Contract
ხელშეკრულება სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #
ქ. თბილისი 2021 წ.
1. მხარეები
წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია 2021 წლის , ერთის მხრივ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-სა, წარმოდგენილი მისი მმართველთა საბჭოს წევრის xxxxx xxxxxxxxxxxx (მინდობილობა #181378706) სახით (შემდგომში – ,,შემსყიდველი”) და მეორეს მხრივ შორის,
წარმოდგენილი ----------------------------- სახით (შემდგომში – ,,შემსრულებელი’’), რომლებიც მოქმედებენ საზოგადოების წესდებისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
2. ხელშეკრულების საგანი
2.1. შემსრულებელი ვალდებულია შეასრულოს სსე-ს დასავლეთ ზონის ქვესადგურების სარემონტო- სამშენებლო სამუშაოები (CPV-45400000; CPV-45410000; CPV-45430000; CPV-45450000;) დანართი #1-1-ის (ხარჯთაღრიცხვა), დანართი #1-2-ის (ხარჯთაღრიცხვა) დანართი #2–ის (ტექნიკური პირობა, პროექტი და ნახაზები) და დანართი #3–ის (სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოების წესები და პირობები) შესაბამისად;
2.2. დანართი #1-1, დანართი #1-2, დანართი #2 და დანართი #3 წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს;
2.3. წინამდებარე ხელშეკრულება დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
3. სამუშაოს ღირებულება და ანგარიშსწორების პირობები
3.1 ხელშეკრულების საერთო ღირებულება განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულების დანართის #1-1
და დანართის #1-2 (ხარჯთაღრიცხვა) შესაბამისად და შეადგენს ლარს დღგ-ს ჩათვლით (შემდგომში – ,,ხელშეკრულების ღირებულება“);
3.2 ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ხელშეკრულების მე-10 მუხლში ასახული პირობების შესაბამისად, საექსპერტო დასკვნის წარმოდგენის, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 8 (რვა) სამუშაო დღის განმავლობაში;
3.3 ანგარიშსწორება განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
4. მხარეთა უფლება-მოვალეობები
4.1 შემსყიდველი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად გადაუხადოს შემსრულებელს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება;
4.2 შემსყიდველი უფლებამოსილია შემსრულებისაგან მოითხოვოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს მიმდინარეობის შესახებ;
4.3 შემსრულებელი სამუშაოს ასრულებს წინამდებარე ხელშეკრულების, ტექნიკური პირობებისა და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად;
4.4 ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში, შემსრულებელი ვალდებულია წარმოადგინოს და შემსყიდველთან შეათანხმოს სამუშაოების ძირითადი ეტაპების შესრულების კალენდარული გეგმა-გრაფიკი.
4.5 ობიექტზე დაშვების უფლების მისაღებად შემსრულებელი ვალდებულია წერილობით მიმართოს შემსყიდველს არანაკლებ 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე.
4.6 შემსყიდველთან შეთანხმების გარეშე, შემსრულებელს უფლება არ აქვს სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ან მისი ნაწილი გადასცეს ქვეკონტრაქტორს;
4.7 შემსრულებელი ვალდებულია წერილობით აცნობოს შემსყიდველს მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში დადებული ყველა ქვეკონტრაქტის შესახებ და წარმოადგინოს მათთან დადებული ხელშეკრულების ასლები;
4.8 ამ ხელშეკრულების ფარგლებში დადებული არც ერთი ქვეკონტრაქტი არ ათავისუფლებს შემსრულებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მატერიალური ან სხვა ვალდებულებებისაგან. შემსრულებელი სუბკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესრულებულ სამუშაოზე ისევე აგებს პასუხს როგორც საკუთარი ძალებით შესრულებულზე. სამუშაოების მიღება-ჩაბარებისას შესრულებული სამუშაოების ვადებზე ასევე ხარისხსა,
წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებთან და დადგენილ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისაობაზე შემსყიდველის წინაშე პასუხისმგებელია მხოლოდ შემსრულებელი, მიუხედავად იმ გარემოებისა სამუშაოები აწარმოა საკუთარი ძალებით, თუ მესამე პირ(ებ)ის - სუბკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით. საბოლოო ურთიერთობა შემსყიდველსა და შემსრულებელს შორის ხორციელდება ამ კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით;
4.9 შემსრულებლის პერსონალმა სამუშაოები უნდა შეასრულოს წინამდებარე ხელშეკრულების დანართი #3– ში განსაზღვრული სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოების წესის და პირობების მკაცრი დაცვით.
5. სამუშაოს შესრულების, გარანტიის ვადები და ადგილი
5.1 სამუშაოები უნდა შესრულდეს ეტაპობრივად:
5.1.1 სამი ძირითადი ეტაპი: I ეტაპი:
დასავლეთის ქსელის ოფისი ქ. ქუთაისი ავტო მშენებლის ქუჩა №2ა
II ეტაპი:
ქ/ს „ზესტაფონი 500“ თერჯოლის რ-ნი სოფელი ღვანკითი ქ/ს „ქუთაისი 220“ თერჯოლის რ-ნი სოფელი სარბევი
III ეტაპი:
ქ/ს „ზუგდიდი 220” ზუგდიდის რ-ნი სოფელი რუხი ქ/ს „ჯვარი 500“ წალენჯიხის რაიონი ოჭანეს უბანი
ქ/ს „ბათუმი 220” ქ. ბათუმი, დაბა ხელვაჩაური, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა №2 ქ/ს „ხორგა 220” ხობის რ-ნი სოფელი ახალსოფელი
ქ/ს „მენჯი 220“ ქ. სენაკი ჯანაშიას ქუჩა №2
5.1.2 დამატებითი ეტაპები:
ქ/ს „ფერი 220“ ქ. ზესტაფონი საქარხნოს ქუჩა №9
ქ/ს „წყალტუბო 220“ წყალტუბოს რ-ნი სოფელი მაღლაკი ზუგდიდის ქსელის ოფისი ქ. ზუგდიდი მეუნარგიას ქუჩა №11 ქ/ს „იფარი 110/35/10“ მესტიის რ-ნი სოფელი მულახი
ქ/ს ,,თეთნულდი 35-10“ მესტიის რ-ნი სოფელი იფარი.
5.2 დამატებითი ეტაპები განისაზღვრება შემდეგი პირობით: შემსრულებელი ვალდებულია დანართი 1-2 ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად შემსყიდველის მოთხოვნის საფუძველზე შეასრულოს სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები სსე-ს დასავლეთ ზონის ობიექტებზე ეტაპობრივად, გარკვეული / კორექტირებული მოცულობების შესაბამისად, რომელიც განისაზღვრება შემსყიდვლის მიერ. ყოველი დამატებითი ეტაპის სარემონტო სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრება შემსყიდველის და შემსრულებლის შორის შეთანხმების შესაბამისად
5.3 შემსრულებელი ვალდებულია შეასრულოს სამუშაოები (საექსპერტო დასკვნის წარმოდგენით) ხელშეკრულების გაფორმებიდან და ობიექტზე დაშვებიდან: ძირითადი ეტაპები - 210 (ორასათი) კალენდარული დღის განმავლობაში, დამატებითი ეტაპები - 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში;
5.4 შესრულებულ სამუშაოებზე ვრცელდება გარანტია, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან:
5.4.1 სახურავის და ბეტონის მოწყობის სამუშაოებზე 5 (ხუთი) წელი;
5.4.2 სამზარეულოს და საოფისე ავეჯზე 1 (ერთი) წელი;
5.4.3 სხვა დანარჩენზე 2 (ორი) წელი.
5.5 საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა;
5.6 საგარანტიო ვადის განმავლობაში გამოვლენილი რაიმე ხარვეზის ან შეუსაბამობის შემთხვევაში, შემსრულებელმა შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს გამოვლენილი ნაკლის/ხარვეზის აღმოფხვრა ან წუნდებული საქონლის შეცვლა, წერილობითი შეტყობინების მიღებიდან შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.
6. სამუშო ადგილის მომზადება, გარემოს დაცვა
6.1 სახელშეკრულებო ობიექტის სამუშაო ადგილის გამოყოფა შემსყიდველის მოვალეობაა;
6.2 შემსრულებელი პასუხისმგებელია სამუშაოსათვის გამოყოფილი ადგილის გამოყენებაზე და სამუშაოს დასრულების შემდეგ გარემოს საჭირო და სათანადო აღდგენაზე;
6.3 შემსრულებელი პასუხისმგებელია შეასრულოს სამუშაო უსაფრთხო და ეკოლოგიურად მისაღები გზით და ვალდებულია დაიცვას შემდეგი პირობები:
6.3.1. მინიმუმამდე დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვერის გავლენა;
6.3.2. სამუშაოს დასრულებისთანავე თავისი ძალებით და სახსრებით გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი მოწყობილობა დანადგარებისაგან, დროებითი ნაგებობებისაგან, მასალებისაგან და სხვადასხვა ნარჩენებისაგან;
6.3.3. საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს სამუშაო ფართის დასუფთავება, ნარჩენების, სამშენებლო ნაგვის მოგროვება და ტერიტორიიდან გატანა.
7. სამუშაოს შესრულების წესი
7.1. შემსრულებელმა სამუშაოები უნდა აწარმოოს შენობაში მიმდინარე სამუშაო პროცესის ნორმალური რიტმის შენარჩუნების პირობებში;
7.2. რემონტთან დაკავშირებული ყველა მასალა (ექსპლუატაციაში არმყოფი ((არ უნდა იყოს მეორადი და აღდგენილი) ეკოლოგიურად სუფთა და მაღალი ხარისხის)) შეძენილი უნდა იყოს შემსრულებლის მიერ;
7.3. ფანჯრის და კარების ზომები გადამოწმდეს “შემსრულებლის” მიერ ადგილზე;
7.4. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის დროს შესასრულებელი ვალდებულია ოთახებში არსებული ის ინვენტარი რომელიც ხელს უშლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების წარმართვას, გადაადგილოს საკუთარი ხარჯებით დაუზიანებლად და სამუშაოების დასრულების შემდგომ დააბრუნოს პირვანდელ მდგომარეობაში.
7.5. ყველანაირი სანათის ტიპი და ფორმა შეთანხმებული იუნდა ქნას შემსყიდველთან;
7.6. როზეტები უნდა იყოს ყველა დამიწებით;
7.7. რემონტში გამოყენებული ხელოვნური კერამო გრანიტის, კაფელის, ლამინატის, შეკიდული ჭერის, კარების, შენობის შიდა და გარე კედლების, ავეჯის და ფარდა-ჟალუზის ფერების ზუსტი ტონალობა შეთანხმებულ იქნას “შემსყიდველთან”;
7.8. შემსრულებელმა სამუშაოების მსვლელობისას უნდა წარმოადგინოს, მოთხოვნილი სპეციფიკაციების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. დოკუმენტების უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა ახლდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. აგრეთვე უზრუნველყოს ბეტონის ნაკეთობის სიმტკიცის შესაბამისი აკრედიტებული ლაბორატორიის დასკვნაის წარმოდგენა;
7.9. შემსრულებელი ვალდებულია სამუშაოს მასშტაბის შესაბამისად, სამუშაოს შესრულება უზრუნველყოს შესაბამისი რაოდენობის, სანდო, სათანადო უნარ/ჩვევების მქონე პერსონალით;
7.10. შემსრულებელი ვალდებულია ფარული სამუშაოების შესრულების შემთხვევაში, შედგენილი იქნას შესაბამისი ფარული სამუშაოების აქტები შემსყიდველი ორგანიზაციის ტექნიკური ზედამხედველის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ;
7.11. შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს, სამუშაოს შესრულების პროცესში, მისი მიზეზით (მათ შორის გაუფრთხილებლობით), შემსყიდველისთვის ან/და მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის (ზარალის) სრული ანაზღაურება ან/და აღმოფხვრას საკუთარი ხარჯით;
7.12. შემსრულებელი ვალდებულია განიხილოს შემსყიდველის საფუძვლიანი პრეტენზიები და მიაწოდოს მოტივირებული პასუხი ყველა საკითხზე;
7.13. შემსრულებელი საქართველოში ტექნიკური უსაფრთხოების და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით მოქმედი კანონების და ნორმების შესაბამისად ვალდებულია მიიღოს უსაფრთხოების აუცილებელი ზომები სამუშაო ადგილას ხანძრის გაჩენის და აფეთქების თავიდან ასაცილებლად.
8. ნორმატიული დოკუმენტები
მუშაობის პროცესში შემსრულებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს ყველა მოქმედი ნორმებისა და წესების მიხედვით. აღნიშნული ნორმებისა და წესების დაცვაზე ან/და მათი შეუსრულებლობის შედეგად დამდგარ შედეგზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება შემსრულებელს.
9. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
9.1 შემსყიდველს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვს ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს კონტროლი შემსრულებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე;
9.2 შემსრულებელი ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს შემსყიდველი კონტროლის ჩატარებისათვის აუცილებელი პერსონალით, ტექნიკური საშუალებებით და სხვა სამუშაო პირობებით. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი კონტროლის მიზნით, გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს თავად შემსყიდველი;
9.3 შემსრულებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა;
9.4 ამ მუხლის არც ერთი პუნქტი არ ათავისუფლებს შემსრულებელს მოცემული ხელშეკრულების ვალდებულებებისაგან;
9.5 შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებენ სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფრასტრუქტურის მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტები - xxxxxx xxxxxxxxxx, xxxxx xxxxxxx და თემურ გოთოშია ხოლო 4.9 პუნქტით განსაზღვრული პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს ტექნიკური უსაფრთხოების და ინსპექციის სამსახურის უფროსი xxxxx xxxxxxxxxxxx.
9.6 შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში შემსრულებელი ვალდებულია თავის ან შემსყიდველის მიერ მოწონებულ ლაბორატორიაში, საკუთარი ხარჯებით ჩაატაროს მასალ(ებ)ის ხარისხის ყველა საკონტროლო ლაბორატორიული გამოცდა და შემოწმება მათი გამოყენების ვარგისიანობაზე;
9.7 ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება შესრულებული სამუშაოების მიღება– ჩაბარებისას, შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და ხარისხის მიხედვით. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი ასევე განხორციელდება სამუშაოს შესრულების ვადის დაცვის მონიტორინგით.
10. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
10.1 შესრულებული სამუშაოების მიღება და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო(ები)ს მოცულობის მიხედვით.
10.2 მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმომწერ პირად განისაზღვროს ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი xxxxx xxxxxxxxxxx;
10.3 ყოველი ეტაპის დასრულებისას, შემსრულებელმა შემსყიდველს უნდა აცნობოს სამუშაოების დასრულების შესახებ;
10.4 შეტყობინების მიღების შემდეგ, ყოველ ეტაპზე, შემსყიდველის სამუშაოთა მიმღები ჯგუფი ამოწმებს შემსრულებლის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესაბამისობას წინამდებარე ხელშეკრულების პირობებთან, რის შემდეგაც შემსრულებელი საკუთარი ხარჯებით წარმოადგენს უკვე დასრულებულ სამუშაოებზე სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან აკრედიტირებული საექსპერტო ორგანიზაციის (შესაბამისი აკრედიტიციის დოკუმენტის წარმოდგენით) მიერ გაცემულ საექსპერტო დასკვნას;
10.5 დადებითი საექსპერტო დასკვნის შემთხვევაში, შემსყიდველსა და შემსრულებელს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებზე;
10.6 ხარვეზების აღმოჩენის (წუნდების) შემთხვევაში შემსყიდველი ვალდებულია ოპერატიულად, წერილობითი სახით აცნობოს შემსრულებელს სათანადო ხარვეზების შესახებ (წუნდების არსი). შემსრულებელი ვალდებულია შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან, მასში ასახულ ვადაში, მაგრამ არაუმეტეს 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში თავისი ხარჯებით აღმოფხვრას ხარვეზი;
10.7 სამუშაოების დასრულების ვადაა საექპერტო დასკვნის მოწოდების თარიღი.
11. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
11.1 შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია (საბანკო გარანტია) (ხელშეკრულების ღირებულების ---%) რომელიც წარმოდგენილია შემსრულებლის მიერ გამოყენებული იქნება შემდეგ შემთხვევებში, თუ:
11.1.1. შემსრულებლის მხრიდან სამუშაოების შესრულების ვადა ირღვევა 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში;
11.1.2. შემსრულებლის მიერ შესრულებული სამუშაო არ შეესაბამება წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
11.2 წინამდებარე ხელშეკრულების 11.1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში “შემსყიდველი” საბანკო გარანტიის საფუძველზე უპირობოდ და შეუქცევადად იღებს მთელ გარანტირებულ თანხას (ხელშეკრულების ღირებულების 2%);
11.3 შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის (საბანკო გარანტიის) გამოყენება არ ათავისუფლებს შემსრულებელს წინამდებარე ხელშეკრულების მე-12 მუხლით განსაზღვრული მხარეთა პასუხისმგებლობის ვალდებულებებისაგან.
12. მხარეთა პასუხისმგებლობა
12.1 შემსრულებლის მიზეზით, წინამდებარე ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.9 პუნქტით განსაზღვრული პირობების ან/და სამუშაოს დაგვიანებით შესრულების, არასრულად, ხარვეზით ან საერთოდ არ შესრულების შემთხვევაში, შემსრულებელი მოვალეა გადაიხადოს პირგასამტეხლო შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე, წინამდებარე ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.9 პუნქტით განსაზღვრული პირობების შესრულების ან/და სამუშაოს სრულად და ჯეროვნად შესრულების დღემდე ან ხელშეკრულების შეწყვეტის დღემდე, რომელი ვადაც უფრო ადრე დადგება;
12.2 ამ ხელშეკრულების 12.1 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შემსრულებელს გადასახდელად დაერიცხება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ იგი არ გამოასწორებს საგარანტიო პერიოდის განმავლობაში გამოვლენილ ხარვეზს ამ ხელშეკრულებით საგარანტიო პერიოდში გამოვლენილი ხარვეზის გამოსწორებისთვის დადგენილ ვადებში - შესატყვისი ვადის გასვლიდან ხარვეზის გამოსწორების დღემდე ან ხელშეკრულების შეწყვეტის დღემდე, რომელი ვადაც უფრო ადრე დადგება;
12.3 შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფაქტობრივად შესრულებული სამუშაობს ღირებულების ვადაგადაცილებით (არადროულად) გადახდის შემთხვევაში, შემსრულებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს შემსყიდველს პირგასამტეხლოს გადახდა გადაუხდელი თანხის 0.1% ოდენობით ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ან თანხის სრულად გადახდამდე, რომელი ვადაც უფრო ადრე დადგება;
12.4 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ცალმხრივად შეუსრულებლობისათვის მხარეებს ეკისრებათ ვალდებულება აანაზღაურონ მიყენებული ზარალი სრული მოცულობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ზარალის ანაზღაურება ან მისი მოთხოვნა არ აჩერებს ამ მუხლით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს დარიცხვას;
12.5 შემსყიდველი უფლებამოსილია ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებისას გამოქვითოს (შეამციროს ანაზღაურება) ამ მუხლით გათვალისწინებული და შემსრულებელზე დარიცხული პირგასამტეხლოს თანხა შემსრულებლისათვის გადასახდელი თანხის ოდენობიდან. აღნიშნული გამოქვითვა არ შეიძლება გახდეს შემსრულებლის მხრიდან შემსყიდველისათვის 12.3 პუნქტით გათვალიწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველი.
13. ფორს-მაჟორი
13.1 ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას;
13.2 ამ მუხლის მიზნებისათვის ,,ფორს-მაჟორი” ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული მათ შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნიათ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნას ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით, ემბარგოს დაწესებით და სხვა. ფორს–მაჟორის არსებობის საკმარის დამადასტურებელ ცნობად მხარეები განიხილავენ შესაბამისი ქვეყნის სავაჭრო–სამრეწველო პალატის მიერ გაცემულ სათანადო ცნობას.
13.3 ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
14. ურთიერთობა მხარეებს შორის
14.1 ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. წერილობითი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე ხელშეკრულების შესაბამისად უგზავნის მეორე მხარეს, ხორციელდება საფოსტო გზავნილის ან ელექტრონული კომუნიკაციის გზით ხელმძღვანელობაზე ან /და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ან ამ კონტრაქტის ფარგლებში უფლებამოსილი საკონტაქტო პირების (ელექტრონული კომუნიკაციის შემთხვევაში) მიერ. ოპერატიული კავშირის დამყარების მიზნით დასაშვებია შეტყობინების მეორე მხარისათვის მიწოდება ელ. ფოსტით (წერილის სკანირებილი ვარიანტი) ან ფაქსის გაგზავნის გზით, შემდგომში ორიგინალის მიწოდების პირობით;
14.2 შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს ან შეტყობინების ძალაში შესვლის დადგენილ დღეს, იმის მიხედვით, თუ ამ თარიღებიდან რომელი უფრო გვიან დგება;
14.3 ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის ელექტრონული კომუნიკაციის წარმოების პროცესში პასუხისმგებელი პირის დანიშვნა, საკონტაქტო საკითხების მითითებით ხორციელდება მხარის მიერ წერილობითი შეტყობინების საფუძველზე.
15. ხელშეკრულების პირობების შეცვლა და/ან ვადამდე მოშლა
15.1 ამ ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილება ან/და დამატება შეიძლება შეტანილი იქნეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე;
15.2 შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების საერთო ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, ამასთან, ასეთ შემთხვევაშიც დაუშვებელია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%–ზე მეტი ოდენობით გაზრდა;
15.3 ხელშეკრულება შეიძლება ვადამდე მოიშალოს:
15.3.1 მხარეთა შეთანხმებით;
15.3.2 ერთ-ერთი მხარის განცხადებით მეორე მხარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების არსებითად დარღვევის შემთხვევაში;
15.4 შემსყიდველს შეუძლია ხელშეკრულება ვადამდე შეწყვიტოს:
15.4.1 თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
15.4.2 შემსრულებლის გაკოტრების შემთხვევაში;
15.4.3 თუ მისთვის ცნობილი გახდება, რომ შემსრულებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ყალბი აღმოჩნდება, რაც წარმოადგენს, შემსყიდველის მხრიდან ნდობის დაკარგვის საფუძველს;
15.4.4 საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
15.5 ამ მუხლის 15.4 პუნქტში მითითებულ შემთხვევებში შემსყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს შემსრულებელს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება.
16. ხელშეკრულების შესრულების შეფერხება
16.1 თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება, მიღებული აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით;
16.2 იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით.
17. დავის განხილვა
17.1 ხელშეკრულების დამდები მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ ყველა ღონეს იხმარენ, რათა მოლაპარაკებების მეშვეობით, შეთანხმებით მოაგვარონ ნებისმიერი უთანხმოება და დავა, წარმოქმნილი მათ შორის ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ;
17.2 თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში მხარეები ვერ შესძლებენ სადაო საკითხების შეთანხმებას, ნებისმიერ მხრეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესით მიმართოს საქართველოს სასამართლოს. დავის განხილვა მოხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
18. ხელშეკრულების მოქმედების ვადები
18.1 ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერისთანავე;
18.2 ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოწურულად ჩაითვლება აღნიშნული პირობების შესრულებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს ჩათვლით, ხოლო საგარანტიო ვალდებულებების ნაწილში საგარანტიო ვადის ბოლომდე.
19. ხელშეკრულების სხვა პირობები
19.1 ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე;
19.2 ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, მხარეები მოქმედებენ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად;
19.3 წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შესასრულებლად სავალდებულოა მხარეთათვის და მათი შესაბამისი სამართალმემკვდრეებისა და უფლებამონაცვლეთათვის. დაუშვებელია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების გადაცემა სხვა მხარისათვის მეორე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
20 . კონფიდენციალურობა და გაუმჟღავნებლობა
20.1 მხარეები აცნობიერებენ, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ დანერგილია ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა ISO/IEC 27001 მიხედვით და შესაბამისად, შემდგომ ურთიერთობებში ითვალისწინებენ „სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კონფიდენციალურობისა და გაუმჟღავნებლობის პირობებს“, რომელიც გამოქვეყნებულია ვებ-გვერდზე xxx.xxx.xxx.xx (ჩვენს შესახებ/შესყიდვები/კონტრაქტის პირობები).
20. მხარეთა რეკვიზიტები
“შემსყიდველი”: “შემსრულებელი”:
დანართი # 1
ხარჯთაღრიცხვა:
დანართი # 2
ტექნიკური პირობა, პროექტი და ნახაზები
დანართი # 3
სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოების წესები და პირობები
სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოების წესი და პირობები
ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დასავლეთის ზონის ქვესადგურებისა და ობიექტების სარემონტო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით;
II. სსე-ს დასავლეთის ზონის ობიექტების ჩამონათვალი.
1. ქ/ს „ფერი 220“ ქ. ზესტაფონი საქარხნოს ქუჩა №9
2. ქ/ს „ზესტაფონი 500“ თერჯოლის რ-ნი სოფელი ღვანკითი
3. ქ/ს „ქუთაისი 220“ თერჯოლის რ-ნი სოფელი სარბევი
4. დასავლეთის ქსელის ოფისი ქ. ქუთაისი ავტო მშენებლის ქუჩა №2ა
5. ქ/ს „წყალტუბო 220“ წყალტუბოს რ-ნი სოფელი მაღლაკი
6. ქ/ს „მენჯი 220“ ქ. სენაკი ჯანაშიას ქუჩა №2
7. ქ/ს „ხორგა 220” ხობის რ-ნი სოფელი ახალსოფელი
8. ქ/ს „ზუგდიდი 220” ზუგდიდის რ-ნი სოფელი რუხი
9. ზუგდიდის ქსელის ოფისი ქ. ზუგდიდი მეუნარგიას ქუჩა №11
10. ქ/ს „ბათუმი 220” ქ. ბათუმი, დაბა ხელვაჩაური, ფანასკერტელ-xxxxxxxxxx ქუჩა №2
11. ქ/ს „ჯვარი 500“ წალენჯიხის რაიონი ოჭანეს უბანი
12. ქ/ს „იფარი 110/35/10“ მესტიის რ-ნი სოფელი მულახი
13. ქ/ს ,,თეთნულდი 35-10“ მესტიის რ-ნი სოფელი იფარი;
1. სამუშაოთა შემსრულებელმა საწარმომ სამუშაოები უნდა ჩაატაროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ასევე, შემდეგი ნორმატიული აქტების მოთხოვნების განუხრელი დაცვით: 1) საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის N370 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი – „სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ“; 2) საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის N 134 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესი და მათი დაცვის ზონები“; 3) საქართველოს ორგანული კანონი, შრომის უსაფრთხოების შესახებ.
2. ობიექტზე დაშვებისათვის და სამუშაოების ჩატარების მიზნით, სამუშაოთა შემსრულებელი საწარმო ვალდებულია, სამუშაოების დაწყებამდე არანაკლებ 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე სსე– ს წერილობით მიაწოდოს სამუშაოს უსაფრთხოდ ჩატარებაზე პასუხისმგებელ მივლინებულ პირთა სია: გვარების, ინიციალების, პირადობის მოწმობის პირადი ნომრების, თანამდებობების, მათთვის მინიჭებული უფლებების (სამუშაოთა ხელმძღვანელი, სამუშაოთა მწარმოებელი, მეთვალყურე, ბრიგადის წევრი) მითითებით;
3. ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების მწარმოებელი ორგანიზაცია ვალდებულია გააჩნდეს შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი ქვეყანაში მოქმედი კანონის მიხედვით;
4. მწარმოებელმა ორგანიზაციამ მომსახურების უსაფრთხოდ წარმოების წესის და პირობების საფუძველზე უნდა წარმოადგინოს მომსახურეობის წარმოებისათვის რისკების შეფასება, რომელიც ეფუძნება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აღიარებულ მეთოდოლოგიას და მოიცავს მომსახურეობის სივრცეში დაკავშირებული საფრთხეების იდენტიფიცირებას, ანალიზს, შეფასებასა და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრას.
5. ობიექტზე დაშვებისას ყველა მივლინებულმა პირმა/მუშაკმა სავალდებულოდ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოწმობა/პასპორტი);
6. მწარმოებელი ვალდებულია ახალი კორონავირუსით გამოწვეულ იფექციასთან (COVID-19) დაკავშირებით დაიცვას ზოგადი რეკომენდაციები; აწარმოოს პერსონალის ჯანმრთელობის კონტროლი, შესაბამის ჟურნალში გაფორმებით. მათ შორის აკონტროლოს; დამცავი საშუალებებით აღჭურვა, სოციალური დისტანცირება, გადაადგილების წესები, პერსონალის ტემპერატურული სკრინინგი, ასაკობრივი დაავადებების რისკები;
7. მივლინებული საწარმოს მუშაკი ობიექტზე არ დაიშვება იმ შემთხვევაშიც, თუკი მისი პიროვნება (სახელი, გვარი და პირადი ნომერი) არ აღმოჩნდება ობიექტზე გადაცემულ სიაში;
8. დაშვებამდე, მივლინებულმა პირებმა ერთჯერადად უნდა გაიარონ შესავალი და პირველადი ინსტრუქტაჟები ჟურნალში გაფორმებით. აღნიშნული ინსტრუქტაჟები წარმოადგენს ადგილობრივ თავისებურებათა და გამოყოფილ უბანზე საშიში გარემოებების/ფაქტორების შესახებ ინფორმირებას;
9. მივლინებულ პირებისთვის სსე უზრუნველყოფს აუცილებლობის შემთხვევაში შენობაში არსებულ კომუნიკაციებთან (ელ-ენერგია, წყალი და ა.შ.) წვდომას.
10. მივლინებულმა პირებმა სამუშაოები უნდა აწარმოონ გამოყენებისათვის ვარგისი დამცავი სათვალის, ხელთათმანების და სხვა აუცილებელი დამცავი საშუალებების სავალდებულო გამოყენებით. აღნიშნული საშუალებები ობიექტზე დაშვებისას თან უნდა იქონიონ/მოიტანონ მივლინებული საწარმოს მუშაკებმა.
11.მივლინებულმა პირები შემოსილი უნდა იყვნენ შესაბამისი სამუშაო სპეცტანსაცმლით და ფეხსაცმლით, ხოლო სამუშაოები უნდა აწარმოონ აუცილებელი ინდივიდუალური დამცავი საშუალებების სავალდებულო გამოყენებით (დამცავი ჩაფხუტი, სათვალე, ხელთათმანები და სხვა). აღნიშნული საშუალებები ობიექტზე დაშვებისას თან უნდა იქონიონ (მოიტანონ).
12.მივლინებულ პირებს, სსე-ს ობიექტების ტერიტორიაზე მკაცრად ეკრძალებათ ნებისმიერი ზომისა და სახეობის ცივი, ცეცხლსასროლი, გაზის, პნევმატური, სათამაშო/სასწავლო და სხვა სახის იარაღის, საბრძოლო მასალების (მათ შორის, სასწავლო/სათამაშო ნიმუშების), ნებისმიერი სახეობისა და რაოდენობის ასაფეთქებელი, მომწამვლელი ან/და ადამიანებისა და გარემოსათვის საშიში სხვა ნივთიერებების, აგრეთვე, ნარკოტიკული/ფსიქოტროპული საშუალებების და ალკოჰოლური სასმელების შეტანა;
13.აკრძალულია, სსე-ს ობიექტებზე გამოცხადება ნასვამ (ალკოჰოლური ზემოქმედების) მდგომარეობაში, ფსიქოტროპული ან/და ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ. ნებისმიერი ზემოთ აღნიშნული მოთხოვნიდან ერთ–ერთის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მივლინებული მუშაკი არ დაიშვება ობიექტზე, ხოლო პასუხისმგებელ პირებს დაეკისრებათ შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა;
14.ობიექტზე დაშვებული ყველა მივლინებული პირი ფიზიკური/ფსიქიკური მონაცემებით უნდა შეესაბამებოდეს მათ მიერ შესასრულებელ სამუშაოს, უნდა იყოს ჯანმრთელი და გავლილი უნდა ჰქონდეთ ჯანმრთელობის სამედიცინო შემოწმება;
15. ობიექტზე დაშვებას განწესის მიხედვით ასრულებს სსე-ს წარმომადგენელი (დამშვები),
მოქმედი წესების შესაბამისად;
16. მასალები უნდა დასაწყობდეს რეგიონალური ქსელის და ობიექტის ხელმძღვანელობის მიერ წინასწარ გამოყოფილ ადგილზე;
17. მივლინებულ პირებს ეკრძალებათ ობიექტზე ნებისმიერი სახის (ღია, დახურულ ან/და კომპლექტურ) ელექტრო გამანაწილებელ მოწყობილობებში შესვლა, ასევე სხვა საწარმოო სათავსოებში თუ ტერიტორიაზე მოძრაობა (გარდა უშუალოდ მათთვის გამოყოფილი სამუშაო და სამოძრაო ადგილისა), დათვალიერება ან რაიმე სამუშაოების ჩატარება;
18. მივლინებულმა პირებმა მომსახურების გაწევის ადგილზე უნდა უზრუნველყონ საქართველოში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესების მოთხოვნათა განუხრელი დაცვა. მომსახურების გაწევის დროს აკრძალულია ფეთქებადი და ადვილადაალებადი ნივთიერებების გამოყენება. მომსახურების გაწევისას მიღებული და დაცული უნდა იყოს აფეთქება და ხანძარსაწინააღმდეგო ზომები. მივლინებულ პირებს ობიექტის ტერიტორიაზე ეკრძალებათ თამბაქოს მოწევა, გარდა სპეციალურად საამისოდ გამოყოფილი ადგილებისა;
19. სამუშაო ადგილზე/გამოყოფილ უბანზე უსაფრთხოების ტექნიკის და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვაზე, მივლინებული მუშაკების უსაფრთხოდ მუშაობაზე და მათი კვალიფიკაციის შესაბამისობაზე ჩასატარებელი სამუშაოს სპეციფიკასთან, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მიმავლინებელ საწარმოს. ამასთან, მივლინებული პირები ვალდებულნი არიან მკაცრად დაიცვან სამუშაო ადგილებზე არსებული მოწყობილობა–დანადგარების, აპარატურის, კომპიუტერული და სხვა აღჭურვილობის მუშაობის დადგენილი რეჟიმები და თავიანთი ქმედებებით არ გამოიწვიონ რაიმე შეფერხებები;
20. სამუშაოების წარმოებისას აკრძალულია ძირითადი და საევაკუაციო გზების სხვადასხვა მასალით, ნაკეთობებით, მოწყობილობებით, ნარჩენით და სხვა საგნებით ჩახერგვა. ნარჩენების გატანა უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად და არ მოხდეს მათი დაგროვება ობიექტზე;
21. სამუშაო დღის განმავლობაში შესვენების დროს (შესვენება სადილზე, მუშაობის პირობებით გამოწვეული შესვენება და სხვა) ბრიგადა გამოყვანილი უნდა იქნას სამუშაო ადგილიდან. ბრიგადის წევრებს შესვენების შემდეგ უფლება არა აქვთ სამუშაოს მწარმოებლის (მეთვალყურის) გარეშე დაბრუნდნენ სამუშაო ადგილზე. შესვენების შემდეგ დაშვებას ახორციელებს სამუშაოს მწარმოებელი (მეთვალყურე) განწესში გაუფორმებლად.
22. მომსახურების სრულად დამთავრების შემდეგ სამუშაოთა მწარმოებელმა უნდა გაიყვანოს ბრიგადა მომსახურების გაწევის ადგილიდან, ტერიტორია მოაწესრიგოს, მოხსნას მხოლოდ ბრიგადის მიერ დაყენებული დროებითი შემოღობვები და უსაფრთხოების გადასატანი პლაკატები. და აცნობოს სსე–ს მხრიდან გამოყოფილ შესაბამის პერსონალს.
23. წინამდებარე „სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოების წესი და პირობები“ ძალაშია სსე–ს და სამუშაოთა შემსრულებელ საწარმოს შორის დადებული შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით.