ქონების დაზღვევის პირობები PRO/001/16
ქონების დაზღვევის პირობები PRO/001/16
პროდუქტი - კომფორტი
ტერმინთა განმარტებები
მზღვეველი / ჩვენ - სს სადაზღვევო კომპანია კოპენბური
დამზღვევი - ფიზიკური პირი, რომელიც მითითებულია სადზღვევო პოლისში როგორც დამზღვევი, აფორმებს ქონების დაზღვევის ხელშეკრულებას მზღვეველთან და პასუხისმგებელია სადაზღვევო პრემიის გადახდაზე;
მოსარგებლე - პირი, რომელსაც გააჩნია სადაზღვევო ინტერესი დაზღვეული ქონების მიმართ და უფლებამოსილია სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება სადაზღვევო ხელშეკრულებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
სადაზღვევო თანხა/ ანაზღაურების ლიმიტი - თანხის მაქსიმალური ოდენობა, რომლის ფარგლებშიც მზღვეველი ვალდებულია სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში დამდგარი სადაზღვევო შემთხვევისას, გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება მოსარგებლებზე.
სადაზღვევო პერიოდი - პოლისში მითითებიული დროის შუალედი, რომლის განმავლობაში მოქმედებს სადაზღვევო დაფარვა.
დაზღვევის ობიექტი / დაზღვეული ქონება - ქონება, რომლის მიმართაც ხორციელდება დაზღვევა: წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის დაზღვევის ობიექტი შეიძლება იყოს: შიდა მოპირკეთება (რემონტი) და შიგთავსი (ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა);
იმ შემთხვევაში თუ შიგთავსის რომელიმე ერთეული ობიექტის ღირებულება აღემატება წინამდებარე ხელშეკრულების დანართ #1-ში მითითებულ ოდენობებს, აღნიშნული ობიექტების ჩამონათვალი მითითებული უნდა იყოს სადაზღვევო პოლისში, ან მის დანართში და ხელმოწერილი იყოს სადაზღვევო კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლისა და დამზღვევის მიერ. აღნიშნული შიგთავსის ჩამონათვალი აუცილებლად უნდა შეიცავდეს ინფორმაციას თითოეული დასაზღვევი ერთეულის მოდელის/ მარკის, გამოშვების თარიღისა და ღირებულების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანია უფლებამოსილია უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურების გაცემზე;
სადაზღვევო შემთხვევა - პოლისში მითითებული დაზღვეული რისკის ხდომილების შედეგად დამდგარი მოვლენა, რომლის შედეგად დამზღვევს წარმოეშვება სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
დაზღვეული რისკი - პოლისში მითითებული გაუთვალისწინებელი მოვლენა, რომლის ხდომილებამ შეიძლება გამოიწვიოს დაზღვეული ქონების დაზიანება ან განადგურება,
დაზღვევის ტერიტორია- სადაზღვევო პოლისში მითითებული მისამართი, სადაც განთავსებულია დაზღვეული ქონება და რომლის ფარგლებშიც მოქმედებს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული დაფარვა.
ფრანშიზა - პოლისში მითითებული თანხა, რომლის ფარგლებშიც მზღვეველი თავისუფალია სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულებისგან და რომელიც აკლდება ასანაზღაურებელ თანხას თითოეულ და ყოველ შემთხვევაზე. ფრანშიზა შეიძლება განისაზღვროს როგორც ყოველი, ასევე თითოეული სადაზღვევო შემთხვევისათვის.
სადაზღვევო პრემია -დაზღვევის საფასური, რომელიც დამზღვევმა უნდა გადაუხადოს მზღვეველს სადაზღვევო პოლისით განსაზღვრული წესითა და ოდენობით.
შიგთავსი (ავეჯი და საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთები) - ტელე-ვიდეო-აუდიო აპარატურა, სარეცხი მანქანები, მაცივრები, მტვერსასრუტები, გათბობა-გაგრილების საშუალებები და მოწყობილობები, გაზის და ელექტრო- ღუმელები, სპორტული მოწყობილობები, გენერატორები, კომპიუტერული ტექნიკა; თმის გამაშრობლები,
სამზარეულოს მოწყობილობები - მიქსერები, კომბაინები, მადუღარები; თითოეული ობიექტისთვის მაქსიმალური სადაზღვევო თანხა განსაზღვრულია წინამდებარე პირობების დანართ #1 ში.
შიდა მოპირკეთება - კედლების შპალერი და/ან სხვა ტიპის საფარი, დაკიდული ჭერი, იატაკი, ფანჯრები, კარები და/ან მათი საკეტები და მინები;
სრული ზარალი - დაზღვეული ქონება ჩაითვალება სრულად განადგურებულად, თუ დანახარჯი მისი შეკეთების და აღდგენისთვის აღემატება მისი რეალური ღირებულების 75%-ს.
მესამე პირი - პიზ. პირი რომელიც არ წარმოადგენს, დამზღვევს, მოსარგებლეს, მათ ოჯახის წევრს ან დაზღვეულ ქონებაში მცხოვრებ პირს.
სადაზღვევო ხელშეკრულება
1.1. წინამდებარე პირობები წარმოადგენს სადაზღვევო ხელშეკრულების ნაწილს, რომლის საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევის კანონიერ საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული ქონების დაზღვევა.
1.2. მზღვეველი დამზღვევის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გასცემს კონკრეტულ დაზღვევის პოლისის, რომელიც წინამდებარე პირობებთან ერთად წარმოადგენს ერთიან დაზღვევის ხელშეკრულებას.
1.3. მზღვეველი ვალდებულია პოლისით განსაზღვრული სადაზღვევო პრემიის სანაცვლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რისკების შედეგად სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას აუნაზღაუროს დამზღვევს, ან მის მიერ დასახელებულ მოსარგებლეს, ზარალი, რომელიც მიადგა დაზღვეულ ქონებას (გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება), პოლისით განსაზღვრული სადაზღვევო თანხის ფარგლებში.
1.4. დამზღვევი ვალდებულია მიაწოდოს მზღვეველს სრული და უტყუარი ინფორმაცია დასაზღვევი ობიექტის შესახებ, ასევე ნებისმიერი სხვა, მზღვეველის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს რისკის ხარისხის შეფასებისა და შესაძლო ზარალის მოცულობის განსაზღვრისთვის.
1.5. დაზღვევის ხელშეკრულება ძალაში შედის პოლისში მითითებული სადაზღვევო პრემიის პირველი შენატანის გადახდისას, მაგრამ არაუადრეს სადაზღვევო პერიოდის დასაწყისი თარიღის (დღის) 24 საათისა და მოქმედებს პოლისში მითითებული ვადის ბოლო თარიღის (დღის) 24 საათამდე.
1.6. სადაზღვევო დაფარვა მოქმედებს მხოლოდ იმ ტერიტორიულ ფარგლებში, რომელიც მითითებულია შესაბამის სადაზღვევო პოლისში (დაზღვევის ტერიტორია). დაზღვეული ქონების სხვა ტერიტორიაზე გადაადგილების დროს სადაზღვევო დაფარვა არ იმოქმედებს.
1.7 სადაზღვევო ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება აისახება შესაბამის დანართში. ამასთან, დამზღვევი თანხმობას აცხადებს და შესაბამისად მზღვეველი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ ცალმხრივად, შეცვალოს დაზღვევის პირობები, კერძოდ: გააუმჯობესოს სადაზღვევო პირობები და გაუმჯობესებული პირობების შესაბამისად გაზარდოს სადაზღვევო პრემია. დამზღვევს ამ ცვლილებების თაობაზე ეცნობება მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით, პოლისის განახლებამდე 1 (ერთი)თვით ადრე, იმ შემთხვევაში თუ დამზღვევი არ მოინდომებს პოლისის განახლებას გაზრდილი სადაზღვევო პრემით, ამ შემთხვევაში ის ვალდებულია აცნობის მზღვეველს წერილობითი სახით, მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღების თარიღიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
1.8 სადაზღვევო შემთხვევებად ითვლება მხოლოდ ის მოვლენები, რომელიც დადგა პოლისში მითითებული სადაზღვევო პერიოდის დაწყებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის გასვლის შემდეგ და არაუგვიანეს პოლისში მითითებული სადაზღვევო პერიოდის დასრულების თარიღისა.
1.9 იმ შემთხვევაში თუ დამზღვევს სურს წინამდებარე პრობების დანართ #1-ში გათვალისწინებული ჩამონათვალისაგან განსხვავებული დამატებითი ქონების დაზღვევა, ან დანართში მითითებული ლიმიტი ნაკლებია დასაზღვევი ობიექტის რეალურ ღირებულებაზე, ის ვალდებულია მზღვეველს წინასწარ მიაწოდოს ასეთი ნივთების ჩამონათვალი შესაბამისი ღირებულებებით წინააღმდეგ შემთხვევაში მზღვეველი იტოვებს უფლებას უარი თქვას ანაზღაურებაზე ან გასცეს ანაზღაურება დანართ #1-ში მითითებული ლიმიტის ფარგლებში.
1. დაზღვეული რისკები
დამზღვევის (მოსარგებლის) ქონება დაზღვეულია ქვემოთ ჩამოთვლილი რისკებისაგან:
1.1 მეზობელი ფართიდან შემოსული წყლით დაზღვეული ქონების დაზიანება ან განადგურება
- წინამდებარე დაფარვიდან გამონაკლისია დაზღვევის ძალაში შესვლამდე მიყენებული ზიანი;
1.2 კანალიზაციის ან წყალგაყვანილობის, ელ. გაყვანილობის და/ან გათბობის სისტემების მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლა
- წინამდებარე დაფარვიდან გამონაკლისია ელ. გაყვანილობის, გათბობის, გზაგაყვანილობის, კანალიზაციის მოხმარების ჩვეულებრივი ნორმების დაუცველობით მიყენებული ზიანი, ცვეთადი ნაწილების შეცვლის ხარჯები, ისეთი როგორიც არის: ფილტრები, საფენები, რეზინები, , რეზინის მილები, ნათურები დამცველები, კაბელები და ელ.სადენები, რომელებიც არ წარმოადგენენ შიდა მოპირკეთების ელემენტებს თუ ეს არ არის გამოწვეული სადაზღვევო შემთხვევით; ასევე ანაზღაურებას არ ექვემდებარება დაზღვეული ქონების მწყობრიდან გამოსვლით ( მათ შორის ელექტროენერგიის ცვალებადობით ) მიყენებული ზიანი
1.3 ხანძარი, აფეთქება, კვამლით დაზიანება
- წინამდებარე დაფარვიდან გამონაკლისია დაზღვეული ქონების ცეცხლით, სითბოთი ან სხვა თერმული დამუშავების შედეგად მიყენებული ზიანი, ასევე გამონაკლისია კვამლის ხანგრძლივი ზემოქმედებით გამოწვეული ზიანი
1.4 სტიქიური მოვლენები, კერძოდ: წვიმა ( ნალექის მოცულობა აღემატება 10სმ/25სთ) სეტყვა, წყალდიდობა, მიწისძვრა, ძლიერი ქარი ( ჰაერის მასების მოძრაობა 25მ/წმ ზე მეტი სიჩქარით);
- წინამდებარე დაფარვიდან გამონაკლისია ზარალი დაზღვეულ ნაგებობაში წვიმის, თოვლის ან სეტყვის შეღწევა ღია ფანჯრებიდან, კარებიდან, ხვრელიდან (რომლებიც გაკეთებულია წინასწარ განზრახულად ან წარმოქმნილია სიძველიდან გამომდინარე ან სამშენებლო დეფექტით)
- წინამდებარე დაფარვიდან გამონაკლისია აივნის დაზიანება წვიმით, სეტყვით ან წყალდიდობით.
- მეხის დაცემით გამოწვეული ელ. მოწყობილობის ან დანადგარის დაზიანება, როდესაც ადგილი არ ქონია ხანძარს.
1.5 ქურდობა შეღწევით, ძარცვა, ყაჩაღობა ( დადასტურებული შსს-ს მიერ)
- წინამდებარე დაფარვიდან გამონაკლისია ისეთი ზიანი, რომელიც დადგა დაზღვეული შენობის 30
კალენდარულ დღეზე მეტი დროით უმეთვალყურეოდ მიტოვების დროს;
- წინამდებარე დაფარვიდან გამონაკლისია ქონების დაკარგვა დაუდგენელ ვითარებაში.
1.6 მესამე პირის მიერ ჩადენილი ვანდალიზმი;
2. საერთო გამონაკლისები
წინამდებარე დაზღვევით არ ანაზღაურდება დაზღვეული ქონებისთვის მიყენებული ზიანი, რომელიც წარმოქმნილია ან უკავშირდება შემდეგ მოვლენებს:
2.1 ომი, შემოჭრა, საომარი მოქმედება, სამოქალაქო ომი, რევოლუცია, აჯანყება, სამოქალაქო მღელვარება, გაფიცვა, ლოქაუტის, სამხედრო ან უზურპირებული ძალის, რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის სახელით მოქმედი პირის მოქმედება; ნებისმიერი ტერორისტული აქტი;
2.2 კონფისკაცია, რეკვიზიცია, დაპატიმრება ან სახელმწიფო ორგანოების ბრძანებით დაზღვეული ქონების განადგურება;
2.3 დაზღვეული ქონების დაზიანება, რომელიც გამოწვეული იქნება ბუნებრივი პროცესების შედეგად; კერძოდ: საყოფაცხოვრებო ტექნიკის ამორტიზაცია, ცვეთა, მიმდინარე რემონტის ხარჯები, კოროზია, ეროზია, ჟანგვა, ნალექების დაგროვება, დანესტიანება;
2.4 მშენებლობების, ნაგებობების ან მათი ნაწილის, ასევე მათში არსებული ქონების ან მათი ნაწილის ნგრევა ან დაზიანება, თუ ეს არ იქნება გამოწვეული სადაზღვევო რისკით;
2.5 ზარალი, რომელიც გამოიწვიეს შინაურმა ცხოველებმა/ფრინველებმა, ქვეწარმავლებმა, მწერებმა, მღრღნელებმა ან სხვა მავნებლებმა ან დადგა შემდგომში, მათი ზემოქმედების შედეგად.
2.6 ზარალი გამოწვეული დამზღვევის, მისი წარმომადგენლის, ოჯახის წევრის ან მასთან ერთად მცხოვრები პირის პროფესიული საქმიანობით;
2.7 ზარალი ან დაზიანება გამოწვეული: ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ალკოჰოლური ნივთიერებათა ზემოქმედების ქვეშ მყოფი დამზღვევის, მისი წარმომადგენლის, ოჯახის წევრის ან მასთან ერთად მცხოვრები პირის ქმედებით;
2.8 ზარალი ან დაზიანება, გამოწვეული დამზღვევის (მოსარგებლის), დამზღვევის ოჯახის წევრების, ასევე პირების, რომლებიც ცხოვრობენ დაზღვეულ ნაგებობაში განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით დაზღვეული ქონების მიმართ, რაც გამოიხატება შემდეგში: მათ მიერ დაზღვეული ქონების გამოყენება სხვა მიზნით (ვიდრე მითითებულია სადაზღვევო პოლისში) და/ან დადგენილი კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის და სახანძრო უსაფრთხოების, სამუშაოების უსაფრთხო ჩატარების, სამშენებლო ნორმების, წესების და ინსტრუქციების დარღვევა ექსპლუატაციის რეგლამენტირების, ელექტრო/გაზის ხელსაწყოების, გასათბობი მოწყობილობების შენახვის პირობების დარღვევა, ასევე დაზღვეული ქონების გამოყენება სხვა მიზნით და ა.შ.
2.9 საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებლის დეფექტები ან მომწოდებლის მიერ გაცემული გარანტიით დაფარული ხარჯები;
2.10ინფორმაციის (მაგ: კომპიუტერის მყარ დისკზე არსებული ინფორმაცია და სხვ) აღდგენის ხარჯები;
2.11ზარალი ან ზიანი, რომელიც დადგა სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული სადაზღვევო პერიოდის დაწყებამდე; ან გამოწვეულია მოვლენით, რომელიც მოხდა სადაზღვევო პერიოდის დაწყებამდე.
2.12ზარალი ან დაზიანება, რომელიც გამოწვეული იქნება დაზღვეულ ქონებაში სარემონტო სამუშაოების ან სხვა სახის შეკეთებითი სამუშაოების შედეგად;
2.13მშენებლობის, ნაგებობის ან მათი ნაწილის, ასევე მათში არსებული ქონების ნგრევა ან დაზიანება, თუ ეს გამოწვეულია მშენებლობის საინჟინრო ან სხვაგვარი დეფექტით და გამოვლინდა სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას;
2.14ფანჯრის მინების, სარკეების, ვიტრინების და სხვა შუშის ნაწილების მსხვრევა, გარდა იმ შემთხვევებისა თუ ასეთი დაზიანება/მსხვრევა არ არის გამოწვეული დაზღვეული რისკით;
2.15ნებისმიერი სახის ზარალი ან დაზიანება გამოწვეული იმ რისკების შედეგად, რომელიც არ არის მითითითებული დაზღვეული რისკების ჩამონათვალში;
2.16დაზღვეული ქონების ნებისმიერი სახის მექანიკური დაზიანება და მწყობრიდან გამოსვლა.
2.17არაპირდაპირი ზიანი, გამოწვეული დაზღვეული რისკების შედეგად.
2.18დამზღვევის მხრიდან წინამდებარე პირობებითა და პოლისი–ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით.
2.19სადაზღვევო შემთხვევის პროვოცირება, ინსცენირება ან გაყალბებული დოკუმენტების წარმოდგენა.
2.20სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც დადგა დაზღვეული ქონების 30 კალენდარულ დღეზე მეტი ხნით მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის დროს.
2.21ისეთი ქონებისათვის, რომელიც განთავსებულია შენობაში, რომლის აშენების წელი არის 1955 წელი ან მეტი, არ ანაზღაურდება:
- მეზობელი ფართიდან შემოსული წყლით დაზღვეული ქონების დაზიანება ან განადგურება;
- კანალიზაციის და/ან წყალგაყვანილობის ელექტროგაყვანილობის და/ან გათბობის სისტემების მწყობრიდან გამოსვლით დაზღვეული ქონების დაზიანება ან განადგურება;
- სტიქიური უბედურებით დაზღვეული ქონების დაზიანება ან განადგურება
2.22 დაზღვევას არ ექვემდებარება:
2.22.1 ნაღდი ფული, აქციები, ობლიგაციები და სხვა ფასიანი ქაღალდები, ხელნაწერები, ფოტოსურათები, ნეგატივები, სქემები, ნახაზები და სხვა დოკუმენტები, ბუღალტრული, საქმიანი წიგნები და მასში არსებული ინფორმაცია;
2.22.2 მოდელები, მაკეტები, ნიმუშები, ფორმები და ა.შ;
2.22.3 ძვირფასი ლითონის ნაკეთობანი; ძვირფასი, ნახევრადძვირფასი და სანაკეთო ქვები; ძვირფასი და იშვიათი ლითონები მავთულის, ზოდის, ქვიშის, თვითნაბადი სახით და ძვირფასი ქვები დამუშავების და მოჭედვის გარეშე; ანტიკვარიატი, მათ შორის ავეჯი, რომლის ასაკი აღემატება 50 წელს, მარკების, მონეტების, ფულადი ნიშნების, და სხვა სახის კოლექცია, ასევე ნახატები, სურათები, სკულპტურები და სხვა ხელოვნების ნიმუშები;
2.22.4 კომპიუტერისა და სხვა სახის ანალოგიურ სისტემებში არსებული ტექნიკური საინფორმაციო საშუალებები (მაგნიტური ბლოკი, მაგნიტური ლენტა, საინფორმაციაო ბლოკი და სხვა) და ინფორმაციის სხვა მატარებლები; კომპიუტერული
პროგრამები, ელექტროინფორმაციის დროებითი შენახვის და გადატანის საშუალებები (დისკები,
კასეტები,
მეხსიერების ბარათები და ა.შ);
2.22.5 საბრძოლო მასალა და სარეწი იარაღები, ფეთქებადი ნივთიერებები;
2.22.6 გადამცემი და გამანაწილებელი ხაზები;
2.22.7 ცხოველები; ფრინველები; ნარგავები, მარცვლოვანი კულტურები;
2.22.8 ავტო- სატრანსპორტო საშუალებები;
2.22.9 ანძები, ანტენები, ღია ელექტრომავთულები, ტენტები და სხვა შენობა/ ნაგებობის გარეთა მხარეს მდებარე ქონება (აღნიშნული გამონაკლისი არ ეხება შენობა ნაგებობის გარეთ დამონტაჟებულ გათბობა/გაგრილების სისტემებს)
2.22.10 კვების პროდუქტები;
2.22.11 ქონება, რომელიც მდებარეობს დაზღვეულ ტერიტორიაზე, მაგრამ არ ეკუთვნის დამზღვევს და არ არის მითითებული პოლისი - ხელშკრულების შესაბამის დანართში;
2.22.12 დაზღვეულად არ ჩაითვლება ის შენობები და ნაგებობები, ასევე იქ განთავსებული ქონება თუ კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ აღიარებულია ავარიულად;
2.22.13 ქონება, რომელიც არ გამოიყენება საყოფახცოვრებო მიზნით; ავტო-ფარეხი, ფარდული, საცურაო აუზი, ბაღი, ღობეები, ჭიშკარი, საცხოვრებელ სახლში მეზობლების საერთო სარგებლობაში მყოფი ქონება, სამეურნეო ნაგებობი ან ნებისმიერი ნაგებობა, რომელიც არ არის განკუთვნილი საცხოვრებლად;
2.22.14 მხატვრულად დამუშავებული მინები;
2.22.15 საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთები, რომელთა ასაკი აღემატება 8 წელს;
სადაზღვევო თანხა
თუ სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში მზღვეველი გასცემს სადაზღვევო ანაზღაურებას, სადაზღვევო თანხა (ანაზღაურების ჯამური ლიმიტი) შემცირდება გადახდილი ანაზღაურების ოდენობით. ანაზღაურების ლიმიტი ითვლება შემცირებულად სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დღიდან.
სადაზღვევო ანაზღაურების გამოთვლის წესი
სადაზღვევო შემთხვევის დროს მზღვეველის მიერ ანაზღაურება ხორციელდება შემდეგი პრინციპის შესაბამისად:
4.1. სრული ზარალის შემთხვევაში – გაიცემა ქონების აღდგენითი ან შენაცვლებითი ღირებულება , მაგრამ არაუმეტეს პოლისით გათვალისწინებული სადაზღვევო თანხისა (პოლისში მითითებული ფრანშიზის გამოკლებით);
4.2. დაზღვეული ქონების ნაწილობრივი დაზიანების შემთხვევაში – გაიცემა მისი დაზიანებამდე არსებული მდგომარეობის აღსადგენად საჭირო თანხა, მაგრამ არაუმეტეს პოლისით გათვალისწინებული სადაზღვევო თანხისა (პოლისში მითითებული ფრანშიზის გამოკლებით);
4.3. ქონების დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში, მზღვეველი დაეყრდნობა დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ წარმოდგენილ დასკვნას მიყენებული ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით. ზარალის ანაზღაურება მოხდება მხარეთა შეთანხმებით, ექსპერტის მიერ დადგენილი კალკულაციით შესაბამისად. მზღვეველი გადაიხდის ქონების აღდგენით ღირებულებას, ან ჩაანაცვლებს დაზიანებულ ან განადგურებულ ქონებას იგივე ტიპის ქონებით ცვეთისა და ფრანშიზის გათვალისწინებით;
4.4. აღდგენის დანახარჯები მოიცავს სარემონტო სამუშაოებს (მასალის, ტრანსპორტირებისა და მუშა-ხელის ჩათვლით), სათადარიგო ნაწილებს, ნებისმიერ სხვა დანახარჯს, რომელიც აუცილებელია უშუალოდ სადაზღვევო შემთხვევამდე არსებული მდგომარეობის აღსადგენად;
4.5. დანახარჯები აღდგენაზე არ მოიცავს დამატებით დანახარჯებს, რომელიც გამოწვეულია დაზღვეული ობიექტის რაიმე სახით ცვლილებით ან გაუმჯობესებით;
4.6. დანახარჯები აღდგენაზე გამოითვლება სადაზღვევო შემთხვევის მომენტში არსებული საბაზრო ფასების საფუძველზე;
4.7. მზღვეველის მიერ გასაცემ სადაზღვევო ანაზღაურების თანხას აკლდება პოლისით გათვალისწინებული პრემიის გადაუხდელი ნაწილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
4.8 სადაზღვევო შემთხვევის შედეგად ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში, მზღვეველი დაეყრდნობია სადაზღევო შემთხვევის მომენტისთვის ავეჯის / საყოფაცხოვრებო ტექნიკის საბაზრო ღირებულებას - ამასთან ანაზღაურება თითოეული ერთეული საყოფაცხოვრებო ტექნიკის / ავეჯისათვის არ გადააჭარბებს შესაბამისი ერთეულის რეალურ ღირებულებას და ასევე არ გადააჭარბება დანართ #1-ში მოცემულ ლიმიტებს.
სადაზღვევო შემთხვევა
დამზღვევის/მოსარგებლის ვალდებულებები:
13.1. სადაზღვევო შემთხვევის დროს დამზღვევლი ვალდებულია დაუყონებლივ, (გონივრული ვადების დაცვით
) შეატყობინოს მზღვეველს სადაზღვევო შემთხვევის შესახებ ცხელ ხაზზე - 2 42 22 22. აღნიშნული შეტყობინება წერილობით უნდა იყოს დადასტურებული სადაზღვევო შემთხვევის ცხელ ხაზზე დაფიქსირებიდან 72 საათის განმავლობაში;
13.2. დამზღვევი ვალდებულია შეასრულოს მზღვეველის წარმომადგენლისგან მიღებული მითითებები დამდგარ სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებით.
13.3. დამზღვევი ვალდებულია გამოიძახოს საპატრულო პოლიცია მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედების (ძარცვა, ქურდობა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი) შემთხვევაში დაზღვეული ქონების მიმართ; ხოლო ხანძრის ან აფეთქების შემთახვევაში მიმართოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს (სახანძრო დეპარტამენტი, საავარიო სამსახური)
13.4. დამზღვევი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა სადაზღვევო შემთხვევის დროს ზარალის შეწყვეტის, შემცირების ან დაზღვეული ქონების გადარჩენის მიზნით; სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებოთ დამზღვევის მიერ გასაღები ყველა ხარჯი წინასწარ უნდა იქნას შეთანხმებული მზღვეველთან წერილობითი სახით, წინააღმდეგ შემთხვევაში მზღვეველი იტოვებს უფლებას უარი თქვას ასეთი ხარჯების ანაზღაურებაზე.
13.5. დამზღვევი ვალდებულია შესაძლებლობის ფარგლებში შეინარჩუნოს დაზიანებული ქონება მზღვეველის წარმომადგენლების მისვლამდე იმ სახით, როგორშიც ის აღმოჩენილ იქნა სადაზღვევო შემთხვევის
შემდგომ, მზღვეველის წარმომადგენელს უნდა მიეცეს საშუალებს დავათვალიეროს სადაზღვევო შემთხვევის ადგილი და დაზიანებული ქონება.
13.6. დამზღვევი ვალდებულია სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას წარუდგინოს მზღვეველს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება სადაზღვევო შემთხვევის შესახებ ბ) სადაზღვევო პოლისის ასლი
გ) დაზიანებულ/განადგურებულ ქონებაზე საკუთრების უფლების ან სხვა ქონებრივი ინტერესის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
გ) კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების ან კერძო უწყებების მიერ (როგორიც არის შსს, მეტეოროლოგიური ცენტრი, სახანძრო სამსახური და ა.შ) გაცემული დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება სადაზღვევო რისკის ხდომილების ფაქტი და მისი გამომწვევი მიზეზები:
დ) კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, მზღვეველის მიერ მოთხოვნილი სადაზღვევო შემთხვევის გარემოებების დასადგენად აუცილებელი ყველა სხვა საბუთი.
13.7. იმ შემთხვევაში თუ დამზღვევი არ ასრულებს წინამდებარე მუხლის პირობებს, მზღვეველი იტოვებს უფლებას უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე;
13.8. იმ შემთხვევაში, თუ დაზღვეული ფართი მდებარეობს შენობის ბოლო სართულზე და მზღვეველმა აანაზღაურა ზარალი, რომელიც გამოწვეული იყო დაზღვეული რისკითა და შენობის სახურავის დაზიანებით, მზღვეველი არ აანაზღაურებს ნებისმიერ მომდევნო ზარალს ან ზიანს, თუ უკვე ანაზღაურებული ზარალის შემდეგ არ მოხდა დაზიანებული სახურავის შეკეთება. ასეთ შემთხვევაში დამზღვევი ვალდებულია შეატყობინოს მზღვეველს სახურავის შეკეთების შესახებ. შეტყობინების მიღების შემდეგ, მზღვეველი უფლებამოსილია შეამოწმოს შეკეთებული სახურავის მდგომარეობა;
13.9. წინამდებარე მუხლში მითითებული მოვალეობები ვრცელდება ასევე მოსარგებლეზე, რომლისთვისაც ცნობილია მის სასარგებლოდ სადაზღვევო ხელშეკრულების დადების შესახებ, მოსარგებლის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში , მზღვეველი იტოვებს უფლებას უარი თქვას ანაზღაურების გაცემაზე.
მზღვეველის უფლებები და ვალდებულებები:
14.1 მზღვეველი იტოვევს უფლებას, თავად მოახდინოს ქონების დასურათება სადაზღვევო პოლისის გაფორმების თარიღიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში. ამასთანავე დამზღვევი ვალდებულია დაუშვას მზღვეველის წარმომადგენელი ქონების დასათვალიერებლად და დასასურათებლად ნებისმიერ დროს პოლისის ძალაში შესვლიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
14.2 მზღვეველი ვალდებულია შეისწავლოს დაზღვეული ქონების განადგურების/დაზიანების გამომწვევი მიზეზები და გარემოებები სადაზღვევო შემთხვევის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
14.3 დაზიანებული/განადგურებული ქონების დათვალიერების შემდეგ მოითხოვოს დამზღვევისგან წინამდებარე პირობების 13.6 მუხლში ჩამოთვლილი საბუთების წარმოდგენა
14.4 დამზღვევის მიერ დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, მზღვეველი ვალდებულია განახორციელოს ზარალის შეფასება, მიიღოს გადაწყვეტილება ზარალის ანაზღაურებაზე ან დასაბუთებულად უარი თქვას ანაზღაურების გაცემაზე..
14.5 ზარალის ანაზღაურება გაიცემა ორივე მხარის მიერ სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტზე ხელმოწერიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
14.5 მზღვეველი დამზღვევთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებას სადაზღვევო ანაზღაურების ფორმასთან დაკავშირებით: დაზიანებული ქონების შეკეთების აღდგენის ხარჯები გადარიცხოს პირდაპირ სარემონტო კომპანიის ანგარიშზე, საიდანაც წარმოდგენილი იქნება დამდგარი ზარალის კალკულაცია, თუ მოახდინოს ანაზღაურება ( გრანშიზისა და გადაუხდელი პრემიის ოდენობის გამოკლებით) უშუალოდ დამზღვევის ანგარიშზე.
14.6 იმ შემთხვევაში თუ სადაზღვევო ანაზღაურების მიმღები არის მოსარგებლე, სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა შემციდება ფრანშიზისა და გადაუხდელი პრემიის გათვალისწინებით;
14.7 იმ შემთხვევაში თუ შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას, მზღვეველი იღებს ვალდებულებას წერილობით შეატყობინოს დამზღვევს უარი სადაზღვევო ანაზღაურების გადახდაზე შესაბამისი მიზეზის მითითებით 1 (ერთი) თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც წარმოდგენილია ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი და ცნობილია შემთხვევის ყველა გარემოება.
14.8 მზღვეველი უფლებამოსილია გადაავადოს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა , იმ შემთხვევაში, თუ:
- არსებობს საფუძვლიანი ეჭვი დამზღვევის ან მოსარგებლის უფლებამოსილებაზე მიიღონ სადაზღვევო ანაზღაურება, ან სადაზღვევო შემთხვევის რისკებთან შესაბამისობაზე და მის ნამდვილობაზე. ანაზღაურების ვადა აღნიშნულ შემთხვევაში გადაიწევს, ვიდრე არ იქნება წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს დაზღვეულ ქონებაში დამზღვევის ან მოსარგებლის ინტერესს;
- შინაგან საქმეთა ორგანოების მიერ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სადაზღვევო შემთხვევაზე.
სუბროგაციის წესი
მზღვეველის მიერ ზარალის ანაზღაურების შემდეგ გადახდილი თანხების ფარგლებში მასზე გადადის დამზღვევის უფლება ზარალზე პასუხისმგებელი მესამე პირისაგან მოთხოვნის შესაბამისი ანაზღაურება. ასეთი უფლების არსებობის შემთხვევაში დამზღვევი ვალდებულია სრულად ითანამშრომლოთ მზღვეველთან ამ უფლების გადმოსაცემად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მზღვეველი იტოვებს უფლებას უარი განაცხადოს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე ან მოითხოვოს გაცემული სადაზღვევო ანაზღაურების უკან დაბრუნება.
ორმაგი დაზღვევა
დამზღვევი/მოსარგებლე ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მზღვეველს დაზღვეულ ქონებასთან მიმართებით სხვა სადაზღვევო კომპანიებთან გაფორმებული ყველა დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ.
სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის დროისთვის თუ აღმოჩნდება რომ დაზღვეული ქონება დაზღვეულია აგრეთვე სხვა სადაზღვევო პოლისით (გარდა სს ‘’თიბის ბანკის’’ მიერ გაცემული იპოთეკური სესხის ფარგლებში არსებული ქონების დაზღვევის პოლისისა), მზღვეველი უფლებამოსილია წინამდებარე პირობებითა და შესაბამისი პოლისისათვის დამზღვევს/მოსარგებლეს აუნაზღაუროს ზარალი ჯამურ სადაზღვევო თანხაში თავისი წილის პროპორციულად.
ორმაგი დაზღვევის შემთხვევაში მზღვეველები დამდგარ ზარალში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.
სადაზღვევო პრემია
დამზღვევის მიერ გადასახდელი სადაზღვევო პრემიის ოდენობა და გადახდის გრაფიკი მითითებულია სადაზღვევო პოლისში.
პრემიის პირველი ან ერთჯერადი შენატანის გადახდამდე მზღვეველი თავისუფალია ვალდებულების შესრულებისგან.
იმ შემთხვევასი თუ პრემიის ( არ იგულისხმება პირველი ან ერთჯერადი შენატანი) გადახდის ვადას დამზღვევი გადააცილებს 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღით, მზღვეველი იტოვებს უფლებას შეაჩეროს სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედება დამზღვევისათვის შეტყობინების გაგზავნის გარეშე და არ ავანაზღაუროთ მომხდარი სადაზღვევო შემთხვევები. ხოლო 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის შემდეგ მზღვეველი იტოვებს უფლებას გააუქმოს დაზღვევის ხელშეკრულება ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე. სადაზღვევო ხელშეკრულების გაუქმებამდე დავალიანების გადახდის შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედება გაგრძელდება გადახდის დღის 24:00 საათიდან მისი მოქმედების ვადით, თუმცა დავალიანების პერიოდში მომხდარი სადაზღვევო შემთხვევები ანაზღაურებას არ დაექვემდებარება.
სადაზღვევო ხელშეკრულების შეწყვეტის წესი
სადაზღვევო ხელშეკრულება წყდება შემდეგ შემთხვევებში:
- დაზღვეული ქონება აღარ არსებობს სადაზღვევო შემთხვევისაგან დამოუკიდებელი მიზეზით;
- დამზღვევმა განზრახ გამოიწვა საფრთხის გაზრდა ან დროულად არ შეგვატყობინეთ საფრთხის გაზრდის შესახებ;
- დამზღვევის მიერ დამალულია, ან არასწორადაა მოწოდებული, ან მოწოდებულია გაყალბებული ინფორმაცია – ასეთ შემთხვევაში მზღვეველი იტოვებს უფლებას უარი განაცხადოს სადაზღვევო ანაზღაურებაზე; ამ შემთხვევაში მზღვეველს ასევე უფლება აქვს შევაჩეროთ დაზღვევა წინასწარ შეტყობინების საფუძველზე.
- მზღვეველის მიერ ვალდებულებების მთლიანად შესრულება (ვალდებულების შესრულების მომენტიდან);
- დამზღვევის გარდაცვალებისას, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც დაზღვეულ ქონებაზე საკუთრების უფლება გადადის სხვა პირზე;
- სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე;
- საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებში;
დამზღვევს ან მოსარგებლეს აქვთ უფლება ნებისმიერ დროს განაცხადოთ უარი სადაზღვევო ხელშეკრულებაზე. უარის შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს მზღვეველს გაუქმებამდე 30 დღით ადრე. დამზღვევს დაუბრუნდება ხელშეკრულების ვადის შეწყვეტის მომენტისათვის არსებული გამოუმუშავებელი პრემია პროპორციულად, ერთი თვის შესაბამისი პრემიის გამოკლებით. იმ შემთხვევაში თუ სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში მზღვეველის მიერ ანაზღაურდა ზარალი, დაზღვევის გაუქმებისას პრემია დაბრუნებას არ ექვემდებარება;
სადაზღვევო ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ვადამდე მზღვეველის ინიციატივით, ამასთან სადაზღვევო პრემია დაუბრუნდება დამზღვევს იმ ოდენობტ , რომელიც პროპორციულად შეესაბამება ხელშეკრულების მოქმედების დარჩენილ პერიოდს. სადაზღვევო ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, მზღვეველი შეატყობინებს დამზღვევს წერილობითი სახით ხელშეკრულების ამოწურვის ვადამდე 30 კალენდარული დღით ადრე. სადაზღვევო
ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს იმ შემთხვევაშიც, თუ დამზღვევი არღვევს ხელშეკრულების პირობებს ან მოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ, დაზღვევის გაუქმებისას პრემია დაბრუნებას არ ექვემდებარება.
დავათა გადაწყვეტა
წინამდებარე პირობებთან და სადაზღვევო პოლისთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა გადაწყდება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით; შეუთანხმებლობის შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ საქართველოს საერთო სასამართლოს, რომელიც დავას განიხილავს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მხარეები უფლებამოსილნი არიან, წინამდებარე პირობებით განხორციელებულ დაზღვევასთან დაკავშირებით არსებული დავისა და უთანხმოების შემთხვევაში, მორიგების მიზნით მიმართონ ააიპ „საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის“ (ს/კ 204878481) დაზღვევის მედიაციას. ამ პუნქტით გათვალისწინებული გზით მორიგების მიუღწევლობის შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ სასამართლოს ამ მუხლის 12.1 პუნქტის შესაბამისად.
დამატებით დაფარვა
წინამდებარე ქონების დაზღვევის პირობები მოიცავს მესამე პირთა მიმართ წარმოქმინილი ქონებრივი
პასუხისმგებლობის დაზღვევას
დაფარული რისკი:
დამზღვევის მიერ დაზღვეული ქონების არასათანადოდ ან/და დაუდევრად ფლობის და განკარგვის შედეგად წარმოქმნილი ხანძრით, აფეთქებით ან დატბორვით გამოწვეული ზარალი, რომელიც მიადგა მესამე პირთა ქონებას.
მზღვეველის პასუხისმგებლობა მესამე მხარისათვის მიყენებული ზიანის შემთხვევაში განისაზღვრება შესაბამის სადაზღვევო პოლისში მითითებული სადაზღვევო თანხის ოდენობით.
წინამდებარე დაფარვიდან გამონაკლისს წარმოადგენს მესამე მხარისათვის მიყენებული:
• ზიანი იჯარით, გიაროთი, ლიზინგით აგებული და/ან ნაქირავები ქონებისათვის;
• ზიანი, გათვალისწინებული რაიმე სხვა ხელშეკრულებით, ნებისმიერი სახის ჯარიმა;
• ნებისმიერი სახის მორალური ზიანი;
• ავეჯის/ქონებისათვის, რომლის წლოვანებაც აღემატება 50 წელს.
პოლისი კომფორტი სტანდარტი
ბინის ფართი: | ≤120 კვ.მ. | 200 კვ.მ- | 300 კვ.მ | 400 კვ.მ | 500კვ. |
ყოველთვიური პრემია: | 10 ლარი | 20 ლარი | 30 ლარი | 40 ლარი | 50 ლარი |
ანაზღაურების ლიმიტი: | შიდა მოპირკეთებისთვის – 1 კვ.მ-ზე xxxxxxxx 300 ლარი ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე – მაქსიმუმ 15 000 ლარი |
xxxxxx xxxxxxxx პრემიუმი
ბინის ფართი: | ≤120 კვ.მ. | 200 კვ.მ | 300 კვ.მ | 400 კვ.მ | 500კვ.მ |
ყოველთვიური პრემია: | 20 ლარი | 30 ლარი | 40 ლარი | 50 ლარი | 60 ლარი |
ანაზღაურების ლიმიტი: | შიდა მოპირკეთებისთვის – 1 კვ.მ-ზე მაქსიმუმ 500 ლარი ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე – მაქსიმუმ 20 000 ლარი * იმ შემთხვევაში თუ, დამზღვევი იძულებულია დატოვოს დაზღვეული საცხოვრებელი ფართი და საცხოვრებლად იქირაოს ბინა, რაც გამოწვეულია სადაზღვევო შემთხვევით, მზღვეველი აანაზღაურებს 3 (სამი) თვის ბინის ქირას, მაგრამ არაუმეტეს 500 აშშ დოლარი ერთ თვეში. |
ფრანშიზა:
• შიდა მოპირკეთების დაზიანების შემთხვევაში – 5% ზარალიდან, მინიმუმ 100 ლარი თითოეულ და ყველა შემთხვევაზე;
• ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შემთხვევაში – 150 ლარი თითოეულ და ყველა შემთხვევაზე.
დამატებითი დაფარვა - მესამე მხარისადმი პასუხისმგებლობის დაზღვევა ყოველთვიური პრემია: 5 ლარი
ანაზღაურების ლიმიტი:
მაქსიმუმ 10 000 ლარი ჯამურად, ამასთან:
• xxxxxx xxxxxxx სტანდარტი: შიდა მოპირკეთებისთვის –1კვ/მ-ზე – მაქსიმუმ 300 ლარი
• xxxxxx xxxxxxx xxxxxxxx: შიდა მოპირკეთებისთვის –1კვ/მ-ზე – მაქსიმუმ 500 ლარი ფრანშიზა: 100 ლარი
დანართი 1
დასახელება | ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი |
ტელევიზორი | 1 200 ლარი |
სამეული ავეჯი | 3 000 ლარი |
კომპიუტერი | 1 000 ლარი |
კედლის კარადა | 1 500 ლარი |
მაგიდა | 1 000 ლარი |
დივანი | 800 ლარი |
წიგნების თაროები | 600 ლარი |
სამზარეულოს კარადა | 2 500 ლარი |
გაზქურა/ გამწოვი | 1 500 ლარი |
ჭურჭლის სარეცხი მანქანა | 1 500 ლარი |
მაცივარი | 1 000 ლარი |
სარკე | 1 000 ლარი (მაქსიმუმ 500 ლარი ერთ ერთეულზე) |
xxxxx xxxxxxx | 1 000 ლარი |
ფოტოაპარატი | 1 000 ლარი |
ლეპტოპი | 1 200 ლარი |
საძინებლის კარადა | 1 300 ლარი |
საძინებლის საწოლი | 1 500 ლარი |
კომბო | 800 ლარი |
აბაზანის მოწყობილობები | |
სარეცხი მანქანა | 800 ლარი |
საშხაპე | 800 ლარი |
აბაზანის სხვა ინვენტარი | 2 000 ლარი (ერთ ერთეულზე მაქსიმუმ 500 ლარი ) |
ჭაღები და განათების სისტემები | 1500 ლარი (ერთ ერთეულზე მაქსიმუმ 500 ლარი) |
ხალიჩები და ფარდები | 2 000 ლარი (ერთ ერთეულზე მაქსიმუმ 500 ლარი) |
მიქსერები/ ბლენდერები/ მიკროტალღური ღუმელები | 1 000 ლარი (ერთ ერთეულზე მაქსიმუმ 500 ლარი) |
ელექტრო ხორცსაკეპი მანქანები/ ყავის აპარატები | 1 000 ლარი (ერთ ერთეულზე მაქსიმუმ 500 ლარი) |
სკამები | 1 500 ლარი (ერთ ერთელზე მაქსიმუმ 200 ლარი) |
გათბობის მოწყობილობები (ქვაბი და რადიატორები) | 3 000 ლარი (ერთი რადიატორი მაქსიმუმ 500 ლარი) |
კონდიციონერი | 800 ლარი |
უთო /თმის საშრობი | 600 ლარი (ერთ ერთეულზე მაქსიმუმ 300 ლარი) |
მტვერსასრუტი | 600 ლარი |
ავეჯის და ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში მზღვეველი დაეყრდნობა წინამდებარე დანართში მითითებულ ფასწარმოქმნას, თუმცა სადაზღევო შემთხვევის მომენტისთვის არ ანაზღაურდება დაზიანებული ტექნიკის/ავეჯის საბაზრო ღირებულებაზე მეტი თანხა.