ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N 42 (გამარტივებული შესყიდვა, მონეტარული ზღვრების დაცვით)
ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N 42 (გამარტივებული შესყიდვა, მონეტარული ზღვრების დაცვით)
ქ. მარნეული ,,31“ ,,მარტი“ 2021წელი
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია, შემდგომში წოდებული „შემსყიდველად“, წარმოდგენილი მერის მოვალეობის შემსრულებლის xxxx xxxxxxxxx სახით, და, შ.პ.ს. ,,xx xxxx’’ შემდგომში წოდებული
„მიმწოდებლად“, წარმოდგენილი დირექტორის xxxx xxxxxxxxxxxx სახით, ორივე ერთად წოდებული როგორც ,,მხარეები“, ვმოქმედებთ, რა საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას:
1. გამოყენებული ტერმინების განმარტებები
ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
1.1. ,,ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ (შემდგომში – ,,ხელშეკრულება“) – შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით და ასევე მთელი დოკუმენტაციით, რომელზეც ხელშეკრულებაში არის მინიშნებები.
1.2. ,,ხელშეკრულების ღირებულება“ – საერთო თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის.
1.3. ,,შემსყიდველი“ – პირი, რომელიც ახორციელებს შესყიდვას.
1.4. ,,დღე“, ,,კვირა“, ,,თვე“ – კალენდარული დღე, კვირა, თვე.
1.5. ,,მიმწოდებელი“ – პირი, რომელიც ახორციელებს საქონლის მიწოდებას ამ ხელშეკრულების ფარგლებში.
1.6. ,,საქონელი“ – ხელშეკრულების მე–2 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების საგანი.
2. ხელშეკრულების საგანი
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელის 25.03.2021 წლის N- 07-3221084256 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე მანძილის საზომი ხელსაწყოების (CPV 38330000 - სიგრძის გასაზომი ხელსაწყოები) შესყიდვა (დანართი N1) შესაბამისად .
3. ხელშეკრულების ღირებულება
3.1. ხელშეკრულების ღირებულება ინვოისის თანახმად შეადგენს 940 (ცხრაასორმოცი) ლარს.
3.2. ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს, როგორც საქონლის ღირებულებას, ასევე წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯსა და საქართველოს კანომდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
3.3. დაფინანსების წყარო – 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი.
4. მხარეთა ვალდებულებები:
4.1. მიმწოდებელი ვალდებულია:
4.1.1. უზრუნველყოს საქონლის მიწოდება ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან ამა წლის 05 აპრილის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: ქ. xxxxxxxx, xxxxxxxxxx ქ. N73.
4.1.2. განიხილოს შემსყიდველის პრეტენზიები და მიაწოდოს მოტივირებული პასუხი ყველა საკითხზე, აგრეთვე დაუყოვნებლივ უზრუნველყოს აღმოჩენილი ხარვეზების გამოსწორება;
4.1.3. განახორციელოს ამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული სხვა ვალდებულებები.
4.2. შემსყიდველი ვალდებულია:
4.2.1. უზრუნველყოს ინსპექტირების/კონტროლის განხორციელება;
4.2.2. განახორციელოს ამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული სხვა ვალდებულებები.
5. გარანტია
6.1 მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ მის მიერ მიწოდებული საქონელი არ იქნება დაზიანებული, არ გამოავლენს ხარვეზებს და იქნება მოხმარებისთვის ვარგისი, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია საკუთარი სახსრებით თავად უზრუნველყოს დაზიანებული და უვარგისი საქონლის შეცვლა ან/და გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორება.
6. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი/ინსპექტირება
6.1. შემსყიდველი უფლებამოსილია განახორციელოს ტექნიკური კონტროლი/ინსპექტირება ან/და გამოსცადონ საქონელი, რათა დარწმუნდნენ მათ შესაბამისობაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან, რისთვისაც გამოყოფს უფლებამოსილ პირს/პირებს, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია ხელი შეუწყოს მას/მათ ინსპექტირების განხორციელების დროს.
6.2. ინსპექტირებას განახორციელებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ბექა გოგრიჭიანი.
6.3. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა, წუნდებული საქონლის შეცვლა ერთი დღის განმავლობაში.
7. საქონლის მიღება–ჩაბარების წესი
7.1. საქონლის მიღება წარმოებს მიღება–ჩაბარების აქტის სახით. მიღება–ჩაბარების აქტი ფორმდება წერილობითი ფორმით, მხარეთა უფლებამოსილი პირის/პირების ხელმოწერით. ხელშეკრულების პირობების (ვადების, რაოდენობის, ხარისხის) და კონტროლის განმახორციელებლი პირის/პირების დადებითი დასკვნის შესაბამისად.
7.2. შემსყიდველის მხრიდან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილ პირს/პირებს წარმოადგენს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი ან/და მოვალეობის შემსრულებელი.
8. ანგარიშსწორება
8.1. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარებში;
8.2. ანგარიშსწორების ფორმა იქნება უნაღდო. გადარიცხვა მოხდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე.
8.3. ანგარიშსწორების ვადა – მიღება–ჩაბარების აქტის (საქონლის მიღებიდან) 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
9. ხელშეკრულების შესრულების შეფერხება
9.1. თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელისშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზის შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ შესაძლო
უმოკლეს ვადაში უნდა აცნობოს მეორე მხარეს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.
9.2. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების ან/და სხვა გამომწვევი მიზეზის თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით, ხელშეკრულების მე–11 მუხლის შესაბამისად.
10. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
10.1. წინამდებარე ხელშეკრულების 4.1 პუნქტის 4.1.1 ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.02%–ის ოდენობით.
10.2. იმ შემთხვევაში, თუ ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა შეადგენს 5 დღეს, შემსყიდველი იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მიმწოდებელს დააკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 3%–ის ოდენობით.
10.3. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისგან.
11. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
11.1. ნებისმიერი ცვლილება წინამდებარე ხელშეკრულებაში განხორციელდება წერილობით, ორივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით.
11.2. თუ რაიმე წინასწარი გაუთვალისიწნებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია.
11.3. დაუშვებელია ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც მოჰყვება ხელშეკრულების ფასის გაზრდა ან შემსყიდველისათვის პირობების გაუარესება, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398–ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის და ამ დებულების მოთხოვნათა გათვალისწინებით.
11.4. ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების დანართის სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
12. სადაო საკითხების გადაწყვეტა
12.1. ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეთა შორის წარმოქმნილი უთანხმოება წყდება მოლაპარაკებების გზით.
12.2. თუ მხარეები ვერ შეძლებენ სადაო საკითხის შეთანხმების გზით მოგვარებას, ნებისმიერ მხარეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია მიმართოს საქართველოს სასამართლოს კანონით დადგენილი წესით.
13. ხელშეკრულების შეწყვეტა
13.1. თითოეული მხარე უფლებამოსილია შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედება, თუ მეორე მხარე ვერ უზრუნველყოფს თავისი ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას, ან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევაში.
13.2. ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისგან.
13.3. ხელშეკრულება აგრეთვე შეიძლება შეწყდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
14. ფორს–მაჟორი
14.1. წინამდებარე ხელშეკრულების დამდები რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას, თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხება ან მისი ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია ფორს–მაჟორული მდგომარეობით.
14.2. ამ მუხლის მიზნებისთვის ,,ფორს–მაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი შემსყიდველის ან/და მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან, და რომელსაც გააჩნიათ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნეს ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებით და სხვა.
14.3. მხარემ, რომელსაც შეექმნა ფორს–მაჟორული გარემოება, დაუყოვნებლივ წერილობით უნდა აცნობოს მეორე მხარეს შექმნილი გარემოების და მისი სავარაუდო აღმოფხვრის ვადის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ თავისუფლდება ხელშეკრულების პირობების სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისგან.
15. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
15.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღიდან და მოქმედებს 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით.
16. მხარეთა რეკვიზიტები
შემსყიდველი: | მიმწოდებელი: |
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია | შპს ,,ელ შოპი’’ |
საიდენტიფიკაციო კოდი: 234 232 149 | საიდენტიფიკაციო კოდი: 402080029 |
მისამართი: ქ. xxxxxxxx, xxxxxxxxxx ქ. N-73 | მისამართი: თბილისი, ლარეხის II შეს, #14 |
ტელეფონი: 577 29 80 10 | |
საბანკო რეკვიზიტები: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22 ანგ. Nა.ა GE 24 NB 0330 1002 0016 5022 | საბანკო რეკვიზიტები: ს.ს ,,ბანკი ქართუ“ ბანკი/ბანკის კოდი: CRTUGE22 ანგ. XX00XX 0000 0000 0000 0000 |
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მ.შ: | დირექტორი: |
––––––––––––––––––––––––––– x. xxxxxxxx | ––––––––––––––––––––– გ. xxxxxxxxxxx |
MARNEULI MUNICIPALIT Y
Digitally signed by MARNEULI MUNICIPALITY Date: 2021.03.31
14:31:49 +04'00'
მხარეთა მიერ გამოყენებულია ელექტრონული ხელმოწერები
დანართი N1 | |||
№ | დასახელება | ტექნიკური მახასიათებელი | რაოდენობა |
მანძილმზომი ბორბალი | ბორბლის გარშემოწერილობა: 1 მ ბორბლის ტიპი: მეტალი მრიცხველის ტიპი: მექანიკური გაზომვის მანძილი: 10000 მ | 2 | |
ნაჭრის საზომი ლენტი (რულეტკა) | სიგრძე:10 მეტრი | 2 | |
საზომი ლენტი (რულეტკა) | სიგრძე: 5მეტრი მასალა: მეტალი | 2 |
განსაფასებელი დანართი | ||||||
№ | დასახელება | ტექნიკური მახასიათებელი | შემოთავაზებული საქონლის მახასიათებელები | რაოდენობა | ერთეულის ღირებულება (დღგ- ს ჩათვლით) | ჯამური ღირებულება (დღგ-ს ჩათვლით) |
1 | მანძილმზომი ბორბალი | ბორბლის გარშემოწერილობა: 1 მ ბორბლის ტიპი: მეტალი მრიცხველის ტიპი: მექანიკური გაზომვის მანძილი: 10000 მ | ბორბლის გარშემოწერილობა: 1 მ ბორბლის ტიპი: მეტალი მრიცხველის ტიპი: მექანიკური გაზომვის მანძილი: 10000 მ | 2 | 400 | 800 |
2 | ნაჭრის საზომი ლენტი (რულეტკა) | სიგრძე:10 მეტრი | სიგრძე:10 მეტრი | 2 | 40 | 80 |
3 | საზომი ლენტი (რულეტკა) | სიგრძე: 5მეტრი მასალა: მეტალი | სიგრძე: 5მეტრი მასალა: მეტალი | 2 | 30 | 60 |
სულ ფასი | 940 |
თარიღი - 29.03.2021 | შპს ელ შოპი |
ს.კ. 402080029 | |
ტ: 577298010 |
რეკვიზიტები:
პრეტენდენტის იურიდიული ფორმა და დასახელება: შპს ,,ელ შოპი” ხელმძღვანელის სახელი გვარი: xxxx xxxxxxXxxxx
პრეტენდენტის იურიდიული ან/და ფაქტიური მისამართი: თბილისი, larexis II Ses. #14
საიდენთიფიკაციო კოდი: 402080029
პრეტენდენტის ტელეფონის ნომერი: 577 298 010
ელექტრონული მისამართი: xxxx_xxxxxxxxxxxx@xxxxx.xxx
bankis dasaxeleba: s.s. ,,banki qarTu”
ბანკის კოდი: CRTUGE22
ანგარიშის ნომერი: XX00XX0000000000000000
ხელმოწერა/ბეჭედი: