამხმარე მონაცემებს და მიუთითებს, რომ „შემსრულებელი“ დროულად ვერ მოიპოვებს ცვლილებისთვის საჭირო საქონელს. ასეთი შეტყობინების მიღების შემდეგ
„ზედამხედველმა ინჟინერმა“/„დამკვეთმა“ უნდა გააუქმოს ან შეცვალოს ინსტრუქცია.
16.3 ცვლილება შეიძლება ითვალისწინებდეს:
(ა) „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული ნებისმიერი „სამუშაოს“ მოცულობის ცვლილებას;
(ბ) „სამუშაოების“ ან მისი ნებისმიერი ნაწილის ხარისხისა და სხვა მახასიათებლების ცვლილებას; (გ) „სამუშაოების“ ან მისი ნებისმიერი ნაწილის, დონეების, განლაგებისა ან/და ზომების ცვლილებას; (დ) ნებისმიერი „სამუშაოს“ გამოტოვებას ან/და შეჩერებას;
(ე) პროექტის სრულყოფილად დასრულებისთვის, ან პროექტთან დაკავშირებული დამატებითი კომპონენტების შესასრულებლად საჭირო ნებისმიერ დამატებით სამუშაოს, დანადგარებს, მასალებს ან მომსახურებას;
(ვ) „სამუშაოების“ შესრულების ვადების ან/და თანმიმდევრობის ცვლილებას.
16.4 „შემსრულებელს“ შეუძლია, ნებისმიერ დროს წარუდგინოს „ზედამხედველ ინჟინერს“/„დამკვეთს“ წერილობითი შეთავაზება, რომელიც „შემსრულებლის“ აზრით დააჩქარებს სამუშაოების დასრულებას, შეამცირებს „დამკვეთის“ სამუშაოების შესრულებასთან, მოვლა-შენახვასთან ან ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ხარჯებს, გააუმჯობესებს „დამკვეთისთვის“ დასრულებული სამუშაოების ეფექტურობას ან ღირებულებას, ან რაიმე სხვა სარგებელს მოუტანს „დამკვეთს“.
16.5 თუ ზემოაღნიშნული შეთავაზება ითვალისწინებს მუდმივი „სამუშაოების“ ნაწილის პროექტის ცვლილებას და ასეთ შეთავაზებას დაამტკიცებს „ზედამხედველი ინჟინერი“, მაშინ, „ზედამხედველი ინჟინრის“ მოთხოვნის შემთხვევაში, „შემსრულებელი“ ვალდებულია დააპროექტოს აღნიშნული ცვლილება და წარუდგინოს დასამტკიცებლად „დამკვეთს“.
16.6 „სამუშაოების“ მოცულობის გაზრდის შემთხვევაში, გაზრდილი მოცულობის ღირებულება დაითვლება სახელშეკრულებო ერთეულის ფასების შესაბამისად.
16.7 თუ ცვლილება ითვალისწინებს ისეთ სამუშაოებს, რომელიც არ არის „შემსრულებლის“ მიერ სატენდერო ეტაპზე განფასებული და არ არის ხარჯთაღრიცხვის ნაწილი, „შემსრულებელმა“ „დამკვეთს“ დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს „სამუშაოების“ ახალი პოზიციის ერთეულის ფასები. „დამკვეთი“ ამტკიცებს ახალი პოზიციის ერთეულის ფასებს საქართველოში მოქმედი ნორმების, კვარტალურ ფასთა კრებულსა და საბაზრო ფასებზე დაყრდნობით.
16.8 „დამკვეთის“ მოთხოვნის შემთხვევაში, „შემსრულებელი“ ვალდებულია, „დამკვეთს“ განსახილველად
წარუდგინოს ახალი ერთეულის ფასი, რომელიც დადასტურებული იქნება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ.
16.9 „შემსრულებელი“ უფლებამოსილია, მის მიერ წარმოდგენილი „სამუშაოების“ ახალი პოზიციის ერთეულის ფასის „დამკვეთის“ მიერ უარყოფის შემთხვევაში, მოსთხოვოს მას დეტალური ინფორმაცია ახალი ერთეულის ფასის შესახებ რესურსული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად.
16.10 „სამუშაოების“ ცალკეული პუნქტების მოცულობების გაზრდის შემთხვევაში, ცვლილებები უნდა დადასტურდეს წერილობით, „ხელშეკრულებაში“ შესაბამისი ცვლილების შეტანის გზით, ყოველთვიურად, არაუგვიანეს მიმდინარე თვის 20 რიცხვისა.
„შემსრულებელი“ ვალდებულია, რომ აღნიშნული თარიღისთვის „დამკვეთს“ დასადასტურებლად წარუდგინოს გაზრდილი მოცულობების ამსახველი „ცვლილების აქტი“, რომელსაც შეითანხმებს
„დამკვეთი“ და მოამზადებს „ხელშეკრულებაში“ ცვლილების შეტანის დოკუმენტს.
16.11 იმ შემთხვევაში, თუ „შემსრულებელი“ განახორციელებს „სამუშაოების“ ცვლილებას იმგვარად, რომ ეს არ იქნება შეთანხმებული „დამკვეთთან“ ზემოთ მითითებული ფორმითა და წესით, ეს არ ჩაითვლება
„სამუშაოების“ ცვლილებად და „ზედამხედველ ინჟინერს“ უფლება აქვს, არ მიიღოს ასეთი სამუშაოები და არ აანაზღაუროს მათი ღირებულება.
17 სამუშაოების მიწოდების ვადის ცვლილება
17.1 „სამუშაოების მიწოდების ვადის“ გაზრდა შესაძლებელია, თუ: (ა) „სამუშაოების“ მოცულობები გაიზარდა.
(ბ) „დამკვეთმა“ ვერ უზრუნველყო „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების დროული შესრულება ქვემოთ მითითებულ ნაწილებში და აღნიშნულმა გამოიწვია „სამუშაოების“ შესრულების დაწყების დაგვიანება ან მიმდინარე „სამუშაოების“ შეფერხება:
• შეფერხდა მასალების გაცემა;
• შეფერხდა „ნებართვების“, ლიცენზიებისა და „თანხმობების“ მოპოვება და „დამკვეთის“ მიერ არ იქნა ინსტრუქცია გაცემული „სამუშაოების“ დაწყების თაობაზე;
• შეფერხდა გადაერთებითი სამუშაოებისთვის წყლის გათიშვა.
(გ) დადგა ფორსმაჟორული ვითარება,
(დ) „მხარეები“ შეთანხმდნენ „სამუშაოების“ დასრულების ახალ ვადაზე.
17.2 „შემსრულებელი“ ვალდებულია, „ზედამხედველ ინჟინერს“ აცნობოს ყველა იმ გარემოების შესახებ, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს „სამუშაოების“ მიწოდების ვადის ცვლილებაზე.
17.3 „შემსრულებელმა“ „სამუშაოების მიწოდების ვადის“ ცვლილების მოთხოვნით უნდა მიმართოს
„ზედამხედველ ინჟინერს“ წერილობით დაუყოვნებლივ, მას შემდეგ რაც მისთვის ცნობილი გახდება
„სამუშაოების მიწოდების ვადის“ ცვლილების აუცილებლობის შესახებ, მაგრამ არაუგვიანეს „სამუშაოების მიწოდების ვადის“ ამოწურვამდე 3 (სამი) სამუშაო დღისა და უნდა მიუთითოს ყველა საჭირო არგუმენტი, ფაქტი, დამხმარე დოკუმენტაცია (საჭიროების შემთხვევაში), რომელსაც ის მიიჩნევს „სამუშაოების მიწოდების ვადის“ ცვლილების საფუძვლად. „შემსრულებელმა“ წერილობით შეტყობინებაში უნდა მიუთითოს ასევე დამატებით მოთხოვნილი დღეების რაოდენობა.
18 ანგარიშსწორება
18.1 წინამდებარე „ხელშეკრულების“ საფუძველზე ანგარიშსწორება ხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, „ხელშეკრულების სპეციალურ პირობებში“ მითითებულ „შემსრულებლის“ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით.
18.2 „შუალედური გადახდის სერტიფიკატის“ მინიმალური ოდენობა განისაზღვრება „ხელშეკრულების
სპეციალური პირობებით“.
18.3 „შუალედური გადახდის სერტიფიკატის“ მაქსიმალური ჯამური ოდენობა განისაზღვრება
„ხელშეკრულების სპეციალური პირობებით“.
18.4 „ფინანსური ანგარიშსწორების პერიოდი“ განისაზღვრება „ხელშეკრულების სპეციალური პირობებით“.
18.5 წინამდებარე „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული „სამუშაოების ღირებულების“ ანაზღაურების წინაპირობას წარმოადგენს „შემსრულებლის“ მიერ „ზედამხედველი ინჟინრისთვის“ წარდგენილი და
„ზედამხედველი ინჟინრის“ მიერ დამტკიცებული „საშემსრულებლო დოკუმენტაცია“.
18.6 „შემსრულებელმა“ ყოველი თვის 20 რიცხვამდე „ზედამხედველ ინჟინერს“ დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს „შუალედური საშემსრულებლო დოკუმენტები“ სამ (3) ეგზემპლარად, რომელშიც დეტალურად უნდა მიუთითოს „შემსრულებლის“ მიერ შესრულებული მოცულობები ყველა საჭირო დამხმარე დოკუმენტაციასთან ერთად.
18.7 „ზედამხედველი ინჟინერი“ ვალდებულია, მიიღოს და შეამოწმოს „შემსრულებლის“ მიერ წარმოდგენილი
„საშემსრულებლო დოკუმენტები“ მათი წარმოდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ, „ზედამხედველი ინჟინერი“ ვალდებულია ან მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს დოკუმენტები „შემსრულებელს“, ან დაამტკიცოს წარმოდგენილი „საშემსრულებლო დოკუმენტაცია“, რაც შემდგომში წარმოადგენს „დამკვეთის“ მიერ „შემსრულებლისთვის“ შესრულებული
„სამუშაოების“ ანაზღაურების საფუძველს. „შუალედურ საშემსრულებლო დოკუმენტაციას“
„ზედამხედველი ინჟინერი“ ადასტურებს მხოლოდ გადახდის მიზნებისთვის.
18.8 „ზედამხედველი ინჟინერი“ უფლებამოსილია, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, დააკორექტიროს ან შეცვალოს შესრულებული „სამუშაოების“ მოცულობა, რომელიც უკვე დადასტურებულია/ანაზღაურებულია ნებისმიერი წინა „შუალედური გადახდის სერტიფიკატით“ და სხვაობა გაითვალისწინოს მიმდინარე შუალედური ან საბოლოო გადახდის სერტიფიკატში.
18.9 „შემსრულებელი“ ვალდებულია, „საბოლოო საშემსრულებლო დოკუმენტაცია“ „ზედამხედველ ინჟინერს“ წარუდგინოს „სამუშაოების“ დასრულებიდან არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს მიმდინარე თვის 20 რიცხვისა. იმ შემთხვევაში, თუ „შემსრულებელი“ მიმდინარე თვის 20 რიცხვში ვერ წარადგენს „საბოლოო საშემსრულებლო დოკუმენტაციას“, მაშინ ამგვარად წარდგენილ დოკუმენტებთან მიმართებაში არ იმოქმედებს განხილვის ის ვადები, რომლებიც დადგენილია წინამდებარე „ხელშეკრულებით“.
18.10 „ფინანსური ანგარიშსწორების პერიოდის“ ათვლა იწყება „ზედამხედველი ინჟინრის“ მიერ
„საშემსრულებლო დოკუმენტაციის“ დადასტურების თარიღიდან. იმ შემთხვევაში, თუ „ზედამხედველმა ინჟინერმა“ „საშემსრულებლო დოკუმენტაცია“ დაუბრუნა „შემსრულებელს“ მოტივირებული შენიშვნებით, „შემსრულებელი“ ვალდებულია, გაითვალისწინოს ასეთი შენიშვნები და წარმოადგინოს განახლებული „საშემსრულებლო დოკუმენტაცია“ ახალი თარიღით. „საშემსრულებლო დოკუმენტების“ წარდგენა, ნებისმიერ ეტაპზე, უნდა განხორციელდეს „დამკვეთის“ კანცელარიის საშუალებით და კანცელარიაში რეგისტრაციის თარიღიდან აითვლება შესაბამისი პროცედურის ვადა.
19 სამუშაოების მიღება
19.1 „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული „სამუშაოების“, ყველა საბოლოო ტესტირების დადებითად დასრულების და „ზედამხედველი ინჟინრის“ მიერ ასეთი შედეგებისა და „სამუშაოების“ დამოწმების შემდეგ, „დამკვეთმა“ უნდა მიიღოს „სამუშაოები“ და გააფორმოს მიღება-ჩაბარების სერტიფიკატი.
19.2 „სამუშაოები“ ითვლება მიღებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „მხარეებს“ შორის ხელმოწერილია შესაბამისი „მიღება-ჩაბარების სერტიფიკატი“.
19.3 „ზედამხედველ ინჟინერს” უფლება აქვს უარი თქვას შესრულებული „სამუშაოების“ მიღებაზე, თუ მიიჩნევს, რომ „სამუშაოები“ არ შეესაბამება „ხელშეკრულებით“ დადგენილ ყველა პირობას ან
„სამუშაოების“ მიღებისთვის საჭირო დოკუმენტები არასრულად არის წარმოდგენილი.
19.4 „დამკვეთის“ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით „მიღება-ჩაბარების სერტიფიკატი“ შეიძლება გაიცეს მუდმივი „სამუშაოების“ ნებისმიერ ნაწილზე.
19.5 იმ შემთხვევაში, თუ „შემსრულებელი“ „დამკვეთის“ თანხმობით, ეტაპობრივად ჩააბარებს „სამუშაოებს“
„დამკვეთს“, „მხარეები“ ვალდებული არიან, გააფორმონ შუალედური „მიღება-ჩაბარების სერტიფიკატი“ თითოეული ასეთი გადაცემისათვის. ასეთი მიღება-ჩაბარების აქტი ადასტურებს მხოლოდ „სამუშაოების“ დასრულების ფაქტს.
20 „შემსრულებლის“ მიერ „სამუშაოების“ შეჩერება
20.2 „შემსრულებლის“ მიერ 20.1 ქვეპუნქტის საფუძვლით „სამუშაოების“ შეჩერება არ ათავისუფლებს
„დამკვეთს“ შესრულებული „სამუშაოების“ ანაზღაურების ვალდებულებისგან.
20.3 „დამკვეთის“ მიერ „სამუშაოების“ ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, „შემსრულებელი“ ვალდებულია, დაუყოვნებლივ განაახლოს „სამუშაოები“.
21 საგარანტიო ვადა - დეფექტების აღმოფხვრის პერიოდი
21.1 „საბოლოო მიღება-ჩაბარების სერტიფიკატის“ გაფორმების თარიღიდან იწყება საგარანტიო პერიოდის ათვლა; საგარანტიო პერიოდი განისაზღვრება „ხელშეკრულების სპეციალური პირობებით“.
21.2 „დამკვეთი“ უფლებამოსილია, საგარანტიო პერიოდის ნებისმიერ მონაკვეთში აცნობოს „შემსრულებელს“ ხარვეზის შესახებ და წერილობით განუსაზღვროს გონივრული ვადა მის აღმოსაფხვრელად.
21.3 „შემსრულებელი“ ვალდებულია, გამოასწოროს საგარანტიო პერიოდის განმავლობაში გამოვლენილი ხარვეზი „დამკვეთის“ მიერ მოთხოვნილ ვადაში, ასევე, აანაზღაუროს ასეთი ხარვეზისგან
„დამკვეთისთვის“ ან/და მესამე პირისთვის მიყენებული ნებისმიერი და ყველა ზიანი (ზარალი), რაც შეზღუდვის გარეშე, მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოწერილ ნებისმიერ საჯარიმო სანქციას.
21.4 „დამკვეთი“ უფლებამოსილია, მოითხოვოს საგარანტიო პერიოდის გახანგრძლივება, თუ „სამუშაოების“ ან მიწოდებული დანადგარების არსებითი ნაწილი დეფექტის ან დაზიანების გამო არ იქნება ვარგისი მისთვის განსაზღვრული მიზნით გამოყენებისთვის და საჭიროებს შეცვლას/კაპიტალურ შეკეთებას საგარანტიო ვადის განმავლობაში. საგარანტიო ვადის გახანგრძლივების შემთხვევაში, „შემსრულებელი“ ვალდებულია დაუყოვნებლივ გააგრძელოს „ხარისხის გარანტიის“ მოქმედების ვადა შესაბამისი პერიოდით და შესაბამისი ვადის გაგრძელების დოკუმენტი წარუდგინოს „დამკვეთს“. წინააღმდეგ შემთხვევაში, „დამკვეთი“ უფლებამოსილი იქნება მოითხოვოს „ხარისხის გარანტია“ მისი ვადის ამოწურვამდე.
21.5 თუ დეფექტების ან დაზიანების აღმოფხვრის სამუშაო გავლენას ახდენს მთლიანად „სამუშაოების“ ხარისხზე/მიზანზე, „დამკვეთი“ უფლებამოსილია, მოითხოვოს „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული ნებისმიერი ტესტირების განმეორებით ჩატარება „შემსრულებლის“ ხარჯით, ხოლო „შემსრულებელი“ ვალდებულია, შეასრულოს აღნიშნული მოთხოვნილ ვადებში და ფორმით.
21.6 თუ დეფექტის ან დაზიანების დროული აღმოფხვრა შეუძლებელია სამშენებლო მოედანზე და „დამკვეთი“ აცხადებს თანხმობას, „შემსრულებელს“ შეუძლია შეკეთების მიზნით, საკუთარი ხარჯითა და რისკით, სამშენებლო მოედნიდან გაიტანოს დეფექტის მქონე დანადგარ(ებ)ი ან მათი დაზიანებული ნაწილი. თანხმობის გაცემის მიზნით, „დამკვეთი“ უფლებამოსილია, მოითხოვოს „შემსრულებლის“ მიერ
„ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის“ გაზრდა ამ ნაწილის სრული ჩანაცვლების ოდენობით, ან სხვა სათანადო უზრუნველყოფის წარმოდგენა.
21.7 თუ „შემსრულებელი“ „დამკვეთის“ მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში ვერ აღმოფხვრის დეფექტს ან დაზიანებას, „დამკვეთი“ უფლებამოსილია, თავად აღმოფხვრას აღნიშნული და მოითხოვოს
„შემსრულებლისგან“ გაწეული ხარჯებისა და დამდგარი ზიანის (ზარალის), ასეთის არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ანაზღაურება ან/და შესაბამიის თანხები დაქვითოს „შემსრულებლისათვის“ გადასახდელი ნებისმიერი ანაზღაურებდან, მათ შორის „ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიიდან“ ან/და „ხარისხის გარანტიიდან“.
22 ფორსმაჟორი
22.1 „მხარეები“ თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების
შეუსრულებლობისათვის ან არადროული შესრულებისათვის, თუ აღნიშნული გამოწვეული იქნება ფორსმაჟორული ვითარებით.
22.2 წინამდებარე „ხელშეკრულების“ მიზნებისათვის ფორსმაჟორული ვითარება, შეზღუდვის გარეშე, მოიცავს: ომს, ამბოხებას, სამოქალაქო არეულობას, სახელმწიფო დაწესებულებების ქმედებასა და უმოქმედობას, რომელიც „მხარეების“ გონივრული კონტროლის ფარგლებს სცილდება და რომლის დადგომაც წინამდებარე „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას შეუძლებელს ხდის.
22.3 „მხარე“, რომელსაც ფორსმაჟორული ვითარება შეეხო, უმოკლეს ვადაში, მაგრამ ამგვარი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) დღისა, ვალდებულია, შეატყობინოს მეორე „მხარეს“ ამგვარი ფორსმაჟორული ვითარების თაობაზე, ფორსმაჟორული ვითარების ხასიათის და მისი შედეგების
სათანადო აღწერით, ასევე ვალდებულია შეატყობინოს ვალდებულების შესრულების სავარაუდო პერიოდი/ვადა.
22.4 ფორსმაჟორული ვითარების დადგომის შემთხვევაში, „მხარეების“ მიერ „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გადაიწევს ამგვარი ფორსმაჟორული ვითარების დამთავრებამდე/აღმოფხვრამდე.
22.5 იმ შემთხვევაში, თუ ფორსმაჟორული ვითარება გასტანს ზედიზედ 45 (ორმოცდახუთი) კალენდარულ დღეზე მეტ ხანს, თითოეულ „მხარეს“ უფლება აქვს მეორე „მხარისთვის“ გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, შეწყვიტოს წინამდებარე „ხელშეკრულება“ ამგვარი შეწყვეტის შედეგად პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე.
22.6 ფორსმაჟორული ვითარებიდან გამოწვეული შეწყვეტისას „ზედამხედველმა ინჟინერმა“ უნდა განსაზღვროს შესრულებული „სამუშაოს“ ღირებულება და გასცეს გადახდის სერტიფიკატი, რომელშიც მოცემული უნდა იყოს:
(ა) გადასახდელი თანხა ნებისმიერი შესრულებული „სამუშაოსთვის“, რომლის ფასებიც მოცემულია
„ხელშეკრულებაში“;
(ბ) „სამუშაოებისთვის“ შეკვეთილი დანადგარებისა და მასალების ხარჯები, რომლებიც მიეწოდა
„დამკვეთს“, ან რომელთა მიღების ვალდებულებაც აქვს „დამკვეთს“. „დამკვეთის“ მიერ თანხის გადახდისას ასეთი დანადგარები და მასალები ხდება „დამკვეთის“ საკუთრება და „შემსრულებელმა“ უნდა გადასცეს ისინი „დამკვეთს“.
23 კონფიდენციალურობა
23.1 „შემსრულებელი“ ვალდებულია, როგორც „ხელშეკრულების“ მოქმედების პერიოდში, ასევე
სახელშეკრულებო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ, დაიცვას „დამკვეთისაგან“ მიღებული ან საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში ცნობილი ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
23.2 კონფიდენციალურობის დაცვის ზემოაღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება იმ ინფორმაციაზე ან ინფორმაციის გახმაურებაზე/გამჟღავნებაზე:
(ა) რომელიც ცნობილი იყო „შემსრულებლისთვის“ „დამკვეთის“ მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებამდე;
(ბ) რომელიც საჯაროა და რომლის მოპოვებაც შესაძლებელია სხვა წყაროებიდან;
(გ) თუ ინფორმაციის გახმაურება/გამჟღავნება მოხდება „შემსრულებლის“ მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ან/და შესასრულებლად; ან
(დ) თუ ინფორმაციის გახმაურება/გამჟღავნება მოხდება „დამკვეთის“ წინასწარი წერილობითი თანხმობით.
24 ხელშეკრულების შეწყვეტა
24.1 „დამკვეთი“ უფლებამოსილია, შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ „შემსრულებელი“:
(ა) არ დაიწყებს „სამუშაოებს“ „დამკვეთის“ მიერ განსაზღვრული თარიღიდან (მუხლი 7.1) 5 დღის განმავლობაში;
(ბ) მიატოვებს „სამუშაოებს“ ან სხვაგვარად აშკარად გამოხატავს იმ განზრახვას, რომ აღარ აპირებს
„ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.
(გ) „დამკვეთის წარმომადგენლის“ მიერ განსაზღვრული გონივრული ვადის ამოწურვიდან 7 დღის ვადაში არ აღმოფხვრის წუნდებულ სამუშაოს.
(დ) დაარღვევს „ხელშეკრულებით“ ნაკისრ რომელიმე ვალდებულებას და არ გამოასწორებს აღნიშნულს,
„დამკვეთის“ მიერ მოთხოვნილ გონივრულ ვადაში.
(ე) გაკოტრდება ან მის მიმართ დაიწყება გადახდისუუნარობის საქმისწარმოება, დაიწყება მისი ლიკვიდაცია (მათ შორის ნებაყოფლობით) ან ადგილი ექნება სხვა ისეთ შემთხვევას, ან დადგება ისეთი მოვლენა, რომელიც იწვევს ამ მოქმედებებს, ან მოვლენების მსგავს შედეგებს, ან
(ვ) მისცემს ან შესთავაზებს (პირდაპირ ან ირიბად) ნებისმიერ პირს ნებისმიერი სახის ქრთამს, საჩუქარს, გასამრჯელოს, საკომისიოს ან სხვა ღირებულ საგანს, რათა წაახალისოს ან დააჯილდოოს
„ხელშეკრულებასთან“ დაკავშირებით რაიმე შესრულება ან შესრულების დაპირება, ან
„ხელშეკრულებასთან“ დაკავშირებით ნებისმიერი მხარის მიმართ უპირატესობის ან უარყოფითი დამოკიდებულების გამოხატვა ან გამოხატვის დაპირება, ან
(ზ) თუ „შემსრულებლის“ რომელიმე პერსონალი, ან „ქვეკონტრაქტორი“ მისცემს ან შესთავაზებს (პირდაპირ ან ირიბად) ნებისმიერ პირს მსგავს წახალისებას, ჯილდოს, რაც მითითებულია ზემოაღნიშნულ (ვ) ქვეპუქტში. თუმცა „შემსრულებლის“ პერსონალის კანონიერი წახალისება ან ჯილდო არ წარმოადგენს „ხელშეკრულების“ შეწყვეტის საფუძველს.
(თ) დაარღვევს წინამდებარე „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებულ კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებას;
(ი) დაუყოვნებლივ, „დამკვეთის“ მიერ, მისთვის ყოველგვარი პასუხისმგებლობის (მათ შორის რაიმე სახის ზიანის ანაზღაურების ან პირგასამტეხლოს) დაკისრების გარეშე, თუ „შემსრულებელი“ დაარღვევს წინამდებარე „ხელშეკრულების“ დანართით (ეთიკის და ქცევის კოდექსი, ანტიკორუფციული პოლიტიკა, გაეროს გლობალური შეთანხმება) გათვალისწინებულ განცხადებებს, გარანტიებს და ვალდებულებებს;
24.2 ზემოთხსენებულ ნებისმიერ შემთხვევაში, „დამკვეთი“ უფლებამოსილია, „შემსრულებლისთვის“ 7 დღით ადრე შეტყობინების გაგზავნით შეწყვიტოს „ხელშეკრულება“ და დაატოვებინოს „შემსრულებელს“ სამშენებლო მოედანი. თუმცა (ე) და (ვ) ქვეპუნქტების შემთხვევაში, „დამკვეთი“ უფლებამოსილია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს „ხელშეკრულება“.
24.3 „დამკვეთის“ გადაწყვეტილება „ხელშეკრულების“ შეწყვეტის შესახებ გავლენას არ ახდენს „დამკვეთის“ ამ
„ხელშეკრულებით“ გათვალისწინებულ სხვა უფლებებზე.
24.4 „ხელშეკრულების“შეწყვეტის შემდგომ, „დამკვეთი“ უფლებამოსილია თვითონ დაასრულოს „სამუშაოები“ ან/და უზრუნველყოს „სამუშაოების“ ნებისმიერი სხვა პირის მიერ დასრულება და მას უფლება აქვს გამოიყენოს „შემსრულებლის“ ნებისმიერი ქონება, „დოკუმენტები“ და მის მიერ „სამუშაოებისთვის“ მომზადებული სხვა საპროექტო დოკუმენტები, „შემსრულებლისათვის“ ყოველგვარი დამატებითი თანხმობის ან/და ანაზღაურების გარეშე.
24.5 „ხელშეკრულების“ შეწყვეტის შეტყობინების მიღების შემდეგ, „შემსრულებელმა“ უნდა მიიღოს ყველა ზომა, რომ „სამუშაოები“ დატოვოს უსაფრთხო მდგომარეობაში და „ზედამხედველ ინჟინერს“ დასადასტურებლად წარუდგინოს შესრულებული „სამუშაოების“ მოცულობა და ღირებულება
„საშემსრულებლო დოკუმენტებთან“ ერთად, ასევე ნებისმიერი და ყველა სხვა დოკუმენტი, რომელიც საჭირო და აუცილებელი იქნება „მხარეთა“ შორის საბოლოო ანგარიშსწორებისათვის.
24.6 „ხელშეკრულების“ შეწყვეტის შემდეგ „დამკვეთი“ უფლებამოსილია:
(ა) დაუკავოს „შემსრულებელს“ ნებისმიერი მიმდინარე და შემდგომი ანაზღაურება, ვიდრე დადგინდება შესრულებული „სამუშაოების“, მიყენებული ზიანისა და დეფექტების აღმოფხვრის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ხარჯები, ვადაგადაცილების ზარალის ან/და სხვა ჯარიმების/პირგასამტეხლოების ოდენობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში და „დამკვეთის“ მიერ გაწეული ყველა სხვა ხარჯი, რომელიც გაიღო მან „სამუშაოებს“ დასრულებისათვის ან/და
(ბ) მოითხოვოს „შემსრულებლისგან“ ან მისთვის გადასახდელი ნებისმიერი ანაზღაურებიდან დაქვითოს
„დამკვეთისთვის“ მიყენებული ნებისმიერი ზიანის ან ზარალის და „სამუშაოების“ დასრულებასთან დაკავშირებული ზედმეტი ხარჯების საკომპესაციო თანხა.
(ა) გადასახდელი თანხა ნებისმიერი შესრულებული „სამუშაოსთვის“, რომლის ფასებიც მოცემულია
„ხელშეკრულებაში“;
(ბ) „სამუშაოებისთვის“ შეკვეთილი დანადგარებისა და მასალების ხარჯები, რომლებიც მიეწოდა
„დამკვეთს“ ან რომელთა მიღების ვალდებულებაც აქვს „დამკვეთს“; „დამკვეთის“ მიერ თანხის გადახდისას ასეთი დანადგარები და მასალები ხდება „დამკვეთის“ საკუთრება და „შემსრულებელმა“ უნდა გადასცეს ისინი „დამკვეთს“.
24.8 24.7 მუხლის შესაბამისად „ხელშეკრულების“ შეწყვეტა ძალაში შევა „შემსრულებლის“ მიერ შეტყობინების მიღებიდან 7 დღის შემდეგ.
24.9 „შემსრულებელი“ უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ:
(ა) „შემსრულებელი“ ვერ მიიღებს შესრულებული „სამუშაოების“ ანაზღაურებას „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული „ფინანსური ანგარიშსწორების პერიოდის“ ამოწურვიდან 20 დღის ვადაში და აღნიშნულის შესახებ არ იქნება ინფორმაცია/ახსნა-განმარტება მიწოდებული „დამკვეთის“ მიერ.
(ბ) „ზედამხედველი ინჟინერი“ არ გასცემს თანხმობას ან მოტივირებულ უარყოფას „ხელშეკრულებით“ განსაზღვრული ვადიდან 14 დღის განმავლობაში „შემსრულებლის“ მიერ წარმოდგენილ „გადახდის სერტიფიკატსა“ და „საშემსრულებლო დოკუმენტებზე“.
(გ) „დამკვეთი“ არსებითად დაარღვევს „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებულ ვალდებულებებს და არ გამოასწორებს მას „შემსრულებლის“ მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.
(დ) „დამკვეთი“ გაკოტრდება ან მის მიმართ დაიწყება გადახდისუუნარობის საქმისწარმოება, დაიწყება მისი ლიკვიდაცია (მათ შორის ნებაყოფლობით) ან ადგილი ექნება სხვა ისეთ შემთხვევას, ან დადგება ისეთი მოვლენა, რომელიც იწვევს ამ მოქმედებებს, ან მოვლენების მსგავს შედეგებს.
24.10 „ხელშეკრულების“ ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის შემთხვევაში, „შემსრულებელმა“ დროულად უნდა: (ა) შეწყვიტოს ყველა მიმდინარე და შემდგომი სამუშაო, გარდა ისეთი სამუშაოსი, რომლის შესრულებასაც
„ზედამხედველი ინჟინერი“ დაავალებს სიცოცხლის ან ქონების დაცვის, ან უსაფრთხოების მიზნით; (ბ) გადასცეს „დამკვეთს“ ყველა დოკუმენტი, დანადგარი, მასალები და სხვა სამუშაო, რომელთათვისაც
„შემსრულებელს“ მიღებული აქვს ანაზღაურება ან რომელი „სამუშაოც“ ექვემდებარება ანაზღაურებას
„დამკვეთის“ მიერ, და
(გ) გაიტანოს სამშენებლო მოედნიდან ყველა სახის საქონელი, გარდა იმისა, რაც საჭიროა უსაფრთხოებისთვის და დატოვოს სამშენებლო მოედანი შეძლებისდაგვარად მოწესრიგებულ და უსაფრთხო მდგომარეობაში.
24.11 „მხარეები“ თანხმდებიან, რომ „ხელშეკრულების“ ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის (მოშლის) შემთხვევაში (გარდა „შემსრულებლის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის დარღვევისა), „დამკვეთი“ „შემსრულებელს“ აუნაზღაურებს მხოლოდ შეწყვეტის თარიღამდე ფაქტობრივად შესრულებულ და „დამკვეთის“ მიერ მიღებული „სამუშაოების“ ღირებულებას, რაც დადასტურებული უნდა იყოს „მხარეთა“ მიერ ხელმოწერილი „საშემსრულებლო დოკუმენტებით“. ამასთან, „დამკვეთის“ მიერ „ხელშეკრულების“ მოშლის შედეგად მიყენებული ზიანი/ზარალი (იქნება ეს პირდაპირი თუ ირიბი, მატერიალური თუ არამატერიალური, ფაქტობრივი თუ მიუღებელი შემოსავალი ან/და სხვა) არ ანაზღაურდება და
„შემსრულებელი“ წინასწარ, გამოუთხოვადად და უპირობოდ უარს აცხადებს „ხელშეკრულების“ მოშლის შედეგად მიყენებული ზიანის/ზარალის (იქნება ეს პირდაპირი თუ ირიბი, მატერიალური თუ არამატერიალური, ფაქტობრივი თუ მიუღებელი შემოსავალი ან/და სხვა), ამგვარის არსებობის შემთხვევაში, ანაზღაურების მოთხოვნაზე.
24.12 ხელშეკრულების შეწყვეტა შესაძლებელია მხარეების ორხრივი წერილობითი შეთანხმებით.
25 მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაჭრა
25.1 წინამდებარე „ხელშეკრულება“ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და განიმარტება მის შესაბამისად.
25.2 „მხარეებს“ შორის წინამდებარე „ხელშეკრულების“ ირგვლივ წამოჭრილი ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით. იმ შემთხვევაში, თუ „მხარეები“ ვერ შეძლებენ შეთანხმების მიღწევას, დავა განსახილველად გადაეცემა საქართველოს შესაბამისი განსჯადობის სასამართლოს.
26 დასკვნითი დებულებები
26.1 წინამდებარე „ხელშეკრულების“ ნებისმიერი ცვლილება/დამატება ძალაშია მხოლოდ „მხარეების“ მიერ შესაბამისი წერილობითი შეთანხმების გაფორმების შემდეგ.
26.2 წინამდებარე „ხელშეკრულების“ ყველა დანართი წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
26.3 წინამდებარე „ხელშეკრულების“ რომელიმე დებულების ბათილობა არ იწვევს მისი სხვა დებულებ(ებ)ის ან/და მთლიანად „ხელშეკრულების“ ბათილობას. ბათილი დებულების ნაცვლად გამოიყენება ისეთი დებულება, რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა „ხელშეკრულებით“ (მათ შორის ბათილი დებულებით) გათვალისწინებული მიზანი.
26.4 „მხარეები“ ადასტურებენ, რომ ისინი წარმოადგენენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს და რომ მათ მიღებული აქვთ ყველა თანხმობა ან/და ნებართვა, რომელიც საჭიროა მათთვის წინამდებარე „ხელშეკრულების“ გაფორმებისთვის საქართველოს კანონმდებლობის ან/და კორპორატიული დოკუმენტებით.
26.5 „მხარეები“ ადასტურებენ, რომ მათ გაცნობიერებული აქვთ წინამდებარე „ხელშეკრულების“ შინაარსი, იგი ზუსტად გამოხატავს მათ თავისუფალ ნებას და რომ მათ მიერ ნების გამოვლენა მოხდა „ხელშეკრულების“ შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად.
26.6 წინამდებარე „ხელშეკრულება“ გაფორმებულია ქართულ ენაზე თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ინახება „დამკვეთთან“, ხოლო მეორე გადაეცემა „შემსრულებელს“.
„დამკვეთი“ | „შემსრულებელი“ |
პროექტის კოდი | ||||||
პროექტის დასახელება | ||||||
შემსრულებელი | ||||||
ხელშეკრულების N | ||||||
დოკუმენტის თარიღი | ||||||
სამუშაოების დაწყების თარიღი | ||||||
სამუშაოების დასრულების თარიღი | ||||||
კატეგორია | შენიშვნა | |||||
ინერტული მასალები | ||||||
თხრილის გამაგრება | ||||||
მილი და ფასონური ნაწილები | ||||||
საიზოლაციო მასალა | ||||||
არმირება | ||||||
ბეტონი | ||||||
ელექტროობა | ||||||
კომპაქტირება | ||||||
სამუშაოს აღწერილობა | ||||||
მასალა | განზ | მოცულობა | ხარჯთაღრიცხვის პუნქტი | |||
ფარული სამუშაოების აქტი
პროექტის კოდი | |||||||||
პროექტის დასახელება | |||||||||
შემსრულებელი | |||||||||
ხელშეკრულების N | ხელმოწერის თარიღი | ||||||||
ჰიდრავლიკური გამოცდის აქტი | |||||||||
წყალმომარაგება | |||||||||
გამოსაცდელი მონაკვეთი | მანომეტრის ლოკაცია | თარიღი | |||||||
გატესტილი ელემენტები | |||||||||
მილი D & L | |||||||||
ურდული D & ცალი | |||||||||
ტესტი | |||||||||
ტესტის მიზანი | მილის ჰიდრავლიკური გამოცდა 16 ბარზე 4 საათიან უწყვეტ რეჟიმში | ||||||||
შევსება | დაწყება | ტესტი | დაწყება | ||||||
დასრულება | დასრულება | ||||||||
დეტალური ინფორმაცია | |||||||||
მილის შევსების პროცესის დასრულებისთანავე იწყება ტესტირების დროის ათვლა. თუ 1 საათის შემდეგ ფიქსირდება წნევის ვარდნა 0.1 ბარზე მეტით, აუცილებელია წნევის საწყის ნიშნულზე დაბრუნება (დამატება); რის შემდეგადაც დაიწყება ტესტირების დროის თავიდან ათვლა. ტესტირების შედეგი ჩაითვლება დადებითად, თუ 4 საათიან უწყვეტ რეჟიმში წნევის დანაკარგი არ იქნება 0.1 ბარზე მეტი. | |||||||||
დაწყებისას (ფოტო) | 1 საათის შემდეგ (ფოტო) | შუალედური მონაცემი (ფოტო) | ტესტირების დასრულებისას (ფოტო) | ||||||
დრო | ბარი | დრო | ბარი | დრო | ბარი | დრო | ბარი | ||
კომენტარი | ტესტირების უარყოფითი შედეგის გამომწვევი მიზეზი | ტესტის შედეგი | დადებითი | უარყოფითი | |||||
დანართი #1 | ფოტო დოკუმენტაცია | დანართი #2 | სქემატური გეგმა | დანართი #3 | მანომეტრის კალიბრაციის სერთიფიკატი |
ქსელის გარეცხვის ლაბორატორიული შემოწმების ანალიზის განმახორციელებელი დაწესებულება: |
პროექტის კოდი: |
პროექტის დასახელება: |
ხელშეკრულების ნომერი: შემსრულებელი: |
ნიმუშის დასახელება: |
ნიმუშის აღების დრო: |
ანალიზის დაწყების დრო: |
ანალიზის დასრულების დრო: |
ნორმატიული დოკუმენტი ეყრდნობა სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტისა (საქართველოს მთავრობის დადგენილება N 58; 15.01.14) და წყლის სინჯის აღების სანიტარულ წესებს (საქართველოს მთავრობის დადგენილება N 26; 03.01.14)
№ | გამოსაკვლევი მაჩვენებელი | საზომი ერთეული | ნორმატივი არა უმეტეს | მიღებული შედეგი |
ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები | ||||
1 | სუნი | ბალი | 2 | |
2 | გემო | ბალი | 2 | |
3 | ფერიანობა | გრადუსი | 15 | |
4 | სიმღვრივე | მგ/ლ | 2.0 | |
ქიმიური მაჩვენებლები | ||||
5 | წყალბადის მაჩვენებელი | pH | 6-9 | |
6 | ამიაკი | მგ/ლ | - |
7 | ნიტრიტები (NO2) | მგ/ლ | 0.2 | |
8 | ნიტრატები (NO3) | მგ/ლ | 50 | |
9 | ქლორი ნარჩენი | მგ/ლ | 0.3-0.5 | |
10 | ქლორიდები (CI – ) | მგ/ლ | 250 | |
11 | პერმანგანატული ჟანგვადობა | მგ O2/ლ | 3.0 | |
მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები | ||||
12 | საერთო კოლიფორმული ბაქტერიები | კწე 300 მლ-ში | არ დაიშვება | |
13 | E.coli | კწე 300 მლ-ში | არ დაიშვება | |
14 | მეზოფილური აერობები და ფაკულტატური ანაერობები | კწე 1 მლ-ში 370C | 20 | |
15 | მეზოფილური აერობები და ფაკულტატური ანაერობები | კწე 1 მლ-ში 220C | 100 |
გამოცდის შედეგები სასმელი წყლის ნორმატივებს შეესაბამება არ შეესაბამება
ლაბორატორიის უფროსი სახელი, გვარი
მასალების ჩამოწერის აქტი | |||||||||||
პროექტის კოდი: | |||||||||||
პროექტის დასახელება: | |||||||||||
დოკუმენტის თარიღი: | |||||||||||
H = F - G | I | J = H * I | K = J * 18% | L = J + K | |||||||
A | B | C | D | E | F = C - D | G | კონტრაქტორზე გადასაყიდი რაოდენობა და ღირებულება | ||||
აითემის კოდი | მასალის დასახელება | გატანილი რა-ობა | გახარჯული და ფორმა2-ში შეტანილი რა- ობა | გახარჯული მასალის ფორმა 2- ის შესაბამისი პუნქტი | დარჩენილი რა- ობა | დაბრუნებული რა- ობა | სხვაობა, რა-ობა | ერთეულის ფასი დღგ-ს გარეშე, ლარი | ჯამური ფასი დღგ-ს გარეშე, ლარი | დღგ, ლარი | ფორმა2 - დან დასაქვითი თანხა დღგ-ს ჩათვლით, ლარი |
- | - | - | - | - | |||||||
- | - | - | - | - | |||||||
- | - | - | - | - | |||||||
- | - | - | - | - | |||||||
- | - | - | - | - | |||||||
- | - | - | - | - | |||||||
- | - | - | - | - | |||||||
- | - | - | - | - | |||||||
- | - | - | - | - | |||||||
- | - | - | - | - | |||||||
- | - | - | - | - | |||||||
- | - | - | - | - | |||||||
- | - | - | - | - | |||||||
- | - | - | - | - | |||||||
- | - | - | - | - | |||||||
- | - | - | - | - | |||||||
წინამდებარე საბოლოო მასალების ჩამოწერის აქტზე ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ: | |||||||||||
*მოცემული ინფორმაცია მასალების გატანის, გახარჯვის, დარჩენილი, სხვაობის და დასაქვითი რაოდენობების შესახებ არის ზუსტი; | |||||||||||
*გახარჯული მასალების რაოდენობები ზუსტად არის ასახული და წარმოდგენილი ფორმა2-ში და ფორმა3-ში; | |||||||||||
*კონტრაქტორი კომპანია თანახმაა დარჩენილსა და დაბრუნებულ მასალებს შორის სხვაობის შესაბამისი ღირებულება დაექვითოს ფორმა2-დან და ფორმა3-დან; | |||||||||||
კომპანია | სახელი, გვარი | თანამდებობა | ხელმოწერა | ||||||||
ცვლილების აქტი
რიცხვი, თვე, წელი
პროექტის კოდი | |
პროექტის დასახელება | |
პროექტის ავტორი | |
კონტრაქტის # | |
კონტრაქტორი | |
საწყისი ღირებულება | |
ცვლილების ღირებულება | |
საბოლოო ღირებულება | |
დაწყება | |
დასრულება | |
დანართი | ცვლილების ხარჯთაღრიცხვა |
სამუშოების მიმდინარეობისას გამოიკვეთა რამდენიმე ტექნიკური გარემოება, რომელმაც გამოიწვია გარკვეული სახის ცვლილებები და კორექტირებების აუცილებლობა საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში, კერძოდ:
წინამდებარე ცვლილების აქტი მომზადებულია შემსრულებლის მიერ და აქტში მოცემული ცვლილებების აუცილებლობა დასტურდება GWP-ის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მათი კომპეტენციების შესაბამისად, კერძოდ:
პროექტების მართვის დეპარტამენტი ადასტურებს, რომ პროექტში განხორციელებული ყველა ცვლილება შეთანხმებულია დამკვეთთან; ამასთან, სატენდერო სახელშეკრულებო ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი სამუშოების ახალი ერთეულის ფასები, რომელიც მოცემულია წინამდებარე ცვლილების აქტში, დადასტურებულია მხარეებს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.
ტექნიკური ექსპერტიზისა და პროექტირების დეპარტამენტი ადასტურებს, რომ პროექტში განხორციელებული ცვლილებები არ აუარესებს და ტექნიკურად არ ეწინააღმდეგება პროექტის მიზნებს;
ზედამხედველობის დეპარტამენტი ადასტურებს, რომ შესრულებული სამუშაოების ფაქტობრივი მოცულობები და ჯამური ღირებულებები შეესაბამება წინამდებარე ცვლილების აქტში მოცემულ საბოლოო მოცულობებსა და ჯამურ ღირებულებებს.
შემსრულებელი:
პროექტების მართვის დეპარტამენტი:
ტექნიკური ექსპერტიზისა და პროექტირების დეპარტამენტი:
ზედამხედველობის დეპარტამენტი:
მიღება-ჩაბარების სერთიფიკატი
თარიღი
პროქტის კოდი:
პროექტის დასახელება:
ბიუჯეტის კოდი:
კონტრაქტორი:
ხელშეკრულების ნომერი:
ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერებმა, ერთი მხრივ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურის“ (შემდგომში
„დამკვეთი“), ტექნიკურმა დირექტორმა, ზურაბ ალფაიძემ და მეორე მხრივ (შემსრულებელი) (შემდგომში „შემსრულებელი“), (შემსრულებელი კომპანიის დირექტორი) შევადგინეთ ეს მიღება- ჩაბარების აქტი მასზედ, რომ (ხელშეკრულების ნომერი) ხელშეკრულების (შემდგომში
„ხელშეკრულება“) მიხედვით, „შემსრულებელმა“ შეასრულა და ჩააბარა, ხოლო „დამკვეთმა“ მიიღო
„ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული მომსახურება.
შემსრულებელს ეკისრება პასუხისმგებლობა, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 60 თვის თვის განმავლობაში უზრუნველყოს დამკვეთის მიერ პერიოდულად ჩატარებული ინსპექტირების სამუშაოებზე დასწრება და გამოვლენილი დეფექტების გამოსწორება.
მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილია ორ ეგზემპლარად.
ხელშეკრულების ღირებულება, ლარი (დღგ-ს ჩათვლით) | ცვლილებების ღირებულება, ლარი (დღგ-ს ჩათვლით) | ფაქტიური ღირებულება, ლარი (დღგ-ს ჩათვლით) |
„დამკვეთი“: „შემსრულებელი“:
შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (კონტრაქტორი კომპანია)
ტექნიკური დირექტორი გენერალური დირექტორი
ზურაბ ალფაიძე (სახელი და გვარი)
ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ერეკლე სუხიტაშვილი
რეაბილიტაციის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, მიხა გაზდელიანი
რეაბილიტაციის ზედამხედველობის სპეციალისტი, ობიექტის უშუალო ზედამხედველი, (სახელი და გვარი)
ექსპლუატაციაში მიღების აქტი
თარიღი
პროექტის კოდი:
პროექტის დასახელება:
ბიუჯეტის კოდი:
შემსრულებელი:
ხელშეკრულება:
მხარეების მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ექსპლუატაციაში მისაღებად წარმოდგენილი აქტივების მაჩვენებლები შემდეგია:
მასალის დასახელება | განზ. | რა-ობა | შენიშვნა |
ტექნიკური დირექტორი
ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი სარეაბილიტაციო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი პროექტის ზედამხედველი
რაიონული ბიზნესცენტრის მენეჯერი რაიონული ბიზნესცენტრის უფროსი ინჟინერი GIS-ის სამსახურის უფროსი
კონტრაქტორი კომპანიის გენერალური დირექტორი
„დამკვეთი“ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ირაკლი ბაბუხადია გენერალური დირექტორი | „შემსრულებელი“ [-] [-] [-] |
გადაერთების სამუშაოების წარმოების ინსტრუქცია
1.1. იმ შემთხვევაში, თუ „სამუშაოები“ მოიცავს წყალსადენის ან/და წყალარინების ქსელ(ებ)ის გადაერთებით სამუშაოებს, „შემსრულებელი“ ვალდებულია „სამუშაოების“ დაწყებამდე 3 სამუშაო დღით ადრე „დამკვეთს“ აცნობოს დაგეგმილი „სამუშაოების“ შესახებ.
1.2. გადაერთების „სამუშაოების“ დაწყებამდე, „შემსრულებელი“ ვალდებულია გადაერთების თითოეულ წერტილზე ხილული გახადოს წყალსადენის და/ან წყალარინების არსებული საკომუნიკაციო არხები, მოამზადოს ინფრასტრუქტურა გადაერთებისთვის, განახორციელოს მატერიალურ-ტექნიკური რესურსებისა და სამონტაჟო მასალების მობილიზება გადაერთების ადგილზე და მოამზადოს კვანძები.
1.3. გადაერთების „სამუშაოების“ დაწყების მზაობა დადასტურებული უნდა იყოს „დამკვეთის“ მიერ.
1.4. მას შემდეგ, რაც გადაერთების „სამუშაოებისათვის“ მზაობა დადასტურდება „დამკვეთის“ მიერ,
„შემსრულებელს“ განესაზღვრება წყლის შეწყვეტის პერიოდი.
1.5. „შემსრულებელმა“ „დამკვეთის“ მიერ განსაზღვრულ დროში უნდა განახორციელოს გადაერთების „სამუშაოები“.
1.6. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმებულ დროს „შემსრულებლის“ მიერ არ იქნება სათანადოდ განხორციელებული გადაერთებისათვის საჭირო მოსამზადებელი „სამუშაოები“, „დამკვეთს“ უფლება აქვს „შემსრულებელს“ უარი განუცხადოს წყლის შეწყვეტაზე და გამოიყენოს მისთვის
„ხელშეკრულების სპეციალური პირობების“ 15.12 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება.
1.7. იმ შემთხვევაში, თუ „დამკვეთმა“ უზრუნველყო ქსელში წყლის შეწყვეტა „შემსრულებლის“ მიერ მოთხოვნილი ვადით, მაგრამ „შემსრულებელმა“ ვერ შეასრულა გადაერთების
„სამუშაოები“ შეთანხმებულ ვადაში, „დამკვეთს“ უფლება აქვს „შემსრულებლის“ მიმართ გამოიყენოს მისთვის „ხელშეკრულების სპეციალური პირობების“ 15.11 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება.
1.8. „მხარეები“ თანხმდებიან, რომ წყლის შეწყვეტად ჩაითვლება ქსელში წყლის წნევის შემცირება იმგვარად, რომ ქსელში არსებული წყალი ხელს არ შეუშლის გადაერთების „სამუშაოების“ განხორციელებას.
1.9. თუ „დამკვეთის“ მიზეზით ვერ ხერხდება წყლის დონის სასურველი შემცირება, მაშინ
„მხარეებმა“ უნდა მოილაპარაკონ გადაერთების ახალ ვადაზე.
„დამკვეთი“ | „შემსრულებელი“ |
„დამკვეთის“ მიერ მასალის გაცემის და დაბრუნების ინსტრუქცია
მასალის გაცემის პროცედურა:
1.1 „დამკვეთი“ ვალდებულია, „შემსრულებელს“ გადასცეს „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული ის სამშენებლო მასალა ან გონივრულ ვადაში შეატყობინოს
„შემსრულებელს“ მასალების საკუთარი ძალებით მოძიების აუცილებლობაზე.
1.2 „შემსრულებელმა“ მასალის მოთხოვნა უნდა განახორციელოს 5 დღით ადრე „ხელშეკრულების სპეციფიკური პირობებში“ მითითებულ ელ. ფოსტაზე „დამკვეთისათვის“ მასალის მოთხოვნის ფორმის გაგზავნის გზით ან ნებისმიერი იმ ფორმით, რა ფორმითაც მოითხოვს „დამკვეთი“.
1.3 „დამკვეთი“ „შემსრულებელს“ უდასტურებს მასალის გაცემაზე მზაობას ელ. ფოსტის საშუალებით.
1.4 „შემსრულებელი“ ვალდებულია „დამკვეთის“ მიერ მასალის გაცემაზე ელ. ფოსტით მიღებული თანხმობიდან 24 საათის განმავლობაში საკუთარი ხარჯით გაიტანოს მასა „დამკვეთის“ მიერ მითითებული ადგილიდან.
1.5 „შემსრულებელი“ ვალდებულია, მასალის „დამკვეთის“ ტერიტორიიდან გატანამდე დაათვალიეროს ის, დაადასტუროს მისი ვარგისიანობა და რაოდენობა მასალის გატანის აქტზე ე.წ. „ტრანსფერ ორდერზე“ ხელმოწერით.
1.6 იმ შემთხვევაში, თუ „დამკვეთი“ ზემოაღნიშნული 1.2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ვერ უზრუნველყოფს „შემსრულებლისათვის“ მოთხოვნილი მასალის ხელმისაწვდომობას, რაც გამოიწვევს „სამუშაოების“ წარმოების შეფერხებას, მაშინ „სამუშაოების“ შესრულების ვადა გადაიწევს მასალის მიწოდებისათვის საჭირო დამატებითი ვადის პროპორციულად.
„შემსრულებლის“ მიერ მასალის დაგვიანებით გატანა არ გამოიწვევს „სამუშაოების“ შესრულების ვადების ცვლილებას „შემსრულებლის“ სასარგებლოდ.
1.7 მასალის გატანის აქტზე ხელმოწერის შემდეგ, „შემსრულებელი“ სრულად პასუხისმგებელია გატანილი სამშენებლო მასალის დაზიანებაზე ან დაკარგვაზე.
მასალის დაბრუნების პროცედურა:
2.1 „სამუშაოების“ დასრულების შემდეგ, „შემსრულებელი“ „დამკვეთს“ წარუდგენს „მასალების საბოლოო ჩამოწერის აქტს.
2.2 „შემსრულებელმა“ გატანილი და გახარჯული მასალის სხვაობა - ნაშთი, უნდა დაუბრუნოს
„დამკვეთს“.
2.3 „შემსრულებელი“ ვალდებულია, გაუხარჯავი მასალა დაუბრუნოს „დამკვეთს“ „დამკვეთის“ მიერ მითითებულ ადგილას. იმ შემთხვევაში, თუ „შემსრულებელი“ ვერ უზრუნველყოფს მასალების „საბოლოო ჩამოწერის აქტის“ ან/და გაუხარჯავი მასალის „დამკვეთისათვის“ წარდგენას, „დამკვეთი“ უფლებამოსილია, ასეთი მასალის ღირებულება დაქვითოს
„შემსრულებლისთვის“ გადასახდელი ნებისმიერი ასანაზღაურებელი თანხიდან.
2.4 „დამკვეთი“ არ დაიბრუნებს მასალას, თუ:
• „შემსრულებელი“ დააბრუნებს მილს, რომლის სიგრძე არ აღემატება 2 მეტრს.
• მასალების ფიზიკური მდგომარეობა (გარდა სიგრძისა) არ შეესაბამება დათვალიერებისა და გატანის აქტში დაფიქსირებულ მონაცემებს.
„დამკვეთი“ | „შემსრულებელი“ |
პროექტი:
პროექტის დასახელება: პროექტი
პროექტის ავტორი: შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ პროექტის თარიღი: 2022 წელი
„დამკვეთი“ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ირაკლი ბაბუხადია გენერალური დირექტორი | „შემსრულებელი“ [-] [-] [-] |
„დამკვეთი“ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ირაკლი ბაბუხადია გენერალური დირექტორი | „შემსრულებელი“ [-] [-] [-] |
ეთიკის და ქცევის კოდექსი. ანტიკორუფციული პოლიტიკა. გაეროს გლობალური შეთანხმება.
„დამკვეთს“ დამტკიცებული აქვს ეთიკის და ქცევის კოდექსი და ანტიკორუფციული პოლიტიკა, რომელიც ეფუძნება გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების, მიუკერძოებლობის პრინციპებს და მექრთამეობის, თაღლითობის, ტერორიზმის დაფინანსების, ფულის გათეთრების და კორუფციის ნებისმიერი გამოვლინების მიმართ ნულოვან ტოლერანტობას.
„შემსრულებელი“ ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილია „დამკვეთის“ ვებ-გვერდზე (www.gwp.ge) განთავსებული
„დამკვეთის“ ეთიკის და ქცევის კოდექსის, ასევე ანტიკორუფციული პოლიტიკის შინაარსი და გავრცელების სფერო. „შემსრულებელი“ ეთანხმება აღნიშნულ კოდექსს და პოლიტიკას და ადასტურებს, რომ დაიცავს აღნიშნულ დოკუმენტებში მოცემულ პირობებს და ასევე მიიღებს საჭირო ზომებს და უზრუნველყოფს მისი იმ თანამშრომლების, ქვე-კონტრაქტორების, აგენტების ან მესამე მხარეების მიერ მათ დაცვას, რომლებსაც შესაძლებელია ჰქონდეთ რაიმე სახის სამართლებრივი ურთიერთობა „დამკვეთთან“, ნებისმიერი სამართლებრივი შეთანხმების ფარგლებში, რაც შეიძლება გაფორმებული იყოს მხარეთა შორის და ამგვარი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში.
„შემსრულებელი“ ადასტურებს, რომ წინამდებარე „ხელშეკრულების“ მოქმედების პერიოდში, ის არ შესთავაზებს, დაპირდება ან პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით არ გადასცემს ფულს, ღირებულების მქონე ნივთს ან სხვა საჩუქარს ან მისცემს პირობას საჯარო მოხელეს, ხელისუფლებას ან მესამე მხარეს, რაც შეიძლება წარმოადგენდეს კორუფციის ან ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული რეგულაციების დარღვევას.
„შემსრულებელი“ ადასტურებს, რომ მას, ისევე როგორც ზემოთ აღნიშნულ მასთან დაკავშირებულ პირებს არ აქვთ რაიმე სახის ინტერესთა კონფლიქტი „დამკვეთთან“ და იღებს ვალდებულებას, რომ პატივს სცემს ანტიკორუფციულ და ფულის გათეთრების წინააღმდეგ კანონმდებლობას, რომელიც, „ხელშეკრულების“ აღსრულების ადგილის ან „ხელშეკრულების“ მხარეთა რეზიდენტობის გათვალისწინებით, ვრცელდება
„დამკვეთთან“ სახელშეკრულებო ურთიერთობაზე.
„შემსრულებელი“ იღებს ვალდებულებას, რომ იგი და მასთან დაკავშირებული ზემოთ აღნიშნული პირები, ნებისმიერი გარემოებისას, „დამკვეთთან“ კომერციული ურთიერთობის ფარგლებში, შეასრულებენ გაეროს გლობალური შეთანხმების 10 პრინციპს (https://www.unglobalcompact.org/, რომელთაც შეუერთდა FCC Aqualia S.A („დამკვეთის“ არაპირდაპირი მფლობელი კომპანია) და ამასთან, უზრუნველყოფილი იქნება ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციით განსაზღვრული ადამიანის და შრომის ფუნდამენტური უფლებების, შრომის ფუნდამენტური უფლებების და პრინციპების შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) დეკლარაციის და შსო კონვენციების დაცვა.
„შემსრულებელი“ იძლევა გარანტიას, რომ ის, ასევე, სადაც ეს რელევანტურია, მისი მფლობელები, მენეჯერები და საკვანძო პოზიციაზე მყოფი პირები არ ყოფილან ბრალდებულნი ქრთამის გაცემის ან მიღებისთვის ან სამსახურეობრივი საქმიანობისას რაიმე სახის კორუფციული ქმედებისთვის, ან არ ყოფილან ნასამართლევი აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ბოლო 5 წლის განმავლობაში. ამგვარი გამოძიება, სათანადო ფაქტებით ან ქმედებებით გამყარებული ბრალდების საფუძველზე, განხორციელებული უნდა იყოს იუსტიციის დეპარტამენტის ან სხვა კომპეტენტური ორგანოების მიერ.
ეთიკის და ქცევის კოდექსსა და ანტიკორუფციულ პოლიტისკთან ნებისმიერი სახით შეუსაბამობა, ან გარემოების არსებობა, რომელიც წარმოქმნის ინტერესთა კონფლიქტს ან კორუფციასთან დაკავშირებული ნებისმიერი ოფიციალური გამოძიება, ისევე როგორც, რაიმე სახით გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპებთან ან ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციასთან ან შსო დეკლარაციასთან შესაბამისობის დარღვევა შესაძლოა გახდეს „ხელშეკრულების“ დაუყოვნებლივ ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველი, „დამკვეთისთვის“
რაიმე სახის პასუხისმგებლობის ან ჯარიმების დაკისრების გარეშე და ამასთან, „დამკვეთი“ უფლებამოსილია მოითხოვოს ზემოთ აღნიშნული მიზეზით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
„დამკვეთი“ „შემსრულებლისათვის“ ხელმისაწვდომს ხდის თავის მამხილებელ არხს (whistleblowingline@ggu.ge), რათა შესაძლებელი იყოს ეთიკის და ქცევის კოდექსის და ანტიკორუფციული პოლიტიკის მიზნებთან დაკავშირებული შეტყობინებების წარდგენა.
„დამკვეთი“ | „შემსრულებელი“ |