Contract
პროექტი
ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
/ხელშეკრულების პირობების საბოლოო ვარიანტი შეიძლება დაზუსტდეს და დაიხვეწოს ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენთთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესში/.
ქ. თბილისი თარიღი ----------------
1. ხელშეკრულების მხარეები
ერთის მხრივ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობა (შემდგომში _ შემსყიდველი), წარმოდგენილი ---- სახით და მეორეს მხრივ ----- (“შემდგომში მიმწოდებელი”), წარმოდგენილი სახით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და მათი გათვალისწინებით, შეთანხმდნენ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობებზე და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების თაობაზე.
2. ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტი, შესყიდვის საშუალება,
ხელშეკრულების ღირებულება, ხელშეკრულების ძალაში შესვლა და მოქმედების ვადა
2.1 ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტია: ქ. თბილისში, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე საყრდენი კედლების, კიბეების, ბილიკების და უსაფრთხოების მოაჯირების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოების დეფექტური აქტების, ტექნიკური დავალებების (ტოპოგადაღებით და ნახაზებით) და ხარჯთაღრიცხვების შედგენის მომსახურება, რომლის პირობებიც განსაზღვრულია ხელშეკრულების დანართებით (ტექნიკური პირობები, ხარჯთაღრიცხვა), რომელიც თან ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
2.2 შესყიდვის საშუალება: დახურული ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე; განცხადების ნომერი ----------
2.3 ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს ლარს, ყველა გადასახადის ჩათვლით.
2.4 კლასიფიკატორის კოდი: 71320000 - საინჟინრო - საპროექტო მომსახურება
2.5 ხელშეკრულება ძალაში შედის გაფორმებისთანავე და ძალაშია ჩათვლით.
3. მომსახურების გაწევის პირობები და ვადები
3.1 შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა - ეტაპობრივად, შემსყიდველის წერილობითი დავალების შესაბამისად, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 2024 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით.
3.2 მიმწოდებელს შესყიდვის ობიექტის კონკრეტული მისამართ(ებ)ი, გასაწევი მომსახურება და ვადა გადაეცემა ეტაპობრივად, შემსყიდველის მიერ გაცემული წერილობითი დავალების საფუძველზე.
3.3 დოკუმენტაციის მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1გ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობა.
3.4 მომსახურება განხორციელდება თანდართული ტექნიკური პირობების და წერილობითი დავალების შესაბამისად.
4. გასაწევი მომსახურების ხარისხი
4.1 მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ გაწეული მომსახურების ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს.
4.2 შემსყიდველი ვალდებულია აცნობოს მიმწოდებელს დეფექტურ აქტსა და ტექნიკურ დოკუმენტაციაში რაიმე წუნის (ხარვეზის) აღმოჩენის შესახებ, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია შენიშვნების გაცნობიდან არაუგვიანეს 5(ხუთი) სამუშაო დღს ვადაში საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას დოკუმენტაციაში აღმოჩენილი წუნი.
4.3 მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე განახორციელოს უხარისხოდ შესრულებული მომსახურების ან მისი ნაწილის გამოსწორება შემსყიდველის მხირდან რაიმე დამატებითი დანახარჯის გაწევის გარეშე.
5. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი (ინსპექტირება)
5.1 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს ნებისმიერ ეტაპზე ახორციელებს შემსყიდველი.
5.2 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს შემსყიდველის მხრიდან განახორციელებენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომლები:
.
5.3 მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს შემსყიდველი კონტროლის (ინსპექტირების) ჩატარებისათვის აუცილებელი პერსონალით, ტექნიკური საშუალებებით და სხვა სამუშაო პირობებით. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი კონტროლის (ინსპექტირების) მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს თვით შემსყიდველი.
5.4 მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად გამოვლენილი ყველა ხარვეზის ან ნაკლის აღმოფხვრა.
6. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
6.1 შესყიდვის ობიექტი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
6.2 იმ შემთხვევაში, როდესაც ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული მომსახურების მოცულობების ცვლილება არ იწვევს ხელშეკრულების ღირებულების გაზრდას, აღნიშნული მომსახურების მოცულობები შესაძლებელია შეიცვალოს (დაზუსტდეს), აღმოჩენილი შესასრულებელი მომსახურების გათვალისწინებით, ხელშეკრულების 5.2 პუნქტით განსაზღვრულ პირ(ებ)თან მიღწეული წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, რაზეც გაფორმდება შესაბამისი მიღებაჩაბარების აქტი“.
6.3 შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებაზე უფლებამოსილ პირ(ებ)ს წარმოადგენენ ამ ხელშეკრულების 5.2 პუნქტში მითითებული პირები.
6.4 შესყიდვის ობიექტის მიღების და/ან საბოლოო შემოწმების შედეგად გამოვლენილი დეფექტის აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
6.5 მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების პარალელურად, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოუდგინოს შემსყიდველს შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცია (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად).
7. ანგარიშსწორება და ანგარიშსწორების ვალუტა
7.1 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
7.2 ანგარიშსწორება მოხდება 2024 წლის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით ეტაპობრივად, მიღება– ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
7.3 იმ შემთხვევაში, თუ ამ ხელშეკრულების მე-13 მუხლით გათვალისწინებული წესით საჯარიმო სანქციის გამოყენებასთან დაკავშირებით შეტყობინების მიღებიდან 7.2 პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშსწორებამდე მიმწოდებლის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, შემსყიდველი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტით განსაზღვრული გაწეეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებისას, ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა დაუქვითოს მიმწოდებელს, რის შემდეგაც მიმწოდებელს ჩაერიცხება დარჩენილი თანხა.
7.4 წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი) არ გამოიყენება.
8. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
(საჯარიმო სანქციები, ფორმა, ოდენობა, და გადახდის ვადები)
8.1 ფორს-მაჟორული პირობების გარდა, ხელშეკრულების მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები;
8.2 შემსყიდველის წერილობითი დავალებით განსაზღვრული მომსახურების მიწოდების (ან ხარვეზის აღმოფხვრის) ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
8.3 მიმწოდებლის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და მიმწოდებლის მიზეზით ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელი დაჯარიმდება ხელშეკრულების ღირებულების 5% -ის ოდენობით.
8.4 საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა გადახდილ უნდა იქნას ამ ხელშეკრულების მე-13 მუხლით გათვალისწინებული წესით საჯარიმო სანქციის გამოყენებასთან დაკავშირებით შეტყობინებიდან 10 (ათი)კალენდარული დღის ვადაში.
8.5 ხელშეკრულების 7.2 პუნქტის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში შემსყიდველს დაეკისრება პირგასამტეხლო ჩასარიცხი თანხის 0,02 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
8.6 საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს ხელშეკრულების მხარეებს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
9. ხელშეკრულების შეწყვეტა
9.1 ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებლის შემთხვევაში მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გადაწყვეტილება.
9.2 მიმწოდებელი ვალდებულია შეატყობინოს შემსყიდველს ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, მისი მიღების საფუძველი და ამოქმედების თარიღი, ხოლო შემსყიდველმა აცნობოს მიმწოდებელს ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და ამოქმედების თარიღი.
9.3 ხელშეკრულების შეწყვეტისას მხარეს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა მეორე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით.
9.4 ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მხარეებს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან.
9.5 შემსყიდველს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, მათ შორის შემდეგ შემთხვევებში:
ა) მიმწოდებლის მიერ წერილობითი დავალებით განსაზღვრული მომსახურების ვადის 15(თხუთმეტი) კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში.
ბ) თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, მათ შორის მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნებისმიერი ისეთი დარღვევის დროს, რაც შეუძლებელს ხდის ნორმალური სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებას, ან იწვევს შემსყიდველის ინტერესის დაკარგვას სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებისადმი.
დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
9.6 ამ მუხლის 9.5 პუნქტში მითითებულ შემთხვევებში შემსყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს მიმწოდებელს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება, მიმწოდებლისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის გადახდის შემდეგ.
10. ფორს-მაჟორი
10.1 ფორსმაჟორი - სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, საბოტაჟი ან სხვა საწარმოო არეულობა, სამოქალაქო მღელვარება, ომი, ბლოკადა, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყრების ჩამოწოლა, ეპიდემია, წყალდიდობა და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათ მიერ შეუძლებელია. ფორსმაჟორად არ ითვლება მიმწოდებლის ფინანსური მდგომარეობის გაუარესება, თუ ეს ჩამოთვლილ მოვლენებთან არ არის დაკავშირებული. ამ დროს მხარეებს შორის ხელშეკრულების შესაბამისად გადასახდელ თანხაზე ფორსმაჟორის შემთხვევაში გათვალისწინებული შეღავათები არ ვრცელდება.
10.2 ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას.
10.3 ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
10.4 იმ შემთხვევაში თუ ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო, იცვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე პირობა, აღნიშნული ცვლილება უნდა გაფორმდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების სახით.
11. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
11.1 თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია. ამავე დროს შემსყიდველი არ არის ვალდებული წარუდგინოს მიმწოდებელს რაიმე მტკიცებულებანი იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლების გამოც წარმოიშვა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა.
11.2 ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება (მათ შორის მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების შეწყვეტა) უნდა გაფორმდეს წერილობით - მხარეთა შეთანხმების სახით და დანართის სახით უნდა დაერთოს ხელშეკრულებას. მხარეთა წერილობითი შეთანხმება ცვლილების თაობაზე, ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
12. ღირებულება
12.1 მხარეთა შეთანხმებით დასაშვებია ხელშეკრულების საერთო ღირებულების შეცვლა.
12.2 ხელშეკრულების ღირებულების პარამეტრების (ერთეულის ფასის) შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისთვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.
12.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში, დაუშვებელია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობის გაზრდა.
12.4 ხელშეკრულების ღირებულების შეცვლა ფორმდება მხარეთა წერილობითი შეთანხმების სახით.
13. ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის
13.1 ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. წერილობითი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე ხელშეკრულების შესაბამისად უგზავნის მეორე მხარეს, იგზავნება საფოსტო გზავნილის სახით. ოპერატიული კავშირის დამყარების მიზნით დასაშვებია შეტყობინების მეორე მხარისათვის მიწოდება ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის გაგზავნის გზით იმ პირობით, რომ შეტყობინების ორიგინალი შემდგომში წარედგინება მეორე მხარეს უშუალოდ ან ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე საფოსტო გზავნილის გაგზავნის მეშვეობით.
13.2 ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით ან/და ფაქსით ურთიერთობისათვის გამოყენებულ იქნება: ა) მიმწოდებლის შემდეგი რეკვიზიტები: ტელეფონის ნომერი ------------ საკონტაქტო პირი: ბ/ქ-ნ ,
ელექტრონული ფოსტა: ------------; ფაქსი (არსებობის შემთხვევაში): ------; ბ) შემსყიდველის შემდეგი რეკვიზიტები: ტელეფონის ნომერი ------------ საკონტაქტო პირი: ბ/ქ-ნ --.
13.3 ხელშეკრულებაში მონაწილე ორივე მხარე ვალდებულია, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში საკონტაქტო პირ(ებ)ის ან ინფორმაციის ცვლილება წერილობითი სახით აცნობოს მეორე მხარეს.
13.4 შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს
14. სადაო საკითხების გადაწყვეტა
14.1 ხელშეკრულების მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ მათ შორის წარმოქმნილი ნებისმიერი დავა შესაძლებელია გადაწყდეს მხარეთა შეთანხმები
14.2 თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში შემსყიდველი და მიმწოდებელი ვერ შესძლებენ სადაო საკითხების თაობაზე შეთანხმებას, ნებისმიერ მხრეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესით მიმართოს საქართველოს სასამართლოს.
14.3 ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული უფლებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დაცვა და ამ უფლებების გამოყენების პროცესში წარმოშობილი დავების მოგვარება ეკისრება მიმწოდებელს.
14.4 ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლები.
14.5 ხელშეკრულება დადებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ინტერპრეტირებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
15. სხვა პირობები
15.1 ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
15.2 ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე და დამოწმებულია კვალიფიციური ელექტრონული შტამპით/ხელმოწერით.
15.3 წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ძალაშია მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი წერილობითი ფორმითაა შედგენილი და ხელმოწერილი მხარეთა მიერ.
16. მხარეთა იურიდიული რეკვიზიტები
შემსყიდველი: მიმწოდებელი: