ოვერდრაფტის ხელშეკრულება N 0000 თარიღი: 10.03.2022
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები
ოვერდრაფტის ხელშეკრულება N 0000 თარიღი: 10.03.2022
ოვერდრაფტის საპროცენტო განაკვეთი
საპროცენტო განაკვეთის ტიპი: ფიქსირებული.
წლიური საპროცენტო განაკვეთი: y(სიტყვიერად)%.
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი:
სავაჭრო ობიექტში გახარჯვის შემთხვევაში: x(სიტყვიერად)%.
ბანკომატით განაღდების შემთხვევაში: x(სიტყვიერად)%.
ფინანსური ხარჯი
ყოველთვიური შენატანი: შენატანები განისაზღვრება ათვისებული თანხისა და დაფარვის ვადების შესაბამისად.
ოვერდრაფტის დაშვების საკომისიო: x(სიტყვიერად).
ოვერდრაფტის ლიმიტის ყოველწლიური საკომისიო: x(სიტყვიერად).
უნაღდო ანგარიშსწორების საკომისიო: x(სიტყვიერად).
გადარიცხვის საკომისიო: x(სიტყვიერად).
ბანკომატში განაღდების საკომისიო: x(სიტყვიერად).
ბარათის გაცემის საკომისიო: x(სიტყვიერად).
სხვა ხარჯი: x(სიტყვიერად).
გარანტიის საკომისიო: ყოველთვიურად x (სიტყვიერად).
სხვა სახელშეკრულებო ინფორმაცია
ოვერდრაფტის მთლიანი ლიმიტი და ვალუტა: x (სიტყვიერად)
მომხმარებლის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა ოვერდრაფტის ლიმიტის სრულად ბანკომატიდან განაღდების შემთხვევაში: x (სიტყვიერად);
მომხმარებლის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა ოვერდრაფტის ლიმიტის სრულად სავაჭრო ობიექტში გახარჯვის შემთხვევაში: x (სიტყვიერად);
ოვერდრაფტის ვადა:
ოვერდრაფტის ხელშეკრულების მოქმედების ვადა: -- .
მსესხებელი უფლებამოსილია ვადაზე ადრე დაფაროს ოვერდრაფტი.
ოვერდრაფტის ლიმიტის ვადაზე ადრე დაფარვის საკომისიო: 0(ნული)%.
ვადაგადაცილების პირგასამტეხლო: ფიქსირებული ერთჯერადი 20 (ოცი) ლარი და გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0.27 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ, არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0,27%-სა, თითოეული დღისთვის. ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1,5-მაგ ოდენობას.
გადახარჯვის საკომისიო: წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საკრედიტო ლიმიტის მთლიან თანხაზე მეტის გახარჯვის შემთხვევაში, გადახარჯულ თანხას დაერიცხება 0,5 (ნული მთელი ხუთი მეათედი)% ყოველ ვადაგადაცილებულ/გადახარჯვის დღეზე.
მსესხებელი ვალდებულია უზრუნველყოს:
საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით ინფორმაციის დროული და დადგენილი ფორმით მიწოდება და ბანკის კონტროლის განხორციელება;
საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილი მიზნობრიობის სრულად დაცვა;
რომ არ იკისროს ვალდებულებები სხვა კომერციული ბანკიდან ან/და საფინანსო ინსტიტუტიდან ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე
საკრედიტო ხელშეკრულების სხვა პირობების/დამატებითი პირობების ჯეროვანი შესრულება, კერძოდ:
ზემოაღნიშნული რომელიმე ვალდებულების/პირობის შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია დაუყოვნებლივ, ცალმხრივად გაზარდოს წინამდებარე საკრედიტო ბარათის წლიური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა 4 (ოთხი)%-ით, მაგრამ, არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0,27%-სა, თითოეული დღისთვის და ასეთი ცვლილებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს შეტყობინება მსესხებელს წერილობით/ელექტრონული ფოსტით/ინტერნეტ-ბანკით/მოკლე ტექსტური შეტყობინებით.
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლის ინფორმირება მოხდება ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში - არანაკლებ ერთი თვით ადრე წერილობით/ელექტრონული ფოსტით/ინტერნეტ-ბანკით/მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ბანკში დაფიქსირებულ მომხმარებლის შესაბამის მისამართზე. მომხმარებლის სასარგებლოდ განხორციელებული ხელშეკრულების პირობების ცვლილება არ საჭიროებს მომხმარებლის თანხმობას ან/და მომხმარებლის ინფორმირებას.
მოთხოვნის შემთხვევაში, ყოველთვიურ უფასო ამონაწერს მიიღებთ წერილობით/ელექტრონული ფოსტით/ინტერნეტ-ბანკით.
მომხმარებელი უფლებამოსილია ბანკს წარუდგინოს პრეტენზია ზეპირი, წერილობითი და/ან ელექტრონული ფორმებით. პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია ბანკის ნებისმიერ ფილიალში, სერვისცენტრში ან სათავო ოფისში.
გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდსა – xxxx://xxx.xxx.xx/xx და ცხელ ხაზზე – 032 2 406 406
ოვერდრაფტის ხელშეკრულება N 0000
ხელშეკრულების დადების თარიღი: 10.03.2022
ხელშეკრულების დადების ადგილი: საქართველო, თბილისი
ოვერდრაფტის ხელშეკრულების მხარეები:
დასახელება: იურიდიული მისამართი: საიდენტიფიკაციო ნომერი: |
სს ტერაბანკი საქართველო, თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზირი N3. 204546045 |
წარმოდგენილი შემდეგი უფლებამოსილი პირის მიერ: |
|
სახელი, გვარი: |
|
პირადი ნომერი: |
|
პოზიცია: |
|
შემდგომში მოხსენიებული, როგორც "ბანკი" |
--------------- მეორე მხრივ: მსესხებელი:
დასახელება/ სახელი,გვარი: |
|
საიდენტიფიკაციო/ პირადი ნომერი: |
|
რეგისტრირებული მისამართი: |
|
ფაქტობრივი მისამართი: |
|
წარმოდგენილი შემდეგი უფლებამოსილი პირის მიერ: |
|
სახელი, გვარი: |
|
პირადი ნომერი: |
|
თანამდებობა/სტატუსი: |
|
რეგისტრირებული მისამართი: |
|
ფაქტობრივი მისამართი: |
|
ტელეფონი: |
|
ელფოსტა: |
|
მინდობილობა: |
დამოწმებული წ., ნომერი # |
თანამსესხეშემდგომში მოხსენიებული, როგორც "მსესხებელი" |
მხარეები დებენ ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულებას და თანხმდებიან შემდეგზე:
მუხლი 1 ზოგადი დებულებები
1.01 ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულებაში, თუკი კონტექსტით სხვაგვარად არ მოითხოვება, სიტყვები მხოლობით რიცხვში მოიცავს მრავლობითს და პირიქით, ხოლო მუხლების დასათაურება მხოლოდ მოსახერხებელს ხდის ტექსტის წაკითხვას და არ ცვლის მის შინაარსს.
1.02 წინამდებარე ოვერდრაფტის ხელშეკრულების შესრულების ადგილია ბანკის იურიდიული მისამართი.
1.03 მსესხებელი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ბანკის ვებ-გვერდზე www.terabank.ge-ზე განთავსებულ საბანკო ოპერაციების წარმოების სტანდარტული პირობებს და ბანკის სატანდარტულ ტარიფებს.
მუხლი 2 განცხადებები და გარანტიები
2.01 ამ მუხლის გარანტიები და განცხადებები არის ერთ-ერთი მნიშნველოვანი საფუძველი იმისა, რომ მხარეები თანხმდებიან გარიგებაზე და დებენ ამ ხელშეკრულებას.
2.02 მსესხებელი ადასტურებს, რომ მას აქვს სათანადო უფლებამოსილება დადოს და ხელი მოაწეროს ამ ხელშეკრულებას. ნებისმიერი საჭირო თანხმობა, ნებართვა, მათ შორის საზედამხედველო ორგანოს, მმართველი ორგანოს, დამფუძნებელი პირების (ასეთის არსებობისას), არის სათანადოდ მიღებული მსესხებლის მიერ და მას შეძენილი აქვს საჭირო უფლებამოსილება და შესაძლებლობა დადოს, დაიცვას და შეასრულოს აღნიშნული გარიგება.
2.03 მსესხებელი ადასტურებს და პირობას დებს, რომ:
(ა) მის მიერ ბანკისთვის მიწოდებული ინფომაცია არის უტყუარი, მართებული და ზუსტი;
(ბ) ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა არ იწვევს კორპორატიული დოკუმენტაციის ან სხვა არსებული გარიგების პირობის დარღვევას (თუ მსესხებელი წარმოადგენს იურდიულ პირს);
(გ) წარუდგინა ბანკს ინფორმაცია არსებული ვალდებულებების შესახებ სრულად და ჯეროვნად;
(დ) არ მონაწილეობს არცერთ სასამართლო, საარბიტრაჟო პროცესში და არ მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება მისი ან მისი დამფუძნებლების (მსესხებელი იურდიული პირის შემთხვევაში) მიმართ, რაც წარდგენილი არ არის ბანკისთვის ამ ხელშეკრულების ხელმოწერამდე.
2.04 მსესხებელი აცნობიერებს, რომ ბანკი იღებს ამ ხელშეკრულების წინა პუნქტების განცხადებებს და გარანტიებს და ასეთი წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად საფუძველს ბანკისთვის, დააფუძნოს მსესხებელთან შესაბამისი საბანკო ფინანსირების ურთიერთობები და დადოს ეს გარიგება.
მუხლი 3 ხელშეკრულების საგანი
3.01 ამ საკრედიტო (ოვერდრაფტის) ხელშეკრულების საგანია ბანკის მიერ ბანკში გახსნილ მსესხებლის ანგარიშზე სასყიდლიანი ოვერდრაფტის ლიმიტის დაშვება და მსესხებლის მიერ ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება. ოვერდრაფტის სასყიდლიანობა გულისხმობს გახარჯული ოვერდრაფტის ლიმიტის, მასზე დარიცხული სარგებლით ან/და სხვა გადასახდელებით დაბრუნებას, ისე როგორც დადგენილია ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულებით.
3.02 წინამდებარე ოვერდრაფტის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული საკრედიტო თანხის (გახარჯული ლიმიტის) მასზე დარიცხული სარგებლის (პროცენტის) და სხვა გადასახდელების დაფარვა უნდა განხორციელდეს წინამდებარე ოვერდრაფტის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
3.03 წინამდებარე ოვერდრაფტის ხელშეკრულება ძალაშია მისი ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ ვალდებულების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე.
მუხლი 4 განმარტებები და დეფინიციები
4.01 ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულების მიზნებისთვის გამოიყენება შემდეგი განმარტებები და დეფინიციები:
ანგარიში - მსესხებლის ნებისმიერი ანგარიში ბანკში.
ოვერდრაფტის ლიმიტი/საკრედიტო თანხა - ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულებით შეთანხმებული თანხა, რომელსაც მსესხებელი მიიღებს და აითვისებს სრულად ან ნაწილობრივ ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და რომელსაც სასყიდლიანობის საფუძველზე დაერიცხება შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი.
ოვერდრაფტის ვალუტა - ვალუტა, რომელშიც გაიცემა xxxxxxxxxxx თანხა.
მიზნობრიობა - წარმოადგენს იმ დანიშნულებას, მიზანს, რაზეც უნდა მიემართოს ოვერდრაფტის თანხა სრულად ან ნაწილობრივ, ისე როგორც დადგენილია ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულების პირობებით.
ოვერდრაფტის გაცემა - დადგენილი ვადები ან/და პირობები, რის შესაბამისადაც ბანკი გასცემს, ხოლო მსესხებელი მიიღებს ოვერდრაფტის თანხას სრულად ან ნაწილობრივ.
ოვერდრაფტის დაფარვის საბოლოო ვადა - მხარეებს შორის შეთანხმებული თარიღი, რომლის დადგომასთან ერთად მსესხებელმა სრულად და ჯეროვნად უნდა დაფაროს ოვერდრაფტის თანხა, დარიცხული საპროცენტო სარგებელი და ბანკისთვის სხვა გადასახდელი თანხები.
xxxxxxxxxxx დაფარვა - მსესხებლის მიერ ოვერდრაფტით მიღებული თანხის და მასზე დარიცხული პროცენტის დაბრუნების პირობები დადგენილია ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულების 5.01.(ე) და 5.01.(ვ) პუნქტების შესაბამისად.
წლიური საპროცენტო განაკვეთი (პროცენტი) - მხარეების მიერ შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთი, რომელიც დაერიცხება მსესხებელზე გაცემულ ოვერდრაფტის თანხას მის სრულ და ჯეროვნად დაფარვამდე, მათ შორის გადახდის ვადის გადაცილებისას.
პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულებით დადგენილი პირგამატეხლოს ოდენობა გამოხატული პროცენტულ მაჩვენებელში.
საკომისიო(ები) - ნებისმიერი ტიპის საკომისიო, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან და რომელსაც მსესხებელი ბანკს გადაუხდის ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე ან/და ოვერდრაფტის თანხის მიღებისთანავე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულებით მხარეები სხვაგვარად შეთანხმდებიან.
სხვა პირობები - ნებისმიერი დამატებითი ან/და განსხვავებული პირობა, შეთანხმება თუ დათქმა, რისი შესრულებაც მხარეთა მიერ სავალდებულოა დადგენილი მოცულობით ან/და შეთანხმებული ვადების შესაბამისად და რაც შესაძლოა იყოს ოვერდრაფტის ან მისი ნაწილის გაცემის წინაპირობა ან/და გაცემის შემდგომი, მაგრამ შესასრულებლად სავალდებულო დათქმა.
მსესხებელი - ფიზიკური პირ(ებ)ი, იურიდიული პირ(ებ)ი ან/და სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნები, რომლის/რომელთა სახელი/სახელწოდება, საიდენტიფიკაციო მონაცემები და სხვა სახის ინფორმაცია მოცემულია ამ ხელშეკრულებაში.
მხარე - ბანკი ან მსესხებელი, ერთ-ერთი კონტექსტის შესაბამისად.
მხარეები - ბანკი და მსესხებელი ერთობლივად.
სამუშაო დღე - კალენდარული დღე, შაბათ კვირისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეების გარდა, როდესაც ბანკი ღიაა და წარმართავს ჩვეულებრივ საბანკო საქმიანობას.
უზრუნველყოფა - ნებისმიერი მატერიალური თუ არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ნივთი, უფლება, მოთხოვნა (როგორც არსებული, ისე სამომავლო) რაც მიმართულია ამ ხელშეკრულების და მის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად.
ხელშეკრულება ან ოვერდრაფტის ხელშეკრულება - ეს ოვერდრაფტის ხელშეკრულება, რომლის დადების თარიღი, ნომერი და მონაწილე მხარეები მოცემულია თავფურცელზე.
მუხლი 5 ოვერდრაფტის ხელშეკრულების ძირითადი პირობები
5. 01 ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულების ძირითადი პირობებია:
(ა) |
ოვერდრაფტის მთლიანი ლიმიტი და ვალუტა: |
|
||||
(ბ) |
მომხმარებლის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა ოვერდრაფტის ლიმიტის სრულად ბანკომატიდან განაღდების შემთხვევაში: |
|
||||
(გ) |
მომხმარებლის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა ოვერდრაფტის ლიმიტის სრულად სავაჭრო ობიექტში გახარჯვის შემთხვევაში: |
|
||||
(დ) |
ოვერდრაფტის ლიმიტის დაშვება: |
ოვერდრაფტის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, თუ მსესხებლის მიერ სრულად და ჯეროვნად არის შესრულებული ბანკის მოთხოვნები. |
||||
(ე) |
ოვერდრაფტის დაფარვის საბოლოო ვადა: |
არაუგვიანეს - |
||||
(ვ) |
ოვერდრაფტის ხელშეკრულების მოქმედების ვადა: |
არაუგვიანეს - |
||||
(ზ) |
ოვერდრაფტის დაფარვა: |
პროცენტი ყოველთვიურად, ხოლო მთლიანი ლიმიტი-ოვერდრაფტის ხელშეკრულების მოქმედების ვადის ბოლოს. |
||||
(თ) |
საპროცენტო განაკვეთის ტიპი |
ფიქსირებული |
||||
(ი) |
წლიური საპროცენტო განაკვეთი (პროცენტი): |
x(სიტყვიერად)%.
|
||||
(კ) |
პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე: |
ფიქსირებული ერთჯერადი 10.0 GEL და გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0.27 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ, არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0,27%-სა, თითოეული დღისთვის. ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1,5-მაგ ოდენობას. |
||||
(ლ) |
პროცენტი ოვერდრაფტის აუთვისებელ ნაწილზე: |
|
||||
(მ) |
ოვერდრაფტის ლიმიტის დაშვების საკომისიო: |
x(სიტყვიერად)%.
|
||||
(ნ) |
ბარათის დამზადების საკომისიო: |
|
||||
(ო) |
ბანკომატიდან განაღდების საკომისიო |
|
||||
(პ) |
უნაღდო ანგარიშსწორების საკომისიო: |
|
||||
(x) |
xxxxxxxxx საკომისიო: |
ყოველთვიურად x(სიტყვიერად) |
||||
(რ) |
მისაღები თანხის (ფინანსური ხარჯის გარეშე) ოდენობა: |
|
||||
|
||||||
(ს)
|
სხვა პირობები/დამატებითი პირობები : |
|
|
|||
(ტ) |
ოვერდრაფტის ანგარიშის ნომერი: |
N |
|
|||
(უ) |
ოვერდრაფტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: |
სავაჭრო ობიექტში გახარჯვის შემთხვევაში: x(სიტყვიერად)%. |
||||
ბანკომატით განაღდების შემთხვევაში: x(სიტყვიერად)%. |
||||||
(ფ) |
სხვა ფინანსური ხარჯი: |
|
|
|
||
უზრუნველყოფის წარმოშობის ხარჯი: |
|
|
|
|
||
უზრუნველყოფის შეწყვეტის ხარჯი: |
|
|
|
|
||
წარმოსადგენი დოკუმენტაციის ხარჯი |
|
|
|
|
||
სხვა ხარჯი: |
|
|
|
|
მუხლი 6 ოვერდრაფტის გაცემა
6.01 ოვერდრაფტის დაშვება (ლიმიტით სარგებლობა) შესაძლებელია ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად და მას შემდეგ, რაც მსესხებლის მიერ სრულად და ჯეროვნად შესრულდება წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი, ოვერდრაფტის გაცემამდე შესასრულებელი ვალდებულებები.
6.02 თუკი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, ოვერდრაფტის ლიმიტის დაშვება მოხდება მსესხებლის ოვერდრაფტის ლიმიტის ვალუტის შესაბამის ანგარიშზე თანხის ასახვით გზით.
6.03 ამ ხელშეკრულების ხელმოწერა არ გულისხმობს ბანკის მიერ მსესხებლისთვის ოვერდრაფტის ლიმიტით ან მისი ნაწილით სარგებლობის უფლების მინიჭებას, ოვერდრაფტის ფაქტობრივად გაცემამდე ბანკი უფლებამოსილია ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განუცხადოს მსესხებელს ოვერდრაფტის ლიმიტით ან მისი ნაწილით სარგებლობაზე.
6.04 ბანკი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს ცალმხრივად განაცხადოს უარი წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად ან ნაწილობრივ შესრულებაზე მათ შორის შეზღუდოს დაშვებული ოვერდრაფტი, თუ მსესხებლის ქონებაზე ან/და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ან/და საბანკო ანგარიშზე დარეგისტრირდება რაიმე სახის ინკასო, ყადაღა, საჯარო სამართლებრივი ან სხვა ტიპის შეზღუდვა.
6.05 ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მოსთხოვოს მსესხებელს ოვერდრაფტის ხელშეკრულების მოქმედების ვადაზე ადრე ოვერდრაფტის ლიმიტის სრულად დაფარვა.
მუხლი 7 მნიშვნელოვანი დათქმები
7.01 წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია გარკვეული პირობებით, რისი შესრულება არის სავალდებულო, ხოლო მისმა დაუცველობამ შესაძლოა გამოიწვიოს ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულების მე-16 მუხლით დადგენილი პირობების დადგომა.
7.02 მსესხებელი ვალდებულია დაიცვას დადგენილი ოვერდრაფტის ხელშეკრულების მიზნობრიობა.
7.03 მსესხებელი ვალდებულია, ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდზე:
(ა) ისარგებლებს ბანკის, როგორც მისი ძირითადი ბანკის, საბანკო მომსახურებით და პროდუქტებით;
(ბ) კონტრაჰენტებთან ურთიერთობისას გამოიყენოს და მიაწოდოს ბანკში გახსნილი ანგარიშები და უზრუნველყოს ნებისმიერი ანგარიშსწორებისას მხოლოდ ბანკში არსებული ანგარიშების გამოყენება;
(გ) არ იკისროს ვალდებულებები სხვა კომერციული ბანკიდან ან/და საფინანსო ინსტიტუტიდან ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
მუხლი 8 პროცენტის დარიცხვის წესი, პროცენტის კორექტირება
8.01 საკრედიტო თანხას, მისი ფაქტობრივი სარგებლობის მომენტიდან დაერიცხება წლიური საპროცენტო განაკვეთი (პროცენტი), მათ შორის გადახდის ვადის გადაცილებისას. ასევე შესაძლოა ოვერდრაფტის აუთვისებელ ნაწილს დაერიცხოს წლიური პროცენტი, რომელთა ოდენობა განისაზღვრება ამ ხელშეკრულების მე-5 მუხლით.
8.02 პროცენტის დარიცხვის მიზნებისთვის წელიწადში დღეთა რაოდენობა უტოლდება 365-ს და დარიცხვა წარმოებს ყოველდღიურ საფუძველზე.
8.03 იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელზე გაცემული ოვერდრაფტის წლიური საპროცენტო განაკვეთი (პროცენტი) აღმოჩნდება 5 (ხუთი)%-ით ან უფრო მეტით უფრო დაბალი, ვიდრე საქართველოს საკრედიტო ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთები ან/და მისი ღირებულება მნიშვნელოვნად შეიცვალება, ბანკი უფლებამოსილი იქნება ცალმხრივად გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი ამის შესახებ მსესხებელთან წინასწარ, არანაკლებ ორი კალენდარული თვით ადრე შეტყობინების გაგზავნის გზით.
8.04 ბანკი უფლებამოსილია დაუყოვნებლივ, ცალმხრივად გაზარდოს წინამდებარე ოვერდრაფტის წლიური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა 4 (ოთხი)%-ით და ასეთი ცვლილებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მსესხებელს წერილობით/ელექტრონული ფოსტით/ინტერნეტ-ბანკით/მოკლე ტექსტური შეტყობინება, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი არ ასრულებს ან/და არაჯეროვნად ასრულებს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრ ნებისმიერ, შემდეგ ვალდებულებას:
ა) ოვერდრაფტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით ინფორმაციის დროული და დადგენილი ფორმით მიწოდება და ბანკის კონტროლის განხორციელება;
ბ) ოვერდრაფტის ხელშეკრულებით დადგენილი მიზნობრიობის სრულად დაცვა;
გ) ოვერდრაფტის ხელშეკრულების მე-3 მუხლით განსაზღვრული სხვა პირობები/დამატებითი პირობები;
დ) არ იკისროს ვალდებულებები სხვა კომერციული ბანკიდან ან/და საფინანსო ინსტიტუტიდან ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
8.05 იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი არ დაეთანხმება ამ ხელშეკრულების 8.03 და 8.04 პუნქტების საფუძველზე ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთის გაზრდას, იგი ვალდებული იქნება ბანკის შეტყობინების მიღებიდან ოცდაათი (30) კალენდარული დღის განმავლობაში სრულად დაფაროს ეს ოვერდრაფტი. მსესხებელის მიერ ამ ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში მსესხებელი ვალდებული იქნება წლიური საპროცენტო განაკვეთი გადაიხადოს გაზრდილი განაკვეთის მიხედვით.
მუხლი 9 თანხების დაბრუნება
9.01 თუკი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი ან მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, ოვერდრაფტის თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით პირველ რიგში იფარება გადახდილი სადაზღვევო თანხა/პრემია, შემდეგ საკომისიო, შემდეგ პირგასამტეხლო (საურავი) მისი არსებობისას, შემდეგ დარიცხული პროცენტები და ბოლოს ძირითადი თანხა. xxxxx უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ შეცვლოს ამ პუნქტით დადგენილი რიგითობა.
9.02 ცალკეული საბანკო პროდუქტ(ებ)ის დაფარვის პრიორიტეტულობას და თანმიმდევრობას განსაზღვრავს ბანკი. ამასთან ბანკს შეუძლია როგორც პირველ რიგში, ისე სხვაგვარად, დაფაროს მსესხებლის ის ვალდებულებები, რომელიც არ გამომდინარეობს ამ ხელშეკრულებიდან.
9.03 ნებისმიერი გადახდა ამ ხელშეკრულების ფარგლებში უნდა განხორციელდეს და ჩაირიცხოს შესაბამის ანგარიშზე თანხის წინასწარ დადგენილი ოდენობის ჩარიცხვით, ყოველგვარი გამოქვითვისა და დაკავების გარეშე.
9.04 იმ შემთხვევაში, თუკი ნებისმიერი ვალდებულებაზე გადახდის დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, გადახდა უნდა განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს. ასეთ შემთხვევაში გადასახდელ თანხას პირგასამტეხლო არ დაერიცხება.
9.05 ერთზე მეტი მიმდინარე დავალიანების არსებობის შემთხვევაში, როდესაც მომხმარებლის ანგარიშზე განთავსებული თანხა არ არის საკმარისი ერთზე მეტი ვადამოსული/ვადაგადაცილებული ვალდებულების სრულად შესასრულებლად, პირველ რიგში დაიფარება ის საბანკო კრედიტ(ებ)ი/საკრედიტო ხაზ(ებ)ი, რომლის ფარგელბშიც მსესხებლის მიერ ათვისებული ძირითადი თანხა არის ყველაზე მეტი. მეორე რიგში დაიფარება ის ოვერდრაფტი/საკრედიტო ბარათი რომლის ფარგელბშიც მსესხებლის მიერ ათვისებული ძირითადი თანხა/ლიმიტი არის ყველაზე მეტი. ბანკი უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს ამ პუნქტით დადგენილი დაფარვის პრიორიტეტულობა, მსესხებლისათვის წერილობით/ელექტრონული ფოსტით/ინტერნეტ-ბანკით/მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით.
9.06 იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის მიერ ბანკში აღებული კრედიტ(ებ)ის, მათ შორის, ოვერდრაფტ(ებ)ის, საკრედიტო ბარათ(ებ)ის, მთლიანი თანხების მოცულობა ჯამურად ან ინდივიდუალურად ნაკლებია 1 000 000 ლარზე ან მის ექვივალენტზე სხვა ვალუტაში, მაშინ მსესხებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ ხელშეკრულების 9.05 პუნქტით განსაზღვრული რიგითობის ცვლილება ყოველ ჯერზე, ვალდებულების დაფარვის დღეს, ბანკის სამუშო საათებში, ბანკის ფილიალში შესაბამისი წერილობითი განცხადების გაკეთების გზით.
9.07 ბანკი უფლებამოსილია, მსესხებლის მიერ ოვერდრაფტის ანგარიშზე შეტანილი/ჩარიცხული თანხიდან ყოველდღიურად ჩამოჭრას/დაფაროს თანხის შეტანის/ჩარიცხვის დღეს ოვერდრაფტის ათვისებულ ლიმიტზე ფაქტობრივად დარიცხული პროცენტი ან/და სხვა გადასახდელები.
მუხლი 10 უზრუნველყოფა
10.01 უზრუნველყოფისთვის ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდზე დროდადრო გაფორმდება სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულება, გარიგება, შეთანხმება ან განცხადება (მათ შორის, მაგრამ არასრულად: იპოთეკა, გირავნობა, თავდებობა, სოლიდარული თავდებობა, დეპოზიტის დაგირავება ან მისი გამოყენების უფლების შეზღუდვა, თანხების განთავსება უზრუნველყოფის ანგარიშზე, გარანტია და სხვა) რაც მიემართება ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულების და მისგან გამომდინარე ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ უზრუნველსაყოფად.
10.02 იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საბაზრო ღირებულება შემცირდა, დაზიანდა, განადგურდა, დაკარგა მატერიალური ფასეულობა, ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს უზრუნველყოფის საგნის ალტერნატიული, ადეკვატური ღირებულების მქონე საგნით ჩანაცვლება / დამატება, ან ათვისებული ოვერდრაფტის თანხის ნაწილის ან სრულად დაფარვა დაუყოვნებლივ, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დააკმაყოფილოს ბანკის აღნიშნული მოთხოვნა.
10.03 ბანკის მიერ ნებისმიერ უზრუნველყოფაზე უარის თქმის შემთხვევაში მსესხებელი არ თავისუფლდება უზრუნველყოფილი ვალდებულებების შესრულებისგან.
10.04 უზრუნველყოფა ვრცელდება ყველა იმ ვალდებულებაზე რაც გამომდინარეობს ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან.
10.05 უზრუნველყოფის საგნის გასხვისება, ჩუქება, მისი შემდგომი დატვირთვა იპოთეკით, გირავნობით, აღნაგობის უფლებით, უზუფრუქტით, ან სერვიტუტით, ნებისმიერი უფლების ან მოთხოვნის დაგირავება, ასევე იჯარის / ქირავნობის გარიგების დადება საჭიროებს ბანკის წინასწარ წერილობით თანხმობას.
მუხლი 11 მოთხოვნის დაკმაყოფილების ფარგლები
11.01 უზრუნველყოფის საგნის ბანკის საკუთრებაში გადასვლისას მოთხოვნა ბანკის მიმართ დაკმაყოფილებულად ითვლება მხოლოდ იმ ნაწილში (იმ მოცულობით), რასაც ფარავს უზრუნველყოფის საგნის ღირებულება მოთხოვნის დაკმაყოფილების მომენტში.
11.02 უზრუნველყოფის საგნის ნებისმიერი ფორმით რეალიზაციისას მოთხოვნა ბანკის მიმართ დაკმაყოფილებულად ითვლება რეალიზების შედეგად ბანკის მიერ მიღებული თანხის ნაწილში.
11.03 ბანკს უფლება აქვს, მოთხოვნის სრულად დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, გამოიყენოს მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების კანონმდებლობით დადგენილი სხვა ზომები და საშუალებები მსესხებლის მიმართ და გადახდა მიაქციოს მსესხებლის სხვა ნებისმიერ ქონებაზე.
მუხლი 12 უაქცეპტო წესით თანხების მიღების უფლება
12.01 ბანკი უფლებამოსილია, ხოლო მსესხებელი თანახმაა, ბანკმა უაქცეპტო წესით, მსესხებლის თანხმობისა და მისთვის შეტყობინების გარეშე ჩამოჭრას, მიიღოს, გადარიცხოს მსესხებლის ბანკის წინაშე არსებული/წარმოშობილი ნებისმიერი ვალდებულების დასაფარად მისაღები საკომისიო, პირგასამტეხლო (არსებობისას), პროცენტი, ძირითადი თანხა თუ სხვაგვარი ვალდებულება და ამისთვის გამოიყენოს მსესხებლის ნებისმიერი საბანკო ანგარიშის ნაშთი, მისაღები თანხები, ანაბარი ან/და დეპოზიტი და მასზე დარიცხული პროცენტი.
12.02 მსესხებელი თანახმაა, ხოლო ბანკი უფლებამოსილია, მსესხებლის ნებისმიერი ანგარიშიდან უაქცეპტოდ (მსესხებლის თანხმობის გარეშე) ჩამოაჭრას საბანკო ანგარიშ(ებ)იდან ბანკისთვის გასახდელი ნებისმიერი თანხა, როგორც დავალიანების არსებობისას ისე კონკრეტული ვალდებულების დაფარვის დღეს. ამასთან, ნებისმიერი გადასახდელის ჩამოჭრისას, შესაბამისი ვალუტის არარსებობის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ, ბანკში ჩამოჭრის დღეს დადგენილი კომერციული გაცვლითი კურსით მოახდინოს შესაბამისი თანხის კონვერტაცია და მიიღოს არსებული ვალდებულების ვალუტის შესაბამისი თანხა.
მუხლი 13 მსესხებლის შემოწმება და ბანკის კონტროლი
13.01 წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდზე, მსესხებელი ვალდებულია ბანკსთვის მისაღები ფორმით მიაწოდოს მას მოთხოვნისთანავე, (მსესხებელი მეწარმე პირის შემთხვევაში ასევე ყოველი კალედარული კვარტლის დასრულებიდან ოცდაათი (30) კალენდარული დღის განმავლობაში) ფინანსური ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტაცია, (მსესხებელი მეწარმე პირის შემთხვევაში მათ შორის მსესხებლის ბალანსი, მოგება-ზარალის უწყისი, ინფორმაცია მსესხებლის კაპიტალში ან/და დამფუძნებელთა სტრუქტურაში ცვლილებების შესახებ), ფულადი სახსრების მიმოქცევის ამსახველი დოკუმენტები, ინფორმაცია ახალი სასესხო და სხვა ვალდებულებების შესახებ, მიიღოს ინფორმაცია და დეტალურად გაეცნოს დოკუმენტებს მსესხებლის სასამართლო ან საარბიტრაჟო დავების შესახებ, ასევე მიმდინარე აღსრულების პროცესის შესახებ ისე და იმ ფორმით, როგორც დადგენილია საერთაშორისო სტანდარტებით ან მისაღებია ბანკისთვის.
13.02 მსესხებელი ვალდებულია შექმნას საბანკო პროდუქტების მიზნობრივად გამოყენების კონტროლისა და ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვების პირობები. მსესხებლის ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანი ოპერაციების ამსახველი საბუთების, მიმდინარე და მოსალოდნელი დავების, აღსრულების პროცესის, კაპიტალში და დამფუძნებელთა სტრუქტურაში ცვლილებები (მსესხებელი იურდიული პირის შემთხვევაში) რეგულარული გაცნობისა და უზრუნველყოფის საშუალებების და მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების დათვალიერების და შემოწმების საშუალება, როგორც ბანკის მიერ, ისე წარმომადგენლის მეშვეობით.
მუხლი 14 პირგასამტეხლო
14.01 წინამდებარე ოვერდრაფტის ხელშეკრულების ფარგლებში, მსესხებლის მიერ გადახდის ნებისმიერი ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია მსესხებელს დააკისროს, ხოლო ასეთ შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე. პირგასამტეხლო, ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულების მე-5 მუხლით დადგენილი პროცენტის ოდენობით, დაერიცხება შესაბამის გადასახდელ (ვადაგადაცილებული) თანხას (მათ შორის ძირითადი თანხას და პროცენტს) ყოველდღიური დარიცხვის საფუძველზე.
14.02 პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მსესხებელს ნაკისრი ძირითადი ვალდებულებების შესრულებისგან და არც მიეყენებული ზიანის მოთხოვნის უფლებას უზღუდავს ბანკს.
მუხლი 15 საკომისიო და ხარჯი
15.01 ბანკი უფლებამოსილია მსესხებელს სხვადასხვა მომსახურებისთვის დაუწესოს სხვადასხვა ტიპის საკომისიო, რომლის ტიპი და ოდენობაც განისაზღვრება ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულებით ან სხვაგვარი ფორმით დადგინდება ბანკის მიერ. ბანკმა შესაძლოა მსესხებელს დაუწესოს შემდეგი საკომისიოები: ოვერდრაფტის დამტკიცების საკომისიო, ოვერდრაფტის გაცემის საკომისიო, ხელშეკრულების ცვლილების საკომისიო და სხვა.
15.02 ნებისმიერი საკომისიოს გადახდა, როგორც წესი, ხდება წინასწარ, მისი წარმოშობისთანავე, თუ ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
15.03 მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულების ან/და უზრუნველყოფის ხელშეკრულების დადებასთან, სანოტარო ან სხვა წესით დამოწმებასთან, რეგისტრაციასთან, გაუქმებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარჯი.
მუხლი 16 საკრედიტო ურთიერთობების ან/და ხელშეკრულების შეწყვეტა
16.01 ბანკი უფლებამოსილია შეწყვიტოს მსესხებელტან საკრედიტო ურთიერთობა და შესაბამისად წინამდებარე ოვერდრაფტის ხელშეკრულება და მოითხოვოს არსებული საკრედიტო (ძირითადი თანხა, პროცენტი, პირგასამტეხლო არსებობისას) და სხვა ვადადაუმდგარი ვალდებულებების სრულად, ვადაზე ადრე დაფარვა, ამ პუნქტით განსაზვრული ნებისმიერი პირობის არსებობის ან/და დადგომის შემთხვევაში და არა მხოლოდ:
(ა) დაირღვევა ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობა ან მსესხებლის ნებისმიერი განცხადება, გარანტია, თავდებობა, ხელშეკრულება ან წარმოდგენლი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია აღმოჩნდება არასწორი, არაზუსტი ან შეუსაბამო. მათ შორის, მაგრამ არასრულად: (i) ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულების მე-3 მუხლის განცხადებებიდან და გარანტიებიდან რომელიმე არ აღმოჩნდება ნამდვილი და სრულყოფილი; (ii) მსესხებელი არ შეასრულებს ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულების მე-7 მუხლით დადგენილ დათქმებიდან ერთ-ერთს; (iii) მსესხებელი არ უზრუნველყოფს ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულების მე-13 მუხლით დადგენილი ინფორმაციის დროულ და დადგენილი ფორმით მიწოდებას და ვერ უზრუნველყოფს ბანკის კონტროლის განხორციელებას, როგორც სრულად ისე ნაწილობრივ; (iv) დაირღვევა ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულების 10.05 პუნქტით დადგენილი მოთხოვნა; (v) დაირღვევა ოვერდრაფტის თანხის ან/და თანხის ნაწილის გადახდის ვადა; (vi) დაირღვევა ამ ხელშეკრულების მიზნობრიობა სრულად ან ნაწილობრივ; (vii) დაირღვევა ამ ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი სხვა ნებისმიერი ვალდებულება.
(ბ) იპოთეკის საგნის გაერთიანების / გაყოფის / მიშენების შედეგად ბანკის იპოთეკა არ გავრცელდება გაერთიანების / გაყოფის შედეგად მიღებულ / მიშენებულ ფართზე;
(გ) დაირღვევა უზრუნველყოფის ხელშეკრულებით დადგენილი ნებისმიერი პირობა;
(დ) განადგურდება ან შეიქმნება განადგურების რისკი ნებისმიერ უზრუნველყოფაზე;
(ე) მსესხებლის მოქმედება მიმართულია ბანკის მოტყუებისკენ;
(ვ) ისეთი გარემოების დადგომისას, როდესაც საბანკო პროდუქტებზე გაცემული თანხების დაბრუნება ხდება საეჭვო;
(ზ) ნებისმერი უფლებამოსილი ორგანო მსესხებელს ჩამოართმევს ქონებას ან სხვა აქტივს ან მნიშვნელოვან წილს, ან მოახდენს ასეთის ნაციონალიზაციას, ან ადგილი ექნება სხვაგვარ ექსპროპრიაციას;
(თ) მსესხებლის ან თავდების მიმართ აღიძრება სისხლის სამართლის საქმე;
(ი) გასხვისდება მსესხებლის მნიშვნელოვანი აქტივი, ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
(კ) მსესხებელი იკისრებს ფინანსურ და სხვა ვალდებულებებს ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, მათ შორის მიიღებს კრედიტს / სესხს ნებისმიერი სხვა ფინანსური დაწესებულებიდან თუ კერძო პირისგან;
(ლ) მსესხებლის ანგარიშს დაედება საინკასო დავალება, ყადაღა ან გავრცელდება სხვაგვარი უფლებრივი შეზღუდვა;
(მ) მსესხებლის, თავდების და გარანტის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდება ან დადგება ასეთის რისკი;
(ნ) მსეხებელს შეუწყდება მესამე პირის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის თანადაფინანსება (ასეთის არებობისას);
(ო) ბანკის წინაშე არსებული ნებისმიერი ვალდებულების ან მისი პირობის შეუსრულებლობის, არაჯეროვნად (არასრულად) ან დათქმულ ვადაზე გვიან შესრულებისას, რომელიც არ გამომდინარეობს ამ ხელშეკრულებიდან;
თუ მსესხებელი იურიდიული პირია, ასევე იმ შემთხვევაში თუ:
(პ) მსესხებლის ან თავდების მიმართ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, დაიწყება ლიკვიდაციის პროცესი;
(ჟ) ბანკის წინასწარი თანხმობის გარეშე მსესხებელი შეამცირებს კაპიტალს;
(რ) მსესხებელი მოახდენს კორპორაციულ გარდაქმნას/შერწყმას;
(ს) სპეციალური ლიცენზია, ასეთის არსებობისას, რომლითაც სარგებლობს მსესხებელი ჩამოერთმევა ან შეუჩერდება;
(ტ) ბანკის წერილობითი თანხმობის გარეშე მსესხებელი განახორციელებს ინვესტირებას, მათ შორის კაპიტალურ ინვესტირებას;
(უ) ბანკის წინასწარი თანხმობის გარეშე განახორციელებს დივიდენდების გაცემას;
(ფ) ბანკის წინასწარი თანხმობის გარეშე განახორციელებს დამფუძნებლისგან მიღებული სესხის დაფარვას, გარდა შეთანხმებული გადახდისა რაც წარდგენილია და ცნობილია ბანკისთვის ამ ხელშეკრულების ხელმოწერამდე;
(ქ) მსესხებელის პარტიორთა / აქციონერთა სტრუქტურაში განხორციელდება ცვლილება ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
16.02 ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულების 16.01 პუნქტით და ამავე პუნქტის ნებისმიერი ქვეპუნქტით დადგენილი შეწყვეტის წინაპირობებიდან გამომდინარე, ბანკის მხრიდან შეწყვეტის უფლების წარმოშობისათვის საკმარისია ჩამოთვლილი პირობებიდან ან პირობების შინაარსიდან ერთ-ერთის დადგომა ან/და არსებობა.
16.03 ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულების 16.01 პუნქტიდან ერთ-ერთი გარემოების დადგომისას ბანკი უფლებამოსილია ამ ხელშეკრულების 25-ე მუხლით დადგენილი საშუალებებით მსესხებელს გაუგზავნოს დავალიანების ვადაზე ადრე დაბრუნების მოთხოვნა, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს მსესხებლის მიერ მთელი მოცულობით. თანხის დაუბრუნებლობისას ბანკი ცალმხრივად წყვეტს ხელშეკრულებას და მიმართავს უზრუნველყოფის ყველა საშუალებას დავალიანების დასაბრუნებლად.
16.04 თუკი ბანკი სხვაგვარად არ გადაწყვეტს, ხელშეკრულების შეყვეტის მომენტიდან მსესხებლის არსებული დავალიანების ძირითად თანხაზე გაგრძელდება შესაბამისი პროცენტის დარიცხვა მის სრულად და ჯეროვნად დაფარვამდე.
16.05 ბანკი უფლებამოსილია გააგრძელოს პირგასამტეხლოს დარიცხვა, როგორც ვადაგადაცილებულ ძირითად თანხაზე, ისე ვადაგადაცილებულ პროცენტზე, ხოლო ასეთ შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს ასეთი პირგასამტეხლო დავალიანების სრულად და ჯეროვნად დაფარვამდე.
16.06 მსესხებლის მხრიდან ამ მუხლით გათვალისწინებული ან/და სხვა ნებისმიერი სახით ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის სრულად და ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკი თავისუფლდება მსესხებლის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან და უფლებამოსილია მსესხებლის დამატებითი თანხმობის გარეშე დაუწესოს მსესხებელს გამკაცრებული მონიტორინგის რეჟიმი, რაც თვის მხრივ გულისხმობს ბანკისათვის სრული უფლებამოსილების მინიჭებას და ამ გზით ბანკი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ მიავლინოს თავისი წარმომადგენელი მსესხებელთან, მისი აქტივების შესამოწმებლად, ფინანსური მდგომარეობის შესასწავლად ან/და შემოსავლების მონიტორინგის საფუძველზე, ბანკის კუთვნილი თანხების ერთიანად ან ნაწილ-ნაწილ მისაღებად.
მუხლი 17 მსესხებლის შესახებ ინფორმაცია
17.01 საქართველოს მოქმედი კანომდებლობის საფუძველზე, ოვერდრაფტის ხელშეკრულების ამ მუხლით დადგენილი პირობებისა და ბანკთან დადებული სხვა გარიგების საფუძველზე ბანკი უფლებამოსილია მოიპოვოს, დაამუშაოს, მიიღოს და გასცეს მსესხებლის შესახებ ინფორმაცია მათ შორის პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაცია სხვადასხვა მიზნებისთვის, მათ შორის ბანკის მიერ სასამართლო წესით მათი უფლებების განსახორციელებლად ან/და აღნიშნულთან დაკავშირებით.
17.02 წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, მსესხებელი ანიჭებს ბანკს უპირობო უფლებამოსილებას, რომ მსესხებლის დამატებითი წინასწარი ან/და შემდგომი თანხმობის გარეშე გამოითხოვოს და მიიღოს მსესხებლის შესახებ არსებული ინფორმაცია ნებისმიერი კერძო ან/და საჯარო დაწესებულებიდან. ასევე განახორციელოს ყველა საჭირო მოქმედება, რაც დაკავშირებული იქნება ზემოაღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებასთან, ამასთან ერთად, ბანკი უფლებამოსილია მსესხებლის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია მიაწოდოს მესამე პირ(ებ)ს, მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად ან/და ამგვარი შესრულების მონიტორინგის მიზნით.
17.03 მსესხებელი ბანკს ანიჭებს უპირობო უფლებას მსესხებლის კრედიტუნარიანობის/გადახდისუნარიანობის შემოწმების, მისთვის მომსახურების გაწევის, შეთავაზებისა და სხვა კანონიერი მიზნით, ძიებების რაოდენობის შეუზღუდავად მოიძიოს ინფორმაცია მსესხებლის შესახებ სს "კრედიტინფო საქართველოს" (ს/კ 204470740) საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში და ასევე მსესხებელთან დამატებითი შეთანხმების გარეშე მსესხებლის, როგორც პოზიტიური ასევე ნეგატიური (ნეგატიური ინფორმაცია გადაეცემა ვადაგადაცილებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ - ფიზიკური პირების შემთხვევაში, ხოლო 60 დღის შემდეგ - იურიდიული პირების შემთხვევაში) ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია გადასცეს სს კრედიტინფო საქართველოს, რაც იწვევს მსესხებლის აღრიცხვას კრედიტინფო საქართველოს საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში, რომელის მიზანია ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე მონაცემთა შეგროვება, გადამუშავება და გავრცელება, რომელიც დაკავშირებულია გადასახდელი/გადახდილი და გადაუხდელი სესხებისა და სხვა მიმდინარე, შესრულებული და შეუსრულებელი/ვადაგადაცილებული ფულადი ვალდებულებების სტატუსთან, ასევე ბაზაში არსებული ინფორმაციის ანალიტიკური გადამუშავება კრედიტუნარიანობის შეფასების მიზნებისთვის. კრედიტინფო საქართველოს, რომელიც წარმოადგენს საკრედიტო ბიუროს უფლება აქვს მიღებული ინფორმაცია დაამუშავოს/გადაამუშაოს და გადასცეს მესამე პირებს, მონაცემთა სუბიექტის კრედიტუნარიანობის/გადახდისუნარიანობის შეფასებისა და შემოწმების მიზნით. xxxxx ასევე უფლებამოსილია აცნობოს კრედიტინფო საქართველოს, კლიენტის საკრედიტო ისტორიაში ნებისმიერი ცვლილების/დამატების შესახებ. გადასაცემი ინფორმაცია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს: მსესხებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მიმდინარე სესხის/ვალდებულების მოცულობას, მიზნობრიობას, დარიცხულ პროცენტს, მოქმედების ვადას, მსესხებლის მიერ სესხთან/ფინანსურ ვალდებულებასთან დაკავშირებული გადახდების დროულობას, დავალიანების ნაშთს, უზრუნველყოფის ოდენობასა და უზრუნველყოფის საგნის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ხოლო სასამართლო დავის არსებობის შემთხვევაში - სასამართლო სამართალწარმოებისა და სააღსრულებო წარმოების შედეგს, აგრეთვე მსესხებლის აქციონერებისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების სახელებსა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს და მონაცემთა ბაზისთვის საჭირო სხვა მონაცემებს
17.04 მსესხებელი აცნობიერებს, რომ ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკს შესაძლოა დასჭირდეს მსესხებლის ან/და მისი თანამშრომლების შესახებ ინფორმაციის, ჩანაწერის, დოკუმენტის თუ საბუთის მოძიება და ანიჭებს უპირობო უფლებას, დროდადრო მოითხოვოს და მიიღოს ასეთი ნებისმიერი მესამე პირისგან და ადმინისტრაციული ორგანოდან, მათ შორის, მაგრამ არასრულად: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან და მოვალეთა რეესტრიდან.
17.05 ბანკი ასევე უფლებამოსილია, მოთხოვნის დათმობის ან სესხის ადმინისტრირების მიზნებისთვის მოლაპარაკებების სტადიაზე ან შესაბამისი გარიგების დადებისას კონტრაჰენტს გადასცეს ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულბიდან წარმოშობილი ვალდებულების შესახებ ინფორმაცია. ბანკი ინფორმაციის მიმღებს დაუდგენს კონფიდენციალურობის დაცვაზე და ინფორმაციის გაუმჟღავნებლობაზე ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულების საპირწონე მოთხოვნებს.
მუხლი 18 მხარეების შესახებ ინფორმაცია
18.01 მხარეები უფლებამოსილნი არიან ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი ინფორმაცია დაუბრკოლებლად მიაწოდონ სასამართლოს, არბიტრაჟს, აუქციონის მომწყობ პირს, სპეციალურ სავაჭრო დაწესებულებას ან სხვა დავის განმხილველ ნებისმიერ ორგანოს.
18.02 მხარეებს შეუძლიათ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მიაწოდონ ინფორმაცია / დოკუმენტაცია თავდებს, სოლიდარულ თავდებს/ თანამსესხებელს/ იპოთეკის / გირავნობის საგნის მესაკუთრეს, გარანტორს, ვალდებულებით დატვირთული დეპოზიტის ან/და ანაბრის მესაკუთრეს ან ნებისმიერ პირს ვისი ქონებაც განიხილება ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების უზრუნველყოფად. მათ შორის, შესაძლებელია გაიცეს დავალიანების და დარჩენილი ვალდებულების შესახებ ინფორმაცია და მსესხებელთან გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის ასლები იმავე ფორმით, რა ფორმითაც გაფორმებულია მსესხებელთან.
18.03 ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ნებისმიერი ინფორმაციის გამჟღავნება ან/და გადაცემა შესაძლებელია საქართველოს ეროვნული ბანკისთვის, გარე აუდიტორული და საგადასახდო აუდიტის მიზნებისთვის დაქირავებულ კომპანიებზე, მათთან დაკავშირებულ პირებზე, აგენტებზე და თანამშრომლებზე, რომლებიც შესაბამისი სერვისის ფარგლებში უფლებამოსილნი იქნებიან მიიღონ, გაეცნონ და შეინახონ სერვისის განხორციელების მიზნით საჭირო ინფორმაცია.
18.04 ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვება, გამჟღავნება, გადაცემა და შენახვა ამ ხელშეკრულების მე-17 და მე-18 მუხლების ფარგლებში არის მხარეების მიერ სათანადოდ ნებადართული.
მუხლი 19 მოთხოვნის დათმობა და ვადაგადაცილებული ვალდებულების ადმინისტრირება
19.01 ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, მსესხებლის თანხმობის გარეშე, სრულად ან ნაწილობრივ დათმოს ან დააგირავოს წინამდებარე ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან და უზრუნველყოფის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა მესამე პირის სასარგებლოდ. ასეთ შემთხვევაში მსესხებელი მიიღებს შეტყობინებას კანონმდებლობით დადგენილი ფორმით და ვადებში.
19.02 ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, მსესხებლის თანხმობის გარეშე ვადაგადაცილებული ვალდებულებათა ადმინისტრირების მიზნით დანიშნოს წარმომადგენლად ან/და გადასცეს ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან და უზრუნველყოფის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვადაგადაცილებული მოთხოვნა სრულად, ან ნაწილობრივ მესამე პირს. ასეთ შემთხვევაში მსესხებელი მიიღებს შეტყობინებას კანონმდებლობით დადგენილი ფორმით და ვადებში.
19.03 აკრძალულია მსესხებელის მიერ ნებისმიერ პირზე ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების გადაცემა ან ვალის გადაკისრება, ბანკის წინასწარი წერილობით თანხმობის გარეშე.
მუხლი 20 კონფიდენციალურობა
თითოეული მხარე იღებს ვალდებულებას მკაცრად დაიცვას მეორე მხარისაგან მიღებული ფინანსური, კომერციული და სხვა სახის ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ასეთი ინფორმაციის გადაცემა მესამე პირებისთვის შეიძლება მხოლოდ ორივე მხარის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებზე და ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულების მე-17 და მე-18 მუხლების პირობების შესაბამისად.
მუხლი 21 უფლებამონაცვლეობა
ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და ვალდებულებები ვრცელდება სამართალმემკვიდრეზე და უფლებამონაცვლეზე.
მუხლი 22 ბათილობა
ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულების რომელიმე მუხლის და/ან პუნქტის ან მისი ნაწილის ბათილობა არ იწვევს სხვა მუხლებისა თუ პუნქტების ბათილობას, შესაბამისად დანარჩენი მუხლები, პუნქტები და ქვეპუნქტები ინარჩუნებენ ძალას.
მუხლი 23 ხელშეკრულების ძალაში შესვლა და მოქმედების ვადა
23.01 წინამდებრე ოვერდრაფტის ხელშეკრულება ძალაშია მისი ხელმოწერის მომენტიდან. მიუხედავად დადგენილი ვადისა, ხელშეკრულების მოქმედება გრძელდება მხარეთა მიერ ვალდებულების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე.
23.02 ამ ხელშეკრულების 20-ე მუხლით დადგენილი პირობების დაცვა მხარეებს ევალებათ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგაც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 24 ერთიანი ხელშეკრულება, ცვლილებები და დამატებები, უპირატესობა
24.01 წინამდებარე ოვერდრაფტის ხელშეკრულება და უზრუნველყოფის ხელშეკრულება ქმნის ერთიან გარიგებას.
24.02 ნებისმიერი ცვლილება ან/და დამატება ოვერდრაფტის ხელშეკრულებაში შესაძლებელია დაიდოს შესაბამისი ხელშეკრულების ფორმის დაცვით.
24.03 პროცესის გამარტივების მიზნით, ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულების მხოლოდ გადახდის გრაფიკის (არსებობისას) ცვლილების შემთხვევაში, მხარეებს შეუძლიათ ხელი მოაწერონ მხოლოდ გადახდის გრაფიკის ახალ რედაქციას, ნებისმიერი წანამძღვრებისა და ცვლილების შესახებ ტექსტური დადასტურების გარეშე. მხარეები თანხმდებიან ასეთი ცვლილების პირობის ნამდვილობაზე, რომ ახალი გადახდის გრაფილი, აუქმებს მანამდე მოქმედ გადახდის გრაფიკს, იგი ძალაშია მისი ხელმოწერის მომენტიდან, მასზე სრულად ვრცელდება ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულების პირობები. აღწერილი გადახდის გრაფიკის ცვლილება შესაძლოა მხარეებმა მოახდინონ ამ ოვერდრაფტის მოქმედების პერიოდზე ერთხელ ან რამდენჯერმე.
24.04 ბანკის მიერ თავისის უფლების გამოუყენებლობა არ წარმოადგენს ამ უფლებაზე უარის თქმის საფუძველს.
მუხლი 25 შეტყობინებები
25.01 მსესხებელმა ნებისმიერი შეტყობინება უნდა განახორციელოს წერილობით. ასეთი შეტყობინება ითვლება სათანადოდ გაგზავნილად, თუკი ხელმოწერილია მსესხებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ და ასეთი ჩაბარდა ბანკს.
25.02 ბანკი უფლებამოსილია შეტყობინება გაუგზავნოს მსესხებელს ერთ-ერთ ჩამოთვლილი საშუალების გამოყენებით:
წერილობით - ბანკისთვის მსესხებლის მიერ მიწოდებულ ან სხვა ცნობილ მისამართზე წერილის გაგზავნის გზით. ამასთან ბანკი უფლებამოსილია მოიძიოს მსესხებლის ალტერნატიული მისამართი (სამოქალაქო / სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული ან სხვა) და გააგზავნოს მოძიებულ მისამართზე შეტყობინება. წერილობით შეტყობინების ჩაბარებისას ბანკი უფლებამოსილია ჩააბაროს შეტყობინება გაგზავნილ მისამართზე მყოფ ნებისმიერ პირს, მიუხედავად შეტყობინების შინაარსისა;
ელექტრონული ფორმით - ბანკისთვის ცნობილ ელექტრონულ მისამართზე ან მსესხებლის ინტერნეტ ბანკის საშუალებით შეტყობინების გაგზავნის გზით;
სატელეფონო საშუალებით - მსესხებლის მიერ ბანკისთვის მიწოდებულ სატელეფონო ნომერზე ან/და ბანკის მიერ მოძიებული ალტერნატიული სატელეფონო ნომრის გამოყენებით შეტყობინების გადაცემისას.
25.03 ამ მუხლის მიზნებისთვის შეტყობინება მიღებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ ადრესატი უარს განაცხადებს შეტყობინების მიღებაზე, ან თავს აარიდებს მის მიღებას, ან შეუძლებელი იქნება შეტყობინების გადაცემა ადრესატის ადგილზე ერთ შემთხვევაზე მეტჯერ არყოფნის გამო.
25.04 მსესხებელი ვალდებულია ხუთი (5) სამუშაო დღის განმავლობაში შეატყობინოს მხარეს რეგისტრირებული ან ფაქტობრივი მისამართის, ელექტრონული ფოსტის, ტელეფონის ნომრის ან/და რეგისტრაცია-სავალდებულო ფაქტების ცვლილებების შესახებ. ბანკი ვიდრე არ მიიღებს მსესხებლის შეტყობინებას, ნებისმიერი შეტყობინებისთვის და კორესპონდენციისთვის გამოიყენებს იმ ინფორმაციას, რაც მისთვის ცნობილია მსესხებლისგან.
მუხლი 26 ხელშეკრულების პირობების მოქმედება მსესხებლ(ებ)ის მიმართ
26.01 ამ ხელშეკრულების მიზნებისთვის, მსესხებელზე ამ ხელშეკრულების პირობები გავრცელდება სრულად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსესხებლის სამართლებრივი სტატუსიდან გამომდინარე კონკრეტული პირობა მასზე ვერ გავრცელდება.
26.02 იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს ერთზე მეტი მსესხებელი:
(ა) თითოეული ასეთი მსესხებლისთვის ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა შესაძლოა მოხდეს ინდივიდუალურად, ერთობლივად ან/და ცალკეული მსესხებლების მიხედვით;
(ბ) თითოეული ასეთი მსესხებელი წარმოადგენს ბანკის მიმართ სოლიდარულ მოვალეს ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებზე;
(გ) ნებისმიერი მოთხოვნა, შეზღუდვა ან პირობა ვრცელდება როგორც ერთობლივად ყველა მსესხებელზე, ისე თითოეულ მსესხებელ სუბიექტზე და ერთ-ერთის მიერ პირობის დარღვევა გულისხმობს, რომ ირღვევა ხელშეკრულება, შესაბამისად, ყოველი მსესხებელი სუბიექტი პასუხისმგებელია სხვა მსესხებელი სუბიექტის მიერ პირობის დარღვევაზე და მის შედეგებზე სოლიდარულად შესაბამისად, ბანკი უფლებამოსილია სოლიდარულად მოითხოვოს ვალდებულებების შესრულება თითოეული მსესხებელი სუბიექტისგან;
(დ) თითოეული მსესხებლის სოლიდარული პასუხისმგებლობა ძალაშია, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა მათ მიერ ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების უზრუნველსაყოფად ბანკის სასარგებლოდ გაცემული დამატებითი ვალდებულებები (მათ შორის, თავდებობა ან/და გარანტია);
(ე) ერთ-ერთ მსესხებელთან დაკავშირებული ფაქტები გამოიყენება სხვა მსესხებლ(ებ)ის მიმართაც, იმის გათვალისწინებით, რომ ბანკის მიერ რომელიმე მსესხებლის მიმართ თავისი უფლებამოსილების გამოუყენებლობა (სრულად ან ნაწილობრივ) არ გავრცელდება სხვა მსესხებლებზე და არ ათავისუფლებს მათ შესაბამისი ვალდებულებების შესრულებისაგან.
(ვ)საბანკო პროდუქტებზე მაქსიმალური ლიმიტის თანხა არის მათი ერთობლივი ლიმიტი. შესაბამისად, თუნდაც ერთ-ერთი მსესხებლის მიერ აღნიშნული ლიმიტის სრულად ათვისებისას (ლიმიტის ფარგლებში პროდუქტით სარგებლობისას), სხვა მსესხებელი სუბიექტი კარგავს ასეთზე მოთხოვნის უფლებას. ამ ხელშეკრულებით დადგენილ საბანკო პროდუქტების მიღებაზე ბანკისთვის მოთხოვნა, მისი შემდგომი ათვისება ან/და ასეთით სარგებლობა, მაქსიმალური ლიმიტის თანხის ფარგლებში არის მსესხებელ სუბიექტებს შორის ურთიერთობის საგანი;
(ზ) მსესხებლის მიერ საბანკო პროდუქტების მიღება შესაძლებელია როგორც ერთობლივად, ორი ან მეტი სუბიექტის მიერ, ისე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ბანკი ნებისმიერ შემთხვევაში განიხილავს მიმდინარე მიმართვას და არ არის პასუხისმგებელი შეამოწმოს და აკონტროლოს სხვა (გარდა განცხადების შემომტანი) მსესხებელი სუბიექტის დამოკიდებულება, თანხმობა თუ ინფორმირება მოთხოვნაზე და კონკრეტული საბანკო პროდუქტის მიღებაზე. მსესხებელი სუბიექტები თავად არიან პასუხისმგებელნი საკუთარი მოთხოვნების ურთიერთშორის კოორდინაციაზე და ბანკს არ შეიძლება მოეთხოვოს ან პასუხისმგებლობა დაეკისროს რომელიმე მსესხებელი სუბიექტისთვის საბანკო პროდუქტის დამტკიცებაზე ან/და გაცემაზე.
(თ) ერთ-ერთი მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია შესაბამისი მოთხოვნა/მოთხოვნები წაუყენოს ნებისმიერ მსესხებელს საკუთარი შეხედულებისამებრ და მის მიმართ ისარგებლოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან/და კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით.
მუხლი 27 მოქმედი სამართალი
27.01 ოვერდრაფტის ხელშეკრულება შედგენილია მოქმედი ქართული სამართლის შესაბამისად და მასზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა.
27.02 ურთიერთობა, რომელიც არ არის მოწესრიგებული ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულებით რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 28 დავა და მისი გადაწყვეტის წესი
28.01 მხარეებს შორის წამოჭრილი ნებისმიერი დავა გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობისას, დავას განიხილავს საქართველოს უფლებამოსილი სასამართლო. მხარეები თანხმდებიან, რომ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბანკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
28.02 მსესხებელი გამოხატავს უპირობო თანხმობას, რომ ბანკმა და უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრემ შესაბამის უზრუნველყოფის ხელშეკრულებაში დაადგინონ სანოტარო სააღსრულებლო ფურცლის, იპოთეკის მოწმობის, გირავნობის მოწმობის, აუქციონის მოწყობის გზით, სპეციალური სავაჭრო დაწესებულების მეშვეობით ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებების შეუსრულებლობისას მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობები.
მუხლი 29 ხელშეკრულების ენა და სხვა პირობები
29.01 წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარ(ებ)ად ქართულ ენაზე, ისე, რომ თითოეულ მხარეს გადაეცემა თითო ეგზემპლარი.
29.02 იმ შემთხვევაში თუკი ხელშეკრულების ერთ-ერთმა მონაწილე მხარემ არ იცის ქართული ენა ან/და დამწერლობა, ხელშეკრულება შესაძლოა შედგეს და დაიდოს მისთვის გასაგებ ენაზე. ხელშეკრულების ინტერპრეტაციის და თარგმნის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ქართულენოვან ვერსიას ენიჭება უპირატესი იურიდიული ძალა და ნებისმიერი განმარტების თუ ინტერპრეტაციისას გამოიყენება ხელშეკრულების ქართულენოვანი ვერსია.
29.03 მომხმარებელი უფლებამოსილია ბანკს წარუდგინოს პრეტენზია ზეპირი, წერილობითი და/ან ელექტრონული ფორმებით. პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია ბანკის ნებისმიერ ფილიალში, სერვისცენტრში, სათავო ოფისში, ინტერნეტბანკში, ბანკის ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@terabank.ge. ბანკი უფლებამოსილია განიხილოს და იმავე ფორმით/არხით უპასუხოს მომხმარებლის პრეტენზიას (თუ თვითონ მომხმარებელი პრეტენზიის დაფიქსირების მომენტში არ მიუთითებს მისთვის სასურველ კონკრეტულ არხს), პრეტენზიის მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში, აღნიშნული პრეტენზიის განხილვის ვადა ვრცელდება ნებისმიერი ტიპის პრეტენზიაზე, მიუხედავად პრეტენზიის შინაარსისა და განაცხადის ფორმისა. ამასთან, პრეტენზია შინაარსობრივად უნდა იყოს გასაგებად ჩამოყალიბებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკს უფლება აქვს მომხმარებელს მოსთხოვოს პრეტენზიის დაზუსტება ან მისი წერილობით წარმოდგენა.
29.04 ბანკის საზედამხედველო ორგანოს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი, რომლის მისამართია: 0114 თბილისი,საქართველო, სანაპიროს ქუჩა № 2.
დასტურად, ხელშეკრულების მხარეები, რომლებიც მოქმედებენ პირადად ან/და უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით, ადგენენ ამ ოვერდრაფტის ხელშეკრულებას და აწერენ ხელს ზემომითითებულ თარიღზე.
ბანკი: |
სს ტერაბანკი |
მსესხებელი: |
|
ხელმოწერა: |
ხელმოწერა: |
||
სახელი და გვარი გარკვევით და სრულად: |
სახელი და გვარი გარკვევით და სრულად: |
||
სახელი და გვარი: |
|
სახელი და გვარი: |
|
წარმომადგენელი: |
|
წარმომადგენელი: |
|
ბანკი _____________________ 17 მსესხებელი_________________