Contract
ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №--
ქ. თბილისი --- 20-- წელი
1. ხელშეკრულების დამდები მხარეები
ერთი მხრივ შპს „xxxx xxxxxxxxx და ტერმინალები“ (მის: ქ.თბილისი, თამარ მეფის გამზ.№15; საბანკო რეკვიზიტები: სს „თიბისი ბანკი“, ბანკის კოდი: XXXXXX00, ა/ა XX00XX0000000000000000; საიდ. კოდი - 202462101), შემდგომში წოდებული „შემსყიდველად”, წარმოდგენილი ---------- სახით და მეორეს მხრივ
მიმწოდებელი: --------------------; საიდენტიფიკაციო კოდი: ;
მისამართი, ტელეფონი:
დირექტორი:
xxxxxxx xxxxxxxxxxx: ------------------; ბანკის კოდი: ----------------; ა/ა: -----------------
(შემდგომში „მიმწოდებელი“), საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და მათი გათვალისწინებით, შეთანხმდნენ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობებზე და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების თაობაზე.
2. ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტი, შესყიდვის საშუალება, ხელშეკრულების ღირებულება და ხელშეკრულების მოქმედების ვადა
2.1 ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტია: შპს ,,xxxx xxxxxxxxx და ტერმინალები’’-ს საკუთრებაში არსებული საბაჟო–საკონტეინერო ტერმინალების, შენობა ნაგებობების, მატერიალური ფასეულებების და ქ. ბათუმში მდებარე საოფისე ჯიხურის დაცვის მომსახურეობის შესყიდვა დანართი N1-ის და დანართი N2-ის შესაბამისად. ინფორმაცია დასაცავი ობიექტის დასახელების და მდეობარეობის, დაცვის საათების რაოდენობის, დაცვის თანამშრომელთა მინიმალური რაოდენობის, ერთი თვის ღირებულების და ჯამური ღირებულების შესახებ მოცემულია მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ მომსახურების ფასთა ცხრილში, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს (იხ. დანართი N1).
2.2 შესყიდვის საშუალება: ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე NAT --.
2.3 ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ------------------ ლარს. ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს, როგორც შესყიდვის ობიექტის ღირებულებას, ასევე წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
2.4 კლასიფიკატორის კოდი - CPV-79713000 - დაცვის მომსახურება.
2.5 ხელშეკრულება ძალაშია ხელშეკრულების გაფორმებიდან 202- წლის ჩათვლით.
3. მომსახურების გაწევის პირობები, ვადა და ადგილი
3.1 მომსახურების გაწევის ვადა:
ა) 2024 წლის 17 თებერვლიდან/ხელშეკრულების გაფორმებიდან, 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში შემდეგ მისამართებზე: საკონტეინერო–საბაჟო ტერმინალი– ქ. თბილისი ისანი-სამგორი რაიონი, (ნაკვეთი 01/154); საკონტეინერო–საბაჟო ტერმინალი– ქ. ფოთი, ნაბადის უბანი, (ნაკვეთი 03/618);• საკონტეინერო–საბაჟო ტერმინალი– ქ. ბათუმი, ძმები ნობელების ქუჩის დაბოლოება;
ბ) 2024 წლის 17 თებერვლიდან/ხელშეკრულების გაფორმებიდან უწყვეტად 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში შემდეგ მისამართზე -საოფისე ჯიხური -ქ. ბათუმი, ქიქავას ქუჩის დაბოლოება; შესყიდვის ობიექტის სამონტაჟო სამუშაოები უნდა განხორციელდეს - ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.
3.2 მომსახურების გაწევის ადგილები: დანართი N1-ის მიხედვით.
3.3 მომსახურების გაწევის პირობები შემსყიდველის საკუთრებაში არსებულ ტერმინალებში: მიმწოდებელმა ტერმინალების დაცვისას უნდა უზრუნველყოს:
3.3.1 თითო ობიექტზე მცველების რაოდენობები და მათი მუშაობის გრაფიკი განისაზღვრება დანართი №1 შესაბამისად.
3.3.2 შესაბამისი ნებადართული სიხშირეების გამოყენებით, უნდა აღჭურვოს თითოეული მცველი რადიოკავშირის
(რაციის) საშუალებით.
3.3.3 უნდა აღჭურვოს დამკვეთის - შპს „ჯიარ ლოგისტიკა და ტერმინალები“-ს საკუთრებაში არსებული ქ. თბილისის, ქ.ბათუმის და ქ. ფოთის საბაჟო–საკონტეინერო ტერმინალები (დაცვის ობიექტები) საგანგაშო სიგნალიზაციით (განგაშის სიგნალის მისაცემად გამოძახების ღილაკებით), მოთხოვნის შესაბამისად (არანაკლებ ერთი ღილაკი თითოეულ დაცვის ობიექტზე), ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა;
3.3.4 თითოეული მცველი უნდა აღჭურვოს სპეციალური ტანსაცმელით, რომელზეც მითითებული იქნება დაცვითი ორგანიზაციის დასახელება და ლოგო.
3.3.5 სახელშეკრულებო პერიოდში შემსყიდველის მოთხოვნის (მოთხოვნის შემთხვევაში) შესაბამისად თანმდევი მომსახურების სახით, უნდა უზრუნვეყოს თავის საკუთრებაში არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერების მონტაჟი და მათი მიმდინარე მომსახურება დასაცავ ობიექტებზე (თითო ობიექტზე მინიმუმ 4 (ოთხი) სათვალთვალო მოწყობილობა, ინტერნეტის მიწოდებას უზრუნველყოფს შემსყიდველი), რომლებზედაც წვდომა უნდა გააჩნდეს შემსყიდველს. სისტემა უნდა მუშაობდეს „ონლაინ რეჟიმში“ 24 საათის განმავლობაში და ჩანაწერი შენახული უნდა იქნას გადაღების დღიდან მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში.
3.3.6 ოცდაოთხსაათიან რეჟიმში უზრუნველყოს, დასაცავი ობიექტების შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლი, როგორც ცოცხალი ძალით, ასევე ვიდეოკონტროლის საშუალებებით (შეთანხმებულ ობიექტებზე), რისთვისაც აუცილებელია მცველმა იცოდეს ვიდეოსათვალთვალო ტექნიკის ექსპლუატაციისა და მისით სარგებლობის წესები.
3.3.7 დასაცავ ობიექტებში არსებული მატერიალური ფასეულობების (მოძრავი ქონების) დაცვა ქურდობისაგან, დატაცებისაგან ან სხვა დაზიანებისგან. ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში ზარალის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელია დაცვითი ორგანიზაცია.
3.3.8 მიმწოდებელი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სრულად აანაზღაუროს ზარალი, რომელიც გამოწვეულია მიმწოდებლის მიერ ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებით.
3.3.9 დასაცავ ობიექტებზე დალუქული სათავსოების არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ლუქების მუდმივი მონიტორინგი და მონაცემების ფიქსაცია ყოველი სამუშაო დღის დაწყებისა და დამთავრების დროს.
3.3.10 შემსყიდველთან წინასწარ შეთანხმებულ ობიექტებზე არ დაუშვას უცხო პირთა გადაადგილება შემსყიდველთან შეთანხმების გარეშე.
3.3.11 ”შემსყიდველთან” შეთანხმების გარეშე არ დაუშვას დასაცავი ობიექტებიდან სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების შეტანა-გამოტანა;
3.3.12 ობიექტების მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგის, მათ შორის ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფისგან დაცვა.
3.3.13 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის დაცვის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ინსტრუქციების, დებულებებისა და წესების ცოდნა და მათი მოთხოვნების შესრულება.
3.3.14 მომსახურების სრულფასოვნად მიწოდების მიზნით თვითონ შეარჩიოს დაცვის მექანიზმები.
3.3.15 მიმწოდებელმა დაცვითი საქმიანობა უნდა განხორციელდეს „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად, რომლის განუხრალად დაცვაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება დაცვით ორგანიზაციას.
3.3.16 უზრუნველყოს სასაშვო რეჟიმის წარმოება და პროცესის ფიქსაცია შესაბამისი აღრიცხვის ჟურნალში
3.3.17 უზრუნველყოს ყოველდღიურად, თბომავლის მემანქანესთან ერთად დიზელის საწვავის გადაბარების პროცესის ორგანიზება და ფიქსაცია შესაბამის აღრიცხვის ჟურნალში.
3.3.18 დაცვის თანამშრომლ(ებ)ის მიერ, ზემოაღნიშნული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს მოსთხოვოს მიმწოდებელს დაცვის თანამშრომლის შეცვლა, რომელიც თავის მხრივ ვალდებულია შეცვალოს დაცვის თანამშრომელი 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში, წინაააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ჩაითვლება ხელშეკრულების დარღვევად და შემსყიდველს უფლება ექნება შეწყვიტოს ხელშეკრულება;
3.3.19.არ გაამჟღავნოს მომსახურების გაწევისას მისთვის ცნობად გამხდარი კონფიდენციალური ინფორმაცია;
3.3.20.შეუქმნას მცველს შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობები. უზრუნველყოს მცველი სათანადო ინფორმაციით და ყველა საჭირო აღჭურვილობით, რომელიც აუცილებელი იქნება მცველის მიერ დაცვითი საქმიანობის ხარისხიანად და ეფექტიანად განხორციელებისათვის;
3.3.21 უპირობოდ აანაზღაუროს ხელშეკრულების დანართში მითითებულ ობიექტებზე შემსყიდველის მიერ აღმოჩენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, საბაზრო ფასის გათვალისწინებით ან/და დაზიანებული ნივთის საბაზრო ღირებულება, გარდა ფორს-მაჟორის შედეგად დამდგარი ზიანისა;
3.3.22 უპირობოდ აანაზღაუროს ხელშეკრულების დანართში მითითებულ ობიექტებზე, ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა, თუ ზიანი გამოწვეულია დაცვის თანამშრომლ(ებ)ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების არასათანდოდ შესრულებით ან/და მისი ბრალეულობით;
3.3.23 წერილობით აცნობოს შემსყიდველს, დასაცავ ობიექტებზე ყველა მოსალოდნელი ცვლილების შესახებ, რომლებიც ეხება ობიექტების დაცვით ღონისძიებებს და უსაფრთხოებას;
3.3.24 დასაცავ ობიექტებზე ძარცვის ან/და ქურდობის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები და ასევე აცნობოს ამის შესახებ ”შემსყიდველს”;
3.3.25 დაცვითი საქმიანობა განახორციელოს „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად, რომლის განუხრალად დაცვაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს.
3.4 მომსახურების გაწევის პირობები შემსყიდველის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში მდებარე საოფისე ჯიხურის დაცვის მომსახურებასთან დაკავშირებით -დაცვის საგანგაშო პულტის სიგნალიზაციის 1 გასაღებით. შემსყიდველი ვალდებულია:
3.4.1. დაცვის ობიექტის სრულყოფილი დაცვის ორგანიზაციის მიზნით გაითვალისწინოს დაცვითი ორგანიზაციის რეკომენდაციები/მითითებები;
3.4.2. გაუფრთხილდეს, გამართულ მდგომარეობაში იქონიოს საგანგაშო სიგნალიზაციის ღილაკის სისტემა და ელექტროკვების საშუალებები;
3.4.3. საგანგაშო სიგნალიზაციის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეატყობინოს შემსრულებელს;
3.4.4. შეასრულოს შემსრულებლის რეკომენდაციები/მითითებები დაცვისობიექტის ტექნიკურად გამაგრების შესახებ;
3.4.5. გაუფრთხილდეს და გამართულ მდგომარეობაში იქონიოს დაცვითი სიგნალიზაციის სისტემა, უზრუნველყოს სატელეფონო კავშირის და სიგნალიზაციის სათადარიგო ელექტროკვების გამართული მუშაობა, მკაცრად დაიცვას სიგნალიზაციის ექსპლუატაციის წესები, არ შეცვალოს მისი ხელსაწყოები, არ შეიტანოს ცვლილებები დაცვის ობიექტის ბლოკირებისა და კვების სქემაში;
3.4.6. სამუშაო დღის დამთავრებამდე შეამოწმოს დაცვითი სიგნალიზაცია, ხოლო მისი გაუმართაობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ეს შემსრულებელს და დაელოდოს შემსრულებლის წარმომადგენლის გამოცხადებას და ნაკლოვანებების აღმოფხვრას;
3.4.7. დაცვის ობიექტის დაცვაზე აყვანის წინ კარგად დაკეტოს საკეტებით ყველა კარი, ფანჯარა, მინის წინა დამცავი საშუალებები (რკინის ბადე, თუნუქის ფარდა და სხვა), რათა არ მოხდეს მათი თვითნებური გაღება და მუდმივად იქონიოს ისინი მუშა მდგომარეობაში,ასევე შეამოწმოს, ხომ არ არის სიგნალიზაციის მოძრაობის დეტექტორები დაბლოკილი რაიმე საფარით (მაგ.: კარებით, ფარდით ან სხვა რაიმე საფარით), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მათი უფუნქციობა;
3.4.8. აიყვანოს სიგნალიზაციაზე დაცვის ობიექტი მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ დაცვის ობიექტზე არ იმყოფებიან გარეშე პირები და სიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ შეამოწმოს, არის თუ არა დაცვის ობიექტი ნამდვილად აყვანილი დაცვაზე;
3.4.9. სიგნალიზაციის სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეატყობინოს შემსრულებელს;
3.4.10. არ გაანდოს მესამე პირებს დაცვის ტექნიკური საშუალებებით სარგებლობის წესები და დამცავი პაროლი;
3.4.11. დაცვის ობიექტის კაპიტალური რემონტის ან სხვა სარემონტო სამუშაოების დაწყება შემსრულებელს აცნობოს 15 დღით ადრე მაინც;
3.4.12. დაცვის ობიექტის დაცვაზე ორი და მეტი დღეღამის ვადით (გაუხსნელად) ჩაბარების შემთხვევაში შეატყობინოს ეს დაცვით ორგანიზაციას;
მიმწოდებელი ვალდებულია:
3.4.13. დადგენილი წესით მიიღოს დაცვის ობიექტი დაცვის ქვეშ და მასში უცხო პირების შეღწევისას გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მატერიალური ზიანის დადგომა;
3.4.14. განუმარტოს დამკვეთს სიგნალიზაციის სისტემის გამოყენების წესები და გადასცეს მას შესაბამისი ინსტრუქცია
3.4.15 უზრუნველყოს ობიექტის დაცვა 24 საათიანი განრიგით ცენტრალიზებული დაცვის პულტის მეშვეობით;
3.4.16. განგაშის შემთხვევაში, ცენტრალიზებულ დაცვის პულტზე განგაშის მოსვლიდან 5-7 წუთში გამოცხადდეს დაცვის ობიექტზე;
3.4.16. დაცვის ობიექტზე თავდასხმის ან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს;
3.4.17. დაცვის ობიექტის გარეგნული მთლიანობის დარღვევისას ან იქ არსებული მატერიალური ფასეულობებისთვის მიყენებული ზიანის აღმოჩენისას დაუყოვნებლივ აცნობოს ეს სამართალდამცავ ორგანოებს და დამკვეთს, ხოლო დამკვეთის წარმომადგენლების მისვლამდე უზრუნველყოს შემთხვევის ადგილის უსაფრთხოება;
3.4.18. ამ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში 1 თვით ადრე წარუდგინოს დამკვეთს ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მის მიერ შესრულებული სამუშაოს წერილობითი ანგარიში.
4. გასაწევი მომსახურების ხარისხი
4.1 მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ გაწეული მომსახურების ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტების, წესებისა და მოთხოვნების დაცვით.
4.2 ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და ასევე მისი მოქმედების დასრულების შემდგომ, აღმოჩენილი ხარვეზის ან/და ნაკლის არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების
მიღებისთანავე გონივრულ ვადებში, მაგრამ არაუმეტეს 1 (ერთი) კალენდარული დღის ვადაში გამოასწოროს ნაკლი, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.
4.3 მიმწოდებლის მიერ ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება.
5. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
5.1. შემსყიდველს ან მის წარმომადგენლებს უფლება აქვთ განახორციელონ ტექნიკური კონტროლი ან/და შეამოწმონ მომსახურება, რათა დარწმუნდნენ მათ შესაბამისობაში კონტრაქტით გათვალისწინებულ ტექნიკურ პირობებთან.
5.2. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის განხორციელებისათვის აუცილებელი პერსონალისა და ტექნიკური საშუალებების გამოყოფა, ასევე უზრუნველყოს საჭირო სამუშაო პირობები. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს თვითონ შემსყიდველი ორგანიზაცია.
5.3. შემსყიდველი შესყიდვის ობიექტის მიწოდების ინსპექტირებას ახდენს სისტემატიურად, საკუთარი შეხედულებისამებრ. კონტროლი ხორციელდება როგორც შუალედური ფორმით - შესყიდვის ობიექტის მიწოდების პროცესში, ისე მისი დამთავრების შემდგომ. შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ხელშეკრულების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე მოახდინოს დამატებითი კვლევა.
5.4. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა და წუნდებული საქონლის შეცვლა.
5.5. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს შემსყიდველის მხრიდან განახორციელებს --.
6. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
6.1. შესყიდვის ობიექტის მიღება - ჩაბარება განხორციელდება ყოველთვიურად შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.
6.2. შემსყიდველის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებაზე უფლებამოსილ პირებს წარმოადგენს
.
6.3. ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის მიწოდებად არ ითვლება უხარისხო (წუნდებული) ან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო მომსახურების გაწევა. ასეთ შემთხვევაში აღნიშნულზე მიღება- ჩაბრების აქტი არ ფორმდება.
6.4. შესყიდვის ობიექტის (მისი ნაწილის) მიღების და/ან საბოლოო შემოწმების შედეგად გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
6.5. მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების პარალელურად, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოუდგინოს შემსყიდველს შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცია (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად).
6.6. იმ შემთხვევაში, თუ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმება შესაძლებელია განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს, რაც არ ჩაითვლება მიმწოდებლის მხრიდან ვადის გადაცილებად.
7. ანგარიშსწორება და ანგარიშსწორების ვალუტა
7.1. ანგარიშსწორების ვალუტა – ლარი.
7.2. წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გადახდა განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით,
,,მიმწოდებლის’’ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით.
7.3. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება მხარეებს შორის მიღება–ჩაბარების აქტის ხელმოწერის, შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში) გამოწერისა და წარმოდგენის შემდეგ 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში. თუ ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.
7.4 იმ შემთხვევაში, თუ ამ ხელშეკრულების მე-15 მუხლით გათვალისწინებული წესით საჯარიმო სანქციის გამოყენებასთან დაკავშირებით შეტყობინების მიღებიდან 7.3 პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშწორებამდე მიმწოდებლის მიერ არ იქნება წარმოდგენილი საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, შემსყიდველი უფლებამოსილია მიღება-ჩაბარების აქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის ღირებულების ანაზღაურებისას, ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა დაუქვითოს მას, რის შემდეგაც მიმწოდებელს ჩაერიცხება დარჩენილი თანხა.
7.5 წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი) არ გამოიყენება.
8. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
8.1 იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე _ საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით (სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში 10%-ის ოდენობით). ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.
8.2 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად და ჯეროვანად შესრულების შემდეგ შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია დაუბრუნოს საბანკო გარანტია ან/და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია მოთხოვნიდან 14 დღის განმავლობაში.
8.3 მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ვალდებულია მიმწოდებელს მოთხოვნიდან 14 დღის განმავლობაში დაუბრუნოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია. შენიშვნა: ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ
„საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად
9. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
(საჯარიმო სანქციები, ფორმა, ოდენობა და გადახდის ვადები)
9.1 ფორს-მაჟორული პირობების გარდა, ხელშეკრულების დამდები მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისა ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები.
9.2 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა) შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 2%-ის ოდენობით.
9.3 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით.
9.4 მიმწოდებლის მხირადნ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს ჩამოერთმევა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია სრულად.
9.5 საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა გადახდილ უნდა იქნას ამ ხელშეკრულების მე-15 მუხლით გათვალისწინებული წესით საჯარიმო სანქციის გამოყენებასთან დაკავშირებით შეტყობინებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.
9.6 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელი უფლებამოსილია შემსყიდველს დააკისროს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მიმწოდებლისათვის ჩასარიცხი თანხის 0.15%-ის ოდენობით.
9.7 საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს ხელშეკრულების მხარეებს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
10. ხელშეკრულების შეწყვეტა
10.1 ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ.
10.2 ხელშეკრულების დამდები მხარე, რომელიც მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს მიღებული გადაწყვეტილება, მისი მიღების საფუძველი და ამოქმედების თარიღი.
10.3 ხელშეკრულების შეწყვეტისას მხარეს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა მეორე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით.
10.4 ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
10.5 ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მხარეებს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან.
10.6 შემსყიდველს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, მათ შორის შემდეგ შემთხვევებში:
ა) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ორჯერ დარღვევის შემთხვევაში;
ბ) თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, მათ შორის მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნებისმიერი ისეთი დარღვევის დროს, რაც შეუძლებელს ხდის ნორმალური სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებას, ან იწვევს შემსყიდველის ინტერესის დაკარგვას სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებისადმი.
10.7 ამ მუხლის პირველსა და მე-6 პუნქტებში მითითებულ შემთხვევებში შემსყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს მიმწოდებელს ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულება.
11. ფორს-მაჟორი
11.1 ფორს-მაჟორი - სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, საბოტაჟი ან სხვა საწარმოო არეულობა, სამოქალაქო მღელვარება, ომი, ბლოკადა, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყრების ჩამოწოლა, ეპიდემია, წყალდიდობა და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათ მიერ შეუძლებელია. ფორს-მაჟორად არ ითვლება მიმწოდებლის ფინანსური მდგომარეობის გაუარესება, თუ ეს ჩამოთვლილ მოვლენებთან არ არის დაკავშირებული.
11.2 ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული, როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას და მიმწოდებლისათვის ხელშეკრულების შესრულების გარანტიის დაუბრუნებლობას.
11.3 ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ, რომელსაც თან უნდა ახლდეს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მათ შორის, საჯარო სამართლის კორპორაცია
„საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის“ დასკვნა ფორსმაჟორის დადასტურების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობის მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
11.4 იმ შემთხვევაში თუ ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო, იცვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე პირობა, აღნიშნული ცვლილება უნდა გაფორმდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების სახით.
12. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
12.1 თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია. ამავე დროს შემსყიდველი არ არის ვალდებული წარუდგინოს მიმწოდებელს რაიმე მტკიცებულებანი იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლის გამოც წარმოიშვა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა.
12.2 ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება (მათ შორის მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების შეწყვეტა) უნდა გაფორმდეს წერილობით - მხარეთა შეთანხმების სახით და დანართის სახით უნდა დაერთოს ხელშეკრულებას. მხარეთა წერილობითი შეთანხმება ცვლილების თაობაზე, ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
12.3 ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება განისაზღვრება ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის ღირებულების შესაბამისად, რაც არ საჭიროებს დამატებით შეთანხმებას.
13. უფლებების გადაცემა
13.1 ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების მთლიანი ან ნაწილობრივი გადაცემა ფორმდება მხარეთა წერილობითი შეთანხმებით (შემსყიდველი - მიმწოდებელი - მესამე პირი).
13.2. დაუშვებელია ხელშეკრულებაში მიმწოდებლის ჩანაცვლება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა (ორგანიზაციის შერწყმა, გაყოფა და სხვ.)
14. ღირებულება
14.1 მხარეთა შეთანხმებით დასაშვებია ხელშეკრულების საერთო ღირებულების შეცვლა.
14.2 მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
14.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში დაუშვებელია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა.
14.4 ხელშეკრულების ღირებულების შეცვლა ფორმდება მხარეთა წერილობითი შეთანხმების სახით.
15. ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის
15.1 ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. წერილობითი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე ხელშეკრულების შესაბამისად უგზავნის მეორე მხარეს, იგზავნება საფოსტო გზავნილის სახით. ოპერატიული კავშირის დამყარების მიზნით დასაშვებია შეტყობინების მეორე მხარისათვის მიწოდება ტელეფონის და ელექტრონული ფოსტის გაგზავნის გზით იმ პირობით, რომ შეტყობინების ორიგინალი შემდგომში წარედგინება მეორე მხარეს უშუალოდ ან ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე საფოსტო გზავნილის გაგზავნის მეშვეობით.
15.2 ტელეფონით და ელექტრონული ფოსტით ურთიერთობისათვის გამოყენებულ იქნება: ა) მიმწოდებლის შემდეგი რეკვიზიტები: საკონტ. პირი: -----, ტელეფონის ნომერი: --------, ელ-ფოსტა ;
ბ) შემსყიდველის შემდეგი რეკვიზიტები: საკონტ. პირი: ------, ტელეფონის ნომერი: -------, ელ-ფოსტა --.;
15.3 ხელშეკრულებაში მონაწილე ორივე მხარე ვალდებულია, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში საკონტაქტო პირ(ებ)ის ან ინფორმაციის ცვლილება წერილობითი სახით აცნობოს მეორე მხარეს.
15.4 შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს.
16. სადაო საკითხების გადაწყვეტა
16.1 ხელშეკრულების დამდები მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ მათ შორის წარმოქმნილი ნებისმიერი დავა შესაძლებელია გადაწყდეს მხარეთა შეთანხმებით, ხოლო ასეთის მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა გადაწყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს სასამართლოს მიერ.
16.2 ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლები.
16.3 ხელშეკრულება დადებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ინტერპრეტირებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
17. სხვა პირობები
17.1 ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
17.2 წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ძალაშია მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი წერილობითი ფორმითაა შედგენილი და ხელმოწერილი მხარეთა მიერ.
17.3 „ხელშეკრულების“ მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი დანომრილია და დასათაურებულია მხოლოდ მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს „ხელშეკრულების“ ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება. მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის დასათაურებაში ან დანომვრაში ცდომილების/სხვაობის არსებობის შემთხვევაში, გამოიყენება ამავე მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის შესაბამისი შინაარსის მქონე მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი ან/და ქვეპუნქტ(ებ)ი.
17.4 „ხელშეკრულების“ ტექსტში მექანიკური ან/და ტექნიკური შეცდომის ან/და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში
„მხარეთა“ მიერ, აღნიშნული შეცდომა ან/და ხარვეზი განხილული და განმარტებული უნდა იყოს
„ხელშეკრულების“ შესაბამისი წინადადების (წინადადებების) ან/და შინაარსიდან გამომდინარე. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული შეცდომა ან/და ხარვეზი არ შეესაბამება „ხელშეკრულების“ სათანადო წინადადებას/წინადადებებს ან შინაარს, მას (ხარვეზი/შეცდომა) „ხელშეკრულების“ შინაარსის განმარტებასთან დაკავშირებით არ ექნება (არ მიენიჭება) რაიმე მნიშვნელობა.