სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N02-02/89
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N02-02/89
ქ. ბათუმი ოქტომბერი, 2021 წელი
ერთის მხრივ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში
,,შემსყიდველი”) წარმოდგენილი მინისტრის xxxxxx xxxxxxxxxx სახით და მეორეს მხრივ, შპს
,,პროექტი“ (შემდგომში ,,მიმწოდებელი”) წარმოდგენილი მისი დირექტორის xxxxxx xxxxxxxxx სახით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე–3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ჟ“ ქვეპუნქტის და პრეტენდენტის (შპს ,,პროექტი“) სატენდერო წინადადების საფუძველზე, ელექტრონული ტენდერის (NAT210018027) ჩატარების შედეგად დებენ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები
1.1. „ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ (შემდგომში - „ხელშეკრულება“) შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით.
1.2. „ხელშეკრულების ღირებულება“ - საერთო თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის.
1.3. „დღე“, „კვირა“, „თვე“ - კალენდარული დღე, კვირა, თვე. თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
1.4. „შემსყიდველი“ – ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს შესყიდვას.
1.5. „მიმწოდებელი“ – პირი, რომელიც ახორციელებს მომსახურების მიწოდებას ხელშეკ- რულების ფარგლებში.
1.6. „მომსახურება“– ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების საგანი.
1.7. „ფასების ცხრილი“ – მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ტენდერის ფარგლებში წარმოდგენილი „ფასების ცხრილი“.
2. ხელშეკრულების საგანი
2.1. ხელშეკრულების საგანია - სამელიორაციო სისტემების სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვა (CPV – 71300000, 71320000).
2.2. გასაწევი მომსახურების ფასები, მიწოდების ვადები, ტექნიკური მახასიათებლები გან- საზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულებით, ტექნიკური დავალებით, ხელშეკრულების დანართი N 1 – ის და დანართი N2-ის მიხედვით.
3. ხელშეკრულების ღირებულება
3.1. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 42 500 (ორმოცდაორი ათას ხუთასი) ლარს, დღგ-ს ჩათვლით.
3.2. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება მოიცავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული
მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებულ მიმწოდებლის ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, რომელთა გადახდაზეც პასუხისმგებელია მიმწოდებელი.
3.3. დაფინანსების წყარო - სახელშეკრულებო ღირებულების 80% - 2021 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი, ხოლო 20% - 2022 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი.
4. მომსახურების გაწევის პირობები, ვადები, ფორმა და ადგილი
4.1. გასაწევი მომსახურება ითვალისწინებს სამელიორაციო სისტემების სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა (საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ასევე განსაზღვრული უნდა იქნას შესაბამისი საექსპერტო მომსახურებაზე გასათვალისწინებელი ხარჯები). სამელიორაციო სისტემების სარეკონსტრუქციო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება შეადგენს - 652 657 ლარს.
4.2. მომსახურების სახეობა:
ა) კვლევა-ძიება და კამერალური სამუშაოები; ბ) საპროექტო სამუშაოები;
გ) სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, ნახაზების შედგენა, შესასრულებელის სამუშაოების გეგმა-გრაფიკის შედგენა და ობიექტის სავარაუდო ღირებულების დადგენა, სამინისტროს საკუთრებაში არსებული პროექტების გადაანგარიშება / კორექტირება;
დ) ობიექტის საბოლოო პროექტის შედგენა 4 ეგზემპლარად და მისი ელექტრონული ვარიანტის წარმოდგენა;
ე) დეფექტური უწყისებით ხარჯთაღრიცხვების შედგენა; ვ) ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება;
ზ) მიმწოდებელმა სახელშეკრულებო პერიოდში სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყების წინ შემსყიდველის წარმომადგენლის, სარეკონსტრუციო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი პირისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად უნდა უზრუნველყოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად მონაკვეთებზე (ნატურაში) პიკეტების აღმნიშვნელი სამიჯნე ნიშნების გაადგილება, რაზედაც გაფორმდება შესაბამისი აქტი;
თ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე უფლებამოსილი ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარმოდგენა.
4.3. დამატებითი მომსახურების გაწევა:
ა) ხარჯთაღრიცხვების გადაანგარიშება; ბ) პროექტების კორექტირება;
გ) გაუთვალისწინებელი სამუშაოების მოცულობების შესაბამისი ხარჯთაღრიცხვების შედგენა.
4.4. დავალების შინაარსი:
4.4.1 შესასრულებელი სამუშაოების ხარისხის გაზრდისა და ღირებულების შემცირების მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) ყოველი კონკრეტული საპროექტო სამუშაოები შეასრულოს სამუშაოების კლასიფიკაციის ინსტრუქციის შესაბამისად (საუწყებო სამშენებლო ნორმები) და ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული პირობებით. რიგ შემთხვევებში დასაშვებია საბაზრო ფასების გამოყენების პრაქტიკაც;
ბ) საკვლევაძიებო და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულებისათვის მოახდინოს დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და პირებთან პროექტის საჭირო წინასწარი შეთანხმებები;
გ) პროექტებში გათვალისწინებული უნდა იქნას მშენებლობაში მიღწეული და დაგროვილი საერთაშორისო გამოცდილებები ახალი ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების გამოყენებით საქართველოს სპეციფიკური პირობებიდან გამომდინარე;
დ) პერიოდული შეკეთებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოების და დეფექტური უწყისებით ხარჯთაღრიცხვის შედგენისას პროექტების ღირებულება მიმწოდებელმა უნდა განსაზღვროს დასაბუთებული კალკულაციებით და ღირებულებებით;
ე) მიმწოდებელი პასუხისმგებელია ყველა საჭირო საოფისე ფართის, აღჭურვილობის, მოწყობილობის, ტრანსპორტის უზრუნველყოფაზე და ყველა საველე სამუშაოებისათვის საჭირო ტექნიკაზე.
ვ) მომსახურების გაწევის ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღე. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შესაძლებელია მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი იქნას კონკრეტული დასრულებული პროექტების მიხედვით (თანდართული
ექსპერტიზის დადებითი დასკვნით), ეტაპობრივად. მიმწოდებელმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 კალენდარული დღის განმავლობაში შემსყიდველს განხილვისათვის უნდა წარუდგინოს დასაპროექტებელი ობიექტების დეფექტური აქტები და არანაკლებ 5 ობიექტზე შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხო დოკუმენტაცია, ხოლო ანგარიშსწორება მოხდება ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარმოდგენის შემდეგ.
ზ) ხელშეკრულების მოქმედების ვადაში შემსყიდველის ან სარეკონსტრუქციო სამუშაოების მწარმოებლის მიერ პროექტში აღმოჩენილი ხარვეზის ან სხვა საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის წერილობით მოთხოვნიდან არა უგვიანეს 10 (ან შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში) კალენდარული დღისა წარმოადგინოს კორექტიებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
ი) მიმწოდებელი ვალდებულია მის მიერ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების პერიოდში სამუშაოების მწარმოებლის მიერ წარმოდგენილი გაუთვალისწინებელი სამუშაოების მოცულობების მიხედვით წარმოადგინოს შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა, შემსყიდველის მიმართვიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღეში.
4.5. პროექტი უნდა მოიცავდეს:
ა) თავფურცელს: ობიექტის დასახელებას, საკადასტრო კოდს, შესასრულებელი სამუშაოების საწყის და ბოლო პიკეტს;
ბ) განმარტებით ბარათს;
გ) დეფექტურ უწყისს პიკეტების მიხედვით;
დ) არხის წმენდის პიკეტური გამოთვლის უწყისს;
ე) ხელოვნური ნაგებობების და მილების ადგილმდებარეობის და რაოდენობების უწყისს;
ვ) სამუშაოთა მოცულობის კრებსით უწყისს, რომელიც უნდა მოიცავდეს ექსპერტიზის, პროექტის, ტექნიკური ზედამხედველის და სხვა დანახარჯებს.
ზ) სარეკონსტრუქციო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვას (რესურსული); თ) სარეკონსტრუქციო სამუშაოების კალენდარულ გეგმას;
ი) კონსტრუქციების სამუშაო ნახაზებს, არხის კვეთის ნახაზებს პიკეტაჟის ცვლილებების მიხედვით;
კ) სიტუაციური გეგმას ნიშნულების მიხედვით; ლ) არსებული მდგომარეობის ფოტოფიქსაციას.
4.6. საავტორო ზედამხედველობა:
საპროექტო ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს საავტორო ზედამხედველობა მის მიერ შედგენილი პროექტ(ებ)ის შესაბამისად არხის სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების პროცესში, ასევე საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით კონსულტაციის გაწევა, საჭიროების შემთვხევაში სარეკონსტრუქციო ობიექტზე მისვლა და საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება პროექტისა და შესრულებული სამუშაოების იდენტურობის დასადასტურებლად. აღნიშნული მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში (2022 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით).
4.7. დავალების შესრულების წესი:
ა) მიმწოდებელი ვალდებულია შეასრულოს მომსახურება ხელშეკრულებით და ტექნიკური დავალებებით განსაზღვრულ ვადებში;
ბ) შემსყიდველი და მიმწოდებელი ერთობლივად განიხილავენ ყოველ ცალკეულ ობიექტზე მომსახურების გაწევის მიმდინარეობის საკითხს და საჭიროების შემთხვევაში შეაქვთ მასში სათანადო ცვლილებები. ხელშეკრულების დამდებ არც ერთ მხარეს არ აქვს უფლება შეიტანოს ყოველ ცალკეულ ობიექტზე მომსახურების გაწევის ვადებში ცვლილებები მეორე მხარესთან შეთანხმების გარეშე;
4.8. კუთვნილება:
ა) ამ დავალებასთან დაკავშირებით მომზადებული ნებისმიერი შესწავლა, ანგარიში, გარაფიკული ან სხვა სახის მასალა ეკუთვნის შემსყიდველს და რჩება მის საკუთრებაში;
ბ) მიმწოდებელს არ აქვს ამ მასალის გამოყენების უფლება სხვა სამუშაოების შესასრულებლად შემსყიდველის წინასწარი თანხმობის გარეშე;
გ) მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს პროექტის სრული მოცულობის ელექტრონული ვერსია.
დ) ხელშეკრულების მოქმდების ვადის ამოწურვის (2022 წლის 15 დეკემბრის) შემდგომ გადაეცემა შემსყიდველს ყველა უფლება, მათ შორის, საავტორო უფლება, მიმწოდებლის მიერ შემუშავებულ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე;
5. მომსახურების მიღება-ჩაბარება
5.1. მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურება მიღებულად ჩაითვლება თითოეულ ობიექტზე დასრულებულ საპროექტო მომსახურებაზე სსიპ ,,xxxxx xxxxxxxxxxx სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა შესაბამისი უფლებამოსილი ან აკრედიტებული პირის/ორგანიზაციის მიერ (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ „xxxxx xxxxxxxxxxx სახელობის ექსპერტიზის ბიურო“, მიმწოდებელმა დამატებით უნდა წარმოადგინოს დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უფლებამოსილების/აკრედიტაციის სფერო უნდა ფარავდეს მოთხოვნილ მომსახურებას)) გაცემული დადებითი დასკვნისა და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების შემდეგ.
5.2. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შესაძლებელია მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი იქნას კონკრეტული დასრულებული პროექტების მიხედვით (თანდართული ექსპერტიზის დადებითი დასკვნით), ეტაპობრივად.
5.3.ყოველ ცალკეულ ობიექტზე განხორციელებული მომსახურების შემოწმების შედეგად გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
6. მომსახურების ხარისხი და გარანტია
6.1. მიმწოდებელის მიერ გაწეული მომსახურება სრულად უნდა შეესაბამებოდეს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილ და მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ გასაწევი მომსახურების ძირითად მახასიათებლებს.
6.2. გაწეული მომსახურების ხარისხზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი.
6.3. მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის წარდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ხარისხის დაცვის მიზნით, მიმწოდებლის მიერ თითოეულ ობიექტზე შედგენილი და შესაბამისი ექსპერტიზით დამოწმებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ღირებულების 80 % აუნაზღაურდება სამინისტროს 2021 წლის ფინანსური რესურსიდან, ხოლო დარჩენილი 20% მიმწოდებელს აუნაზღაურდება მოწოდებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით დასრულებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების ანგარიშსწორებიდან
15 კალენდარული დღის ვადაში, სამინისტროს 2022 წლის ფინანსური რესურსიდან. თუ მოწოდებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით ვერ განხორციელდა არხის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, მიმწოდებლისათვის ასანაზღაურებელი 20 %-ის ანაზღაურება განხორციელდება ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე (არაუგვიანეს 2022 წლის 15 დეკემბრამდე).
6.4. ხელშეკრულების მოქმედების ვადაში შემსყიდველის ან სარეკონსტრუქციო სამუშაოების მწარმოებლის მიერ პროექტში აღმოჩენილი ხარვეზის ან სხვა საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის წერილობით მოთხოვნიდან არა უგვიანეს 10 (ან შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში) კალენდარული დღისა წარმოადგინოს კორექტირებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. თუ მიმწოდებლის მიერ აღნიშნულ ვადაში არ იქნება წარმოდგენილი კორექტირებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს არ აუნაზღაუროს კონკრეტულ ობიექტზე გაწეული საპროექტო მომსახურების ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხა (20 %).
7. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
7.1. შემსყიდველს უფლება აქვს ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს კონტროლი.
7.2. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს შემსყიდველი
კონტროლის ჩატარებისათვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებებით და სხვა სამუშაო პირობებით.
7.3. ყველა გამოვლენილი ხარვეზის ან ნაკლის აღმოფხვრასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7.4. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტ- როლს შემსყიდველის მხრიდან განახორციელებს მინისტრის ბრძანებით შექმნილი კომისია.
8. ანგარიშსწორების პირობები:
8.1. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. გადარიცხვა მოხდება ხელშეკრულებაში მითითებულ მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე.
8.2. ანგარიშსწორება განხორციელდება ლარში.
8.3. ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ერთიანად, ისე ეტაპობრივად, თითოეულ ობიექტზე დასრულებულ საპროექტო მომსახურებაზე სსიპ ,,xxxxx xxxxxxxxxxx სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა შესაბამისი უფლებამოსილი ან აკრედიტებული პირის/ორგანიზაციის მიერ (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ „xxxxx xxxxxxxxxxx სახელობის ექსპერტიზის ბიურო“, მიმწოდებელმა დამატებით უნდა წარმოადგინოს დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უფლებამოსილების/აკრედიტაციის სფერო უნდა ფარავდეს მოთხოვნილ მომსახურებას)) გაცემული დადებითი დასკვნისა და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
8.4. შემსყიდველი უფლებამოსილია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმა ან/და პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაუკავოს (გამოუქვითოს) მიმწოდებელს ასანაზღაურებელი თანხიდან და გადარიცხოს ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.
9. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
9.1. თუ მიმწოდებელის მიერ დარღვეული იქნა მომსახურების გაწევის (60 კალენდარული დღის ვადაში სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, 40 კალენდარული დღის ვადაში დეფექტური აქტების და არანაკლებ 5 ობიექტზე შედგენილი საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, გაუთვალისწინებელ სამუშაოებზე შედგენილი ხარჯთაღრიცხვების, გადაანგარიშებული ხარჯთაღრიცხვების, კორექტირებული საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოწოდების) ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადები, მაშინ მას ეკისრება:
9.1.1. პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების ღირებულების 0,02 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
9.1.2. იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველი კონკრეტული მომსახურების გაწევის ვადა გადაცდება 15 კალენდარულ დღეს მიმწოდებელს თითოეულ შემთხვევაში ერთჯერადად ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 2 %-ის ოდენობით და განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის მიზანშეწონილობის საკითხი.
9.2. ხელშეკრულების 4.6. პუნქტით ნაკისრი ვალდებულებების შეურსულებლობის შემთხვევაში მიმწოდებელს თითოეულ დარღვევაზე დაეკისრება ჯარიმა სახელშეკრულებო ღირებულების 1 %-ის ოდენობით.
9.3. ხელშეკრულების 9.1. და 9.2. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოების გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
9.4. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების მიმწოდებლის მიერ შეუსრულებლობის გამო, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 5 (ხუთი)
%- ის ოდენობით.
9.5. მიმწოდებელი ვალდებულია დარიცხული პირგასამტეხლოს თანხა პირგასამტეხლოს
დარიცხვის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში ჩარიცხოს შეტყობინებაში მითითებულ ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე და წარუდგინოს შემსყიდველს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო დავალების დედანი ან ბანკის მიერ დამოწმებული ასლი).
9.6. ქვეკონტრაქტორის აყვანის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით და განიხილება მიმწოდებელთან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწვეტის საკითხი. წინამდებარე ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა გავრცელდება ხელშეკრულების მოქმდების პერიოდის განმავლობაში (2022 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით).
9.7. პირგასამტეხლოს დარიცხვის მიუხედავად შემსყიდველი უფლებამოსილია:
9.7.1. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით შეწყვიტოს ხელშეკრულება;
9.7.2. მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმოს მხოლოდ იმ ნაწილზე რომელიც შეესაბამება ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხოლო იმ ნაწილზე რომელიც არ შეესაბამება ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს დაარიცხოს პირგასამტეხლო ამ მუხლის შესაბამისად.
9.8. დღეების მიხედვით დარიცხვადი პირგასამტეხლოს დარიცხვა წყდება მხარის მიერ ვალდებულებების შესრულების ან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, იმის მიხედვით თუ ამ გარემოებებიდან რომელი უფრო ადრე დადგება.
9.9. ანგარიშსწორების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია დააკისროს შემსყიდველს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დროულად გადაუხდელი თანხის 0.02% ოდენობით. ასეთი უფლებით მიმწოდებელმა შეიძლება ისარგებლოს მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ და იგი არ წარმოადგენს მის ვალდებულებას.
10. ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა და ხელშეკრულების შეწყვეტა
10.1. ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების, დამატების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.
10.2. ხელშეკრულების პირობების, მათ შორის ფასის შეცვლა, დაუშვებელია თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველისთვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398- ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10.3. ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მეორე მხარე უფლებამოსილია ცალმხრივად მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
10.4. იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულების 9.1.1. ქვეპუნქტის საფუძველზე მიმწოდებლისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,5 %-ს, შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
10.5. ხელშეკრულება ასევე შეიძლება შეწყდეს მხარეთა ინიციატივით, ურთიერთ- შეთანხმების საფუძველზე.
11. ხელშეკრულების შეწყვეტა მისი პირობების შეუსრულებლობის გამო
11.1. შემსყიდველს შეუძლია ვალდებულებების მთლიანი ან ნაწილობრივი შეუსრულებ- ლობისათვის შეწყვიტოს ხელშეკრულება, მიმწოდებლისთვის ვალდებულებების შეუს- რულებლობის შესახებ წერილობითი შეტყობინების შემდეგ:
ა) თუ მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ან შემსყიდველის მიერ გაგრძელებულ ვადებში არ შეუძლია მიაწოდოს მთელი საქონელი ან მისი ნაწილი;
ბ) თუ მიმწოდებელს არ შეუძლია შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული, რომელიმე ვალდებულება.
11.2. ხელშეკრულება შეიძლება ვადამდე შეწყდეს ცალმხრივად, თუ მეორე მხარე არ/ან
არაჯეროვნად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, რის თაობაზეც ამ მეორე მხარეს წერილობით მიეცა გაფრთხილება და ამ დარღვევის გამოსასწორებლად მიეცა დამატებითი ვადა. ამასთან, დამატებითი ვადა შეიძლება არ მიეცეს, თუ აშკარაა, რომ მას შედეგი არ ექნება, ან ვალდებულების არ/ ან არაჯეროვნად შესრულების გამო, შეწყვეტის ინიციატორ მხარეს ხელშეკრულების საგნისადმი ინტერესი ეკარგება, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
11.3. შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტოს მიმწოდებლის მიერ 9.1.2. პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ (15 კალენდარული დღე), ამ შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება როგორც 9.1.2. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო (ჯარიმა), ასევე წინამდებარე ხელშეკრულების 9.4. პუნქტით გათვალის- წინებული პირგასამტეხლო.
11.4. ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან.
11.5. შემსყიდველს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტისშესახებ აგრეთვე:
ა) თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამოიგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
ბ) თუ მისთვის ცნობილი გახდა, რომ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდა;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
12. დაუძლეველი ძალა
12.1. ხელშეკრულების დამდები რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას, თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხება ან მისი ვალდებულებების შეუსრულებლობა არის დაუძლეველი ძალის გარემოების შედეგი.
12.2. ამ მუხლის მიზნებისათვის „დაუძლეველი ძალა” ნიშნავს მხარეებისათვის გადაულა- ხავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავში- რებული შემსყიდველისა ან/და მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნეს ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებით და სხვა.
12.3. დაუძლეველი ძალის დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხა- რისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შე- საძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეს- რულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელი იქნებიან დაუძლეველი ძალის ზეგავლენისაგან.
13. გადასახადები და დაბეგვრა
მიმწოდებელი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების, მოსაკრებლების და სხვა გადასახდელების გადახდაზე, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
14. უფლებების გადაცემა
მიმწოდებელმა არც მთლიანად და არც ნაწილობრივ არ უნდა გადასცეს მოცემული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მესამე მხარეს.
15. დავები და მათი გადაწყვეტის წესი
ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წამოჭრილი ყველა დავა გადაიჭრება ურთიერთშეთანხმების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავის გადასაწყვე- ტად მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ სასამართლოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
16. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით/კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმების დღიდან და მოქმედებს 2022 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.
17. სხვა პირობები
17.1 ხელშეკრულებაზე შესრულებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დასმულია კვალიფიციური ელექტრონული შტამპი, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
17.2 შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ადასტურებს, რომ მისი მონაწილეობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესყიდვის პროცედურაში არ იწვევს ინტერესთა კონფლიქტს.
17.3. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით განსაზღვრულ რეკვიზიტებში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ აცნობოს შემსყიდველს.
18. მხარეთა იურიდიული მისამართები და რეკვიზიტები
„შემსყიდველი” | „მიმწოდებელი” |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქ. ბათუმი, მ. კომახიძის ქ. N 119 საიდენტიფიკაციო კოდი: 245428265 საკონტაქტო ელ.ფოსტა: გიორგი სურმანიძე მინისტრი | შპს ,,პროექტი“ ს/კ 400017815 მის: ქ. თბილისი, ნაძალადევის რაიონი, სადმელის ქ., N 46 ტელ: +995 593 388 594 სს ,,თიბისი ბანკი“ ბ/კ TBCBGE22 ა/ა GE02 TB77 4293 6050 100001 გელადი ნადირაძე დირექტორი |
Ministry of Agriculture of Adjara Autonomous Republic
Подписано цифровой подписью: Ministry of Agriculture of Adjara Autonomous Republic Дата: 2021.10.05
16:08:10 +04'00'
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1. გასაწევი მომსახურება- ტექნიკური დავალება:
სამელიორაციო სისტემების სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვა (საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ასევე განსაზღვრული უნდა იქნას შესაბამისი საექსპერტო მომსახურებაზე გასათვალისწინებელი ხარჯები). სამელიორაციო სისტემების სარეკონსტრუქციო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება შეადგენს - 652 657 ლარს.
დაფინანსების წყარო - გასაწევი მომსახურების 80% დაფინანსება განხორციელდება 2021 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან, ხოლო 20% დაფინანსდება 2022 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან.
2. მომსახურების სახეობა:
ა) კვლევა-ძიება და კამერალური სამუშაოები; ბ) საპროექტო სამუშაოები;
გ) სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, ნახაზების შედგენა, შესასრულებელის სამუშაოების გეგმა-გრაფიკის შედგენა და ობიექტის სავარაუდო ღირებულების დადგენა, სამინისტროს საკუთრებაში არსებული პროექტების გადაანგარიშება / კორექტირება;
დ) ობიექტის საბოლოო პროექტის შედგენა 4 ეგზემპლარად და მისი ელექტრონული ვარიანტის წარმოდგენა;
ე) დეფექტური უწყისებით ხარჯთაღრიცხვების შედგენა; ვ) ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება;
ზ) მიმწოდებელმა სახელშეკრულებო პერიოდში სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყების წინ შემსყიდველის წარმომადგენლის, სარეკონსტრუციო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი პირისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთობლივად უნდა უზრუნველყოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად მონაკვეთებზე (ნატურაში) პიკეტების აღმნიშვნელი სამიჯნე ნიშნების გაადგილება, რაზედაც გაფორმდება შესაბამისი აქტი;
თ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე უფლებამოსილი ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარმოდგენა.
3. დამატებითი მომსახურების გაწევა:
ა) ხარჯთაღრიცხვების გადაანგარიშება; ბ) პროექტების კორექტირება;
გ) გაუთვალისწინებელი სამუშაოების მოცულობების შესაბამისი ხარჯთაღრიცხვების შედგენა.
4. დავალების შინაარსი:
4.1 შესასრულებელი სამუშაოების ხარისხის გაზრდისა და ღირებულების შემცირების მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) ყოველი კონკრეტული საპროექტო სამუშაოები შეასრულოს სამუშაოების კლასიფიკაციის ინსტრუქციის შესაბამისად (საუწყებო სამშენებლო ნორმები) და ტექნიკური დავალებით დათვალისწინებული პირობებით. რიგ შემთხვევებში დასაშვებია საბაზრო ფასების გამოყენების პრაქტიკაც;
ბ) საკვლევაძიებო და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულებისათვის მოახდინოს დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და პირებთან პროექტის საჭირო წინასწარი შეთანხმებები;
გ) პროექტებში გათვალისწინებული უნდა იქნას მშენებლობაში მიღწეული და დაგროვილი საერთაშორისო გამოცდილებები ახალი ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების გამოყენებით საქართველოს სპეციფიკური პირობებიდან გამომდინარე;
დ) პერიოდული შეკეთებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოების და დეფექტური უწყისებით ხარჯთაღრიცხვის შედგენისას პროექტების ღირებულება მიმწოდებელმა უნდა განსაზღვროს დასაბუთებული კალკულაციებით და ღირებულებებით;
ე) მიმწოდებელი პასუხისმგებელია ყველა საჭირო საოფისე ფართის, აღჭურვილობის, მოწყობილობის, ტრანსპორტის უზრუნველყოფაზე და ყველა საველე სამუშაოებისათვის საჭირო ტექნიკაზე.
ვ) მომსახურების გაწევის ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღე. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შესაძლებელია მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი იქნას კონკრეტული დასრულებული პროექტების მიხედვით (თანდართული ექსპერტიზის დადებითი დასკვნით), ეტაპობრივად. მიმწოდებელმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 კალენდარული დღის განმავლობაში შემსყიდველს განხილვისათვის უნდა წარუდგინოს დასაპროექტებელი ობიექტების დეფექტური აქტები და არანაკლებ 5 ობიექტზე შედგენილი საპროექტო- სახარჯთაღრიცხო დოკუმენტაცია, ხოლო აგარიშსწორება მოხდება ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარმოდგენის შემდეგ.
ზ) მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის წარდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ხარისხის დაცვის მიზნით, მიმწოდებლის მიერ თითოეულ ობიექტზე შედგენილი და შესაბამისი ექსპერტიზით დამოწმებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ღირებულების 80 % აუნაზღაურდება სამინისტროს 2021 წლის ფინანსური რესურსიდან, ხოლო დარჩენილი 20%, მიმწოდებელს აუნაზღაურდება მოწოდებული საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით დასრულებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების ანგარიშსწორებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში სამინისტროს 2022 წლის ფინანსური რესურსიდან. თუ მოწოდებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით ვერ განხორციელდა არხის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმწოდებლისათვის ასანაზღაურებელი 20
% ანაზღაურება განხორციელდება ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე
(არაუგვიანეს 2022 წლის 15 დეკემბრამდე).
თ) ხელშეკრულების მოქმედების ვადაში შემსყიდველის ან სარეკონსტრუქციო სამუშაოების მწარმოებლის მიერ პროექტში აღმოჩენილი ხარვეზის ან სხვა საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის წერილობით მოთხოვნიდან არა უგვიანეს 10 (ან შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში) კალენდარული დღისა წარმოადგინოს კორექტიებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. თუ მიმწოდებლის მიერ აღნიშნულ ვადაში არ იქნება წარმოდგენილი კორექტირებული საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს არ აუნაზღაუროს კონკრეტულ ობიექტზე გაწეული საპროექტო მომსახურების ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხა (20 %).
ი) სახელშეკრულებო ვადა განისაზღვრება 2022 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.
კ) მიმწოდებელი ვალდებულია მის მიერ წარმოდგენილი საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების პერიოდში სამუშაოების მწარმოებლის მიერ წარმოდგენილი გაუთვალისწინებელი სამუშაოების მოცულობების მიხედვით წარმოადგინოს შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა შემსყიდველის მიმართვიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღეში.
5. პროექტი უნდა მოიცავდეს:
ა) თავფურცელს: ობიექტის დასახელებას, საკადასტრო კოდს, შესასრულებელი სამუშაოების საწყის და ბოლო პიკეტს;
ბ) განმარტებით ბარათს;
გ) დეფექტურ უწყისს პიკეტების მიხედვით;
დ) არხის წმენდის პიკეტური გამოთვლის უწყისს;
ე) ხელოვნური ნაგებობების და მილების ადგილმდებარეობის და რაოდენობების უწყისს;
ვ) სამუშაოთა მოცულობის კრებსით უწყისს, რომელიც უნდა მოიცავდეს ექსპერტიზის, პროექტის, ტექნიკური ზედამხედველის და სხვა დანახარჯებს.
ზ) სარეკონსტრუქციო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვას (რესურსული);
თ) სარეკონსტრუქციო სამუშაოების კალენდარულ გეგმას;
ი) კონსტრუქციების სამუშაო ნახაზებს, არხის კვეთის ნახაზებს პიკეტაჟის ცვლილებების მიხედვით;
კ) სიტუაციური გეგმას ნიშნულების მიხედვით; ლ) არსებული მდგომარეობის ფოტოფიქსაციას.
6. საავტორო ზედამხედველობა:
საპროექტო ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს საავტორო ზედამხედველობა მის მიერ შედგენილი პროექტ(ებ)ის შესაბამისად არხის სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების
პროცესში, ასევე საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით კონსულტაციის გაწევა, საჭიროების შემთვხევაში სარეკონსტრუქციო ობიექტზე მისვლა და საპროექტო დოკუმენტაციიის კორექტირება პროექტისა და შესრულებული სამუშაოების იდენტურობის დასადასტურებლად. აღნიშნული მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში (2022 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით).
7. დავალების შესრულების წესი:
ა) მიმწოდებელი ვალდებულია შეასრულოს მომსახურება ხელშეკრულებით და ტექნიკური დავალებებით განსაზღვრულ ვადებში;
ბ) შემსყიდველი და მიმწოდებელი ერთობლივად განიხილავენ ყოველ ცალკეულ ობიექტზე მომსახურების გაწევის მიმდინარეობის საკითხს და საჭიროების შემთხვევაში შეაქვთ მასში სათანადო ცვლილებები. ხელშეკრულების დამდებ არც ერთ მხარეს არ აქვს უფლება შეიტანოს ყოველ ცალკეულ ობიექტზე მომსახურების გაწევის ვადებში ცვლილებები მეორე მხარესთან შეთანხმების გარეშე;
8. კუთვნილება:
ა) ამ დავალებასთან დაკავშირებით მომზადებული ნებისმიერი შესწავლა, ანგარიში, გარაფიკული ან სხვა სახის მასალა ეკუთვნის შემსყიდველს და რჩება მის საკუთრებაში;
ბ) მიმწოდებელს არ აქვს ამ მასალის გამოყენების უფლება სხვა სამუშაოების შესასრულებლად შემსყიდველის წინასწარი თანხმობის გარეშე;
გ) მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს პროექტის სრული მოცულობის ელექტრონული ვერსია.
დ) ხელშეკრულების მოქმდების ვადის ამოწურვის (2022 წლის 15 დეკემბრის) შემდგომ გადაეცემა შემსყიდველს ყველა უფლება, მათ შორის, საავტორო უფლება, მიმწოდებლის მიერ შემუშავებულ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე;
პრეტენდენტის ხელმოწერა -----------------------------------
დანართი N1
ობიექტების ჩამონათვალი
№ | სამელიორაციო არხის დასახელება | საკადასტრო კოდი | სიგრძე | დასაპროექტებელი მონაკვეთის სიგრძე | რეკონსტრუქციის სავარაუდო ღირებულება (ლარი) |
(კმ) | |||||
1 | სოფ.ერგეს დამშრობი არხი k-1 ,k1-1 | 22.00.422 | 0,63 | კმ 00-კმ 0,63 | 3 882 |
22.00.413 | 1,38 | კმ 00-კმ 1,38 | 33 003 | ||
სულ | 2,01 | 36 885 | |||
2 | სოფელ მერისის (დვალიძეების | 21.00.139 | 1,795 | კმ 00-კმ 1,795 | 35776 |
უბანი) არხი | |||||
3 | სოფელი მერისის (მერიახევის) | 21.00.109 | 1,234 | კმ 00-კმ 1,234 | 20218 |
სარწყავი არხი | |||||
4 | სოფელ ცანაურის სარწყავი არხი | 21.00.003 | 2,593 | კმ 00-კმ 2,593 | 27322 |
5 | დანდალოს (ტაკიძეების) სარწყავი | 21.00.136 | 2,844 | კმ 00-კმ 2,844 | 56010 |
არხი | |||||
6 | სოფელი გობრონეთის (ფორაული)სარწყავი არხი | 21.00.071 | 0,784 | კმ 00-კმ 0,784 | 20387 |
7 | სოფელ პირველ მაისის(საღორეთის | 21.00.546 | 1,64 | კმ 00-კმ 1,64 | 10936 |
უბანი) სარწყავი არხი | |||||
სულ | 10,89 | 170649 | |||
8 | სოფელ კვიახიძეები- ლომანაურის | 24.00.004 | 9,116 | კმ 00-კმ 9,116 | 30350 |
სარწყავი არხი | |||||
9 | სოფელ ცინარეთის სარწყავი არხი | 24.00.003 | 21,946 | კმ 00-კმ 21,946 | 70350 |
10 | სოფელ სამოლეთის (კვირიაული) | 24.00.051 | 1,187 | კმ 00-კმ 1,187 | 13350 |
სარწყავი არხი | |||||
11 | სოფელ მაწყვალთის სარწყავი არხი | 24.00.010 | 5,597 | კმ 00-კმ 5,597 | 17040 |
სულ | 37,846 | 131090 | |||
12 | სოფელ ბეღლეთის სარწყავი არხი | 23.00.089 | 18,063 | კმ 00-კმ 18,063 | 110200 |
13 | სოფელ კორტოხის სარწყავი არხი | 23.00.090 | 19,120 | კმ 00-კმ 19,12 | 95455 |
14 | სოფელ ბეგოშვილების | 23.00.088 | 2,806 | 6 კმ 00-კმ 2,806 | 64100 |
(დიაკონიძეები) სარწყავი არხი |
15 | სოფელ დიაკონიძეების სარწყავი | 23.00.084 | 3,465 | კმ 00-კმ 3,465 | 44278 |
არხი | |||||
სულ | 43,454 | 314033 | |||
სულ ჯამში | 94,20 | 652 657 |
ასევე აუცილებელია სამინისტროს საკუთრებაში არსებული ოქრუაშვილების სარწყავი არხის (ს.კ. 23.00.087) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაოების
ღირებულების გადაანგარიშება (მიმდინარე სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 112 876.00 ლარს).
დანართი N2 | ||||
ფასების ცხრილი | ||||
№ | მომსახურების დასახელება | სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება | ერთულის ფასი (ლარი) | სამშენებლო სამუშაოების ღირებულების პროცენტი |
1 | სამელიორაციო სისტემების მშენებლობა- რეკნოსტრუქციის სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა | 652,657.00 | 42,500.00 | 6.51% |
შენიშვნა:
ცხრილში ყვითელი ფერით მონიშნულია პრეტენდენტის მიერ შესავსები ველი, დანარჩენი ველები ივსება
ავტომატურად.
ყველა დანართი წარმოდგენილი უნდა იყოს PDF ფორმატში და დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთულ ტექნიკურ დოკუმენტაციაში, სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.