ხელშეკრულება N
ხელშეკრულება N
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე №---------------------
(ხელშეკრულების ფორმა შეიძლება დაზუსტდეს და დაიხვეწოს ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმების პროცესში)
ქ. ხონი 2020 წელი
ერთის მხრივ, ხონის მუნიციპალიტეტის მერია, წარმოდგენილი მუნიციპალიტეტის მერის, xxxx xxxxxxxx სახით (შემდგომში - შემსყიდველი),
მისამართი: ხონი, თავისუფლების მოედანი N6
საიდენტიფიკაციო კოდი: №244961225
ტელეფონის ნომერი: 0495 222 555
საბანკო რეკვიზიტები: სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი: TRESGE22
ანგარიშის ნომერი: 300299921
და მეორე მხრივ, ---------, წარმოდგენილი სახით (შემდგომში - მომწოდებელი),
მისამართი:
საიდენტიფიკაციო კოდი: № ტელეფონის ნომერი:
საბანკო რეკვიზიტები:
ბანკის კოდი:
ანგარიშის ნომერი:
შემდგომში თითოეული ცალ-ცალკე წოდებული, როგორც „მხარე“, ხოლო ერთობლივად წოდებულნი, როგორც „მხარეები“, (საფუძვლები დამოკიდებულია ტენდერის სახეზე)
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 161 მუხლის პირველი პუნქტის,
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის 33-ე მუხლის პირველი პუნქტისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის (NAT-----) შედეგების საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას (შემდგომში - ხელშეკრულება) შემდეგზე:
მუხლი 1. შესყიდვის ობიექტის დასახელება და შესაბამისი CPV კოდი
1. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს: ხონის მუნიციპალიტეტის სოფ. საწულუკიძეოში წმ. ნინოს ქუჩისა და საწულუკიძეოს ცენტრის დამაკავშირებელი გზის მოასფალტება და სოფ. ნახახულევში პირველი და მე-10 ქუჩების (შიდა უბანი) მოასფალტების სამუშაოები (შემდგომში - სამუშაო).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის CPV კოდია: (მიეთითება კოდი დასახელებასთან ერთად).
მუხლი 2. ხელშეკრულების ღირებულება
ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს --- ---- (თანხა მიეთითება სიტყვიერადაც) ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
მუხლი 3. სამუშაოს შესრულების ვადა
1. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან სამუშაოების შესრულების ვადაა 01.03.2021 წლიდან 90 კალენდარული დღის (სხვა შემთხევაში ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 90 კალენდარული დღე) ვადაში.
2. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში.
3. მიმწოდებელი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, სამუშაო განახორციელოს ხელშეკრულებაზე თანდართული, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ფორმით წარდგენილი, სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.
მუხლი 4. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის პირობები
1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის წარმოდგენილი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულების მიერ) მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის თანხა შეადგენს ხელშეკრულების ღირებულების 5%-ს (სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია 10%- ის ოდენობით).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ვადა უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია თავისი შინაარსით უნდა იყოს უპირობო, გამოუხმობადი და შემსყიდველს უნდა აძლევდეს უფლებას, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე, მიიღოს შესაბამისი თანხა.
4. მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის წარდგენილი, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო საბანკო გარანტია გამოიყენება ნებისმიერი ზიანის ანაზღაურების მიზნით, რომელიც მიადგება შემსყიდველს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შედეგად, აგრეთვე, შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ანაზღაურებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
5. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და შემსყიდველის მიერ ამ შესრულების მიღების შემდეგ, შემსყიდველი ვალდებულია, დაუბრუნოს მიმწოდებელს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
6. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს, აამოქმედოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია სრული ოდენობით.
7. შემსყიდველის მიერ, ხელშეკრულების მე-14 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისას შემსყიდველი უფლებამოსილია, აამოქმედოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია სრული ოდენობით. ამ შემთხვევაში ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ამოქმედება მიმწოდებელს არ ათავისუფლებს შემსყიდველისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან.
8. შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ვადის გაგრძელება და შემსყიდველს წარუდგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცვლილება/ახალი საბანკო გარანტია).
მუხლი 5. ანგარიშსწორების წესი
1. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე.
2. მიმწოდებლის წერილობითი მომართვის საფუძველზე, ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველ 30 კალენდარულ დღეში არაუმეტეს ორჯერ, შუალედურად შესრულებული სამუშაოების ღირებულების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების დადასტურებიდან და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
3. ანგარიშსწორება განხორციელდება, შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე, მოცულობასა და ღირებულებებზე დაყრდნობით, სსიპ xxxxx სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო–ს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნის (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) და მშენებლობის პროცესში გამოყენებული მასალებისა და კონსტრუქციების საქართველოში მოქმედ სტანდარტებთან და საამშენებლო ნორმებთან შესაბამისობის შესახებ ლაბორატორიული დასკვნის წარმოდგენის შემდეგ (ექსპერტიზის ხარჯები გაიწევა მიმწოდებლის მიერ);
4. ანგარიშსწორება იწარმოებს საქათველოს მთავრობის 2020 წლის 31 მარტის N619
განკარგულების შესაბამისად.
მუხლი 6. წინასწარი ანგარიშსწორების პირობები
1. მიმწოდებელი უფლებამოსილია, შემსყიდველს წარუდგინოს წერილობითი თხოვნა წინასწარი ანგარიშსწორების თანხის (შემდგომში - ავანსი) გადახდის თაობაზე.
2. მიმწოდებელი არ არის უფლებამოსილი, შემსყიდველს წარუდგინოს წერილობითი თხოვნა ავანსის გადახდის თაობაზე, თუ იგი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში, მის მიმართ რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა ან/და ყადაღა. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტები (განახლებული ინფორმაცია საგადასახადო გირავნობისა ან/და ყადაღის თაობაზე), რომლითაც დასტურდება მის მიმართ ამ პუნქტში განსაზღვრული ვალდებულებების რეგისტრაციის არარსებობა.
3. შემსყიდველის მიერ ავანსის გადახდასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს წარუდგინოს სსიპ - საქართველოს ეროვნული ბანკის ან სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების ან სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გაცემული, ავანსის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების ვადას.
4. ავანსის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტია თავისი შინაარსით უნდა იყოს უპირობო და შემსყიდველს უნდა აძლევდეს უფლებას, ავანსის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან პირველივე მოთხოვნისთანავე მიიღოს შესაბამისი თანხა.
5. მიმწოდებლისთვის გადასახდელი ავანსი ჯამში არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ღირებულების 20 %-ს.
6. მიმწოდებელი ვალდებულია ავანსი გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად.
7. ავანსის გაქვითვა მოხდება პროპორციულად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების იმ პროცენტის ოდენობით, რა პროცენტული ოდენობითაც გაიცა ავანსი.ეტაპობრივი ანგარიშწორების შემთხვევაში, ანგარიშწორების ბოლო ეტაპზე წინასწარ გადახდილი თანხის გაქვითვა მოხდება იმ მოცულობით, რა მოცულობაც საჭიროა ავანსის სრულყოფილად გასაქვითად;
8. xxxxxxx გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის შემსყიდველისთვის წარდგენის შემდეგ.
მუხლი 7. შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა
1. შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა შეადგენს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 (სამი) წელს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული, შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს მისი აღმოფხვრა.
3. სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველი შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის დაბრუნება მოხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად დასრულებისა და შესაბამისი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
მუხლი 8. სამუშაოს შესაბამისობა
1. ხელშეკრულების პირველი მუხლით გათვალისწინებული სამუშაო მიმწოდებლის მიერ უნდა შესრულდესჯეროვნად, სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის, ტექნიკური დავალების, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი (არსებობის შემთხვევაში) ნორმებისა და წესების და შემსყიდველის მოთხოვნების შესაბამისად.
2. ახალი კორონა ვირუსის (covid 19) გავრცელებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოების შესრულების პროცესში უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვა.
3. ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტში განსაზღვრული წესებიდან და ნორმებიდან მიმწოდებლის მხრიდან ნებისმიერი გადახვევის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია, არ მიიღოს სამუშაო ან/და მიმწოდებლის მიმართ გამოიყენოს ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისზომები.
მუხლი 9. სამუშაოს მიღება-ჩაბარების წესი
1. მიმწოდებელი უფლებამოსილია შემსყიდველისათვის შესრულებული სამუშაოების წარდგენა განახორციელოს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველ 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში არაუმეტეს ორჯერ.
2. მიმწოდებლის მიერ წარდგენილი შესრულებული სამუშაოები მიღებულად ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების დადასტურებიდან და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
3. ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი, მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების შემოწმებას ახორციელებს ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექტირების ჯგუფი, რომელიც ადგილზე ამოწმებს ხელშეკრულებით განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად შესრულებულ სამუშაოთა მოცულობას და ხარისხს.
მუხლი 10. მხარეთა უფლება-მოვალეობანი
1. მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს სამუშაოს დაწყება ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის განმავლობაში;
ბ) სამუშაოს შესრულების პროცესში იხელმძღვანელოს ხელშეკრულების მე-8 მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
გ) სამუშაო განახორციელოს ხელშეკრულების მე-3 მუხლში განსაზღვრულ ვადაში და პირობებით;
დ) სამუშაოები განახორციელოს ხელშეკრულებაზე თანდართული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად;
ე) შემსყიდველთან შეათანხმოს სამუშაოების განხორციელებისას გამოსაყენებელი მასალ(ებ)ის იერსახე და ხარისხი;
ვ) სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე სამშენებლო მოედანზე გადაამოწმოს საპროექტო ნიშნულები, ასევე, საპროექტო ნახაზებში მითითებული ზომები და ნებისმიერი უზუსტობა აცნობოს შემსყიდველს;
ზ) შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს სამუშაო მოედნის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით აღჭურვა.
თ) იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება, რომ მიმწოდებლის მიერ დაგეგმილი სამუშაოებიდან რომელიმე კონკრეტული სამუშაოს განხორციელებისათვის მიმწოდებელს არ აქვს მოპოვებული საჭირო დოკუმენტაცია ან ნებართვა, მიმწოდებელი ვალდებულია, სათანადო დოკუმენტაციის ან ნებართვის მოპოვებამდე შეაჩეროს აღნიშნული სამუშაოს განხორციელება და დაუყოვნებლივ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები მათ მოსაპოვებლად;
ი) საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინსპექტირების შედეგად და ხელშეკრულების მე-7 მუხლით განსაზღვრული წესით გამოვლენილი ყველა დეფექტ(ებ)ის აღმოფხვრა;
კ) შემსყიდველს უმოკლეს ვადაში აცნობოს მისი მოსალოდნელი რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ;
ლ) დაიცვას შემსყიდველის მიერ მისთვის გადაცემული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნისა და გარემოსდაცვითი მართვის გეგმის მოთხოვნები და პირობები (მათი არსებობის შემთხვევაში).
2. შემსყიდველი ვალდებულია, შეუფერხებლად აუნაზღაუროს მიმწოდებელს შესრულებული სამუშაოების ღირებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების შესაბამისად.
3. შემსყიდველი უფლებამოსილია:
ა) ნებისმიერ დროს განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ხარისხის ინსპექტირება;
ბ) არ ჩაიბაროს რაოდენობრივად, ხარისხობრივად ან უფლებრივად ნაკლიანი შესრულებული სამუშაო.
მუხლი 11. კონტროლი (ინსპექტირება)
1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების, შესრულებული სამუშაოს მოცულობის, ხარისხისა და შესრულებისვადების დაცვის კონტროლს (ინსპექტირება) ახორციელებს შემსყიდველი.
2. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე, შემსყიდველი უფლებამოსილია, განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კონტროლი (ინსპექტირება).
3. მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს შემსყიდველი კონტროლის (ინსპექტირების) ჩატარებისათვის აუცილებელი პერსონალით, ტექნიკური საშუალებებითა და სხვა სამუშაო პირობებით. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი კონტროლის (ინსპექტირების) მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს თვით შემსყიდველი.
4. მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტ(ებ)ის აღმოფხვრა და კონტროლის (ინსპექტირების) ხელახლა განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება.
5. სამუშაოს განხორციელების პროცესში, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი, ასევე, წერილობითი რეკომენდაციების და მითითებებისშესრულება.
6. სამუშაოების მიმდინარეობაზე შემსყიდველი კონტროლს (ინსპექტირებას) აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობის, საპროექტო დოკუმენტაციის, სპეციფიკაციების, ტექნიკური დავალებისა და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, რომელთა დარღვევის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია, შეაჩეროს სამუშაოების მიმდინარეობა და განახორციელოს ხელშეკრულებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.
7. ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში შემსყიდველის, მიმწოდებლისა და ხელშეკრულების კონტროლის (ინსპექტირება) მიზნით შერჩეული სხვა პირ(ებ)ის მონაწილეობით ფორმდება შესაბამისი აქტი, სადაც დეტალურად აღიწერება ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების მიზეზ(ებ)ი, რის შემდგომაც შემსყიდველი უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებისამებრ აამოქმედოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია. თუ მიმწოდებლის წარმომადგენელი უარს აცხადებს ამ პუნქტში აღნიშნული აქტის შედგენაში მონაწილეობაზე, ხსენებული ფიქსირდება ამავე აქტში და იგი იწვევს იმავე სამართლებრივ შედეგებს, რასაც გამოიწვევდა მიმწოდებლის წარმომადგენლის მონაწილეობით შედგენილი აქტი. სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, თავისი სახსრებით დაუყოვნებლივ აღმოფხვრას დეფექტ(ებ)ი. სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელს არ უნაზღაურდება დეფექტ(ებ)ით შესრულებულისამუშაოების ღირებულება.
8. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მხრიდან შესრულებულ სამუშაოთა შემსყიდველისთვის წარდგენილი მოცულობები შემსყიდველის მიერ გადამოწმების შემთხვევაში არ შეესაბამება რეალობას, შემსყიდველი ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული აქტის შედგენის შემდეგ არ უნაზღაურებს მიმწოდებელს აღნიშნულ სამუშაოთა ღირებულებას და განიხილავს მიმწოდებლის პასუხისმგებლობის საკითხს ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 12. ფორს-მაჟორი
1. მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობით ან/და არაჯეროვნად შესრულებით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, თუ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობა ან/და არაჯეროვანი შესრულება გამოწვეულია დაუძლეველი ძალის (სტიქიური უბედურება, ეპიდემია, ომი, კარანტინი, საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესება, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირება, საზოგადოებრივი არეულობა, ცვლილებები კანონმდებლობაში და ა.შ.) ზეგავლენით, რომლის წინასწარ განსაზღვრა ან თავიდან აცილება მხარეების შესაძლებლობას აღემატებოდა. დაუძლეველი ძალით გამოწვეული მოვლენები ეწოდება მოვლენებს, რომელთა წარმოშობასა და განვითარებაზე მხარეებს ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლიათ (ფორს-მაჟორი).
2. მხარე, რომელსაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების მიზეზად ფორს-მაჟორი მოჰყავს, ვალდებულია, დაუყოვნებლივ, მაგრამ ფორს-მაჟორის მოვლენის დადგომიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა, წერილობით აცნობოს მეორე მხარეს ასეთი მოვლენის დადგომისა და მისი სავარაუდო აღმოფხვრის ვადის შესახებ; წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობით ან/და არაჯეროვნად შესრულებით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან. ამასთან, მეორე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისმა მხარემ უნდა წარადგინოს ფორს-მაჟორის არსებობის
დამადასტურებელი დოკუმენტი, და დაასაბუთოს, რომ ფორს-მაჟორმა არსებითად ხელი შეუშალა მხარეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შესრულებაში.
მუხლი 13. პასუხისმგებლობა
1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადების დარღვევისა) შესრულებისათვის დამრღვევი მხარე ვალდებულია, მეორე მხარის მოთხოვნისთანავე გადაუხადოს მას პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 5% ასეთი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღეში და უზრუნველყოს დარღვეული ვალდებულების დაუყოვნებლივ გამოსწორება.
2. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით.
3. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის დარღვევის გამო მიმწოდებლისთვის ხელშეკრულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 2%-ს, შემსყიდველს უფლება აქვს, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
4. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების ვადის გადაცილების შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის და შემსყიდველს შორის არ იქნა მიღწეული შეთანხმება ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე 10 დღით ადრე და მიმწოდებელი ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე 10 დღით ადრე ვერ უზრუნველყოფს სამუშაოების დასრულებას, შემსყიდველი უფლებამოსილია აამოქმედო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია სრული ოდენობით.
5. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტის საფუძველზე მიმწოდებლისთვის დაკისრებული პირაგასამტეხლოს დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია, მიმწოდებელს შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან დაუკავოს თანხა დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობით და მოახდინოს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
6. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით მესამე პირისათვის მიყენებული ნებისმიერი სახის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მიმწოდებელს.
7. მიმწოდებლის მიერ ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, შემსყიდველისათვის დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს.
8. შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის გადაცემული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითა და გარემოსდაცვითი მართვის გეგმის მოთხოვნებითა და პირობებით (მათი არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს.
9. მიმწოდებელს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის დარღვევის შემთხვევაში წარმოშობილ ზიანზე.
მუხლი 14. ხელშეკრულების შეწყვეტა
1. ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად (გარდა მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადების დარღვევისა) შესრულების შემთხვევაში, მეორე მხარეს შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, რაზედაც აცნობებს მეორე მხარეს წერილობითი ფორმით.
2. ხელშეკრულების შეწყვეტა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხორციელდება მხარეთა შორის დანართის გაფორმების გზით.
3. შემსყიდველი უფლებამოსილია, ვადამდე, ცალმხრივად შეწყვიტოს ეს ხელშეკრულება თუ: ა) მიმწოდებელი არღვევს (არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს) ხელშეკრულებით
განსაზღვრულ ვალდებულებას/ვალდებულებებს;
ბ) მიმწოდებლის მიმართ მიმდინარეობს გაკოტრების ან გადახდისუუნარობის საქმისწარმოება (მიუხედავად მისი დაწყების დროისა);
გ) მიმწოდებლის ქონებას დაედო ყადაღა, თუ ეს გარემოება ზეგავლენას ახდენს ან შესაძლებელია, ზეგავლენა მოახდინოს ხელშეკრულები გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შესრულებაზე;
დ) მიმდინარეობს მიმწოდებლის რეორგანიზაცია, თუ ეს გარემოება ზეგავლენას ახდენს ან შესაძლებელია, მოახდინოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შესრულებაზე;
ე) ამოიწურა ხელშეკრულებაზე თანდართული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიით განსაზღვრული თანხა/ვადა და მიმწოდებელმა შემსყიდველს არ წარუდგინა ახალი საბანკო გარანტია;
ვ) მიმწოდებელმა განმეორებით დაარღვია ხელშეკრულებაზე თანდართული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი;
ზ) მიმწოდებლის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის დარღვევის გამო მიმწოდებლისთვის ხელშეკრულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობამ გადააჭარბა ხელშეკრულების ღირებულების 2%-ს;
თ) ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მიმწოდებელმა ხელშეკრულების დადების მიზნით ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება;
ი) ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი სამუშაო სრულად გადასცა ქვეკონტრაქტორს;
კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
6. შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია, აამოქმედოს ხელშეკრულების მე-4 მუხლში განსაზღვრული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია სრული ოდენობით. ამ შემთხვევაში საბანკო გარანტის ამოქმედება მიმწოდებელს არ ათავისუფლებს შემსყიდველისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან.
მუხლი 15. უფლებების გადაცემა
1. ხელშეკრულების არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება, გადასცეს მესამე პირს ხელშეკრულებით განსაზღვრული თავისი უფლებები და მოვალეობები მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე.
2. ხელშეკრულების ფარგლებში მესამე პირებთან ურთიერთობაში მხარეები მოქმედებენ თავიანთი სახელით, ხარჯებითა და რისკით.
მუხლი 16. ქვეკონტრაქტორ(ებ)ი და მიმწოდებლის პერსონალი
1. დაუშვებელია ქვეკონტრაქტორ(ებ)ს შესასრულებლად გადაეცეს შესასრულებელი სამუშაოების ჯამური მოცულობის 40%-ზე მეტი;
2. ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ისგან და აღნიშნული სამუშაოების შესრულებაზე შემყიდველთან პასუხისმგებელია მიმწოდებელი.
3. მიმწოდებელი ვალდებულია წერილობით აცნობოს შემსყიდველს ხელშეკრულების ფარგლებში, ქვეკონტრაქტორ(ებ)თან ხელშეკრულებ(ებ)ის დადების თაობაზე და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა აღნიშნულზე. ამ მიზნით, შემსყიდველს წარედგინება
ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ღირებულების მითითებით და გასაფორმებელი ქვეკონტრაქტ(ებ)ის ასლი.
4. მიმწოდებელი ვალდებულია ქვეკონტრაქტორ(ებ)თან დადებული ხელშეკრულებ(ებ)ის ასლ(ებ)ი წარუდგინოს შემსყიდველს, აღნიშნული ხელშეკრულებ(ებ)ის გაფორმებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 17. შეტყობინება
1. ნებისმიერი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე, ხელშეკრულების შესაბამისად, უგზავნის მეორე მხარეს, უნდა გაიგზავნოს წერილის, დეპეშის, ოფიციალური ელექტრონული ფოსტის (შემსყიდველის შემთხვევაში - khonismeria@yahoo.com) ან ფაქსის სახით, ორიგინალის შემდგომი წარდგენით, ხელშეკრულებაში მითითებულ მეორე მხარის მისამართზე.
2. შეტყობინება ძალაში შედის ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს ან შეტყობინებაში ძალაში შესვლისათვის დადგენილ დღეს იმის მიხედვით, თუ ამ თარიღებიდან რომელი უფრო გვიან დგება.
მუხლი 18. სხვა პირობები
1. ხელშეკრულებაში შესატანი ნებისმიერი ცვლილება ან დამატება უნდა გაფორმდეს მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულების დანართის გაფორმების გზით. ამ პუნქტის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების დანართი მხარეთა ხელმოწერისთანავე წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
2. ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც მოჰყვება ხელშეკრულების ფასის გაზრდა ან შემსყიდველისათვის პირობების გაუარესება, დაუშვებელია, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რა დროსაც დაუშვებელია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა.
3. ხელშეკრულება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
4. მხარეთა შორის წარმოშობილი სადავო საკითხები წყდება ურთიერთშეთანხმების გზით. მხარეთა მიერ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება საქართველოს სასამართლოს მეშვეობით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, 2 (ორი) ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეულს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა და ინახება ხელმომწერ მხარეებთან (ერთი პირი - შემსყიდველთან და ერთი პირი - მიმწოდებელთან).
6. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
7. მიმწოდებლის სატენდერო წინადადება, ხარჯთაღრიცხვა, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი, ტექნიკური დავალება, საპროექტო დოკუმენტაციის განმარტებითი ბარათი, სპეციფიკაციები, ნახაზები, პროექტი თან ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 19. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან --- წლის ჩათვლით, გარდა ხელშეკრულებით განსაზღვრული იმ ვალდებულებებისა, რომელთა
არსებობაც არ არის დამოკიდებული ხელშეკრულების მოქმედების ვადაზე.