ერთის მხრივ, შპს “ჯიარ ქონების მართვა” (ს/კ 202460103), შემდგომში - “გამყიდველი”, წარმოდგენილი მისი (პ/ნ ) სახით, მოქმედი 2020 წლის N0000 მინდობილობის საფუძველზე და მეორეს მხრივ, (ს/კ პ/ნ ), შემდგომში – “მყიდველი”,
ნასყიდობის ხელშეკრულება №რქმ/
ქ. თბილისი 2021 წელი
ერთის მხრივ, შპს “ჯიარ ქონების მართვა” (ს/კ 202460103), შემდგომში - “გამყიდველი”, წარმოდგენილი მისი (პ/ნ ) სახით, მოქმედი 2020 წლის N0000 მინდობილობის საფუძველზე და მეორეს მხრივ, (ს/კ პ/ნ ), შემდგომში – “მყიდველი”,
წარმოდგენილი მისი სახით, შპს „ჯიარ ქონების მართვა“-ს მიერ 2021 წლის
გამოცხადებული № /1 ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ-აუქციონი) შედეგების საფუძველზე და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1 შპს „ჯიარ ქონების მართვის“ მიერ ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ-აუქციონი) წესით უძრავი ქონების რეალიზება.
2. ხელშეკრულების ობიექტი
2.1 წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე ”გამყიდველი” საკუთრებაში გადასცემს „მყიდველს“ ქ. ზესტაფონში, აღმაშენებლის ქ N4-ში მდებარე 90 კვ.მ მიწის ნაკვეთს (ს/კ 00.00.00.000).
3. ხელშეკრულების ღირებულება
3.1 ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ( ) ლარს, დღგ-ს ჩათვლით (ელექტრონული აუქციონზე “მყიდველის” მიერ ლოტზე დაფიქსირებული საბოლოო თანხა).
4. ანგარიშსწორების პირობები
4.1 ”მყიდველის” მიერ ხელშეკრულების 3.1 პუნქტში მითითებული თანხა წინასწარი ანგარიშსწორებით (გადახდილი „ბე“-ს გამოკლებით) ჩარიცხულია შპს ”ჯიარ ქონების მართვა”-ს საბანკო რეკვიზიტებზე, რაც დასტურდება საგადახდო დავალებებით;
4.2 ”მყიდველის” მიერ გადახდილი ”ბე”-ს თანხა ჩაითვლება ქონების ფასის საბოლოო ანგარიშსწორებისას.
5. გაყიდული ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
5.1”მყიდველსა” და ”გამყიდველს” შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, ქონების გადაცემის შესახებ, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
6. მხარეთა უფლებები და მოვალეობები
6.1 ”გამყიდველი” ვალდებულია ”მყიდველს” გადასცეს წინამდებარე ხელშეკრულების 2.1 პუნქტით განსაზღვრული ქონება;
6.2 ”მყიდველი” ვალდებულია ხელშკრულების გაფორმებისთანავე მოახდინოს ხელშკეურლების ობიექტის მიღება ”გამყიდველისაგან”;
6.3 ”მყიდველი” ვალდებულია მოახდინოს ხელშეკრულების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაცია. ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯები ანაზღაურდება „მყიდველის“ მიერ;
6.4 შეძენილ ქონებაზე, საქმიანობის პროცესში ”მყიდველი” ვალდებულია დაიცვას საქართველოში მოქმედი, ტექნიკურ ზედამხედველობისა და სამშენებლო სფეროში მოქმედი ნორმების, წესების და ტექნიკური რეგულაციების აგრეთვე სხვა მოქმედი ნორმატიული დოკუმენტაციების, სახანძრო უსაფრთხოების და სანიტარულ-ჰიგიენური წესების მოთხოვნები.
6.5 „მყიდველი“ ვალდებულია შეძენილ ქონებაზე ნებისმიერი ახალი შენობა-ნაგებობის მშენებლობის ან არსებულის რეკონსტრუქციის პროექტი, წინასწარ შეათანხმოს სს „საქართველოს რკინიგზა-სთან;
6.6 სარეალიზაციო მიწის ნაკვეთის და რკინიგზის ინფრასტრუქტურის ურთიერთგანლაგებიდან გამომდინარე, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ნავთობპროდუქტების საწყობების სამშენებლო ნორმების და წესების СНиП II-106-79 12.8 პუნქტის ცხრილი 13-ს და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების НПБ 111-98 ცხრილი 1-ის მიხედვით, მიწის ფართზე დაუშვებელია ადვილად აალებადი და ფეთქებადსაშიში ობიექტების განთავსება. მიწის ნაკვეთზე მოქმედი სხვა პირობები დამოკიდებულია მასზე განხორციელებული საქმიანობის სახეობაზე და რეგულირდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, ნორმატიული დოკუმენტებით, სამშენებლო- ტექნიკური ნორმებითა და წესებით, უსაფრთხოების და სანიტარულ-ჰიგიენური წესების მოთხოვნებით.
6.7 ვინაიდან მიწის ნაკვეთის სამხრეთით 3 (სამი) მეტრში განთავსებულია ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი, ნებისმიერი სამშენებლო სამუსაოების შესრულებისას, აუცილებელია სს „საქართველოს რკინიგზა“-ს შესაბამისი სამსახურის (საინფორმაციო ტექნოლოგიების სააგენტოს სამტრედიის კვანძი) წარმომადგენლების დასწრება;
6.8 ზემოთ მოყვანილი პირობების უზრუნელყოფის მიზნით, შეძენილ ქონებაზე უზრუნველყოფილი უნდა იქნას სს „საქართველოს რკინიგზა“-ს შესაბამისი თანამშრომლების დაუბრკოლებელი დაშვება;
6.9 შეძენილ ქონებაზე, საქმიანობის პროცესში უნდა დაიცვას საქართველოში მოქმედი, ტექნიკურ ზედამხედველობისა და სამშენებლო სფეროში მოქმედი ნორმების, წესების და ტექნიკური რეგულაციების აგრეთვე სხვა მოქმედი ნორმატიული დოკუმენტაციების, სახანძრო უსაფრთხოების და სანიტარულ- ჰიგიენური წესების მოთხოვნები.
6.10 „მყიდველის“ მიერ შეძენილი ქონების რეალიზაციის შემთხვევაში და ყოველი ახალი მესაკუთრე ვალდებულია დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები.
7. დავის გადაწყვეტა
7.1 მხარეები მიიღებენ ყველა შესაძლო ზომას, რათა მათ შორის წარმოშობილი უთანხმოება და დავა გადაწყვიტონ ურთიერთშეთანხმებით.
7.2 შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას გადაწყვეტს სასამართლო ხელშეკრულების პირობებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8. ხელშეკრულები მოქმედების ვადა
8.1 ხელშეკრულება ძალაში შედის, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ ვალდებულებების სრულ შესრულებამდე;
9. დასკვნითი დებულებები
9.1 ხელშეკრულებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანა დასაშვებია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით, რაც ფორმდება წერილობითი ფორმით;
9.2 წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ოთხი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება „მყიდველს“, ორი „გამყიდველს“ და ერთი ინახება სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“.
9.3 წინამდებარე ხელშეკრულება არ შეიცავს რაიმე დამატებით წერილობით ან სიტყვიერ შეთანხმებას.
10. მხარეთა რეკვიზიტები
”გამყიდველი” შპს“ ჯიარ ქონების მართვა“ ს/კ 202460103 ქ.თბილისი, xxxxx xxxxx №15 ტელ.: 219 96 62; 595 03 00 08 | ”მყიდველი” ს/კ პ/ნ
ტელ.: |