სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პროექტი ხელშეკრულება N
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პროექტი ხელშეკრულება N
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პროექტს, რომელიც დაიდება ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად. წინამდებარე ხელშეკრულების პროექტის პირობების დაზუსტება განხორციელდება გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების შესაბამისად, რომელიც ამავდროულად თანდართული ექნება ხელშეკრულებას, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.
ქ. თბილისი „––––„ „––––––––––––––„ 2019 წელი
ერთის მხრივ სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო“ (შემდგომში ,,შემსყიდველი”) წარმოდგენილი სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელის xxxxxxxx xxxxxxxxxxxxx სახით და მეორეს მხრივ, –
––––––––––––––––– (შემდგომში ,,მიმწოდებელი”) წარმოდგენილი მისი დირექტორის –––––––––––– სახით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის და პრეტენდენტის (მისი დასახელება) სატენდერო წინადადების საფუძველზე, ელექტრონული ტენდერის (SPA000000000) ჩატარების შედეგად დებენ წინამდებარე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები
1.1. „ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ (შემდგომში _ „ხელშეკრულება“) _ შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით.
1.2. „ხელშეკრულების ღირებულება“ – საერთო თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის.
1.3. „დღე“, „კვირა“, „თვე“ – კალენდარული დღე, კვირა, თვე, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული..
1.4. „შემსყიდველი“ – ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს შესყიდვას.
1.5. „მიმწოდებელი“ – პირი, რომელიც ახორციელებს შესყიდვის ობიექტის მიწოდებას ხელშეკრულების ფარგლებში.
1.6 ,,მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული მასალები“ - პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაცია და მასთან/ადმ. წარმოებასთან დაკავშირებული სხვა მასალები.
1.7 სარეცენზიო შემთხვევის ფასი არის, ერთი პაციენტის სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული (მათ შორის შესაძლებელია რამოდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში) სამედიცინო დოკუმენტაციის, შემსყიდველის
მიერ მოთხოვნილი ყველა პროფილის ჯამური ღირებულება, ფასების ცხრილში არსებული ღირებულების გათვალისწინებით;
1.8 ერთ სარეცენზიო შემთხვევად ითვლება, ერთი პაციენტის სამედიცინო მომსახურებასტან დაკავშირებული
(მათ შორის, შესაძლებელია, რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში) სამედიცინო დოკუმენტაცია სრულად.
.
2. ხელშეკრულების საგანი
2.1 სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ 2019 წლის საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შეფასების მიზნით, სარეცენზიო მომსახურების (CPV85121000). შესყიდვა სპეციალობებში: შინაგანი მედიცინა, ალერგოლოგია და იმუნოლოგია, ნეფროლოგია, ენდოკრინოლოგია, კარდიოლოგია, რევმატოლოგია, ნევროლოგია, გასტროენტეროლოგია, დერმატო–ვენეროლოგია, ინფექციური სნეულებანი, ფთიზიატრია-პულმონოლოგია, კლინიკური ტოქსიკოლოგია, ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგია, კლინიკური ონკოლოგია, ზოგადი ქირურგია, ნეიროქირურგია, პლასტიკური და რეკონსტუქციული ქირურგია, კარდიოქირურგია, სისხლძარღვთა ქირურგია, უროლოგია, პროქტოლოგია, ტრავმატოლოგია–ორთოპედია, ოტორინოლარინგოლოგია, ოფთალმოლოგია, პედიატრია, ნეონატოლოგია, ბავშვთა ალერგოლოგია და იმუნოლოგია, ბავშვთა ნეფროლოგია, ბავშვთა ენდოკრინოლოგია, ბავშვთა ქირურგია, ბავშვთა კარდიოლოგია-რევმატოლოგია, ბავშვთა ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგია, ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგია, მეანობა-გინეკოლოგია, რეპროდუქტოლოგია, ფსიქიატრია, ნარკოლოგია, ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია, კრიტიკული მედიცინა, გადაუდებელი მედიცინა, ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა, თერაპიული სტომატოლოგია, ორთოპედიული სტომატოლოგია, ორთოდონტია, ყბა–სახის ქირურგია, ლაბორატორიული მედიცინა, რადიოლოგია, სასამართლო მედიცინა, xxx.ანატომია-კლინიკური პათოლოგია, სამედიცინო გენეტიკა, საოჯახო მედიცინა.
2.2. მომსახურების გაწევა იწარმოებს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში ––––– (დანართი N–––) მითითებული პირობების შესაბამისად, რომელიც თან ერთვის წინამდებარე ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
3. ხელშეკრულების ღირებულება
3.1. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს არაუმეტეს –––––––––––––––––––––– ლარს.
3.2. ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ მიმწოდებლის ყველა ხარჯს, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
3.3. გასაწევი მომსახურების ერთეულის და საერთო ფასი მოცემულია „ფასების ცხრილში“ (დანართი N1), რომელიც თან ერთვის წინამდებარე ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
4.ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
4.1. ხელშეკრულების შესრულების კონტროლს ახორციელებს -----------------------------------
4.2.შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია აწარმოოს გაწეული მომსახურების ხარისხის და მოცულობის ინსპექტირება ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე.
5.შესყიდვის ობიექტის მიღება–ჩაბარების წესი:
5.1 შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტით.
5.2 მიღება-ჩაბარების აქტი მხარეთა შორის გაფორმდება ეტაპობრივად, მიმწოდებლის მიერ მომსახურების გაწევის დამადასტურებელი სარეცენზიო დასკვნის წარმოდგენის შემდეგ, შემსყიდველის მიერ გამოყოფილი პასუხისმგებელი პირ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე.
6. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და პირობები
6.1 მომსახურების გაწევა განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. სარეცენზიო დასკვნა წარმოდგენილი უნდა იქნეს სარეცენზიო მასალის მიღების დღიდან არაუმეტეს 20 სამუშაო დღის ვადაში.
6.2 მომსახურების გაწევა განხორციელდება მიმწოდებლის მისამართზე: ––––––––––––––––––––––––––––– 6.3.ხელშეკრულების დამდებ არცერთ მხარეს არა აქვს უფლება შეიტანოს შესყიდვის ობიექტის მოწოდების პირობებში ცვლილებები ურთიერთშეთანხმების გარეშე.
7.ანგარიშსწორების ფორმა, ვადები და პირობები
ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, მაგრამ, არაუმეტეს ხელშეკრულების ღირებულების ოდენობით, მომსახურების გაწევის ეტაპების შესაბამისად, მხარეებს შორის მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში;
8. პირგასამტეხლო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის
8.1. ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.1 პუნქტის განსაზღვრული ვადების გადაცდენის შემთხვევაში, „მიმწოდებელს“ ეკისრება პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სარეცენზიო შემთხვევის 0.5%-ის ოდენობით;
8.2 . ხელშეკრულების ნაწილობრივი შესრულების შემთხვევაში , მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო შესასრულებელი (დარჩენილი) ვალდებულების შესაბამისი ღირებულების 10%-ის ოდენობით; ამასთან მიმწოდებელი ვალდებულია, დარჩენილი ვალდებულება შეასრულოს არაუგვიანეს 30 სამუშაო დღეში:
9. მხარეთა უფლება–მოვალეობანი 9.1.მიმწოდებელი“ ვალდებულია:
9.1.1 წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად განახორციელოს „შემსყიდველის“ ხარისხიანი და გარანტირებული მომსახურება;
9.1.2 მომსახურების გაწევისას (რეცენზენტების შერჩევისას) მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემთხვევის ანონიმურობა, სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშრებული პერსნალური მონაცემების დამუშავება, დაცვა და ინტერესთა კონფლიქტის აცილება ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
9.1.3 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული მასალ(ებ)ის დროებით შენახვა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9.1.4 განახორციელოს მომსახურების გაწევა ხელშეკრულების დანართი N3–ით განსაზღვრული რეცენზენტების მეშვეობით;
9.1.5 რეცენზენტების შეცვლის, ან დამატების აუცილებლობის შემთხვევაში, წინასწარ წერილობით წარუდგინოს შემსყიდველს ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, ახალი რეცენზენტი უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
9.1.6 შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში შეცვალოს და/ან დაამატოს რეცენზენტი. ასეთ შემთხვევაში, ახალი
რეცენზენტის კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
9.1.7 მომსახურების გაწევისას, განიხილოს შემსყიდველის პრეტენზიები და მიაწოდოს მოტივირებული პასუხი ყველა საკითხზე, აგრეთვე დაუყოვნებლივ უზრუნველყოს აღმოჩენილი ხარვეზის გამოსწორება საკუთარი სახსრებით;
9.1.8 თითოეული სარეცენზიო დასკვნა წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი დარგის სპეციალიტ(ებ)ის
ხელმოწერ(ებ)ით;
9.1.9 სარეცენზიო დასკვნა უნდა იყოს ობიექტური, შეფასებები უნდა იყოს ცალსახა/ერთმნიშვნელოვანი, სამედიცინო მომსახურების ყველა ეტაპების კლინიკური შეფასება უნდა იყოს სრულყოფილი (მათ შორის ლეტალობის, გართულებისის, რეჰოსპიტალიზაციის მიზეზების შეფასება) ასევე, პასუხობდეს დასმულ შეკითხვებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ეფუძნებოდეს არსებულ გაიდლაინს/პროტოკოლს ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში, თანამედროვე სამედიცინო ლიტერატურის მონაცემებს. სამედიცინო პეროსნალის ქმედება (უმოქმედობა) განხილული უნდა იყოს ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებთან მიმართებაში;
9.1.10 მიმწოდებელს შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ და/ან რეცენზენტის რეკომენდაციით, განხილვაში და სარეცენზიო დასკვნის მომზადებაში ჩართოს დამატებითი სპეციალისტ(ებ)ი (მხოლოდ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსთან წერილობით შეთანხმების შემთხვევაში);
9.1.11 მიმწოდებელმა, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა უზრუნველყოს რეცენზენტის დასწრება
პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე, ადმინისტრაციული საჩივრისა და სასამართლო განხილვის პროცესზე, რეცენზირებული შემთხვევის თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენის და განმარტებების მიღების მიზნით;
9.1.12 არაუგვიანეს ყოველი მომდევნო თვის 20 რიცხვისა „შემსყიდველს“ წარმოუდგინოს მოთხოვნა წინა გაწეული მომსახურების ანაზღაურების თაობაზე. მოთხოვნა გაწეული მომსახურების ანაზღაურების თაობაზე, „შემსყიდველს“ წარედგინება უვე შესრულებული სარეცენზიო დასკვნასთან ერთად/შემდეგ;
9.1.13 სარეცენზიო მასალის არასრულად არსებობის შემთხვევაში, შემსყიდველისათვის აღნიშნული ინფორმაციისა და დამატებითი მასალის მოთხოვნა დაუყოვნებლივ;
9.1.14 სარეცენზიო მასალის დაკარგვის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია მასალები მოიძიოს თავიდან საკუთარი ხარჯებით;
9.1.15 უზრუნველყოს მომსახურების გაწევა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, გარდა ფორს მაჟორული მდგომარეობისა.
9.1.16 დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ ნებისმიერი სხვა მიზნით პერსონალურ მონაცემთა შემდგომი დამუშავება;
9.1.17 დაუშვებელია მიმწოდებელმა მონაცემთა დამუშავების უფლება სხვა პირს გადასცეს შემსყიდველის თანხმობის გარეშე;
9.1.18 რამოდენიმე პროფილის არსებობის შემთხვევაში, სარეცენზიო დასკვნები წარმოადგინოს ერთად.
9.2. „შემსყიდველი“ ვალდებულია:
9.2.1.დროულად განიხილოს „მიმწოდებლის“ მიერ წამოჭრილი პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია მომსახურების გაწევასთან და ხელშეკრულების შესრულებასთან, ასევე, უზრუნველყოს მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
9.3 „მიმწოდებელს“ უფლება აქვს:
მოითხოვოს დროული და სრული დაფინანსება ხელშეკრულების პირობების მიხედვით;
9.4 „შემსყიდველს“ უფლება აქვს:
9.4.1 .აწარმოოს გაწეული მომსახურების ხარისხის და მოცულობის კონტროლი ხელშეკრულების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე;
9.4.2 მოსთხოვოს მიმწოდებელს რეცენზენტის შეცვლა ან/და დამატება აუცილებლობის შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში, ახალი რეცენზენტი უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
9.4.3 არ აანაზღაუროს მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება, თუ ეს მომსახურება გაწეულია შემსყიდველის მოთხოვნის გარეშე;
9.4.4 არ აანაზღაუროს წინამდებარე ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.1 პუნქტის 9.1.14 ქვეპუნქტის დარღვევით წარმოდგენილი სამედიცინო შემთხვევის ღირებულება;
9.4.5 არ განიხილოს ანაზღაურების საკითხი, მიმწოდებლის მხრიდან წინანმდებარე ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.1 პუნქტის 9.1.9 და 9.1.18 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებამდე;
9.4.6 იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი რომელიმე პროფილის დასკვნა/დასკვნები არ დააკმაყოფილებს 9.1.9 პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს, „შემსყიდველი“ „მიმწოდებელს“ დაუბრუნებს შესაბამისი პროფილის/პროფილების დასკვნას/დასკვნებს ხარვეზების გამოსასწორებლად. აღნიშნული დასკვნა/დასკვნების გადაცემიდან (ჩაბარებიდან), 9.1.9 პუნქტის პირობების დაკმაყოფილებისა და შესაბამისი დასკვნა/დასკვნების
წარმოდგენამდე, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ დღეზე შესაბამისი პროფილის/პროფილების 0,5 %-ის ოდენობით;
9.4.7 “მიმწოდებლის“ მიერ, წინამდებარე ხელშეკრულების მე-9 მუხლის 0.0.0./0.0.0./0.0.0./ /0.0.00. პუნქტ(ებ)ით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, სარეცენზიო შემთხვევა არ ანაზრაურდება;
10. ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა და ხელშეკრულების შეწყვეტა
10.1.ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების, დამატების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.
10.2. ხელშეკრულების პირობების, მათ შორის, ფასის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველისთვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398–ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ხელშეკრულების თავდაპირველი ჯამური ღირებულების გაზრდა დაუშვებელია 10%–ზე მეტი ოდენობით.
10.4. ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მეორე მხარე უფლებამოსილია ცალმხრივად მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
10.5. ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს მხარეთა ურთერთშეთანხმებით, ასევე, საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
11. დაუძლეველი ძალა
11.1მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, თუ აღნიშნული გამოწვეულია დაუძლეველი ძალის ზეგავლენით. აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში, მხარე ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობის შესახებ.
11.2 თუ ერთ-ერთი მხარე დაუძლეველი ძალის გამო ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, იგი ვალდებულია
დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა აცნობოს მეორე მხარეს მათი დადგომის ან/და
დასრულების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი მხარე არ გათავისუფლდება ნაკისრი ვალდებულებებისაგან;
11.3 მხარეთა პასუხისმგებლობა და ვალდებულებები განახლდება დაუძლეველი ძალის მოქმედების დასრულებისთანავე.
12. დავები და მათი გადაწყვეტის წესი
12.1. ხელშეკრულება დადებულია და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
12.2. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წამოჭრილი ყველა დავა გადაიჭრება ურთიერთშეთანხმების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავის გადასაწყვეტად მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ სასამართლოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
13. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
ხელშეკრულება ძალაში შედის ხელშეკრულების თავში მითითებული თარიღიდან და მოქმედებს 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
14. სხვა პირობები
14.1. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, 2 ეგზემპლარად (--- გვერდზე) და თითოეულ მათგანს თანაბარი იურიდიული ძალა აქვს.
14.2. ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარი ინახება მიმწოდებელთან, ერთი – შემსყიდველთან. შემსყიდველი მიმწოდებელი